Home Blog Page 2094

“ბატონო გიორგი, არ გაბრაზდეთ ჩემ „ხაბეზე“, კაცობს, უნდა, რომ თავის გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოს”

ბატონო გიორგი, არ გაბრაზდეთ ჩემს „ხაბეზე“. კაცობს ახლა, უნდა, რომ თავის გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოს, დაეშალა. მას ლიდერად არ აღიარებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტში განაცხადა, სადაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს დეპუტატები ინტერპელაციის წესით სკოლებში უფასო კვების საკითხთან დაკავშირებით უსმენენ.

ზარქუას განცხადებით, მისი სურვილია ლევან ხაბეიშვილი დიდხანს იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ.

„მინდა შევეხო ამ ხელმოცარულებს, ახლა რომ იყვნენ გამოსულები. ბატონო გიორგი, არ გაბრაზდეთ ჩემს „ხაბეზე“. კაცობს ახლა, უნდა რომ თავის გუნდში ავტორიტეტი მოიპოვოს, დაეშალა. მას ლიდერად არ აღიარებენ.

თუ ვინმე რამეს ხარჯავს, თავისი შემოსავლით ხარჯავს, განსხვავებით თქვენი მმართველობის დროს, მინისტრები სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებდნენ თავიანთი ბავშვების განათლებას.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა გითხრათ ჩემს „ხაბეზე“. უგულავას დროს სოციალური სამსახურის ერთ-ერთი „ჩინოვნიკი“ იყო. მათ დროს, თბილისში საბავშვო ბაღები ფასიანი იყო და ეს ადამიანი ხელფასსაც იღებდა და პრემიასაც. რასაც ვამბობ თუ არასწორია, ხვალ განცხადებას დავწერ და სამსახურიდან წავალ, თუ ეს ასე არ არის, მან თქვას. ხაბეიშვილს, გარდა იმისა, რომ ბაღებში კვება ყოფილიყო, ევალებოდა უფასო სასადილოების მონიტორინგიც. ფოტოებს განახებთ, ანტისანიტარია იყო, რა ფული „ტყდებოდა“ და ახლა ეს ადამიანი გამოდის და გვმოძღვრავს, იმის ნაცვლად, რომ შეიფეროს ის თანამდებობა, სანამ დროებით აქვს.

მე ვუსურვებდი, დიდი ხანს იყოს. ჩემ ინტერესშია დიდ ხანს იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელად, ამაში ჩემი წვლილი შევიტანე. ზოგჯერ იყოს აკადემიური და დარჩეს, თორემ დაემართება ის, რაც საკრებულოში დაემართა, მისი გუნდის წევრები გამარჯობას რომ არ ეუბნებოდნენ, ეს დაემართება“,- განაცხადა ზარქუამ.

თბილისში არსებულ თექვსმეტ ქუჩას სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელები მიენიჭა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე თექვსმეტ ქუჩას იმ სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე ქალების სახელები მიენიჭა, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს სახელმწიფოებრივ განვითარებაში შეტანილი აქვს.

თბილისის საკრებულოს ცნობით, საკითხები საკრებულოს წევრებს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ გააცნო.

„საკითხები, რომლებსაც კენჭი ეყრება, თბილისის ურბანულ გარემოში გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარების ჩვენს მიერ წარმოებული გრძელვადიანი კამპანიის ნაწილია. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ წარმოდგენილი საკითხების კომისიურ ფორმატში განხილვა სიმბოლურად მარტის თვეში, ქალთა კვირეულის ფარგლებში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ კვირეული რამდენიმე კომპონენტისგან შედგებოდა, პარტნიორი ორგანიზაციების – გაეროს ქალთა ფონდისა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით თბილისის ქუჩებში განთავსდა დროებითი აბრები, იმ სტერეოტიპების საწინააღმდეგო სლოგანებით,“ – აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.

