Home Blog Page 2174

,,ისრაელი ეგვიპტიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას დათანხმდა”-ჯო ბაიდენი

ჯო ბაიდენის თქმით, ისრაელი ეგვიპტიდან ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების შეტანას დათანხმდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა თელ-ავივში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. მისივე თქმით, თუ ჰუმანიტარულ დახმარებას „ჰამასი“ მიითვისებს, ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ მათ პალესტინელი ხალხის ბედი არ ადარდებთ. მან ასევე დააანონსა, რომ აშშ ღაზასა და დასავლეთ ნაპირს 100 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას უმზადებს.

ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოხატა ისრაელისადმი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ ისრაელი მარტო არ არის.

„7 ოქტომბერი ყველაზე საშინელი დღე იყო ებრაელი ხალხისთვის ჰოლოკოსტის შემდეგ. მაშინ მსოფლიომ ამის შესახებ იცოდა და არაფერი გაუკეთებია. ჩვენ განზე არ დავდგებით – არც დღეს, არც ხვალ, არც არასოდეს“, – განაცხადა ბაიდენმა.

მისივე თქმით, მთავარი პრიორიტეტი ამ ეტაპზე „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლებაა.

ჯო ბაიდენი ისრაელში დღეს ჩავიდა.

 

 

,, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მშვიდობიან არქიტექტურაზე მსოფლიოში, ცეცხლის ალია ჩვენს გარშემო”- ვოლსკი

ჩვენ უნდა ვიფიქროთ მშვიდობიან არქიტექტურაზე მსოფლიოში და არა იმაზე რაც ახლა ხდება. ცეცხლის ალია ჩვენს გარშემო, ეს ოდესმე უნდა დამთავრდეს. ჩვენი რესურსით ვერ ჩავერევით, გავლენას ვერ მოვახდენთ იმდენს ამ სიტუაციაზე, რომ რამე შეიცვალოს, გადარჩენა გვმართებს. – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როდესაც სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აქვს ჩინეთს ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციები ჩინეთთან წავიდნენ და სწორედ შუა დერეფნის თემაა მთავარი დღეს, რაზედაც საომარი არის ლელო, მაგრამ ის გადარჩება ნამდვილად, იმიტომ რომ სწორ პოლიტიკას აწარმოებს ხელისუფლება, ამ შუა დერეფნის ინტერესია მთავარი და არა ის რომ ჩინეთმა რაღაცა მმართველობის თემა შეცვალოს საქართველოში. ზუსტად ეს არის აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირების და ურთიერთობის განვითარების მომავალი სტრატეგია.“ – განაცხადა ვოლსკიმ. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია გაერთიანებულია შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ. „რისთვის იბრძვიან, რას ჭიდაობენ? ემზადებიან იმისთვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან. რომელ სიტყვაში შეიძლება, შემედავოთ? რატომ შეიძლება, საქართველოს, საქართველოს ხელისუფლებას უწოდო პრორუსული? თქვენ, უმრავლესობას, რომელსაც გასვრილი გაქვთ ხელი ადამიანების სისხლში, ეს შავი ლაქა ვერ მოგიცილებიათ. იმის ნაცვლად, რომ როგორმე გაემიჯნოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია თუ სუბიექტი ამ დანაშაულს, პირიქით, ერთი სული აქვთ როგორმე მათთან ერთად მოხვდნენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ შექმნილ და ჩამოყალიბებულ ამ რევოლუციურ თუ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდში. ეს არის გუნდი, რომელიც გაერთიანებულია შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ, სხვა ახსნა ამას, რაც დღეს ვიხილეთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, არ აქვს.“ – განაცხადა ვოლსკიმ.

,,სააკაშვილის შეწყალება, ამომრჩევლების კიდევ ერთი ღალატი იქნება”- კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ამომრჩევლების მიმართ, კიდევ ერთი ღალატი იქნება.

კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი „ამ წითელ ხაზს არ გადაკვეთს“.

„ეს არის მისი საქმე. ამას თუ გააკეთებს, ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთი ღალატი იქნება იმ ამომრჩევლის მიმართ, ვინც 2018 წელს მხარი დაუჭირა. კიდევ ერთ ღალატზე თუ წავა ეს მისი საქმეა, არ ვიცი. ეს ერთი წითელი ხაზი აქვს და იმედია იმ წითელ ხაზში მაინც დარჩება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა 10:0 წააგო.

