Home Blog Page 21

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღე რომ გქონ­დეთ, შე­ე­ცა­დეთ სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­დოთ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რი­სას საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ჩხუბს და კო­ლე­გებ­თან კონ­ფლიქტს მო­ე­რი­დეთ. ებ­რძო­ლეთ სი­ზარ­მა­ცის შე­ტე­ვებს. ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბა ან მივ­ლი­ნე­ბა.

კურო

უნდა გა­და­ხე­დოთ თქვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებს, შეც­ვა­ლოთ მიდ­გო­მე­ბი გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რათა უფრო ეფექ­ტუ­რად შე­ას­რუ­ლოთ თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ეს ად­ვი­ლი არ იყოს, მაგ­რამ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა ამ ტრანსფორ­მა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. და­უთ­მეთ დრო ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეს­წავ­ლას და ადევ­ნეთ სი­ახ­ლე­ებს თვალ­ყუ­რი.

ტყუ­პი

დღე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ აქ­ტი­უ­რობთ და არ გა­ი­მე­ო­რებთ წარ­სულ შეც­დო­მებს. კარ­გი დროა პარტნი­ორ­თან ერ­თობ­ლი­ვი ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად. ფრთხი­ლად უნდა იყოთ უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდნენ ეგო­ის­ტე­ბი და გა­მო­გი­ყე­ნონ თა­ვი­ანთ სა­სარ­გებ­ლოდ. უმ­ჯო­ბე­სია სა­ღა­მო საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­როთ.

კირჩხი­ბი

გჭირ­დე­ბათ კონ­ცენ­ტრი­რე­ბა იმ სა­კი­თხებ­ზე, რაც ხელს შე­უ­წყობს კა­რი­ე­რულ წინსვლას. შეძ­ლებთ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვას. არ არის სა­ჭი­რო იმის და­პი­რე­ბა, რისი შეს­რუ­ლე­ბაც არ შე­გიძ­ლია. ნუ აი­ღებთ მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ასე­ვე კარ­გი დღეა რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის­თვის.

ლომი

13 ოქ­ტომ­ბე­რი დატ­ვირ­თუ­ლი დღეა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მაგ­რამ კომ­პრო­მის­ზე წას­ვლის სურ­ვი­ლი გა­მო­გად­გე­ბათ. კარ­გი დღეა ახ­ლის წა­მო­წყე­ბის­თვის და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვით­გა­მო­ხატ­ვის­თვის. იყა­ვით უფრო აქ­ტი­უ­რი, გა­მო­ხა­ტეთ თქვე­ნი თა­ნაგ­რძნო­ბა. ებ­რძო­ლეთ სი­ზარ­მა­ცის შე­ტე­ვებს, რათა მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველს.

ქალ­წუ­ლი

სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს გა­იც­ნობთ. გა­მო­ი­ყე­ნეთ წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ნუ გა­ი­მე­ო­რებთ თქვენს შეც­დო­მებს სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საქ­მნე­ლად. მეტი იფიქ­რე სხვებ­ზე, მო­ე­რი­დე ეგო­ის­ტურ მიდ­გო­მას. არა­ფე­რი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი დღეს არ შე­ი­ძი­ნოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით კრე­დი­ტით. უმ­ჯო­ბე­სია მო­ძებ­ნოთ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი.

სას­წო­რი

რა­საც არ უნდა აკე­თებ­დეთ, მო­ე­რი­დეთ აჩ­ქა­რე­ბას და ქა­ოსს, და­ი­ცა­ვით წე­სე­ბი. თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და შე­უ­პოვ­რო­ბა წარ­მა­ტე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანთ. ზო­გი­ერთს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა გე­ლით. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ თავ­შე­კა­ვე­ბა და სიმ­შვი­დე, რაც არ უნდა მოხ­დეს თქვენ გარ­შე­მო.

