Home Blog Page 2176

“აშშ-ისრაელის ბომბების ალი მალე შთანთქავს სიონისტებს” – ირანის პრეზიდენტი

აშშ-ისრაელის ბომბების ალი მალე შთანთქავს სიონისტებს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, ებრაჰიმ რაისიმ განაცხადა.

ირანის პრეზიდენტი ამგვარად გამოეხმაურა ღაზის სექტორში ალ-აჰლის საავადმყოფოს შენობის დაბომბვას, რასაც, სულ მცირე, 500 ადამიანი ემსხვერპლა.

„ამერიკა-ისრაელის ბომბების ალი, რომელიც ღაზის ალ-აჰლის ბაპტისტურ საავადმყოფოში ჩაგრული და დაშავებული პალესტინელების თავზე ჩამოაგდეს, მალე შთანთქვას სიონისტებს“, – განაცხადა ებრაჰიმ რაისიმ.

პალესტინელები და ირანი საავადმყოფოს შენობის დაბომბვაში ისრაელს ადანაშაულებენ, ისრაელში კი აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე „ისლამური ჯიჰადის“ მიერ ნასროლი რაკეტა ჩამოვარდა.

თიბისის კორპორაციული მდგრადობის ორი ჯილდო გადაეცა

თიბისის, გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, ჯილდო ორ ნომინაციაში გადაეცა „ხარისხიანი განათლება“ და „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“.

ნომინაციაში „ხარისხიანი განათლება“ თიბისი დაჯილდოვდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებისთვის, რომლებსაც თიბისის IT აკადემია ახორციელებს.

ნომინაციაში „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ კი თიბისიმ ჯილდო მოიპოვა მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში, პროექტისთვის „თიბისი – ბიზნესის მწვანე შესაძლებლობებისთვის“.

კონკურსი „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2023“ მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

ჯილდო, ქართულ ბაზარზე მოქმედი, ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა საქმიანობაც პროგრესულ და თანამედროვე ღირებულებებზეა დაფუძნებული, ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

„ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, „ხარისხიანი განათლების“ კატეგორიაში თიბისის IT აკადემიის საქმიანობისთვის მოპოვებული ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. IT აკადემიის კურსების მეშვეობით ახალგაზრდები ტექნოლოგიებში ახალ ცოდნასა და მომავლის პროფესიებს ეუფლებიან. 2019 წლიდან 1000-მა მონაწილემ გაიარა სხვადასხვა კურსი და 300-მდე კურსდამთავრებული თიბისისა და მის შვილობილ კომპანიებში დასაქმდა. ამჟამად, IT აკადემიაში დაწყებული გვაქვს ცხრა ახალ კურსზე მუშაობა, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება და 800-მდე მონაწილეს გადაამზადებს მომავალი ორი წლის განმავლობაში. მდგრადობის მიმართულებით მეორე ჯილდო პროექტისთვის „თიბისი – ბიზნესის მწვანე შესაძლებლობებისთვის“ მოვიპოვეთ ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან GGF (Green for Growth Fund) ერთად. მდგრადი და მწვანე დაფინანსება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მდგრადი ბიზნეს მოდელების განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ამიტომ ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის.“- მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.

„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 – ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, საქართველოში მეექვსედ გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონია 12 ოქტომბერს ჩატარდა. ღონისძიებას კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისისა და ევროპის ადგილობრივი ქსელების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ცერემონია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამისა და ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.

R

“პრინციპული არჩევანის არსი იყო არა სალომე ზურაბიშვილის არჩევა, არამედ დამნაშავე პოლიტიკური ძალის, „ნაცმოძრაობის“ გაძლიერების არდაშვება”

პრინციპული არჩევანის არსი იყო არა სალომე ზურაბიშვილის არჩევა, არამედ დამნაშავე პოლიტიკური ძალის – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“, იმ შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ გაძლიერების არდაშვება – ეს იყო მაშინ ჩვენი მოტივაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილმა იმედები არ გაამართლა და პირდაპირ შევიდა ალიანსში იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვის წინააღმდეგაც მისცეს მას ხმა მეორე ტურში.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, 2022 წელს, სალომე ზურაბიშვილმა ასევე უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა, მაშინ მმართველმა გუნდმა არ აღძრა იმპიჩმენტის პროცედურა.

