Home Blog Page 22

ფიზიკურმა პირმა გაზსადენი დააზიანა, რის გამოც 8500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

კომპანია “თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკურმა პირმა გაზსადენი დააზიანა, რის გამოც 8500-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა.

კომპანიის ინფორმაციით, პიზიკური პირის მიერ გაზსადენის დაზიანების გამო, დღეს, 7 ნოემბერს, 18:00 საათიდან გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა: იური გაგარინის ქ. 18-ში მდებარე ამხანაგობა „გაგარინის 18″-ს, იური გაგარინის ქ. 29-ში მდებარე შპს „ირს თაუერი”-ს, ელისაბედ ჩერქეზიშვილის ქ. 2-ში მდებარე შპს ,,მ.დ.კ.”-ს, ნუცუბიძე – ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ – მუხრან მაჭავარიანის ქ. 6-ში მდებარე შპს ,,აპექს ლისის”, ზემო ვეძისის ქ. 103, მუხრან მაჭავარიანის ქ. 6-ში მდებარე შპს ,,აპექს ლისის” საცხოვრებელი კორპუსების, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. 3, 3ა, 5, 7, 9, ვაჟა-ფშაველას გამზ. 2, 2ა, 3, 4, 5, 6, 7, 9, 11, 13, 15, 15ა, 17, 19, 21, 25ა, პეკინის გამზ. (გამსახურდიას) 42, 45, ამბროლაურის (ახლ. ოთარ ჭილაძის ) ქ. 7, 10, 166-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, სიმონ კანდელაკის ქ. 4, 6ბ, 8, 8ა, 8ბ, 9, 10, 14, 16, 17, 33-35, 63, 65, ბუდაპეშტის (ახლ. გურამ ფანჯიკიძის) ქ. 2, 3ა, 3ბ, 4, 5, 5ა, 6, 7, 8, 9, 10, 11, 13, 13ა, 15, 17, 22ა, 22ბ, 23, II შეს. 7, იური გაგარინის ქ. 14, 16, 14/16, ვაზისუბნის (ახლ. გაბრიელ ისაკაძის) ქ. 12, 14, 29, შალვა ნუცუბიძის ქ. 3, 9, 9ა, 11, 11ა, 13, 15, 17, 19, 21, სოფრომ მგალობლიშვილის ქ. 3, 13-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ავქსენტი მეგრელაძის, ვახტანგ ჩიქოვანის, ზემო ვეძისის დასახლების, ალექსანდრე ანდრონიკაშვილის, ელისაბედ ჩერქეზიშვილის, ტაშკენტის, ჰეიდარ აბაშიძის, ზემო ვეძისის ქუჩის, ივანე ბერიტაშვილის, მარო თარხნიშვილის, მამია ალასანიას, ემანუელ აფხაიძის, ვაზისუბნის (ახლ. ისაკაძის), ივანე მარუშიძის, იოსველ ჯებაშვილის, ფერცულიანის, ვოლოდარსკის, ოსეთის, ზოვრეთის, ყუშიტაშვილის, ლევანდოვსკის, იოსებ იმედაშვილის, თედო სახოკიას, არდაზიანის, მირზა გელოვანის, ასევე ზემო ვეძისის ქუჩის (ილია ოდიშელიძის, ვარდენ წულუკიძის), არდაზიანის, ინტენსიფიკაციის ქუჩებისა და მიმდებარედ მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას. აგრეთვე გაზმომარაგება შეუწყდება გაგარინის ქ. 29-ში – საქართველოს ბანკის სათავო ოფისს, გაგარინის ქ. 24-ში მდებარე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას”, ვაზისუბნის ქ. 4-ში – ასოციაციას ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველისათვის”, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – შპს ,,საშხაპე”-ს, გელოვანის ქუჩაზე – შპს “რადიო საქართველოს”, შპს “სუში მანია”-ს, შპს “ანდამა”-ს – ვეფხი და მოყმე”, მუხრან მაჭავარიანის ქ. 19-ში მდებარე შპს ,,ხედს” და სხვა.

“თბილისი ენერჯის“ განცხადებით, გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება ხვალ, 8 ნოემბერს, 10:00 საათიდან და დასრულდება 20:00 საათზე.