მო­რი­ე­ლი

ნა­თე­სა­ვებ­თან და მე­გობ­რებ­თან ჩხუ­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს თავ­შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა და სიმ­კაც­რე. უნდა იყოთ უფრო რბი­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, გა­მო­ი­ჩი­ნოთ თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა, კე­თილ­გან­წყო­ბა და ტაქ­ტი. დრო და­უთ­მეთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას, ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის შე­ძე­ნას და თვით­გან­ვი­თა­რე­ბას. მათ­თვის, ვინც ახა­ლი სა­მუ­შა­ოს ძი­ე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ვარ­სკვლა­ვე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის მოს­ვლას ჰპირ­დე­ბი­ან.

მშვილ­დო­სა­ნი

თუ ცოტა ხნის წინ იგ­რძე­ნით გარ­კვე­უ­ლი სტაგ­ნა­ცია სამ­სა­ხურ­ში ან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, დღეს არის შან­სი, გა­დად­გათ ნა­ბი­ჯი წინ. შეც­ვა­ლეთ ჩვე­უ­ლი მიდ­გო­მა საგ­ნე­ბის მი­მართ, გა­მო­ი­ყე­ნეთ ახა­ლი მე­თო­დე­ბი, ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ სირ­თუ­ლე­ე­ბის. წყვილ­ში ჰარ­მო­ნი­ი­სა და ნდო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, იპო­ვეთ კომ­პრო­მი­სი და გა­ა­ტა­რეთ დრო ერ­თად.

თხის რქა

თქვე­ნი ენერ­გი­ის დონე შე­სამ­ჩნე­ვად გა­იზ­რდე­ბა. გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. თუ სამ­სა­ხურ­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ­ცთუ ისე კარ­გი გაქვთ, შე­ე­ცა­დეთ მე­ტად მე­გობ­რუ­ლი გახ­დეთ. ეს ასე­ვე ეხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას. არ უნდა და­ამ­ტკი­ცოთ სი­მარ­თლე და ზე­წო­ლით მო­ი­თხო­ვოთ თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა.

მერ­წყუ­ლი

დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ წარ­სუ­ლის ადა­მი­ა­ნე­ბი ან მოვ­ლე­ნე­ბი კვლავ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან თქვენს ცხოვ­რე­ბას. შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეთ მათი გავ­ლე­ნის ქვეშ, გახ­დეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და და­უშ­ვათ იგი­ვე შეც­დო­მე­ბი. თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, არ და­ი­ვი­წყოთ ჯან­მრთე­ლო­ბა, და­კავ­დით სპორ­ტით, გა­ი­სე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, ბო­ნუ­სი.

თევ­ზე­ბი

გა­იზ­რდე­ბა სა­ჭი­რო კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბი­სა და გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რის შან­სი. შე­ე­ცა­დეთ და­ამ­ყა­როთ მათ­თან მე­გობ­რუ­ლი კონ­ტაქ­ტი. ეს სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა შემ­დგომ მუ­შა­ო­ბა­ში. ზო­გი­ერთს გე­ლო­დე­ბათ რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, პა­ე­მა­ნი. იყა­ვით ბუ­ნებ­რი­ვი, ასე უფრო კარგ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დენთ თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე.

,,არ ვიცი, რას და ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში პრეზიდენტი”- გიორგი ვაშაძე

არ ვიცი, რას და ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში პრეზიდენტი, ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„არ ვიცი, მისი პოზიციაა. არ ვიცი, რას გულისხმობს, ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში, ამიტომ ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა იმდენად მცირე დროა არჩევნებამდე დარჩენილი შეიძლება სჯობდეს, რათა არჩევნების შემდგომ სწრაფად ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა. ჩვენ, ოპოზიციურ პარტიებს ძალიან მალე შეგვიძლია, მივაღწიოთ შეთანხმებას ქვეყნის სწორ მართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ქარტიის ერთგულია.

