Home Blog Page 2278

ენტონი ბლინკენის განცხადება და კოლინ პაუელის შხამიანი სინჯარა! – ლევან მამალაძე

“აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა წარმოადგინოს მოსამართლეთა კორუფციაში მონაწილეობის მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პოლიტიკური თამაშის და საქართველოში არეულობის მოწყობის ხელშემწყობ ნაბიჯად ჩაითვლება!”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლისთვის სანქციების დაწესებას.

“რატომ აიძულა აშშ-მ 2012 წელს ახლად გამარჯვებული ქართული ოცნება, სააკაშვილის რეჟიმის დამცველი მოსამართლეები დაეტოვებინა, ახლა კი მათ სანქციები დაუწესა!

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს კორუფციაში ედებათ ბრალი და სანქციები დაუწესდათ!

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტმა უნდა წარმოადგინოს მოსამართლეთა კორუფციაში მონაწილეობის მტკიცებულებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პოლიტიკური თამაშის და საქართველოში არეულობის მოწყობის ხელშემწყობ ნაბიჯად ჩაითვლება!

მიუხედავად ამერიკის სიდიდისა და მსოფლიო გავლენისა არავის ეგონოს , რომ იქ სიღრმისეული ანალიზი კეთდებოდეს და მხოლოდ ამის საფუძველზე მზადდებოდეს გადაწყვეტილება. ხშირად პოლიტიკური მიზნები სიმართლეზე მაღლა დგას! გავიხსენოთ აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაულის მიერ მტკიცებულების სახით, გაეროს უშიშროების საბჭოზე შხამიანი სინჯარის წარმოდგენა. ამის საფუძველზე ერაყში ამერიკამ კოალიციურია ჯარებით ომი დაიწო, ქვეყანა დაინგრა და უამრავი ადამიანი დაიხოცა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სადამ ხუსეინს ქიმიური იარაღი არ გააჩნდა!

საქართველოს რეალობაში ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ 2012 წელს როცა „ქართულმა ოცნებამ“ გამარჯვება მოიპოვა, აშშ-ს წარმომადგენლები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ახალ ხელისუფლებას თანამდებობებზე დაეტოვებინა ძალადობრივი რეჟიმის „გამპრავებელი“ მოსამართლეები. ასეთი ზეწოლის პირობებში სისტემური ცვლილებების გატარება შეუძლებელი იყო, რადგან მართლმსაჯულებასთან დაპირისპირება , საგრძნობლად შეასუსტებდა სახელმწიფოს. მაშინდელ პრემიერმინისტრს ბიძინა ივანიშვილს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ მოსამართლეები გაეთავისუფლებინა სააკაშვილის გავლენისგან და სასამართლოს დამოუკიდებელი მუშაობის საშუალება მიეღო. იმპერიები გავლენის სფეროების დაკარგვას ძნელად ეგუებიან, ამიტომ აშშ-მ ამ ბოლი წლებში გაზარდა იმ NGO-ების დაფინანსება ვინც სასმართლოს დისკრედიტაციისთვის მუშაობს!

მოსამართლეთა მიმართ სანქციების დაწესება პოლიტიკურ შინაარს ატარებს, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ვაჭრობის ფონზე, სასამართლოს სისტემაზე დარტყმა, ხელისუფლებაზე ზეწოლას და რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერას ნიშნავს! ამიტომ ამერიკისგან კორუფციის დამადასტურებელ მტკიცებულების წარმოდგენას არ უნდა ველოდოთ. ისინი დააკვირდებიან , რამდენად ეფექტურად გამოიყენებს ამას მეხუთე კოლონა!