„სალომე ზურაბიშვილმა ომი გამოუცხადა არა ირაკლი კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს კონსტიტუციას და სახელმწიფო ინსტიტუტებს. ეს ომი მან წააგო 10:0. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი არის 10:0-ზე წაგებული,“ – აღნიშნა კობახიძემ.

გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდს საპრეზიდენტო კამპანიის დროს არ უჯერებდა.

„რეალურად მართლა არ გვიჯერებდა. ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებდით, ვეხმარებოდით, მაგრამ იყო ბევრი საკითხი, რაშიც არ გვიჯერებდა. რეალურად რომ დაეჯერებინა, პირველ ტურში 39%-ზე ნაკლებს არ მიიღებდა. მეორე ტურში უფრო მეტად დაგვიჯერა,“ – განაცხადა კობახიძემ.

ევროპარლამენტარები წერილს აქვეყნებენ

„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით კონსტიტუცია დაარღვია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტარების მიერ გამოქვეყნებულ წერილში. წერილს ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა, რასა იუკნევიჩიენე, ანდრიუს კუბილიუსი და მირიამ ლექსმანი აწერენ ხელს და საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებენ, უარი თქვან პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე. „ჩვენ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციის თანახმად, აქვს უფლება წარადგინოს თავისი ქვეყანა საგარეო ურთიერთობებში. ყოველგვარი მკაფიო და რაციონალური დასაბუთების გარეშე, საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტს არ მისცეს ოფიციალური თანხმობა ევროპის 10 სხვადასხვა დედაქალაქსა და საერთაშორისო ინსტიტუტებში, მათ შორის ევროპარლამენტში განახორციელოს ვიზიტები“, – აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში. ამასთან, ევროპარლამენტარები წერილში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობამ და „ქართულმა ოცნებამ“ აჩვენა, რომ მიუხედავად

„რუსეთი დარჩა დამოუკიდებელი და თავისუფალი ბირთვული იარაღის წყალობით“- რუსეთის პატრიარქი

„რუსეთი დარჩა დამოუკიდებელი და თავისუფალი ბირთვული იარაღის წყალობით“, – ამის შესახებ რუსეთის პატრიარქმა კირილმა განაცხადა.

პატრიარქმა კირილმა ბირთვული ცენტრის ხელმძღვანელ რადი ილკაევს წმინდა სერგი რადონეჟელის I ხარისხის ორდენი გადასცა.

„რადი ივანოვიჩი, თამამად ვიტყოდი, დიდი რუსი მეცნიერია. ის ხელმძღვანელობს კურჩატოვის მიერ შექმნილ ბირთვულ ცენტრს. რომ არა კურჩატოვის, რადი ივანოვიჩის, მათი კოლეგების, მათი ძმების მუშაობა, ძნელი სათქმელია, იარსებებდა თუ არა ჩვენი ქვეყანა, მათ შექმნეს იარაღი წმინდა სერაფიმ საროველის მფარველობით, რადგან ღვთის უთქმელი განგებულების თანახმად, ეს იარაღი წმინდა სერაფიმეს მონასტერში შეიქმნა. ამ ძალის წყალობით რუსეთი დარჩა – დამოუკიდებელი და თავისუფალი. მათ პრაქტიკულად გადაარჩინეს ქვეყანა“, – განაცხადა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა.

,,დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი ტყუილი და პარადოქსი იყო ხატია დეკანოიძის განცხადება”- მდინარაძე

დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი ტყუილი და პარადოქსი იყო ხატია დეკანოიძის განცხადება, ჩვენ არასდროს ვეთანხმებოდით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ომთან დაკავშირებითო. კი არ ეთანხმებოდით, მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც ის ეწერა, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს სიტყვები წამოსცდა თუ თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რეზოლუციაში დაუდასტურეს რუსეთს – ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს.