მოლდოვაში მხოლოდ 45 პროცენტი უჭერს მხარს ევროინტეგრაციას, არის დსთ-ის წევრი, არ დაუწესებია სანქციები, ამ დროს მოლდოვისა და საქართველოს მიმართ განსხვავებული დამოკიდებულებაა, რაც ცალსახა უსამართლობაა -ირაკლი კობახიძე

მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც უშუალოდ მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას; მოლდოვა არის დსთ-ის წევრი ქვეყანა; მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები, ისევე როგორც ჩვენ და ამ დროს თქვენ ხედავთ, რომ მოლდოვის მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება და საქართველოს მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ცალსახა უსამართლობა.

„თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვა. თქვენ იცით, როგორ ჩატარდა არჩევნები. ქვეყანაში როცა აგებ არჩევნებს, მერე თამამად აღარ უნდა ისაუბრო, იგივეა, როცა აგებ რეფერენდუმს, თან 45 პროცენტი აიღო მხოლოდ რეფერენდუმზე. პრობლემა არის ორმაგი სტანდარტი და უსამართლობა. მოლდოვა არის ქვეყანა, სადაც უშუალოდ მოლდოვის მოსახლეობის მხოლოდ 45 პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში ინტეგრაციას; მოლდოვა არის დსთ-ის წევრი ქვეყანა; მოლდოვას არ დაუწესებია სანქციები, ისევე როგორც ჩვენ და ამ დროს თქვენ ხედავთ, რომ მოლდოვის მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება და საქართველოს მიმართ არის განსხვავებული დამოკიდებულება. ეს ხომ არის ცალსახა უსამართლობა. ამაზე უხეში უსამართლობა სად შეიძლება ნახოთ. არის აშკარა, ცალსახა, უხეში უსამართლობა. ვიღაცებს უნდოდათ საქართველოში ისეთი ძალების დაბრუნება, რომლებიც 2012 წლამდე აწამებდნენ, კლავდნენ ადამიანებს, იტაცებდნენ ბიზნესებს. თქვენ იცით, რომ იყო სერიოზული გავლენები ოფიციალურ სტრუქტურებზე ევროკაშირში და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვფიქრობ, დონალდ ტრამპის არჩევასთან ერთად,  ეს გავლენებიც მნიშვნელოვნად შესუსტდება, არ გაქრება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მნიშვნელოვნად შესუსტდება.

თქვენ ნახეთ მოლდოვის არჩევნები, მაგალითად, როგორ ტარდებოდა. ყუთები იყო გამჭვირვალე და კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს ამ ყუთებში. არა თუ დარღვეული იყო ცალკეულ შემთხვევებში, საერთოდ არ არსებობდა ხმის ფარულობა მოლდოვაში. ვინმეს განცხადება გახსოვთ ამასთან დაკავშირებით?“ – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არაფერი მასობრივად არ დარღვეულა.

„რაც შეეხება საქართველოს, არაფერი მასობრივად არ დარღვეულა. ISFED-მა დაადგინა, თუ არ ვცდები, 25 შემთხვევა ხმის ფარულობის დარღვევის, 25-ზე მეტი ვერ დაადგინა. როდესაც ამომრჩეველი წესების დაცვით აძლევდა ხმას და მუშაობდა აპარატთან, ამ შემთხვევაში საერთოდ არ ირღვეოდა ხმის ფარულობა. როდესაც შენ თვითონ არასწორად აძლევ ხმას – და ასეთი 25 შემთხვევა დააფიქსირა ცესკო-მ – როგორ შეიძლება, ეს არჩევნების არალეგიტიმურობაზე საუბრის რამე თუნდაც საბაბად გამოდგეს? ყველაფერი თითიდან გამოწოვილია, არაფერი მასობრივი დარღვევა ხმის ფარულობის არ ყოფილა. თუ სადმე იყო მასობრივად დარღვეული ხმის ფარულობა, ეს იყო იგივე მოლდოვა. პირდაპირ გამჭვირვალე ყუთებში, კონვერტების გარეშე აგდებდნენ ბიულეტენებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, თქვენ ხომ ხედავდით, პირდაპირ, აბსოლუტურად ცხადად ჩანდა, ვინ ვის აძლევდა ხმას საარჩევნო უბნების უმრავლესობაში. საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხით არჩევნები. იყო, რა თქმა უნდა, გარკვეული ხარვეზები, მაგრამ ასეთი ხარვეზები ახასიათებს ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნებს, როდესაც 3 000 უბანი იხსნება. თქვენ რომ შეადაროთ საქართველოსა და მოლდოვის, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნები, ცა და დედამიწაა ხარისხის კუთხით. ქართული არჩევნები იყო ბევრად უფრო ხარისხიანი, ვიდრე მოლდოვური და ვიდრე ამერიკული არჩევნები“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძე შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთგულია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას და სამართლიან მიდგომებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა ღია და გულწრფელი დისკუსიისთვის.

