Home Blog Page 21

ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ -კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ევროპელი ბიუროკრატები, რომელთა სახეს დღეს რადიკალური ოპოზიცია წარმოადგენს, საქართველოში დამარცხდნენ და ამას ვერ ეგუებიან.

ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

„იმ ბიუროკრატების სახეს, რომლებიც დღეს ემუქრებიან საქართველოს, ემუქრებიან საქართველოს მთავრობას, მათ ანარეკლს და რეალურ სახეს წარმოადგენს რადიკალური ოპოზიცია, ის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც დღეს ქუჩაში დგას, რამდენიმე ათეული. ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ დამარცხდნენ. ევროპელი ბიუროკრატები საქართველოში დამარცხდნენ, იმიტომ რომ ქართველი ხალხი არავის მისცემს საშუალებას, საქართველოს ინტერესები გამოიყენოს.

ჩვენ ამის არაერთი მაგალითი გვინახავს და ძალიან მწარედ გვახსოვს 2008 წელი, როდესაც საქართველოს ინტერესების გამოყენება მოხდა – დავკარგეთ ტერიტორიები, სოფლები, განადგურდა ინფრასტრუქტურა, დაგვეღუპა მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი ჯარისკაცები. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც უკრაინაში მოხდა. უმძიმესია ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში. შესაბამისად, ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული სანქციებით, საქართველოს ხელისუფლების შანტაჟი გრძელდება -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ოთხი ქართველი მაღალჩინოსნის, მათ შორის საქართველოს გენერალური პროკურორის დასანქცირება, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს.

„ჩვეულებრივად გრძელდება შანტაჟი და მუქარები. ამ ადამიანების დასანქცირება ბრიტანეთს მხრიდან  შანტაჟის გაგრძელებაზე მიუთითებს. ჩვენ ვმოქმედებთ მარტივად, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს, არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ იბატონონ ჩვენს ქვეყანაზე, გამოიყენონ საქართველოს ინტერესები სხვადასხვა დიდი ქვეყნის ინტერესების გასატარებლად და ამით ფეხქვეშ გაითელოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები. სწორედ ამიტომ არიან გაღიზიანებული, თუმცა ვიდრე „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ყოველთვის დავიცავთ ქვეყნის დამოუკიდებლობას და განვამტკიცებთ საქართველოს სუვერენიტეტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სტამბოლში დღეს გამართულ რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დღეს სტამბოლში გამართულ რუსულ-ამერიკულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის, სონატა კოულტერის ხელმძღვანელობით შეერთებული შტატების დელეგაცია შეხვდა რუსულ დელეგაციას, რომელსაც ელჩი ალექსანდრ დარჩიევი ხელმძღვანელობდა.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, სახელმწიფო მდივან რუბიოს რუს კოლეგასთან შეთანხმების შემდეგ კონსულტაციების მეორე რაუნდი იყო. პირველი რაუნდი 27 თებერვალს გაიმართა.

„27 თებერვლის შეხვედრაზე ჩამოყალიბებული კონსტრუქციული მიდგომის გათვალისწინებით, აშშ-ის და რუსეთის დელეგაციებმა გაცვალეს ნოტები, რათა მიღწეულ იქნეს ურთიერთგაგება რუსეთისა და აშშ-ის ორმხრივი მისიებისთვის დიპლომატიური საბანკო საქმიანობის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. შეერთებულმა შტატებმა გაიმეორა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის პოლიტიკის შესახებ, რომელიც კრძალავს ადგილობრივი პერსონალის დასაქმებას, რაც არის მთავარი დაბრკოლება მოსკოვში აშშ-ის საელჩოში პერსონალის დაკომპლექტების სტაბილური და მდგრადი დონის შესანარჩუნებლად. მდივნის თანაშემწის მოადგილემ, კოულტერმა და ელჩმა დარჩიევმა განიხილეს უახლოეს პერიოდში ამ საკითხებზე შემდგომი შეხვედრის გამართვა, საჭიროებისამებრ, თარიღის, ადგილის და წარმომადგენელთა ვინაობას მომავალში განსაზღვრით“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს-მამუკა მდინარაძე

სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„9 აპრილი, 1989 წელი. იარაღი – ტანკი და ნიჩაბი. თავდასხმის ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების სიცოცხლე და თავისუფლება.

10 აპრილი, 2025 წელი. იარაღი – სანქცია. ობიექტი – საქართველოს დამოუკიდებლობა; ადამიანების ეკონომიკური თავისუფლება. მორალი: სიტყვა დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთისგან დამოუკიდებლობას არ ნიშნავს, გაცილებით ფართოა, ყველა უცხო ქვეყანას თუ ძალას მოიცავს!