სიმართლე უნდა ითქვას, ფერნაცვალ მოსამართლეების მიმართ საზოგადოებას დაბალი ნდომა აქვს, მაგრამ თუ მათ უდანაშაულობის დამტკიცება სურთ, ამერიკის სასამართლოში გაასაჩივრონ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება და საქართველოს ხელისუფლებას აშშ-სთან დაპირისპირებაში შესვლას არ შეუწყონ ხელი. ეს საინტერესო და საქართველოსთვის უპრეცედენტო პროცესი იქნება!
ხელისუფლებას კი ვურჩევდი, არ აიღოს ამ მოსამართლეების „უმწიკვლობაზე“ პასუხისმგებლობა. თვითონ გაუკეთოს ინიცირება საქართველოში გამოძიების დაწყებას და სიმართლის დადგენას. გასარკვევია: რამდენად შეუქმნა სააკაშვილის დაქირავებულმა ლობისტებმა ბატონ ბლინკენს განწყობა და სახელმწიფო დეპარტამენტს დააჩქარებინა მოსამართლეთა მიმართ სანქციების შემოღება; რა როლი მიუძღვის კიევის პოლიტიკურ ცენტრს არახამიას და სხვებს, საქართველოს მიმართ გადაწყვეტილების მომზადებაში; ვინ არიან ამერიკის ელჩის და სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმატორები; კიდევ რა დარტყმებს ამზადებს აშშ მეხუთე კოლონის მხარდასაჭერად და რევოლუციური ფონის შესაქმნელად; რამდენად არის საქართველო მზად, მოიგერიოს დარტყმები და უზრუნველყოს სახელმწიფოს უსაფრთხოება!
მტკიცებულებების არ არსებობის შემთხვევაში და საქართველოს საწინააღმდეგო გეგმების გასაჯაროებით, აშშ-ს პოლიტიკურ მიზნებს ფარდა აეხდება. დაუსაბუთებელი სანქციების დაწესება და ახლა შემოღება მეხუთე კოლონის მხარდაჭერად, სამოქალაქო დაპირისპირების, სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფად უნდა ჩაითვალოს! გვახსოვდეს, რომ საქართველოს საწინააღმდეგო სცენარი მოქმედებაშია! ხელისუფლების ინტერესებშია მშვიდობის დაცვა და ყველაფრის გარკვევა, რათა არ დაუშვას ამერიკის ეს გადაწყვეტილება რადიკალურმა ჯგუფებმა არეულობისთვის გამოიყენოს”- წერს სოციალურ ქსელში სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე

“რუსეთმა ბზობის კვირა ადამიანების მკვლელობაში გაატარა” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 411 -ე დღე

ფრონტზე, ყოველ კვირას, ათასობით რუსი ჯარისკაცი იღუპება, მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ შეტევას. ყველაზე ცხელი წერტილები ახლა არის ლიმანის, ბახმუტის, ავრიივკასა და მარინკას მიმართულებები. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ანგარიშშია.

უწყების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღის განმავლობაში, ამ მიმართულებებით მოწინააღმდეგის 58 შეტევა მოიგერიეს.

“ბახმუტის მიმართულებით, მტერი არ წყვეტს ქალაქ ბახმუტზე სრული კონტროლის მოპოვენის მცდელობებს, ქალაქისთვის სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს. ამასთან, მტერმა წარუმატებლად შეუტია ბოგდანოვკას და ხრომოვოს დასახლებებს – უკრაინელებმა იქ 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს”, – აცხადებენ გენშტაბში.

დონეცკში ყველაზე სასტიკი ბრძოლები ქალაქებისთვის, ავდიივკასა და მარინკასთვის მიმდინარეობს, სადაც უკრაინელებმა მტრის 20-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს.

გენშტაბში აცხადებენ, რომ შახტიორსკის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის მიმართულებებით, ბოლო დღის განმავლობაში, მტრის შეტევითი მოქმედებები არ დაფიქსირებულა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინაში ზაპოროჟიეს დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი დაშავდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს დასახლებული ზონის დასაბომბად „ეს 300“-ის სისტემის რაკეტები გამოიყენეს.

დაბომბვის შედეგად, 33 კერძო სახლი დაზიანდა, ერთი კი მთლიანად განადგურდა.

