Home Blog Page 2070

რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორად თეიმურაზ დოჭვირი დაინიშნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა   შოთა  რუსთაველის საქართველოს  ეროვნული  სამეცნიერო  ფონდის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს ფონდის ახალი  გენერალური დირექტორი, მედიცინის  მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ დოჭვირი წარუდგინა.

შეხვედრაზე  საუბარი შეეხო  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, როგორც ქვეყანაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარების მხარდამჭერი ორგანიზაციის როლსა და მნიშვნელობას, მისი  საქმიანობის  ძირითად  მიმართულებებსა  და  სამომავლო  პრიორიტეტებს.

ყურადღება გამახვილდა  ფონდის მიერ ადმინისტრირებული სახელმწიფო საგრანტო კონკურსებისა   და საერთაშორისო პროგრამების მიზნების შესაბამისად, მაღალი ხარისხის,  ინოვაციური  სამეცნიერო კვლევების   მხარდაჭერისა და  ამით   ქვეყნის  სოციალურ – ეკონომიკურ განვითარებაში წვლილის შეტანის,  საქართველოს მეცნიერების   საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში  ინტეგრირების   საკითხებზე.

თეიმურაზ დოჭვირი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.   გამოქვეყნებული აქვს 21 სამეცნიერო ნაშრომი და სტატია, მონოგრაფია, არის  ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციებისა და კონგრესების მონაწილე.

უკრაინამ კიდევ 13 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ კიდევ 13 ბავშვი დაიბრუნა. ინფორმაციას საქველმოქმედო ორგანიზაცია „გადაარჩინე უკრაინა“ ავრცელებს. ბავშვები ხერსონის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს დროებით ოკუპირებულ ნაწილში იმყოფებოდნენ.

ომის დაწყების დღიდან დღემდე უკრაინამ სულ 176 იძულებით დეპორტირებული ბავშვის დაბრუნება შეძლო.

“ვერც კი წარმოგიდგენიათ ალბათ, რას ნიშნავს ჩინეთისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭება”- ზურაბ გურული

„ერთი ანეგდოტია, სიკვდილმისჯილ გურულს რომ ჰკითხავენ: – თქვენი ბოლო სიტყვაო – და ის რომ პასუხობს: – მომეწიეთ უკანო – დაახლოებით მასეა საქართველოს და მისი ბოლო “მეფის” საქმე.
ვერც კი წარმოგიდგენიათ ალბათ, რას ნიშნავს ჩინეთისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭება.
არა უშავს, სულ რაღაც ათ წელიწადში მთელი მასშტაბით ნახავთ, 20 წელიწადში კი საქართველო, როგორც ქვეყანა არსებობას შეწყვეტს.
ვუტრირებ? არანაირად. ვისაც უცქერია ამერიკაში, როგორ ვითარდება ე.წ. “ჩაინა-თაუნები”, იმათმა იციან.
ეს ხალხი ჩამოვა კოლოსალური კონკურენციის მქონე სამშობლოდან, რომელიც ამჟამად საშინელ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის და სადაც ისედაც სიღატაკეში და უუფლებობაში ცხოვრობენ. ეს არის უიაფესი მუშახელი, რომელიც ერთ ლარად გააკეთებს იმას, რაშიც ქართველი ხუთ ლარს ითხოვს. გააკეთებენ უპრეტენზიოდ; ყოველგვარი პროტესტის გარეშე; ნებისმიერ სამუშაოს. ენასაც ისწავლიან საყველპუროდ; მერე აღარ დასჭირდებათ, რადგან ზურიკელა ვაშალომიძის არ იყოს, მთელი ქვეყანა ისინი იქნებიან.
ისე, სიმბოლურია ალბათ, დღეს რომ გაჟღერდა ეს ამბავი. საქართველოს თავის მოკვეთის დღეა.“-წერს სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები, ექიმი ზურაბ გურული.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 სექტემბერს ქუთაისში +23 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ფოთში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ამბროლაურში ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

ჭიათურაშიც იწვიმებს. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

ბორჯომშიც იწვიმებს. დღისით +22, ღამის ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გორში დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი.

გუდაურშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით +12 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +12, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანში დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +22 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი.

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს წარმატების მისაღწევად გონიერების და დისციპლინის გამოჩენა მოგიწევთ. მზად იყავით, რომ გარშემომყოფებს თქვენი დახმარება დასჭირდებათ და მათი კეთილდღეობისთვის შეიძლება საკუთარი ინტერესები დათმოთ. მოსალოდნელია ფინანსური ზარალი და წარუმატებელი შესყიდვები. ხელსაყრელი დღეა რომანტიკული და მეგობრული შეხვედრებისთვის.

კურო

ნაყოფიერი დღეა, რომელიც შეიძლება საკუთარი და ახლობელი ადამიანების პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენოთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი. ახალი პროექტი წარმატებას და აღიარებას მოგიტანთ, ახალი იდეა კი გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერას დაიმსახურებს.

მეგობრული ადამიანი ხართ და ეს თვისება ყველა საქმეში გეხმარებათ.

ტყუპები

სიმტკიცე და პრინციპულობა ნებისმიერი დაბრკოლებების გადალახვაში გეხმარებათ, ოპტიმიზმს კი ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ინარჩუნებთ და ეს თქვენი საუკეთესო ნიშანია. საკუთარ შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ხართ და ვერავინ გაიძულებთ, არჩეულ გზას გადაუხვიოთ.

საოჯახო საქმეები ძალიან გაგიტაცებთ, მაგრამ ეცადეთ ძველ მეგობრებთან სასიამოვნო ურთიერთობისთვის დრო გამონახოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს გარისკვას და ექსპერიმენტებს უნდა მოერიდოთ და უპირატესობა მუშაობის გამოცდილ მეთოდებს მიანიჭოთ. გრანდიოზული გეგმები ცოტა ხნით გვერდით გადადეთ და მთელი ყურადღება მიმდინარე საქმეების დასრულებაზე გადაიტანეთ.

საქმიან ურთიერთობებში სიფრთხილე უამრავ პრობლემას აგაცილებთ. პირად ცხოვრებაში მეტი გულწრფელობა უნდა გამოიჩინოთ. რაც უფრო ხმამაღლა ისაუბრებთ საკუთარ სურვილებზე, მით უფრო მაღალია შანსი, რომ აგიხდეთ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიურპრიზები გელით.

ლომი

ლიდერული და ორგანიზაციული უნარების დემონსტრირებისთვის ხელსაყრელი დღეა. მიზანსწრაფულობა და მონდომება საშუალებას გაძლევთ, გამარჯვებებს იქ მიაღწიოთ, სადაც სხვები ვერ შეძლებდნენ.

შესაფერისი დღეა თანამშრომლობისა და ერთობლივი მოქმედებებისთვის და ეს ტენდენცია არა მხოლოდ პროფესიულ, არამედ პირად ურთიერთობებზეც ვრცელდება. მახვილი ინტუიცია ზედმეტ რისკებს თავიდან აგაცილებთ.

ქალწული

ამ დღეს დინჯად და გონივრულად მოქმედებთ და ნებისმიერ გადაწყვეტილებას დიდი პასუხისმგებლობით უდგებით. გარდა ამისა, იღბალი თქვენ მხარესაა – საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩენას ახერხებთ, რაც წარმატებაში გეხმარებათ.

სასწორები

გირჩევთ, ახალი იდეა სანდო მოკავშირეებს გაუზიაროთ. მოულოდნელად მიიღებთ მხარდაჭერას, რომელიც გეგმის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ფინანსური მდგომარეობა ხელსაყრელია და შემოსავალი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.

არ არის გამორიცხული, რომ შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს. მთავარია ცვლილებების არ შეგეშინდეთ.

მორიელი

ენერგიულად მოქმედებთ და ცდილობთ, პრობლემები რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროთ. გარშემო მყოფთა კრიტიკული შენიშვნები მიზნების მიღწევაში ხელს ვერ შეგიშლით. რაც მთავარია, საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასებას და მნიშვნელოვანი ადამიანების მხარდაჭერას მოახერხებთ.

ურთიერთობებისთვის ხელსაყრელი დღეა, ამიტომ ეცადეთ ხალხში იტრიალოთ.

მშვილდოსანი

საინტერესო და მოვლენებით დატვირთული დღეა. ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ. სამსახურში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი ატმოსფეროს შექმნას შეძლებთ. არ არის გამორიცხული, რომ ძველმა კონკურენტმა პოზიცია შეცვალოს და თქვენი მხარდამჭერი გახდეს. მზად იყავით ოჯახში უთანხმოების და საყვარელ ადამიანთან კამათისთვის და ეცადეთ, ეს კონფლიქტში არ გადაიზარდოს.

თხის რქა

ამ დღეს სწრაფად და პრინციპულად უნდა იმოქმედოთ. სიმტკიცე და თავდაჯერება დაგეხმარებათ, რომ გავლენიან ადამიანებზე სწორი შთაბეჭდილება მოახდინოთ და მათი მხარდაჭერა მოიპოვოთ. კოლეგები და პარტნიორები გენდობიან და ეცადეთ იმედები არ გაუცრუოთ.

ყველაზე რთულ პირად საკითხებსაც კი ძალიან ადვილად მოაგვარებთ. ვიღაც შეიძლება ფიქრობს, რომ წარმოუდგენლად გაგიმართლათ, მაგრამ სინამდვილეში თქვენ იმას იღებთ, რისთვისაც ბევრი იშრომეთ.

მერწყული

ხელსაყრელი დღეა იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომლებზეც შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობთ. გირჩევთ, საჭირო ადამიანებს თავი შეახსენოთ.
სავარაუდოდ, ახალი ჰობი და ინტერესები გაგიჩნდებათ, შესაძლოა, ენების შესწავლითაც კი დაინტერესდეთ და კურსებზე ჩაეწეროთ. ეს კარგი გადაწყვეტილება იქნება.

თევზები

ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ, რომ ახალ დავალებებს თავს შესანიშნავად გაართმევთ. ზოგი რამ თავისით გამოვა, დანარჩენ საკითხებზე კი ბევრი უნდა იმუშაოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გაიმარჯვებთ.

ხელსაყრელი დღეა ქონებრივი და ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. წარმატებული შესყიდვები და ფინანსური ოპერაციები გელით.

“მიხაილ პოდოლიაკი არათუ არამეგობრულს, არამედ მტრულ განწყობასაც ავლენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ” – დავით მათიკაშვილი

“მიხაილ პოდოლიაკი არათუ არამეგობრულს, არამედ მტრულ განწყობასაც ავლენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგან უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
„მიხაილ პოდოლიაკი არის ის ადამიანი უკრაინიდან, რომელიც უკვე არაერთგზის საკუთარი განცხადებებით არათუ არამეგობრულს, არამედ მტრულ განწყობასაც ავლენს ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, რადგან უკრაინა არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა, ასევე ძალიან მძიმე ვითარებაშია. უკრაინას საქართველო გვერდში უდგას ყველაფრით, რაც კი ეს შესაძლებელია. უკრაინის ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან ასეთი განცხადებები პირდაპირ შეგვიძლია, შევაფასოთ, როგორც, სულ მცირე, ძალიან არამეგობრულად. როგორც ჩანს, პოდოლიაკს საქართველოსგან სხვა მოლოდინები ჰქონდა, ისევე, როგორც მის პარტიაში გაერთიანებულ სხვა პირებს, რომ საქართველოში გაიხსნებოდა მეორე ფრონტი. მისი კოლეგა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებას გავიხსენებ, რომ მარტო უკრაინელი ქალები და ბავშვები არ უნდა იხოცებოდნენ, თითქოს ამით მან ისარი საქართველოსკენ გადმოიტანა. საქართველომ ამით ,,იმედები არ გაუმართლა”, საქართველოში არ გახსნილა მეორე ფრონტი და ეს მძიმე კითხვად აწვება როგორც ეტყობა მიხაილ პოდოლიაკს. ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა არის ძალიან ახლოს, საქართველო ევროპასთან, ევროკავშირთან დღეს რომ არის ახლოს, ასე არასდროს ყოფილა. აუცილებლად, დამსახურებულად, საქართველო თავის დროზე მიიღებს როგორც კანდიდატის სტატუსს, ასევე, ის გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი და ღირსეული წევრი“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.

“ლეგიტიმურია ის მიზეზი, რატომაც სურთ ქართველებს ევროკავშირის წევრობა, ცხადია, სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამყარებული იქნება პოლიტიკურ და ტექნიკურ ფაქტორებზე”- სვენ მიქსერი

ჩემი გზავნილი ქართველ კოლეგებთან შეხვედრისას არის იგივე, რაც დიდი ხნის წინ იყო, რომ ევროინტეგრაცია უნდა იყოს პირველი პრიორიტეტი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა განაცხადა.

მისი თქმით, სასურველია, რომ ქართველი პოლიტიკოსები ევროპაში უფრო მეტად პოზიტიური სიახლეებით ჩადიოდნენ.

„ცხადია, ყოველთვის მოხარულები ვართ, რომ განახლებული ინფორმაციები მოვისმინოთ, როგორ მიმდინარეობს სხვადასხვა რეფორმა, მაგრამ ამ შემთხვევაში არის თემები, რომელიც დემონსტრაციულია და კრიტიკულია ევროპელების დარწმუნება, რომ საქართველო არსებითად სწორ გზას ადგას, როდესაც საქმე დემოკრატიულ რეფორმებსა და სახელმწიფოში კანონის უზენაესობას ეხება. ამ საკითხების მიმართ ბევრი შეკითხვებია და ეს შეკითხვები იზრდება. მაგალითად, უკან გაწვეული საკანონმდებლო ინიციატივა ე.წ. აგენტების შესახებ, რომელმაც შეშფოთება გამოიწვია ევროპაში, ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რომელსაც ევროპაში ბევრი ადამიანისთვის მოულოდნელი იყო, ჩემი აზრით, ესენია ყველაზე თვალშისაცემი მოვლენები“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, აბსოლუტურად ლეგიტიმურია ის მიზეზი, რატომაც სურს ქართველ ხალხს ევროპასთან და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოება.

ჩვენი ქართველი მეგობრები ევროპაში ყოველთვის განმარტებების განწყობით ჩამოდიან, თითქმის ყოველთვის არის საჭიროება, რომ რაღაც გაირკვეს, სიცხადე და განმარტება იყოს საჭირო. ვისურვებდი, რომ ისინი უფრო ხშირად პოზიტიური სიახლეებით ჩამოდიოდნენ, ვიდრე გაურკვევლობისა და უარყოფითი ამბების ახსნით. თუ არ გსურთ, რომ თქვენი შანსი გაუშვათ ხელიდან, უფრო მეტად დაუახლოვდეთ ევროპას, ვფიქრობ, საჭიროა, რომ ევროპული ინტეგრაცია იყოს მთავარი პრიორიტეტი და ეს არაერთხელ მითქვამს. თუ ხშირად გიხდება განმარტება, რომ კონკრეტული მოვლენა შიდა პროცესია, მაგრამ ის გავლენას ახდენს სამუშაოზე, მაშინ ეს გადაწევს პროცესს. რაც შეეხება შეფასებას, არ ვეცდები სპეკულაციებს, რა რეკომენდაციები შეიძლება გასცეს კომისიამ და რა პოლიტიკური გადაწყვეტილებაც შეიძლება წევრი ქვეყნების დედაქალაქებმა მიიღონ. აბსოლუტურად ლეგიტიმურია ის მიზეზი, რატომაც სურს ქართველ ხალხს ევროპასთან და ევროპულ ინსტიტუტებთან დაახლოება და ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ცხადია, ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს სტატუსის განახლებასთან დაკავშირებით დამყარებული იქნება ყველა, პოლიტიკურ და ტექნიკურ ფაქტორებზე, იქნება ეს პოლიტიკურ განვითარებაზე თუ დღის წესრიგის იმპლემენტაციის პროცესი“, – განაცხადა მიქსერმა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის იმპიჩმენტის საკითხზე მოკვლევას იწყებს.

„ეს ლოგიკური მომდევნო ნაბიჯი ჩვენს კომიტეტებს სრულ ძალაუფლებას მისცემს, რათა სრულად შეკრიბონ ფაქტები და პასუხები გასცენ ამერიკელ ხალხს“, – განაცხადა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტიმ.

კევინ მაკარტის თქმით, იქნება კენჭისყრა. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, პრეზიდენტის ოჯახის ბიზნეს გარიგებებს უკავშირდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 სექტემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6238 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6238 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6234 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8109 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8157 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

„პრემიერი, რეისი A92771 სამთავრობო Bombardier-ით და უპასუხო კითხვები“ – Voice of America

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიამ Voice of America-მ („ამერიკის ხმამ“) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პრემიერი, რეისი A92771 სამთავრობო Bombardier-ით და უპასუხო კითხვები“, რომელშიც განხილულია საკითხი, თუ რამდენად დაარღვია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანონი, როცა მან უცხოეთში კერძო ვიზიტის განხორციელების დროს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული თვითმფრინავით Bombardier Challenger 850-ით ისარგებლა.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ ჩქარობს განმარტოს, თუ რა სახსრებით შეძლო ჩარტერული ფრენის დაფინანსება, თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით და უკან. პრემიერმა და მისმა ოჯახმა, ამ მგზავრობისთვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე მყოფი, სახელმწიფო ბორტი, კანადური წარმოების Bombardier Challenger 850 გამოიყენა. ეს ლაინერი 2007 წელს, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სახსრებით შეიძინა. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა, რომელიც ემსახურება სამთავრობო ბორტს, „ტვ პირველს“ დაუდასტურა, რომ ღარიბაშვილების ოჯახი 19 აგვისტოს თბილისიდან მიუნხენში, რეისით A92771, სწორედ ამ ბორტით გაფრინდა.

სამთავრობო ბორტით კერძო რეისის ორგანიზებაზე ნებართვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ გასცა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია.

გერმანიიდან პრემიერი ოჯახის წევრებთან ერთად, აშშ-ში გადაფრინდა, სადაც მის ვაჟს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლა დაეწყო. სამთავრობო ლაინერი, თამაზ გაიაშვილის თქმით, ღარიბაშვილებს მიუნხენის აეროპორტში 28 აგვისტომდე დაელოდა და შემდეგ, აშშ-დან გერმანიაში დაბრუნებული პრემიერი, ოჯახის წევრებთან ერთად, უკან, საქართველოში ჩამოიყვანა.

„პირველი და მთავარი აქ არის ის, რომ როდესაც სახელმწიფოს და ხელისუფლების სარგებლობაში არსებული თვითმფრინავი გამოიყენება კერძო მიზნებისთვის, ეს უკვე ცალსახა პრობლემაა“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ.

დეპუტატის თქმით, „როდესაც ერთ კვირის განმავლობაში გაჩერებულია ეს თვითმფრინავი (მიუნხენში), წარმოუდგენელია, ეს როგორ შეიძლება მოხდეს… ეს რას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, ხელისუფლებაში ეს ლაინერი არავის არ სჭირდება? ეს მრავალგანზომილებიანი პრობლემაა. შესაბამისად, პირველი, რაც გამოკვლეული უნდა იქნას, ისაა, თუ როგორ გამოიყენეს ბორტი. მეორე – როდესაც საუბრობენ, რომ მან (ირაკლი ღარიბაშვილმა) გადაიხადა ამაში ფული, პირადი სახსრების გადარიცხვის დოკუმენტაცია უნდა გამოაქვეყნონ და უნდა გამოჩნდეს ვინ გადარიცხა და როგორ. და თუ პირადად ღარიბაშვილმა გადარიცხა, მან უნდა დაასაბუთოს ამ ფულის წარმომავლობა – იმიტომ, რომ აშკარაა, რომ ამხელა თანხის გადახდა პრემიერს ჩვეულებრივი ხელფასით არ შეუძლია ან მისი დანაზოგი საიდან მოვიდა, ესეც გამოსაკვლევია“.

“თუ, მას თანხა საერთოდ არ აქვს გადარიცხული, ეს კიდევ უარესი, ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერი ძალაუფლებას იყენებს თვითნებურად და ავიაკომპანიას, ამ შემთხვევაში, „ჯორჯიან ეარვეიზს“ და ბ-ნ თამაზ გაიაშვილს აიძულებს უფასოდ მოემსახუროს. აქ კორუფციის უფრო ფართო მასშტაბზე შეიძლება გავიდეთ – იმიტომ, რომ სწორედ ვალებში მყოფ „ჯორჯიან ეარვეიზს“ მიეცა რუსეთში ფრენების განახლების შესაძლებლობა. შესაძლოა, სწორედ ასეთი ურთიერთდასავლური დამოკიდებულებით, ირაკლი ღარიბაშვილს პატივი სცა ავიაკომპანიამ, ყველა ეს კითხვა საჭიროებს სათანადო პასუხებს“ – მიაჩნია დეპუტატს.

თამარ კორძაიას აზრით, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გამოძიება უნდა დაიწყოს, რათა ყველა იმ შეკითხვას, რაც საზოგადოებაში არსებობს, ღარიბაშვილის გერმანიაში ფრენასთან დაკავშირებით, ამომწურავი პასუხი გაეცეს. მთავარი პროკურატურა ამ დრომდე დუმს.

მთავარი პროკურორისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი აშშ-ში გადაფრენას, სამი განცხადებით გამოეხმაურა მთავრობის სტარტკომი. სამივე განცხადების სულისკვეთებაა, რომ პრემიერმა ჩარტერული რეისით მიუნხენში ორმხრივი ფრენა და იქ ლაინერის 9 დღით დაყოვნებაც საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა, თუმცა ვერც სტარტკომი აკონკრეტებს იმას, თუ რა დაუჯდა ღარიბაშვილების ოჯახს ძვირადღირებული მგზავრობა და ათობით ათასი დოლარი საიდან ჰქონდათ.

როდის დაიდო ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის, გერმანიაში ფრენასთან დაკავშირებით და რა დაჯდა რეისი A92771 , ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც.

„გულწრფელად გეტყვით, როდის დაიდო ეს ხელშეკრულება ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, უნდა არსებობდეს (ხელშეკრულება), უნდა მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს, ხარჯებთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ანზორ ჩუბინიძის უწყებას… საერთოდ კი განა (პრემიერის) ოჯახის წევრებმა არ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში (ჩარტერის დაფინანსებაში)? მთავარი არის ის, რომ ბიუჯეტიდან ერთი კაპიკი არ არის გადახდილი“, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

პრემიერ-მინისტრს სრული ნდობა გამოუცხადეს მისი გუნდის წევრებმა, ეკონომიკის და განათლების მინისტრებმა ლევან დავითაშვილმა და გიორგი ამილახვარმა. „არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ვიზიტისთვის ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუხარჯავს, ეს ახლა არის იმ პროცესის გამოძახილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, აი ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება“ – განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

„განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, დღევანდელი ხელისუფლება თავისი ხალხის მიმართ არის პირნათელი“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის სტრატკომი და „ოცნების“ მინისტრები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ დაელოდონ პრემიერ-მინისტრის ახალ ქონებრივ დეკლარაციას, სადაც მათი მტკიცებით, გერმანიაში სამთავრობო ბორტით, კერძო რეისის დაფინანსების წყაროები მითითებული „სრულად იქნება“.

„ოცნების“ ლიდერმა და მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის შემოდგომაზე შეავსო. მაშინ პრემიერის წლიური ანაზღაურება 45 ათასი ლარი იყო. ბოლო ორ (2021 და 2022 წლების) ქონებრივ დეკლარაციაში ირაკლი ღარიბაშვილმა მიუთითა, რომ მშობლებმა 150 ათასი ლარი, ანუ ბოლო ორი წლის მანძილზე, საერთო ჯამში – 300 ათასი ლარი აჩუქეს.

წყარო

“წარმოუდგენელია, რომ პრემიერს პენსიონერმა მშობელმა 34 ათას ევროდ ჩარტერი უქირავა და მიუნხენში დასვა” – ხატია დეკანოიძე

წარმოუდგენელია, რომ პრემიერ-მინისტრს პენსიონერმა მშობელმა 34 ათას ევროდ ჩარტერი უქირავა და მიუნხენში დასვა – ეს არის უკანონობა, კორუფცია და ინფორმაციის დამალვა! – ასე ეხმაურება პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომლის თანახმად, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, არსებული ინფორმაციით, პრემიერს პენსიონერი მშობლები ჰყავს, რომელთაც საკუთარი ბიზნესი არა აქვთ და გამორიცხულია, მიუნხენში ჩარტერული რეისი მათ საკუთარი შემოსავლით ან დანაზოგით დაეფინანსებინათ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებისა და წესიერების ვალდებულება მაღალი თანამდებობის პირთა მშობლებსაც გააჩნიათ.

„ეს არის წარმოუდგენლად უტიფარი ტყუილი – ანზორ ჩუბინიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და მთელი ხელისუფლება უტიფარ ტყუილს გვეუბნება, რომ თითქოს ამხელა თანხა პრემიერ მინისტრის პენსიონერმა მამამ გადაიხადა. რა თქმა უნდა, რეალური ინფორმაცია დაფარულია და ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სინამდვილეში თანხა ან ბიუჯეტიდან არის გადახდილი ან ღარიბაშვილს აქვს უკანონო, კორუფციული გარიგებებით მიღებული შემოსავლები. არ არსებობს, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანი, ვინც საკუთარი ხელფასით ისეთი დანაზოგი ექნება, რომელიც 40 ათასი ევროს ეკვივალენტია და ამ დანაზოგით ჩარტერს იქირავებს. ინფორმაცია, რაც მოვისმინეთ წარმოუდგენელია – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ნორმალურ ქვეყნებში ასეთ საქმეებზე გამოძიება იწყება და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა დგება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“სასიამოვნო არავისთვის არ არის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება” – მიხეილ სარჯველაძე

არავისთვის არ არის სასიამოვნო იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ უბრალოდ იძულებულნი ვართ, ეს პროცედურები წამოვიწყოთ, რამდენიმე ახსნა და მიზეზი აქვს ამ ყველაფერს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, დასტურდება, რომ პრეზიდენტის ქმედება არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო.

„ეს ყველაფერი მოითხოვს რეაგირებას სამართლებრივი მექანიზმებით და იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება სწორედ ეს გახლავთ. ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში და იმის მიხედვით, როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, გაგრძელდება პროცედურა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბოლო ხანებში, საკუთარ რიტორიკაში, ძალიან ხშირად იყენებს იმ მსჯელობას, იმ ლოგიკურ არგუმენტებს, რომელსაც მიმართავს არცთუ კეთილსინდისიერად და არცთუ პოზიტიური მიზნებით გამოწვეულს საქართველოს ოპოზიცია. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის არგუმენტაცია, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს ერთი-ერთში ემთხვევა ოპოზიციის რიტორიკას. ვფიქრობთ, სახელმწიფოს სახელით პრეზიდენტის მხრიდან წარმომადგენლობის განხორციელება, თქმა და მტკიცება, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ეს არამც და არამც არ წაადგება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, შანსებს ეს არ გაზრდის. აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პოზიცია მკვეთრად დაფიქსირებულიყო ყოველგვარი ეჭვის და კითხვის ნიშნის დატოვების გარეშე“, – განაცხადა სარჯველაძემ.