Home Blog Page 2165

“პუტინი – ჩინეთში, ბაიდენი – ისრაელში: ჰორიზონტზეა ახალი გეოპოლიტიკური უთანხმოება“ – The New York Times

„ვლადიმერ პუტინი – ჩინეთში, ჯო ბაიდენი – ისრაელში: ჰორიზონტზეა ახალი გეოპოლიტიკური უთანხმოება“, – ასეთი სათაური აქვს აშშ-ის გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმსში“ (The New York Times) დაბეჭდილ სტატიას (ავტორი – სტივენ ერლანგერი), რომელშიც განხილულია უთანხმოება ერთი მხრივ, კოლექტიურ დასავლეთსა და მეორე მხრივ, მოსკოვ-პეკინს შორის. ვინ არის დამნაშავე ძალადობის ზრდაში და რა განსხვავებაა კრემლისა და თეთრი სახლის ხედვებში თანამედროვე გეოპოლიტიკური მოვლენების მიმართ?

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

იმ დროს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ისრაელში ჩაფრინდა, ებრაელებისთვის ვაშინგტონის მტკიცე მხარდაჭერის დასაფიქსირებლად, რუსეთის პრეზიდენტი პეკინს ეწვია და შეეცადა დემონსტრირება მოეხდინა თავისი პარტნიორის – ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის წინაშე, რომ მათი ურთიერთობა და მეგობრობა „უსაზღვროა“.

ეს ორი ერთმანეთთან კონტრასტული ვიზიტი მკაფიოდ გვაგებინებენ იმას, თუ რამდენად ძლიერ შეიცვალა გლობალური პოლიტიკური ლანდშაფტი უკრაინის ომის შედეგად და როგორ სრულად ვლინდება ეს ცვლილება ამჟამად ღაზას სექტორში მიმდინარე ომში.

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაწყებულმა ღია კონფლიქტმა და რეგიონში მიმდინარე კრიზისის გამწვავებამ (განსაკუთრებით ღაზაში მდებარე საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ, რომელმაც, სავარაუდოდ, 400-ზე მეტი ადამიანი შეიწირა) ხაზი გაუსვეს დასავლეთსა და რუსეთ-ჩინეთის მზარდ უთანხმოებას, რომლებიც ეხებიან არა მარტო იმას, თუ ვისი ბრალია ახლო აღმოსავლეთში ძალადობის გაფართოება, არამედ იმასაც, თუ როგორ სხვადასხვანაირად უყურებენ ერთი მხრივ, დასავლეთის დედაქალაქები და მეორე მხრივ, მოსკოვი და პეკინი მიმდინარე მოვლენებს, აგრეთვე იმასაც, თუ ვინ არის თამაშის წესების დამდგენი და შემსრულებელი.

რუსეთმა და ჩინეთმა უარი განაცხადეს „ჰამასის“ მოქმედების დაგმობაზე. ამის ნაცვლად მათ გააკრიტიკეს ისრაელის დამოკიდებულება პალესტინელების მიმართ – ბლოკადის გამოცხადება ღაზას სექტორისადმი, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეწყვეტა ანკლავისათვის და ა.შ. მოსკოვმა და პეკინმა ისრაელს საერთაშორისო შუამავლობისა და ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდეს ჯერ კიდევ მანამ, სანამ „ცახალი“ (ისრაელის არმია) ომის დაწყებას ოფიციალურად გამოაცხადებდა.

როგორც ჩანს, პალესტინელებს შორის მსხვერპლის მატების კვალობაზე, რუსეთი და ჩინეთი გააძლიერებენ თავიანთ მოწოდებებს გაეროს რეზოლუციის მიღებისათვის, ცეცხლის შეწყვეტის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი უარყოფს ღაზას საავადმყოფოს დაბომბვის ფაქტს, პალესტინელების მძაფრმა რეაქციამ (ღაზაში და მთელ მსოფლიოშიც), ჯო ბაიდენის ისრაელში ვიზიტი გააფერმკრთალა და უხერხული გახადა. შესაბამისად, ჩაიშალა აშშ-ის პრეზიდენტის გეგმები – შეხვედროდა არაბ ლიდერებს, მათ შორის პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელს მაჰმუდ აბასს. ჯო ბაიდენისთვის რთული იქნება პატიოსანი შუამავლის როლის შესრულება.