„ჩვენ გვქონდა იმედი, რომ სალომე ზურაბიშვილი ღირსეულად გაუძღვებოდა იმ საქმეს, რომელიც ჩაბარდა, მაგრამ ხდება ასეთი რაღაცეები, სამწუხაროდ, მან იმედები არ გაამართლა და პირდაპირ შევიდა ალიანსში სწორედ იმ პოლიტიკურ ძალასთან, ვის წინააღმდეგაც მისცეს მას ხმა მეორე ტურში, შეიწყალა კრიმინალები, ვისაც ეშინოდა თავის დროზე, მის ამომრჩეველს. ამის შემდეგ ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილმა ეს იმედები არ გაამართლა. ახლა იყო თუ არა ამის დრო, აქ ბორელის განცხადებები იყო ნახსენები. გახსოვთ, რომ ერთხელ უკვე დავტოვეთ რეაგირების გარეშე პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში დარღვევა, შარშან, 2022 წელს, მან ასევე დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ პოლიტიკური განცხადებები გავაკეთეთ. აღვნიშნეთ ის ფაქტი, რომ ის უხეშად არღვევდა საქართველოს კონსტიტუციას, თუმცა, მაშინ არ აღვძარით იმპიჩმენტის პროცედურა, მაგრამ როდესაც უკვე ამ დარღვევამ მიიღო სისტემატური და სისტემური ხასიათი, ჩვენ სხვა გზა უბრალოდ აღარ დაგვრჩა. პრეზიდენტი ამ დარღვევებით უპირისპირდებოდა არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ წესრიგს, არამედ, უპირისპირდებოდა სწორედ ევროინტეგრაციის ინტერესს. დღეს ის არის ალიანსში კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. თქვენ იცით, რა სულისკვეთებით მოქმედებს ეს პოლიტიკური ძალა, მათ არ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ზუსტად იგივე სულისკვეთებით მოქმედებს სალომე ზურაბიშვილი და სწორედ ეს იყო ის დრო, როცა ჩვენ უნდა მოგვეხდინა რეაგირება მისი მხრიდან კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე და კონსტიტუციური წესრიგის მიღმა გასვლის მცდელობაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“სალომე ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყო ჩართული და იმაშიც ჩაერთო, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია”

ქალბატონო სალომე, შემიძლია, მოგილოცოთ. „ნაცმოძრაობის“ ერთადერთ კამპანიაში არ იყავით ჩართული და დღეს იმაშიც ჩაერთეთ, რასაც შვილების ბულინგის კამპანია ჰქვია, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

„რას ეტყვით თქვენს შვილებსო, თქვენ რიტორიკულ, თუ არარიტორიკულ კითხვაზე ჯერ პასუხს გაგცემთ და შემდეგ კითხვას დაგისვამთ. იცით, რას ვეტყვი? მე პირადად, ვეტყვი, თავად როგორც მწამდა და მჯეროდა, იმას ვაკეთებდი მთელი ცხოვრება პოლიტიკაში და სხვის დავალებებს არ ვიღებდი, არ მიმიღია და არც მივიღებ არასდროს. ამას ვეტყვი საკუთარ შვილებს და მათ თავს დავიფიცებ, რომ ასე იქნება სულ. ამას გააკეთებს ჩვენი გუნდის თითოეული წევრი, არავის დავალებას არ მიიღებს, ამას ვეტყვით ჩვენს შვილებს, მინდა, ეს თქვენ პირადად კარგად იცოდეთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს მიმართა კითხვით, რას ფიქრობს დღეს, ქვეყანა იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში.

რაც შეეხება კითხვას, თქვენ ერთ-ერთ გადაცემაში ბრძანეთ, შარშან სწორად არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსიო. ეს თქვით გადაცემაში. წელს რაც შეეხება, მხოლოდ ფორმალურად ასრულებთ რეკომენდაციებს, მხოლოდ ფორმალურადო, ამ ტრიბუნიდან ბრძანეთ. ბოდიში მოუხადეთ 26 მაისს გმირების ოჯახებს მთავრობის პოლიტიკის გამო, აქამდეც მიხვედით. შემდეგ ამ მთავრობას სთხოვდით თანხმობას და ლეგიტიმაციას, მისი და სახელმწიფოს პოზიცია წარმოგედგინათ უცხო ქვეყნის ლიდერებთან ურთიერთობაში. დღეს ლიდერები ჩამოთვალეთ სხვადასხვა ქვეყნის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და მოგვიწოდეთ, დაურეკეთო და ჰკითხეთ, რა ვიპალარაკეთო, რამდენად არასერიოზულია. მათ კი არ ვკითხოთ, თქვენ მოგვიყევით, თუ შეიძლება. ჩემი კითხვაა, რას ელაპარაკებოდით?

