Home Blog Page 22

 გვინდა, აშშ-თან განვაახლოთ პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, ეს არის მკაფიო გზავნილი, რაზეც დადებით პასუხს ალტერნატივა არ აქვს -ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვინდა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა და ამასთან, განვაახლოთ ეს პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი, ორივე სახელმწიფოსთვის. ეს არის ძალიან ღია, მკაფიო გზავნილი და ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს ალტერნატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ „დიფ სთეითზე“ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, რაც აუცილებელია, რათა რეალურად გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“.

„ორმა მისალოცმა წერილმა ყველაზე კარგად წარმოაჩინა დაპირისპირება ტრამპის ადმინისტრაციასა და „დიფ სთეითს“ შორის. აშკარად ჩანს სხვადასხვა დინება. პირველი წერილი, რომელიც რუბიოს სახელით იყო გამოგზავნილი, აშკარად იყო შედგენილი „დიფ სთეითის“ გავლენით და ამის შემდეგ გავრცელდა უკვე პრეზიდენტ ტრამპის წერილი, რომელიც პროტოკოლის სრული დაცვით იყო შედგენილი. ეს დაპირისპირება გრძელდება, ეს არ არის მარტივი დაპირისპირება, გამომდინარე იქიდან, რომ „დიფ სთეითს“ აქვს ძალიან დიდი რესურსები. ჩვენ იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ გაიმარჯვებს ტრამპის ადმინისტრაცია, რაც აუცილებელია, რათა რეალურად გადაიტვირთოს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები. ჩვენი გზავნილი საზოგადოებისთვის და ამერიკული მხარისთვის ცნობილია – ჩვენ გვინდა, განვაახლოთ სუფთა ფურცლიდან სტრატეგიული პარტნიორობა და ამასთან, განვაახლოთ პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც იქნება ასახული ორმხრივი სარგებელი ორივე სახელმწიფოსთვის. ეს არის ძალიან ღია, მკაფიო გზავნილი და ამ გზავნილზე დადებით პასუხს არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ამერიკულ პოზიციას. იმედი გვაქვს, რეალურად მოხერხდება ამ პარტნიორობის განახლება“, – განაცხადა პრემიერმა.

საფრანგეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, საქართველოში გამგზავრებამდე შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, მათთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის რისკს ქმნიდეს

საფრანგეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს, საქართველოში გამგზავრებამდე შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, მათთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის რისკს ქმნიდეს, მათ შორის საქართველოში დემონსტრაციებში მონაწილეობა ან აქტივობა სოციალურ ქსელებში.

„საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა, შეიძლება, აეკრძალოს საქართველოს ბინადრობის მოქმედი ნებართვის მფლობელსაც კი. მოგზაურებს ვთხოვთ, მოგზაურობის წინ შეამოწმონ ის ფაქტორები, რომლებიც მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის რისკს ქმნის, მათ შორის საქართველოში დემონსტრაციებში მონაწილეობა ან სოციალურ მედიაში აქტივობა. საქართველოს ტერიტორიაზე ხელახალი შემოსვლა, შესაძლოა, განპირობებული იყოს ამგვარ დემონსტრაციებში სავარაუდო მონაწილეობისთვის მსხვილი ჯარიმების დაუყოვნებლივ გადახდით“, – ნათქვამია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

მანამდე მსგავსი გაფრთხილება გაავრცელა საქართველოში პოლონეთის საელჩომ.

კანონს როცა უხეშად არღვევ და გირაოს არ იხდი, მზად უნდა იყო, რომ პასუხისმგებლობა აიღო -ლევან მახაშვილი

კანონს როცა უხეშად არღვევ და გირაოს არ იხდი, მზად უნდა იყო, რომ პასუხისმგებლობა აიღო, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილის თქმით, „ნიკა მელია კარგად აცნობიერებს იმ ფასს, რაც შეიძლება, მოჰყვეს მის პოლიტიკურ თამაშებს“.