გარდა ამისა, ამერიკის ლიდერზე უფრო მეტი ზეწოლა განხორციელდება, რომ მან შეძლოს და დაარწმუნოს ისრაელი – ნება მისცეს ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სასიცოცხლო მნიშვნელობის საგნები მიაწოდონ ღაზის სექტორის არაბ მოსახლეობას, ასევ ჩართოს გათიშული ელექტროენერგია და წყალსადენი. ჯო ბაიდენი ასევე შეეცდება შეაკავოს „პოლიტიკურად მძიმედ დაჭრილი“ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომ მან გადაჭარბებული რეაგირება არ მოახდინოს არაბებზე შურისძიების მიზნით. ეს იმიტომ, რომ ისრაელის „არაადეკვატური მოქმედება“ ზიანს მიაყენებს აშშ-ის რეგიონულ ინტერესებს.

წყარო

“ჰამასი“ მზადაა, გაათავისუფლოს მძევლების ნაწილი, თუ ისრაელი დაუყოვნებლივ შეწყვეტს ცეცხლს” – BBC

„ჰამასი“ მზადაა, გაათავისუფლოს მძევლების ნაწილი, თუ ისრაელი დაუყოვნებლივ შეწყვეტს ცეცხლს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით BBC იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, ისრაელი ამ წინადადებას უარით პასუხობს.

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ყველა მძევალი მათ არ ჰყავთ და ზოგიერთი მათგანი სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებს ჰყავთ აყვანილი.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში მყოფ 203 მძევალს შორის 30-მდე ბავშვი და ახალგაზრდაა, 10-20 კი მოხუცი.

“მაუწყებლობის შესახებ კანონზე” ვეტოს დადება იქნებოდა ევროკავშირის დირექტივაზე ვეტოს დადება” – შალვა პაპუაშვილი

„მაუწყებლობის შესახებ კანონზე“ ვეტოს დადება იქნებოდა ევროკავშირის დირექტივაზე ვეტოს დადება, რაც წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა ევროკავშირის რეალობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„აბსოლუტურად მარტივ საკითხზეა საუბარი. სამწუხაროა, რომ რამდენიმე დღე მანიპულაცია მიდიოდა „მაუწყებლობის შესახებ კანონის“ თემასთან დაკავშირებით. შინაარსობრივად არაფერი იცვლება. რომ იყო საუბარი – სიძულვილის ენა, ტერორიზმი, უხამსობა, ეს ყველაფერი მანამდეც ეწერა კანონში. არაფერი იცვლება. ერთადერთი, რაც იცვლება და ევროკავშირის პირდაპირი მოთხოვნაა, რომ თვითრეგულაციის სისტემა არ შეესაბამება ევროკავშირის დირექტივას. ამის შესახებ ჩვენ გვქონდა კონსულტაცია, თუ როგორი უნდა იყოს ეს სისტემა. რამდენიმე ვარიანტი შევთავაზეთ ევროკავშირს და ვეუბნებოდით, რომ არანაირი შინაარსობრივი ინტერესი არ გაქვს, არის რამდენიმე ვარიანტი, მთავარია გვითხარით, რომელი ვარიანტი დააკმაყოფილებს დირექტივას. ევროკავშირმა რაც გვითხრა ზუსტად ის ვარიანტი მივიღეთ. სწორედ ეს არის ევროკავშირის დირექტივის მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა ამ კონკრეტულ საკითხებზე, ტერორიზმისკენ მოწოდებას, ბავშვთა უფლებებს, რომელიც ისედაც ამ ცვლილებამდეც იყო კომუნიკაციების კომისიის განხილვის ქვეშ. ვეტოსკენ მოწოდებას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ამაზე საუბრის დროს მოიკითხოს ყველამ ევროკავშირის მოსაზრება. არ მგონია გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დადება იქნებოდა ევროკავშირის დირექტივაზე ვეტოს დადება, რაც წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა ევროკავშირის რეალობაში“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

