Home Blog Page 227

ტრამპი პუტინს სანქციებით ემუქრება, თუ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სანქციებს დაუწესებს, თუ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან ერთად, ტრამპს არ უსაუბრია იმაზე, თუ კონკრეტულად რა სანქციებს გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ. როგორც სააგენტო აღნიშნავს, შეერთებულმა შტატებმა უკვე შემოიღეს რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციები 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში შეჭრის გამო.

ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაციაც განიხილავს უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხს, თუმცა, მისი აზრით, ევროკავშირმა კიევის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთოს.

„ჩვენ ვესაუბრებით ზელენსკის. ჩვენ ვაპირებთ ვესაუბროთ პრეზიდენტ პუტინს ძალიან მალე. ჩვენ განვიხილავთ ამას“, – ციტირებს ტრამპს Reuters-ი.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს მოუწოდა ჩაერიოს კონფლიქტში და შეაჩეროს ომი უკრაინაში.

როგორი ამინდი იქნება კვირის ბოლომდე საქართველოში – პროგნოზი რეგიონების მიხედვით

21 იანვრიდან მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უნალექო ამინდი იქნება თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი 0, -2 გრადუსამდე დაეცემა.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი ზოგან 0, -2 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12, ღამით კი -8, -12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9, ღამით კი -8, -13 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ზოგან -7 გრადუსამდე დაეცემა.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10, ღამით კი ზოგან -3, -5 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5, ღამით კი -8, -13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -3, +2, ღამით კი -12, -17 გრადუსი დაფიქსირდება.

საქართველოს სურს ევროპა, მაგრამ ისეთი ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს, საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება -ტიერი მარიანი

საქართველოს სურს ევროპა, მაგრამ ისეთი ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს. საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებში ჩარევას ბრიუსელი აძლიერებს.

„ბრიუსელმა მეტი უნდა გააკეთოს – ეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა. მაგრამ რატომ უნდა მოვახდინოთ გავლენა სუვერენული ხალხის დემოკრატიულ გადაწყვეტილებაზე? ჩვენ ერებს შორის ურთიერთპატივისცემა გვჭირდება. ჩვენ არ გვსურს ევროკავშირის ჩარევის ნახვა. საქართველოში ძალაუფლება ხალხს აქვს. 20 დეკემბერს გამოქვეყნდა დასკვნა საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ უცხოური ჩარევა არ ყოფილა.

ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებში ჩარევას ბრიუსელი აძლიერებს. მაგალითად, იქ ბევრი პოლიციელი დაშავდა. ევროკავშირი ქაოსის მონაწილეა. ეს თავისუფალი ქვეყანაა. საქართველოს სურს ევროპა, მაგრამ ისეთი ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს. საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება“, – აღნიშნა ტიერი მარიანმა.

“ევროკავშირი თვეებია, ერევა საქართველოს საქმეებში, ემუქრება მას სანქციებით და მხარს უჭერს გადატრიალებას თბილისში, რომელიც გვახსენებს მაიდანს უკრაინაში –ტომაშ ფროელიხი

ქართველებს სურთ ქრისტიანული ღირებულებები, „ვოუქი“ იდეოლოგიის ნაცვლად, სუვერენიტეტი დასავლეთთან კავშირების ნაცვლად, მშვიდობა ომის ნაცვლად, არ სურთ პოლიტიკური ჩარევა არც მოსკოვიდან, არც ბრიუსელიდან და არც ვაშინგტონიდან, ეს გასაგებია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, არ არის საჭირო ქედმაღალი ლექციები და ესკალაციური ჩარევები, საჭიროა თბილისთან კარგი დიპლომატიური ურთიერთობები.

