Home Blog Page 21

1 ივნისს სითი მოლში თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის შეთავაზებები დაგხვდებათ

1 ივნისისთვის, თიბისი კონცეპტმა, სითი მოლთან და Mastercard-თან ერთად განსაკუთრებული შეთავაზებები მოგიმზადათ.

თუ 1 ივნისის გატარებას, Magic City-ის გასართობ ცენტრში გეგმავთ და თქვენს პატარებთან ერთად, კვების ობიექტის სტუმრობასაც აპირებთ, აუცილებლად თიბისი კონცეპტის Mastercard ბარათით უნდა გადაიხადოთ, რადგან თანხის 40%-ს ულიმიტოდ დაიბრუნებთ.

Magic City-ის გასართობი ცენტრის გარდა, ულიმიტო ქეშბექები დაგხვდებათ შემდეგ კვების ობიექტებში:

  • Luca Polare
  • Lolly
  • Be yo
  • Lumier’s
  • Ska
  • Cinnabon
  • Chirifruit
  • Bamba
  • Baskin Robbins
  • Food and Market
  • იაკუძა

ბავშვთა დღის შეთავაზებები მოქმედებს სითი მოლის ორივე მისამართზე:  სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70; სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუას N1

შეთავაზებების სრული პირობების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს –  1 ივნისი City Mall-ში.

ასევე, 31 მაისს და 1 ივნისს, სითი მოლში ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით 40-მდე შერჩეულ ობიექტში შოპინგისას, გადახდილი თანხის 40%, ჯამში მაქსიმუმ 200 ლარი დაიბრუნოთ.

თიბისის კონცეპტის შეთავაზებების სანახავად, ეწვიეთ tbcconcept.ge-ს.

(R)

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა -განგრძობითი ინტერვენციები ლარის მხარდამჭერი ფაქტორების ფონზე

 რა საერთო აქვს აშშ დოლარს განვითარებადი ეკონომიკების ვალუტებთან? ერთი შეხედვით – არაფერი, თუმცა აშშ-ის ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენები სწორედ განვითარებადი ეკონომიკებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს ატარებს. კერძოდ, ერთი მხრივ, აშშ-ში გრძელვადიან სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთები იზრდება, ხოლო, მეორე მხრივ, დოლარი უფასურდება. 26 მაისის მდგომარეობით, წლის დასაწყისთან შედარებით, აშშ დოლარის ეფექტური გაცვლითი კურსი სავაჭრო პარტნიორებთან 8.5%-ზე მეტითაა შემცირებული. საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და გაცვლითი კურსის გაუფასურების კომბინირებული შოკი, როგორც წესი, განვითარებული ეკონომიკებისთვის უჩვეულოა, რისი მიზეზიც კონტრციკლური მონეტარული პოლიტიკაა – მაღალი განაკვეთები მაღალი ეკონომიკური ზრდის დროს და პირიქით. საპირისპიროდ, განვითარებად ეკონომიკებს ხშირად პროციკლური პოლიტიკის გატარება უწევთ, რაც საპროცენტო განაკვეთების მატებას ეკონომიკური ზრდის შენელების პერიოდებში მოიაზრებს, გაცვლითი კურსის მხარდაჭერის, ინფლაციური რისკების მოთოკვისა და კაპიტალის გადინების თავიდან არიდების მიზნით. ამდენად, მიმდინარე მოვლენები საკმაოდ ატიპიურია და მსოფლიო ბაზრებზე არსებულ გაურკვევლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ამ კონტექსტში, კვლავ რელევანტურია ლარი/ევრო/დოლარის ბიზნეს სტრატეგია, რომელიც ვალუტების უფრო საშუალო და გრძელვადიანი ნიშნულების შეფასებიდან გამომდინარეობს, როგორც ევრო/დოლარის, ასევე ლარის კუთხით, და ისტორიულად ძალზე მაღალ პოტენციურ სარგებელზე მიუთითებს. ლარზე გავლენის მხრივ, აშშ დოლარის ბოლოდროინდელი სისუსტე მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია. აღნიშნულის გათვალისწინებით, აპრილის ბოლოს მდგომარეობით, დოლარი/ლარის გაცვლითი კურსის მოკლევადიანი წონასწორული ნიშნული, ჩვენი შეფასებით, 2.69-მდე შემცირდა. 

