Home Blog Page 21

კობა კობალაძემ ფოთში ვეტერან ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერან ქალბატონებს- ცირა ფუტკარაძეს, ნინო ქაჯაიასა და ნანა ნადარეიშვილს ესტუმრნენ, ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს, მათ ყვავილები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

სამსახურის დირექტორმა, ვეტერან ქალბატონებს, ქვეყნის ერთგული მსახურებისთვის მადლობა გადაუხადა,დღეგრძელობა და წარმატებები უსურვა.

ქალბატონებმა მადლიერება გამოხატეს სამსახურის დირექტორის მიმართ და აღნიშნეს, რომ მათთვის განსაკუთრებით სასიხარულოა და, ამავე დროს, უდიდესი პატივია, მათ ოჯახებში, დღევანდელ დღეს, კობა კობალაძის სტუმრობა; აღნიშნეს, რომ წლევანდელი 8 მარტი, მათთვის გამორჩეულ დღედ იქცა სამსახურის ხელმნძღვანელობის მიერ გამოჩენილი ყურადღებით. ვეტერანმა ქალბატონებმა, კობა კობალაძეს და სამსახურს მადლობა გადაუხადეს დაფასებისთვის, იმ ძალისხმევისთვის, რასაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური არ იშურებს მისი ბენეფიციარების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.

ცირა ფუტკარაძე, ნინო ქაჯაია და ნანა ნადარეიშვილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები გახლავთ. ისინი, აგვისტოს ომის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში მსახურობდნენ და დღესაც ამ უწყებაში ემსახურებიან ქვეყანას.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობა ყველა ქალბატონს კიდევ ერთხელ ულოცავს ქალთა საერთაშორისო დღეს და დღეგრძელობას, კეთილდღეობას და ერთიან, ძლიერ საქართველოს უსურვებს.

ხისტი განცხადებების მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია პრორუსული არ არის-მიხაილო პოდოლიაკი

Adviser to the President of Ukraine Volodymyr Zelensky, Mykhailo Podolyak, speaks during an interview with AFP in Kyiv, on July 19, 2023, amid the Russian invasion of Ukraine. (Photo by Sergei SUPINSKY / AFP) (Photo by SERGEI SUPINSKY/AFP via Getty Images)

ხისტი განცხადებების მიუხედავად, ტრამპის ადმინისტრაცია პრორუსული არ არის, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ერთ-ერთ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ეს ცხადია, ვინაიდან რუსეთი აშშ-ის კონკურენტია.

მისი თქმით, ამერიკის ყველა ადმინისტრაცია თავიდან რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვას ცდილობდა, თუმცა ისტორიამ აჩვენა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება შეუძლებელია.

„შეგახსენებთ, რომ ამერიკის ყველა ადმინისტრაცია პირველ თვეებში ცდილობდა რუსეთთან ურთიერთობის განტვირთვას და მათთან ნორმალური კომუნიკაციის დამყარებას, მაგრამ რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელთანაც მოლაპარაკება შესაძლებელია. ახლა რუსეთში სხვადასხვა დონეზე საუბრობენ იმაზე, რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ. ისინი იმ ტერიტორიებსაც კი ითხოვენ, რომლის აღებაც სამხედრო გზით არ შეუძლიათ. უკრაინას ვერავინ აიძულებს კაპიტულაციას, ეს არც ევროპის, არც აშშ-ის ინტერესებში არ შედის“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

ევროპის საბჭო კვლავ აგრძელებს საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას, მათი გადაწყვეტილების გათვალისწინებას არავინ აპირებს-ვლადიმერ ბოჟაძე

ევროპის საბჭო კვლავ აგრძელებს საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებას, მათი გადაწყვეტილების გათვალისწინებას არავინ აპირებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძეს კითხვა დაუსვეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ კომიტეტი მწუხარებას გამოთქვამს „ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღების გამო და ხელისუფლებას მისი გაუქმებისკენ მოუწოდებს.

როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, კანონი მილიონობით ქართველის დავალებით იქნა მიღებული და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ტრადიციებისა და ღირებულებებისთვის.