მედიის ცნობით, უკრაინის არმიამ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის არმიის 40 შეტევა მოიგერია. უკრაინის არმიის გენერალური შტაბის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბახმუტის მიმართულებით, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ცდილობენ, ქალაქი სრული კონტროლის ქვეშ მოაქციონ.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს მარინკისა და ავდეევკის მიმართულებით. უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა დაბომბეს რუსი სამხედროების ცოცხალი ძალის, სამხედრო აღჭურვილობისა და იარაღის კონცენტრაციის 11 უბანი, ელექტრონული ომის ხუთი სადგური, საბრძოლო მასალის საცავი და მტრის ოთხი საზენიტო სარაკეტო სისტემა.

პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის გამო, უკრაინამ ზოგიერთი სამხედრო გეგმა შეცვალა. ამის შესახებ CNN-ს წყარომ განუცხადა, რომელიც, ტელეკომპანიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებული პირია.

პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილის, საბრინა სინგის განცხადებით, მათ უკვე დაიწყეს „უწყებათაშორისი ძალისხმევა“ გაჟონვის გავლენის შესაფასებლად.

„თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს გადაღებული დოკუმენტების ავთენტურობის განხილვასა და შეფასებას, რომლებიც ვრცელდება სოციალურ მედიასაიტებზე და რომლებიც, როგორც ჩანს, შეიცავს სენსიტიურ და უაღრესად გასაიდუმლოებულ მასალას. დაიწყო უწყებათაშორისი ძალისხმევა, რომელიც ფოკუსირებულია იმ ზეგავლენის შეფასებაზე, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ამ გადაღებულ დოკუმენტებს როგორც აშშ-ის, ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა საბრინა სინგმა.

მისი თქმით, დოკუმენტების გაჟონვის საკითხზე აშშ-ის ოფიციალური პირები შაბათ-კვირას მოკავშირეებსა და პარტნიორებს ესაუბრნენ.

შეგახსენებთ, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა პენტაგონის დოკუმენტების შესაძლო გავრცელების ფაქტზე, რომლებიც სოციალური მედიის რამდენიმე პლატფორმაზე გამოქვეყნდა, გამოძიება დაიწყო. ოფიციალური პირების განცხადებით, დოკუმენტებში განხილულია თემების ფართო სპექტრი, რომლებიც ეხება ომს უკრაინაში, ჩინეთს, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკას. დოკუმენტების ნაწილი დეტალურად აღწერს აშშ-სა და ნატო-ს მიერ უკრაინისთვის აღმოჩენილ დახმარებასთან დაკავშირებულ თემებს. ამასთან, ერთ-ერთ დოკუმენტში, რომელიც დათარიღებულია 23 თებერვლით, დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ამოიწურება უკრაინის S-300 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მარაგი გამოყენების ამჟამინდელი ტემპით 2 მაისამდე.

“რუსეთმა ბზობის კვირა ადამიანების მკვლელობაში გაატარა, ქრისტიანული დღესასწაულები ხალხს ასწავლის, რომ ბოროტება მარცხდება,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ფართოვდება, რუსეთი კი სულ უფრო იზოლირებულია.

„რუსეთის მიერ დაბომბილ შენობაში სამი ადამიანი იყო: კაცი, ქალი და ბავშვი. გოგონას ირინა ერქვა, წელს 11 წლის გახდებოდა. იგი გარდაიცვალა. მამაკაციც. ვუსამძიმრებ. ქალი ახლა მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია. მას დახმარებას უწევენ. ასე ატარებს ტერორისტული სახელმწიფო ამ ბზობის კვირას. უნდა დავიჯეროთ, და ჩვენ გვჯერა. უნდა მივუახლოვდეთ ბოროტების დამარცხებას, და ჩვენ ვუახლოვდებით. მსოფლიო ჩვენთანაა. მხარდაჭერა იზრდება ყოველთვიურად, ყოველკვირეულად, იზრდება იმ ადამიანების წრე, ვინც მხარს გვიჭერს, ვინც მხარს უჭერს ჩვენს გამბედაობასა და რწმენას ცხოვრებაში“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თბილისში მკვლელობა მოხდა

თბილისში გუშინ საღამოს მკვლელობა მოხდა. დაღუპულია 50-წლამდე კაცი. შემთხვევა ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. კონფლიქტი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სუფრასთან შეკრებილ პირებს შორის განვითარდა.

თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიყენებული დაზიანებით, კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივები აცხადებენ, რომ კონფლიქტი ადგილზე წარმოიშვა და წარსულში კონფლიქტის მონაწილეებს შორის დაძაბულობას ადგილი არ ჰქონია.

საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. პოლიციამ ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წარმატებული დღეა, რომელიც რომელიღაც ძველი ოცნების ასრულებასთან დაგაახლოებთ. თუმცა ახალი საქმის დაწყებისგან თავის შეკავება ჯობს – ენთუზიაზმი მხოლოდ ხვალამდე გეყოფათ. ამ დღეს ყოველგვარი რისკი უნდა გამორიცხოთ.

კურო

არ დანებდეთ, ეცადეთ დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. ჩანაფიქრის განხორციელებისას შესაძლოა სხვადასხვა დაბრკოლებასა და უსიამოვნებას შეეჯახოთ, თუმცა თქვენ პრობლემებზე ძლიერი ხართ. ახალი ნაცნობობა წარმატებული იქნება და სამსახურებრივი საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

იღბალი თქვენს მხარეზეა, ამიტომ დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე სწრაფად და თქვენთვის სასარგებლოდ დასრულდება. დროა დიდი ხნის წინ დაწყებული პროექტის განხორციელება დაიწყოთ. თქვენი ინტუიცია სასარგებლო მიმართულებას მოგცემთ, მთავარია, ყურადღებით უსმინოთ.

კირჩხიბი

შრომისმოყვარეობა და ენთუზიაზმი საშუალებას მოგცემთ, რომ ეს დღე ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატაროთ. თუმცა, მანამდე მოქმედების გეგმა უნდა შეადგინოთ და პრიორიტეტები განსაზღვროთ. დღის მეორე ნახევარში მოულოდნელი მოვლენები და სასიამოვნო შეხვედრები გელით. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და საგანგაშო სიმპტომების შემთხვევაში ექიმს მიმართოთ.

ლომი

ამ დღეს სიმშვიდის შენარჩუნება და ემოციების გაკონტროლება გიჭირთ, რაც შეიძლება კოლეგებთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებზე აისახოს და უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. ეცადეთ, დაუფიქრებელი სიტყვით არავინ შეურაცხყოთ და თანამოსაუბრეებს პატივისცემით მოეკიდოთ.

ქალწული

თუ სამსახურში საკუთარი იდეების განხილვას და რამე უჩვეულოს შეთავაზებას გეგმავთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. კოლეგები ყურადღებით მოგისმენენ და საწინააღმდეგო მოსაზრებების შემთხვევაშიც კი შეთანხმებას ადვილად მოახერხებთ. პირადი ურთიერთობები იმდენად გაღრმავდა, რომ უახლოეს ხანში შემდეგ ეტაპზე გადასვლას შეძლებთ.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება კარგად ნაცნობ ადამიანებში სრულიად უცნობი თვისებები აღმოაჩინოთ. ეცადეთ, საყვარელი ადამიანების მიმართ თავაზიანობა გამოიჩინოთ და ცინიკური შენიშვნებით არ გააღიზიანოთ. ასევე, ეცადეთ მშვიდად მიიღოთ, თქვენს თუ ვინმე თქვენს ქცევას ან საქმიანობას აკრიტიკებს.

მორიელი

ეს დღე ბიზნესსაქმიანობისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. წარმატების მისაღწევად ეცადეთ მიღებული ინფორმაცია ყურადღებით შეისწავლოთ და კოლეგების გამოცდილება გაითვალისწინოთ. ოჯახურ ცხოვრებაში ცვლილებები ან მცირე სიახლეები ურთიერთობას უფრო ღრმას და საინტერესოს გახდის და დადებითი ემოციებით აავსებს.

მშვილდოსანი

გახსოვდეთ, რომ ცუდად შესწავლილი ან სარისკო შეთავაზება მოგების ნაცვლად უსიამოვნებებს მოგიტანთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ – მიუხედავად იმისა, რომ თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ, ამ დღეს დამატებითი ვალდებულებების აღებას უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

ფსიქოლოგიური სტრესი შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახოს და ძველი დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. გირჩევთ, ჯანმრთელობაზე მეტი იზრუნოთ და პრევენციული ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ. გახსოვდეთ, რომ ფსიქოლოგიური სტრესის მოხსნისთვის საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა შესანიშნავი საშუალებაა.