ვერსიებსაც გეტყვით, მაგალითად, შეიძლება, ელაპარაკებოდით, რომ საქართველოში რაც ვთქვი, რომ საქართველოს სტატუსი არ ეკუთვნის არც შარშან, არც წელს, ფორმალურად ასრულებენ და ასე შემდეგ, ეს იყო ტყუილი და ახლა მე თქვენ გეუბნებით, რომ რეალურად სრულდება. შეიძლება, ამას ეუბნებოდით. გაგვიმხილეთ. არავინ იცის, დახურულ კარს მიღმა რაზე საუბრობდით. ბოლო-ბოლო გვითხარით თქვენი დღევანდელი პოზიცია, ბოლო-ბოლო ეს ქვეყანა იმსახურებს თუ არა კანდიდატის სტატუსს დღევანდელი მოცემულობით და დღევანდელი ხელისუფლების პირობებში. დღეს მაინც გაიგოს ხალხმა, რას ფიქრობთ რაელურად ამ საკითხზე“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ სალომე ზურაბიშვილს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში იმპიჩმენტის საკითხის განხილვის სხდომაზე დღეს განაცხადა: „ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით) გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე გეწყინათ, როცა გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი. რას აუხსნით თქვენს შვილებს, იმათ, ვინც ამ ევროპასა და ამერიკაში, მდიდარი მამების სახსრებით, თუ სახელმწიფო ბიუჯეტით სწავლობენ, იმათ, ვინც უკვე იქ არჩია ცხოვრება და დაფუძნება? რას ეტყვით იმის დასაცავად, რომ თქვენი ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი, რომელიც ახალ ჯებირს გვიმართავს ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე“.

თიბისის მხარდაჭერით, დეველოპერული პროექტის – „ორთაჭალა ჰილსის” მეორე საცხოვრებელი ბლოკი შენდება

თიბისის მხარდაჭერით, ორთაჭალაში, სულიკო თორთლაძის ქუჩაზე, სამშენებლო კომპანიების – „თი-ისთეითისა” და „მარდიელის” ერთობლივი დეველოპერული პროექტის – „ორთაჭალა ჰილსის” მეორე საცხოვრებელი ბლოკი შენდება.

15 სართულიანი პირველი საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა – 2024 წელს, 8 სართულიანი მეორე საცხოვრებელი ბლოკის მშენებლობა კი 2025 წელს დასრულდება.

მრავალფუნქციური პროექტი 10 000 კვ.მ.-ზე განთავსდება და ჯამში 4 საცხოვრებელ ბლოკთან ერთად, კომერციულ სივრცეებს, სპორტულ და გასართობ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს.

მაცხოვრებლებისათვის ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი: 3 000 კვ.მ ფართობზე გაშენებული რეკრეაციული ზონა, სასეირნო და ველო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საბავშვო სკვერები, ეზო, სუპერმარკეტი, აფთიაქი, ბანკი, გასტრო სივრცე, ავტომობილების სამრეცხაო და სილამაზის ცენტრი.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს შესაძლებლობა გაქვთ, 2024 წლის 20 იანვრამდე, „ორთაჭალა ჰილსში” ბინის შეძენის შემთხვევაში, სპეციალური შეთავაზებით ისარგებლოთ: ერთიანი გადახდის შემთხვევაში, კვადრატული მეტრი სტანდარტული ფასის ნაცვლად – 2700 ლარიდან, შიდა განვადების შემთხვევაში კი 3300 ლარიდან შეიძინოთ.

პროექტს დეტალურად გაეცანით ბმულზე.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში დეპუტატთა შეკითხვებს არ უპასუხა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტში, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხი განიხილება, დეპუტატთა შეკითხვებს არ უპასუხა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, პრეზიდენტს არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა.