პ. ს. სსრკ-ს ან რუსეთის თავიდანვე ხსენებას მოვერიდე მაინც, მერე სხვაც რომ არ მყოლოდა სახსენებელი…“ – წერს მამუკა მდინარაძე.

საპატრიარქო აქვეყნებს კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს, რომელიც სოციალურ ქსელში თავის დროზე ილონ მასკმა გააზიარა

საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს, რომელიც თავის დროზე აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა.

„ა.წ. 27 თებერვალს აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა ჟურნალ „მოსახლეობის ეკონომიკაში“ გამოქვეყნებული კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა.

„მშვენიერი ახალი ნაშრომი გვაჩვენებს, როგორ გამოიწვია წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით ზრდა და მესამე მშობიარობის 100%-ით ზრდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ, აამაღლონ ერების ნაყოფიერება“, – ნათქვამია პოსტში, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს.

გთავაზობთ აღნიშნული კვლევის ნაწილის ქართულ თარგმანს“, – წერია საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ამასთან, საპატრიარქოს ცნობით, დღეისთვის ილია მეორის ნათლულთა რიცხვი 49 000-ზე მეტია.

აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა კვლევა მიმდინარე წლის 27 თებერვალს გააზიარა.

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა სოციალურ ქსელში გააზიარა კვლევა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პატრიარქის მიერ მესამე და მომდევნო შვილების ნათლობის ინიციატივამ საქართველოში შობადობის მაჩვენებელი გაზარდა.

„მშვენიერი ახალი ნაშრომი გვაჩვენებს, როგორ გამოიწვია წახალისებამ და მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის ამაღლებამ დაქორწინებულ ქართველ მართლმადიდებელ წყვილებში შობადობის 42%-ით ზრდა და მესამე მშობიარობის 100%-ით ზრდა. კულტურულ ლიდერებს შეუძლიათ, აამაღლონ ერების ნაყოფიერება“, – ნათქვამია პოსტში, რომელსაც ილონ მასკი აზიარებს.

საქართველო ყოველთვის იქნება ის ადგილი, სადაც სომხეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ, ჩამოვიდნენ და დიალოგის ადგილად გამოიყენონ, რომ რეგიონში მდგრად მშვიდობას მივაღწიოთ -მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოს არაერთხელ განუცხადებია, რომ მზად ვართ, შევიტანოთ ჩვენი წვლილი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის საბოლოოდ დარეგულირებაში, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაში, რომ რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე“ გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და თბილისი ყოველთვის არის და იქნება ის ადგილი, სადაც სომხეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ, ჩამოვიდნენ, საქართველო გამოიყენონ დიალოგისთვის.

„საქართველოს არაერთხელ განუცხადებია, რომ მზად ვართ, შევიტანოთ წვლილი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის საბოლოოდ დარეგულირებაში, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაში, რომ რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ორივე პარტნიორთან, ორივე მეზობელთან ურთიერთობებს. საქართველო და თბილისი ყოველთვის არის და იქნება ის ადგილი, სადაც ორივე მხარეს, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც შეუძლია ჩამოვიდეს, შეუძლია, საქართველო გამოიყენოს დიალოგის ადგილად და ქართული მხარე ყოველთვის იქნება ხელშემწყობი ამ პროცესის, რომ საბოლოოდ მივაღწიოთ რეგიონში მდგრად მშვიდობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ – თიბისი კონცეპტის და გალერია თბილისის შეთავაზება

12 აპრილისთვის, თიბისი კონცეპტმა და Mastercard-მა, ერთგულ მომხმარებელს, ტრადიციულად, მათზე მორგებული განსაკუთრებული შეთავაზება მოუმზადეს.

მხოლოდ 12 აპრილს, გალერია თბილისის 45-მდე შერჩეულ ობიექტში,  თიბისი კონცეპტის Mastercard სადებეტო ბარათით თანხის გადახდისას,  30%-ს ულიმიტოდ დაიბრუნებენ.

ქეშბექებთან ერთად, მომხმარებლები დამატებით, მიმდინარე ფასდაკლებებითაც ისარგებლებენ.

შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ ობიექტებში, თიბისის ტერმინალზე გადახდისას.

გალერია თბილისის ობიექტები, რომლებშიც შეთავაზება იმოქმედებს:

ტანსაცმელი:

DKNY, Pinko, Hackett, PEPE JEANS LONDON, Marco Polo, Mayoral, Original Marines, Lion of Porches, Karl Lagerfeld kids, Top Sport, Patrizia Pepe, Superdry, Furla, Trussardi, Va Bene, Okaidi, Jacadi, Diesel, Timberland, North Face, Magellan.

