Home Blog Page 2215

“გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე, რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსენება”

გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე, რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსენება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რიკოთის 149-ე კილომეტრზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ საბოლოო საინჟინრო მოწყობის სამუშაოები ჩატარდეს.

„მიმდინარეობს კვლევა-ძიების სამუშაოები. რიკოთის 149-ე კილომეტრზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ საბოლოო საინჟინრო მოწყობის სამუშაოები ჩატარდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ მალე გვექნება პროექტი და რაც შეიძლება მალე შევძლებთ პრობლემის მოგვარებას, სპეციალური რეჟიმის გარეშე მოძრაობის აღდგენას. მანამდე კი, ნებისმიერი ჩაკეტვა-გახსნა ან გადართვა დაფუძნებული იქნება გონივრულ და ექსპერტულ დასკვნებზე. გვაქვს ამოცანა, რომ ზაფხულის სეზონამდე შევძლოთ ყველა იმ სამუშაოს გატარება, რაც საჭირო იქნება გადაადგილების სპეციალური რეჟიმის მოსახსნელად“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

ამასთან, როგორც ქარსელაძემ სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით განაცხადა, საჭიროა კვლევითი სამუშაოების ჩატარება. ქარსელაძის თქმით, საექსპერტო ორგანიზაცია მაქსიმალურს აკეთებს პროცესის დროულად დასასრულებლად.

„ამ ეტაპზე დაიბურღა ოთხი ბურჯი. მიმდინარეობს სამუშაოები. მათ შორის ახლო პერიოდში დაგეგმილია ხიდის იმ ბურჯის დაბურღვა, რამაც გამოიწვია ამ ბურჯზე დაყრდნობილი ორი მალის ნაშენის ჩამოშლა. სწორედ მისი ჩაბურღვა და სხვა კვლევითი სამუშაოებია ჩასატარებელი, რათა ობიექტური სურათი გვქონდეს, გავიგოთ მიზეზი და მივიღოთ გადაწყვეტილებები. ასევე, საგამოძიებო კუთხით იქნება სრული სურათი, რათა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რაც დადგინდება. რეალურად, მაქსიმალურად სწრაფად კეთდება ყველაფერი, მაგრამ მდინარის წყალუხვობიდან გამომდინარე, არის შეღუდვები დროსთან დაკავშირებით. თუმცა საექსპერტო ორგანიზაცია მაქსიმალურს აკეთებს პროცესის დროულად დასასრულებლად“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

“იქ, სადაც „ვაგნერის“ დაჯგუფება მონაწილეობს, მეტი სიკვდილი და ნგრევაა” – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, სუდანში, დაპირისპირების ეპიცენტრში „ვაგნერის“ დაჯგუფების წევრები იმყოფებიან.

მისი თქმით, „ვაგნერი“ კონფლიქტის პროვოცირებას ახდენს.

„ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით პრიგოჟინის ჯგუფის ვაგნერის მონაწილეობას სუდანში. „ვაგნერის“ დაჯგუფება აქტიურობს მალიში და ცენტრალური აფრის რესპუბლიკაში ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ამ დრომდე. იქ, სადაც „ვაგნერის“ დაჯგუფება მონაწილეობს მეტი სიკვდილი და მეტი ნგრევაა“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

შეგახსენებთ, სუდანის დედაქალაქში 15 აპრილის შემდეგ სწრაფი რეაგირების ძალებსა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

“საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს დამკვიდრდეს გლობალურ ბიზნეს ცენტრად” – „ბლუმბერგი“

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა „ბლუმბერგი“ საქართველოს ეკონომიკური წარმატებისა და პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ სტატიას სათაურით – „როგორ შეძლო საქართველომ დაეძლია გლობალური ეკონომიკური ვარდნის ტენდენციები“ აქვეყნებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტატიაში აღნიშნულია, საქართველოს წარმატება მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენა ITB Berlin 2023-ზე, სადაც საქართველომ, როგორც ღონისძიების მასპინძელმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ გააცნო ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები გლობალურ ბიზნესსა და საერთაშორისო ინვესტორებს.

„სლოგანით „უსასრულო ქართული კულტურა: მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“, საქართველომ მსოფლიოს „თავი შეახსენა“, როგორც 21-ე საუკუნის თანამედროვე ქვეყანამ, დემოკრატიული ღირებულებებითა და უძველესი ტრადიციებით“, – ნათქვამია სტატიაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპისა და აზიის კვეთაზე მდებარე საქართველოს ცალსახად აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით განპირობებული შესაძლებლობა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კარიბჭის ფუნქცია შეასრულოს.