 

თუმცა დოლარის სისუსტე ლარის მხარდამჭერი ერთადერთი ფაქტორი არ არის. უცხოური ვალუტის წმინდა შემოდინებები 2025 წელს უმჯობესდება, რაც საქონლით ვაჭრობის რეკორდულად დაბალი დეფიციტით (იანვრის ერთჯერადი ფაქტორის გამორიცხვით), ფულადი გზავნილების კვლავ ძლიერი ზრდით (განსაკუთრებით, სტაბილური წყაროებიდან) და ბოლო პერიოდში ტურიზმიდან შემოსავლების გარკვეული აჩქარებით არის განპირობებული. უცხოური ვალუტის მიწოდებას ზრდის დეპოზიტების თანდათან უკან ლარში კონვერტაციებიც – ე.წ. „კარგი დროის ბუფერი” – რისი ადრეული ნიშნებიც უკვე სახეზეა. მეორე მხრივ, შემცირებულია ზეწოლა მოთხოვნის მხრიდანაც, რაც შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის ნორმალიზებაში გამოიხატება. ჯამურად, აღნიშნული ფაქტორების ერთობლიობა ლარის გამყარების მიმართულებით მოქმედებს.

 

გამყარების ეს ზეწოლა კი  ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების მოცულობითი შევსების საშუალებას აძლევს. ეროვნულმა ბანკმა მარტსა და აპრილში 368 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. ჩვენი შეფასებით, მასშტაბური ინტერვენციები მაისშიც გრძელდება. მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ნაშთმა აპრილის ბოლოს 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თებერვლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 300 მილიონი დოლარით აღემატება.

 

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე მოვლენების პროგნოზირება სავსებით შესაძლებელი იყო. კერძოდ, გარდა აშშ დოლარის დასუსტებისა, რაც ბოლო პერიოდში მოლოდინების არსებითი გაუარესებით არის განპირობებული, მკითხველს ახსოვს ჩვენი თებერვლის პუბლიკაცია „რატომ მყარდება ლარი?”, სადაც მივუთითებდით, რომ მიმდინარე მოვლენები ეკონომიკური შინაარსით სავალუტო შოკს არ წარმოადგენდა და, ამდენად, ლარის მნიშვნელოვანი მერყეობა ჩვენს საბაზო სცენარად არ განიხილებოდა. აღნიშნული ეყრდნობოდა არგუმენტებს, ერთი მხრივ, იმპორტის მოსალოდნელ შემცირებაზე, ძირითადად გრძელვადიანი მოხმარების საქონლის კუთხით, და, მეორე მხრივ, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ნაკადების ნაკლებ სენსიტიურობაზე შიდა მოვლენების მიმართ, მათი გარე ბაზრებზე დამოკიდებულებიდან გამომდინარე. ვინაიდან მოვლენები სწორედ ამ სცენარით ვითარდება, ჩვენი შეფასებაც უცვლელია, რაც მოიაზრებს ლარის მხოლოდ შედარებით ზომიერ მოსალოდნელ გამყარებას მხარდამჭერი ფაქტორების გაძლიერების შემთხვევაშიც კი, სამ ძირითად არგუმენტზე დაყრდნობით: რეზერვების შევსების საჭიროება, სუსტი ინფლაცია და ლარის სიახლოვე თავის წონასწორულ ნიშნულთან.

 

თუ ზემოაღნიშნულ არგუმენტებს დავუბრუნდებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციიდან მნიშვნელოვანი ზეწოლა არ იკვეთება, ლარის ეფექტური კურსის ბოლოდროინდელი გაუფასურება იმპორტული პროდუქციის გაძვირების გარკვეულ რისკს შეიცავს, ეს კი უკვე ლარის მეტი გამყარების არგუმენტია. ბოლო პერიოდში ინფლაციური ზეწოლა შედარებით გაზრდილია, თუმცა, ამავე დროს, საერთაშორისო ბაზრებზე ფართო მოხმარების საქონლის ფასები კლების ტენდენციით ხასიათდება, რაც ინფლაციაში, სავარაუდოდ, სრულად ჯერ არ ასახულა. გარკვეული ზრდა შეინიშნება მომსახურებისა და ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის ინფლაციებში, რაც საყურადღებო ფაქტორია. საპირისპიროდ, ზეწოლა არ იკვეთება შრომის ბაზრიდან – მიუხედავად ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ეკონომიკაში რეალური ხელფასების მნიშვნელოვანი მატებისა, გაზრდილია შრომის პროდუქტიულობის მაჩვენებელიც, რის გამოც წარმოების ერთეულზე სახელფასო ხარჯი რეალურ გამოსახულებაში განსაკუთრებულად არ შეცვლილა. პარალელურად, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი გრძელვადიან წონასწორულ ნიშნულთან შედარებით მცირედით გაუფასურებულია. ამის მიზეზი დოლარის სისუსტე და საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების თანმდევი გაძლიერებაა, მაშინ როდესაც ლარი დოლართან მხოლოდ მცირედით არის გამყარებული. ეს საკმაოდ საყურადღებოა, რადგან, ჩვენი კვლევით, საქართველოში ინფლაციის მთლიანი დინამიკის, დაახლოებით, 75% რეგიონისთვის საერთო, და არა ქვეყნის შიდა, ფაქტორებით აიხსნება, რაც იმპორტული ინფლაციის არსებით როლზე მიუთითებს. ამდენად, ინფლაციური ზეწოლის გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.