„პროკურატურა რას მოითხოვს და სასამართლოს როგორი გადაწყვეტილება ექნება, ამის თქმა წინასწარ გამიჭირდება, როგორც პოლიტიკოსს, მაგრამ წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, იგივე მოლოდინი მაქვს, რაც ჯაფარიძესთან დაკავშირებით დადგა. იგივე მოლოდინი აქვს მასაც. ნიკა მელია კარგად აცნობიერებს იმ ფასს, რაც ამ პოლიტიკურ თამაშებს შეიძლება, მოჰყვეს. შესაბამისად, ეს ადამიანი პოლიტიკურ თამაშს თამაშობს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

რუსთაველის ფონდმა  ფონდისა და   საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

რუსთაველის ფონდმა  ფონდისა და   საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი გამოაცხადა

გამოცხადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი კვლევითი სტაჟირების პროგრამის საგრანტო კონკურსი.

კონკურსის მიზანია  გააღრმაოს სამეცნიერო თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის და ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში ერთობლივ ჩართულობას; წაახალისოს სამეცნიერო თანამშრომლობის ინიცირება საფრანგეთისა და საქართველოს მეცნიერებს შორის და ხელი შეუწყოს ქართველი ახალგაზრდა მეცნიერების კარიერულ განვითარებას.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ  იხილეთ ფონდის ვებგვერდზე

https://shorturl.at/HSydU

რა ეღირება დოლარი და ევრო 30 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7342 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7342 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7349 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0861 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0984 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0123 ლარი შეადგინა.

თიბისის დაფინანსებით, ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი სატვირთო ბორანი გადაზიდვებს ასრულებს

თიბისის დაფინანსებით, კომპანიამ “საზღვაო ხაზი ე-60“ ახალი ბორანი შეიძინა და საქართველო-რუმინეთს შორის გადაზიდვებს უკვე ორი ბორნით ასრულებს. „აია“ და „დიოსკურია“ ქართული დროშის ქვეშ მცურავი პირველი ბორნებია, რომლებსაც ფოთი-კონსტანცა-ფოთის მიმართულებით სხვადასხვა კატეგორიის ტვირთები გადააქვთ, მათ შორის სარკინიგზო, სატვირთო და მსუბუქი მანქანები; ბორნებით სარგებლობა სამომავლოდ მგზავრებსაც შეეძლებათ.

თიბისის მიერ დაფინანსებულ პროექტს სტრატეგიული დანიშნულება აქვს არამხოლოდ კომპანიისთვის, არამედ სექტორისთვისაც: ერთი მხრივ, საბორნე გადაზიდვები მთავარი ევროპული მარშრუტის(E60 მაგისტრალი) ნაწილია, რომელიც საფრანგეთიდან ყირგიზეთამდე სატრანსპორტო დერეფანს მოიცავს და ამ მარშრუტზე უწყვეტ ჯაჭვს ქმნის; მეორე მხრივ კი, ფოთი-კონსტანცა-ფოთის რეისები უმოკლესი გზაა საქართველოსა და ევროპის შავი ზღვით დასაკავშირებლად, რაც სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის არამარტო რეგიონისთვის, არამედ „შუა კორიდორის“ დატვირთულობის გაზრდისა და მისი სტაბილურად განვითარებისთვის.

პროექტში თიბისის თანამონაწილეობა 19 მილიონ ლარს შეადგენს. სწორედ ამ პარტნიორობის ფარგლებში შეიძინა კომპანიამ ბორანი „დიოსკურია“ და ბიზნესის გაფართოება შეძლო.  ბორნის ტევადობა 80 დიდ სატვირთო და 30 მსუბუქ მანქანას მოიცავს, აღჭურვილია კომფორტული კაბინებით, მოეწყობა რესტორნები, ბარები და გასართობი სივრცეებიც. მნიშვნელოვანია, რომ საზღვაო ტრანსპორტი საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.

თიბისი, როგორც ბიზნესის #1 მხარდამჭერი,“საზღვაო ხაზი ე-60”-ის პარტნიორია მისი დაარსების დღიდან და ხელს უწყობს არამხოლოდ კომპანიის, არამედ ზოგადად  სატრანსპორტო დარგის განვითარებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში ბანკის პორტფელი ლოგისტიკის მიმართულებით 58%-ით გაიზარდა და 2024 წლისთვის 400 მილიონ ლარს მიაღწია. თიბისი აგრძელებს სექტორის მხარდაჭერას: მსგავსი პროექტების განვითარებითა და ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვით კი მდგრად ეკონომიკურ ზრდასა და საქართველოს მსოფლიო ეკონომიკურ რუკაზე წარმოჩენას უწყობს ხელს.

