Home Blog Page 2286

,,უკრაინის მაქსიმალისტური მიზნები განაპირობებს უსასრულო ომს”- Wall Street Journal

ზოგიერთი დასავლელი მაღალჩინოსანი ისურვებდა, რომ უკრაინას ტერიტორიების ნაწილის დაკარგვასთან შეგუების სანაცვლოდ ნატოს ან ევროკავშირის წევრობა მიეღო. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal-ი წერს.

„ისინი შიშობენ, რომ უკრაინის მაქსიმალისტური მიზნები განაპირობებს უსასრულო ომს და ამიტომ ისურვებდნენ, უკრაინისთვის შეეთავაზებინათ შეთანხმება, შეეგუოს ტერიტორიის ნაწილის ფაქტობრივ დაკარგვას, ნატოს ან ევროკავშირის წევრობის ან გრძელვადიანი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების სანაცვლოდ. ომის დასასრულებლად უკრაინას პრაქტიკულად ტერიტორიების დათმობას სთავაზობენ, თუმცა ეს არ შეესაბამება არც კიევის და არც მოსკოვის მიზნებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

“ქართულმა ოცნებამ” გურჯაანში, მერობის კანდიდატად  წარადგინა

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

გვინდა, გამოცეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მერიამ შერჩევითი სამართლის პრინციპით, სრულიად უსამართლოდ დააჯარიმა მოქალაქე ავტომანქანის პარკირების გამო.

 

საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ აღნიშნულ პიროვნებას სატრანსპორტო საშუალება გაჩერებული ჰქონდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილზე, არ ჰქონდა განთავსებული შესაბამისი შშმ პირის საცნობი ნიშანი, რომელიც სპეციალურ ადგილზე დგომის უფლებას მისცემდა. ასევე, მძღოლი არ იმყოფებოდა ადგილზე.

 

კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მოხდა სატრანსპორტო საშუალების დაჯარიმება და შემდეგ სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა, რისი განხორციელების ვალდებულებაც აქვს სსიპ „თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს“.

 

რაც შეეხება ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნული ქმედებით ხორციელდება ბიუჯეტის შევსება, განვმარტავთ, რომ ჯარიმა წარმოადგენს პრევენციულ ღონისძიებას და შესაბამისად, კანონის მიხედვით, გათვალისწინებულია, როგორც ჯარიმები, ასევე სატრანსპორტო საშუალების დაცულ სადგომზე გადაყვანა.

 

ჯარიმის შედგენა ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც ნაკლებია სამართალდარღვევის სიმწვავე, ხოლო როცა მოქალაქეებს გადაადგილებაში ან უსაფრთხოებაში ხელი ეშლებათ, კანონი ითვალისწინებს ავტომანქანის ევაკუაციას.

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ადგილებზე არაუფლებამოსილი პირის დაჯარიმება და სატრანსპორტო საშუალების გადაყვანა ემსახურება პრევენციას და წარმოადგენს კანონით დადგენილ ნორმას.

 

რაც შეეხება ტელეკომპანიის განცხადებას, თითქოს დამრღვევი პირი ადგილზე იმყოფებოდა, საპირისპიროს ამტკიცებს სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოც, სადაც ცხადად ჩანს, რომ თანამშრომლებს დასრულებული აქვთ ევაკუაციის პროცესი, ყველანი განთავსებულნი არიან ევაკუატორში და მიემართებიან საჯარიმო სადგომისკენ.

 

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, ჯარიმა იძულებითი ღონისძიებაა, როდესაც ადგილი აქვს კანონდარღვევას, იზღუდება სხვათა უფლებები ან საფრთხე ექმნება მოქალაქეთა გადაადგილებას. იგი წარმოადგენს წესრიგის დაცვისა და პრევენციის ყველაზე ქმედით ინსტრუმენტს.

 

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადაამოწმეთ მერიის პრესსამსახურთან და ნუ შეუწყობთ ხელს სიცრუისა და ცილისწამების პროპაგანდას.

Eurowings ბერლინი-თბილისი-ბერლინის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings ბერლინი-თბილისი-ბერლინის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს.

ინფორმაცია ავიაკომპანიის ვებგვერდზე ვრცელდება, სადაც აღნიშნულია, რომ ფრენები 18 დეკემბერს დაიწყება და კვირაში ერთხელ, ყოველ ორშაბათს განხორციელდება. ცნობილია, რომ ერთი გზის ღირებულება კი 130 ევროდან დაიწყება.

ინფორმაცია, რომ გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოში რეგულარული ფრენების დაწყებას გეგმავდა, 2021 წელს გავრცელდა. მაშინ ეკონომიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2021 წლის 21 ივლისიდან “ევროვინგსი” ფრენას დუსელდოფის მიმართულებით დაიწყებდა.

