Home Blog Page 2117

რა ვიდეოს აქვეყნებს დიმიტრი გვრიტიშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა „ფეისბუქზე“ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლის კახა წიქარიშვილის გამოსვლის ვიდეო გამოაქვეყნა. როგორც მოსამართლე წერს, ვიდეოში წიქარიშვილი ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემის საკანონმდებლო ბაზა გამართულია, თუმცა ვინაიდან მათ კონკრეტული მოსამართლეები არ მოსწონთ, ძალაუნებურად უწევთ ,,ახალი ველოსიპედის“ გამოგონება.

მისი თქმით, კახა წიქარიშვილის აღიარება ადასტურებს რეალურ მიზეზს, რის გამოც მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქცირების შესახებ გადაწყვეტილება.

„ამ სტატუსზე დართულ ვიდეორგოლში შეგიძლიათ იხილოთ ქართული არასამთავრობო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წარმომადგენლის და მართლმსაჯულების სისტემის მკვეთრი კრიტიკოსის (რომელიც უშუალოდ მართლმსაჯულების სისტემის მიმართულებით მუშაობს) – კახა წიქარიშვილის გამოსვლა და, რეალურად, თვითაღიარება საქართველოს პარლამენტში 2022 წლის 19 დეკემბერს, სადაც ის პრაქტიკულად ამბობს, რომ მართლმსაჯულების სისტემის საკანონმდებლო ბაზა გამართული და ,,სუპერია“ (პირდაპირი ციტირება), თუმცა ვინაიდან მათ კონკრეტული მოსამართლეები არ მოსწონთ, ძალაუნებურად უწევთ ,,ახალი ველოსიპედის“ გამოგონება (ესეც ციტირება) და პარადოქსულ ცვლილებებს ითხოვენ: ორმაგი 2/3-იან კვორუმს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სასამართლოს თავმჯდომარეების თანამდებობის გაუქმებას და ა.შ., რაც, მისივე აზრით, არ არის კარგი, თუმცა – სხვა გზა არ აქვთ და ამ მეთოდით მუშაობს მთელი არასამთავრობო სექტორი, ანუ – კონკრეტული პერსონების გამო მზად არიან და დიდი ძალისხმევით ცდილობენ, დააზიანონ მართლმსაჯულების საკანონმდებლო ბაზა და ის რეფორმები, რაც, ამავე აღიარებით, გამართული და სრულიად მისაღებია, თუმცა უწევთ უპრეცედენტო და უანალოგო ცვლილებების მოთხოვნა და შესაბამისად, კარგი და მართებული სისტემის მიზანმიმართული დაზიანება, კონკრეტულ მოსამართლეებთან ბრძოლის საბაბით“, – წერს მოსამართლე.

მისი თქმით, მოსამართლეების სანქცირების გადაწყვეტილებით მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება არის წლების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი კამპანიის შეჯამება.

„შეგახსენებთ, რომ კახა წიქარიშვილი, სწორედ აშშ-ის საელჩოს ინიციატივით, არასამთავრობო სექტორის ლიდერ სხვა, რამდენიმე ადამიანთან ერთად, შეახვედრეს საქართველოში ვიზიტად მყოფ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს – მაიკ პომპეოს 2020 წლის 18 ნოემბერს. აი, ეს აღიარება უდავოდ ადასტურებს რეალურ მიზეზს, რის გამო მიიღო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩემი კოლეგების სანქცირების შესახებ უპრეცედენტო გადაწყვეტილება, რომელიც ემყარება მათი კორუფციაში ჩართულობის შესახებ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ, უმძიმეს ბრალდებას. შირმაა ის, რომ ამ გადაწყვეტილებით აშშ ,,ქართველი ხალხის გვერდით დგას“. მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება არის წლების განმავლობაში სასამართლოს წინააღმდეგ მიზანმიმართული, ცილისმწამებლური და მადისკრედიტირებელი კამპანიის შეჯამება, რომელიც ნამდვილად არ არის ქართველი ხალხის დაკვეთა და არც დემოკრატიის განვითარებას ემსახურება საქართველოში“, – წერს გვრიტიშვილი.

 

 

 

https://www.facebook.com/d.gvritishvili/videos/755160289351837/?t=0

“მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრას სათქმელი”- სალომე ზურაბიშვილი

არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, იმის მიუხედავად, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ოთხი პირის სავიზო შეზღუდვებს, გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი.

ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ.

„დღეს არ მიხარია და განვიცდი კიდეც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილებას. დღეს შევხვდი აშშ-ის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს და მასაც გავუზიარე ჩემი განცდები. არ მიხარია და ვერ გამიხარდებოდა საქართველოს გამოცხადება სანქცირებული პირების მქონე ქვეყნების სიაში, რამეთუ ჩემთვის ყველაზე გასაფრთხილებელი სწორედ ქვეყნის რეპუტაციაა. ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ოთხ პირს და ამ ოთხი პირის სავიზო შეზღუდვებს, როგორც აზუსტებს თვით ელჩი, განცხადება თან ხაზს უსვამს საქართველოს მხარდაჭერას, ამის მიუხედავად გარკვეულწილად ზიანდება ქვეყნის იმიჯი. საქართველომ და ქართველმა ხალხმა კარგად იცის ამ ადამიანების პასუხისმგებლობა მანკიერი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაში. ჩვენ ყველამ ვიცით და გვესმის, რა უნდა გაკეთებულიყო ამ სასამართლო სისტემის გაჯანსაღებისთვის. ჩვენმა საზოგადოებამ ისიც კარგად იცის, რა არ გაკეთდა და რატომ არ გაკეთდა. ამიტომაც სრულად ვაცნობიერებთ, ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ სასამართლო რეფორმის აუცილებლობას. ასევე ვაცნობიერებთ სასამართლო დამოუკიდებლობის გამყარებისა და სისტემაში პროფესიონალი, მიუკერძოებელი კადრების საჭიროებას. ევროკომისიის 12 რეკომენდაციაც ამას ემსახურება და სხვა არაფერს.

ვწუხვარ, რომ ქვეყანა გადაწყვეტილებით იწერება სხვა სანქცირებული ქვეყნების სიაში. ეს მაშინ, როცა საქართველო ევროპელი პარტნიორებისგან უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ელოდება. ვშიშობ, აშშ-ის გადაწყვეტილება ევროპაში აღქმული არ იყოს, როგორც ნეგატიური სიგნალი. ამიტომ, არც ნიშნის მოგების და გახარების დროა. არც თავის მართლების. ჩვენზეა ქვეყნის იმიჯის გამოსწორება. თუ არ გვინდა, რომ ოთხ ადამიანს გადავაყოლოთ ქვეყნის მომავალი, საჭიროა ქმედითი ნაბიჯი. იქნება ეს სრული გამოძიება თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის გადახედვა, ან არამოსამართლე წევრების დროული შერჩევა. რაც მეტი ქმედითი ნაბიჯი იქნება გადადგმული სასამართლო რეფორმის კუთხით, რასაც ყველა ჩვენი ერთგული პარტნიორი აკვირდება და ელოდება, მით უფრო სწრაფად აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას, მის მიმართ ნდობას. ქვეყანა ნამდვილად ამას არ იმსახურებდა და არ იმსახურებს, რომ ეს საკითხი პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზიც გახდეს. არც შიდა ძალებს შორის და არც ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან ურთიერთობაში. მეგობარმა ქვეყანამ შესაძლოა, დაუნდობლად გვითხრას სათქმელი, მაგრამ კი ნუ გავიბუტებით, ნუ გავბრაზდებით, ნურც გვიხარია, არამედ გავაანალიზოთ, რა, რატომ მოხდა და რა არის გამოსასწორებელი. ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ სხვა შეფასებასაც ვიმსახურებთ, მიზანსაც მივაღწევთ და ძალიან გაგვიხარდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

“მოსამართლეებს მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულად ვერ მოვახსენიებინებთ”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აშშ-ის მხრიდან თუ არ იქნება მტკიცებულებები, რის საფუძველზეც მოხდა მოსამართლეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესება, მაშინ ის უნდა გაუქმდეს.

მისივე თქმით, ქართველ მოსამართლეები მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულად არ უნდა მოიხსენიონ.

