Home Blog Page 226

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას აიძულებს – Daily Star

ბრიტანული გაზეთ „დეილი სთარი“ (Daily Star) აქვეყნებს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერას აიძულებს“ (ავტორი – დენ გრენანი), რომელშიც ბუკინგემის უნივერსიტეტის პროფესორთან საუბარია გადმოცემული.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საკვანძო დაპირება იყო რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება და მეომარ მხარეებს შორის მოლაპარაკების დაწყება – სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მიზნით. ასეთმა დაპირებამ დიდი როლი შეასრულა რესპუბლიკელი კანდიდატის არჩევნებაში გამარჯვებაში და თეთრი სახლის ოვალური კაბინეტის დაკავებაში. თუმცა თავისი ტრაბახით განთქმული პოლიტიკოსი უკვე უარი თქვა თავისი ფიცის შესრულებაზე, რომლის მიხედვით, უკრაინის ომს იგი იმავე დღეს შეწყვეტდა, როცა თავისუფალი სამყაროს ლიდერი გახდებოდა.

რასაკვირველია, 78 წლის პრეზიდენტს, როცა თეთრ სახლში შევიდა, დრო უქმად არ დაუკარგავს და უამრავ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოაწერა ხელი – შემოიღო საგანგებო მდგომარეობა აშშ-ის საზღვრებზე იმიგრაციის ნაკადის შესაწყვეტად, გამოიყვანა აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და პარიზის კლიმატური შეთანხმებიდან და შეიწყალა 2020 წლის 6 იანვარს პოსტსაარჩევნო ბუნტის მონაწილეები (მისი მომხრეები) კონგრესში (კაპიტოლიუმში) შეიჭრნენ და დაარბიეს. მაგრამ პრეზიდენტს უკრაინის ომი რატომღაც არ შეუწყვეტია.

თუმცა როგორც მსოფლიოში ცნობილი სამხედრო ექსპერტი ენტონი გლისი ამბობს ბუკინგემის უნივერსიტეტიდან „დეილი სთარ“-ისათვის მიცემულ ინტერვიუში, დონალდ ტრამპის სტრატეგია უკრაინის კონფლიქტის შეწყვეტაში ეტაპობრივად, ნელ-ნელა იქნება რეალიზებული:  „მან ჯერ თქვა ერთ დღე-ღამეშიო, შემდეგ უკან დაიხია და განაცხადა – ძალიან მალეო, თუმცა იქვე დაამატა – რუსეთ-უკრაინის ომის შეჩერება ღაზას სექტორზე უფრო ძნელი იქნებაო, ბოლოს კი რამდენიმე თვეშიო. როგორც ვხედავთ, დონალდ ტრამპი და მისი გუნდი დარეგულირების პერიოდს თანდათან აგრძელებდა… საბოლოოდ კი დონალდ ტრამპის სპეცწარმომადგენელმა კიტ კელოგმა თქვა „ფოქს ნიუსის“ ინტერვიუში, რომ 100 დღეა საჭირო ომის შეწყვეტისთვისო. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ამასობაში ომი ახლო აღმოსავლეთში უკვე შეწყდა – ისრაელსა და „ჰამასს“ შორის სწორედ დონალდ ტრამპის ხელშეწყობით“, – ამბობს პროფესორი.

„მე ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპი შეთანხმების ძირითად დებულებებს ჯერ ვლადიმერ პუტინს შესთავაზებს [და თუ კრემლი მათზე დათანხმდება], შემდეგ იგივე ტექსტზე ხელს ვოლოდიმირ ზელენსკის მოაწერებს და საომარი მოქმედებები გაიყინება. ვლადიმერ პუტინი შეინარჩუნებს უკვე დაკავებულ ტერიტორიებს, უკრაინა სამუდამოდ გამოემშვიდოებება ნატოში შესვლის ოცნებას და თუ ალიანსის ევროპელი წევრები მოისურვებენ, ისინი უკრაინაში – ისე როგორც ბუფერული ზონაში – განლაგდებიან იმ მიზნით და იმედით, რომ რუსეთის არმია ნატოს ქვედანაყოფებს არ შეუტევს“, – ამბობს სამხედრო ექსპერტი.

პროფესორი ებტონი გლისი აღნიშნავს, რომ დონალდ ტრამპს ვოლოდიმირ ზელენსკის „დარბილება“ სურს: იგი უნდა დათანხმდეს შეთავაზებულს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინის პრეზიდენტი დაკარგავს იმ ქვეყანას, რომელიც, როგორც ხშირად აცხადებს ხოლმე, „მისი სამშობლოა და ძალიან უყვარს“.

როგორც ექსპერტი აღნიშნავს, ზოგჯერ აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ საკმაო ირონია გამოიხატება: დონალდ ტრამპ-უმცროსმა (პრეზიდენტის ვაჟმა) უკრაინის პრეზიდენტს „არაადექვატური“ უწოდა, როცა მან უარი განაცხადა ინაუგურაციაზე მიწვევაზე. არადა, სამჯერ არაოფიციალურად ითხოვა მიწვევის მიცემას.