„კითხვები ამოიწურა. ქალბატონი სალომესგან მაცნობეს, რომ მას არ სურს კითხვებზე პასუხის გაცემა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით სამართლებრივი ნაწილი მას შემდეგ ამოიწურა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. ამის შემდეგ, პროცესმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად პარლამენტის 100 წევრის მხარდაჭერაა საჭირო.

“როგორ გგონიათ, მე, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ?” – სალომე ზურაბიშვილი

დღეს დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი მახსენდება, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა – მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ, რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო? – ამის იმედი ნუ გექნებათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე განცხადებით, ის თავისი სიტყვისა და ფიცის ერთგული იქნება და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე ბოლომდე უერთგულებს.

„მე დღეს დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი მახსენდება, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად, მან ამ ქვეყანაში მრავალგზით და ფორმით ევროპა შემოიყვანა.

მისი მრავალი ოპონენტის სახელი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ მის აშენებულ ქალაქს, ამოქმედებულ რკინიგზას, აღმართულ ტაძარს და რაც მთავარია, ჩვენში ჩანერგილ ევროპის იდეას ცოცხლად ვხედავთ.

მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო, ამის იმედი ნუ გექნებათ. ვინ უნდა შემიშალოს ხელი, რომ ჩემი დადებული პირობა არ შევასრულო?

ისე, როგორც თავის დროზე, ამ ქვეყნიდან რუსული ბაზები გავიყვანე და სხვათა შორის, ასევე სასამართლო მომიწყვეს, ახლაც ვიქნები ჩემი სიტყვისა და ფიცის ერთგული და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ევროპისკენ მიმავალ გზაზე ბოლომდე ვუერთგულებ!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“თურმე გეწყინათ, როდესაც პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი”

ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.

„არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ, რამეთუ მგონია, რომ საქართველოს საზოგადოებამ კარგად იცის, თუ რას ვცდილობდი და რა შევძელი, სწორედ იმ ვიწრო უფლებების ჩარჩოში, რათა ჩვენი ქვეყნის მიმართ პატივისცემა, ნდობა და თანამშრომლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან სხვა საფეხურზე ამეყვანა. შედეგი ამ დარგში არ იზომება, არ გულისხმობს მოლაპარაკებებს, მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ მეორე მხარეს ჰქონდეს შენთან ურთიერთობის ინტერესი და სურვილი.

მჯერა, რომ სწორედ მათივე თვალით დანახულმა ჩემმა ძალისხმევამ დაიმსახურა ჩვენი ხალხის ნდობა, რაც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ალბათ ყველაზე მეტად გაღიზიანებთ თქვენ.

დღევანდელი დღის ფარსიდან არაფერს ველოდები.. კარგად ვიცი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, სადღაც ზემოთ, პარტიის მაღალ სფეროებში, თუ სადღაც ჩრდილოეთით, სადაც კარგად იციან, თუ ვინ არ გაუხსნის არასოდეს მათ გზას ამ ქვეყანაში და გადაეღობება ყველგან და ყოველთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ახლა მხოლოდ კენჭისყრის შედეგია გადასაწყვეტი.

„ერთადერთი რამ, რაც ჯერ კიდევ გადასაწყვეტია ამ კენჭისყრის შედეგი – და ესეც თქვენზე კი არაა დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენის შემოერთებას შეძლებთ, ვის კომპრომატით, ვის მოსყიდვით და ვის შვილის დაწინაურებით (აქვე მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო საკონსტიტუციოს მოსამართლე კიკილაშვილს შვილის წარმატება!); ან კიდევ სხვისი ბარათის გამოყენებით, რითაც ერთ-ერთი ვეტოს დაძლევაც შეძელით.

ისიც კარგად ვიცი, რომ რაც არ უნდა იყოს კენჭისყრის შედეგი, ამას გამარჯვებად გამოაცხადებთ და ამას ერთი მესიჯბოქსით გააჟღერებთ, მაგრამ იმას რას უზამთ, რომ ხალხს თქვენი აღარ სჯერა?!  მოდელირებული რეალობით ვეღარ ატყუებთ და ყველა ხვდება იმას (და შესაძლოა, თქვენც კი ზოგჯერ), რომ ამ პროცესის დაწყება, როგორც მისი ნებისმიერი შედეგით დასრულება, მხოლოდ და მხოლოდ თქვენი სისუსტისა და პოლიტიკური წარუმატებლობის უტყუარი ნიშანია. ამას ვერსად გაექცევით!“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, იმპიჩმენტის პროცესით მას არაფერი დააკლდება.

„მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ, დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენს თავს, ქვეყანას, მის ევროპულ მომავალს და თქვენი ყოველი ხმა, არის ხმა მიცემული ამ ჩვენი მომავლის წინააღმდეგ.

არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს თქვენ, პიროვნულად და კოლექტიურად იღებთ ამ პასუხისმგებლობას. რა სახეს და რა სახელს დატოვებთ ამ ქვეყნის ისტორიაში წყდება ამ ვითომც და „ჩვეულებრივ სამუშაო სესიაზე“. აქ ყოფნა, ამ ფარსში მონაწილეობა, დუმილით თუ სიტყვით გამოსვლით, თავისთავად უკვე თქვენი განაჩენია!

სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ თქვენი ბედი წყდება, რამეთუ ხვალინდელი დღეც მოვა და მაინტერესებს, როგორ ჩახედავთ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს თვალებში და აუხსნით, რომ თქვენს პირად კეთილდღეობაში (ხომ არავის გვჯერა, რომ აქ რამე იდეის თუ პრინციპის გამო იბრძვით) გაცვალეთ მათი ევროპული მომავალი. თურმე გეწყინათ, როცა გუშინ პატარა კაცებად მოგიხსენიეთ, დაელოდეთ და ნახავთ, რა ტერმინებით შეგამკობენ თქვენივე შვილები, მომავალი თაობა და თქვენივე ამომრჩეველი.

რას აუხსნით თქვენს შვილებს, იმათ, ვინც ამ ევროპასა და ამერიკაში, მდიდარი მამების სახსრებით თუ სახელმწიფო ბიუჯეტით სწავლობენ, იმათ, ვინც უკვე იქ არჩია ცხოვრება და დაფუძნება? რას ეტყვით იმის დასაცავად, რომ თქვენი ხელით და სხვისი ნებით გადადგით ეს უმსგავსო ნაბიჯი, რომელიც ახალ ჯებირს გვიმართავს ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. თუმცა, აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ესეც არ გამოგივათ და თუ ეს ნაბიჯი და ჩემი მოშორება იმას ემსახურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭონ, ამასაც არ დაგაშვებინებთ!  ამას გპირდებით!

როგორ აუხსნით ხალხს, რომ პროევროპელი პრეზიდენტის იმპიჩმენტს ხმა მიეცით და ამავდროულად, არ დაუჭირეთ მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც ოკუპანტის რეჟიმი დიქტატორად სცნო. ხელი აგინკანკალდათ, როცა უნდა დაგეგმოთ ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის მიერ გამოცხადებული ახალი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გეგმა.

80 კაცის ბრძოლა ერთი ქალის წინააღმდეგ კი, უფრო ადვილი გეჩვენებათ, მაგრამ არ დაიჯეროთ. დღევანდელი დღით არაფერი დამაკლდება, არც ხალხის ნდობა, არც სიყვარული და არც ენერგია გამომეცლება, რათა ის ბრძოლა ბოლომდე მივიყვანო მათთან ერთად, ვისაც სჯერა, სწამს, რომ საქართველოს მომავალი თქვენს ხელში კი არა, მათ ხელშია! და რომ ეს მომავალი განუყოფელია მისი დემოკრატიის, თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისგან!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“სად გადის ზღვარი თქვენს უპრინციპობაში?” – თეონა აქუბარდია ირაკლი კობახიძეს

სად გადის ზღვარი თქვენს უპრინციპობაში, სად გადის ზღვარი თქვენს უღირსობაში, როდესაც ამხელა კაცი და „პატარა კაცი“, რომელიც ძალიან დამსახურებულად და რბილად გითხრეს, ბედავთ ამ ტონალობით ლაპარაკობთ პრეზიდენტზე, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე განმარტებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოსახლეობის „90%-ის ნების წინააღმდეგ მიდის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“.