 ოპოზიცია ებრძვის ელექტრონულ აპარატებს, რომელმაც ერთ წამში დათვალა არჩევნების შედეგები, თენგოც ვეღარ შველის, არიან აბსოლუტურად გაკოტრებულები -ირაკლი კობახიძე

ერთადერთი, რასაც ახლა აკეთებს ოპოზიცია, არის ის, რომ ისინი ებრძვიან ელექტრონულ აპარატებს, რომელმაც ერთ წამში დათვალა არჩევნების შედეგები ყოველგვარი ხარვეზის გარეშე. რა თქმა უნდა, წარმატების არავითარი რესურსი ოპოზიციას არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა პროკურატურასთან, რაც ნიშნავს საქართველოს პროკურატურისადმი ნდობის გამოცხადებას, მაგრამ ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის ეს მოწოდება, ვინაიდან გამოძიებასთან სათქმელი არაფერი აქვს.

„სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა პროკურატურასთან. ეს ნიშნავს ნდობის გამოცხადებას, მაგრამ სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება და არ თანამშრომლობს პროკურატურასთან, რადგან სათქმელი არაფერი აქვს. ოპოზიცია, ზოგადად, გაკოტრებულია ყველა კუთხით – არც არგუმენტები აქვთ, თენგოც ვეღარ შველით, არიან აბსოლუტურად გაკოტრებულები. შესაბამისად, ეს არის სალომე ზურაბიშვილის მცდელობა, რაღაცას მიაღწიოს, სკამს ვერ ელევა, თუმცა ორ თვეში გავა მისი უფლებამოსილების ვადა და ამით ყველაფერი დამთავრდება. პირდაპირ მოუწოდა სახელმწიფო დეპარტამენტმა სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ საუბარი იყო ეროვნულ გამოძიებაზე. საქართველო არის სახელმწიფო და ამ ქვეყანაში გამოძიებას ატარებენ შესაბამისი ორგანოები, ყველა უნდა შეეგუოს საქართველოს დამოუკიდებლობას. საქართველო უნდა ვაღიაროთ სახელმწიფოდ და საქართველო თუ არის სახელმწიფო, აქ კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ ყველაფერი. საქართველო არის სახელმწიფო, საქართველო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო დაახლოებით 30 წლის წინ და დღემდე არის დამოუკიდებელი ქვეყანა თავისი ინსტიტუტებით და, სხვათა შორის, ბევრად უფრო ძლიერი ინსტიტუტებით, ვიდრე არის სხვა შესაბამის ქვეყნებში. გამოძიება არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, მიიტანონ ფაქტები. იმის გამო, რომ ფაქტები არ აქვთ, ვერ ახერხებენ ვერაფრის გაკეთებას“, – განაცხადა პრემიერმა.

 სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, იმიტომ რომ სათქმელი არაფერი აქვს პროკურატურასთან, არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ ხარისხიანად -ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თქვა უარი, რადგან სათქმელი არაფერი აქვს პროკურატურასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, არჩევნები ჩატარდა უპრეცედენტოდ ხარისხიანად.

„ერთადერთი კონკრეტული მოწოდება იყო მოწოდება გამოძიებასთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ მყისიერად დაიწყო გამოძიება, ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, პროკურატურამ მეორე დღეს აღძრა საქმე, დაიწყო გამოძიება. შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა სალომე ზურაბიშვილს, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მაგრამ ამაზე სალომე ზურაბიშვილმა თქვა უარი, მან არ გაითვალისწინა სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება. რატომ არ გაითვალისწინა? რადგან სათქმელი არაფერი აქვს პროკურატურასთან, ვინაიდან არჩევნები ჩვენს ქვეყანაში ჩატარდა უპრეცედენტოდ ხარისხიანად“, – განაცხადა პრემიერმა.

“ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” და “გამჭვირვალობის შესახებ” კანონებთან დაკავშირებით თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, მაშინ კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონს, რომელი მუხლი, საჭიროა არგუმენტები -პრემიერი

ვინმეს თუ პრეტენზიები აქვს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, კონკრეტულად უნდა გვითხრას, რომელი მუხლი და ნორმა არ მოსწონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.

კობახიძის თქმით, საჭიროა არგუმენტების დასახელება.

„მაგალითად, რომ დავიწყოთ საუბარი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. აქ საუბარია ელემენტარულ საკითხებზე. არის ბანალური თემა, უნდა გავარკვიოთ, საბოლოო ჯამში, კაცი კაცია თუ არა, ქალი ქალია თუ არა. ამაზეა რეალურად საუბარი, რომ ასეთი საკითხები მყარად იყოს გაწერილი. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს ასე არ არის. ნებისმიერ მამაკაცს მთელ რიგ ქვეყნებში შეუძლია, უცებ გადაეწეროს ქალად, მერე დაბრუნდეს კაცად, ეს არის უზრუნველყოფილი არაერთი ევროპული ქვეყნის კანონმდებლობებით. ჩვენი კანონი ეხება ზუსტად ამას, ამის თავიდან არიდებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სრული სიმახინჯე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება კანონმდებლობა, რომელიც ასეთი განვითარებისგან დაიცავს ჩვენს ქვეყანას, დაიცავს ლგბტ პროპაგანდისგან სკოლებს, ბავშვების დაცვაზეა საუბარი და ელემენტარულ საკითხებზე. თუ ვინმეს პრეტენზიები აქვს ამ კანონთან დაკავშირებით, მაშინ კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონთ ამ კანონთან დაკავშირებით, რომელი მუხლი და ნორმა არ მოსწონთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს -ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალან ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში მქონდა ალან ბერსესთან შეხვედრის პატივი. ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ჩვენთვის სასიხარულოა პარტნიორობის გაღრმავება ევროპის საბჭოსთან – წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ასრულებს არსებით როლს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

არჩევნებზე გადაწყდა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უფრო მომზადებული იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა -ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკაშირის წევრი ქვეყანა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, ჟურნალისტებს განუცხადა. 
 
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, თუ ნებისმიერი სხვა სფერო.
 
„ამ არჩევნებზე, სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყდა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი. თქვენ იცით, რა გეგმები ჰქონდა ოპოზიციას და საბოლოო ჯამში, ამ გეგმების არ განხორციელება იყო გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკაშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ, ძალიან მყარად შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უფრო მომზადებული იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, თუ ნებისმიერი სხვა სფერო”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შარლ მიშელთან მქონდა მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი, აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში, ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის -ირაკლი კობახიძე

შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი, მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

„შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა ოთხი წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში, იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა ოთხი წლის წინ.

რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას – მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი. ჩვენ დავუფიქსირეთ მზაობა დისკუსიებისთვის შარლ მიშელს და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ირანი აშშ-ში არჩევნების მნიშვნელობას ხელოვნურად ამცირებს”-Reuters

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ავრცელებს სტატიას სათაურით: „ირანი აშშ-ში არჩევნების მნიშვნელობას ხელოვნურად ამცირებს“ (ავტორები – მაიკლ ჯორჯი და ფილიპ ფლეტჩერი)

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ირანელთა ცხოვრებაზე შეერთებული შტატების არჩევნები გავლენას არ იქონიებს. ეს განცხადება ირანის მთავრობის პრესსპიკერმა ფატიმე მოჰაჯერანიმ 6 ნოემბერს გააკეთა, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან, რამდენიმე საათში.