„თქვენ იცით, რომ ეს კანონი მილიონობით ქართველის დავალებით მივიღეთ. გახსოვთ ყველას 17 მაისი, როცა მილიონამდე ქართველი გამოვიდა და ჩვენთვის, უძველესი ქრისტიანული ერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონპროექტი, რომელიც მივიღეთ. რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, ამის გათვალისწინებას არავინ აპირებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის, ღირებულებებისთვის. საწყენია, რომ ევროპის საბჭო კვლავ აგრძელებს ასეთ დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის მიმართ. იცით, რომ ამ კანონმდებლობით არავის უფლებები არ ირღვევა, პირიქით, ვიცავთ არასრულწლოვნების უფლებებს, იმ ადამიანების უფლებებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ის ღირებულებები, რაზეც ვისაუბრე. ამიტომ ეს კიდევ ერთი სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება და დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად-სახალხო დამცველი

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს ვუერთდებით საერთაშორისო საზოგადოებას თემით – „ყველა ქალისა და გოგოსთვის: უფლებები, თანასწორობა გაძლიერება“, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც იოსელიანი აღნიშნავს, მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში.

„წლევანდელი თემა ხაზს უსვამს ყველა ქალისა და გოგოსთვის თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის აუცილებლობას და მოგვიწოდებს უფრო მეტად ვიმოქმედოთ რეალური ცვლილებების მისაღწევად.

ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. მათი შრომა, ძალისხმევა და გამბედაობა ქმნის უფრო სამართლიან და თანასწორ საზოგადოებას. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ მწვავედ დგას არაერთი გამოწვევა, მათ შორის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, ეკონომიკური ბარიერები, კარიერული წინსვლის სირთულეები, სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა სამართლებრივი დაცვის, სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და სხვა. ამ თვალსაზრისით აღსანიშნავია საქართველოს პარლამენტის მიერ სავალდებულო კვოტირების მექანიზმის გაუქმება და გენდერული თანასწორობის თაობაზე ინიციირებული ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ქალები ყოველდღიურად აწყდებიან ხილულ თუ უხილავ ბარიერებს, როგორც პოლიტიკურ, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა და გადადგას ქმედითი ნაბიჯები ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში“, – წერს იოსელიანი.

უკრაინის ქალაქ დობროპილიაზე რუსეთის იერიშის შედეგად, 11 დაიღუპა

გასულ ღამეს რუსეთის მიერ ქალაქ დობროპილიაზე მიტანილი იერიშის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30 დაშავდა.

ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაშავებულებს შორის ხუთი ბავშვია.

დაზიანებულია ხუთი რვასართულიანი შენობა, ასევე ავტომობილები. ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ სახლებსა და ადმინისტრაციულ შენობაში.

„ცეცხლის ჩაქრობის დროს ოკუპანტებმა განმეორებითი დარტყმა განახორციელეს, სავარაუდოდ, „შაჰედით“, რამაც დააზიანა სახანძრო მანქანა“, – განაცხადეს უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

“ავერსი” სიყვარულით გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!

  • ავერსი სიყვარულით გილოცავთ გაზაფხულის დღესასწაულებს!

#სიყვარულითავერსი

კრედიტები:

კომპანია: ავერსი

პროექტის შემოქმედებითი ხელძღვანელი: ნინჩო ნემსაძე

მუსიკა: ნიაზ დიასამიძე

გადამღები კომპანია: INDUSTRIA

რეჟისორი: რატი რამიშვილი

DOP: სანდრო დარახველიძე

აღმასრულებელი პროდუსერი: სანდრო გაბილაია

წარმოების ხელმძღვანელი: მაია გურაბანიძე

პროდიუსერი: ოლიკო გაბილაია

სეტ დრესერი: ნინიკო ბიწაძე

კოსტიუმების მხატვარი: ელენე გაბილაია

ქასთინგ მენეჯერი: ელო ჩხეიძე

გრიმი: ვერიკო ბედელაძე, ნანა სულაქველიძე

ტექნიკური ჯგუფი:

გიორგი მარსაგიშვილი, ვაჟა აფრასიძე, გიორგი გოგატიშვილი, გია გულუაშვილი

ფოკუსი: მედულა

პოსტ ფროდაქშენ პროდიუსერი: ეკატერინე დავითაშვილი

ფერის კორექცია: სანდრო დარახველიძე

დიზაინი: სალი ნიკოლაიშვილი

ტრანსპორტ მენეჯერი: დავით ფერაძე

სეტ მენეჯერი: ნიკო ჩხაიძე, საბა სუხიაშვილი

მსახიობები: კირა ანდრონიკაშვილი, ნინო ქორიძე, თინა დალაქიშვილი, ანა ჯავახიშვილი, ხატია მარტიაშვილი

(R)

8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: დღეს შეგიძლიათ სიყვარულში წარმატების მიღწევა. საყვარელი ადამიანი სიყვარულით გიპასუხებთ.

კურო: გაანებივრეთ ოჯახის წევრები დღესასწაულებითა და გემრიელობებით. კვირის მეორე ნახევარი საქმიანი შეხვედრებით იქნება დატვირთული, ამიტომ დაკვირვებული იყავით.

ტყუპები: მთელი ყურადღება ბავშვებს უნდა დაუთმოთ. მათი მეგობარი და დამხმარე იყავით.

კირჩხიბი: დღეს შესაძლოა სენტიმენტალურ განწყობაზე იყოთ. დრო გაატარეთ ოჯახთან და ახლობლებთან.

ლომი: მთვარე თქვენს ნიშანშია, რაც ზრდის ენერგიასა და თვითგამოხატვის სურვილს. გამოიყენეთ ეს დრო შემოქმედებითი პროექტებისთვის.

ქალწული: დღეს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. დაისვენეთ და განიტვირთეთ.

სასწორი: სოციალური აქტივობები და მეგობრებთან შეხვედრები წარმატებული იქნება. გამოიყენეთ ეს დრო ახალი კონტაქტების დასამყარებლად.

მორიელი: პირად საკითხებში, შესაძლოა, ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს. იყავით მზად ცვლილებებისთვის.

მშვილდოსანი: დღეს კარგი დროა სწავლასა და მოგზაურობაზე ფიქრისთვის. გაიხსენეთ თქვენი მიზნები და გეგმები.

თხის რქა: ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. მოერიდეთ რისკიან ინვესტიციებს.

მერწყული: პარტნიორულ ურთიერთობებში ჰარმონია და ურთიერთგაგება იქნება. გამოიყენეთ ეს დრო ურთიერთობების გასამყარებლად.

თევზები: დღეს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ საქმეებს. დაგეგმეთ თქვენი დრო ეფექტურად.

+19, +20 გრადუსი – როგორი ამინდი იქნება 8 მარტს საქართველოში

8 მარტს საქართველოს ყველა ქალაქში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი  ტემპერატურა, +20 გრადუსი რუსთავშია მოსალოდნელი. დედაქალაქში კი +19 მზიანი ამინდია ნავარაუდევი. 

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +14 – უმეტესად მზიანი 

სოხუმი +14 – უმეტესად მზიანი 

ზუგდიდი +15 – უმეტესად მზიანი 

მესტია +13 –  მზიანი 

ფოთი +13 – უმეტესად მზიანი 

ბათუმი +12 – მზიანი 

ოზურგეთი +14 – მზიანი 

ქუთაისი +15 – მზიანი 

ამბროლაური +16 – მზიანი 

ახალციხე +13 – უმეტესად მზიანი 

ბორჯომი +12 – მზიანი 

ბაკურიანი +9 – უმეტესად მზიანი 

გორი +16 – უმეტესად მზიანი 

ცხინვალი +14 – მზიანი 

სტეფანწმინდა +9 – მზიანი 

გუდაური +5 – მზიანი 

თელავი +16 – მზიანი 

რუსთავი +20- მზიანი 

თბილისი +19 – მზიანი 

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ“, ჯორჯიან მანგანეზთან შეთანხმებით გადაწყვიტა ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლოს

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით, მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, საერთაშორისოდ აღიარებულმა გერმანულმა საკონსულტაციო კომპანია DMT GmbH & Co. KG-იმ ჭიათურის საბადოებში ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემები შეისწავლა.