თბილისის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით თბილისის ქუჩებს შეემატა: ექიმ მერი გელოვანის ქუჩა; მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის თამარ დეკანოსიძის ქუჩა; მევიოლინე მარინე იაშვილის ქუჩა; კომპოზიტორ თამარ ვახვახიშვილის ქუჩა; სახელმწიფო მოღვაწის, კრავაი ჯაყელის ქუჩა; საზოგადო მოღვაწის, მედეა ღამბაშიძის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი ინჟინერი ქალის, ბარბარე ბაირამაშვილის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მეზღვაური ქალის, იულია ფაილოძის ქუჩა; კალიგრაფ მანანა ზედგინიძის ქუჩა; ექიმ ბარბარე ყიფიანის ქუჩა; მსახიობ ცეცილია წუწუნავას ქუჩა; მსახიობ თამარ ჭავჭავაძის ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალის, ნინა ხუბულავას ქუჩა; ერთ-ერთი პირველი მფრინავი ქალის, რუსუდან ჟორდანიას ქუჩა; დიპლომატ რუსუდან მიქელაძის ქუჩა; რეპრესირებული პოეტის, მარიამ აბრამიშვილის ქუჩა; მშვილდოსნის ქეთევან ლოსაბერიძის ქუჩა.

“ნებისმიერს ოპოზიციური პარტიებიდან, ვისაც გულწრფელად გული შეგტკივათ ბავშვების განათლებაზე, კვებასა და ჯანსაღ განვითარებაზე, გეპატიჟებით სამუშაო ჯგუფში”

ნებისმიერს ოპოზიციური პარტიებიდან, ვისაც გულწრფელად გული შეგტკივათ ბავშვების განათლებაზე, კვებასა და ჯანსაღ განვითარებაზე, გეპატიჟებით სამუშაო ჯგუფში – მოგისმენთ სიამოვნებით, – ეს განცხადება პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გააკეთა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიორგი ამილახვარს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. მთავრობის წევრმა სკოლებში ბავშვთა უფასო კვების პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კითხვებს უპასუხა.

გიორგი ამილახვარის განცხადებით, იმისთვის, რომ სკოლებში კვების საკითხი მოგვარდეს, საჭიროა სხვა რიგი ნაბიჯები გადაიდგას – კერძოდ, უნდა მოგვარდეს სასკოლო ინფრასტრუქტურის (სასადილო, ადგილზე მომზადების შემთხვევაში სამზარეულო, წყალი-სანიტარია-ჰიგიენური ნორმები, ნარჩენების მართვა) საკითხი და ამ კუთხით უკვე დაწყებულია 800 სკოლის რეაბილიტაცია/მშენებლობის პროექტი. გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს 270-მდე სკოლის მშენებლობა/რეაბილიტაცია.

მინისტრის თქმით, სამინისტროებისა და უწყებების ჩართულობით შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც გამოვლენილი და იდენტიფიცირებულია გამოწვევები და საკითხები, რომლებზეც სამოქმედო გეგმა შეიქმნება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაო ჯგუფი მუშაობს ორი მიმართულებით: საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და საქართველოს რეალობის შესწავლა. საპილოტე რეგიონად ქართლი შეირჩა.

„მიმაჩნია, რომ ჩვენ ეტაპობრივად დავიწყოთ გარკვეულ ვერსიებზე მსჯელობა, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები მოსაზრებას, რომ სადმე დავიწყოთ სასკოლო კვების პროგრამა და სადმე არ დავიწყოთ. თუ სადმე დავიწყებთ, ეს უნდა გავაკეთოთ ყველასთვის და აქ გამორიცხულია გამორჩევა რეგიონის, სოციალური კუთვნილების თუ სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით. ეს უნდა იყოს ყველასთვის უზრუნველყოფილი, ვისაც ბუნებრივია, ამის სურვილი აქვს“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ისაუბრა სამ მოდელზე, რომელზეც სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას და სასკოლო ინფრასტრუქტურის გაჩენასთან ერთად ეტაპობრივად შეეცდება, რომ პირველ რიგში, სწორი კონცეფცია ჩამოაყალიბოს, შესთავაზოს საზოგადოებას და შემდგომ დაიწყოს ამის ნაბიჯ – ნაბიჯ განხორციელება.