„ევროკავშირი მუდამ ჩივის უცხოური ჩარევის შესახებ, მაშინ, როდესაც უკვე თვეებია, ერევა საქართველოს საქმეებში, ემუქრება მას სანქციებით და მხარს უჭერს გადატრიალებას თბილისში, რომელიც გვახსენებს მაიდანს უკრაინაში – დემონსტრაციები, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები, ამ ყველაფრის შედეგი ცნობილია და ის კარგი არ არის. ევროკავშირი ამას აკეთებს, რადგან საქართველოში გაიმარჯვეს იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ბრიუსელის დღის წესრიგს არ იზიარებენ. ქართველებს სურთ ქრისტიანული ღირებულებები, „ვოუქი“ იდეოლოგიის ნაცვლად, სურთ სუვერენიტეტი დასავლეთთან კავშირების ნაცვლად, სურთ მშვიდობა ომის ნაცვლად. მათ არ სურთ პოლიტიკური ჩარევა არც მოსკოვიდან, არც ბრიუსელიდან და არც ვაშინგტონიდან, ეს გასაგებია. ჩვენ არ გვჭირდება მიხაელ როთი გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“ თბილისის ქუჩებში. ჩვენს ინტერესებშია, პატივი ვცეთ ქართველი ხალხის ნებას, არ არის საჭირო ქედმაღალი ლექციები და ესკალაციური ჩარევები, ამის ნაცვლად გვჭირდება კარგი დიპლომატიური ურთიერთობები თბილისთან. საქართველო არ უნდა გახდეს მეორე უკრაინა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პრობლემებს ზურგს ნუ შეაქცევთ. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა რთული და უსიამოვნო ამოცანების მოსაგვარებლად. ამ დღეს კარგად გამოცდილი გზებით უნდა იაროთ და ექსპერიმენტებს მოერიდოთ. მოსალოდნელია ოდესღაც გაწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენა, დიდი შესყიდვები და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერა.

კურო

ამ დღეს აჩქარებამ შეიძლება შეცდომები და არასწორი გათვლები გამოიწვიოს. მშვენიერი დღეა მოკავშირეების პოვნისა და მათთან ძალების გაერთიანებისთვის. შეგიძლიათ საერთო გეგმებისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ. თუ ახლობელი ადამიანების მოტივები და ქმედებები არ გესმით, გულწრფელად ესაუბრეთ და თქვენი აზრი გამოხატეთ.

ტყუპები

შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა სარისკო და საეჭვო ქმედებებისკენ გიბიძგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, 22 იანვარს მსგავს მოვლენებს მოერიდოთ და ისე იმუშაოთ, როგორც აქამდე მუშაობდით. ყველაზე რთული ამოცანები დილისთვის დაგეგმეთ – არის შანსი, რომ ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდეთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფინანსური და ქონებრივი საკითხების განხილვისთვის. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

კირჩხიბი

საკუთარი ძალების რწმენა და აქტიური ქმედებები ურთულესი საქმეების სწრაფად და წარმატებით გადაჭრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ ახალი იდეები კოლეგებს გაუზიაროთ, რომ მათგან საჭირო დახმარება და პრაქტიკული რჩევები მიიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ.

ლომი

გირჩევთ ამ დღეს ახალი საქმის დაწყებაზე უარი თქვათ და მთელი დრო დაწყებული საქმეების დასრულებას დაუთმოთ. სასურველია ინფორმაციის ნაკადი შეზღუდოთ და ყურადღება მიაქციოთ მხოლოდ იმას, რაც თქვენს საქმიანობასთან პირდაპირ კავშირშია. შესაძლოა, ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმაროთ. დროა, ძველ ნაცნობებს შეხვდეთ – მათთან განსახილველი თემები დაგიგროვდათ.

ქალწული

მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ისე იმოქმედეთ, როგორც შინაგანი ხმა გკარნახობთ. ეს დაგეხმარებათ, რომ დიდი შეცდომები თავიდან აიცილოთ. ვიღაცამ შეიძლება საკუთარი მიზნებისთვის თქვენი გამოყენება სცადოს, ამიტომ ყველასთან გულწრფელობას მოერიდეთ, მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებთ. ახალი იდეის განხორციელება დიდ წარმატებას გპირდებათ.

სასწორი

სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითება საშუალებას არ გაძლევთ, რომ აქტიურად იმუშაოთ და რთული საკითხები გადაჭრათ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს რუტინულ სამუშაოს, დაასრულეთ დაწყებული საქმეები და მოაწესრიგეთ საბუთები. შესაძლოა თავში რამდენიმე ორიგინალური და საინტერესო იდეა მოგივიდეთ, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩაიწეროთ, რომ მოგვიანებით, თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. ზოგი სასწორი იმ ურთიერთობის გაწყვეტაზე იფიქრებს, რომელსაც ძალიან აფასებდა. ნუ აჩქარდებით – ასეთი გადაწყვეტილება კარგად უნდა გაიაზროთ.