„ბატონო ირაკლი,თქვენ იყავით ბანერებზე, როდესაც საკუთარ ამომრჩეველს “პრინციპული არჩევანისკენ”მოუწოდებდით – “აირჩიე თავისუფლება, აირჩიე ღირსება, არა დიქტატურას” -ხომ თქვენ იყავით, ხომ არ მეშლება?ახლა რომ ამ მასკარადში ვართ, იმიტომ გახსენებთ თქვენ. მაინტერესებს იმიტომ, რომ ეს სამართლებრივი პროცესი არ მგონია, კანონიც თქვენს თავზე მოირგეთ და კონსტიტუციასაც თქვენს სასარგებლოდ იყენებთ. სად გადის ზღვარი თქვენს უპრინციპობაში, სად გადის ზღვარი თქვენს უღირსობაში, როდესაც თქვენ ამხელა კაცი დგახართ აქ ტრიბუნიდან და „პატარა კაცი“, რომელიც ძალიან დამსახურებულად და რბილად გითხრეს, ბედავთ ამ ტონალობით ლაპარაკობთ პრეზიდენტზე?ასევე ძალიან მაინტერესებს, როდესაც ერთი წლის წინ იყო კონსტიტუციის თქვენეული გაგებით დარღვევა პრეზიდენტის მხრიდან, როდესაც უნებართვოდ წავიდა დასავლეთში და როდესაც ახლა კანდიდატის სტატუსის მიღების წინ გამოგაქვთ, იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მცირე შესაძლებლობა ჩაშალოთ. როდესაც ევროკავშირიდან გეუბნებიან, რომ ეს საუკეთესო დრო არ არის და თქვენ ამას შეგნებულად აკეთებთ. მაინტერესებს, საერთოდ,რას ნიშნავს ეს ყველაფერი და რატომ მიდიხართ მოსახლეობის 90%-ის ნების წინააღმდეგ, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ბოლოს, იქნებ თქვენს ამომრჩეველს კარგად აუხსნათ, როდის გეშლებოდათ და როდის არ გეშლებათ, როდესაც ერთი მხრივ, გიორგი მარგველაშვილი აირჩიეთ და შემდეგ შეცდომა უწოდეთ. შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი დაგვისვით, როგორც ღარიბაშვილი ამბობს და შემდეგ კონსტიტუციის დამრღვევად აცხადებთ. როდესაც პრემიერი კვირიკაშვილი ან გახარია დასვით თანამდებობაზე და შემდეგ “ნაციონალებად”მოიხსენით. საერთოდ, თქვენ სად იყავით, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობას”ან ქალბატონი პრეზიდენტი ებრძოდა ან ძალიან ბევრი ჩვენგანი“, – მიმართა თეონა აქუბარდიამ ირაკლი კობახიძეს.

“ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს”

ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მისი იმპიჩმენტის პროცედურა მიმდინარეობს.

„საკონსტიტუციომ თუ კი საკუთარ სინდისს გადააბიჯა, ახლა თქვენი ჯერია! მე აქ არც არაფრის დამტკიცებას ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია. კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია.

ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერც ერთი ვერ წარმოადგინეთ! ვერ მოიტანეთ ფაქტები იმის დასამტკიცებლად, რაზეც აპელირებდით, რომ ხან საბოტაჟს ვუწყობდი ჩვენს ევროპულ გზას, ხან თურმე შედეგი ვერ დავდე, ხან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდი, როცა არ ვაწარმოებდი, ხან რა და ხან რა… ვერ დაამტკიცეთ, რომ რამე დავაშავე, ან რამე დავაკელი ჩვენი ქვეყნის დაცვას და ევროინტეგრაციის გზაზე მის მხარდაჭერას. ჩემი თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, გადაამოწმოთ და დაურეკოთ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს, შარლ მიშელს, ემანუელ მაკრონს, ან კიდევ ალარ კარისს, ედგარს რინკევიჩს, გიტანას ნაუსედას…. სია შემიძლია, გავაგრძელო…

ესენი კი, ის ლიდერები არიან, რომლებზეც ხვალ ჩვენი სტატუსის მინიჭებაა დამოკიდებული და უნდა ითქვას, რომ ამ საიმპიჩმენტო პროცესით თქვენ მხოლოდ მე კი არა და მე სულაც არა, არამედ ამ ლიდერებს აყენებთ შეურაცხყოფას და ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებთ.