„ქალბატონმა ხატია დეკანოიძემ ბრძანა, მარგველაშვილი და ზურაბიშვილი იყვნენ კარგებიო და ახლა გახდნენ ცუდები, ვიღაცამ გიბრძანათო. ეს ვიღაცის ბრძანება მენტალურ კომპლექსებს უჩენს მათ, იმიტომ, რომ თავისი სხვას უნდა დააბრალონ, გაღმა უნდა შეედავონ. ქალბატონო ხატია და პატივცემულო ოპოზიციონერო დეპუტატებო, იმ ბინძურ მეთოდებზე ხომ არ ილაპარაკებდით, რამაც თუნდაც ერთ დროს კარგები ცუდები გახადა და რასაც ვერ გაუძლეს იმ ადამიანებმა. შემთხვევით არ ვლაპარაკობ ამას და შემდეგ განსაჯოს ქართულმა საზოგადოებამ, ვის როგორ დაუჭერს მხარს, რა საფუძვლებით და დაგრჩებათ თუ არა ის მცირე მომხრეების რაღაც ჯგუფი, ერთი ადამიანიც კი, ამაზე რომ ვინმემ ილაპარაკოს ღიად, რაც დღეს კიდევ შემოგრჩენიათ.
ასევე, დღევანდელი დღის ერთ-ერთი მთავარი ტყუილი და პარადოქსი იყო ქალბატონი ხატიას განცხადება, ჩვენ არასდროს ვეთანხმებოდით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ომთან დაკავშირებითო. კი არ ეთანხმებოდით, მხარი დაუჭირეთ რეზოლუციას, სადაც ის ეწერა, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა. მაშინ ჩვენ კიდევ ვიმედოვნებდით, რომ ეს იყო შეცდომა, რაღაც წამოცდენის მაგვარი და ათასი სხვა რამ და უკვე შესულები ვიყავით ერთ მდინარეში და აღარ ვიკადრეთ იქიდან გამოსვლა, მართლაც პატივი ვეცით ჩვენს ემიგრანტებს, ძალიან სიმბოლურ დატვირთვას ამ მიმართულებით, პატივი ვეცით წინაპრებს, პატივი ვეცით უდიდეს სიმბოლიზმს, მათ შორის, მართლაც პატივი ვეცით იმ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომლითაც შესაძლებელი ხდებოდა საქართველოს ჰყოლოდა ქალი პრეზიდენტი. ზოგიერთი ჩვენგანი თამარის დროს იშველიებდა, რომ ამ დროს გვყავდა ქალი მეფე. ასეთი პოზიტიური ალეგორიები და პოზიტიური მოლოდინები იყო და ამ დროს დღეს მოახერხა სალომე ზურაბიშვილმა, რომ ერთი ერთში ილაპარაკოს „ნაცმოძრაობის“ დავალებული მესიჯბოქსით. შვილებზე მაინც არ ლაპარაკობდა, დღეს ისიც იკადრა. ომს რაც შეეხება, მისი სიტყვები გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე ეს სიტყვები წამოსცდა თუ თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რეზოლუციაში დაუდასტურეს რუსეთს – ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს. უფრო მეტიც, ჩვენ ამაზე ბევრს ხომ არ ვლაპარაკობდით, ვიდრე ჰააგის სასამართლო საბოლოოდ არ მოვიგეთ, არათუ დაადასტურეს, არამედ ქართველ სამხედროებს, დააბრალეს ომის დაწყება“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების უკან ისრაელი არ დგას” – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თქმით, ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების უკან ისრაელი არ დგას.

ამის შესახებ მან ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა.

ბაიდენის თქმით, „მონაცემებმა, რომლებიც ჩემი თავდაცვის დეპარტამენტისგან მივიღე,” ის დაარწმუნა იმაში, რომ ისრაელი არ დგას ქალაქ ღაზაში საავადმყოფოს აფეთქების უკან, რომლებსაც, პალესტინელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ასობით მსხვერპლი მოყვა.

მანამდე ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ისე ჩანს, რომ ეს სხვა მხარემ გააკეთა“.

ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰადას მეიცადს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ისრაელში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. ისრაელის ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიაწოდა დეტალური და განახლებული ინფორმაცია ისრაელში ამჟამად არსებული მდგომარეობის შესახებ.

ვახტანგ გომელაურმა მწუხარება გამოთქვა ისრაელში დაღუპულთა გამო და ხაზი გაუსვა, რომ ქართული მხარე გმობს ისრაელსა და მის მოქალაქეებზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას.

შეხვედრის დასასრულს ჰადას მეიცადმა მადლიერება გამოხატა ქართული მხარის მიმართ ისრაელის სახელმწიფოსა და ხალხის ურყევი მხარდაჭერისთვის.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“ნიკა მელია უთავმოყვარეო კაცია, ფაქტობრივად გაგდებულია პარტიიდან” – ირაკლი კობახიძე

ნიკა მელია უთავმოყვარეო კაცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ნიკა მელია ფაქტობრივად გაგდებულია პარტიიდან და ჯიუტად არ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“.