უფრო კონკრეტულად, თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) +25+27 გრადუსი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 ოქტომბერს +22, +24, 21-22 ოქტომბერს +26,+28 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 20 ოქტომბერს +19, +21; ხოლო 21-22 ოქტომბერს +23,+25 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 20 ოქტომბერს +16, +18, ხოლო 21-22 ოქტომბერს +20,+22 გრადუსი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 20 ოქტომბერს +19, +21; 21-22 ოქტომბერს კი +23, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 20 ოქტომბერს +17, +19; ხოლო 21-22 ოქტომბერს +22, +24 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 20 ოქტომბერს +15, +17; 21-22 ოქტომბერს კი +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 20 ოქტომბერს +10, +12; 21-22 ოქტომბერს კი +16, +18 გრადუსი“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღაზის სექტორში ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 4 137 ადამიანი დაიღუპა

ღაზის სექტორში მსხვერპლის რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ავიაიერიშების შედეგად 4 137 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 1 661 ბავშვია.

ღაზის სექტორში აცხადებენ, რომ ამ დრომდე ეძებენ 4 000-ზე მეტ ადამიანს, ხოლო ისრაელის საჰაერო დაბომბვის შედეგად, საერთო ჯამში, 13 260 ადამიანი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, ღაზის სექტორში ძირითადი საავადმყოფოები და 21 სამედიცინო ცენტრი აღარ ფუნქციონირებს.

“ფარცხალაძის თემა დახურულია ან მალე დაიხურება” – შალვა პაპუაშვილი

ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე – როგორც ჩანს, ფარცხალაძის მიმართ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კითხვები აღარ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ როგორც ფარცხალაძესთან, ისევე მოსამართლეებთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არსებობს და ერთადერთი კითხვა დარჩა, რა იყო აშშ-ის მიერ მიღებული ამ გადაწყვეტილების მოტივაცია.

შალვა პაპუაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის ახალი ელჩი გაერკვევა ამ საკითხში. მისივე თქმით, კარგი ნაბიჯი იქნებოდა თუ აშშ სავიზო შეზღუდვებს, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქეს დაუწესდა, მოხსნიდა.

„ზოგადი ადამიანური და სამართლებრივი წესია – ის, ვინც უყენებს ბრალს, მან უნდა ამტკიცოს. ეს არის ელემენტარული წესი, რომელიც ათასწლეულებია მოქმედებს ამ პლანეტაზე. სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესშია გამოძიება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმართა აშშ-ს, სამ სხვადასხვა უწყებას მიმართა სახელმწიფომ – პროკურატურამ იუსტიციის დეპარტამენტს, ასევე სხვა უწყებებზე მიმართვები იყო, მათ შორის სუს-ის. სამწუხაროდ, რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. პირიქით, აშშ-ის შესაბამისმა უწყებებმა იქით გაიკვირვეს, როგორც საჯაროდ ითქვა და იქით იკითხეს, შემთხვევით რაიმე ინფორმაცია ხომ არ აქვს საქართველოს. აქედან გამომდინარე ჩემი პირადი დასკვნაა, რომ ეს თემა, როგორც ჩანს, დახურულია ან დაიხურება მალე. ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძის მიმართ იქნა საჯაროდ გაჟღერებული ბრალდება, რომლის უკანაც, ჩანს, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ასევე, 7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები დაუწესდა და 7 თვის თავზეც არანაირი მტკიცებულება არ იქნა წარმოდგენილი. ეს მე მაფიქრებს და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელსაც და მან ისაუბრა ამაზე საჯაროდაც, რომ არც მოსამართლეების, არც ოთარ ფარცხალაძის შემთხვევაში მტკიცებულებები არ არსებობს,“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, რატომ მიეცა ფარცხალაძეს ქვეყნის დატოვების საშუალება და აღნიშნა, რომ ქვეყნის დატოვების საშუალება „კანვასის“ ტრენერებსაც მიეცათ, თუმცა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ „მათ ბრალი აქვთ წასაყენებელი“.