„საერთოდ კი, ვოლოდიმირ ზელენსკის ომის გაგრძელება უნდა. (…) იგი მსოფლიოს იმის შთაბეჭდილებას უნერგავს, რომ ყველგან და ყოველთვის თავისი ხალხის გვერდზე დგას. თუ მოიგებს ომს, მოიგებს მათთან ერთად, ხოლო თუ წააგებს, ისევ მათთან ერთად წააგებს. ობიექტურად თუ ვიტყვით, იგი „არადექვატური“ არ არის, არამედ გაბედული კაცია, რომელიც ევროპას მაგალითს აძლევს. ჩვენ, ბრიტანელებმა ვიცით ისტორიიდან, თუ რა საშინელებაა, როცა დიქტატორი თავისი მსხვერპლის კედელთან მიყენებას ცდილობს. ჩემი აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკი იარაღით ფეხზე მდგომი მოკვდება, ვიდრე დაიჩოქებს“, – ამბობს პროფესორი.

რაც შეეხება სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელმოწერის პერსპექტივას, პროფესორი ენტონი გლისი დარწმუნებულია, რომ ის მხოლოდ ვლადიმერ პუტინისთვის იქნება მომგებიანი, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი „მოძრავ სამიზნედ“ იქცევა მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში.

„უკრაინა, სავარაუდოდ, თავის სუვერენიტეტს დაკარგავს ტერიტორიების მიმართ, რუსეთი გააგრძელებს  მის საშინაო საქმეებში ჩარევას, ვოლოდიმირ ზელენსკი კრემლის „მუდმივი სამიზნე“ გახდება. თუ ბედი გაუღიმებს, იგი შეიძლება ცოცხალი დარჩეს. მაგრამ თუ პუტინი მას მიწვდება, ვშიშობ, რომ ეს უკრაინის ლიდერის დასასრული იქნება. პუტინი მარჯვედ თამაშობს პოკერს. იგი თვლის, რომ დროთა ცვალებადობას გაუძლებს – ჯო ბაიდენი ხომ გაისტუმრა, დონალდ ტრამპსაც კიდევ ერთხელ გაისტუმრებს… ყველას ერთმანეთის მიყოლებით. გავიხსენოთ ის კომპრომატები, რომლებიც ვადიმერ პუტინს დონალდ ტრამპის მიმართ აქვს დაგროვილი. ერთ მშვენიერ დღეს, როცა შეთანხმების დადების მომენტი დადგება, ეს ყველაფერი ამოტივტივდება…“, – ასკვნის პროფესორი ენტონი გლისი ბუკინგემის უნივერსიტეტიდან.

წყარო

ლორა თორნტონი ამბობს, რომ ტრამპი „გამაუპატიურებელი და კრიმინალია“

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, ლორა თორნტონი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „გამაუპატიურებელი და კრიმინალია“.

ეს განცხადება თორნტონმა პარტია „დროა“-ს წარმომადგენლის, მარიკა მიქიაშვილის პოსტის კომენტირებისას გააკეთა. მიქიაშვილის პოსტი ქართველების მიერ ტრამპის მხარდაჭერას ეხებოდა.

„მესმის, რომ საქართველოს ინტერესშია ქართული დემოკრატიის დაცვა. მაგრამ გაიგეთ, ის [ტრამპი] გამაუპატიურებელი და კრიმინალია, ამიტომაც, როგორც ქართველები იტყოდნენ, ბევრს ჩვენგანს ეს ყურს ჭრის, როცა ისმენენ მისი მისამართით ქებასა და დიდებას“, – წერს თორნტონი.

თბილისის მერია 100 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას 10-ჯერ ზრდის – ბენეფიტი 10 000 ლარი იქნება

„100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული ხანდაზმულები 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარს მიიღებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური პროგრამების განხორციელებას მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც ძირითადი ადგილი დაეთმობა.

„მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, არის სოციალური პროგრამები. ჯერ კიდევ არსებობს ოჯახები, ვისაც ჩვენი მხრიდან თანადგომა სჭირდებათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს ჩვენგან ხელშეწყობა ჰქონდეთ და არავინ დარჩეს პრობლემის პირისპირ. ჩვენ გვაქვს პროგრამა, როდესაც ადამიანს 100 წელი უსრულდება, დედაქალაქის მერია ჯილდოს სახით, 1 000 ლარს გადასცემს. წლების განმავლობაში ასე იყო, წელს კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო 10-ჯერ გაიზარდოს და 10 000 ლარი გადავცეთ 100 წელს შესრულებულებს. მინდა, ამ ადამიანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ გასულ წელს ფულადი დახმარება 1 000 ლარის ოდენობით, 57 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათ შორის, 23-ს ერთი საუკუნე, ხოლო 34-ს, 101 და მეტი წელი შეუსრულდა.

„მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თანხის მისაღებად, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებს ახალი კრიზისები ემუქრებათ? – Cumhuriyet

თურქულ გაზეთ „ჯუმჰურიეთში“ (Cumhuriyet) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონებს ახალი კრიზისები ემუქრებათ?“, რომლის ავტორია დენიზ ბერქთაი, პოპულარული კოლუმნისტი. იგი კომენტარს უკეთებს 16 იანვარს კიევში უკრაინასა და დიდ ბრიტანეთს შორის ხელმოწერილ შეთანხმებას „ასწლიანი თანამშრომლობის შესახებ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

წიგნების კითხვა და კვლევა მამაჩემმა არფარსლან ბერქთაიმ შემაყვარა, ხოლო ისტორიისადმი ინტერესი ჩემში აწ განსვენებულმა პაპაჩემმა, არმიის გენშტაბის გადამდგარმა პოლკოვნიკმა ბურედინ ბილგენმა გააღვიძა. როცა მოზარდი ვიყავი, დამიძახებდა ხოლმე თავის კაბინეტში, მიმიყვანდა წიგნებით სავსე კარადებთან, გადამიშლიდა წიგნებს და მეუბნებოდა: „ოსმალეთის იმპერიის ნამდვილი მტერი იყო არა რუსეთი, არამედ დიდი ბრიტანეთი. რუსები პირდაპირ და დაუფარავად იჩენდნენ მტრობას, დიდი ბრიტანეთი კი თურქებს ყოველთვის თავს მეგობრად აჩვენებდა, მაგრამ ყველაზე ხშირად ღალატობდა“. ჩემი მხრიდან კი მის ნათქვამს დავამატებდი: პაპაჩემის ოჯახი იძულებული იყო რუსებთან ომების შედეგად კავკასიიდან ანატოლიაში გაქცეულიყო, ანუ მან მწარედ გამოსცადა საკუთარ თავზე რუსებთან ომის შედეგები… და მაინც რუსებზე მეტად ბრიტანელებს არ ენდობოდა.

რა უნდა ბრიტანეთს უკრაინისაგან?

„საუკუნის შეთანხმებამ“, რომელიც ბრიტანეთსა და უკრაინას შორის დაიდო, პაპაჩემის სიტყვები გამახსენა. ამ დოკუმენტის თანახმად, რომელსაც ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კირ სტარმერმა მოაწერეს და რომელშიც არის როგორც ღია, ასევე დახურული საიდუმლო მუხლები, დიდი ბრიტანეთი, ერთი მხრივ, ვალდებულობს მხარი დაუჭიროს უკრაინის ინტეგრაციას ნატოში, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინა ვალდებულობს მისცეს დიდ ბრიტანეთს პრივილეგირებულ მდგომარეობას უკრაინასთან ყველა სფეროში, ენერგეტიკიდან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებამდე.

როგორც გვახსოვს, რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტის ჯერ კიდევ პირველ დღეებში კიევისა და მოსკოვის წარმომადგენლები, თურქეთის ინიციატივით, სტამბოლში შეიკრიბნენ და პრაქტიკულად მიაღწიეს კიდეც შეთანხმებას, მაგრამ დიდი ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი უცებ კიევში ჩავიდა და ვოლოდიმირ ზელენსკის „ურჩია“, რომ მოლაპარაკება შეეწყვიტა. მომდევნო თვეებში სწორედ დიდი ბრიტანეთი უშლიდა ხელს რუსებისა და უკრაინელების მოლაპარაკების განახლებას და ომიც ჩიხში შევიდა. გამოდის, რომ დიდი ბრიტანეთი ორმაგ თამაშს ეწევა: რუსეთს ასუსტებს, უკრაინაზე კი თავის პოლიტიკურ და ეკონომიკურ გავლენას ამყარებს.

ერევანი-ვაშინგტონი: მოსკოვი თვალს ადევნებს…

რაც შეეხება რუსეთის დასუსტებას… როგორც ვიცით, უკრაინასთან ომის გაჭიანურების გამო რუსეთის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა შეეწყვიტა სირიის მხარდაჭერა და მთელი თავისი ძალები უკრაინის ფრონტზე გადაესროლა. ჩვენ იმასაც ვწერდით, რომ თუ უკრაინის კონფლიქტი გაგრძელდებოდა, მაშინ რუსეთის გავლენა კავკასიაზე შესუსტდებოდა. მართლაც, სომხეთმა რუსეთისაგან დაშორება დაიწყო და ევროკავშირთან ინტენსიურ ინტეგრაციას გეგმავს, გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინათ ერევანმა ხელი მოაწერა ვაშინგტონთან  სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებასაც.. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აშშ ხელს შეუწყობს სომხეთის ინტეგრაციას დასავლეთთან. რუსეთი ჯერ-ჯერობით ამ ყველაფერს თვალს ადევნებს.

საქართველო: ვენესუელის ანალოგიურად?