მერწყული

ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი და წარმატებული დღეა. პლანეტების განლაგება საშუალებას გაძლევთ, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ ან კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ – ახალ ადამიანებთან ურთიერთობა საინტერესო იდეებს მოგიტანთ, რომლებიც მომავალში ძალიან დაგეხმარებათ.

თევზები

შესაძლოა, ახალმა, ძალიან საინტერესო პროექტმა გაგიტაცოთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. მოერიდეთ სპონტანური გადაწყვეტილებების მიღებას და სანამ მოქმედებას დაიწყებთ, ეცადეთ მოსალოდნელი შედეგი გათვალოთ. დროა თქვენი ფინანსური მდგომარეობის მოწესრიგებასა და გაუმჯობესებაზე იზრუნოთ.

ლატვია ბელარუსის საზღვარზე დამატებით 63 კილომეტრიან ღობეს ააშენებს

ლატვია-ბელარუსიის საზღვარზე 173 კილომეტრის სიგრძის ღობის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყება.

პირველ ეტაპზე ღობის თითქმის 86 კილომეტრი უნდა აშენებულიყო. 54 კილომეტრიანი „კედელი“ უკვე აღმართულია, დანარჩენი ნაწილის მშენებლობა ამინდის პირობების გამო ზაფხულისთვის გადაიდო. ის მიმდინარე წლის შემოდგომისთვის უნდა დასრულდეს.

მეორე ეტაპი 63 კილომეტრიანი ღობის მშენებლობას ითვალისწინებს. შენების პროცესი შესაძლოა აპრილიდანვე დაიწყოს.

ღობის მშენებლობის პარალელურად, დაიწყო მზადება ღობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვისთვის. ასევე მოსალოდნელია, რომ საზღვარზე განთავსდება 6 საკომუნიკაციო ანძა მისასვლელი გზებით.

პენტაგონიდან უკრაინის შესახებ საიდუმლო დოკუმენტებმა გაჟონა. რა არის ცნობილი ამ ფაქტის შესახებ?

პარასკევს, სოციალურ ამერიკული საიდუმლო დოკუმენტების ახალი სერია გამოჩნდა გამოჩნდა. ამჯერად ეს ეხებოდა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ – ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთს. ამის შესახებ ინფორმაცია New York Times-მა გაავრცელა. ერთი დღით ადრე, გამოცემამ ინფორმაციის პირველი შემთხვევა შემთხვევა დააფიქსირა. ეს ეხებოდა პენტაგონისა ნატოს დოკუმენტებისთვის გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც უკრაინის შეტევის მომზადებასთან არის დაკავშირებული. 

 

რა ხდება?

 

უკრაინულმა მხარემ ხუთშაბათს დოკუმენტებს ყალბი უწოდა. პენტაგონმა კი გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ უწყება „ამ ინფორმაციას შეისწავლის«. რაც შეეხება პარასკევის გაჟონვას გაჟონვას, nyt- ის ანალიტიკოსების აზრით https://www.nytimes.com/2023/04/07/us/politics/classied-documents-leak.html (ბმულზე წვდომა აქვთ რეგისტრაციის მქონე პირებს), საუბარია ამერიკის ეროვნული ეროვნული ეროვნული ამერიკის ამერიკის ამერიკის ამერიკის ამერიკის ამერიკის ამერიკის ამერიკის უსაფრთხოების 100-ზე საიდუმლო დოკუმენტზე, რომლებიც უკრაინას, ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთს ეხება. აშშ-ის ოფიციალურმა გამოცემას განუცხადეს, რომ გაჟონვის მასშტაბმა, თავად დოკუმენტების საიდუმლო ინფორმაციასთან ერთად, შეიძლება ძალიან დიდი ზარალი გამოიწვიოს.