ფეხსაცმელი:

Espacho, Bene Shoes, Studio By Shoes Gallery, AW Lab

აქსესუარები:

Roniko, DELFOS, Redberry, Calzedonia, Miniso, Women secret, Roman, Roberto Bravo Monalisa, Mandarina, Arttime

სილამაზე და თავის მოვლა:

L’ Occitane, Lutecia, MAC, Yves Rocher, NYX

თიბისი კონცეპტის ეს და კიდევ სხვა შეთავაზებები ვრცლად იხილეთ ბმულზე.

r

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 აპრილს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7573 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7563 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0518 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0143 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0375 ლარი შეადგინა.

ძალიან თავს ისაწყლებს – გამოდის, რომ სტუდენტების კუთვნილ ფართში, თავისი შვილის ხელშეწყობით საკუთარი ბიზნესი მოიწყო – წულუკიანი გიული ალასანიაზე

ბატონო დავით, თქვენ ამბობთ, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარჯზე და მისთვის ქონების წართმევის გზით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, საკუთარ დედას აუწყო ბიზნესი? – ამ შეკითხვით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, დავით გურგენიძეს, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმის განხილვის ფარგლებში, კომისიის სხდომაზე იმყოფება.

დავით გურგენიძემ უპასუხა, რომ ის კი არ ამბობს, არამედ, ფაქტია, რომ ასეა.

„ეს ასეა, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, მთელმა საზოგადოებამ იცის. რა თქმა უნდა, დადასტურებული ფაქტია, ამას არც სასამართლო და არც პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება, ეს ყველა დოკუმენტშია.” – აღნიშნა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

თავის მხრივ, თეა წულუკიანმა განმარტა, რომ მან ეს კითხვა იმიტომ დასვა, რომ გიული ალასანია საზოგადოებას ეუბნება, რომ უქონელია და თავს ისაწყლებს, თუმცა, გამოდის, რომ თავისი შვილის ხელშეწყობით მან საკუთარი ბიზნესი სტუდენტების ფართში მოიწყო.

„იცით რატომ ვკითხულობ, რომ ეს ქალბატონი გამოდის და ამბობს, რომ უქონელია, ლამის უპოვარია, ბებიამ დაუტოვა [ქონება] და ძალიან თავს ისაწყლებს. გამოდის, რომ სტუდენტების კუთვნილ ფართში, მან თავისი შვილის ხელშეწყობით საკუთარი ბიზნესი მოიწყო. პლუს, კანონებიც კი შეცვალეს იმისთვის, რომ ქალბატონ პრეზიდენტის დედას ეს შესძლებოდა. უფრო მეტიც, ჩამოიშორეს რექტორი ხუროძე, ჩამოიშორეს რექტორი მოწონელიძე. ასევე, მე მახსოვს, რომ საზოგადოებაში იყო დიდი უკმაყოფილება, ბევრი სტატია იბეჭდებოდა მაშინ და არაერთი ჟურნალისტი შესაშური სიმამაცით აშუქებდა ამ უბედურებას, რაც უნივერსიტეტის თავზე ტრიალებდა. ამ ამბავს, მაშინაც კი, უხმაუროდ არ ჩაუვლია.” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბრალდება, რომ საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, უსაფუძვლოა – გია ვოლსკი

არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, მით უმეტეს, საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად უტიფარი ბრალდება, რომელსაც არავითარი საფუძველი არ გააჩნია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია შეაფასა.

მისი თქმით, ეს „სპეკულაცია“ მნიშვნელოვანწილად ატარებს გარკვეულ პოლიტიკურ შინაარსს, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაციის პროცესის განვითარების ხელშეწყობა ჰქვია.

„რამდენიმე საინტერესო პასაჟია ამ რეზოლუციაში და რომ ვკითხულობთ ობიექტური დამკვირვებლები, ყოველგვარი პარტიული მიუკერძოებლობით, ადვილად შეამჩნევს, რომ ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ევროპულ კურსს გადაუხვია, უსაფუძვლოა. ერთადერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ომი ნამდვილად არ გამოვუცხადეთ რუსეთს, მაგრამ ჩვენზე მეტი ექსპორტი აქვს რუსეთის მიმართულებით სამივე ბალტიისპირეთის ქვეყანას და სხვა ევროპული ქვეყნებიც არ თაკილობენ საკმაოდ ინტენსიურ სავაჭრო ურთიერთობებს.