მორიელი

ამ დღეს უამრავ ინფორმაციას მიიღებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ნამდვილად საჭირო და მნიშვნელოვანი არ გამოგეპაროთ. თქვენს უახლოეს გარემოცვაში შეიძლება ვიღაც არაკეთილსინდისიერი ადამიანია, ამიტომ ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. თავი შორს დაიჭირეთ მენეჯმენტისგან და ეცადეთ დღის მეორე ნახევარში ხალხის თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. გარემოებები სწრაფად იცვლება და პარტნიორები პირობას არ ასრულებენ. ზედმეტი კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ საკუთარი გეგმებისა და იდეების შესახებ არავის უამბოთ. ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და მათი მოხიბვლის ნიჭი ძალიან გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ, რომ გუნდურ მუშაობაზე ნაყოფიერი ინდივიდუალური მუშაობა იქნება.

თხის რქა

მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობების და ისეთი ვალდებულებების აღებას, რომელთა შესრულებაც გაგიჭირდებათ. ნებისმიერ საქმეში, რომელიც ფულს და ქონებას ეხება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – არსებობს შეცდომის დაშვების რისკი, რომელსაც უსიამოვნო შედეგები მოჰყვება. გირჩევთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მიიღებთ, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.

მერწყული

ეს დღე შესანიშნავია კომპრომისების მოსაძებნად და სხვადასხვა დავების მოსაგვარებლად. ეს ეხება როგორც საქმიან კონტაქტებს, ასევე პირად ურთიერთობებს. ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ, დაგეგმეთ საღამო მათთან ერთად. ინტუიცია გიკარნახებთ რა უნდა შეცვალოთ საკუთარ ცხოვრებაში. უმჯობესია ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე ჯერჯერობით უარი თქვათ, რადგან იმედგაცრუებული დარჩებით.

თევზები

ვარსკვლავები თევზებს წარმატებულ დღეს ჰპირდებიან. ეს დღე საშუალებას მოგცემთ თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ და გარშემო მყოფებზე ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ. შესაძლოა, თქვენ წინაშე ახალი, საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდეს. ამ დღეს გადაწყვეტილებები ინტუიციურად უნდა მიიღოთ. ახალი, დიდი პროექტების დაწყება სამომავლოდ გადადეთ, რადგან ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი ოლეგ დრუზი კორუფციის ბრალდებით.

უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული ექიმი არის “ცენტრალური სამხედრო სამედიცინო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და წყვეტს სამხედრო პერსონალის ვარგისიანობის საკითხს სამხედრო სამსახურისთვის”.

“საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულმა, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დაუსაბუთებელი ქონება შეიძინა. ამასთან, მან ეს ქონება არ ასახა დეკლარაციაში და ის მეუღლის, შვილებისა და სხვა მესამე პირების სახელზე დაარეგისტრირა”, – ნათქვამია პრესრელიზში.

გამოძიების თანახმად, დაკავებულმა 2022-2024 წლებში შეიძინა, სახლი კიევის ოლქში, ორი ბინა დედაქალაქ კიევში, ერთი ბინა ოდესაში, 4 BMW-ის მარკის ავტომობილი და სხვა ქონება.

გარდა ამისა, მისი ბინის ჩხრეკისას გამომძიებლებმა 152 ათასი დოლარი და 34 ათასი ევრო აღმოაჩინეს.

უკანონო გამდიდრებისა და ცრუ ინფორმაციის გამოცხადებისთვის მას შესაძლოა 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს.

2023 წლის დეკემბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი განყოფილების უფროსი, რომელიც ეჭვმიტანილია 1,5 მილიარდი გრივნას (იმ დროს დაახლოებით 36 მილიონი ევრო) მითვისების მცდელობაში, რომელიც განკუთვნილი იყო უკრაინის ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად.