მარნეულში კაცმა ცოლი მოკლა

მარნეულში კაცმა ცოლი მოიკლა.

სამოქალაქო აქტივისტის სამირა სამირა ბაირამოვას ინფორმაციით, კაცს ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონდა.

„მარნეულში მამაკაცმა ცოლი დანით მოკლა. მამაკაცს ფსიქოლოგიური პრობლემა ჰქონია და როცა მისმა ცოლმა წამლების დალევა შესთავაზა, მან ცუდად მიიღო ეს და დანით დაარტყა, შემდეგ კი, როცა თავის დარტყმას ცდილობდა, მისმა შვილმა შეაჩერა“, – წერს ბაირამოვა.

 

პატრიარქი მრევლს მიმართავს

პატრიარქი მრევლს აძლევს კურთხევას, მარიამობის მარხვაში წაიკითხონ ლოცვები, იქნება ეს დღე, ღამე თუ მგზავრობისას:

„მარიამობის მარხვაში გეძლევათ ლოცვა–კურთხევა, როგორც კი დაგრჩებათ თავისუფალი დრო, წაიკითხოთ ღვთისმშობლის ლოცვები

„ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა.

მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა. ამინ…

ეს იქნება დღე, ღამე თუ მგზავრობისას… ყოველთვის წაიკითხეთ. ამ ორ ლოცვას ბევრი ადამიანი გადაურჩენია” – ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში ჩავიდნენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუქში” წერს, რომ ვიზიტი უკრაინისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენის თემას მიეძღვნება.

„როგორც ყოველთვის, გველოდება არსებითი მოლაპარაკებები ბატონ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან. მთავარი საკითხია F-16-ები უკრაინისთვის, რათა ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან დავიცვათ. ჩვენ გავძლიერდებით. ასევე დღის წესრიგშია გლობალური მშვიდობის სამიტი, მშვიდობის ფორმულა, რომელიც ტერორისტულ სახელმწიფოს პასუხს აგებინებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, ნიდერლანდებმა და დანიამ რამდენიმე დღის წინ დაადასტურეს, რომ უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე შეერთებული შტატებისგან თანხმობა მიიღეს.

მაშველებმა სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველების მიერ მონიტორინგის შედეგად, სტიქიის ეპიცენტრიდან 55 კილომეტრის მოშორებით, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.

სამუშაოები მიმდინარეობს მდინარეების – რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე მცურავი საშუალებები, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.

მაშველების მიერ ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 28 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 5 პირთან დაკავშირებით.

 

,,გერმანიიდან დეპორტოტებულთა შორის ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქეა” – გერმანიის შსს

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2023 წლის პირველ ექვს თვეში თავშესაფრის მაძიებლების დეპორტაციის მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, მეოთხედზე მეტით გაიზარდა, – ინფორმაციას გამოცემა ZDF-ი ავრცელებს.

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იანვრიდან ივნისამდე ქვეყნიდან 7 861 ადამიანი გააძევეს, რაც, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია. ამასთან, დეპორტირებულთაგან 1664 ქალი იყო, 1375 კი – არასრულწლოვანი.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეებს ადეპორტებდნენ და აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 705 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, შემდეგ მოდის ჩრდილოეთ მაკედონიელები (665), ავღანელები (659) და თურქები (525).

სასწაული, რომელიც ყოველ წელს აღესრულება

კუნძული კეფალონია (საბერძნეთი), რომელიც იონიის ზღვაში მდებარეობს, მარტო იმით არაა გამორჩეული, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძულია ამ ზღვაში.

სწორედ ამ კუნძულზე, ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის მიძინების დღეს, ყოველწლიურად აღესრულება სასწაული, რომელიც მნახველებს ანცვიფრებს – სოფელ მარკო პოლოში, ღვთისმშობლის მიძინების სამლოცველოში, დღესასწაულზე დასასწრებად და ხატის თაყვანის საცემად ტაძარში… შხამიანი გველები მოდიან.

ხატს „გველის ღვთისმშობელს“ უწოდებენ.

გადმოცემის თანახმად, იმ ადგილას, სადაც ახლა სამლოცველოა, ადრე ყოვალდწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის დედათა მონასტერი ყოფილა.

ერთხელ, როდესაც სოფლის ყველა მამაკაცი ზღვაში სათევზაოდ იყო გასული, მონაზვნებმა მეკობრეთა გემი დალანდეს და შეშინებულებმა ჩარაზეს მონასტრის ჭიშკარი, თავად კი გულმოდგინედ ევედრებოდნენ დედა ღვთისმშობლის ხატს, დაეფარა მათი ღირსება.

