Home Blog Page 2068

კიევი უპილოტო თვითმფრინავებით დაიბომბა – BBC

რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ღამით, უპილოტო თვითმფრინავებით, მასიური თავდასხმა განახორციელა რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, განაცხადეს ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განცხადებით მოქალაქე მაშინ დაიღუპა როცა ადამიანი დაიღუპა, როდესაც თვითმფრინავის ნამსხვრევები ბენზინგასამართ სადგურთან დაეცა. დაშავებულია ერთი ქალიც. მთლიანობაში, უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა უკრაინის სამიზნეებზე რეკორდული 54 ეგრეთ წოდებული კამიკაძე უპილოტო თვითმფრინავი გაუშვა, რომელთაგან 52 ჩამოაგდეს.

Neuralink-მა ტვინის იმპლანტის ადამიანებზე გამოცდისთვის ნებართვა მიიღო

ილონ მასკის კომპანია Neuralink-მა ტვინის ჩიპის ადამიანებზე გამოცდისთვის აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტოსგან (FDA) ნებართვა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ Twitter-ის გვერდზე გაავრცელა. „მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ FDA-გან პირველი კლინიკური კვლევის ჩატარების ნებართვა მოვიპოვეთ. ეს, სააგენტოსთან თანამშრომლობით, Neuralink-ის გუნდის გასაოცარი მუშაობის შედეგია და წარმოადგენს მნიშვნელოვან პირველ ნაბიჯს, რომელიც ერთ დღეს ჩვენს ტექნოლოგიას უამრავი ადამიანის დახმარების საშუალებას მისცემს“, – ვკითხულობთ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში. მასკი Neuralink-ის მიერ ნებართვის მიღებას ტვიტით გამოეხმაურა და კომპანიაში მომუშავეთა გუნდს წარმატება მიულოცა. ილონ მასკმა Neuralink-ი მაქს ჰოდაკთან ერთად 2016 წლის ივლისში დააფუძნა. ამის შემდეგ კომპანია მიკროჩიპის შექმნასა და დახვეწაზე მუშაობს, რომლის თავის ტვინში იმპლანტაციის მეშვეობით ნეირონების სტიმულირებაა შესაძლებელი. Neuralink-ის მოწყობილობის მთავარი დანიშნულება ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული დამბლისა და ნევროლოგიური დარღვევების მქონე ადამიანების მკურნალობაა

დღეს წმინდანების მეფე მირიანის და დედოფალი ნანას ხსენების დღეა

წმინდა მირიან მეფე და წმინდა ნანა დედოფალი IV საუკუნეში ცხოვრობდნენ. მეფე მირიანი 7 წლისა იყო როცა ტახტზე ავიდა. 15 წლისამ კი ცოლად ნანა დედოფალი მოიყვანა. მეფე მირიანი ძალიან განსწავლული ყოფილა და ქვეყნის სიყვარულისა და თავდადების გამო, ხალხიც დიდად აფასებდა და სიყვარულით პასუხობდა. ამ დროს ქართველები ჯერ ქრისტიანები არ იყვნენ და მეფეც და ხალხიც სხვადასხვა კერპებს სცემდნენ თაყვანს. განსაკუთრებით კი არმაზის კერპს მიაგებდნენ პატივს, არმაზი მთაზე აღმართული უზარმაზარი სპილენძის ქანდაკება იყო, მას ტანთ ოქროს ჯაჭვის პერანგი ემოსა, თვალების ადგილას კი მწვანე ზურმუხტი და წითელი ბერილის თვლები ჰქონდა ჩასმული. ხელში ბასრი და ელვარე ხმალი ეპყრა, იმის ნიშნად, რომ თუკი ვინმე შეეხებოდა მყისვე განგმირავდა. მეფე მირიანიც იმ დროისთვის არმაზის კერპს სთხოვდა დახმარებას, და სანაცვლოდ მსხვერპლს სწირავდა ხოლმე. იმართებოდა მდიდრული რიტუალები კერპის გულის მოსაგებად. ეს იყო დრო, როცა კაპადოკიელი წმინდა ნინო მცხეთაში ჩამოვიდა რათა დაერწმუნებინა ერი და მეფე ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებაში. ეს ამბავი კი, როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, სასწაულებთან ყოფილა დაკავშირებული. სწორედ სასწაულმა გაუნათა გონება მეფე მირიანს. გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ერთხელ ნანა დედოფალი მძიმედ ავად გამხდარა. მისი განკურნება ვერავინ შესძლო, როცა ყველას იმედი გადაეწურა და დედოფალი სიკვდილისთვის იყო განწირული, დახმარებისთვის წმინდა ნინოს მიმართეს. ნინომ ყველასთვის მოულოდნელად დედოფალი სასწაულებრივად განკურნა. მეფე ამ ამბით შეფიქრიანდა, ალბათ პირველად შეეპარა ეჭვი საკუთარ რწმენაში და ნინოს ღმერთის ძლიერებაზე ჩაფიქრდა. თუმცა დედოფლის განკურნება საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეფე მირაინს თავის რწმენა დაეტოვებინა. დედოფალი კი განკურნების დღიდან გვერდიდან არ მოშორებია ნინოს. მეფესაც დაუღალავად შეაგონებდა ქრისტიანობა ერწმუნა, თუმცა ამაოდ. მირიან მეფეს სასწაული საკუთარი თვალით უნდა ენახა, რომ ერწმუნა. ერთ დღეს 323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს, მეფე მირიანი ამალასთან ერთად სანადიროდ წავიდა მუხრანისკენ. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ყველა ქრისტიანი, მათ შორის, ნანა დედოფალიც, თუ ის არ უარყოფდა ქრისტეს რჯულს. თხოთის მთაზე ასულ მეფეს ზუსტად შუადღეს მზე დაუბნელდა, ირგვლივ უკუნი ჩამოწვა. მირიანი ვერაფერს ხედავდა. შეშინებული მეფე მუხლებზე დაეცა და საკუთარ კერპებს დახმარება შესთხოვა. სინათლე არსაიდან ჩანდა. სასოწარკვეთილ მირიანს ნინოს ღმერთი გაახსენდა. მას გულით შესთხოვა უკუნიდან გამოეხსნა და დაჰპირდა, რომ მის რჯულზე მოექცეოდა, სამუდამოდ თაყვანს სცემდა ჯვარს და სალოცავებს ააშენებდა. დაასრულა თუ არა მირიანმა პირველი ლოცვა, მოხდა სასწაული, სიბნელე გაიფანტა და ირგვლივ ყველაფერი განათდა. გახარებული მეფე უკან დაბრუნდა, ნანა დედოფალს მიეგება და 50 მხლებელთან ერთად ნინოსკენ გასწია. წმინდა ნინომ სიხარულით მიიღო მეფე, მოისმინა მისი მონათხრობი და უფლის თაყვანისცემა ასწავლა. ამ დროს ბიზანტიის იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იყო გამოცხადებული. მირაინმა სწორედ ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს სთხოვა საქართველოში ქრისტიანი მღვდელთმსახურები გამოეგზავნა რათა მის სამშობლოშიც მონათლულიყო ხალხი. უამრავი ადამიანი მოგროვდა ქრისტეს რჯულზე მოსანათლად. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. წმინდა ნინოს გარდაცვალების შემდეგ, მირიანმა მაყვლოვანში, ნინოს საცხოვრებელ ადგილას ეკლესია ააშენა, იმ ადგილას, კი სადაც ახლა მცხეთის ჯვარი დგას, ხის ჯვარი აღმართა. ჯვარი დადგა თხოთის მთაზეც, იქ, სადაც სასწაული გადახდა თავს. მის სახელთანაა დაკავშირებული სვეტიცხოვლის პირველი ეკლესიის მშენებლობაც და ლეგენდაც სასწაულმოქმედი სვეტის შესახებ. მეფე მირიანი მისი ანდერძის შესაბამისად, სამთავროს ეზოში დაკრძალეს. საქართველოს ეკლესიამ მირიანი და ნანა წმინდანად შერაცხა, როგორც პირველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი, რომელთა გადაწყვეტილებამაც მთლიანად შეცვალა ქვეყნის მომავალი.

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით, დილის 08:00 საათზე გაიხსნება და საღამოს, 17:00 საათზე დაიხურება, რის შემდეგაც არჩევნების წინასწარი შედეგები გახდება ცნობილი.

მეორე ტურში კენჭს იყრიან ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ.

ხმის მისაცემად რეგისტრირებულია 64,1 მილიონზე მეტი ადამიანი, მათ შორის 1,92 მილიონზე მეტმა საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე უკვე მისცა ხმა.

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი (21 მარტი – 20 აპრილი)

შესანიშნავი დღეა დასვენებისა და გართობისთვის. ეცადეთ, დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ და საღამოს მეგობრებთან ერთად გაერთოთ. ამ დღეს ნებისმიერ კამათში გაიმარჯვებთ – თქვენს სიმართლეს ოპონენტებიც კი აღიარებენ. პირად ურთიერთობებში სრული ჰარმონია და ურთიერთგაგებაა.

კურო (21 აპრილი – 21 მაისი)

გირჩევთ, დისკუსიებში ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. ეს მომხდარის ფარული მნიშვნელობის დანახვასა და ოპონენტის ჩანაფიქრის ამოცნობაში დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანების ემოციებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ – სავარაუდოდ, ვიღაცას თქვენთვის დახმარების თხოვნა ეუხერხულება.

ტყუპები (22 მაისი – 21 ივნისი)

პლანეტების განლაგება დაგეხმარებათ, რომ კითხვებზე პასუხი მიიღოთ და რთულ ვითარებაში გაერკვიოთ. ხელსაყრელი დროა ახალი საქმის ან მნიშვნელოვანი პროექტის დასაწყებად. ამ დღეს ყველაზე მეტად გულწრფელობას უნდა მოერიდოთ, თუნდაც ახლობელ ადამიანებთან – გამორიცხული არ არის, რაღაც ისეთი თქვათ, რასაც მოგვიანებით ინანებთ.

კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)

დილიდან სიმშვიდეში განმარტოება გსურთ, მაგრამ გარემოებები ამის საშუალებას არ გაძლევთ – რატომღაც ყველას თქვენი რჩევა, ყურადღება და დახმარება სჭირდება. გახსოვდეთ, რომ ამ დღის ამოცანები ამ დღესვე უნდა გადაწყდეს და სამომავლოდ არ გადადოთ. თუ განმარტოება ვერ შეძელით, ეცადეთ იმ ადამიანების გვერდით მაინც იტრიალოთ, ვინც შთაგაგონებთ.

ლომი (23 ივლისი – 23 აგვისტო)

ურთიერთობების დამყარებისა და განმტკიცებისთვის ხელსაყრელი დღეა. ეს როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებს ეხება. გირჩევთ თანამოსაუბრეს ქათინაურებით ასიამოვნოთ და ყველასთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილებები იპოვოთ. უმჯობესია, რომ ძვირად ღირებული შესყიდვები სამომავლოდ გადადოთ – ამ დღეს შეიძლება ფული უხარისხო და უსარგებლო ნივთის შეძენაზე დახარჯოთ.

ქალწული (24 აგვისტო – 23 სექტემბერი)

ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან ერთად გართობისა და ახალი თავგადასავლებისთვის. აჩქარებამ შეიძლება დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგოთ, მაგრამ ვარსკვლავებს სჯერათ, რომ უსიამოვნებების თავიდან აცილებას შეძლებთ. გირჩევთ ეს დღე საკუთარ თავს და სურვილებს დაუთმოთ – იყიდეთ რაიმე სასიამოვნო, ეწვიეთ სილამაზის სალონს ან სადმე გაისეირნეთ. ერთი სიტყვით, გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ.

სასწორი (24 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)

ეცადეთ ამ დღეს სახლის გარეთ მეტი დრო გაატაროთ. გაიცანით ახალი, საინტერესო ადამიანები და შეხვდით ძველ, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. შესაძლოა, ამან თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანოს. დროა, ფული საკუთარი საჭიროებისთვის და სიამოვნებისთვის დახარჯოთ ან რაიმე საინტერესო პროექტში დააბანდოთ.

მორიელი (24 ოქტომბერი – 22 ნოემბერი)

დროა ბიზნესპარტნიორთან საკუთარი გეგმები და სურვილები განიხილოთ. მზად იყავით, რომ ზოგი მათგანი შეიძლება ძალიან მალე განხორციელდეს. ეცადეთ, ნათესავებსა და ოჯახის წევრებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ. მით უმეტეს, რომ ზოგ მათგანს რთული პერიოდი აქვს. გამორიცხული არ არის, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

მშვილდოსანი (23 ნოემბერი – 21 დეკემბერი)

დროა, დიდი ხნის წინ დაწყებული და შემდეგ დავიწყებული საქმეების დასრულებაზე იზრუნოთ. თავი შეიკავეთ ახალი პროექტის დაწყებისგან – დაძაბული კვირის შემდეგ თავს დაწყებულის ბოლომდე მიყვანა გაგიჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ საყვარელ ადამიანებს – მათ თქვენი ზრუნვა და მხარდაჭერა სჭირდებათ.

თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)

ფრთხილად იყავით – ამ დღეს ფინანსური ინვესტიცია მოგებას არ მოგიტანთ და თანხის უკან დაბრუნებაც გაგიჭირდებათ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ არ დათანხმდეთ წინადადებას, რომელიც სწრაფ შედეგს არ გპირდებათ. მეგობრები საინტერესო იდეას მოგაწვდიან, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაეხმარებათ.

 მერწყული (21 იანვარი – 18 თებერვალი)

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ მიზანს ნებისმიერ ფასად მიაღწიოთ, თუნდაც ამისთვის არც ისე თავაზიანად მოქცევა მოგიწიოთ. მზად იყავით, რომ ოპონენტის აქტიურ წინააღმდეგობას შეიძლება სერიოზული კონფლიქტი მოჰყვეს. გირჩევთ, მოსალოდნელი რისკები და შესაძლო დანაკარგები წინასწარ გათვალოთ.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)

ახალი ადამიანების გაცნობამ, ურთიერთობამ და საუბრებმა შეიძლება თანამოაზრეები გაპოვნინოთ და საინტერესო შესაძლებლობები შემოგთავაზოთ. თქვენი ზოგი იდეის განხორციელებამ შეიძლება სწრაფი შედეგი მოგიტანოთ. დაწყებული საქმე სამომავლოდ არ გადადოთ – ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ ყველაფერი თქვენთვის სასარგებლო შედეგით დაასრულოთ.

„გრუზიას“ ნაცვლად, უკრაინაში სიტყვა „საქართველო“ დამკვიდრდეს”- მიმართვა უმაღლეს რადას

საინფორმაციო სააგენტო APA-ს ცნობით, უმაღლეს რადაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც უკრაინაში „გრუზიას“ ნაცვლად, სიტყვა „საქართველოს“, „გრუზინების“ ნაცვლად კი „ქართველების“ დამკვიდრებას ითვალისწინებს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, სიტყვები „საქართველო“ და „ქართველები“ გამოყენებული უნდა იყოს როგორც ოფიციალურ მიმოწერებისა და კომუნიკაციის დროს, ასევე, მედიაში.

„კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ნაბიჯს შეუძლია, დააახლოოს კიევი და თბილისი და ასევე, ქვეყანას მოაშოროს „რუსიფიცირებული“ სახელწოდება“, – წერს გამოცემა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია პირველი სექტემბრიდან ახალ კალენდარზე გადავა. ეს გადაწყვეტილება საეკლესიო კრებამ მიიღო. ამის შესახებ მედია წერს. მანამდე იგივე გადაწყვეტილება უკრაინის ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ მიიღო.

ახალი კალენდრის თანახმად, 2023 წლიდან უკრაინაში ქრისტიანები შობის დღესასწაულს 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშნავენ. ამასთან ერთად, შეიცვლება სხვა საეკლესიო დღესასწაულების თარიღებიც. ერთადერთი გამონაკლისია აღდგომა – ახალი კალენდარი აღდგომის დღესასწაულს არ შეეხება.

ახალ კალენდარზე გადასვლა ოფიციალურად 2023 წლის 27 ივლისს უნდა დაამტკიცოს ეკლესიის ადგილობრივმა საბჭომ, თუმცა ეს უკვე ფორმალობაა, რადგან, როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

ეს გადაწყვეტილება ადვილი მისაღები არ ყოფილა, რადგან იყო საშიშროება, რომ  ხალხი არ მიიღებდა ცვლილებას და საეკლესიო დღესასწაულებს ძველი კალენდრის მიხედვით აღნიშნავდა, თუმცა რუსეთის შეჭრის შემდეგ განწყობები შეიცვალა და უკრაინელების უმრავლესობამ რეფორმას მხარი დაუჭირა.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალიის ტომოსი  2019 წლის იანვარში მიიღო კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომესგან და ადმინისტრაციულად დამოუკიდებელი გახდა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

31 მაისის ჩათვლით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

თვის ბოლომდე ღამისა და საღამოს საათებში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი.

ტემპერატურა კი მომდევნო დღეების განმავლობაში, 31 მაისამდე, +27, +32 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.

თბილისში ასევე ღამისა და დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, პერიოდულად ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. 23-25 მაისის ჩათვლით +30, +32 გრადუსის ფარგლებშია დღის ტემპერატურა და +28, +30 გრადუსის ფარგლებში იქნება შემდეგი დღეების განმავლობაში.

სანაპირო რაიონებში თვის ბოლომდე საღამოს საათებში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, დღის ტემპერატურა კი +22, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება. კოლხეთის დაბლობზე +27, +32 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.

უპილოტო ორი საფრენის აპარატის იერიში ტვერის ოლქში

რუსეთის ტვერის ოლქში ორმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას Telegram არხი Baza ავრცელებს. „დრონები მოფრინდნენ სოფელ ეროხინოს სიახლოვეს, რომელიც „დრუჟბას“ ნავთობსადენს ამარაგებს“, – წერია ინფორმაციაში.

რუსული მხარის ცნობით, პირველი უპილოტო საფრენი აპარატი ადგილობრივი დროით 03:15 საათზე გამოჩნდა და ქარხანას დაეჯახა. „შედეგად, დაზიანდა შენობის სახურავი და კედელი“, – წერს BAZA. რაც შეეხება მეორე დროს, რუსული წყაროების ცნობით, ის ნახევარ საათში გამოჩნდა, მიწაზე ჩამოვარდა და აფეთქდა. „ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა, ცეცხლი კი ქარხნის თანამშრომლებმა ჩააქრეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში. როგორც URA.RU წერს, მომხდართან დაკავშირებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართეს, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

,,ფადი ასლის განცხადებებს რომ ემსგავსება პრეზიდენტის განცხადებები, უხერხულობა ცხადია არის”- სარჯველაძე

ბუნებრივია, არავის სჯერა, რომ პროტოკოლურ წესებთან არის დაკავშირებული პრობლემა. ვფიქრობ ადგილი აქვს სხვა განწყობების დემონსტრირებას და ეს საკითხი ამისთვის არის მომიზეზებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 26 მაისის ღონისძიებაზე პროტოკოლის დარღვევასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას.

„იქ კონკრეტული საკითხები რაც დასახელდა, არ იყო საფუძვლიანი პრეტენზია და შესაბამისად, არ მგონია რომ ვინმეს მიზეზი აქვს, იგივე მთავრობის პროტოკოლი გააკრიტიკოს რომელიმე პროცედურის დაუცველობაზე“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ამასთან, დეპუტატის თქმით, თავიდანვე მმართველი გუნდის ამოცანა იყო, რომ პრეზიდენტი ზეპარტიული ყოფილიყო, თუმცა, დღეს სალომე ზურაბიშვილი ამ ამოცანას ვერ ასრულებს.

„ფაქტია, რომ აქტიურად და არა მხოლოდ კულუარული ან საქმიანი დისკუსიების ფორმატებში, არამედ სადემონსტრაციოდ იკავებს პრეზიდენტი ერთ მხარეს – ოპოზიციის მხარეს და მე არ მგონია, რომ ეს მხოლოდ იმით იყოს გამოწვეული, რომ ემპათია აქვს დასუსტებული ოპოზიციისადმი. მე მგონია, რომ იქ უშვებს შეცდომას, როდესაც ცდილობს, რომ სიმპათიები დაიმსახუროს ოპოზიციის მხრიდან. აქ არასწორი გათვლები აქვს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ახალი კონფიგურაციის შექმნის მცდელობასთან გვქონდეს საქმე, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციაში აღმოჩნდნენ ძალები, რომელთათვისაც მისაღები აღმოჩნდეს პრეზიდენტის კანდიდატურა გარკვეული პოლიტიკური სამომავლო გეგმებისთვის. ეს მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იყოს.

ჩვენთვის ამოცანა იყო, რომ პრეზიდენტი ყოფილიყო ზეპარტიული. ამ ამოცანას სამწუხაროდ ვერ ასრულებს, რადგან რაღაც ეტაპზე, ფადი ასლის განცხადებებს რომ ემსგავსება პრეზიდენტის განცხადებები, ეს უხერხულობა ცხადია არის. აღარ ჩამოვთვლი ოპოზიციურ ლიდერებს, რომელთა განცხადებებიც ერთ-ერთში ემთხვევა ის კრიტიკული განცხადებები, რომელსაც პრეზიდენტი აკეთებს. პრეზიდენტის ინსტიტუტის საკეთილდღეოდ უნდა ვთქვათ, რომ უმჯობესი იქნება პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მიკერძოებისგან თუ მეტ-ნაკლებად იქნება დაცული. პრეზიდენტის განცხადებები რამენაირად უნდა იყოს მეტ-ნაკლებად ნეიტრალური, გამაერთიანებელი. მათ შორის დეპოლარიზაციის მიმართულებით შეუძლია შეასრულოს პოზიტიური როლი პრეზიდენტმა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

,,პრაქტიკულად, დელეგიტიმაცია არსებობს პრეზიდენტის მიმართ”- გურამ მაჭარაშვილი

სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე საბოლოოდ, როცა სალომე ზურაბიშვილის მიმართ საზოგადოებას ნდობა აღარ აქვს და პრაქტიკულად, დელეგიტიმაცია არსებობს პრეზიდენტის მიმართ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ისეთ დროსა და ვითარებაში, რასაც ჰქვია დამოუკიდებლობის დღე ყოველგვარი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესი ერთი დღით მაინც უნდა გადადოს ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, არათუ პრეზიდენტმა.

„თავისი სიტყვებიდან გამომდინარე, რეალურად შეიძლება, არც კი დაუგდოს ადამიანმა ყური მის სიტყვებს. გამაღიზიანებელია ისეთ დროსა და ვითარებაში, რასაც ჰქვია 26 მაისი, დამოუკიდებლობის დღე, როდესაც ყოველგვარი პოლიტიკური სუბიექტური ინტერესი ერთი დღით მაინც უნდა გადადოს ნებისმიერმა პოლიტიკოსმა, არათუ პრეზიდენტმა, რომელიც არის ზეპარტიული, ამის ამბიცია თუ გაქვს და ამ დროს შენ საკუთარ მოქალაქეებს ეთნიკური ნიშნითაც კი გამოყოფ და ზოგს ნახევრად რუსს ეძახი და წვევამდელებისგან ფიცს იღებ. ბევრი ოფიცერი მონაწილეობს იქ და შეიძლება, მათი ოჯახია წევრები ან ნათესავები იყვნენ რუსეთის ფედერაციაში, ვინც მაგალითად, იქიდან ოჯახებს არჩენენ და შეურაცხყოფას აყენებ იმ ხალხს, ვინც შენ წინაშე ფიცს დებს.

გარდა ამის, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ის დღე, როდესაც მას ჰქონდა წინასაარჩევნო კამპანია, თუ არ ვცდები ეს ირაკლი კობახიძემ თქვა – „ძლიერი ქალი სუსტი კაცების წინააღმდეგ,“ მაშინდელი რეალობა და ახლა ჩვენ მივიღეთ – „სუსტი ქალი, სუსტი პრეზიდენტი სახელმწიფოს წინააღმდეგ.“ ეს რეალობა მივიღეთ სამწუხაროდ. ეს ერთი წელი თუ წელიწადნახევარი გავა. როცა აღარ იქნება პრეზიდენტი, არ ვიცი, ის აპირებს აქ დარჩენას თუ წასვლას უცხოეთში, მნიშვნელობა არ აქვს. პრეზიდენტმა ჩართოს თავისი ვიდეო გამოსვლები, საზოგადოება როგორ შეაფასებს ამ გამოსვლებს იმ რეალობაში, რა რეალობებიც იყო, მერე თვითონ უნდა დაფიქრდეს ამაზე“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

,,სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეასრულოს”- ხაბეიშვილი

სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეასრულოს, მაგალითად, გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი და ნიკა გვარამია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან განაცხადა, სადაც ნიკა გვარამიას შეწყალების მოთხოვნით აქცია იმართება.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არავინ გაუსამართლებიათ იმის გამო, რომ მეუღლეს ავტომობილი ათხოვა, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ეს კარგად უნდა იცოდეს საზოგადოებამ. სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი შეასრულოს, მაგალითად, გაათავისუფლოს პრეზიდენტი სააკაშვილი და ნიკა გვარამია. შესაბამისად, დღეს ნიკას თავისუფლებისთვის იმართება აქცია.

მნიშვნელოვანია, რომ სალომეს როდესაც უნდა, რომ წარმოადგინოს საქართველო და იყოს საქართველოს პრეზიდენტი, მაშინ მარტო ლაპარაკით არა, საქმითაც უნდა დაამტკიცოს ეს და ეს ინსტრუმენტი არის მის ხელში, შესაბამისად, უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯი, რომელიც ემსახურება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.