„ბრალი თუ არ არის წაყენებული, მას ვერ შეუზღუდავ გადაადგილებას. მათ შორის, „კანვასის“ შემთხვევაშიც, ტრენერებისთვის არავის შეუზღუდავს ქვეყნის დატოვება. შეიძლება აღმოჩნდეს შემდგომ, რომ ბრალი არის წასაყენებელი და მათ დატოვებული ჰქონდეთ ქვეყანა,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

“კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო” – შალვა პაპუაშვილი

გადაწყვეტილებას იღებს ევროპული საბჭო, ამიტომაც არის, რომ ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებთან, რათა პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოსთვის საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„გადაწყვეტილებას ასეც და ისეც იღებს ევროპული საბჭო, ამიტომაც არის, რომ ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებთან, რათა პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვოთ. თქვენ ნახეთ, რომ მაგალითად, ბულგარეთის პარლამენტმა სულ რამდენიმე დღის წინ რეზოლუცია მიიღო სწორედ ჩვენი კანდიდატობის სტატუსის მხარდამჭერი და ეს არის ჩვენი მუშაობის შედეგი და გესმით ასევე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. ჩვენთვის საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანია პოლიტიკური გადაწყვეტილება. რაც შეეხება რეკომენდაციების შესრულებას, ამ მხრივ ჩვენ ევროკომისიასთან გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა, პირდაპირი კომუნიკაცია. ამის შედეგი იყო მათ შორის, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილება, რომელიც იყო სრულად შეთანხმებული ევროკომისიასთან. ამის შედეგი არის ის მემორანდუმი, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ რეკომენდაციების შესრულების მხრივ და იცით, რომ მეათე რეკომენდაცია არის სწორედ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის გარკვეულ სისტემებში მოქცევა. შეფასებების კუთხით ძალიან პოზიტიური მოლოდინები გვაქვს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

თიბისის მხარდაჭერით ექსპო ჯორჯიაში მეწარმე ქალების პროდუქციის მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით და თიბისის მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ მეწარმე ქალების მასშტაბურ გამოფენა-გაყიდვას წელს უკვე მეორედ უმასპინძლებს. ღონისძიების გახსნას გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა და კერძო სექტორისა და ბიზნესგაერთიანებების წარმომადგენლები დაესწრებიან.

გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 21-22 ოქტომბერს გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მთელი საქართველოდან 160 მეწარმე ქალი მიიღებს. გამოფენის სტუმრებს ისინი საკუთარ ნაწარმს — საკვებსა და ღვინოებს, საჩუქრებსა და აქსესუარებს, თავის მოვლის საშუალებებს, ხელნაკეთ ნივთებსა და სათამაშოებს, ავეჯს, დეკორსა და სხვა ნივთებს წარუდგენენ. დამთვალიერებლებს კი მათი შეძენა ადგილზევე შეეძლებათ. საგამოფენო სივრცეში ცალკე კუთხე იქნება გამოყოფილი იმ ტექნოლოგიური სტარტაპებისთვისაც, რომლებიც ქალების მიერაა დაფუძნებული. გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყობა გასართობი და შემეცნებითი კუთხე ბავშვებისთვის, ასევე, საკვები და მუსიკალური სივრცეები, სადაც სტუმრების განწყობაზე დიჯეი გოგოები იზრუნებენ.

გამოფენა-გაყიდვის მიზანი საქართველოში ქალთა მეწარმეობის პოპულარიზაციაა. იგი ხელს შეუწყობს მეწარმე ქალების ბაზრებზე წვდომას, საინტერესო ბიზნესკავშირების დაყარებასა და ახალი პერსპექტიული პარტნიორობების დამყარებას.

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება. მისი მხარდამჭერები და ორგანიზატორები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), თიბისი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, „ექსპო ჯორჯია“, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა.