 

მიმდინარე დინამიკა – უახლესი ინდიკატორები შიდა მოთხოვნის აჩქარებაზე მიუთითებს. მარტის ეკონომიკური ზრდის შეფასება კვლავ უფრო მაღალია, ვიდრე ამას ეკონომიკური აქტივობის გრძელვადიანი ტენდენციის ირგვლივ ნორმალიზების ჩვენი საბაზო სცენარი მოიაზრებს. მეორე მხრივ, მთლიანი უნაღდო დანახარჯების ზრდა მარტში მცირედით აჩქარდა, აპრილსა და მაისში კი გაუმჯობესებას განაგრძობს. ამავდროულად, არარეზიდენტების ხარჯები აპრილ-მაისში, პირველი კვარტლისგან განსხვავებით, საკმაოდ ძლიერია, ხოლო მიგრანტების ხარჯები, მაისში მცირედი შემცირების მიუხედავად, სტაბილური რჩება. 

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია  ბმულზე .

(R)

 

PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემოარნდუმი გაფორმდა

29 მაისს, ქ. ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კომპანია PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის საფუძველზე, ტექნიკური სპონსორობის ფარგლებში, კომპანია PSP საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ წლის მანძილზე საჭირო მედიკამენტებს და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფს.

მემორანდმუმს ხელი მოაწერეს PSP-ს ადმინისტრაციულმა დირექტორმა მამუკა ბრეგვაძემ და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ გენერალურმა დირექტორმა დავით დოლაბერიძემ.

“PSP-სა და „ტორპედოს“ შორის ურთიერთანამშრომლობა შარშან დავიწყეთ და წელსაც ვაგრძელებთ კლუბის მედიკამენტებით და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფას. ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივება, PSP-ს მთავარი პრიორიტეტია. როგორც  მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის კომპანია, PSP 30 წლის მანძილზე, არაერთი სპორტის სახეობისა და კლუბის მხარდაჭერია. ჩვენი კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, დღევანდელი დღეც ამის დასტურია. წარმატებებს ვუსურვებთ კლუბ „ტორპედოს“, განსაკუთრებით საერთაშორისო ასპარეზზე“ – განაცხადა მამუკა ბრეგვაძემ.

„პირველ რიგში მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი ერთგული პარტნიორი “პსპ”-ს მიმართ, რასაც კლუბში თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს. სასიამოვნოა ისეთ მძლავრ ფარმაცეპტულ კომპანიასთან თანამშრომლობა, რომელიც წლებია წარმატებულად ოპერირებს ქვეყნის მასშტაბით. დღევანდელი ხელშეკრულების გაფორმებით უკვე 2 წელს ჩაითვლის ჩვენი პარტნიორობა, რაც გვაძლევს საფუძველს მომავალში უფრო მჭიდრო და ფუნდამეტური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. დარწმუნებული ვარ ერთად, წინ ბევრი წარმატება გველის“- განაცხადა დავით დოლაბერიძემ.

®

სენატორი სტივ დეინსი გეგმავს, გააჟღეროს ტრამპისა და რუბიოს პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” ფილოსოფიის დღის წესრიგი და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია, გადადგას -აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის საელჩო სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორ სტივ დეინსი ჩამოვიდა.

როგორც საელჩო აღნიშნავს, დეინსი მოუთმენლად ელოდება საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას.