„პირველი ეს არის ე.წ. ტრადიციული სისტემა, როდესაც სკოლებში არის სამზარეულოს ინფრასტრუქტურა და სკოლას დამოუკიდებლად შეუძლია ამის განხორციელება. მეორე ეს არის ცენტრალიზებული, როდესაც გარკვეულ არეალში არის ერთი ცენტრალიზებული საწარმოო, რომელიც ე.წ ნახევარფაბრიკატებს აწვდის სკოლებს და იქ ადგილზე ხდება მისი საბოლოო დამზადება და მესამე არის მიტანა ე.წ ლანჩ-ბოქსები“, – აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზა სამუშაო ჯგუფის მუშაობაში ჩართვა.

თავისუფლების მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით ნაწილობრივ შეიზღუდა

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, 19 მაისიდან 25 მაისის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა ერთი ზოლით შეიზღუდა, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში შეიცვალა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი გაჩერების ადგილი – ალექსანდრე პუშკინის სახელობის სკვერთან მდებარე გაჩერების ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი რუსთაველის გამზირისა და ლადო გუდიაშვილის ქუჩის კვეთასთან გაჩერდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 მაისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 20 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5340 ლარი ეღირება, ევრო – 2.7352 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1510 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5310 ლარი ღირდა, ევრო – 2.7358 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1460 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 20 მაისს ამოქმედდება.

“2011 წელს ტურისტები მოდიოდნენ და დღეს აქ ჩამოდიან არა ტურისტები, არამედ მოღალატეები, აგენტები”-ელენე ხოშტარია

მაშინ ტურისტები მოდიოდნენ და მთელი მსოფლიო საქართველოს გვერდში იყო, დღეს კი მთელი მსოფლიო არის რუსეთის იზოლაციაში, – ასე უპასუხა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ შეკითხვას იმის შესახებ, რა შეიცვალა 2011 წლის შემდეგ, როდესაც ის რუსეთთან ურთიერთობას მიესალმებოდა.

მისი თქმით, დღეს მთელი მსოფლიო მოუწოდებს საქართველოს რუსეთის იზოლაციისკენ, ასევე, ქვეყანაში 2011 წელს რუსეთიდან ტურისტები შემოდიოდნენ, ახლა კი აგენტები და მოღალატეები შემოდიან.

„მთელი მსოფლიო გვეუბნება, რომ ვდისტანცირდეთ და აქ ჩამოდიან არა ტურისტები, არამედ მოღალატეები, აგენტები და პუტინი არის აღიარებული ტერორისტი. აი ეს შეიცვალა ამ 13 წლის განმავლობაში.“ – აღნიშნა ხოშტარიამ.

კითხვაზე, 2008 წლის აგვისტოს ომი არ იყო საკმარისი, რომ ომიდან სამი წლის შემდეგ, პუტინი საქართველოს მტრად ჩაეთვალა, ხოშტარიამ უპასუხა, რომ მაშინ სხვა კონტექსტი იყო, ხოლო სააკაშვილი საზღვარზე ტურისტებს იმიტომ ხვდებოდა, რომ რუსეთში პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი იყო.