„DMT-ის დასკვნით დასტურდება, რომ მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია, რაც გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით: მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა; მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა; შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა; მოპოვების კუთხით; ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია.

„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ „ჯორჯიან მანგანეზთან“ შეთანხმებით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ დირექტორმა, მაქსიმ მაზურენკომ განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ ავტორიტეტული აუდიტორის DMT-ის მიერ მომზადებული დასკვნით, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.

„ამ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა ავტორიტეტული აუდიტორის DMT-ის მიერ მომზადებულმა დასკვნამ, რომელიც ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს. ბოლო წლის განმავლობაში საწარმოების ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა მოსახლეობის მხრიდან მაღაროების პარალიზების გამო. გაჩერებული საწარმოების პირობებშიც კი გვიწევდა თანამშრომლებისთვის ხელფასის 100% გადაგვეხადა.
ამ დროის განმავლობაში ხელფასებს ვიხდიდით მოძიებული სესხებით, ეს თანხა ჯამში 83 მილიონამდე ლარს შეადგენს. სწორედ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა კოლოსალურ ზარალამდე, რასაც დაემატა ის, რომ ბანკებმა ახალი სესხების გაცემაზე უკვე უარი გვითხრეს. ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხელფასების გაცემა ვერ მოვახერხეთ. მინდა განვმარტო, რომ CMC პასუხისმგებელი იყო ჭიათურის საწარმოების მართვაზე და მოპოვების თვითღირებულების შემცირებაზე. ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენი მხრიდან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მცდელობას თან დაერთო სოციალური წინააღმდეგობა და შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რის გამოც გასული წლის ნოემბრიდან წარმოების სრული გაჩერება მოგვიწია“, – განაცხადა „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ დირექტორმა, მაქსიმ მაზურენკომ.

კომპანიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთი საფუძველი გახდა პროფკავშირის მხრიდან კომპანიისთვის კოლექტიური ხელშეკრულებით დაკისრებული სოციალური ვალდებულებები, რამაც ფინანსური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას შეუწყო ხელი.

„მაგალითად, შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მაღაროების 70%-ის პარალიზებისა და ფაქტობრივად სრულად გაჩერებული წარმოების პირობებში, კომპანია CMC-ი დასაქმებულებს ხელფასის 100%-ს უხდიდა და უნარჩუნებდა საოჯახო სადაზღვევო პაკეტს. ხოლო საწარმოს სრულად გაჩერების პირობებში, უხდიდა ხელფასის 60%-ს.

ჯამში, გაჩერებული წარმოების პერიოდში, ბანკებიდან კრედიტების საშუალებით, კომპანიამ დასაქმებულებზე ხელფასის სახით 82,6 მილიონი ლარი გასცა. კრიზისის პირობებში, კომპანია დასაქმებულებს სრულად უნარჩუნებდა სოციალურ სარგებელსა და უხდიდა ხელფასს, რაც მძიმედ აისახა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე.

ასევე, კომპანიამ დამატებით უნდა მოიზიდოს ფულადი სახსრები, დასაქმებულთათვის კომპენსაციების გასაცემად. დეტალებთან დაკავშირებით თანამშრომლებს კომპანიისგან დამატებით ეცნობებათ.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია აქტიურად არის ჩართული დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული განვითარების ალტერნატიული გზების ძიებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრიუდოს განუცხადა, რომ აშშ-კანადის საზღვრის გადახედვა სურს – „ნიუ იორკ თაიმსი“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრიუდოს განუცხადა, რომ აშშ-კანადის საზღვრის გადახედვა სურს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა და კანადის პრემიერ-მინისტრმა 3 თებერვალს ორჯერ ისაუბრეს სატარიფო პოლიტიკის თავიდან აცილების შესაძლებლობაზე , თუმცა საუბარი არამხოლოდ ტარიფებს ეხებოდა.

გამოცემის თანახმად, დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრიუდოს განუცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის საზღვრის დემარკაციის ხელშეკრულება გადახედვას საჭიროებს და რომ მას სურს საზღვართან დაკავშირებით ხელახალი მოლაპარაკება.