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში, სენატორ დეინს. სენატორი დეინსი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია და მოუთმენლად ელოდება მთავრობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას თბილისში. ის გეგმავს, წამოჭრას შიდა და საგარეო საკითხები, მათ შორის კანონის უზენაესობა და ბიზნესისა და უცხოური ინვესტიციების პრიორიტეტები. დეინსი ასევე გეგმავს, გააჟღეროს პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები, მათ შორის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა” დღის წესრიგის ფილოსოფია და ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას, იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიმართ“, – წერს საქართველოში ამერიკის საელჩო.

ეკონომიკური სტაბილურობის შედეგად, მზარდია ლარის მიმართ საზოგადოების ნდობა, რაშიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკა, რეგიონში გვაქვს სამაგალითო საბანკო სექტორი-პრემიერი

გეოპოლიტიკური გამოწვევების, საგარეო შოკების და ტურბულენტობის მიუხედავად, ქვეყანაში შექმნილმა მაკროეკონომიკურმა სტაბილურობამ და მშვიდობამ უზრუნველყო ჩვენი ეროვნული ვალუტის სიმყარე, ჩვენი სავალუტო ბაზარი არის მდგრადი რყევების მიმართ, რაც ლარის მიმართ საზოგადოების ნდობას კიდევ უფრო მეტად განამტკიცებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა, ეროვნული ბანკი, ორიენტებულია კონკურენციის და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობაზე, გაზრდილია ბიზნეს სესხების რაოდენობა, რაც მეტ ინვესტიციას, ადგილობრივი ბიზნესის ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს.

„ქართული საბანკო სისტემა ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია და წლიდან წლამდე ვითარდება, სისტემის აქტივები თითქმის 100 მილიარდ ლარს აღწევს, რაც აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის მაჩვენებელზე მაღალია. ეროვნული ბანკი და მთელი საფინანსოს სისტემა მტკიცედ იცავენ საერთაშორისო სანქციების, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია, ასევე იცავენ ადგილობრივ კანონმდებლობას. საქართველოს საფინანსო სექტორის მხრიდან საერთაშორისო სანქციების დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეროვნული ბანკის რეგულაციები და საზედამხედველო ჩარჩო სრულ თანხვედრაშია მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკასთან. რა თქმა უნდა, ამ წარმატებებში საფინანსო სექტორის როლი ფასდაუდებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის საბჭოსა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ეროვნულ ბანკს, ეროვნული ბანკის საბჭოს, განსაკუთრებული მადლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ნათია თურნავას, სწორედ მათი თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ქართული ლარი არის სტაბილური, ჩვენი ეროვნული ვალუტა არის მყარი, რაც ხელს უწყობს ჩვენი ეკონომიკური სისტემის განვითარებას. მინდა, მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ლარის 30 წლოვან იუბილეს და მინდა, გისურვოთ ყველას წარმატებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნატო-ს გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთი საუბრობს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც, ჩვენ ვამბობთ, შეგვიძლია, განვიხილოთ გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე -კეტ კელოგი

ნატო-ს გაფართოების შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთი საუბრობს არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ ვამბობთ, შეგვიძლია, განვიხილოთ გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე, – ამის შესახებ უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

კიტ კელოგმა დაადასტურა დონალდ ტრამპის მზადყოფნა, პუტინს მისცეს დაპირება, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, თუ ასეთი მოთხოვნა ომის დასრულების პირობა გახდება.

„ვფიქრობ, ეს სრულიად მართებული შეშფოთებაა. ამ საკითხს რუსეთი ყოველთვის აყენებს. ისინი საუბრობენ არა მხოლოდ უკრაინაზე, არამედ ასევე საქართველოსა და მოლდოვაზეც. ჩვენ ვამბობთ, კარგი, შეგვიძლია განვიხილოთ ნატო-ს გაფართოების შეწყვეტა თქვენს საზღვრამდე. ეს მათი უსაფრთხოების ინტერესებია“, – განაცხადა კიტ კელოგმა ინტერვიუში.

კელოგის თქმით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში და ამ პოზიციას იზიარებს ალიანსის წევრი, სულ მცირე, ოთხი ქვეყანა.

„არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენთვის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არ არის დღის წესრიგში. ჩვენ არ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ასე ამბობს. შემიძლია, დავასახელო ნატო-ს კიდევ ოთხი ქვეყანა, რომლებიც ამას დაადასტურებენ. გაწევრიანებისთვის კი საჭიროა ყველა, 32 ქვეყნის თანხმობა“, – აღნიშნა კელოგმა.