„მაშინ ლაპარაკი არათუ გახსნაზე იყო, არამედ, მიხეილ სააკაშვილი ხვდებოდა საზღვარზე ტურისტებს, იმიტომ რომ მაშინ რუსეთში იყო ძალიან დიდი პროტესტი, მათ შორის პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, აბსოლუტურად სხვა კონტექსტი იყო. პუტინი კი არის ტერორისტი“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

“9 აპრილს, არჩევნების წელს, სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე დახვდა რუს ტურისტებს” – ამირან სალუქვაძე

2012 წლის 9 აპრილს, არჩევნების წელს, ჩვენთვის ორმაგი ემოციის დღეს, სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე დახვდა რუს ტურისტებს, 9 აპრილს, – ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთის მორალია ის, თუ რა თარიღს დაამთხვია პირველი პირდაპირი რეისი, თუმცა, მიხეილ სააკაშვილი რომ 9 აპრილს ლარსის გამშვებ პუნქტს ეწვია და რუს ტურისტებს დახვდა, ეს ექსპრეზიდენტის და მისი გუნდის მორალია.

ექსპერტის თქმით, პუტინის მიერ სავიზო შეზღუდვის გაუქმება და ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება გათვლილია როგორც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ისე საერთაშორისო რეაქციაზე.

„9 აპრილს, სწორად ხედავთ, 2012 წლის 9 აპრილს, არჩევნების წელს, ჩვენთვის ორმაგი ემოციის დღეს, სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე დახვდა რუს ტურისტებს, 9 აპრილს.

ამ ფაქტს, ანუ 9 აპრილს საზღვარზე დახვედრას რუსეთის მოქალაქეებისთვის 2010 და 2012 წლებში ვინც ტაში დაუკრა, დღეს აპროტესტებს.

რუსეთმა რომელ დღეს დაამთხვია ეს რეისი, ეს რუსეთის მორალია. სააკაშვილი რომ 9 აპრილს მივიდა ლარსზე, ეს სააკაშვილის და მისი გუნდის მორალი. ახლა დარბიან გიჟებივით.

გახსოვთ რა დავწერე იმ დღეს, როცა პუტინმა ვიზების და ფრენების შეზღუდვა გააუქმა, რომ ეს გათვლილი იყო ჩვენს შიდა პოლიტიკაზე და გარე რეაქციებზე? ზუსტად ეს ხდება, ზუსტად უსრულებენ.

არა უშავს, წელს საქართველო მაინც მიიღებს კანდიდატის სტატუსს”, – წერს ამირან სალუქვაძე.

“ამდენი წელიწადია ბიზნესში ვარ, და პირველად მიწევს ბოდიშის მოხდა” – თემურ ჭყონია

“ეს შეცდომაა, რისთვისაც, ამდენი წელიწადია ბიზნესში ვარ, და პირველად მიწევს ბოდიშის მოხდა”- ასე ეხმაურება თემურ ჭყონია თბილისის ქუჩებში გამოკრულ „მაკდონალდსის“ ბანერებს წარწერით: “235 000-ზე მეტი ბავშვიანი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობს” .

„ეს იყო UNICEF-ის გლობალური პროგრამა და ეს ბილბორდი აბსოლუტურად აცდენილია შინაარსს. ეს შეცდომაა, რისთვისაც, ამდენი წელიწადია ბიზნესში ვარ, და პირველად მიწევს ბოდიშის მოხდა. მე არ ვარ ამ ბილბორდის მომხრე, იმიტომ, რომ პროგრამა, რომელიც ჩვენ დასახული გვქონდა​ UNICEF-ის ფილოსოფიით დატვირთული, უფრო ქველმოქმედებაზე იყო აგებული, ვიდრე პოლიტიკურ განცხადებებზე.

კონკრეტული მიზანი გვქონდა, UNICEF-ის პროგრამა იყო, რომ 1 ივნისს, ბავშვთა დღეს უნდა გაგვეკეთებინა ქველმოქმედება და დევნილთა სამინისტროში გადაგვერიცხა რაღაც თანხა. ემოციური უფრო ვარ დღეს, ვიდრე პროფესიონალი. იმდენად გამომიყვანა წყობიდან ამ ბილბორდმა, რომ გაგრძელებაზეც აღარ ვფიქრობ.