(R)

ჩვენ აღარ გვინდა კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში, არამედ გვსურს მშვიდობა, რეგიონში მუდმივი მშვიდობა ყველასთვის სასარგებლო იქნება -რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ჩვენ აღარ გვინდა კონფლიქტი სამხრეთ კავკასიაში, არამედ გვსურს მშვიდობა, რეგიონში მუდმივი მშვიდობა ყველასთვის სასარგებლო იქნება, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანის თქმით, თურქეთი მოხარულია, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობა ჰორიზონტზეა და ანკარა ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს.

„ჩვენც შეგვაქვს საჭირო წვლილი. მიღწეული მშვიდობა ღირებული იქნება აზერბაიჯანისთვის, სომხეთისა და ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე გავდივართ სომხეთთან ურთიერთობის ფრთხილ ნორმალიზაციის პროცესს. როდესაც მშვიდობაც და ნორმალიზაციაც მიიღწევა, დავინახავთ, რომ ჩვენი ქვეყნები ამით სარგებელს მიიღებენ. ზანგეზურის გზა აზერბაიჯანისთვის არა მხოლოდ ნახიჩევანთან სახმელეთო დამაკავშირებელი მარშრუტია, არამედ თურქეთის გავლით თურქულ სამყაროსთან გამავალი ახალი ინტეგრაციის ხაზიც. ამ გზის მოკლე დროში გახსნა ასევე გააძლიერებს კავკასიაში სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი მეზობელი ირანი მხარს დაუჭერს ამ ნაბიჯებს, რომლებიც ჩვენს რეგიონში მშვიდობას, სიმშვიდესა და განვითარებას ემსახურება. სიმართლე გითხრათ, ჩვენ გვსურს, რომ მათ ისარგებლონ ამ ორმხრივად მომგებიანი კლიმატით“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

უმნიშვნელოვანესია, ერებს ჰქონდეთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და შეინარჩუნონ თავიანთი ფასეულობები, საქართველო ერთგულია ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის მშენებლობის იდეისადმი და ამასთან ერთად იცავს საკუთარ უნიკალურ მემკვიდრეობას -ირაკლი კობახიძე

მოხარული ვარ, რომ მქონდა პატივი, მიმემართა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციის მონაწილეებისთვის ბუდაპეშტში, სადაც საქართველოს სახელით გამოვედი. ვისაუბრე იმ ქვეყნის სახელით, რომელიც მტკიცედ დგას აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაჯვარედინზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ გლობალური გამოწვევების ფონზე უმნიშვნელოვანესია, ერებს ჰქონდეთ უფლება, თავად განსაზღვრონ საკუთარი მომავალი და შეინარჩუნონ თავიანთი ფასეულობები.

„საქართველო ერთგულია ძლიერი საერთაშორისო პარტნიორობის მშენებლობის იდეისადმი და ამასთან ერთად, იცავს საკუთარ უნიკალურ მემკვიდრეობას. ჩვენ განვაგრძობთ სუვერენიტეტის, მშვიდობისა და დემოკრატიის პრინციპების მხარდაჭერას ამ ცვლებად სამყაროში“, – წერს ირაკლი კობახიძე.

https://x.com/PM_Kobakhidze/status/1928034028935860365?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1928034028935860365%7Ctwgr%5E7470e70cf8b7c4727aeed34278dc906411440a95%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2F1tv.ge%2Fnews%2Firakli-kobakhidze-umnishvnelovanesia-erebs-hqondet-ufleba-tavad-gansazghvron-sakutari-momavali-saqartvelo-ertgulia-dzlieri-saertashoriso-partniorobis-ideis-amastan-icavs-sakutar-unikalur-memkvi%2F

 

პოლონეთის საელჩოს განცხადება ერთგვარი აღიარებაა, რომ საქართველოში რადიკალების მიერ გამართულ აქციებში ადამიანები ამ ქვეყნიდანაც იღებდნენ მონაწილეობას -დავით მათიკაშვილი