მსოფლიო როკის ლეგენდა საქართველოშია – Guns N’ Roses ქართულ სცენაზე პირველად წარდგება

მსოფლიო როკის ლეგენდა საქართველოშია. Guns N’ Roses ქართულ სცენაზე პირველად წარდგება. ლეგენდარული ბენდი პროექტის „სტარინგ ჯორჯიის“ ფარგლებში, „ციცინათელას“ მიმდებარე ტერიტორიაზე გრანდიოზულ ცოცხალ კონცერტს დღეს გამართავს.

საფესტივალო ქალაქი თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა.

„უპრეცედენტო მოვლენაა, როდესაც შენს ქვეყანაში ჩამოდის ისეთი რანგის ბენდი, როგორიც არის Guns N’ Roses და რომელიც 40 წელზე მეტია სიდიადეს არ კარგავს. მნიშვნელოვანია რომ მესამე სეზონმაც ისევე კარგად ჩაიაროს, როგორც წინამორბედები იყო. ახალი გამოწვევაა ჩვენი გუნდისთვის ახალ სივრცეში გამოსვლა, აქამდე ციცინათელას პარკის ტერიტორია არ გამოგვიყენებია, თუმცა გვჯერა, რომ მსმენელისთვის ახალი საყვარელი სივრცე გაჩნდება “, – განაცხადა „Starring Georgia-ს“ პროექტების მენეჯერმა ციცი იაშვილმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

30 მაისს ქუთაისში დღისით +23 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები წვიმიან ამინდს ვარაუდობენ.

წვიმიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16. ბათუმშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმს ფოთშიც. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +21, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი დღეა სოხუმში. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში წვიმიანი ამინდია, დღისით +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში წვიმს. ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაში, დღისით +23 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში წვიმს – დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება. იწვიმებს.

ნალექიანი დღე იქნება ბორჯომშიც, სადაც +20 დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. იწვიმებს ბაკურიანშიც, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 6 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმს, დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმს, ჰაერის ტემპერატურა +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმს. დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ომალოშიც წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით +14, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს თელავში, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში წვიმას ელოდებიან. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს.

თბილისშიც წვიმიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მომავალზე შფოთვა და წუხილი ძალას გართმევთ, ამიტომ სასიცოცხლო ენერგიის დონე მცირდება და შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. ეცადეთ, ფიქრებს სხვა მიმართულება მისცეთ და ირგვლივ მეტი დადებითი დაინახოთ. პოზიტიური განწყობა ეჭვების დაძლევაში დაგეხმარებათ. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც გაგიღიმებთ.

კურო

ამ დღეს კუროებს რამდენიმე სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება. შესაძლოა, სწორედ ამ დღეს ძველი და ძალიან მტკივნეული პრობლემის გადაჭრა მოხდეს. ვარსკვლავების დახმარებით, რთული სიტუაციიდან საოცრად სწრაფად და ადვილად გამოხვალთ. მათი მხარდაჭერა ყველა კომერციულ საქმეში წარმატებას გპირდებათ.

ტყუპები

ამ დღეს ახალი საქმეების დაწყებას უნდა მოერიდოთ – განსაკუთრებით, თუ ამ საკითხებში კარგად არ ერკვევით. ტექნიკის რემონტით თავი არ შეიწუხოთ და საქმე პროფესიონალს მიანდეთ, თორემ მეტი ზიანი მოგადგებათ. ჯობია, თავისუფალი დრო სასარგებლო ლიტერატურის კითხვას ან კვალიფიკაციის ამაღლებას დაუთმოთ. ნებისმიერი შემეცნებითი აქტივობა ამ დღეს ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დროა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დილას მცირე არეულობაა მოსალოდნელი, მეწარმე კირჩხიბებს წარმატება ელით. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ძველ ნაცნობს შეხვდეთ, რომლისგანაც საერთო ნაცნობებსა და მეგობრებზე ბევრ საინტერესო ამბავს შეიტყობთ.

ლომი

დღეს თქვენს მოთმინებას სერიოზული გამოცდა ელით – ირგვლივ ყველა ცდილობს, სამუშაოს მოგწყვიტონ, რაც ძალიან გაღიზიანებთ, თუმცა ეს დროებითი ამბავია, რომელიც მალე გაივლის. იქნებ, ამ ადამიანებს თქვენი ყურადღება აკლიათ და მის მოპოვებას ცდილობენ?

