Home Blog Page 2100

“ბიუჯეტში გათვალისწინებულია 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას” – პრემიერი

ბიუჯეტში გათვალისწინებულია125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის მეორე ვარიანტი პარლამენტს დღეს გადაეგზავნება.

„ელექტრონული არჩევნების საკითხს მინდა შევეხო. დამატებით 25 მლნ ლარს გამოვუყოფთ საარჩევნო კომისიას და ჯამში, ბიუჯეტში გათვალისწინებული არის 125 მილიონი ლარი, რომელიც მოხმარდება ელექტრონული არჩევნების ჩატარებას. აი, ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტში. ჩვენ ახლა პარლამენტს დღეს გადავუგზავნით ამ მეორე ვარიანტს, გვექნება კიდევ დამატებით 1 თვე, ვიმუშავებთ ჩვენს გუნდთან ერთად, პარლამენტთან ერთად ვიმუშავებთ აქტიურად, კიდევ დავაზუსტებთ, დავხვეწთ ბიუჯეტს და ვფიქრობ, 2024 წელს გვექნება ძალიან ძლიერი, გამართული ბიუჯეტი, რომელიც ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხებს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

“მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ, უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს”

ჩვენ მოვიცავით თითქმის ყველა ჯგუფი, გაიზრდება 9 აპრილის მონაწილეთა, პოლიტრეპრესირებულთა ოჯახის წევრების ყოველთვიური საყოფაცხოვრებო სუფსიდია და ეს ჯამურად საკმაოდ დიდი თანხებია, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, საკმაოდ მცირე თანხები იყო და ესეც ზოგჯერ გავაოთხმაგეთ და გავახუთმაგეთ რიგ შემთხვევაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო წელს დაიწყება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველყოფილნი იქნებიან უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახები.

„ასევე მომდევნო წელს ჩვენ დავიწყებთ ახალ პროგრამას, რომლის ფარგლებშიც ეტაპობრივად, საცხოვრებლით უზრუნველვყოფთ, უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახებს. ჩემი დავალებით, ჩვენ შევისწავლეთ რეგიონში არსებული სიტუაცია, სამი შვილი და მეტი ვისაც ჰყავს, უსახლკარო ან გაუსაძლის პირობებში, ასე ვთქვათ, მაცხოვრებლებს, შევაფასეთ მათი მდგომარეობა და ასეთი არის დაახლოებით 1000-ამდე ოჯახი, ვისაც 3 შვილი და მეტი ჰყავს და არიან გაჭირვებულები და სოციალურად დაუცველები. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 1000- ამდე ასეთი ოჯახს ჩვენ შევუძენთ ბინებს და იცხოვრებენ ღირსეულ საცხოვრებელ პირობებში. ეს იქნება ორ წლიანი პროგრამა მაქსიმუმ. ჩვენ გაისად დავიწყებთ ამ პროგრამას და აქაც დაახლოებით 50 მილიონი ლარი ჯამურად დაიხარჯება, 25 მილიონი ლარი დაიხარჯება 2024 წელს და შემდეგ მეორე 25 მილიონი ლარი 2025 წელს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ ასეთ ყურადღებას და მთავრობისგან არცერთი არ უნდა იყვნენ მიტოვებული”, – განაცხადა პრემიერმა.

სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მასთან ერთად ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ესწრება პატიმარი სააკაშვილი.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. კერძოდ კი, 7 ნოემბრის დარბევის ამსახველ ვიდეოკადრებს.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

“ბოლო სამ წელიწადში, 30%-ით გაეზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის, პოლიციელებს და ჯარისკაცებს 45-50%-ით” – პრემიერი

2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი. 27 მილიარდ 800 მილიონ ლარში გათვალისწინებული იყო დაფინანსების ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის, პენსიების ზრდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მტავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, საჯარო მოხელეებს ყველას გაეზრდება ხელფასი 2024 წელსაც და ბიუჯეტში 10%-იანი ზრდა არის ჩადებული.

„ზემოაღნიშნული პარამეტრები ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტშიც არ იცვლება. ამ პარამეტრებიდან გამომდინარე, ჩვენ 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი თავდაპირველად 27 მილიარდ 800 მილიონ ლარზე იყო გათვლილი. 27 მილიარდ 800 მილიონ ლარში გათვალისწინებული იყო დაფინანსების ზრდა თითქმის ყველა მიმართულებით, მათ შორის, პენსიების ზრდა. შეგახსენებთ, რომ პენსიები გაიზარდა მაღალმთიან რეგიონში, 70-წელს ზემოთ პენსია უკვე 500 ლარამდე იქნება. თითქმის 400 ლარამდე იქნება 70 წელზე ქვემოთ პენსია. ასევე საჯარო მოხელეებს ყველას გაეზრდება ხელფასი 2024 წელსაც. 10%-იანი ზრდა არის ჩადებული და მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო სამ წელიწადში, 30%-ით გაეზარდა ხელფასი ყველა საჯარო მოხელეს, მათ შორის, პოლიციელებს და ჯარისკაცებს 45-50%-ით. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ 400 მილიონი ლარზე მეტით გაიზრდება განათლების დაფინანსება მომავალ წელს”, – განაცხადა პრემიერმა.