როგორც არაბული სამყაროს, ისე დასავლეთის ოფიციალური პირები მოელიან, რომ ტრამპი ირანთან მკაცრ, “მაქსიმუმი ზეწოლის პოლიტიკას” აღადგენს. ისინი საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელია ირანულ საწვავზე სანქციების გამკაცრება და ისრაელის წახალისება, ირანში ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისა და მკვლელობების ჩადენის მიზნით.
“შეერთებული შტატების არჩევნები ნამდვილად არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი პოლიტიკა სტაბილურია და ინდივიდების გამო არ იცვლება. ჩვენ საჭირო პროგნოზები ადრევე გავაკეთეთ და ხალხის ცხოვრებაში ცვლილებები არ იქნება”, – განაცხადა მოჰაჯერანიმ, ირანის ნახევრადოფიციალური საინფორმაციო სააგენტო “თასნიმის” ცნობით.

პარალელურად, ირანის რევოლუციურ გვარდიას ტრამპის არჩევაზე პირდაპირი რეაგირება არ ჰქონია, მაგრამ დღეს განაცხადა, რომ თეირანი და მისი მოკავშირე შეიარაღებული ჯგუფები რეგიონში მზად არიან ისრაელთან კონფრონტაციისთვის.

„სიონისტებს არ შესწევთ ჩვენთან დაპირისპირების ძალა და ჩვენგან პასუხს უნდა ელოდონ… ამისთვის ჩვენ საცავებში საკმარისი იარაღი გვაქვს“, – თქვა გვარდიის მეთაურის მოადგილემ ალი ფადავიმ 6 ნოემბერს. მან ასევე აღნიშნა, რომ თეირანი არ გამორიცხავს, ისრაელზე შურისძიების აღკვეთის მიზნით, პოტენციურ ამერიკა-ისრაელის პრევენციულ დარტყმას ირანზე.

რეგიონში თეირანისგან ისრაელის ოქტომბრის თავდასხმის საპასუხო იერიშს მოელიან. ისრაელის მხრიდან ირანზე 25 ოქტომბერს მიტანილ იერიშებს ირანში ოთხი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

პირველი ვადის დროს, ტრამპმა ხელახლა დაუწესა ირანს სანქციები, მას შემდეგ, რაც ამერიკამ ირანსა და მსოფლიო ძალებს შორის 2015 წელს დადებული, საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება დატოვა. შეთანხმების შედეგად, თეირანს სანქციების მოხსნით და ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ, ბირთვული პროგრამა უნდა შეეზღუდა.
.
2018 წელს ირანზე ხელახლა დაწესებულმა სანქციებმა ირანის საწვავის ექსპორტს და ქვეყნის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. ირანს მოუწია გადასახადების გაზრდა, დიდი საბიუჯეტო დეფიციტისთვის თვალის გასწორება და ინფლაციასთან ბრძოლა. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ირანული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 700 000 რიალი შეადგინა

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

წინასწარი თუ საბოლოო შემაჯამებელი ოქმების განხილვა, თანდართული დოკუმენტაციის გარეშე, კენჭისყრის შედეგების ნამდვილობაზე მსჯელობის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს -ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გავრცელებულ მანიპულაციური ხასიათის ინფორმაციას და დეზინფორმაციას ეხმაურება.

როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში შეინიშნება არჩევნებში ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ არასწორი, „მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია, რომელთა აქტორების გათვლაც, როგორც ჩანს, არის საარჩევნო საკითხებსა და პროცედურებში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანების შეცდომაში შეყვანა“.

„დღეს, სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებზე“ დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობააცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ მახასიათებლებს. რაც შემდეგ წარმოდგენილი იქნა, როგორც „არჩევნების გაყალბების უტყუარი მტკიცებულება“.

არჩევნების შემდგომ პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ყველა ე.წ. ბრალდება უარყოფილ იქნა უტყუარი ფაქტებით და უდავო მტკიცებულებებით.