„საქართველოს სატრანსპორტო კავშირები მისი მომავალი ეკონომიკური ზრდის გასაღებია. ქვეყანა შუა დერეფნის სავაჭრო მარშრუტის შუაგულშია“, – წერს „ბლუმბერგი“.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს როლი სულ უფრო იზრდება და გაიზრდება საერთაშორისო ენერგომომარაგების კუთხით.

სტატიაში საუბარი ასევე ეხება საქართველოს, როგორც წამყვან ადგილს ინვესტიციების მიმართულებით, სადაც ინვესტორებს საუკეთესო პირობებს უქმნიან.

„მზარდი ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მიმდინარე კონფლიქტი, გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკებისათვის. თუმცა, მყარი ეკონომიკური მაჩვენებლებით და ინვესტორების ჩართულობით, საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს დამკვიდრდეს გლობალურ ბიზნეს ცენტრი“, – წერს „ბლუმბერგი“.

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ცაბაძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 25 აპრილის 23:00 საათიდან სამი დღის განმავლობაში, გიორგი ცაბაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად. კერძოდ, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით – დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთის გავლით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან „დინამო არენასკენ“ გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”– ნაქთვამია განცხადებაში.

PSP Pharma-ს თბილისსა და ქუთაისში მდებარე საწყობებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის ნაციონალური და საერთაშორისო აუდიტები წარმატებით გაიარა

2022 წლის ივნისში PSP Pharma-მ, ერთ-ერთმა პირველმა, წარმატებით გაიარა ნაციონალური GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი, რითაც დასტურდება რომ სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ნაციონალურ სტანდარტად აღიარებული და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნებს.

ამასთან 2023 წლის მარტში, ნაციონალური საბითუმო დისტრიბუტორის GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი გაიცა PSP Pharma-ს დასავლეთ საქართველოს საწყობზეც.

ასევე წელს, GDP-ს (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტის შესაბამისობაზე აუდიტი განახორციელა გერმანულმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ Heacon Service GmbH და PSP Pharma-ს ცენტრალურ საწყობს GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი გადასცა.

აუდიტი ჩაატარეს საერთაშორისო აუდიტორებმა დოქტორ სტეფან ლაკონიგმა (Dr. Stefan Lakonig-Deputy Head of pharma-audit GMP/GDP-Expert ,GMP/GDP-Lead-Auditor , pharma-audit Expert / Lead-Auditor for: EU GMP Part I+II) და დოქტორმა დიაბ ჰუსეინმა (Dr. Diab Husein (Audit-Manager at Heacon Service GmbH GxP-Auditor at Heacon Service GmbH,  pharma-audit Expert / Co-Auditor for: EU GMP Part I+II ICH Q7 ISO 9001 EU GDP). კომპანიის აუდიტის მონაცემთა ბაზაში შეტანილია ინფორმაცია PSP Phrama-ს აუდიტის შესახებ https://www.pharma-audit.de/.

HEACON ჯგუფი დაფუძნებულია ბერლინში და ჰყავს კვალიფიციური და გამოცდილი მსოფლიო აუდიტორების გუნდი. კომპანიას ფარმაცევტულ და ჯანდაცვის ინდუსტრიაში განხორციელებული აუდიტის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ისეთი დიდი ფარმმწარმოებლების, როგორიცაა AstraZeneca Pharmaceuticals LP,  B. Braun Melsungen AG, EGIS Pharmaceuticals PLC, SANOFI CHIMIE და სხვ.

საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად PSP Pharma-ს საწყობი ნაციონალურთან ერთად, უკვე GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის საერთაშორისო სერტიფიკატსაც ფლობს.

„PSP 1994 წლიდან ახორციელებს მედიკამენტების დისტრიბუციას მსოფლიოს 100-ზე მეტი წამყვანი მომწოდებლებისგან. PSP-ს მთავარი საზრუნავი მომხმარებლისთვის გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქტების უწყვეტი მიწოდებაა. სწორედ დისტრიბუციის ხარისხის მართვის სტანდარტი განაპირობებს იმას, რომ ევროპაში წარმოებული გარანტირებული ხარისხის მედიკამენტი ზუსტად ასეთივე ხარისხით მიეწოდება მომხმარებელს PSP-ს სააფთიაქო წსელის და კონტრაქტორი ორგანიზაციების მეშვეობით“- აცხადებენ PSP-ში.