საქართველოში საშინაოპოლიტიკური კრიზისი გრძელდება. ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობა რუსეთთან დაბალანსებული პოლიტიკის გატარების მომხრეა, ოპოზიცია კი რუსეთის უარყოფას და ევროპასთან და საერთოდ, დასავლეთთან ინტეგრაციას ითხოვს. საპრეზიდენტო არჩევნებშის შედეგად ქვეყნის მეთაური მმართველი პარტიის წარმომადგენელი მიხეილ ყაველაშვილი გახდა, მაგრამ მისი წინამორბედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი თვითონ არის და პოსტიდან არ გადადგება. იგი ცდილობს, რომ ოპოზიციის მიერ გამართული ანტისამთავრობო პროდასავლური აქციების ლიდერი იყოს. უფრო მეტი: იმ დროს, როცა საქართველოს მთავრობიდან არავის მიუღია მონაწილეობა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში, სალომე ზურაბიშვილი ამერიკელი რესპუბლიკელების გარკვეულმა წრემ ამერიკაში მიიწვია და ინაუგურაციასაც დაესწრო.თანაც იგი შეხვდა აშშ-ის პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებს და შეახსენა დასავლეთს, რომ კავკასია მისი გავლენის სფერო უნდა იყოს.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი, რომელიც პრეზიდენტი იყო (მაგრამ გაიძახის, რომ დღესაც პრეზიდენტია), ფორმალურადაც კი არ აკეთებს აქცენტს ქვეყნის დამოუკიდებლობაზე, ახლა დასავლეთს სთხოვს – „მოდით და იბატონეთ რუსეთის ნაცვლად“. აღიარებს თუ არა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილს ისე, როგორც აღიარა ვენესუელის პრეზიდენტად ხუან გუაიდო 2019 წელს, ნიკოლას მადუროს ნაცვლად? ვნახოთ.

ამრიგად, ჩვენ შევედით დიდი გაურკვევლობის პერიოდში, როცა მტკიცედ და ურყევად დარჩენაა აუცილებელი.

წყარო

აღმაშფოთებელია, რომ ერთი მხრივ, შვეიცარიის ბანკი ხელოვნურ პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს – ზაზა შათირიშვილი

2 დღის წინ, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ადვოკატმა გაავრცელა განცხადება, რითაც კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქართული საზოგადოება, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გლობალური ჩრდილოვანი ძალები პოლიტიკურ შანტაჟს და ზეწოლას ახორციელებენ, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

ზაზა შათირიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებებს ეხმიანება, სადაც საუბარია შვეიცარიულ ბანკთან დავაზე და ყურადღებას ამახვილებს ამ პროცესში, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მონაწილეობაზე, რომელზეც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

როგორც შათირიშვილი აღნიშნავს, თუ ბაჩიაშვილი დამნაშავე არ არის, რა პრობლემას უნდა უქმნიდეს მას ბანკიდან გამოძიების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროება? თუმცა როგორც ჩანს, დასამალი ძალიან ბევრი აქვს და აშკარად იკვეთება, რომ იმ ჯაშუშური ქსელის ნაწილია, რასაც დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს.

„წარმოიდგინეთ – შვეიცარიის ბანკი ჯულიუსი ბაერი დიდი ხნის მანძილზე უპრობლემოდ ემსახურებოდა კლიენტს, ხოლო 2024 წლის 29 აპრილის შემდეგ, რაც ბატონმა ივანიშვილმა გლობალური ომის პარტია საჯაროდ ამხილა ანტიქართულ გეგმებსა და ქმედებებში, ბანკმა მისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა დაიწყო. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა აშშ – ის უკვე წარსული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებები საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ.

თუმცა – კიდევ უფრო სკანდალური და აღმაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატის გუშინდელი განცხადება, სადაც ფაქტობრივად, ყველა კითხვის ნიშანი იხსნება. ერთი მხრივ, ხელით მართვას დაქვემდებარებული შვეიცარიის ბანკი ხელოვნურ პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რომელზეც საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ერთ მათგანზე ბრალდებულია, ხოლო მეორეზე გამოძიება მიმდინარეობს. არ გასცემს მასზე ინფორმაციას, რითაც საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს არღვევს. თუ ბაჩიაშვილი დამნაშავე არ არის, რა პრობლემას უნდა უქმნიდეს მას ბანკიდან გამოძიების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროება? თუმცა როგორც ჩანს, დასამალი ძალიან ბევრი აქვს და აშკარად იკვეთება, რომ იმ ჯაშუშური ქსელის ნაწილია, რასაც დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს.
ერთია მისი ქმედებები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ მეორეა მისი ბოლოდროინდელი, აშკარად ჯაშუშური საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ. ის სრულად ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციისათვის გარეთ დაწერილ სცენარში. კერძოდ – დადის აქციებზე, გამჭვირვალობის კანონს უწოდებს რუსულ კანონს, ვითომ და ევროპის სახელით ღიად მონაწილეობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა ბულინგში, არის „ტვ პირველის” საყვარელი რესპონდენტი, ხოლო არჩევნების წინა საღამოს ამ არხზე პატრონებმა იმდენი სისულელე და ტყუილი ალაპარაკეს, რომ დიდი ნაწილის დამახსოვრება თავად არ ჰქონდა მოსწრებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

იკვეთება პოლიტიკური შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ – ზაზა შათირიშვილი

კარგად ვხედავთ, რომ მარტივად იკვეთება პოლიტიკური შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. როდესაც შვეიცარიის ბანკი ერთი მხრივ, ხელოვნურ ბარიერებს უქმნის კეთილსინდისიერ კლიენტს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს გამოძიების ქვეშ მყოფ პირს, – წერს სოციალურ ქსელში ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.

„2 დღის წინ, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ადვოკატმა გაავრცელა განცხადება, რითაც კიდევ ერთხელ დარწმუნდა ქართული საზოგადოება, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ გლობალური ჩრდილოვანი ძალები პოლიტიკურ შანტაჟს და ზეწოლას ახორციელებენ. წარმოიდგინეთ – შვეიცარიის ბანკი ჯულიუსი ბაერი დიდი ხნის მანძილზე უპრობლემოდ ემსახურებოდა კლიენტს, ხოლო 2024 წლის 29 აპრილის შემდეგ, რაც ბატონმა ივანიშვილმა გლობალური ომის პარტია საჯაროდ ამხილა ანტიქართულ გეგმებსა და ქმედებებში, ბანკმა მისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნა დაიწყო. ამ ყველაფერს კი წინ უსწრებდა აშშ – ის უკვე წარსული ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების განცხადებები საპატიო თავმჯდომარის წინააღმდეგ.

თუმცა – კიდევ უფრო სკანდალური და აღმაშფოთებელია ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი ადვოკატის გუშინდელი განცხადება, სადაც ფაქტობრივად, ყველა კითხვის ნიშანი იხსნება. ერთი მხრივ, ხელით მართვას დაქვემდებარებული შვეიცარიის ბანკი ხელოვნურ პრობლემებს უქმნის ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს ბაჩიაშვილს, რომელზეც საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ერთ მათგანზე ბრალდებულია, ხოლო მეორეზე გამოძიება მიმდინარეობს. არ გასცემს მასზე ინფორმაციას, რითაც საერთაშორისო სამართლებრივ ნორმებს არღვევს.

თუ ბაჩიაშვილი დამნაშავე არ არის, რა პრობლემას უნდა უქმნიდეს მას ბანკიდან გამოძიების მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროება? თუმცა როგორც ჩანს, დასამალი ძალიან ბევრი აქვს და აშკარად იკვეთება, რომ იმ ჯაშუშური ქსელის ნაწილია, რასაც დღევანდელი რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს.

ერთია მისი ქმედებები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, მაგრამ მეორეა მისი ბოლოდროინდელი, აშკარად ჯაშუშური საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ. ის სრულად ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციისათვის გარეთ დაწერილ სცენარში. კერძოდ – დადის აქციებზე, გამჭვირვალობის კანონს უწოდებს რუსულ კანონს, ვითომ და ევროპის სახელით ღიად მონაწილეობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა ბულინგში, არის „ტვ პირველის” საყვარელი რესპონდენტი, ხოლო არჩევნების წინა საღამოს ამ არხზე პატრონებმა იმდენი სისულელე და ტყუილი ალაპარაკეს, რომ დიდი ნაწილის დამახსოვრება თავად არ ჰქონდა მოსწრებული.

მთავარი კი მაინც ის არის, რომ ბაჩიაშვილი პირდაპირ მონაწილეობს ხელისუფლების ძალადობრივი გადატრიალების სცენარში. ეს ადამიანი დგას იმ ხალხის გვერდით, რომლებიც არჩეული მთავრობის არაკონსტიტუციური გზით ცვლილებას ცდილობენ და ამბობენ, რომ თუ არ ჩატარდა ახალი არჩევნები, ქვეყანას არ ეყოლება კანონიერი ხელისუფლება. არათუ მათ გვერდით დგას, ის პირდაპირ მონაწილეობს ამ ანტისახელმწიფოებრივ პროცესში.
არის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – ბაჩიაშვილს ადვოკატირებას უწევს რობერტ ამსტერდამი. ეს არის პიროვნება, რომელიც ასევე მიხაელ ხოდარკოვსკის ადვოკატი იყო და ძირითადად ცნობილია იმით, რომ არა იურისპონდენციას, არამედ გლობალურ ჯაშუშურ ქსელს ემსახურება და მისი ყველა კლიენტი სწორედ ამ ქსელის ან ნაწილია, ან დახმარების სანაცვლოდ აუცილებლად ეს ბედი უნდა გაიზიაროს.

ამსტერდამი აქტიურად იყო ჩართული „გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ პროცესებში, 2024 წლის 16 მაისს კი ასეთი რამ აქვს ნათქვამი – „რუსული კანონი” გამოყენებული იქნება სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის”. მკაფიოდ ჩანს, რომ სწორედ ამსტერდამმა აიძულა ბაჩიაშვილი, პოლიტიკაში შემოსულიყო. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ბაჩიაშვილს არათუ პოლიტიკასთან არ ჰქონდა შეხება, არამედ 1 განცხადებაც კი არ ჰქონდა გაკეთებული საკუთარი სისხლის სამართლის საქმეებზე, რობერტ ამსტერდამი უმტკიცებდა საზოგადოებას, რომ ეს პროცესი იყო პოლიტიკური დევნა, რამეთუ ბაჩიაშვილი მონაწილეობდა ქართულ პოლიტიკაში.

ზოგადად, ეს ხელწერა, რაც ამსტერდამმა ბაჩიაშვილის ქეისით აჩვენა, არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს გლობალური ომის პარტია ( დიფ სთეითი ) საკუთარი ჯაშუშური ქსელის მეშვეობით. ამ შემთხვევაში მათი დაქვემდებარებული ჯაშუში ბაჩიაშვილი აიძულეს შემოსულიყო პოლიტიკაში და ებრძოლა ბიძინა ივანიშვილის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მიზანი ხომ საბოლოო ჯამში პოლიტიკური ხელისუფლების ხელში აღება და შემდეგ ჯაშუშების მეშვეობით მისი მართვაა.

კარგად ვხედავთ, რომ მარტივად იკვეთება პოლიტიკური შანტაჟი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. როდესაც შვეიცარიის ბანკი ერთი მხრივ, ხელოვნურ ბარიერებს უქმნის კეთილსინდისიერ კლიენტს, ხოლო მეორე მხრივ ხელს აფარებს გამოძიების ქვეშ მყოფ პირს და არ აწვდის სამართალდამცველებს მასზე ინფორმაციას, მარტივი მისახვედრია, რომ ბაჩიაშვილს ამ პროცესების წარმმართველი ძალები ბიძინა ივანიშვილის და საქართველოს წინააღმდეგ იყენებენ“, – წერს შათირიშვილი.

ტრამპი პუტინს სანქციებით ემუქრება, თუ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სანქციებს დაუწესებს, თუ ის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ამასთან ერთად, ტრამპს არ უსაუბრია იმაზე, თუ კონკრეტულად რა სანქციებს გამოიყენებს რუსეთის წინააღმდეგ. როგორც სააგენტო აღნიშნავს, შეერთებულმა შტატებმა უკვე შემოიღეს რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციები 2022 წლის თებერვლიდან, უკრაინაში შეჭრის გამო.

ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაციაც განიხილავს უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხს, თუმცა, მისი აზრით, ევროკავშირმა კიევის მხარდასაჭერად მეტი უნდა გააკეთოს.

„ჩვენ ვესაუბრებით ზელენსკის. ჩვენ ვაპირებთ ვესაუბროთ პრეზიდენტ პუტინს ძალიან მალე. ჩვენ განვიხილავთ ამას“, – ციტირებს ტრამპს Reuters-ი.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მან ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინს მოუწოდა ჩაერიოს კონფლიქტში და შეაჩეროს ომი უკრაინაში.

როგორი ამინდი იქნება კვირის ბოლომდე საქართველოში – პროგნოზი რეგიონების მიხედვით

21 იანვრიდან მიმდინარე კვირის ბოლომდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უნალექო ამინდი იქნება თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი 0, -2 გრადუსამდე დაეცემა.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი ზოგან 0, -2 გრადუსამდე დაეცემა.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12, ღამით კი -8, -12 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9, ღამით კი -8, -13 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ზოგან -7 გრადუსამდე დაეცემა.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10, ღამით კი ზოგან -3, -5 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +5, ღამით კი -8, -13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით -3, +2, ღამით კი -12, -17 გრადუსი დაფიქსირდება.

საქართველოს სურს ევროპა, მაგრამ ისეთი ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს, საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება -ტიერი მარიანი

საქართველოს სურს ევროპა, მაგრამ ისეთი ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს. საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებში ჩარევას ბრიუსელი აძლიერებს.

„ბრიუსელმა მეტი უნდა გააკეთოს – ეს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა. მაგრამ რატომ უნდა მოვახდინოთ გავლენა სუვერენული ხალხის დემოკრატიულ გადაწყვეტილებაზე? ჩვენ ერებს შორის ურთიერთპატივისცემა გვჭირდება. ჩვენ არ გვსურს ევროკავშირის ჩარევის ნახვა. საქართველოში ძალაუფლება ხალხს აქვს. 20 დეკემბერს გამოქვეყნდა დასკვნა საქართველოს შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ უცხოური ჩარევა არ ყოფილა.

ქართველი ხალხის გადაწყვეტილებებში ჩარევას ბრიუსელი აძლიერებს. მაგალითად, იქ ბევრი პოლიციელი დაშავდა. ევროკავშირი ქაოსის მონაწილეა. ეს თავისუფალი ქვეყანაა. საქართველოს სურს ევროპა, მაგრამ ისეთი ევროპა, რომელიც მათ არჩევანს პატივს სცემს. საქართველო ბრიუსელის კოლონია არ გახდება“, – აღნიშნა ტიერი მარიანმა.

“ევროკავშირი თვეებია, ერევა საქართველოს საქმეებში, ემუქრება მას სანქციებით და მხარს უჭერს გადატრიალებას თბილისში, რომელიც გვახსენებს მაიდანს უკრაინაში –ტომაშ ფროელიხი

ქართველებს სურთ ქრისტიანული ღირებულებები, „ვოუქი“ იდეოლოგიის ნაცვლად, სუვერენიტეტი დასავლეთთან კავშირების ნაცვლად, მშვიდობა ომის ნაცვლად, არ სურთ პოლიტიკური ჩარევა არც მოსკოვიდან, არც ბრიუსელიდან და არც ვაშინგტონიდან, ეს გასაგებია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ტომაშ ფროელიხმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატებისას განაცხადა.

მისი თქმით, არ არის საჭირო ქედმაღალი ლექციები და ესკალაციური ჩარევები, საჭიროა თბილისთან კარგი დიპლომატიური ურთიერთობები.

„ევროკავშირი მუდამ ჩივის უცხოური ჩარევის შესახებ, მაშინ, როდესაც უკვე თვეებია, ერევა საქართველოს საქმეებში, ემუქრება მას სანქციებით და მხარს უჭერს გადატრიალებას თბილისში, რომელიც გვახსენებს მაიდანს უკრაინაში – დემონსტრაციები, უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობოები, ამ ყველაფრის შედეგი ცნობილია და ის კარგი არ არის. ევროკავშირი ამას აკეთებს, რადგან საქართველოში გაიმარჯვეს იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ბრიუსელის დღის წესრიგს არ იზიარებენ. ქართველებს სურთ ქრისტიანული ღირებულებები, „ვოუქი“ იდეოლოგიის ნაცვლად, სურთ სუვერენიტეტი დასავლეთთან კავშირების ნაცვლად, სურთ მშვიდობა ომის ნაცვლად. მათ არ სურთ პოლიტიკური ჩარევა არც მოსკოვიდან, არც ბრიუსელიდან და არც ვაშინგტონიდან, ეს გასაგებია. ჩვენ არ გვჭირდება მიხაელ როთი გერმანიის „სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან“ თბილისის ქუჩებში. ჩვენს ინტერესებშია, პატივი ვცეთ ქართველი ხალხის ნებას, არ არის საჭირო ქედმაღალი ლექციები და ესკალაციური ჩარევები, ამის ნაცვლად გვჭირდება კარგი დიპლომატიური ურთიერთობები თბილისთან. საქართველო არ უნდა გახდეს მეორე უკრაინა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პრობლემებს ზურგს ნუ შეაქცევთ. იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან, წინააღმდეგ შემთხვევაში უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდებით. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელი დროა რთული და უსიამოვნო ამოცანების მოსაგვარებლად. ამ დღეს კარგად გამოცდილი გზებით უნდა იაროთ და ექსპერიმენტებს მოერიდოთ. მოსალოდნელია ოდესღაც გაწყვეტილი სასიყვარულო ურთიერთობების აღდგენა, დიდი შესყიდვები და მნიშვნელოვან საბუთებზე ხელის მოწერა.

კურო

ამ დღეს აჩქარებამ შეიძლება შეცდომები და არასწორი გათვლები გამოიწვიოს. მშვენიერი დღეა მოკავშირეების პოვნისა და მათთან ძალების გაერთიანებისთვის. შეგიძლიათ საერთო გეგმებისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ. თუ ახლობელი ადამიანების მოტივები და ქმედებები არ გესმით, გულწრფელად ესაუბრეთ და თქვენი აზრი გამოხატეთ.

ტყუპები

შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა სარისკო და საეჭვო ქმედებებისკენ გიბიძგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, 22 იანვარს მსგავს მოვლენებს მოერიდოთ და ისე იმუშაოთ, როგორც აქამდე მუშაობდით. ყველაზე რთული ამოცანები დილისთვის დაგეგმეთ – არის შანსი, რომ ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდეთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია ფინანსური და ქონებრივი საკითხების განხილვისთვის. გახსოვდეთ, რომ ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

კირჩხიბი

საკუთარი ძალების რწმენა და აქტიური ქმედებები ურთულესი საქმეების სწრაფად და წარმატებით გადაჭრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ ახალი იდეები კოლეგებს გაუზიაროთ, რომ მათგან საჭირო დახმარება და პრაქტიკული რჩევები მიიღოთ. მიუხედავად იმისა, რომ უდავო ლიდერი ხართ, გირჩევთ სხვების მოსაზრებებიც გაითვალისწინოთ.

ლომი

გირჩევთ ამ დღეს ახალი საქმის დაწყებაზე უარი თქვათ და მთელი დრო დაწყებული საქმეების დასრულებას დაუთმოთ. სასურველია ინფორმაციის ნაკადი შეზღუდოთ და ყურადღება მიაქციოთ მხოლოდ იმას, რაც თქვენს საქმიანობასთან პირდაპირ კავშირშია. შესაძლოა, ამ დღეს გაცნობილი ადამიანის რჩევა შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმაროთ. დროა, ძველ ნაცნობებს შეხვდეთ – მათთან განსახილველი თემები დაგიგროვდათ.

ქალწული

მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და ისე იმოქმედეთ, როგორც შინაგანი ხმა გკარნახობთ. ეს დაგეხმარებათ, რომ დიდი შეცდომები თავიდან აიცილოთ. ვიღაცამ შეიძლება საკუთარი მიზნებისთვის თქვენი გამოყენება სცადოს, ამიტომ ყველასთან გულწრფელობას მოერიდეთ, მეტი უსმინეთ და ნაკლები ილაპარაკეთ. დღის მეორე ნახევარი სასიამოვნო სიახლეებით გაგახარებთ. ახალი იდეის განხორციელება დიდ წარმატებას გპირდებათ.