„მტკიცებულებები თუ არ არსებობს, მაშინ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შემზღუდველი ზომა იქნება გაუქმებული. ყველა გადაწყვეტილებას სჭირდება მტკიცებულება. წარმოდგენილი უნდა იქნას მტკიცებულებები ან თუ არ არსებობს და არ არის საკმარისი, მაშინ გაუქმდეს ეს შეზღუდვები. საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენს ქართველ მოსამართლეებს მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულად ვერ მოვახსენიებინებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, რა ტიპის წესებს შემოიღებს” -კელი დეგნანი

პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, თუ რა ტიპის წესებს შემოიღებს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ტელეკომპანია „მთავარისა“ და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებისთვის პარლამენტში აკრედიტაციის დროებით შეჩერების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ ძლიერი და დამოუკიდებელი მედიის აქტიური დამცველია.

„აშშ ასევე ძლიერი მხარდამჭერია პროფესიონალური და ეთიკური მედიის. სწორედ ეს ბალანსი იძლევა საშუალებას, რომ მოსახლეობამ მიიღოს მნიშვნელოვანი და სანდო ინფორმაცია. პარლამენტის თავმჯდომარის პრეროგატივაა, რა ტიპის წესებს შემოიღებს. როგორც ვიცი, ჩვენ საკანონმდებლო ორგანოშიც არსებობს აკრედიტაციის მოთხოვნა, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, როგორ განხორციელდება ეს წესი და განხორციელდება თუ არა სამართლიანად და მიუკერძოებლად“, – განაცხადა ელჩმა.

თიბისიში ინფრასტრუქტურის მიმართულება განვითარების ახალ ეტაპზე გადადის

თიბისის ტექ-გუნდისთვის DevOps პროცესებზე მორგებული ვორქშოპი ჩატარდა, რომლის მიზანიც ინფრასტრუქტურის მიმართულებით განვითარების ახალი ეტაპის დაწყებაა. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მუდამ ორიენტირებულია თანამედროვე სამყაროს გამოწვევების ათვისებასა და ტექნოლოგიურ პროგრესზეეს გზა კომპანიას საშუალებას აძლევს, შეასრულოს თავისი მისია და მუდმივად განვითარდეს.

ვორქშოპის მთავარ თემას წარმოადგენდა DevOps პრაქტიკების ტექნიკური მხარე, კერძოდ, GitOps-ი და მისი პრინციპებით მუშაობა. გუნდის წევრებმა ერთმანეთს თავიანთი ცოდნა და შეხედულებები გაუზიარეს და იმსჯელეს, როგორ უნდა მართონ არსებული Low Level Environment. თემა მოიცავდა ორ ნაწილს: Vanilla Kubernetes-ის გამართვასა და Legacy სერვისებისა და აპლიკაციების ავტომატიზაციას.

კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ პროცესებს თავად კომპანიის თანამშრომლები მართავენ. თიბისი აქტიურად ზრუნავს ამ ადამიანებისათვის ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც სრულად შეძლებენ თავიანთი პოტენციალის რეალიზებას, მოახდენენ სწორ კომუნიკაციას გუნდის წევრებთან და ერთად იმსჯელებენ გამოწვევებზე. ამ მიზნით, ინფრასტრუქტურის გუნდისთვის აქტუალური ტექ-საკითხების ირგვლივ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

„ვორკშოპის პირველ ნაწილზე გავმართეთ Kubernetes-ის კლასტერი და ჩვენთვის საჭირო კომპონენტები GitOps მეთოდოლოგიით, Ansible-ისა და GitlabCI-ის გამოყენებით. შემდგომ K8S-ში ArgoCD-ით გავსტარტეთ: AWX Operator, Grafana/Prometheus მონიტორინგის სტეკი.” ალექსანდრე კვაიჭაძე, თიბისის DevOps არქიტექტორი.

R

 

“მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს”- კახა კალაძე

ადამიანი, რომელსაც ევროპაში მქონდა უზრუნველი ცხოვრება, ქვეყნის ინტერესების გამო, პოლიტიკაში მოვედი, ასე რომ, მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რამაც თავის დროზე პოლიტიკაში მოიყვანა, საქართველოს ინტერესების დაცვა იყო და დღესაც მხოლოდ ამ პრინციპით ხელმძღვანელობს.

„ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაღაც სანქციებით შემაშინებს, ძალიან ცდება. 2011 წელს, როდესაც პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, ეს ნაკარნახევი იყო ქვეყნის მდგომარეობით. თორემ მე რა მინდოდა პოლიტიკაში. მქონდა უზრუნველი ცხოვრება, ვცხოვრობდი ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე ჩემი ქვეყნისა და სამშობლოს სიყვარულის გამო, იმ ვითარების გამო, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ეს ნაბიჯი გადავდგი და არ ვნანობ. მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. დღესაც მე ვემსახურები ჩემს სამშობლოს და ჩემს ხალხს“, – აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე: „მოსალოდნელი სანქციების გამო, რაზეც ისმის განცხადებები პოლიტიკურ სპექტრში, ხომ არ გეგმავთ თანხების გამოტანას სხვადასხვა ქვეყნის ბანკებიდან“, კალაძემ განაცხადა:

„თქვენ ნუ ინერვიულებთ ჩემს თანხებზე. სანერვიულო ისედაც ბევრი გაქვთ და ვხედავთ, რა მდგომარეობაშიც იმყოფებით, ჩემზე ნუ ინერვიულებთ. სამწუხაროდ, ქვეყანაში არიან ადამიანები, რომლებიც სხვისი ქვეყნის ინტერესებს ემსახურებიან. სამარცხვინოა, როდესაც ფულს გიხდიან და სხვისი ქვეყნის ინტერესებს ატარებ. მე სანქციებით ვერავინ შემაშინებს. ნუ ინერვიულებთ ჩემს თანხებზე, ჩემს ბიზნესზე. ჩემს თავს როგორმე მივხედავ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

” სააკაშვილის ადვოკატებმა იციან, სტრასბურგის სასამართლოს თუ მიმართავენ, ეს იქნება კიდევ ერთი მარცხი”- კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა იციან, სტრასბურგის სასამართლოს თუ მიმართავენ, ეს მათთვის კიდევ ერთი მარცხი იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვაზე, სააკაშვილის ადვოკატებმა რატომ შეიცვალეს გადაწყვეტილება და სტრასბურგის ნაცვლად, ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს რატომ მიმართავენ, კახა კალაძე პასუხობს, რომ მათ ერთხელ უკვე მიიღეს სტრასბურგიდან მითითებები პატიმრის შიმშილობასთან დაკავშირებით.

„ეს ძალიან მარტივია. ალბათ, ყველას გახსოვთ, თავიდან როდესაც მიხეილ სააკაშვილი ახალი დაკავებული იყო და „შიმშილობის კამპანია” ახალი დაწყებული ჰქონდა, რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და რა მითითებები მისცა მას. შესაბამისად, მისმა ადვოკატებმა ძალიან კარგად იციან, რომ აღნიშნული საქმის გაგზავნა  სტრასბურგში, იქნება კიდევ ერთი მარცხი მათთვის და შესაბამისად, ამას თავს არიდებენ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

“ამის გაკეთება ჯერ კატეგორიულად არ შეიძლებოდა” -დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას დედა, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს.
„12 წლის ანის დედა გწერთ ჩემი შვილის მკვლელობის ადგილის გაკაფვა-გაჩეხვის ფაქტის შესახებ. მქონდა კომუნიკაცია შემდგომში იმ ადგილზე რომ არ მომხდარიყო კვლავ უბედური შემთხვევა და ვითხოვე განათება და მოწესრიგება.
ოღონდ….
ჯერ არ არის დასრულებული გამოძიება და ექსპერტიზის პასუხები მოსული. ამიტომ ამ ადგილზე კვლავ ხდებოდა დაკვირვებები და ა.შ. გამგეობამ როგორც ამიხსნა მიმართა საგამოძიებო უწყებებს და მათი ნებართვით მოხდა რაც მოხდა.
მე დღეს მოვითხოვე პასუხი ამ ნებართვის გაცემის შესახებ. ვარ მოლოდინის რეჟიმში. ამის გაკეთება ჯერ კატეგორიულად არ შეიძლებოდა“, – წერს გარდაცვლილი გოგონას დედა ნატო ხუტაშვილი

“პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცა არევა უნდათ” – მეუფე იაკობი

 

“თურმე საქართველოში იმ სასამართლოსთან შედარებით, რაც იყო, დიდი განსხვავებაა. ქართველი ხალხის სახელით გამოდიან,” -ასე ეხმაურება მეუფე იაკობი, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირების ფაქტი

„მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ რა ხდება ახლა – პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცა არევა უნდათ. თურმე საქართველოში იმ სასამართლოსთან შედარებით, რაც იყო, დიდი განსხვავებაა. ქართველი ხალხის სახელით გამოდიან. მე ამერიკელებთან ყოველთვის საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა. დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს და მინდა, რომ ჩემს სახელმწიფოსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. ჩვენ არ ვართ ის ერი, ვიღაცის დაპყრობა მოვინდომოთ, მაგრამ ის ერიც არ ვართ ერთის მონობიდან მეორის მონად ვიქცეთ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ ვერც რუსმა, ვერც ევროპელმა, ვერც ამერიკელმა, ვერც ჩინელმა, ვერც თურქმა, ვერც ირანელმა და ვერც სხვამ იბატონოს ჩვენზე. არ მჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც ვიღაცის მონა-მორჩილი იქნება, დაუტკაცუნებენ თითს და ისე მოიქცევა. აბა, ამერიკას გაუბედე და მასე გაუკეთე.

ძალიან ცუდი მიმართვები გვაქვს – ჩვენ ევროპასთან, ევროპას ჩვენთან, ჩვენ ამერიკასთან, ამერიკას ჩვენთან და საბოლოოდ რა მივიღეთ? რაღაც კინკლაობაში გადავიდა, რა. და ვინ გაიხარებს ამით? – გინდა არ გინდა, ეს უცხოეთი რუსის საქმეს აკეთებს, ამის შემდეგ, რაც არ უნდა თქვან ახლა“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხს „რევოლუციისთვის იყენებენ“.

„ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა ჩვენ, რა. იყენებ ამას. რა თქმა უნდა, ქართველ კაცს უნდა წესიერი და კარგი ცხოვრება. არ მიგიღებენ და პრობლემას გიქმნიან – რუსული მთავრობა, რუსული ეს, თვითონ რუსები, რა. კომუნისტური მოლდოვა, კორუფციაში ჩამხრჩვალი უკრაინა მიიღეს, თუმცა უკრაინა ომის მდგომარეობაშია. მიიღონ არავისი გვშურს, მაგრამ ჩემთან რევოლუციურ სცენარს რატომ მიწერ თუ არ მინდა?!“, – განაცხადა მეუფემ.

როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, ამერიკულმა და ქართულმა მხარემ ერთმანეთთან უნდა მოილაპარაკონ და წყენები დაივიწყონ.

„მე ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისია. ამერიკელებმა და ჩვენებმა დროზე დაილაპარაკონ, რაც იყო იყო. ის წყენები უნდა დაივიწყო, იმიტომ, რომ წინ უფრო დიდი რაღაცებია. ერთი რამე იცოდნენ, საქართველოს არავისთან უნდა ცუდი ურთიერთობა. თუ დახმარება უნდათ, არა თუ კანდიდატად უნდა მიგიღონ, არამედ მიგიღონ ევროკავშირში, რა. პოლარიზება ხომ დამთავრდება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო ყველიან საჭმელებს შორის დასახელდა

კულინარიული გზამკვლევი TasteAtlas ხაჭაპურს ყველისგან მომზადებულ 50 კერძს შორის ასახელებს. გზამკვლევის რეიტინგში ხაჭაპური მე-7 პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ 50 კერძს შორისაა აჭარული, მეგრული, სვანური, გურული და იმერული ხაჭაპური. გზამკვლევში აღწერილია თუ რა ინგრედიენტებისგან მზადდება ხაჭაპური.

TasteAtlas-ის რეიტინგი გურმანთა შეფასების მიხედვით არის შედგენილი.  TasteAtlas-ის პლატფორმაზე 10 ათასზე მეტი ტრადიციული კერძი და სასმელია წარმოდგენილი.

“გადადექი, წადი სოფელში და მეურნეობას მიხედე”- დარჩიაშვილის რჩევა მურუსიძეს

✍️ “რჩევა მურუსიძეს: განა არ მეცოდები, მეცოდები. მთელი ცხოვრება ნახევარგამტარი იყავი შენს უფროსებსა და ქვემდგომებს შორის.