„ჩვენ ქარტიის ერთგული ვართ, შევასრულებთ აბსოლუტურად ყველა პირობას. დანარჩენი ნამდვილად არ ვიცი, კონკრეტული კანდიდატების სახელი და გვარები. დავსხდებით, გუნდურად ყველა საკითხს გავივლით, გაცნობებთ პოზიციას“, – აღნიშნა ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს და ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან შეასრულოს, რაც წერია ქარტიაში. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დროა, ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის სულისკვეთებისა და მისი ყოველივე სიტყვის ერთგულნი.

„პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია „ქართულ ქარტიასთან”- „კოალიცია ცვლილებისთვის“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ტექნიკური მთავრობის დასახელებასთან დაკავშირებით.

როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია ქარტიასთან.

„პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია „ქართულ ქარტიასთან“. ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს და ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან შეასრულოს, რაც წერია ქარტიაში. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დროა, ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის სულისკვეთებისა და მისი ყოველივე სიტყვის ერთგულნი.

,,ზურაბიშვილის ბოლო ინიციატივა კონსტიტუციის დარღვევის მორიგი დასტურია”- პრემიერი

არჩევნებამდე 14 დღით ადრე, სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური აქტიურობა ურთიერთბრალდებების თემა ხდება. მთავრობის მეთაური, პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს და დემოკრატიული არჩევნების პრინციპებზე მიუთითებს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქვეყნის უზენაესი კანონის დარღვევაში ქვეყნის პრეზიდენტი დღეს კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს შეახსენა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს. მთავრობის მეთაურის ადრესატები იყვნენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც. პრემიერი მათ მოუწოდებს, ყურადღება გაამახვილონ ზურაბიშვილის ახალ ინიციატივაზე, რომელიც 26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლის საარჩევნო საკოორდინაციო შტაბად გადაქცევას გულისხმობს.

ათონელის რეზიდენციის საკოორდინაციო პლატფორმად გარდაქმნაში პრობლემას ვერ ხედავენ ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციონერი ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ სალომე ზურაბიშვილის ყველა ინიციატივა ქვეყნის ევროინტეგრაციას ემსახურება.

სალომე ზურაბიშვილის ბოლო ინიციატივა კონსტიტუციის დარღვევის მორიგი დასტურია მმართველი გუნდისთვის. “ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ქვეყნის პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის გამყოფი ხაზი უკვე დიდი ხანია აღარ არსებობს. მათივე თქმით, პრეზიდენტმა დაივიწყა ზეპარტიულობის პრინციპი.

26 ოქტომბერს ორბელიანების სასახლეში საკოორდინაციო შტაბის მოწყობა პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა. ვისთვის გაიღება ათონელის სასახლის კარი ზუსტად 14 დღეში – ეს ჯერ უცნობია.

,,აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა”- მამუკა მდინარაძე 

აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა – ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კვლავ დაადასტურა, რომ ოთხი პარტია – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო მიზნით, საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ.“

„ჩვენი დაპირებაა მშვიდობა, ღირსება და გაცილებით უკეთესი ცხოვრება თითოეული მოქალაქისათვის! დღეს საქართველო უკვე პირველი ქვეყანაა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში! ოთხ წელიწადში სიღარიბით და უმუშევრობით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ჩამოვცდებით! ჩვენი დაპირებაა, მხოლოდ ამ გზით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა! ჩვენი დაპირებაა შერიგება და ურთიერთპატიება ქვეყნის გაერთიანების მიზნით! აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა – ზურაბიშვილმა გვამცნო რამდენიმე წუთის წინ. სანქციები, ეკონომიკის ჩამოქცევა და ომი მათი დაპირებების შედარებით ფარული მხარეა. ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კვლავ დაადასტურა, რომ ოთხი პარტია – სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო მიზნით, საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ.