სასაზღვრო ხელშეკრულება, რომელზეც ტრამპმა მოიხსენია, დაიდო 1908 წელს და საბოლოოდ განსაზღვრა საერთაშორისო საზღვარი კანადას, მაშინდელი ბრიტანეთის სამფლობელოსა და შეერთებულ შტატებს შორის. ტრამპმა ასევე აღნიშნა ორ ქვეყანას შორის საერთო ტბებისა და მდინარეების საკითხის გადახედვა, რომელიც რეგულირდება რიგი ხელშეკრულებებით.

,,ახალი გეოპოლიტიკური გამოწვევები საქართველოსთვის”- ავთანდილ წულაძე

დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ ზელენსკის შორის სიტყვიერი შეტაკების შემდეგ, აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობა სრულ რღვევასთან მივიდა. აღსანიშნავია, რომ ზელენსკი ტრამპს შეხვდა არა მხოლოდ როგორც უკრაინის პრეზიდენტი, არამედ როგორც ლიდერი, რომელიც წარმოადგენს ევროპის პოზიციებს უკრაინის ომთან დაკავშირებით. ზელენსკამდე ტრამპი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრს კირ სტარმერს შეხვდა. ამრიგად, დონალდ ტრამპი, ვლადიმერ ზელენსკის სახით, უხეშად მოექცა ევროპელებს და გაუგზავნა მათ სიგნალი, რომ აშშ გადაწყვეტს უკრაინაში ომისა და მშვიდობის საკითხებს მათი მონაწილეობის გარეშე.

ევროპელი ლიდერები გაერთიანდნენ ზელენსკის მხარდასაჭერად. უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის მეფემ ჩარლზ III მიიღო. 6 მარტს გაიმართა ევროპის სამიტი უსაფრთხოებისა და უკრაინის საკითხებზე. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა შესთავაზა ევროპის გადაიარაღების გეგმა, ReArm Europe, რომელიც ითვალისწინებს 800 მილიარდი ევროს შეგროვებას ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის გასაძლიერებლად და ასევე უკრაინის მხარდაჭერის გასაზრდელად. ევროკავშირის 26-მა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, გააგრძელოს უკრაინის ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი სპეციალურ მიმართვაში რუსეთს ევროპის საფრთხე უწოდა. მაკრონმა ციფრები მოიყვანა რუსეთის სამხედრო ხარჯების ზრდის შესახებ და განაცხადა, რომ საჭიროა საფრანგეთისა და ევროპის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. მაკრონმა ასევე შესთავაზა აშშ-ს ბირთვული ძალების ჩანაცვლება ევროპაში საფრანგეთის “ბირთვული ქოლგით”.

ტრამპის ქმედებები იწვევს ესკალაციის ახალ რაუნდს. ევროპა აქტიურად უერთდება გლობალურ შეიარაღების რბოლას, რათა გახდეს შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებელი გლობალური მოთამაშე. შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მკვეთრი დაახლოება აშკარა შეშფოთებას იწვევს ჩინეთში. ანალიტიკოსები უკვე განიხილავენ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური დაახლოების შესაძლებლობას.

დიდი ბრიტანეთი შეერთებული შტატების განსაქუთრებული პარტნიორია, მაგრამ ტრამპის იზოლაციონისტური პოზიცია აიძულებს ბრიტანეთის სამეფოს შეუერთდეს ევროპის უსაფრთხოების სისტემას შეერთებული შტატების გარეშე. ასევე ბრიტანეთის თანამეგობრობის ერთ-ერთ ქვეყანას, კანადასა, და შეერთებულ შტატებს შორის კონფლიქტი იწვევს კანადის ჩართვას ევროპის უსაფრთხოების სისტემაში.