საქართველოში აქციებში, რომელიც რადიკალების მიერ იმართებოდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ. შესაბამისად, პოლონეთის საელჩოს მხრიდან გაკეთებული განცხადება ერთგვარი აღიარებაა, რომ ადამიანები აქციებში მონაწილეობას ამ ქვეყნიდანაც იღებდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილი აღნიშნული კომენტარით პოლონეთის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

„ადამიანს სამართალდარღვევა თუ არ ჩაუდენია, საქართველოში შემოსვლაზე არანაირი პრობლემა არ ექნება. პირიქით, ჩვენი ქვეყანა ტურისტისთვის აბსოლუტურად ღიაა. იცით საქართველოში ტურიზმის მზარდი ტემპის შესახებ. კონკრეტული ქვეყნის საელჩო მსგავს განცხადებას როცა აკეთებს, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მას საკუთარი მოქალაქეების მიერ საქართველოში მოწყობილ რადიკალურ აქციებზე მონაწილეობის შესახებ სათანადო ინფორმაცია აქვს. გარკვეულწილად, ეს აღიარებაა, რომ პოლონეთის მოქალაქეები რადიკალების მიერ მოწყობილ ომის ინსცენირებაში მონაწილეობდნენ. ეს პარალელია, უბრალოდ ფაქტი, რომელიც შეგვიძლია, პოლონეთის საელჩოს განცხადებიდან გამომდინარე ვთქვათ. დანარჩენი, ცხადია, სამართალდამცავი ორგანოების საქმეა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პოლონეთის საელჩომ საკუთარ მოქალაქეებს მიმართა, საქართველოში გამგზავრებამდე შეაფასონ ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს. „საქართველოს ხელისუფლებას აქვს სუვერენული უფლება, შეაფასოს უცხო ქვეყნის მოქალაქის შესვლის რისკფაქტორები. ასევე, ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის გადაწყვეტილება, შეიძლება, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მფლობელებზეც გავრცელდეს. ასევე, გვსურს, თქვენი ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ დემონსტრაციებში მონაწილეობისთვის, თუნდაც სავარაუდო მონაწილეობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შესაძლოა, მაღალი ჯარიმები დაუწესდეთ, ხოლო საქართველოში ხელახლა შესვლის დროს, შესაძლოა, ეს ჯარიმები დაუყოვნებლივ გადაგახდევინონ„, – აღნიშნულია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.

თიბისის მხარდაჭერით ვორქშოფ ფესტივალი გაიმართება

თიბისის მხარდაჭერით 31 მაისსა და 1 ივნისს ვორქშოფების ყველაზე მასშტაბური ფესტივალი გაიმართება.

WORK-SHOP ფესტივალი ქმნის სივრცეს ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებსაც იზიდავთ განსხვავებული გამოცდილებები და სურთ გააკეთონ ისეთი რამ, რაც აქამდე არ გამოუცდიათ.

ორი დღის განმავლობაში 5000-ზე მეტ ადამიანს საშუალება მიეცემა, დაესწროს 700-მდე ინტერაქციულ ვორქშოფს და საკუთარი შესაძლებლობები განსხვავებული კუთხით მოსინჯოს.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს, რომლებსაც სჯერათ, რომ ნებისმიერი რამის სწავლა შესაძლებელია, ადგილზე მრავალი თავგადასავალი დახვდებათ.

ფესტივალი ერთნაირად დააინტერესებს ყველა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანს, რომლებსაც სჯერათ, რომ ცხოვრება უსასრულო აღმოჩენაა და ახალი დასაწყისი ყოველთვის შესაძლებელია.

Alice Q, რომელიც ვორქშოფ ფესტის საორგანიზაციო გუნდია, 19 წელია ივენთების ორგანიზებითაა დაკავებული, სადაც სტუმრები ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში და საინტერესო გამოცდილებას იღებენ.

თიბისისთვის მნიშვნელოვანია ადამიანებს ჰქონდეთ თვითრწმენა საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენისას, რაც ბრენდის ახალ გზავნილსაც ეხმიანება: მთავარი გჯეროდეს“. ვორქშოფ ფესტი კი სწორედ ასეთი ადგილია და სტუმრებს 31 მაისსა და 1 ივნისს, კონსტიტუციის N6/52-ში, 13:00-დან 20:00 საათამდე, მოუთმენლად ელოდება.