ერთი საინტერესო დეტალიც – გახარიას კანონით არ ეკუთვნის უფასო სარეკლამო დრო და ამის მიუხედავად „ნაცმედიები“ დაუბრკოლებლად უშვებენ მის ვიდეორგოლებს“, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქარტიის თემაზე ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქარტიის თემაზე ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვდა და თუ ამ იდეას განახორციელებს, ისინი დახმარებას შეჰპირდნენ.

“მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება, ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ვაპირებ, რომ არჩევნებამდე წარვადგინო ტექნიკური მთავრობა”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა.

„ვაპირებ, რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, ამ გარდავალ ეტაპზე შევქმნა ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და ამ თვეებში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარებთან.

რადგან ჩემი წარსადგენია, ვთვლი, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დროა, რომ ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის სულისკვეთებისა და მისი ყოველივე სიტყვის ერთგულნი.

„იმ დროს, როცა ამ ოთხ პარტიას შორის ჯერ არ არის ურთიერთნდობა, გარკვეული იყოს, ვინ დგას ერთგულად ბოლომდე ამ ქარტიის უკან. მე ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არადა, ვინც არ ეთანხმება, უკან წაიღონ ხელმოწერა. საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პარტია არის ბოლომდე თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

,,ოპოზიცია თავად ამხელს”- შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ახლა განსაკუთრებული მდგომარეობა გვაქვს, რომ არც კი გვიწევს ფაქტობრივად ამ ე.წ. კვლევებზე საუბარი და მათი უარყოფა, თავად ოპოზიცია ამხელს ერთმანეთს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიცია თავად ამხელს ერთმანეთს, როდესაც მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს ვხედავთ.

„აქ ჩვენს სამუშაოს თავად ოპოზიცია აკეთებს და ამხელს ერთმანეთს. ვხედავთ, რომ როცა ეს არის კეზერაშვილის მართულ ტელევიზიაში, მაშინ „ნაციონალური მოძრაობაა“ წინ, როცა ეს არის ნიკა გვარამიას მართულ ტელევიზიაში, მაშინ ნიკა გვარამია არის წინ. სასაცილოა, ასე არასერიოზულადაც ხომ არ უნდა მოექცნენ საკუთარ საზოგადოებას. ასე რომ, ჩვენზე კარგად ამ კვლევებზე საუბრობენ თავად ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ეს არის ხან კეზერაშვილის ოცნებები, ხან გვარამიას ოცნებები, ხან სააკაშვილი, ხან ხაზარაძის ოცნებები. ეს ოცნებები დარჩებათ მათ უკან 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი უკვე მერამდენეჯერ რეალობის სარკეში ჩაახედებს მთლიანად ოპოზიციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რატომ ვერ გაიხსნა სტრასბურგში საარჩევნო უბნები – გიორგი კალანდარიშვილის განმარტება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განმარტა, რატომ ვერ გაიხსნა სტრასბურგში საარჩევნო უბნები.

„უცხოეთში, საარჩევნო უბნების შექმნის საფუძველს წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ლოკაციები და ამომრჩეველთა რაოდენობა, იქ, ამის შესახებ ინფორმაცია არ იყო. მეორე – გასულია ყველანაირი ვადები, მესამე – ცესკო, კენჭისყრის დღემდე რაც იქმნება, იმის მიღმა დამატებით სხვა ლოკაციაზე, თუნდაც ასეთ მომართვიანობას ჰქონდეს ადგილი, ფიზიკურად ვერ შექმნის საარჩევნო უბანს.