ამ შემთხვევაშიც საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ შემდეგი:

კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვალდებულებას. აღნიშნული მონაცემები არ ითვლება მთვლელების მიერ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემში;

ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკა საშუალებას აძლევს მკვლევარებს, სოციოლოგებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, გენდერულ ჭრილში შეისწავლონ ამომრჩეველთა აქტივობა;

მიუხედავად იმისა, რომ ახლაც და ყველა წინა არჩევნებზე ასეთი მონაცემები შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს, მათი დამუშავების მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არცერთ შემთხვევაში კავშირში არაა და ვერ იქნება კენჭისყრის შედეგებთან და შესაბამისად, ვერც რაიმე გავლენას მოახდენს მასზე, რაც კარგად არის ცნობილი ნებისმიერი ჩართული მხარისთვის.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისას, გასათვალისწინებელია იმ კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ესენი არიან: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი უზუსტობა შეიძლება არსებობს მხოლოდ რამდენიმე უბნის შემთხვევაში და შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ მცირე რაოდენობის ამომრჩეველს. ამ შემთხვევების განზოგადება მხოლოდ და მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ცოდნის ნაკლებობასთან, ან მიზანმიმართულ ქმედებასთან, რათა დაზიანდეს საარჩევნო პროცესი.

ნაცვლად იმისა, რომ 2020 წელს არასწორად დათვლილი პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ 2024 წელს გამოექვეყნებინა პარალელური დათვლის შედეგები, რითაც ცალსახად დადასტურდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების სისწორე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღემდე, ისინი საზოგადოებაში მცდარი აღქმების დათესვას და ამით საკუთარი მოქმედების თუ უმოქმედობის გამართლებას ცდილობენ.

გვინდა, ასევე, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ზოგიერთი საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნების შედეგების ანალიზთან დაკავშირებით და საზოგადოებას განვუმარტოთ ამ ანალიზის ავტორის მიერ დაშვებული უზუსტობები და შეცდომები.

ავტორის მტკიცებით, მაგალითად: საბურთალოს ოლქის 54-ე უბანზე არსებობს უზუსტობები კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერსა და ხელით დათვლილ შემაჯამებელ ოქმს შორის. რეალურად კი, მის მიერ არ არის გათვალისწინებული შესწორების ოქმი, რომელიც ატვირთულია ცესკოს ვებგვერდზე, რაც მან შეგნებულად თუ შეუგნებლად „ვერ შეამჩნია“. ასევე, მონაცემები არასწორადაა დაჯამებული და არ არის გათვალისწინებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა;

საბურთალოს ოლქის 23-ე უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნაწილში არსებობს ინფორმაციის არასწორად მითითების შემთხვევა. მაშინ როდესაც,მითითებული უბნის დოკუმენტაციას ახლავს ახსნა-განმარტება, საიდანაც ირკვევა, რომ ერთი ამომრჩეველი უბანზე მოვიდა ლამინირებული პირადობის მოწმობით, რეგისტრატორმა იგი გაატარა, თუმცა აღმოაჩინა, რომ დოკუმენტი უკვე ვადაგასული იყო, შესაბამისად, აღარ გასცა ბიულეტენი. ამის გათვალისწინებით, კი ყველა მონაცემი ზუსტია;

საბურთალოს ოლქის მე-7 უბანზე შემაჯამებელ ოქმებში თითქოს, გამოვლენილია უზუსტობები. რეალურად კი, ავტორის მიერ არ არის გათვალისწინებული შესწორების ოქმი, რომლის მხედველობაში მიღების შემთხვევაში, მონაცემები აბსოლუტურად სწორია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ მხოლოდ გენდერული სტატისტიკური მონაცემებითა და მისი დამუშავების მეთოდებით მანიპულაციურად აპელირება, ასევე, წინასწარი თუ საბოლოო შემაჯამებელი ოქმების განხილვა, თანდართული დოკუმენტაციის გარეშე, ცხადია არ წარმოადგენს კენჭისყრის შედეგების ნამდვილობაზე მსჯელობის სამართლებრივ საფუძველს და არც კონკრეტული ფაქტების შეფასების ცალსახა ინდიკატორს“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად -ირაკლი კობახიძე

ჩემთვის სასიხარულოა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობა, ეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის და დღის წესრიგის მთავარი საკითხების განხილვის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად.

„ჩემთვის სასიხარულოა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის და დღის წესრიგის მთავარი საკითხების განხილვის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა. მოუთმენლად ველი წელს ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დისკუსიებში მონაწილეობის და საქართველოს სტრატეგიების წარმოჩენის შესაძლებლობას. დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად“, – აღნიშნავს პრემიერი.