გამოფენა-გაყიდვა რეგიონული ექსპოს ნაწილია და ის საქართველოს პარალელურად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რამდენიმე ქვეყანაში — თურქეთში, მოლდოვაში, უკრაინაში, ბოსნიაში, ალბანეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში ტარდება. ღონისძიება პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების.

R

“სუს-ის ხელმძღვანელისთვის საინტერესო არ არის, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო რუსეთის ჯაშუში” – გიორგი ბოტკოველი

სუს-ის ხელმძღვანელისთვის საინტერესო არ არის, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო რუსეთის ჯაშუში – ფარცხალაძის თემის „გაპრავებას“ ემსახურებიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც ყოფილ მთავარ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე, სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

ბოტკოველის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ გამოძიება შედეგზე გავა, რადგან სუს-ი არა გამოძიებით, არამედ „გაპრავებით“ არის დაკავებული.

„მთავარი რამ, თქვა ფარცხალაძეზე არის ეს – „კარგით რა მოვრჩეთ ახლა, ეგ თემა აღარ არის საინტერესო“. სუს-ის ხელმძღვანელისთვის საინტერესო არ არის, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო რუსეთის ჯაშუში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან აღიარებული ჯაშუში. შემდეგ საუბრობდა იმაზე, რომ თურმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და მათ უწყებებთან პარტნიორობს. ეს ერთმანეთთან შეუსაბამოა. სუს-იც და ძალოვანი სტრუქტურებიც ემსახურებიან ფარცხალაძის თემის „გაპრავებას“. მტკიცებულებების მოპოვება არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის საკითხი, მაგრამ ორივე უწყება თავიდან ბოლომდე ფარცხალაძეზეა დამოკიდებული და როგორ შეიძლება მათ რაიმე გამოძიების შედეგი დააყენონ“,- განაცხადა ბოტკოველმა.

ინფორმაციისთვის, სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა გუშინ, მედიასთან განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მიიღეს. ლილუაშვილის თქმით, სუს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე.

ლილუაშვილის განცხადებით, თუ მტკიცებულებები არ იქნება, გამოძიება შედეგით ვერ დასრულდება. როგორც სუს- ის ხელმძღვანელმა განაცხადა, ოთარ ფარცხალაძემ ჩვენების მიცემის მეორე დღესვე დატოვა საქართველო. ამასთან, ფარცხალაძესთან დაკავშირებით დასმული რამდენიმე კითხვის შემდეგ, ლილუაშვილმა აღნიშნა – „იმდენი საფრთხეები და რისკებია, რა დროს ფარცხალაძეა“.

“ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს”

საქართველო და ჩინეთი, პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც მათ ურყევ და თანმიმდევრულ პოზიციას წარმოადგენს და გაჟღერებულია მრავალჯერ, მათ შორის, უმაღლეს დონეზე, – ამის შესახებ  საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ.

ილია დარჩიაშვილის თქმით, ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვს ქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.

„ორ ქვეყანას შორის დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორობის პირობებში, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის პრინციპი კიდევ უფრო მყარი ხდება, რაც, გარკვეულწილად, პოზიტიურად იმოქმედებს სხვა ქვეყნების პოზიციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარებასთან დაკავშირებით.

ჩინეთის სხვა სახელმწიფოებთან და კონკრეტულად, რუსეთთან ურთიერთობებს რაც შეეხება, მათი ხასიათისა და განვითარების მიმართულებების განმსაზღვრელი ჩვენ ვერ ვიქნებით. ერთი რამ არის ცხადი – ჩინეთის ხელისუფლებას არასდროს დაუყენებია ეჭვს ქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ისიც კარგად მოეხსენება, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის ფედერაციას დღემდე ოკუპირებული აქვს და, მშვიდობიანი, პოლიტიკური მეთოდების გამოყენებით ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სტაბილურ განვითარებაზე და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ზრუნვა. ამ მიზნების მისაღწევად პრაგმატულ, შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ვაწარმოებთ და ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ. კიდევ ერთხელ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არ ეწინააღმდეგება და არანაირად არ შეაფერხებს საქართველოს მთავარ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს – ევროპისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

“საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას, მთავრობა კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდა”

საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას, მთავრობა კონსტიტუციის შესაბამისად მოქმედებდა. მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელსაც პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ.