ეს საკითხი გამოყენებულია იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენი უცხოეთში მყოფი თანამემამულეები შეცდომაში შეიყვანონ და ამ საკითხზე არასწორი აღქმები შეუქმნან. მეორე მხრივ – როდესაც საკითხის მოგვარება შეუძლებელია, რადგან შესაბამისი ვადები, შესაბამისი პროცედურები ამოწურულია. როდესაც ამ ყველაფრის შესახებ ცნობილია სხვადასხვა ჩართული მხარისთვის, რომ რაღაც პროცედურა არის შეუსრულებელი და წარმოუდგენელი, ცხადია, ამ დროს ხდება ამ საკითხზე პედალირება და იმდაგვარად წარმოჩენა, რომ თითქოს ცესკოს რაიმე მოქმედების გაკეთება შეუძლია და თითქოს ის ამას არ აკეთებს. ეს არის სამართლებრივიდან პოლიტიკურ სივრცეში გადატანის მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუციის იმდაგვარად წარმოჩენას,რომ თითქოს ის რაღაცას არ აკეთებს და ამით მეტი პოლიტიკის შემოტანა ამ პროცესში“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

კახა კალაძე ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებაზე: რა ხდება ცუდი ქვეყანაში? – ის, რომ მშვიდობა გვაქვს და ბომბები არ ცვივა?

„ეს იმ ბინძური, ფაშისტური კამპანიის გაგრძელებაა, რასაც რადიკალური ოპოზიცია და თავიანთი პატრონები ახორციელებენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ  გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც თანამშრომლებს შეტყობინებები ეგზავნებათ, სადაც მათ სამსახურის დატოვებას სთხოვენ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ქვეყნის განადგურების სურვილი აქვთ, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცემა.

„ეს არის იმ ბინძური, ფაშისტური კამპანიის გაგრძელება, რასაც რადიკალური ოპოზიცია და თავიანთი პატრონები ახორციელებენ სხვადასხვა გზით ქვეყანაში. რატომ უნდა დატოვოს თანამშრომელმა თანამდებობა, რა არის საპროტესტო? რა ხდება ცუდი ქვეყანაში? ის, რომ მშვიდობა გვაქვს? ის, რომ ბომბები არ ცვივა და ქალაქები და სოფლები არ ნადგურდება? ამის გამო?

ეს არის მათი მთავარი ამოცანა, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი მდგომარეობა, ისეთი კრიზისული ვითარება, საომარი მოქმედებები, ქალაქები და სოფლები ცეცხლის ალში იყოს გახვეული, იყოს გაუბედურებული ოჯახები, იყოს დაღუპული ახალგაზრდობა, ქვეყნის გაქცეული მოსახლეობა – ეს არის მათი მთავარი ამოცანა, მაგრამ არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე შეაფასა ქვეყანაში არეულობის მცდელობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფრის მკადრებლები არიან.

”მერწმუნეთ, ისეთ ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება – შესაბამის სტრუქტურებს და, რა თქმა უნდა, საზოგადოებასაც. იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. არანაირი რესურსი და შესაძლებლობა არ გააჩნიათ, რომ არჩევნები დემოკრატიული გზით, ხალხის მხარდაჭერით მოიგონ და ამგვარი ქმედებებით, პროვოკაციებით, აქვთ სურვილი, ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა მიმართულებით”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პრემიერი-მინისტრი გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური ესტუმრა მეწარმეთა და მეღვინეთა სივრცეებს, “აისის” პროფესიული სასწავლებლისა და მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების სტენდს გაეცნო, ასევე დაათვალიერა “საქპატენტის” გამოფენა ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით და მოსახლეობას გაესაუბრა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის ფარგლებში ირაკლი კობახიძე დაესწრო სომელიეთა შოუს, სადაც გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, ასევე მონაწილეობა მიიღო ჩურჩხელის ამოვლებაში.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით დასრულდება.

 ,,მთავარია პოლარიზება არ გადაიზარდოს იმ სცენარში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია გეგმავს” – ვოლსკი

მთავარია პოლარიზება არ გადაიზარდოს იმ სცენარში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია გეგმავს. სიტყვა, რადიკალური ოპოზიცია გაცვდა და ვფიქრობ, ეს არის არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ შეთქმულთა ჯგუფი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი.

„საზოგადოება ხედავს, რომ დესტრუქცია, საბოტაჟი არის თემა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ყოველთვის დღის წესრიგში იდგა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეფასებები საკმაოდ პოზიტიურია.