თიბისი კონცეპტი და „ადრენალინი” წარმოგიდგენთ ფილმის “Abstract” პრემიერას

თიბისი კონცეპტი და სპორტული აღჭურვილობის მაღაზია „ადრენალინი”, 8 ნოემბერს 19:00 საათზე, გიწვევთ ფილმის “Abstract” პრემიერასა და  საქართველოში პირველად “Faction Ski”-ს კოლექციის წარდგენაზე.

ღონისძიებას თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე მასპინძლობს.

ფილმის ჩვენების დასრულების შემდეგ, სტუმრებს შეხვდებიან გამოცდილი ფრირაიდერი და “Heliski Georgia”-ს დამფუძნებელი ივა წიკლაური და მთამსვლელი და ოპერატორი ნიკა ლებანიძე.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 15%-იანი ფასდაკლება დახვდებათ Faction Ski-ის ბრენდის კოლექციაზე სპორტულ მაღაზია „ადრენალინში”.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ – ჩვენება შედგება ინგლისურ ენაზე.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია! დასასწრებად, გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge -ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ დასწრებას*.

ფილმის და ღონისძიების მხარდამჭერები: Gorillas’ Production, Red Bull.

მისამართი: თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცეში,  კ. მარჯანიშვილის #7.

R

„რეგიონისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველომ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა და ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა” – ვახტანგ ცინცაძე

„ოქტომბრის თვეში ინფლაციამ 0.8% შეადგინა და ფაქტობრივად, ამ წლის აპრილიდან მოყოლებული, ინფლაცია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მიზნობრივ ნიშნულს ქვევით ნარჩუნდება. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველომ, რეგიონის და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ სწრაფად მოახერხა ინფლაციისა და ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა, რაც განპირობებულია საქართველოს მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკით და იმ კოორდინაციით, რომელიც ეროვნულ ბანკთან გვაქვს” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა, რომელმაც „საქსტატის” მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფლაციის მაჩვენებლები შეაფასა.

მისი თქმით, ოქტომბრის თვეში სამომხმარებლო კალათაში ფასების შემცირება დაფიქსირდა ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებზე, როგორიც არის სურსათი და მედიკამენტები.

„ჩვენი მოლოდინია, რომ ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივ მაჩვენებელზე ქვემოთ დარჩება, ხოლო 2024 წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებლებთან იქნება მიახლოებული” – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

“მზად ვართ მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, მაგრამ არავის არ მივცემთ შესაძლებლობას, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი ხალხი და ქვეყანა გამოყენებული იქნეს საზარბაზნე ხორცად “

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ  მედიასთან  საუბრისას უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც  ეხებოდა კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსის შეფასებას სტატუსის საკითხზე  ხალხისა და მთავრობის გამიჯვნასთან დაკავშირებით.

თბილისის მერის განცხადებით, მსგავსი  მესიჯები სტატუსის თემაზე  პოლიტიკური მოტივებით არის დატვირთული და მიზნად ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ისახავს. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის პარტნიორობისთვის, თუმცა მეგობრობა უნდა იყოს არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი.

„როდესაც გადაწყვეტილება მიიღეს სტატუსის არმოცემასთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტება ვერაფერი მოძებნეს, არ იცოდნენ, რა უნდა ეთქვათ. ეს იყო ჩვეულებრივი პოლიტიკური მოტივებით განპირობებული და ამ ყველაფრის უკან  იდგა ქვეყანაში გადატრიალების, ხელისუფლების დამხობის მიზანი. გამოვიდნენ, ხალხს უთხრეს, რომ იცით, თქვენ კარგი ხალხი ხართ, სტატუსს იმსახურებთ, მაგრამ აი, ხელისუფლება გყავთ ცუდი. ამით უნდოდათ ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია მოეწყოთ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ქართველი ხალხი გონიერია, ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და არავის მივცემთ შესაძლებლობას, ვინც არ უნდა იყოს, ჩვენი ხალხი და ქვეყანა გამოყენებული იქნეს საზარბაზნე ხორცად. ჩვენ მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, არ გვეშლება ეს, თუმცა ეს ყველაფერი უნდა იყოს ორმხრივი. ცალმხრივად ვერ იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მედიასთან  კახა კალაძემ ასევე ისაუბრა  კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ინტერესებთან შეუსაბამო საქმიანობაზე  და აღნიშნა, რომ მათი ნაწილის მიზანი  ქვეყანაში არეულობის შექმნაა. მისივე თქმით, ხელისუფლება მათ ამის საშუალებას არ მისცემს და  ძალისხმევას არ დაიშურებს ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის  დასაცავად.