მაგრამ ხის ალაყაფმა მეკობრეთა ძალას ვერ გაუძლო. როდესაც ისინი მონასტერში შეცვივდნენ, იქ, მონაზონთა ნაცვლად, შავი გველები დახვდათ.

მოძალადეები თავზარდაცემულნი გაერიდნენ იქაურობას. როგორც მარკო პოლოს მცხოვრებნი ამტკიცებენ, მათ სამლოცველოში სწორედ ის ხატია დაცული, რომელსაც ასე გულმოდგინედ ევედრებოდნენ მონაზვნები მეკობრეთაგან ხსნას და ეს ხატი პანაგია ფეტუსა გახლავთ.

ყოველი წლის მარიამობის წინა საღამოს მთებიდან ჩამოდიან შხამიანი გველები და სწორედ ამ სამლოცველოსთან იკრიბებიან, ტაძარში მორწმუნეებთან ერთად შედიან და წირვას ესწრებიან.

მიუხედავად იმისა, რომ სამლოცველოში უამრავი ხატია, გველები ღვთისმშობლის ხატისაკენ მიიწევენ და მასზე გართხმულები უსმენენ ღვთისმსახურებას.

რაოდენ დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ეს შხამიანი გველები ამ დღესასწაულზე სრულიად უვნებელნი ხდებიან-მლოცველებს ისინი ხელში აჰყავთ, ტაძარში შესვლაში ეხმარებიან, ეთამაშებიან და ეფერებიან ხოლმე.

წირვის დასრულებისთანავე გველები ჩამოცოცდებიან ღვთისმშობლის ხატიდან და კვლავ მთებს მიაშურებენ.

იმ წუთებიდან მათთან შეხებას არავის ურჩევენ, რადგან მათი შხამი მომაკვდინებელია. მარიამობას მათ დანახვას არავინ უფრთხის-ადგილობრივი თუ სტუმრად ჩასული მართლმადიდებლები სიხარულით ელიან ამ დიდი სასწაულის ხილვას.

მარკოპოლოელმა ქრისტიანებმა იციან, რომ, თუკი გველები არ გამოჩნდნენ, ესე იგი, იმ წელს დიდი განსაცდელს უნდა ელოდნენ. ასე იყო 1943 წელს-მაშინ ფაშისტებმა უამრავი ადამიანი დახვრიტეს – თითო ოჯახიდან თითო კაცი; გველები არ მოდიან ეკლესიაში მაშინაც, თუკი იმ წელს გვალვა ან მიწისძვრაა მოსალოდნელი.

,,შოვში სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება”- პაპუნა მარგველიძე

სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედით თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი მოქალაქეების პოვნის, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ.

„ამ დროის მდგომარეობით 27 მოქალაქის ცხედარი არის ამოსვენებული. მიმდინარეობს 6 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, სადაც მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება და არსებული კუნძულების დამუშავება. პერიმეტრი არის გაზრდილი. 27 ამოსვენებულიდან, 25 ცხედარი არის იდენტიფიცირებული. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედით თეორიული შანსიც კი ინქბეა ჩვენი მოქალაქეების პოვნის“, – განაცხადა მარგველიძემ.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში მაშველების მიერ 27 ცხედარია აღმოჩენილი და საძიებო სამუშაოები 6 პირთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

,,გამარჯვება რთული შრომაა” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დასავლელ ანალიტიკოსებს მოუწოდებს, უკრაინის კონტრშეტევის შესახებ პროგნოზების გაკეთებისას სიფრთხილე გამოიჩინონ.

”ჩვენ მშვიდად ვხვდებით ამგვარ განცხადებებს. უსახელო ოფიციალური პირების, გენერლებისა და ანალიტიკოსების აზრით, უკრაინას 2022 წლის თებერვალში 3-10 დღეში არსებობა უნდა შეეწყვიტა. ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ უკრაინა მთელ თავის ტერიტორიას ასე სწრაფად ვერ დაიბრუნებს. მინდა ვთქვა, რომ რომ ანალიტიკოსებმა პროგნოზებისა და გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთებისას მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ”, – აღნიშნა კულებამ.

მან უკრაინელებს მიმართა, გამოიჩინონ მოთმინება გამარჯვების გზაზე.

“გვჭირდება მეტი გრძელვადიანი შესაძლებლობა მეტი მოკლევადიანი შედეგის მისაღწევად. არასოდეს შეაფასოთ უკრაინა არასათანადოდ. იყავით თავდაჯერებული. გამოიჩინეთ მოთმინება, გამარჯვება რთული შრომაა”, – აღნიშნა კულებამ.