2026 წლის ნოემბერში შეერთებულ შტატებში კონგრესის შუალედური არჩევნები გაიმართება. თუ დემოკრატიული პარტია მოიგებს უმრავლესობას, დონალდ ტრამპს უფრო გაუჭირდება თავისი იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკის გატარება. თუმცა, ტრამპმა შეარყია ევროპის ნდობა შეერთებული შტატების მიმართ. მაშინაც კი, თუ აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელი იქნება, რომელიც ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენას დაიწყებს, ევროკავშირი არ მიატოვებს აღებულ კურსს აშშ-სგან სტრატეგიული დამოუკიდებლობის.

ელონ მასკმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დადგა დრო, აშშ-მა დატოვოს ნატო. ეს სცენარი აღარ ჩანს ფანტასტიკური და კატასტროფული. ნატო შეიქმნა ევროპის საბჭოთა კავშირისგან დასაცავად. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც შეერთებული შტატები უარს ამბობს ევროპის უსაფრთხოების გარანტიაზე, ევროკავშირის ქვეყნები იძულებულნი არიან შექმნან ევროპული უსაფრთხოების ახალი სტრუქტურა. ჯერჯერობით ეს შეიძლება იყოს სტრუქტურა, რომელიც იარსებებს ნატოს პარალელურად. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირი შეეცდება შექმნას შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებელი უსაფრთხოების სისტემა. ევროპის აღმოსავლეთ ფლანგს უკრაინა დაიცავს, რომელსაც აქვს დიდი საბრძოლო გამოცდილება და ძლიერი ჯარი. ევროპა შეიარაღებს უკრაინას, როგორც ევროკავშირის ფორპოსტს.

ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული წინააღმდეგობების გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის მოკლევადიან პერიოდში ზავი დამყარდეს. უკრაინის ომმა გამოიწვია გლობალური კონფლიქტი მთავარ გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის. ტრამპმა არია კარტები და შეცვალა ალიანსების ჩვეულებრივი სისტემა. მაგრამ ახალი ალიანსები იწყებენ ფორმირებას ძველის ნაცვლად. შეერთებული შტატები რისკავს დაკარგოს თავისი გლობალური ლიდერობა და გზა დაუთმოს ჩინეთს, როგორც პლანეტაზე მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს.

საქართველოსთვის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის არსებული წინააღმდეგობები სერიოზული პოლიტიკური გამოწვევაა. ადრე საქართველო ერთიანი დასავლეთისკენ იყო ორიენტირებული, მაგრამ ხელისუფლებაში დონალდ ტრამპის მოსვლის შემდეგ საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანა მოგვიწევს. საქართველოს სჭირდება როგორც პროამერიკული, ისე პროევროპული პოლიტიკური ძალები, რომლებიც დააბალანსებენ ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. გეოგრაფიულად საქართველო ევროპასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე აშშ-სთან. ევროკავშირში გაწევრიანება ასევე საქართველოს დიდი ხნის მიზანი და ოცნებაა. თუმცა, გათვალისწინებული უნდა იყოს აშშ-ს ინტერესებიც რეგიონში.

თუ ადრე საქართველო ბალანსირებდა ორ „სკამს“ – რუსეთსა და აშშ-ს შორის, ახლა მას მოუწევს დაბალანსება ევროკავშირს, ჩინეთსა და რუსეთ-აშშ-ს ალიანსს შორის. ეს არის ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, რომელსაც უნდა მოერგოს, რათა მსოფლიო პოლიტიკაში სწრაფმა ცვლილებებმა საქართველოს პოზიციები სამხრეთ კავკასიაში არ შეარყიოს.

 

ავტ:ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგიის დოქტორი

 

,,პუტინი მზად არის განიხილოს დროებითი ზავი უკრაინაში იმ პირობით, რომ პროგრესი იქნება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კუთხით”- Bloomberg

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მზად არის განიხილოს დროებითი ზავი უკრაინაში იმ პირობით, რომ პროგრესი იქნება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კუთხით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შეწყვეტისთვის უნდა არსებობდეს მკაფიო გააზრება იმისა, თუ როგორი იქნება საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო პრინციპები.

გარდა ამისა, რუსეთი დაჟინებით მოითხოვს შესაძლო სამშვიდობო მისიის პარამეტრების განსაზღვრას, მათ შორის შეთანხმებას, თუ რომელი ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას მასში.