მგონია, რომ საგანგებო ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ ნაწილს, სადაც წერია, რომ საგარეო კურსი არ ემთხვევა ევროპულ კურსს. გარდა ამისა, განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ჩვენ შევაჩერეთ 28 ნოემბრის ცნობილი განცხადების შემდეგ ევროინტეგრაცია, ესეც არასწორია. ჩვენ არათუ შევაჩერეთ, არამედ მზად ვართ, ხვალვე დავიწყოთ მოლაპარაკების პროცესი. 40-მდე სხვადასხვა საკითხია და მნიშვნელოვან ნაწილზე უკვე მზად ვართ, დავიწყოთ მოლაპარაკებები. ხოლო 2028 წელს, ფაქტობრივად, სრული მზადყოფნა გვექნება იმისათვის, რათა ამ პროცესმა 2030 წელს უკვე მიაღწიოს საბოლოო მიზანს და ევროკავშირში გაწევრიანებისათვის გვექნება აბსოლუტურად ყველა მონაცემი“,- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია. ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა.

ნიდერლანდებში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წელს აჯანყებისას გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტი გაიხსნა

მიმდინარე წლის 9 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, მირონ ჩიგოგიძე სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე, 1945 წლის აჯანყებისას გმირულად დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი მონუმენტის საზეიმოდ გახსნის ცერემონიალს დაესწრო.

კუნძულ ტექსელზე, ქართველთა სასაფლაოზე მონუმენტის აღმართვის იდეის ავტორი, ფინანსური მხარდამჭერი და ღონისძიების ორგანიზატორი ნიდერლანდებში მოღვაწე ქართველი მეწარმე და კულტურის ქომაგი, ნიდერლანდების სამეფოს ქართული კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და ფონდ „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” პრეზიდენტი, თინათინ სვანიძე-ვენკოა, რომელსაც იდეის განხორციელებაში, მხარი დაუჭირა ტექსელის მერიამ, ნიდერლანდების თავდაცვისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სამინისტროებმა.

აღსანიშნავია, რომ თინათინ სვანიძე-ვენკოს ინიციატივამ, საზოგადოების ყურადღება, ჯერ კიდევ, 2023 წლის ნოემბერში მიიპყრო; იმ პერიოდში, ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე დაიდგა მემორიალური დაფა, რომელზეც ამოტვიფრულია ტექსელის აჯანყებისას დაღუპული ქართველი ჯარისკაცების სახელები და გვარები. მემორიალის არქიტექტურა და დიზაინი შეიმუშავა მოქანდაკე დევი ხმალაძემ.

აღნიშნული ინიციატივის შედეგად, შესაძლებელი გახდა ათეულობით ქართველი მეომრის იდენტიფიცირება – მებრძოლებისა, რომელთა შესახებაც, მათ შთამომავლობასა და ახლობლებს, მწირი ინფორმაცია ჰქონდათ და დაკარგულებად მიიჩნევდნენ. გუშინ გამართული ღონისძიება, ამ პროცესის გაგრძელება და ორი წლის წინ დაწყებული საქმის სიმბოლური დაგვირგვინებაა. ქართველ მეომართა საძმო სასაფლაოზე, 9 აპრილს საზეიმოდ გახსნილი კიდევ ერთი მონუმენტის, რომელსაც „სამოთხის კარი” ეწოდება, არქიტექტორი და დიზაინის ავტორიც მოქანდაკე დევი ხმალაძე გახლავთ. მემორიალზე, რომელიც ქართული სიმბოლიკითაა დამშვენებული, ამოტვიფრულია სიტყვები საქართველოს ჰიმნიდან: „დიდება თავისუფლებას, თავისუფლებას დიდება”. სწორედ ამ დღის შემდეგ, ადამიანთა ცნობიერებაში, ტექსელის მებრძოლთა გმირობა, საბოლოოდ დაუკავშირდება საქართველოს სახელს;

როგორც თინათინ სვანიძე-ვენკო განმარტავს, ღონისძიების თარიღის შერჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანმა ფაქტორმა განაპირობა; კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან, წელს, 80 წელი სრულდება; გარდა ამისა, აღნიშნული ღონისძიება ეძღვნება ნიდერლანდების სამეფოში, ქართული კულტურის ცენტრისა და ამსტერდამის ჯვართამაღლების ეკლესიის დაფუძნების 10 წლის იუბილეს.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები,ზვიად შალამბერიძე და გრეტა წიწავა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, მუხრან გულაღაშვილი, ტექსელის აჯანყებაში დაღუპულ მეომართა შთამომავლები,საერთაშორისო დელეგაციების, ორგანიზაციების, ფონდებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების, კუნძულ ტექსელის მერიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები.

ტექსელის ქართველთა აჯანყების დროს დაღუპულ მეომართა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა საქართველოს საპატრიარქოს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსმა მეუფე დოსითეოსმა (ბოგვერაძემ).

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში 4 პირი დაასანქცირა, – ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.

მათი განმარტებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების დაშვებაში 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

სანქციები დაუწესდათ შალვა ბედოიძეს, მირზა კეზევაძეს, კარლო კაციტაძესა და გიორგი გაბიტაშვილს.

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.