საკვირველია ისიც, რომ ამ დროს და ეს კონტრასტი ბევრისმთქმელია, დიდი მოწიწებით ეპყრობით ოკუპანტ ქვეყანას და მის ლიდერებს, უფრო მეტიც, ღიად იმსახურებთ ქებას ოკუპანტებისგან და ეს არც კი გეუხერხულებათ; ისიც არ გეუხერხულებათ, როცა ჩემი მისამართით ოკუპანტი ქვეყნისა და თქვენი წამოძახილები ერთი-ერთში ემთხვევა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“სალომე ზურაბიშვილი დარჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტად”- ირაკლი კობახიძე

ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ის დარჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“პრეზიდენტად, სამწურადოდ, ის საქართველოს პრეზიდენტობიდან დავიდა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობამდე. სალომე ზურაბიშვილობიდან სალომე სამადაშვილობამდე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ალბათ, სალომე ზურაბიშვილი მომავალშივ განაგრძობს კონტიტუციის დარღვევას.

რა იქნება მომავალში, ვერ გეტყვით, სალომე ზურაბიშვილი კვლავაც განაგრძობს კონტიტუციის დარღვევას, ალბათ, განაგრძობს, რა შეუშლის ხელს. აქამდეც იცოდა, რომ კონსტიტუციას უხეშად არღვევდა, თვითონ აქვს აღიარებული. ხვალაც წავა, დაარღვევს, რა შეუშლის. „ნაცმოძრაობის“ იმედი კვლავაც აქვს. ერთადერთი, რისი იმედიც შეიძლება, არ ჰქონდეს, არის პროკურატურა, სისხლის სამართლებრივი გამოძიება. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, სამომავლო კონსტიტუციის დარღვევა შეიძლება, უკვე იძენდეს სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს. თუმცა, მე გამიჭირდება ამაზე საუბარი. იმ ადამიანის მიზანი როცა არის ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან დაპირისპირება, ის ყველაფერს გააკეთებს. მას აღარ აქვს მუხრუჭი. ის არ იმსახურებს პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნას. ბუნებრივია, სალომე ზურაბიშვილი ბოლო ერთი წლის განმავლობაში აღარ იქნება პრეზიდენტი. მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ის დარჩება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“პრეზიდენტად, სამწურადოდ, ის საქართველოს პრეზიდენტობიდან დავიდა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობამდე. სალომე ზურაბიშვილობიდან სალომე სამადაშვილობამდე“, – განაცხადა კობახიძემ.

“თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს” – ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს

ამ ქალბატონს „პატარა კაცი“ გვარამიასთვისაც კი არ უწოდებია – აქ ჩანს, სად დგას ეს ადამიანი – კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ – თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გამხდარიყო. კობახიძის შეფასებით, ხალხმა სალომე ზურაბიშვილს მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ „ნაციონალი“ პრეზიდენტი არ უნდოდათ.

„სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი აკეთებს განცხადებების, რომელიც არის აბსოლუტურად ზრდილობას გაცდენილი, არც მეტი არც ნაკლები. მე მინდა შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ ხალხის მიერ არჩეული დეპუტატების მიმართ სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა სიტყვები „პატარა კაცები“. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ ქალბატონს „პატარა კაცი“ გვარამიასთვის კი არ უწოდებია თავის დროზე, როდესაც ის მას რეზიდენტად მოიხსენიებდა. უფრო მეტიც, ეს კაცი მერე შეიწყალა. ეს მართლა პატარა კაცი ამ ქალბატონმა შეიწყალა. ის პატარა კაცი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უწოდებდა რეზიდენტს და დანარჩენს აღარ გავიმეორებ. აქ ხომ ჩანს რეალურად, რაშიც არის საქმე, სად არის ეს ადამიანი პოლიტიკურად – იქ, სადაც არ შეიძლება ღირსეული ქართველის ყოფნა – კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ყოფნა, იქ არის ზუსტად სალომე ზურაბიშვილი და ეს არის ამ არათანმიმდევრულობის მიზეზი. თქვენ „პატარა კაცები“ უწოდეთ იმ ადამიანებს, რომელმაც თქვენი პრეზიდენტობა უზრუნველყვეს. ჩაგენაცვლნენ ბილბორდებზე ადამიანები, რატომ? იმიტომ რომ არავის უნდოდით პრეზიდენტად. არც პირველ ტურში არც მერე ტურში. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ გამხდარიყავით პრეზიდენტი. პატივი ვეცით თქვენი წინაპრების წარსულს სხვადასხვა გარემოებას და დღეს სადაც ხართ, კი ვხედავთ,“ – განაცხადა კობახიძემ.