R

“რისი კულტივირებაც საქართველოში ხდება, დასავლური სამყაროს განვითარების თანმხლები გვერდითი ჭუჭყია”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი – დემურ გიორხელიძე

ზრდისა და განვითარების შესახებ კომისიის კვლევა მსოფლიო ბანკისათვის გაკეთდა თავის დროზე. ამ კომისიაში 19 ქვეყნის მაღალი პროფესიული დონის ხელმძღვანელი მონაწილეობდა, მათ შორის ორი ნობელის ლაურეატი ეკონომიკაში.

ეს კვლევა საკმაო ხანია, რაც ცნობილია!
საქართველოში, აშკარად არ იციან და არც უნდათ იცოდნენ ე.წ. “გადაწყვეტილების მიმღებ პირებს”.
რაიმე რომ სურდეთ, – ერთს ხომ მაინც გაითვალისწინებდნენ აქედან?
არადა, საუბარია, მაღალი სტაბილური ზრდის ფუნდამენტურ ფაქტორებზე!
რა არის უმთავრესი?

მხოლოდ ორს გამოვყოფ:
(ა)
ეს საერთოდ ყველაფრის ფუნდამენტია:
“გახსნილობა.
ცოდნის იმპორტი.
გლობალური მოთხოვნის ექსპლუატაცია”
(ანუ უნდა აკმაყოფილებდე და მუშაობდე გლობალურ მოთხოვნაზე, ან სხვა სიტყვებით, – მსოფლიოს მოცულობით ბაზრებზე უნდა გადიოდე და აქცენტი მისკენ გქონდეს – დ.გ.-ს შენ.)
(ბ) ეს კი გონიერებისა და პასუხისმგებლობის მაჩვენებელია:
“ორიენტაცია მომავალზე. ინვესტიციების მაღალი დონე. დაზოგვის მაღალი დონე.”
დანარჩენი სამი თავად ნახეთ. რა გვაქვს ამ 5 ფუნდამენტური ფაქტორიდან?! არაფერი!

ცოდნის იმპორტი და ცოდნის წარმოება, საქართველოს მოქალაქეების ინტელექტუალური დონის ზრდა?!
ნურას უკაცრავად!
ნაძირალების ხროვამ დასავლეთი ლგბტ-ორიენტაციად, გენდერულ თემატიკად, “შინ თახსირობად და ევროპისკენ ყალბ ორიენტაციაში” ჩაძირა! არადა, ყველაფერ იმას, რაც კულტივირებულია საქართველოში “დასავლური ორიენტაციის” ყალბი მიდრეკილების ნიშნით, – საერთოდ არაფერი აკავშირებს დასავლურ კულტურასთან! არაფერი!

რისი კულტივირებაც საქართველოში ხდება, – ეს არის დასავლური სამყაროს განვითარების თანმხლები გვერდითი ჭუჭყი. მხოლოდ!

ჩვენ დღემდე ვერ გაგვირკვევია მთავარი: დასავლური სამყარო განვითარების ცივილიზაციურ ეტაპზეა გადასული. საქართველო ჯერ განვითარების კულტურულ ეტაპზეა! კულტურული ეტაპიდან ცივილიზაციური ეტაპი ადეკვატურად ვერ და არ ფასდება.

ეს ძალზე რთული საკითხი დეტალურად გავარჩიე ზაფხულში ლექციების კურსში “არაწრფივი პოლიტიკური პროცესები”.

ეს ორი სხვადასხვა ეტაპია, პრინციპულად განსხვავებული და განსხვავებულ ფუძეებზე აგებული.

p.s.
რუსული თარგმანიდან ავიღე ეს სურათი მხოლოდ იმის გამო, რომ მკითხველთა საკმაო ნაწილისთვის გამეხადა ხელმისაწვდომი ენის პრობლემის გამო.

“მაინც შიშობენ საცხრამაისოდ, ამბობენ მოკვდავებს საერთოდ არ შეუშვებენ წითელ მოედანზეო”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

ხერსონის ოლქში, დნიპროს მარცხენა სანაპიროზე ჩვენები ჩუმად წყნარად ამაგრებენ პლაცდარმს ოკუპირებული ტერიტორიების სრულად გათავისუფლებისთვის. ამასობაში, ოლეშკებთან თავდაცვის პუნქტი გაუნადგურეს ჩვენებმა ურდოს. ჰამბობენ, რომ ადგილობრივი პარტიზანების ნახელავია. ვენაცვალე მათ მარჯვენას.