 

„კოშმარი ხუთი თვალისთვის“

 

გაზეთისთვის მიცემულ კომენტარში, დაზვერვის მაღალჩინოსანმა ამ ფაქტს უწოდა “კოშმარი ხუთი თვალისთვის”. ეს გულისხმობს ქვეყნების ალიანსს (აშშ, ბრიტანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია და კანადა), რომლებიც  დაზვერვის ინფორმაციას ერთმანეთს აქტიურად უზიარებენ. NYT-ის ცნობით, ანონიმურ ფორუმ  4chan-ზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი დოკუმენტი მოიცავს რუკას, რომელზეც ნაჩვენებია საომარი მოქმედებების მიმდინარეობა უკრაინულ ბახმუტში. მეორე დოკუმენტი უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების შეფასებას მოიცავდა. კიდევ ერთი დოკუმენტი შეიცავდა შენიშვნას, რომ ის საიდუმლოა და უცხო ქვეყნებთან მისი გაზიარება დაუშვებელია.

გაჟონილი დოკუმენტების ახალი პარტია ასევე შეიცავს კონფიდენციალურ მასალას, რომელიც ეხება ჩინეთის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების რეგიონის, ახლო აღმოსავლეთისა და ტერორიზმის საფრთხეების შესახებ გამართული ბრიფინგების ფრაგმენტებს. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა NYT-ს განუცხადა, რომ დიდი ალბათობით, გაჟონვა უკრაინის მხრიდან არ მომხდარა, რადგან ზოგიერთ გამოქვენებულ დოკუმენტზე კიევს წვდომა არ ჰქონდა.

ხუთშაბათს პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდაცვის დეპარტამენტი შეისწავლის ინფორმაციას შესაძლო გაჟონვის შესახებ. პარასკევს, როდესაც საიდუმლო დოკუმენტების ახალი პარტია გამოქვეყნდა, უწყების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი დამატებით ვერაფერს იტყვიან. თუმცა NYT-ის ჟურნალისტებთან პირად საუბარში ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს რამდენიმე ოფიციალურმა პირმა აღიარა, რომ ხელისუფლება გაჟონვის წყაროს მოძებნას ჩქარობს. ამის მიზეზია შიში, რომ საიდუმლო დოკუმენტები კიდევ შეიძლება გამოქვეყნდეს.

 

რა იყო გაჟონილი დოკუმენტების პირველ ნაწილში?

 

დოკუმენტების პირველი პარტია ეხებოდა შეერთებული შტატებისა და ნატოს გეგმებს, რომლებიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის არმიის კონტრშეტევის მხარდაჭერას გულისხმობდა. ეს მასალები დათარიღებულია არაუგვიანეს 1-ლი მარტისა, რაც ექსპერტების აზრით, მათ აქტუალურობას ეჭვქვეშ აყენებს. ამ დოკუმენტებში არ არის მითითებული მომავალი შეტევის თარიღი და ადგილი. თუმცა ეს მასალები შეიცავს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ბრიგადის მომზადებას გეგმავს უკრაინა კონტრშეტევისთვის და რა რაოდენობის ტექნიკას მიიღებს კიევი. ამ დოკუმენტებში ასევე არის მოცემული ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა HIMARS-ის საბრძოლო მასალის მოხმარების ყოველდღიური ხარჯები.

როგორც ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა NYT-სა და Reuters-ს განუცხადეს, ამ დოკუმენტებში დარედაქტირებულია ორივე მხრიდან მსხვერპლის რაოდენობა – ნაკლები დანაკარგი რუსეთს, მეტი – უკრაინას. დოკუმენტების შეცვლა რომ შესაძლებელი იყო ამას მოწმობს ისიც, რომ ერთ-ერთ სლაიდზე რუსეთის დანაკარგი 16-17 ათასს შეადგენს, უკრაინის კი – 71,5 ათასს, – წერს New York Times-ი. რუსეთის დანაკარგების შეფასება წარმოუდგენლად დაბალია, რადგან 17 მარტს BBC-მ ღია წყაროებიდან უკვე იცოდა დაღუპული 17,375 ადამიანის შესახებ,  3 მარტს  კი ეს მაჩვენებელი 16,071 იყო. მსხვერპლის რეალური რაოდენობა აშკარად უფრო მაღალია და დასავლელი ოფიციალური პირების მიერ დასახელებული მონაცემებიც – ბევრად მეტი.