2023 წლის აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აპირებდა კანონპროექტის შემუშავებას, რომელიც ომის დროს კორუფციას ღალატთან გააიგივებდა, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დონალდ ტრამპის განკარგულებით, კაპიტოლიუმზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული ორი პირი ციხიდან გაათავისუფლეს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულების საფუძველზე, 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე ორი პირი ციხიდან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

გათავისუფლებული მჯავრდებულები არიან სტიუარტ როდსი და ენრიკე ტარიო. სტიუარდ როდსს – 18, ხოლო ენრიკე ტარიოს 22 წელი ჰქონდა მისჯილი.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველივე დღეს ასამდე მნიშვნელოვან აღმასრულებელ განკარგულებას მოაწერა ხელი, მათ შორის კაპიტოლიუმის მოვლენებში მონაწილე დაახლოებით 1 600-მდე პირის შეწყალებას.

მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს – მშვიდობის გარეშე რთულია იყო ძლიერი და აყვავებული ქვეყანა -აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

JPG edited with https://ezgif.com/resize

მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრონლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

„ჩვენი მისიაა, რომ საგარეო პოლიტიკა ფოკუსირებული იყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევაზე. ეს იქნება ჩვენი მისია, რომ ჩვენ გვქონდეს საგარეო პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მე მოველი, რომ დედამიწაზე ყველა ერი თავის ეროვნულ ინტერესებს წინ წაწევს. და როდესაც ჩვენი ინტერესები ერთმანეთის თანხვედრაში იქნება, მე თანამშრომლობას მოველი“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

მარკო რუბიომ ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის მიერ გლობალური მშვიდობის უზრუნველყოფასა და კონფლიქტების თავიდან აცილებაზე.

„მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენი ეროვნული ინტერესია. მშვიდობის გარეშე რთულია იყო ძლიერი და აყვავებული ქვეყანა“, – დასძინა მან.

საია-ს ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი აშშ-ის ბიუჯეტია და მისი ხელმძღვანელი ახლა ცდილობს, გაერკვეს, ამჯერად როგორი პასუხია დონორის ინტერესში, რომ არ დაიტუქსოს -შალვა პაპუაშვილი

საიას ხელმძღვანელი ახლა ცდილობს, გაერკვეს, ამჯერად როგორი პასუხია დონორის ინტერესში, რომ არ დაიტუქსოს, საკუთარი აზრი აშკარად არ გააჩნია. როგორ ფიქრობთ, სადაც სქესზე ვერ აყალიბებენ საკუთარ აზრს, იქ არჩევნებზე თავისი ნებით და მოსაზრებებით მოქმედებენ? – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„აი, სადამდე მიიყვანეს უპასუხისმგებლო და, ზოგჯერ, მავნებელმა დონორებმა ოდესღაც ქმედითი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი აშშ-ის ბიუჯეტია და მისი ხელმძღვანელი ახლა ცდილობს გაერკვეს, ამჯერად როგორი პასუხია დონორის ინტერესში, რომ არ დაიტუქსოს. საკუთარი აზრი აშკარად არ გააჩნია.

როგორ ფიქრობთ, სადაც სქესზე ვერ აყალიბებენ საკუთარ აზრს, იქ არჩევნებზე თავისი ნებით და მოსაზრებებით მოქმედებენ?

P.S. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში ენჯეო „სამართლიან არჩევნებთან“ (ISFED) ერთად, მისი დამფინანსებელი, აშშ-ის განვითარების სააგენტოც (USAID) იყო ჩართული“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

https://www.facebook.com/shpapuashvili/videos/1620115315270771/

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ტრამპის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც მას უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას და პრორუსულ პოზიციას აწვდიან

J

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლებიც მას უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას და პრორუსულ პოზიციას აწვდიან.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინას დონალდ ტრამპთან ნამდვილად კარგი ურთიერთობები აქვს დამყარებული.