„უთავმოყვარეო კაცია, კიდევ ერთხელ ვიტყვი. ფაქტობრივად გაგდებულია პარტიიდან და მაინც ჯიუტად არ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“. ხაბეიშვილთან რომ წააგებ არჩევნებს და მერე ისევ იმ პარტიაში დარჩები, რა თავმოყვარეობაზე არის საუბარი.  არასერიოზული კაცია და სერიოზული კომენტარები მასზე ვერ გაკეთდება“, – განაცხადა კობახიძემ.

“არ გამოვრიცხავ, ზურაბიშვილმა მომავალშიც უხეშად დაარღვიოს კონსტიტუცია” – ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი მმართველი გუნდისთვის უკვე მხოლოდ ფორმალურად არის საქართველოს პრეზიდენტი.

„შესაბამისი კანონდმებლობის, რაღაც პროტოკოლის ფარგლებში, რა თქმა უნდა, შეიძლება, გარკვეულ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი რჩება ფორმალურ პრეზიდენტად და სინამდვილეში, ჩვენთვის ის იქნება „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ შეიძლება დაიწყოს გამოძიება სამომავლოდ კონსტიტუციის დარღვევასთან დაკავშირებით, კობახიძის თქმით, უმჯობესია, ამ თემასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის სპეციალისტებმა ისაუბრონ.

„ვერ შევალ დეტალებში. თეორიულად შეიძლება, მე არ ვარ სისხლის სამართლის სპეციალისტი და სჯობს, სისხლის სამართლის სპეციალისტებმა ისაუბრონ ამ თემასთან დაკავშირებით. შეიძლება, მქონდეს ზოგადი დასკვნები, მაგრამ ჯობია, სისხლის სამართლის სპეციალისტებმა განმარტონ ეს ყველაფერი. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბარი ნაადრევია. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიძლება, მომავალშიც უხეშად დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია. მას აქვს ასეთი დავალება, რომ სცადოს ქვეყნის გაყვანა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, რაც, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან არ იქნება დაშვებული. ნებისმიერ ასეთ ქმედებას ექნება სათანადო რეაგირება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

უცხოური ვალუტის კურსი 19 ოქტომბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6925 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6925 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6925 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0000 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8422 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8403 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0019 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი” – ირაკლი კობახიძე

დღეიდან, შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ის იქნება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც ვთქვი სხდომათა დარბაზში. იმპიჩმენტის პროცედურას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი. პირველი, დადგინდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეში, მრავალჯერადი, მძიმე დარღვევა, რასაც ექნება სერიოზული, პრევენციული შედეგი და მეორე, კიდევ ერთხელ ვნახეთ იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც ჩამოყალიბებულია სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის. რა თქმა უნდა, ეს ორივე შედეგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტის წევრთა უმრავლესობამ დღეს ოფიციალურად დაადასტურა, რომ სალომე ზურაბიშვილს აღარ მიიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად. შესაბამისად, დღეიდან შემდეგი ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად იქნება საქართველოს პრეზიდენტი. ის იქნება არა საქართველოს, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.

იცით, რომ სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია წინასწარ შეთანხმდნენ ე.წ. კარწინკაზე, როგორც მან უწოდა. რაღაც ძლიერი სურათი ერთად უნდა შეექმნათ. სინამდვილეში, ვერავითარი სურათი, ბუნებრივია, ამით ვერ შეიქმნა. ეს სურათი, რაც იხილა საზოგადოებამ სხდომათა დარბაზში, არის იმ ალიანსის ლუსტრაცია, რომელიც ჩამოყალიბებულია სალომე ზურაბიშვილსა და დანარჩენ რადიკალურ ოპოზიციას შორის. ეს იყო მიზეზი, რატომაც ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე სალომე ზურაბიშვილს უწოდებდნენ აგენტს, ჯაშუშს და ათას უბედურებას, დღეს მხარს უჭერენ მის მიერ თანამდებობის შენარჩუნებას, რატომ?! იმიტომ, რომ ისინი არიან ალიანსში ერთმანეთთან“, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. კენჭისყრაზე პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა. სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული იყო. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის, 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია გაიარა 90-მა დეპუტატმა.