შესაბამისად, ეს გაყალბება შეიძლება რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე დეზინფორმაციის მცდელობაზე მიუთითებდეს. გაჟონილი დოკუმენტებიც პრორუსულ არხებში გამოჩნდა. აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, Reuters-ი აღნიშნავს, რომ ამ გაჟონვის უკან, სავარაუდოდ, რუსეთი ან პრორუსული ელემენტები დგანან. The New York Times-მა კი ამ ფაქტს უწოდა “რუსული დაზვერვის პირველი გარღვევა ომის დაწყების შემდეგ”.

ამავდროულად, უკრაინაში ამ დოკუმენტებს ყალბი უწოდეს. “ეს არის ფოტოშოპი და “ვირტუალური ფსევდო გაჟონვა”. მოსკოვს ძალიან სურს უკრაინის კონტრშეტევის ჩაშლა, მაგრამ რეალურ გეგმებს რუსები ბრძოლის ველზე დაინახავენ. მალე”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა.

 

ISW: პროპაგანდისტებს კონტრშეტევის ეშინიათ

 

დოკუმენტების გაჟონვის ამ კომენტირებისას კომენტირებისას, ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) მასზე რუსეთის რეაგირებას შეისწავლის. უფრო ზუსტად კი – რუსი და და Z- ბლოგერების რეაქციებზეა საუბარი. ISW- ის მიხედვით, ომის მომხრეები ძირითადად შეშფოთებით რეაგირებდნენ გაჟონვაზე, რაც მიუთითებს საინფორმაციო სივრცეში არსებულ მუდმივ შიშზე, რომელიც უკრაინის მიერ დაგეგმილ კონტრშეტევას უკავშირდება.

წყარო: BBC

,,რადიკალური ოპოზიცია ყოველ ჯერზე თავის ანტირეკორდს ხსნის”- თამთა მეგრელიშვილი

ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი პარლამენტის წინ გამართულ აქციას ეხმიანება.

 

„რადიკალური ოპოზიცია ყოველ ჯერზე თავის ანტირეკორდს ხსნის. 9 აპრილს აქცია სპეციალურად დაამთხვიეს. უნდოდათ, საპროტესტო მუხტი გაეძლიერებინათ, მაგრამ ამჯერადაც მწარედ დამარცხდნენ. ხალხი ბრძენია და ყველამ კარგად იცის რადიკალური ოპოზიციის გეგმები, რომ მათ არ უნდათ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი მიიღოს.

 

ხალხის არმოსვლით გამოწვეულ სიცარიელეს დროშებით ავსებენ, მაგრამ ამას არავინ „ჭამს“…

 

რეალურზე მეტად გამოსაჩენად, ნიკა მელიასა და გიგი უგულავასაც დაჰყავდა ხალხი სანაპიროზე, მაგრამ მაინც ვერ იბევრეს…“, – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

თბილისი – ღამით +7°, დღისით +14°, დღის მეორე ნახევარში წვიმა.

სოხუმი – ღამით +10°, დღისით +15°, უმეტესად უნალექოდ.

ბათუმი – ღამით +9°, დღისით +13°,  უმეტესად უნალექოდ, ნისლი.

ფოთი – ღამით +10°, დღისით +17°, უმეტესად უნალექოდ.

ზუგდიდი – ღამით +9°, დღისით კი +12°,  შესაძლებელია წვიმა.

ქუთაისი – ღამით +11°, დღისით +21°, უმეტესად უნალექოდ.

მესტია – ღამით +1°, დღისით +12°, უმეტესად უნალექოდ.

გორი – ღამით  +3°, დღისით +15°, დღის მეორე ნახევარში წვიმა.

ბორჯომი – ღამით +3°, დღისით კი +15°, დღის მეორე ნახევარში წვიმა.

ახალციხე – ღამით +3°, დღისით კი +15°, დღის მეორე ნახევარში წვიმა.