ფესტივალზე მისულ სტუმრებს ადგილზე თიბისის შეთავაზებაც დახვდებათ. თიბისის ახალი ბარათით გადახდისას, გადახდილი თანხის 20%-ს, ჯამში მაქსიმუმ 30 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ. აღნიშნული შეთავაზება გავრცელდება ადგილზე შეძენილ ბილეთებზე და კვების ობიექტებში.

ვორქშოპების ჩამონათვალისა და ფესტივალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

®

 ჩვენი ისტორია, კულტურა, იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული – პრემიერი

ჩვენ ვართ ევროპული ერი. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული.

„დღეს დასავლეთი დგას გზაჯვარედინზე, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ცივილიზაციური დასავლეთიც, რომელიც ეფუძნება ქრისტიანულ და დემოკრატიულ ღირებულებებს. ჩვენ აქ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ დავიცვათ ჩვენი იდენტობა და ღვთისგან მონიჭებული უფლება ვიყოთ ის, ვინც ვართ. ჩვენ არ ვკამათობთ დასავლეთთან, რადგან თავად ვართ დასავლეთის ნაწილი — ჭეშმარიტი დასავლეთის, თავისუფლების, რწმენისა და ოჯახური ღირებულებების დასავლეთის და არა იმ Deep State-ის, რომელიც ცდილობს, მსოფლიო არაფრად აქციოს და თავი ყველაფრის მმართველად ჩათვალოს. ჭეშმარიტი, ღირებულებებზე დაფუძნებული დასავლეთი, ჩვენი დასავლეთი, ჯერ კიდევ ცოცხალია. ის ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უნგრეთი და ის ცოცხალია მილიონობით ადამიანის გულში მთელს ევროპაში და მის მიღმაც, ყველას გულში ვინც დაიღალა იმის მოსმენით, რომ საკუთარი სამშობლოს სიყვარული დანაშაულია.
ჩვენ ვართ ევროპული ერი. ჩვენი ისტორია, ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა ყოველმხრივ ევროპულია, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ უნდა აღიაროს ჩვენი უფლება სუვერენიტეტზე და დემოკრატიაზე. იყო პროევროპული, არ ნიშნავს იყო ანტიქართული. ჩვენ გვწამს ერებისგან შემდგარი ევროპის, თავისი ძლიერი იდენტობით და სიამაყით ვდგავართ მათ გვერდით, უნგრეთში და მის მიღმაც, ვინც ჯერ კიდევ მიიჩნევს, რომ პატრიოტიზმი არის ღირსება და არა ცოდვა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვლადიმერ პუტინის სამხედრო ეკონომიკის ზრდა თანდათან ნელდება, მაგრამ რუსები თავს მაინც მდიდრებად გრძნობენ – Financial Times

„რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ცხოვრების დონის მკვეთრი ზრდის ტემპები, რომელიც უკრაინასთან ომმა გამოიწვია და რომელმაც, თავის მხრივ, ხელისუფლების მიმართ მოქალაქეების მხარდაჭერა განამტკიცა, თანდათან მცირდება“, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „ვლადიმერ პუტინის სამხედრო ეკონომიკის ზრდა თანდათან ნელდება, მაგრამ რუსები თავს მაინც მდიდრებად გრძნობენ“ (ავტორები – ანასტასია სტოგნეი და კრის კუკი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:ხელფასების მნიშვნელოვანი ზრდა, უმუშევრობის მკვეთრი შემცირება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება რუსეთის ხელისუფლებისადმი მოსახლეობის მხარდაჭერის გადამწყვეტი ფაქტორი გახდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთის არმიამ უკრაინის საზღვრები გადალახა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრა – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს დასავლეთმა სანქციები გამოუცხადა, ინფლაცია გაიზარდა და სხვა პრობლემები მომრავლდა.

მაგრამ როგორც „ფაინენშელ თაიმსის“ მიერ ჩატარებული ანალიზი მოწმობს, 2025 წლის დასაწყისისათვის ხელფასების სწრაფი მატება და ახალი თანამშრომლების დასაქმების პროცესი მნიშვნელოვნად შესუსტდა: თუ 2024 წლის სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში ხელფასები ყოველთვიურად 4,2%-ით იზრდებოდა, 2025 წლის იანვარ-მარტში ზრდის ტემპი 2,2%-მდე დაეცა.