„პოლიტიკური პარტიების დიდი ნაწილი პირდაპირ მტრობს ჩვენს სახელმწიფოს. მტრობს ჩვენი ქვეყნის მომავალს, ქართველ ხალხს. მესმის მათ ჰყავთ  პატრონები, აქვთ ინტერესები, რომელშიც საქართველო, რა თქმა უნდა, არ შედის. ისინი არც საქართველოს ეკუთვნიან, არც თავიანთ თავს. მათ აქვთ კონკრეტული დავალება, როგორც აგენტურას. ამიტომ, არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა,  რომ ქვეყანაში რაიმე არეულობა მოაწყოს და დაძაბულობა შემოიტანოს. ჩვენ დღეს გვჭირდება მშვიდობა, ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რეგიონში, ახლო აღმოსავლეთში. დღეს, ისე, როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდის შენარჩუნება და ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ვისაც ამის გაკეთება შეუძლია, არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ

2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების მქონდე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ,- აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ასეთი პენსიონერების რაოდენობა დაახლოებით 400 ათასია.

„ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება გაიზარდა. მომდევნო წელს პენსიონერებს, რომლებიც დამოკიდებულებები არიან ქრონიკულ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში მედიკამენტები უფასოდ ექნებათ. ეს არის დაახლოებით 400 ათასი პენსიონერი. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეღავათია. გარდა იმისა, რომ ჩვენ პენსიონერებს ხელფასები გავუზარდეთ და პენსიამ 500-ს ლარამდე უკვე აიწია – 2012 წელს 110 ლარი იყო და ახლა, 500 ლარამდე გახდა. 2024 წელს ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერები მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ.

რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც ბატონ ზურას [აზარაშვილი] აქვს დაგეგმილი, ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც დაიწყება, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული.

მედიკამენტებზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მიერ გატარებული ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდები ჯამურად, 300-იდან 400 მილიონ ლარამდე დაეზოგება. 2024 წელს ასეთი პროგნოზი გვაქვს, რაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. მედიკამენტები გაიაფდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სამინისტრომ. რა თქმა უნდა, ამ პროცესს ჩვენ კიდევ უფრო გავაკონტროლებთ და გავაუმჯობესებთ“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

2024 წლიდან ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევებიც დაფინანსდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან ჯანდაცვის ბიუჯეტისთვის დამატებით გამოყოფილი თანხები ახალ ინიციატივებსა და პროექტებზე გადანაწილდება.

პრემიერის თქმით, დაფინანსდება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევებიც. მისივე განცხადებით, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები 2024 წელს სამკურნალო მედიკამენტებს უფასოდ მიიღებენ და ეს ტენდენცია შენარჩუნდება.

„ჯანდაცვის სამინისტროს დამატებით გამოვუყოფთ 65 მილიონ ლარს და ჯამური ბიუჯეტი იქნება შვიდი მილიარდ 800 მილიონი ლარი. 2012 წელთან შედარებით, რადიკალური ცვლილება გვაქვს. ბოლო 11 წელიწადში ექვსი მილიარდი ლარით არის გაზრდილი ჯანდაცვის ბიუჯეტი, 325%-იანი ზრდა გვაქვს. რაც შეეხება პროექტებსა და ახალ ინიციატივებს, რომელიც მინდა, საზოგადოებას გავაცნო. თანხები შემდეგნაირად გადავანაწილეთ: გაიზარდა ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება და მომდევნო წელს პენსიონერებს, რომლებიც, დამოკიდებულნი არიან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, მთელი წლის განმავლობაში უფასოდ ექნებათ მედიკამენტები. ასეთია დაახლოებით 400 000 ადამიანი, 400 000 პენსიონერი. რა თქმა უნდა, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი შეღავათია, გარდა იმისა, რომ პენსიონრებს გავუზარდეთ ხელფასები 500 ლარამდე. 2012 წელს იყო 110 ლარი და გახდა 500 ლარამდე, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონრები 2024 წელს უფასოდ მიიღებენ მედიკამენტებს. ჩვენ ამ ტენდენციას შევინარჩუნებთ. ჩვენ მიერ გატარებული საკმაოდ ეფექტიანი ღონისძიებების შედეგად, 2024 წელს მოქალაქეებს ჯიბიდან გადახდები ჯამურად 300-დან 400 მილიონ ლარამდე დაეზოგებათ. ასეთი პროგნოზი გვაქვს, რაც მოქალაქეებისთვის ძალიან დიდი შეღავათია. მედიკამენტები გაიაფდა, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა სამინისტრომ და ამ პროცესს მეტად გავაკონტროლებთ, გავაუმჯობესებთ.