არაფერი იყო პირადული, უბრალოდ, კარგი ცხოვრება გიყვარდა და გიყვარს. dolche vita. ამიტომ, ახლა გადადექი, წადი სოფელში და მეურნეობას მიხედე. თუ წერა იცი, მემუარები დაწერე, ოღონდ გულახდილი, რომ მერე ისტორიკოსებმა გამოიყენონ. ქართველი ხალხი კი კეთილია – შეგინდობს შენც და იქნებ ათ წელიწადში რომელიმე თოქ შოუშიც გიხილოთ. მოკლედ, ნუ გაჯიუტდები ახლა – ასე აჯობებს,” – წერს სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი.

თიბისისთან პარტნიორობით „ვოკ’ენ’როლი“ ბათუმში მეორე ფილიალს ხსნის

ახლა უკვე ყველა ბათუმელისთვის საყვარელი  „ვოკ’ენ’როლის“  აზიური სამზარეულო ქალაქში პირველად 2020 წელს გამოჩნდა. როგორც მისი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ზურა ქამაშიძე გვიყვება, დამწყები ბიზნესისთვის პანდემია ურთულესი გამოწვევა აღმოჩნდა, თუმცა გუნდმა ყველაფერი გააკეთე ბიზნესის გადასარჩენად, ბათუმის „ვოკ’ენ’როლი“ აამუშავა და თიბისის მხარდაჭერით ფილიალი თბილისშიც გახსნა.

„ბათუმში „ვოკ’ენ’როლამდე“ მსგავსი კვების ობიექტი არ არსებობდა. არადა, აზიური სამზარეულო ყველგან ძალიან მოთხოვნადია. პანდემიის სირთულეების დაძლევის შემდეგ ჩვენი კერძები ძალიან მალე გახდა პოპულარული. მომხმარებელთა რაოდენობის სწრაფი მატების შემდეგ, გადავწყვიტეთ თბილისშიც გავხსნილიყავით.

თბილისის ფილიალის გახსნისთვის და საჭირო ინვენტარის შესაძენად თიბისის მივმართეთ. თიბისი გვენდო და ვფიქრობ, ჩვენ მისი ნდობა მალევე გავამართლეთ. როგორც მოსალოდნელი იყო, „ვოკ’ენ’როლის“  კერძებმა დედაქალაქშიც სწრაფად გაითქვეს სახელი და დღეს უკვე სერიოზულად ვფიქრობთ გაფართოებაზე.

რაც სხვა აზიური საკვები ობიექტებისგან განგვასხვავებს, ვფიქრობ, ჩვენი კერძების ხარისხია. მაგალითად, ატრიას ჩვენი შეფ-მზარეულები თავად ამზადებენ. ადგილზე მზადდება ჩვენი ტკბილ-ცხარე, ცხარე თუ ტკბილ-მჟავე სოუსებიც. რეცეპტები, რომლის ბაზაზეც ვმუშაობთ, ცნობილი მზარეულებისგან ვიყიდეთ. მას შემდეგ ვციდლობთ, გემოების თამაშითა და სიახლეების ძიებით ჩვენი სამზარეულო კიდევ უფრო დავხვეწოთ და გავამრავალფეროვნოთ.

განსაკუთრებით მოთხოვნადია „ვოკ’ენ’როლის“ საფირმო ნუდლსი, იგივე ატრია. ატრია ბოსტნეულით, ხორცით, კრევეტებით, ზღვის კოქტეილით. მუდმივი მომხმარებელი ჰყავს, ასევე, ჩვენს სუშის, როლებსა და ბრინჯიან კერძებსაც.

ჩვენი მომხმარებელი, ძირითადად, ახალგაზრდები და დასაქმებული ადამიანები არიან. ლანჩის დროს განსაკუთრებული დატვირთვით ვმუშაობთ, რადგან სამსახურიდან გამოსული ადამიანები საგანგებოდ მოდიან ჩვენი კერძების საჭმელად. ვმუშაობთ შეკვეთებზეც.

ამჟამად ბათუმში 7, თბილისის ფილიალში კი 8 ადამიანია დასაქმებული. თუმცა, თიბისის მხარდაჭერით უკვე ვგეგმავთ ბათუმში კიდევ ერთი ობიექტის დამატებას.  ახლო მომავალში კი სწრაფი კვების ობიექტიდან რესტორნად გადაკეთებასაც ვფიქრობთ.

დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვაფასებ, ვხვდები, რომ ადამიანი არასდროს არ უნდა შეეგუოს სორთულეებს, ბოლომდე იბრძოლოს, ბევრი იშრომოს და აუცილებლად მიაღწევს მიზანს.“