თუმცა, როგორც გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რუსეთის მოსახლეობის მიერ ფინანსური სტაბილურობის შეგრძნება შენარჩუნდება მას შემდეგაც კი, როცა ნავთობის გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლების შემცირებით მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატებაც შემცირდება. 

 „რუსეთის ეკონომიკა დაძაბულია, პრობლემები თანდათან გროვდება, – ამბობს კონსტანტინე ნასონოვი, ცნობილი რუსი ეკონომისტი, ბიზნეს-სკოლის ყოფილი მეცნიერ-თანამშრომელი, – თუმცა იმავდროულად , როგორც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, ეს ორი ტენდენცია ერთმანეთის გამორიცხავს“.

უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყებამდე მოსკოვი, მრავალი წლის განმავლობაში, ნავთობისა და გაზის ექსპორტისაგან მიღებულ ფულს აგროვებდა. ომის დაწყების შემდეგ კი კრემლმა ქვეყნის ეკონომიკა სამხედრო რელსებზე გადაიყვანა, მკაცრი დისციპლინა შემოიღო და იმავდროულად, დაგროვილი თანხების „ონკანი გააღო“: ფული მდინარესავით დაიძრა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ქარხანა-ფაბრიკებში და დაწესებულებებში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეების, ახალწვეულებისა და მათი ოჯახის წევრების ჯიბეებისაკენ, რასაც დაემატა ბანკებიდან დაბალპროცენტიანი კრედიტების აღების შესაძლებლობა  და გულუხვი სუბსიდიები სამხედრო მოსამსახურეთა ოაჯახებისათვის.

როგორც რუსეთის სტატისტიკური სამსახურის („როსსტატის“) მონაცემების ანალიზით ირკვევა, მოსახლეობის რეალურმა შემოსავლებმა, გაგანია ომის დროს, 2022 წლის ბოლოდან ისეთი რეკორდული ტემპით მოიმატა, როგორიც რუსეთის ისტორიაში ათწლეულების განმავლობაში არ მომხდარა. ეს მიღწევა სამწლიანი ომის დროს მომატებულმა ინფლაციამაც კი ვერ გადაფარა.

რუსეთის სოციოლოგიური კვლევითი ცენტრის „ლევადას“ მონაცემებით, 2023 წლის დასაწყისიდან, რუსეთის მოსახლეობა ფრიად კმაყოფილია საკუთარი ფინანსების მატებით: პოზიტიურმა განწყობამ პირველად გადააჭარბა ნეგატიურ განწყობას. რუსებმა 2023 წელი, ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საუკეთესო წლებად ჩათვალეს. ჯერ-ჯერობით სხვა უახლესი მონაცემები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ ფინეთის ბანკის ანალიტიკოსთა აზრით, პოზიტიური განწყობის ტენდენცია შენარჩუნდება.

მართალია, ზოგიერთი დამოუკიდებელი სოციოლოგიური ორგანიზაციების (მაგალითად, „ქრონიკის“) მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ცხოვრების დონის მიმართ შედარებით ნაკლები დადებითი დამოკიდებულება ჩანს, მაგრამ საბოლოო ჯამში მოსახლეობის პესიმიზმი მაინცდამაინც მკვეთრი არ არის.

როგორც „ქრონიკის“ თანადამფუძნებელი, ოპოზიციონერი ალექსი მენიალო აღნიშნავს, ფინანსური კეთილდღეობის შეგრძნება და ომის მხარდაჭერა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია: „რაც უფრო გაუარესდება მოსახლეობის ცხოვრების დონე, მით უფრო ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება ხელისუფლებას და პირიქით. ეს კრემლმა კარგად იცის. შესაბამისად, ვლადიმერ პუტინის გულუხვობა ყველაზე მეტად ქვეყნის იმ მოსახლეობას შეეტყო, რომელიც სიღარიბის ზღვარზე იყო. მაგალითად, ზოგიერთი ოჯახი, რომლებიც ღატაკი და უპოვარი იყო, შვილების ფრონტზე გაგზავნის შედეგად მიღებული თანხებით წელში გასწორდა“.