რაც შეეხება ახალ ინიციატივას, რომელიც ზურაბ აზარაშვილს აქვს დაგეგმილი, დაიწყება ონკოლოგიური პაციენტების ადრეული კვლევების დაფინანსებაც, რაც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ბიუჯეტი კონსერვატიულად არის დაგეგმილი, 2024 წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული-პრემიერი

მინდა, აღვნიშნო, რომ კონსერვატიულად არის დაგეგმილი ბიუჯეტი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი, 2024 წელს 2,5%-ით განისაზღვრება.

„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პარლამენტს გადავუგზავნოთ ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტი. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ბიუჯეტის პირველადი ვარიანტზე საკმაოდ ინტენსიურად ვიმუშავეთ, ამის შემდეგ ჩვენ პარლამენტს წარუდგინეთ სექტემბრის ბოლოს პირველი ვარიანტი და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გავაგრძელეთ მუშაობა, თითოეულ სამინისტროსთან, მერე ასევე გვქონდა სამუშაო შეხვედრა პარლამენტთან, უმრავლესობასთან, კომიტეტებთან, ყველასთან დეტალურად გავიარეთ ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, შემდეგ ვიმუშავეთ და ახლა წარმოვადგენთ მეორე ვარიანტს. მინდა აღვნიშნო, რომ კონსერვატიულად არის დაგეგმილი ბიუჯეტი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული 2024 წელს. ამავდროულად, მინდა ვთქვა, რომ  შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც 2024 წელს გვექნება 2,5% და შემდგომ წლებში ასევე კიდევ შემცირდება ბიუჯეტის დეფიციტი, ხოლო მთავრობის ვალი შეადგენს მშპ-ს 38,2 პროცენტს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია, სულ რაღაც  სამი წლის წინ იყო 60%-ზე მეტი და ეს მოვახერხეთ ძალიან მალე, მოკლე პერიოდში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ალექსეი არესტოვიჩის საქმიანობას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური იძიებს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური პრეზიდენტის აპარატის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის საქმიანობას იძიებს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, სპეციალური სამსახური მუშაობს, მაგრამ ძალიან სწრაფი შედეგები მოსალოდნელი არ არის.

„მე უფრო ფრთხილად ვიქნებოდი ფრაზასთან – „უსაფრთხოების სამსახური არაფერს აკეთებს“. უსაფრთხოების სამსახური მუშაობს. სხვა საქმეა, ყველას რომ სურს ძალიან სწრაფი შედეგი, ისე, რომ ეს დღეს მოხდეს“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.

როგორც მედია წერს, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი სკეპტიკურად უყურებს ალექსეი არესტოვიჩის პოლიტიკურ ამბიციებს. დანილოვის განცხადებით, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ანტირეიტინგიც კი არესტოვიჩის ანტირეიტინგზე დაბალია.

ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლებისთვის პენსია 1 000 ლარამდე გაიზრდება

ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლებისთვის 2024 წლიდან პენსია 1 000 ლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პენსიის მაქსიმალური ზღვარი 560 ლარი იყო.

„მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ჩვენი პატივცემული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისთვის. მივიღეთ გადაწყვეტილება და ყოფილი პოლიციელები, ჯარისკაცები, სპეცსამსახურები, მიიღებენ გაზრდილ პენსიას. იცით, რომ პენსიის მაქსიმალური ზღვარი იყო 560 ლარი და გაიზრდება 1 000 ლარამდე. ასევე საშუალოდ 20 პროცენტით გაიზრდება ნამსახურების თითოეულ წელზე გათვლილი თანხის მოცულობა. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩვენი ძალოვანი უწყებების მიმართ და ეს იქნება ღირსეული პენსია, რომელიც გვინდა, რომ შემსოავლების მიხედვით ეტაპობრივად გაიზარდოს.

ასევე გვინდა, კიდევ ერთხელ მადლიერება გამოვხატოთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულთა და მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების მიმართ. მათი კომპენსაცია 1 000 ლარიდან 1 200 ლარამდე გაიზრდება. 2012 წელს იყო ნული ლარი, არავითარი ყურადღება არ ექცეოდათ ამ ადამიანებს. ჩვენ 1 200 ლარს დავუნიშნავთ ყოველთვიურ კომპენსაციას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.