მე საიდან გავიგე? გვქონდა დილის შეხვედრა და შემომიტანეს, რომ ექსპერტი ნიკოლეიშვილი ახასიათებდა ამას როგორც ბინძურ კამპანიას. ყველას უფლებაა, როგორც უნდა ისე გამოიყენოს – მთავარია, მე როგორ ვფიქრობ“, – აცხადებს თემურ ჭყონია.

“ახლა მოლაპარაკებები საერთოდ არ არის საჭირო” – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ეხმაურება.

მედვედევის თქმით, უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებები თანაბარ პირობებში მართლაც ვერ მოხერხდება.

„ძნელია, არ დაეთანხმო გინეკოლოგს, რომელსაც თავი ევროსაბჭოს პრეზიდენტად მოაქვს. დეიდამ თქვა, რომ რუსეთ-უკრაინას შორის თანაბარ პირობებში მოლაპარაკებები უარყოფილი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, ეს ასეა. როგორ შეიძლება იყოს თანაბარი მოლაპარაკებები ნაცისტურ სახელმწიფოსთან? საუბარი მხოლოდ მის პატრონთან შეიძლება, უფრო ზუსტად – მხოლოდ ვაშინგტონთან. სხვა თანამოსაუბრე უბრალოდ არ არსებობს და ისიც მხოლოდ ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგის პირობებზე. თუმცა, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ამიტომ, ახლა მოლაპარაკებები საერთოდ არ არის საჭირო“, – წერს მედვედევი Telegram-ზე.

Koba Kobaladze met with Stephen Lieberman at the US State Department of Veterans Affairs

General Major Koba Kobaladze, Director of the State Service of Veteran Affairs, held a meeting with Steven Lieberman, Deputy Secretary of Denis Richard McDonough for Health Affairs, at the US State Department of Veterans Affairs.

The meeting was held as a part of Major General Koba Kobaladze’s working visit to the United States of America. The information about this is spread by the State Service of Veteran Affairs.

According to the reports, Koba Kobaladze talked about the structure, goals, future plans, the joint programs of the Service with the host that the Service implements together with the state and the non-governmental sector to support veterans and family members of those killed in the war.

“Koba Kobaladze meticulously talked about the military operations that have been carried out in Georgia in the last 30 years. He also emphasized the importance of the selfless and exemplary battles that Georgian fighters waged in Abkhazia, Samachablo and in the August war 2008 against Russian regular troops.

The hosts paid special attention to the psycho-rehabilitation programs of veterans, and in this regard, they shared their experience with the delegation of the State Service of Veteran Affairs and promised provision of assistance and support.

The parties agreed on future close cooperation, which will contribute to the improvement of the psycho-social conditions of Georgian veterans. Koba Kobaladze invited Steven Lieberman to Georgia so that he could learn about the needs of Georgian veterans.

It is noteworthy that the delegation of the State Service of Veteran Affairs is hosted by the Georgian Embassy in the United States of America. It has also organized the meetings of the delegation, for which the State Service of Veteran Affairs thanks the Embassy of Georgia.

Stephen Lieberman has been leading the Veterans Health Administration (VHA) since 2021. Previously, he served as Assistant Secretary for Health Affairs, who led the strategic direction of health care and oversaw access to health care services for veterans.

The meeting was attended by Irakli Chanturidze, Deputy Head of the Legal Assurance Department of the State Service of Veteran Affairs, Mariam Adamashvili, Head of the Protocol Department, Paata Patiashvili, Senior Counselor of the Embassy of Georgia in the United States of America, and John Boerstler, Chief Veteran Affairs Officer of the US State Department of Veterans Affairs.

Within the framework of the visit, Koba Kobaladze, Director of the State Service of Veteran Affairs, will continue meetings with the governmental and non-governmental sector”, it is stated.

“შევიკრიბოთ პარლამენტთან და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა მთელ მსოფლიოს, რომ არ შევეგუებით ქვეყნის გარუსებას”

მნიშვნელოვანია, დღეს პარლამენტთან დავაფიქსიროთ მკვეთრი პოზიცია, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ევროპა, კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა რუსულ ხელისუფლებას, მსოფლიოს, რომ არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის გარუსებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიარეისის შესრულებით, „რუსულმა პარტიამ საქართველოში კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა“.