იგივეს ადასტურებს ბერლინში არსებული კარნეგის ფონდის ევრაზიული ცენტრის თანამშრომელი ალექსანდრა პროკოპენკო: „საზოგადოებრივი უკმაყოფილების მდუღარე ქვაბს პუტინის ხელისუფლება დიდი ფულით აცივებს“.

ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ივანოვო, ოდესღაც საბჭოთა საფეიქრო მრეწველობის უდიდესი ცენტრი, ჩამკვდარი იყო, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ გამოცოცხლდა – მიტოვებული ქარხანა-ფაბრიკები ამუშავდა, ფეიქართა ხელფასები გაორმაგდა და გასამმაგდა – უფრო მეტი გახდა, ვიდრე მოსკოვში. მიზეზი ნაწილობრივ იმითაც გამოიხატება, რომ ომის გამო რუსეთი ტანსაცმლის ცნობილმა დასავლურმა ბრენდებმა დატოვეს და როცა მათი ადგილი რუსულმა კომპანიებმა დაიკავეს, მათ ტანსაცმლის შესაკერად დიდი რაოდენობით ადგილობრივი წარმოების ქსოვილები დაჭირდათ. „ამჟამად მკერავი ქალი სამუშაოზე უარს ამბობს, თუ მას თვეში 120 ათას რუბლს  (1500 დოლარს) არ გადაუხდი“, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი რუსი ბიზნესმენი.

მაგრამ სამხედრო ეკონომიკის უპირატესობა ყველასთვის ერთნაირად არ იგრძნობა. პედაგოგებისათვის, საბიუჯეტო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის, სახელმწიფო მოსამსახურეებისა და კულტურის სფეროში დასაქმებულებისათვის რეალური შემოსავლების ზრდა ნაკლებად შეიმჩნევა: „ეს იმიტომ, რომ მათი ხელფასები მხოლოდ ინდექსაციით მატულობს, ინფლაციის დონის გათვალისწინებით“, – ამბობს ალექსანდრა პროკოპენკო.

რაც შეეხება პენსიონერებს, რომლებიც რუსეთის მოსახლეობის 30%-ს შეადგენენ, მტაგან  20% მუშაობას ძველებურად აგრძელებს და, ბუნებრივია, მთავრობის სუბსიდიები ნაწილობრივ მათაც ეხებათ.

თუმცა მიმდინარე წელს უკვე გაჩნდა პირველი ნიშნები იმისა, რომ რუსეთის სამხედრო ეკონომიკის ზრდა ნელდება. ოფიციალური მონაცემებითაც კი, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მატება მიმდინარე წელს დაახლოებით 2%-მდე მოიკლებს, რაც მკვეთრ შენელებას წარმოადგენს იმ ფონზე, როცა მატება თითქმის 4% იყო.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პროგნოზები რუსეთს კარგს არაფერს უქადის: მშპ მიმდინარე წლის ბოლოს 1,5%-მდე მოიკლებს, ხოლო 2026 წელს 0,9%-მდე შემცირდება. არსებობს სხვა უფრო პესიმისტური პროგნოზებიც: ქვეყნის რეზერვები სწრაფი ტემპით იხარჯება, მათი შევსება კი რთულდება – ნავთობ-გაზის ექსპორტით მიღებული შემოსავლების შემცირების გამო. გარდა ამისა, რადგანაც სამუშაო ძალის ძირითადი ნაწილი უკვე დასაქმებულია, მუშახელის ნაკლებობა აშკარა გახდება. ასევე რთულდება კრედიტების არება, რადგან ცენტრალურმა ბანკმა, ინფლაციის შესაკავებლად, 21%-იანი  განაკვეთი დააწესა.

თუმცა, სანამ რუსეთის მოსახლეობა ეკონომიკურ პრობლემებს მტკივნეულად შეიგრძნობს და მათი პოზიტიური განწყობა პესიმისტური გახდება, საკმაო დროის გასვლაა საჭირო. „ხელფასების ზრდის ტემპი, ალბათ, შენელდება, მაგრამ შედარებით მაინც მაღალი დარჩება“, – ამბობს ოლეგ კუზმინი, მოსკოვის საინვესტიციო კომპანიის „რენესანს კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი, – „საკადრო შიმშილი აიძულებს სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანხები მოიძიოს ხელფასების დონის შესანარჩუნებლად“.

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