„ზედმეტი ხმები, რომლებიც ზოგჯერ ტრამპის გარშემო არიან, დეზინფორმაციულ ან პრორუსულ პოზიციას აწვდიან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა იყოს ხმამაღალი, რომ მისი ხმა ისმოდეს, რომ დონალდ ტრამპის გარშემო იყოს მეტი ხმა იმისთვის, რომ მან მკაფიოდ გააცნობიეროს დეტალები და რისკები, რომლებიც შესაძლოა, იყოს მომავალში, თანაც ძალიან მალე. ტრამპმა მითხრა მე და შემდეგ საჯაროდ თქვა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ომი ამ წელს დაამთავროს. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ მისი პარტნიორი ვართ. ომი ჩვენს ტერიტორიაზეა, ჩვენ ვიცით ყველა მტკივნეული ადგილი. ჩვენ გვესმის, რამდენად მტკივნეულია ეს ჩვენთვის. ჩვენ ვკარგავდით ჩვენს ხალხს. ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი დანაკარგია. ჩვენ ამ ომის მიმდინარე წელს დასრულება გვინდა, თუმცა არა მხოლოდ სიტყვით „სწრაფად“, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სამართლიანად, საიმედოდ ჩვენთვის, უკრაინელებისთვის, რომ მათ შეძლონ სახლებში დაბრუნება, უსაფრთხოდ ცხოვრება და მუშაობა. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ბათუმში პოლიციის სამი თანამშრომელი დაჭრეს- შსს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ბათუმში პოლიციის სამი თანამშრომელი დაჭრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბათუმში 20 იანვარს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც შსს-ს განცხადებაში აღნიშნული, ბათუმში ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქემ სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა.

„მიმდინარე წლის 20 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე მყოფ ფსიქიკური აშლილობის მქონე მოქალაქესთან დაკავშირებით.

შეტყობინების საფუძველზე ადგილზე გამოცხადდნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რა დროსაც ფსიქიკურად დაავადებული პირი – 1998 წელს დაბადებული გ.ნ. თან ნაქონი დანით მათ მოულოდნელად თავს დაესხა. გ.ნ.-მ მის განიარაღებისა და დაკავების პროცესში სამ პატრულ-ინსპექტორს სხეულის სხვადასხვა არეში დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა.

სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. დაშავებული პატრულ-ინსპექტორები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. სამივე მათგანი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

პოლიციაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

ტრამპის განცხადებების მერე ველოდებით მხოლოდ ორი სქესის აღიარებას, განსაკუთრებით, „თბილისი-პრაიდის” ხელმძღვანელებისაგან – დავით ქართველიშვილი

x

აქამდე ერთი-ორი ტრამპი არ უნდა გვყოლოდა? უნდა გვყოლოდა! ერთი-ორი ტრამპი აქამდე უსათუოდ უნდა გვყოლოდა! მე ყოველთვის ვამბობდი – ერთი-ორი ტრამპი გვჭირდება-მეთქი! ხომ ვამბობდი?! – აი, დაახლოებით ამას ველოდებით მედია-ინდაურებისაგან, – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ გაცხადებულ კონსერვატიულ პოზიციას ეხმაურება.

მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც აქამდე რადიკალურ ლიბერალურ იდეოლოგიას ატარებდნენ, მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის გამო შეხედულებებს მკვეთრად შეიცვლიან.

„ველოდებით მხოლოდ ორი სქესის აღიარებას, განსაკუთრებით, „თბილისი-პრაიდის” ხელმძღვანელებისაგან. ველოდებით ლესბოსელების ძალით გათხოვებისა და გეებისთვის ძალით ცოლების მოყვანის საინტერესო პროცესებს. ველოდებით კაპიტან გიგაურის და „პროსტა” ლომჯარიას მადლობის წერილს სახელმწიფო დეპარტამენტის სახელზე დაფინანსების შეწყვეტის გამო: „აქამდე სად იყავით?! რატომ ჩამოგვაყალიბეთ მონსტრებად თქვენი სინედრიონის სისხლიანი ვერცხლებით?!”. ველოდებით ნაცების საპროტესტო აქციებს „ფონდ ღია საზოგადოების” ოფისთან, პლაკატებით – „ძირს სოროსი!”. კიდევ ბევრ რამეს მოვესწრებით. როდესაც შენში ნამუსი ერთხელ გაქვს მოკლული, ის ნიახური არაა – კიდევ ერთხელ აღმოცენდეს. როდესაც პრინციპებს ერთხელ მაინც უღალატებ – კუზანოვის კლინიკაში მათ ვერ აღიდგენ. როდესაც სულს მიჰყიდი ლუციფერს – ლომბარდი არაა, უკან გამოიტანო…“ – წერს დავით ქართველიშვილი.