– გენერალ სირსკის განცხადებით, ბახმუტში ვითარება კვლავინდებურად მძიმეა, მაგრამ 23-24 აპრილის განმავლობაში შეტევების ინტენსივობამ იკლო. ძირითადად მუშაობს მტრის არტილერია და ავიაცია. ჩვენებს უჭირავთ პოზიციები ხრომოვოს მიდამოებში უცვლელია; ურდო ვერ ახერხებს ო0506 ტრასის გადაჭრას; ჩვენებმა გუშინ კონტრიერიშით უკუაგდეს ურდოს მოიერიშე ჯგუფები, რომელთაც ჰქონდათ გარკვეული წინსვლა ამ მიმართულებით;
იგივე ხდება ბახმუტის სამხრეთში; ხოლო ცენტრში კვლავინდებურად მიდის ბრძოლა თითოეული სახლის და ქუჩისთვის; ჩვენები აკონტროლებენ დაახლოებით ბახმუტის 20%-ს და არ აპირებენ არც ქალაქის დატოვებას და არც არტერიული ტრასების დათმობას;

დანარჩენი ყველა მიმართულებით ან ჩვენებს აქვთ მცირედი წინსვლა და პოზიციების გაუმჯობესება, ან ურდო ვერ იძვრის ვერცერთი სანტიმეტრით წინ; უფრო მეტიც, ზაპოროჟიეში ძლიერდება პანიკა მტრის რიგებში;
მარიინკას უტევდნენ ჩრდილოეთ ნაწილში, მაგრამ ბიშტი;

უჰლედართან მოქუჩდნენ ისთევ საკობზონეები. მალე გაგისტუმრებთ ყველას კობოზნველიზე;

ავდეევკა ურყევად დგას;

ბელოგოროვკაში შეუტიეს ჩვენებმა ჯიგრულად და წაიწიეს პაწაზე წინ;
კრემინნაშიც გვაქვს პაწია წინსვლა;
სვატოვოს და კუპიანსკის მიმართულებებზე პოზიციური ბრძოლებიც კი არ იყო, არტდუელებში გადაიზარდა;
ურდოს სამხედრო ბლოგერები და პროპაგანძილები ისტერიკაში არიან, ძალიან გაიზარდა უკრაინული დრონების აქტივობა როგორც უკრაინაში, ისე რუსეთის ტერიტორიაზე;

სევასტოპოლში ახალი ვიდეობიც გაჩნდა, თუ სად იბუთქა კონკრეტულად ჩვენმა დრონებმა. კარგად დაუბაბანეს;
ორი ცალი დრონი მოსკოვში და შემოგარენში იპოვეს;

გუშინ ვნუკოვოში ფრენები საერთოდ შეჩერდა. არიქა დრონებიო.

მაინც შიშობენ სა 9 მაისოდ ურდოსიკები. ყველაფერი მინიმუმამდე დაჰყავთ, ამბობენ, მოკვდავებს საერთოდ არ შეუშვებენ წითელ მოედანზე და მოსაწვევებით იქნება შეშვებაო.

საერთაშორისო ლიდერების რაოდენობა წინა 9 მაისთან შედარებით, 100 პროცენტით იზრდება. თუ შარშან არავინ იყო, წელს ყირგიზეთის პრეზიდენტი ჩავა! განა ეს ცოტაა? საწყალს რაღაც ჭირდება ამ ყირგიზეთის პრეზიდენტს, თვარა, კი იცის, რომ იქ არაფერი ესაქმება;

ყაზახეთმა, მეორე წელია უკვე, ძვირი ჯდება 9 მაისიო და სხვა ღონისძიებებზე დავხარჯავთ მაგ ფულსო.
პუტლერის ჯაგლაგი გამომსევრდა ნიუ იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ეს ხომ მარაზმია, ფაშისტური რეჟიმი გაეროში როა თავმჯდომარე და სიტყვით გამოდის, მაგრამ ნუ მაინც მაგარი მოხვდა. ამერიკელებმა და ბრიტებმა გაიგდეს გარინჩას პასივით ლავროვი, რა მულტილატერიზმზე ლაპარაკობ, რა ნატოს საფრთხეზე და რუსეთზე თავდასხმაზეო, აი შე მართლ ჯაგლაგოო. მაგათ გარდა, თავისი სიტყვა ალბანეთის ელჩმაც უთხრა, შენი მულტილატერალური საგარეო პოლიტიკა არ გაიშვაო;

ჩინეთის საგარეომ უარყო საკუთარი ელჩი საფრანგეთში; საელჩოს საიტიდან მისი გამოსვლა ხო წაიშალა, საგარეოს წარმომადგენელმა მაო ნინმა, ყველა ქვეყანა, ვინც ვაღიარეთ სსრკს დაშლის მერე, სუვერენულია და პატივს ვცემთ მათ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტსო. ბალტიურმა ქვეყნებმა და მოლდოვამ!!!! დაიბარეს ჩინეთის ელჩებმა და ახსნა-განმარტებები მოსთხოვეს!