„საქმე ეხება 123 ქვეყანაში ძებნილ სამხედრო დამნაშავე პუტინს, რომელიც ამ წუთებშიც ახორციელებს საქართველოს ოკუპაციას, უკრაინაში აწარმოებს ბარბაროსულ ომს, სადაც ხოცავს ქალებს და ბავშვებს. ამასობაში არ მოიძებნა ქვეყანა მსოფლიოში, გარდა საქართველოსი, რომელიც მკვლელ პუტინთან დაზავდებოდა, მის გადაწყვეტილებას შემდეგ უწოდებდა კეთილშობილურს და მეტიც, ზარზეიმით ხვდება „რუსული ოცნება“, ხელისუფლება აეროპორტში რუსულ ხომალდს, რომლის მიმართულებაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა ერთხელ უკვე განსაზღვრეს და მისცეს კონკრეტული გეზი, საით წასულიყვნენ.

ეს არის უმნიშვნელოვანესი პროცესი საქართველოში, რაც დაიწყო რუსმა ოლიგარქმა და რუსულმა პარტიამ, ჩვენი ქვეყნის ბოლომდე გარუსება იმ პირობებში, როცა ევროკავშირის კარი ისე ღიაა, როგორც არასდროს და გვაქვს ისტორიული შანსი ისეთი, როგორც არასდროს. სწორედ ამ დროს კარებში გაეჩხირა ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია.

მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი მკვეთრი პოზიცია, რომ „არა რუსულ მთავრობას“, „არა მკვლელ პუტინს“ და ის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ევროპა. ამიტომ დღეს საქართველოს პარლამენტთან 19:00 საათიდან უნდა დავიწყოთ შეკრება, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა რუსულ ხელისუფლებას, მთელ მსოფლიოს, რომ არ შევეგუებით ჩვენი ქვეყნის გარუსებას და პუტინისტურ რეჟიმს საქართველოში. ამისთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ პასუხისმგებლიანად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება და ყველა ერთად შევიკრიბოთ. ამ დროს, როდესაც ჩვენ დავიწყებთ შეკრებას, პარლამენტში იქნება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც ასევე უშუალოდ პასუხისმგებელია იმ მოქმედებებზე, რაც ახლა ხდება აეროპორტში. ჩვენ ვხედავთ, რომ აეროპორტში ანტიპუტინისტური აქციის მონაწილეებს ერთმანეთის მიყოლებით აკავებენ და ძალადობენ სამოქალაქო აქტივისტებზე, ნაცვლად იმისა, რომ იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას, სადაც ცალსახად წერია, რომ ჩვენი ევროპული მომავალი გარანტირებულია კონსტიტუციით და ყველა უწყებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი ევროპული მომავალი, ისინი აკეთებენ საპირისპიროდ. ამიტომ მნიშვნელოვანია, ხალხმა გასცეს პასუხი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ქოლ – ცენტერების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა კენჭისყრის წინ რეგისტრაცია არ გაიარეს – შედეგად, „ქოლ – ცენტერების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს კენჭი ვერ ეყარა.

რეგისტრაციის პროცედურა 54 ოპოზიციონერმა დეპუტატმა გაიარა, რაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად საკმარისი რაოდენობა იყო, თუმცა თავად კენჭისყრის დაწყების წინ სულ მცირე 76 დეპუტატის რეგისტრირება იყო საჭირო. უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს და ამ გზით კენჭისყრა “ჩააგდეს”.

აღსანიშნავია, რომ მმართველმა გუნდმა ანალოგიურ მეთოდს მაშინაც მიმართა, როცა კენჭისყრაზე სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი უნდა გასულიყო და ოპოზიციას აღნიშნული კომისიის შესაქმნელად ხმები ჰყოფნიდა.