დარჩიაშვილის თქმით, ინფორმაცია პარლამენტს ყოველთვის მიეწოდება და დოკუმენტები, რომლებსაც პარლამენტის რატიფიცირება სჭირდება, შესაბამისად შედის პარლამენტში.

„მართალია, ჩემი დღევანდელი გამოსვლა კონკრეტულ საკითხს, კერძოდ, საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებს ეხება, მაგრამ ეს ურთიერთობები არსებული გეოპოლიტიკური სივრცის ერთიან ჭრილში უნდა დავინახოთ. ჩვენი პარტნიორების დამოკიდებულება ჩინეთთან მიმართებით და სწორედ ამ პრიზმიდან დანახული, შევეცდები ჩვენი პოზიციონირების გაზიარებას. დასაწყისში მინდა, გამოვეხმაურო მთავარ დასმულ კითხვას, რატომ არ გახდა საჭირო საქართველოს პარლამენტთან შეთანხმება აღნიშნულ საკითხზე და რატომ იზღუდება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს კონსტიტუციური ჩანაწერი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების განსაზღვრის შესახებ.

მოგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღებისას, მთავრობა მოქმედებდა კონსტიტუციის შესაბამისად, სადაც ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობა არის აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ერთობლივი განცხადება მიღებულია საქართველოს სწორედ კონსტიტუციის თანახმად მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი პარლამენტთან წინასწარი შეთანხმების იურიდიული ვალდებულება არ გამომდინარეობს არც კონსტიტუციიდან და არც რომელიმე სხვა ნორმატიული აქტიდან. კონსტიტუცია თავად განსაზღვრავს მთავრობის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულების ფორმებს, რაც არ მოიცავს მსგავსი ტიპის განცხადებების წინასწარ შეთანხმების ვალდებულებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთობლივ განცხადებაში განსაზღვრული ოთხი მიმართულება – პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობები და საერთაშორისო განზომილება სრულ თანხვედრაშია პარლამენტის მიერ 2020 წლის დეკემბერში დამტკიცებულ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ რეზოლუციასთან, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს შეუწყობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან საგარეო, ეკონომიკურ, სავაჭრო და ხალხთაშორის კავშირების გაღრმავებას.

ვისარგებლებ შემთხვევით და იმასაც მოგახსენებთ, რომ ბოლო წლებში გაფართოვდა ჩინეთთან სახელშეკრულებო ბაზა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ჩინეთის მხარესთან შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებების ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტს მოეწოდება შესაბამისი დადგენილი წესით. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ თქვენ მოახდინეთ დამატებით ისეთი ხელშეკრულებების და შეთანხმების რატიფიცირება, როგორიც არის საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მგზავრების და ტვირთების საერთაშორისო საავტომობილო ტრანსპორტირების შესახებ შეთანხმება. მეორე გახლავთ საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება. ამით იმის თქმა მინდა, რომ ინფორმაცია პარლამენტს ყოველთვის მოეწოდება შესაბამისად და ის დოკუმენტები, რომლებიც საჭიროებენ პარლამენტის რატიფიცირებას, შესაბამისად შემოდის პარლამენტში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

“სუს-ის ანგარიშში ჩანდა, რომ მოწოდების სიმაღლეზეა, გააგრძელოს საქართველოს ინტერესების მსახურება” – გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიციამ ვერცერთი კითხვა ვერ დასვა იმასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა როგორ მოახერხა, რომ გამოწვევებით სავსე მსოფლიოსა და რეგიონში არსებული ომების ფონზე, საქართველოში არის მშვიდობა და უსაფრთხოება, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად მუშაობს.

„უწყების ანგარიშში ჩანდა, რომ გამოწვევები ისევ რჩება და სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა, გააგრძელოს საქართველოს ინტერესების მსახურება და არა – რომელიმე პარტიის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.