ცხინვალი – ღამით +2°, დღისით +14°, დღის მეორე ნახევარში წვიმა.

რუსთავი – ღამით +8°, დღისით +14°, დღის მეორე ნახევარში წვიმა.

თელავი – ღამით +6°, დღისით კი +13°,  დღის მეორე ნახევარში წვიმა.

ლაგოდეხი – ღამით +7°, დღისით +15°, წვიმა და ნისლი

სიღნაღი – ღამით +7°, დღისით კი +12°, წვიმა და ნისლი

სადგურის მოედანზე მეტროს მოძრაობა შეფერხდა – რა გახდა მიზეზი

ინციდენტი მოხდა სადგურის მოედანზე.

მამაკაცმა მოძრაობის წესები დაარღვია და დაძრული მეტროს სარკეს გამოედო.

შემთხვევის გამო იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მომხდარის გამო სადგურის მოედანზე დროებით მოძრაობა შეფერხდა.

,,ჩვენ არ დავუშვებთ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელით იმ სისტემის დაბრუნებას”- ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს.

“ჩვენ გავაგრძელებთ დაინტერესებას ამ საკითხით. ან უნდა მოხდეს მტკიცებულებების წარმოდგენა, ან უნდა მოხდეს იმ უმძიმესი ბრალდების უარყოფა, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეული მოსამართლეების რეპუტაციას, არამედ მთლიანად სასამართლოს წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მივიღოთ პასუხი კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებებს ეფუძნებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება. თუ არ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები, ეს იქნება აღქმული, როგორც პირდაპირი თავდასხმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

რა დგას სასამართლოზე შეტევის უკან შეიძლება ვიცოდეთ, მაგრამ ამაზე საუბარი შეიძლება დღეს არ ღირდეს. ერთი რამ შეგვიძლია თამამად ვთქვათ – ჩვენ არ დავუშვებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით იმ სისტემის დაბრუნებას, რომელიც მძიმედ დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლებიდან. ამ მცდელობებს ვხედავთ, რომ გარკვეული დოზით მაინც დაბრუნდეს „ნაცმოძრაობის“ გავლენა სასამართლოზე, იქნება ეს NGO-ებისა თუ სხვა სუბიექტების მეშვეობით“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე “იმედის კვირასთან“ საუბრისას.

ალპებში ზვავის ჩამოწოლას 4 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში, ალპებში ზვავის ჩამოწოლას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ BBC იუწყება.

გარდა ამისა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

ოფიციალური პირების განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ზვავი განმეორებითაც ჩამოწვეს, ამიტომ ადგილზე მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

10 აპრილს ვნების შვიდეული იწყება

,,შეგახსენებთ, რომ აღდგომამდე დარჩენილ ერთ კვირას ვნების შვიდეული ეწოდება. ვისაც ამდენ ხანს არ უმარხულია, კარგი იქნება ეს ერთი კვირა მაინც იმარხულოს”
ძველად არ არსებობდა ადამიანი, რომელიც არ ინახავდა ვნების კვირას,
ზოგიერთმა თქვენთაგანმა ვერ შეძლო აქამდე მარხვის დაცვა და აი, ეკლესია კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს რომ ეს დღეები მაინც შევძლოთ და დავიცვათ მარხვის წმინდა დღები.
შესთავაზეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ძმაკაცებს, თანამშრომლებს, ეს ერთი კვირა მაინც იმარხულონ.
უფალი ამასაც შეუწირავს ყველას.
ნუ მივემგსავსებით იმ ადამიანებს, რომელნიც უფალს ჯერ მეფედ აცხადებენ, ტანსაცმელს უფენენ, რტოებით ეგებებიან, 6 დღის შემდეგ კი ზუსტათ იგივე ხალხი ბოროტმოქმედად აცხადებს და გაჰკივიან: ,,ჯვარს აცუთ ჯვარს აცუთ ეგე”
ღმერთმა ყველას მოგვცეს მადლი და ძალა ღირსეულად განვლოთ ვნების კვირა და მივეგებოთ უფლის აღდგომას.