ქალწული

მთელი დღე გაწუხებთ განცდა, რომ რაღაც გამოგრჩათ და ვერ შენიშნეთ. შესაძლოა, თქვენ ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შესახებ არაფერი იცით ან დაწყებული საქმეების შესახებ საჭირო ინფორმაციას არ ფლობთ. ყველაფრის ცოდნა შეუძლებელია, ამიტომ დამშვიდდით და ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც ზუსტად იცით.

სასწორი

თუ შესაძლებელია, ეცადეთ, რომ გარემო შეიცვალოთ და მთელი ძალა და რესურსები დასვენებისკენ მიმართოთ – ეს ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ. პლანეტების განლაგება იღბლიან დღეს და ხელსაყრელ გარემოებებს გპირდებათ, თქვენს კონკურენტებს კი სრული ფიასკო და პრობლემები ელით.

მორიელი

მზად იყავით, რომ ოჯახის წევრები უსარგებლო საუბრებით სამუშაოს ხშირად მოგწყვეტენ და ყურადღებას გაგიფანტავენ. ეცადეთ, წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ და თვითკონტროლი შეინარჩუნოთ. გადაღლილობის ფონზე მოსალოდნელია მცირე უთანხმოება, რომელიც სერიოზულ კონფლიქტად არ უნდა გადააქციოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, თანამედროვე ტექნოლოგიების შესწავლა დაიწყოთ, რაც თქვენს პროფესიულ ცოდნას მნიშვნელოვნად გაზრდის. გამორიცხული არ არის, რომ მალე შემოსავლის ახალი წყარო იპოვოთ, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. შეკითხვების დასმა ნუ მოგერიდებათ – თქვენი ცნობისმოყვარეობა მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ

თხის რქა

დღევანდელი მოვლენები თქვენგან გადამწყვეტ ნაბიჯებსა და არატრადიციულ მიდგომებს მოითხოვს. ასეთ ვითარებაში გონიერება და მოხერხებულობა თქვენი საუკეთესო დამხმარეები იქნებიან. ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ – ამ დღეს ვარსკვლავები მხარს უჭერენ ყველას, ვისაც რამე ახალი სურს. ინოვაციები ყველა სფეროში მისასალმებელია.

მერწყული

ამ დღეს შეიძლება ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ. თუ გსურთ კარგი განწყობა და ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, ეცადეთ მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და შრომისა და დასვენების რეჟიმი მოაწესრიგოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფიზიკური ვარჯიშები ყოველდღიურობის აუცილებელ ნაწილად აქციოთ.

თევზები

პრობლემამ, რომელიც დიდი ხანია, დავიწყებული გქონდათ, შეიძლება თავი შეგახსენოთ. ამ დღეს სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ – გსურთ, რომ თავი დაანებოთ ყველაფერს და დაისვენოთ. ეცადეთ, ცდუნება დაძლიოთ და დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ. დიპლომატიური უნარების დამსახურებით, ამ დღეს შეძლებთ, ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ საკითხში დაარწმუნოთ.

გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას, ის დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც უნდა იყოს -ანრი ოხანაშვილი

გიორგი ბაჩიაშვილი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას. ის დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც უნდა იყოს, – განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი ბაჩიაშვილი კრიმინალი და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენია.

„ეს ადამიანი დაკავებიდან მოყოლებული არაერთ ზღაპარს ჰყვება და ალბათ გააგრძელებს ამ ზღაპრების მოყოლას. მთავარია, რომ გამოძიება მიმდინარეობს, ამ ეტაპზე სუს-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რაც ჩავთვალეთ საჭიროდ. გამოძიება გრძელდება და ვინმეს თუ ამ ვერსიის დაჯერება უნდა, ეს მათი ნებაა. მთავარი აქ რაც არის, კრიმინალი არის დაკავებული. ეს ადამიანი არის კრიმინალი, მან ფულის გათეთრება განახორციელა და ის მსჯავრდებულია ამ დანაშაულისთვის. განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩამდენია და დამსახურებულად განთავსებულია იქ, სადაც ის უნდა იყოს, ის მოიხდის სასჯელს. გარდა ამის, მას აქვს სხვა რამდენიმე ეპიზოდი, რომელთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საქმის წარმოება. მთავარია, რომ ამ ადამიანს თმის ღერი არ ჩამოვარდნია დაკავების დროს. ის ვერ საუბრობს, რომ დაკავებისას მის მიმართ იძალადეს, შელახულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ა.შ. ეს არის ჩვენი სტანდარტი, ეს არის სტანდარტი, როგორც ვმოქმედებთ. დანარჩენი უნდა დაველოდოთ, მიმდინარეობს გამოძიება და კიდევ ბევრ საინტერესო დეტალს გაიგებთ, როდესაც ამის საჭიროება იქნება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილი 27 მაისს დააკავა.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს გიორგი ბაჩიაშვილს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე სასამართლოს მიერ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში.

თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზებაში – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა, ხოლო აღნიშნულის შემდეგ, სომხეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა, რის შედეგადაც საზღვარი გაიარა.

ნიკა მელიას დაკავება სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში სისტემური კრიზისის დადასტურება -“ძლიერი საქართველო”

კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული, კოალიცია „ლელო -ძლიერი საქართველო“ თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს.

„რუსული ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნას ახალ მასშტაბებს სძენს. რეჟიმი ისეთ პანიკაშია, რომ ფორმალურადაც აღარ ელოდება სასამართლოს დარბაზში დასადგმელ ფარსს. გამოცხადებული რეპრესიების ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ უკვე პოლიტიკური ოპონენტების ქუჩიდან მოტაცება დაიწყო. კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება სხვა არაფერია, თუ არა ე.წ. სახელისუფლო ვერტიკალში არსებული სისტემური კრიზისის დადასტურება. როგორც ჩანს, ივანიშვილის რეჟიმი, ოპოზიციის ლიდერების „განეიტრალების“ მიზნით, მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს. კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველო“ თანადგომას უცხადებს ნიკა მელიას და მის პოლიტიკურ გუნდს“, – ნათქვამია „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ნიკა მელია დააკავეს. ნიკა მელიას დაკავება დაადასტურა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმაც, მაგრამ დაკავების მიზეზს ვერ აკონკრეტებს.

ცნობისთვის, ნიკა მელიას დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო 50 ათასი ლარის ოდენობის გირაო 29 აპრილს შეეფარდა. წინასასამართლო სხდომა 29 მაისს იყო ჩანიშნული, თუმცა 30 მაისისთვის გადაიდო.

“მეფე ჩარლზი მნიშვნელოვან სამეფო ტრადიციას აგრძელებს – კანადას აშშ-ის გავლენა-ზეწოლისაგან იცავს” -The Independent

ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთში“ (The Independent) დაბეჭდილია მოწინავე სტატია სათაურით: “მეფე ჩარლზი მნიშვნელოვან სამეფო ტრადიციას აგრძელებს – კანადას აშშ-ის გავლენა-ზეწოლისაგან იცავს” (ავტორი – ტესა დანლოპი). „მაშინ როცა დონალდ ტრამპი ჩრდილოელ მეზობელს 51-ე შტატად გადაქცევას უპირებს, მეფე ჩარლზის წარმატებულმა ვიზიტმა ოტავაში მსოფლიოს შეახსენა, რომ იგი კანადის მეფეც არის“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებული სახით:

მეფე ჩარლზმა ოტავაში ჩასასვლელად, გრძელი გზა გაიარა, რომ კანადის პარლამენტის 45-ე სესია გაეხსნა და სენატის ხალხით სავსე დარბაზში ქვეშევრდომების წინაშე გამოსულიყო. ხელმწიფის ძალისხმევა და დრო უქმად არ დაკარგულა. ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ახალი მეთაური, რომელიც მოკრძალებულად იყო ჩაცმული და რომელიც ფრანგულ და ინგლისურ ენებზე – კანადის სახელმწიფო ენებზე – თავისუფლად ლაპარაკობს, არ ერიდებოდა პოზიტიურ გამოთქმებს იმ ქვეყნის მიმართ, სადაც მონარქს სივრცე აქვს მანევრებისათვის. მან საჭიროდ ჩათვალა შეეხსენებინა აუდიტორიისათვის, რომ „მონარქია განასახიერებს სტაბილურობასა და მემკვიდრეობას წარსულიდან მომავლისაკენ“. იგი ამაყად გამოიყურებოდა –  თანამედროვე კანადის სიმბოლოდ, მთელი თავისი ბრწყინვალებით და დინამიზმით.