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ, ნატომ უნდა გადალახოს ყველა წითელი ხაზი უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაშიო; აშენდა შენი ოჯახი;

პოლონეთის, სლოვაკეთის და ჩეხეთის პრემიერებმა ერთობლივი განცხადებით ღიად დააფიქსირეს უკრაინის ნატოში უმოკლეს დროში გაწევრიანების მხარდაჭერა.

ყველაფერი ბრძლის ველზე გადაწყდება! პრაქტიკულად ყველაფერი მზად არის, მთავარია გამოსწორდეს ამინდები. 10 დღე მაინც არ უწვიმდეს, რომ ნიადაგი გაშრეს.

თეთრი სახლის სტრატკომი ჯონ კირბი ჰამბობს, რომ შეტევა რამდენიმე მიმართულებით განვითარდება;
გენერალი პეტრეუსი პროგნოზირებს, მაისის ბოლოს-ივნისის დასაწყისში დაიწყება დიდი ამბები და დაიწყება სამხრეთიდანო; კონკრეტულად მელიტოპოლსაც კი ასახელებს;

ოქროს კაცი უკრაინის შძ დაზვერვის საქართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი, რომელსაც კაბინეტში მოსკოვის რუკა უკიდია , ამბობს, რომ გადამწყვეტ ფაზაში შედის მზადება შეტევისთვის. მარტო ყირიმის გათავისუფლებაზე უკრაინა არ გაჩერდება. სანამ 1991 წლის საზღვრებზე არ გავალთ, მანამდინ ომი არ მორჩებაო!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველომ უნდა გაიხაროს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”- წერს ალექსი პეტრიაშვილი.

25 აპრილის ამინდის პროგნოზი

25 აპრილს ქუთაისში +21 გრადუსი და მზიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. იწვიმებს ოზურგეთში, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში გამოიდარებს. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც მზიანი დღეა. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. +20 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიმოსალოდნელია ნალექი, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმს, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +20, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში გამოიდარებს. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც ნალექიანი დღე და +13 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ომალოშიც, სადაც დღისით +12, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში მზიანი დღე და +22 გრადუსია ნავარაუდები, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გურჯაანშიც გამოიდარებს. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +23 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

ქართული ნიგვზიანი ბადრიჯანი მსოფლიოს ვეგანური კერძების TOP 5-ში მოხვდა

ქართული ნიგვზიანი ბადრიჯანი მსოფლიოს ვეგანური კერძების TOP-5 კერძს შორის მოხვდა. ამის შესახებ კულინარიული ენციკლოპედია TasteAtlas წერს.

ვეგანური კერძების Top-50-ში მოხვდა ქართული ლობიოც.

გამოცემის ინფორმაციით, ნიგვზიანი ბადრიჯანი მსოფლიოს ვეგანურ კერძებში მე-5 ადგილის იკავებს 4.5-ბალიანი შეფასებით. ლობიოს კი 4.2- ბალიანი შეფასება აქვს და 35-ე ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ პირველი ადგილი ირანულმა ვეგანურმა კერძმა Zeytoon parvardeh-მა დაიკავა. ეს კერძი ირანის გილანის პროვინციიდანაა და ზეთისხილისა და ბროწეულის კომბინაციისგან შედგება. აღნიშნულ კერძსTasteAtlas-მა 4.8 ქულა მიანიჭა. მეორე ადგილზეა მექსიკური Guacamole, რომელიც ავოკადოს შიგთავსით მომზადებული სალათის ტიპის საჭმელია. მესამე ადგილზეა სირიული Muhammara, რომელშიც შედის ნიგოზი, მოხალული წიწაკა და ქონდარი.

tr-o-h-1682319893.jpeg

“საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბევრი ძირითადი რეფორმის მიმართულებით” – ევროკავშირის საბჭო

დისკუსიამ დაადასტურა, რომ საქართველომ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს ბევრი ძირითადი რეფორმის მიმართულებით და ხაზი გაუსვა, რომ კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, მედია, სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტები მნიშვნელოვანი ელემენტებია ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი თითოეული ქვეყნისთვის, – ნათქვამია ევროსაბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან არაფორმალური მოლაპარაკებები გამართეს, სადაც ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე და ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერების აუცილებლობაზე.

აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სიტყვით გამოვიდა.

„უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“

რუსეთ-უკრაინის ომის 426-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთმა უკრაინაში 186 420 ჯარისკაცი დაკარგა, მათგან 690 ბოლო ერთ დღეში. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ასევე განადგურებულია 5 ტანკი, 14 საარტილერიო სისტემა და 24 ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი.

უკრაინის გენშტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, განადგურებულია 3 688 ტანკი, 7 151 ჯავშანმანქანა, 2 863 საარტილერიო სისტემა, 539 ერთეული ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა, 291 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 308 თვითმფრინავი, 294 ვერტმფრენი, 2 437 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენ აპარატი, 911 ფრთოსანი რაკეტა, 18 გემი/ნავი, 5 784 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 345 ერთეული სპეცტექნიკა.

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 3 მიმართულებით მოწინააღმდეგის 43 შეტევა მოიგერიეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

„მტრის ძირითადი ძალისხმევა კვლავ კონცენტრირებულია შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ბახმუტის, ავდიივკასა და მარინსკის მიმართულებებით. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა ფრონტის მითითებულ სექტორებში მტრის 43 შეტევა მოიგერიეს. სასტიკი ბრძოლა გრძელდება ბახმუტისა და მარინკასათვის“, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე 6 სარაკეტო და 62 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან კი ცეცხლი 70-ჯერ გახსნეს. „უკრაინის მასშტაბით სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღის განმავლობაში, ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ტერიტორიებს 9 დარტყმა მიაყენა, საზენიტო-სარაკეტო სისტემებს კი 3-ჯერ დაარტყა. ამასთან, უკრაინის დამცველებმა მოწინააღმდეგის კუთვნილი სხვადასხვა ტიპის 10 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

გარდა ამისა, გასული დღის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა რუსული ძალების საზენიტო-სარაკეტო სისტემას დაარტყეს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაპირებული Abrams-ის ტიპის ტანკები უკრაინაში, შესაძლოა, მიმდინარე წლის ბოლომდე ჩავიდეს. ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა.

მანიმედი გამოთქვა, რომ M1 Abrams-ის ტანკების ქვეყანაში გადაყვანა და უკრაინელი სამხედროების მომზადება გერმანიაში 2023 წლის ბოლომდე დასრულდება.

პატრიკ რაიდერის განმარტებით, ტანკები, რომლებიც გერმანიაში წვრთნებისთვის ჩავა, განსხვავდება საბრძოლო ტანკებისგან, რომლებსაც შემდგომში უკრაინის არმია მიიღებს.

“ეს ტანკები გამოყენებული იქნება მხოლოდ საწვრთნელად. ეს არ არის განახლებული ტანკები, რომლებიც მოგვიანებით უკრაინაში წავა”, – აღნიშნა გენერალმა პატრიკ რაიდერმა.

მისი თქმით, განახლებული საბრძოლო ტანკები აღჭურვილი იქნება ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების სპეციფიკის მიხედვით.

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსი ოკუპანტები აგრძელებდნენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტსა და მის შემოგარენში, თუმცა ბოლო ორი დღის განმავლობაში ვერანაირ ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.

როგორც ISW-ის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მტრის თავდასხმები ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით მოიგერია. ამას გარდა, უკრაინელები აგრძელებენ ბრძოლას იმისათვის, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები უკუაგდონ ხრომოვოს გზიდან.

რაც შეეხება რუსულ რეგულარულ ჯარებს, სამხედრო ექსპერტების ცნობით, ისინი უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ პოზიციურ ბრძოლებში იყვნენ ჩართული ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით.

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის 12 რჩეულს შორის მოხვდა

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე კონკურსის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. ტოპ-12 ში მოსახვედრად მას ხმების რაოდენობა არ ეყო, რადგან გაუუქმეს ვიპიენით და სხვა შემოვლითი გზით მიღებული ხმები საქართველოდან და ევროპიდან, თუმცა ის და კიდევ ერთი მონაწილე მომდევნო ტურში ჟიურიმ თავისი ორადგილიანი კვოტით გადაიყვანა.

ტოპ 12-ის ლაივზე მომღერალმა ჯენიფერ ჰადსონის ცნობილი ჰიტი შეასრულა. მისი გამოსვლა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ჟიური ფეხზე წამოდგა.