სასწორი

სასიცოცხლო ენერგიის დაქვეითება საშუალებას არ გაძლევთ, რომ აქტიურად იმუშაოთ და რთული საკითხები გადაჭრათ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს რუტინულ სამუშაოს, დაასრულეთ დაწყებული საქმეები და მოაწესრიგეთ საბუთები. შესაძლოა თავში რამდენიმე ორიგინალური და საინტერესო იდეა მოგივიდეთ, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩაიწეროთ, რომ მოგვიანებით, თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. ზოგი სასწორი იმ ურთიერთობის გაწყვეტაზე იფიქრებს, რომელსაც ძალიან აფასებდა. ნუ აჩქარდებით – ასეთი გადაწყვეტილება კარგად უნდა გაიაზროთ.

მორიელი

ამ დღეს უამრავ ინფორმაციას მიიღებთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათ შორის ნამდვილად საჭირო და მნიშვნელოვანი არ გამოგეპაროთ. თქვენს უახლოეს გარემოცვაში შეიძლება ვიღაც არაკეთილსინდისიერი ადამიანია, ამიტომ ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინეთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. თავი შორს დაიჭირეთ მენეჯმენტისგან და ეცადეთ დღის მეორე ნახევარში ხალხის თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ. თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან და ეცადეთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. გარემოებები სწრაფად იცვლება და პარტნიორები პირობას არ ასრულებენ. ზედმეტი კრიტიკის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ საკუთარი გეგმებისა და იდეების შესახებ არავის უამბოთ. ამ დღეს ადამიანებთან ურთიერთობის გამოცდილება და მათი მოხიბვლის ნიჭი ძალიან გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ, რომ გუნდურ მუშაობაზე ნაყოფიერი ინდივიდუალური მუშაობა იქნება.

თხის რქა

მოერიდეთ დამატებითი პასუხისმგებლობების და ისეთი ვალდებულებების აღებას, რომელთა შესრულებაც გაგიჭირდებათ. ნებისმიერ საქმეში, რომელიც ფულს და ქონებას ეხება, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ – არსებობს შეცდომის დაშვების რისკი, რომელსაც უსიამოვნო შედეგები მოჰყვება. გირჩევთ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ, რადგან რჩევა, რომელსაც დღეს მიიღებთ, უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.

მერწყული

ეს დღე შესანიშნავია კომპრომისების მოსაძებნად და სხვადასხვა დავების მოსაგვარებლად. ეს ეხება როგორც საქმიან კონტაქტებს, ასევე პირად ურთიერთობებს. ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ, დაგეგმეთ საღამო მათთან ერთად. ინტუიცია გიკარნახებთ რა უნდა შეცვალოთ საკუთარ ცხოვრებაში. უმჯობესია ძვირად ღირებული ნივთების შეძენაზე ჯერჯერობით უარი თქვათ, რადგან იმედგაცრუებული დარჩებით.

თევზები

ვარსკვლავები თევზებს წარმატებულ დღეს ჰპირდებიან. ეს დღე საშუალებას მოგცემთ თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინოთ და გარშემო მყოფებზე ბევრი საინტერესო რამ გაიგოთ. შესაძლოა, თქვენ წინაშე ახალი, საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდეს. ამ დღეს გადაწყვეტილებები ინტუიციურად უნდა მიიღოთ. ახალი, დიდი პროექტების დაწყება სამომავლოდ გადადეთ, რადგან ამ დღეს სასურველი შედეგის მიღება გაგიჭირდებათ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარი ფსიქიატრი ოლეგ დრუზი კორუფციის ბრალდებით.

უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული ექიმი არის “ცენტრალური სამხედრო სამედიცინო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და წყვეტს სამხედრო პერსონალის ვარგისიანობის საკითხს სამხედრო სამსახურისთვის”.

“საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულმა, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, 1 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დაუსაბუთებელი ქონება შეიძინა. ამასთან, მან ეს ქონება არ ასახა დეკლარაციაში და ის მეუღლის, შვილებისა და სხვა მესამე პირების სახელზე დაარეგისტრირა”, – ნათქვამია პრესრელიზში.

გამოძიების თანახმად, დაკავებულმა 2022-2024 წლებში შეიძინა, სახლი კიევის ოლქში, ორი ბინა დედაქალაქ კიევში, ერთი ბინა ოდესაში, 4 BMW-ის მარკის ავტომობილი და სხვა ქონება.

გარდა ამისა, მისი ბინის ჩხრეკისას გამომძიებლებმა 152 ათასი დოლარი და 34 ათასი ევრო აღმოაჩინეს.

უკანონო გამდიდრებისა და ცრუ ინფორმაციის გამოცხადებისთვის მას შესაძლოა 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდეს.

2023 წლის დეკემბერში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი განყოფილების უფროსი, რომელიც ეჭვმიტანილია 1,5 მილიარდი გრივნას (იმ დროს დაახლოებით 36 მილიონი ევრო) მითვისების მცდელობაში, რომელიც განკუთვნილი იყო უკრაინის ძალებისთვის საარტილერიო ჭურვების შესაძენად.

2023 წლის აგვისტოში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აპირებდა კანონპროექტის შემუშავებას, რომელიც ომის დროს კორუფციას ღალატთან გააიგივებდა, რაც 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.