მრავალრიცხოვანი შეხვედრები, ხანგრძლივი გამოსვლა ორ ენაზე, ტრანსატლანტიკური მგზავრობა… ასეთი რეჟიმი, რასაკვირველია, მეფეებისათვისაც რთულია. ის ფაქტი, რომ 76 წლის ჩარლზი ისევ მკურნალობს კიბოს ავადმყოფობის გამო – 14 თვის განმავლობაში, გვახსენებს იმას, რომ მისთვის დრო ძალიან ძვირფასია და რაოდენ დიდ მნიშვნელობას იძენს ის 24 საათი, რომელიც მან კანადაში გაატარა.

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის თქმით, „მეფის ვიზიტი ისტორიულია, სრულიად შეესაბამება თანამედროვე გეოპოლიტიკურ სიტუაციას და უბრალო ენით თუ ვიტყვით, მისი აქ ყოფნა ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს“. მარკ კარნი კანადელი ანგლოფილების წარმომადგენელია, იგი თავის დროზე ინგლისის ბანკს ხელმძღვანელობდა და მეფე ჩარლზის ოტავაში ჩასვლა პრემიერისთვის კიდევ ერთ გამარჯვებას წარმოადგენს.

მეფე ჩარლზის ვიზიტმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ბრიტანეთის ხელმწიფე კანადის უზენაეს მეთაურადაც ითვლება – აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გასაგონად, რომელსაც სურს კანადა ამერიკის 51-ე შტატად გადააქციოს.

ჩარლზი ბრიტანეთის პირველი მეფე არ არის, რომელიც კანადის საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოდის. როცა საკითხი კანადას ეხება, უნდა გავიხსენოთ, რომ უინძორების დინასტია სამეფოს ამერიკულ ნაწილს ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა: 1957 და 1977 წლებში დედოფალი ასევე სიტყვით გამოვიდა, ხოლო მანამდე, 1951 წელს, აწ გარდაცვლილი მეფე ფილიპე კანადას პირველად ეწვია. სხვათა შორის, იმ დროს ტრანსატლანტიკური გადაფრენები საკმაოდ სარისკო იყო, მაგრამ ღირდა იმისთვის, რომ ბრიტანელ მონარქს  კანადელების გული დაეპყრო და პარალელურად სამხრეთი მეზობლის – აშშ-ის აგრესიული ზრახვები განეიტრალებინა.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დონალდ ტრამპი თავის გეგმებში ორიგინალური არ არის. ამერიკა პერიოდულად გამოხატავდა სურვილს თავისი ჩრდილოეთი საზღვრის მიღმა მდებარე მიწების ხელში ჩასაგდებად. ჯერ კიდევ 1775-76 წლებში, როცა თომას ჯეფერსონი ამერიკის დამოუკიდებლობაზე ფიქრობდა, მას ამერიკა მთლიანობაში კანადის ტერიტორიის ჩათვლით ჰქონდა წარმოდგენილი. გავიხსენოთ, რომ აშშ-ის კონგრესმა საჭიროდ ჩათვალა კანადაში შეჭრა და 1776 წელს კონტინენტური არმიის ნაწილები, გენერალ რიჩარდ მონტგომერის სარდლობით კვებეკის დასაპყრობად გაემართნენ და მონრეალი დაიკავეს. მაგრამ კანადელები  ბრიტანელების მხარეზე დადგნენ და ამერიკის ჯარები უკუაგდეს. დამოუკიდებლობისათვის ომის დასრულების ჟამს აშშ-ის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ის, რომ ეძულებინა დიდი ბრიტანეთი კანადა მისთვის გადაეცა. საბოლოოდ, ვაშინგტონის გეგმები ვერ განხორციელდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოს როლი რომ წარმატებით გააგრძელოს, მისთვის აუცილებელია ამერიკის კონტინენტზე უსაფრთხოება და თანამშრომლობა გაგრძელდეს. აშშ-მა უნდა დაივიწყოს ოცნებები კანადის 51-ე შტატად გადაქცევის თაობაზე, დონალდ ტრამპმა მადლობა უნდა უთხრას კანადას, რომ გვერდით ერთგული მეზობელი ჰყავს. კანადის მეთაურია ბრიტანეთის მეფე და დონალდ ტრამპს საქმე ჩარლზთან ექნება. საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, გამარჯვებული სწორედ მონარქის ინსტიტუტი იქნება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: