,,საქართველო ამაყობს საფრანგეთის რესპუბლიკასთან სანდო, მჭიდრო და ხანგრძლივი პარტნიორობით”- ღარიბაშვილი
პენიტენციური სამსახური განცხადებასა და ვიდეოს ავრცელებს ( ვიდეო)
სპეციალური კლინიკა ,,ვივამედში” მომხდარი ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს: 2022 წლის 29 ნოემბერს იუსტიციის მინისტრმა, გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან რომლითაც სახელმწიფო პატიმრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არ ითვალისწინებდა მკურნალი ექიმების რეკომენდაციებს, შესთავაზა, მისი მკურნალობის პროცესში ჩართვის მიზნით, მოეწვია ნებისმიერი უცხოელი ექიმი, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. 2023 წლის 20 მარტს, თითქმის 4 თვის შემდეგ, სამსახურს მომართა მსჯავრდადებულის დედამ განცხადებით, რაც ვერ აკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს. განმცხადებელს არაერთგზის, წერილობითი და ზეპირი ფორმით, განემარტა, რომ ექიმებს უნდა ჰქონოდათ საქართველოში დროებითი საექიმო საქმიანობის განხორციელების უფლება და, ასევე, დაცული უნდა ყოფილიყო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები. მიუხედავად ამისა, საზოგადოებას მიეწოდებოდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, თითქოს, მსჯავრდადებულთან არ უშვებდნენ პოლონელ ექიმებს. იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებიდან 7 თვის შემდეგ, 2023 წლის 5 ივლისს მსჯავრდადებულის ადვოკატმა შესაბამისი ფორმით, წარმოადგინა მომართვა მსჯავრდადებულ სააკაშვილთან კლინიკა ვივა–მედში პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით. 12 ივლისს მათ მიერ დასახელებულ ექიმებს მიეცათ შესაძლებლობა, რომ მოენახულებინათ მსჯავრდადებული, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა უწყების ერთგულება გაცემული დაპირებისადმი. ამასთან, 3 ივლისის იმავე ადვოკატის მიერ წარმოდგენილ წერილში მითითებული იყო, რომ მოცემული ინფორმაცია იყო კონფიდენციალური. თუმცა, მოგვიანებით, საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა. ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ლოგიკურ ახსნას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვავრცელებთ აღნიშნული ინციდენტის ამსახველ კადრებს და მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებლობაში მყოფი ქმედებებისგან.
საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
,,საქართველოს საპატრიარქოს მიერ შექმნილი გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ხელმძღვანელობით, გელათის სამონასტრო კომპლექსში აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს.
გელათის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში საქართველოში ჩამოსულია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს მისია. საბჭოს წევრები ადგილზე ეცნობიან სიტუაციას და მიმდინარე საკონსერვაციო-სარესტავრაციო სამუშაოებს.
მისიის ფარგლებში მოწვეულნი არიან იტალიელი, გერმანელი, ბრიტანელი და ამერიკელი უმაღლესი რანგის პრაქტიკოსი სპეციალისტები, რომლებიც დარგის წამყვან ინსტიტუციებს წარმოადგენენ და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის არაერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლზე წარმატებით მუშაობის გამოცდილება აქვთ.
გელათში ამჟამად მუშაობს კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფი, რომელიც ახორციელებს კედლის მხატვრობის ტექნოლოგიურ კვლევას, ამზადებს მხატვრობის ტექნოლოგიის ვიზუალური ლექსიკონს, ხდება ძეგლზე არსებული პრობლემების დეტალური აღწერა.
არსებული მდგომარეობის დოკუმენტაცია უკვე წარედგინა საერთაშორისო ექსპერტებს, რომლებიც მთავარი ტაძრის კედლის მხატვრობის ინსპექტირებას ახდენენ. შეგროვებული მასალის საფუძველზე მოხდება კედლის მხატვრობისთვის საჭირო საკონსერვაციო ღონისძიებებს განსაზღვრა.
საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებული ხედვა და შემუშავებული მიდგომები გელათის რეაბილიტაციის კომიტეტს და მისი სათათბირო ორგანოების, ეროვნულ სამეცნიერო საბჭოსა და საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე იქნება განხილული.
ზემოხსენებული ინსპექტირების სამუშაოების დასრულებისთანავე, 2023 წლის 15 ივლისს, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები სამეცნიერო დისკუსიას, მოგვიანებით კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის მოწვევით სამონასტრო კომპლექსის კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესს მრავალდარგობრივი ექსპერტთა ჯგუფი ახორციელებს. მათ შორის არიან: სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე
– კედლის მხატვრობის კონსერვატორები, დამოუკიდებელი ექსპერტები, რომლებიც მჭიდროდ თანამშრომლობენ გეტის კონსერვაციის ინსტიტუტის, კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის, ინგლისის ეროვნული ფონდის, ინგლისის მემკვიდრეობასთან და საეკლესიო ნაგებობათა საბჭოსთან;
სტეფან სიმონი – კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციის ექსპერტი, მეცნიერი, მკვლევარი,
ბერლინის ეროვნული მუზეუმების რათგენის კვლევითი ლაბორატორიის ხელმძღვანელი, იელის უნივერსიტეტის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინსტიტუტის (IPCH) დამფუძნებელი;
გერჰარდ ვოლფი – ხელოვნების ისტორიკოსი, მაქს პლანკის სახელობის ფლორენციის ხელოვნების ინსტიტუტის დირექტორი;
სტივენ კელი – არქიტექტორი და ნაგებობათა კონსტრუქციების ინჟინერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნებასა და კონსერვაციაში, ამერიკის არქიტექტორთა ინსტიტუტი;
რობერტო ნარდი – მოზაიკის კონსერვატორი, რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრი, მოზაიკის კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი;
ანდრეინა კოსტანცი კობაუ -მოზაიკისა და კედლის მხატვრობის რესტავრატორი, რომის არქეოლოგიური კონსერვაციის ცენტრი”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
იუსტიციის მინისტრი განცხადებას ავრცელებს
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის პოლონელი ექიმების ჩამოყვანის პროცესში ჩართული იყო საქართველოში პოლონეთის საელჩო.
როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სწორედ პოლონეთის საელჩო იყო ექიმების რეკომენდატორი.
„მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული და კანონმდებლობასთან შეუთავსებელი ქმედებებისგან. გამომდინარე იქიდან, რომ პოლონეთის საელჩო ჩართული იყო ექიმების ჩამოყვანის პროცესში და იყო მათი რეკომენდატორი, საგარეო საქმეთა მინისტრს მივმართავ თხოვნით, რომ მოისმინოს საელჩოს პოზიცია აღნიშნულ ინციდენტზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ასახულია, რომ ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.
,,საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკს სხვა სახელი ექნება”- ვახტანგ ძაბირაძე
რეალურად ეს ფაქტი არაფერს ცვლის. არ ცვლის, არც პოლიტიკური თვალსაზრისით, არც ელექტორალური თვალსაზრისით. როდესაც ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო, მისი ელექტორატის ძირითადი ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი იყო. ახლა რომ შეუერთდება, იგივე ელექტორატს შეუერთებს. ცალკე აღებული ვაშაძე, როგორც პოლიტიკურ ლიდერს რამე ელექტორალური წონა აქვს? ჩვენ ვიცით მისი წარმატებები თბილისის მერობის არჩევნების დროს, რაც კატასტროფა იყო. ამით „ნაციონალური მოძრაობა“ რას იგებს? შესაძლოა, ეს იყოს ერთ-ერთი სვლა, იმისათვის რომ ხაბეიშვილი რბილად ჩაანაცვლონ“, – განაცხადა ძაბირაძემ. მისივე შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ წინა საარჩევნოდ, გარდა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლისა“ ,შესაძლოა შეუერთდეს “დროა”, პარტია „კანონი და სამართალი” და „გირჩი მეტი თავისუფლება“ . „საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ბლოკს სხვა სახელი ექნება და ამ სხვა სახელის სათავეში ვაშაძე იქნება, ხოლო ხაბეიშვილი მეორე პლანზე გადავა. „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგში დგას ხაბეიშვილის პრობლემა, რა უყონ არ იციან. ამასთან, მელია აქტიურდება. გუნდი, რომ წარმოვიდგინოთ, გარდა თაკო ჩარკვიანისა, მას შეუერთდება ელენე ხოშტარია და „გირჩი“, სავარაუდოდ, ეს გაერთიანება შეიძლება ვიხილოთ“, – განაცხადა ძაბირაძემ.
„როგორც მისგან დაზარალებული, მე მას ვპატიობ“ – გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილზე
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, იმ ადამიანებმა, რომლებიც ყოფილი ხელისუფლებისგან დაზარალდნენ, უნდა აპატიონ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ან საზღარგარეთ მის გადაყვანაზე დათანხმდნენ.
„წმინდა ჰუმანიტარული თვალსაზრისითაც, მიშას გაშვება უკვე შესაძლებელია. მე პირადად, როგორც დაზარალებული მისი მხრიდან, მე მას ვპატიობ. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც რეალურად მისგან დაზარალდა, ყველა მზად იქნება, რომ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, მას თუ არ აპატიოს, ყოველ შემთხვევაში დათანხმდეს, რომ წავიდეს და თავი დაგვანებოს“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა tv პირველის ეთერში განაცხადა.
მანამდე, მის განცხადებას სალომე ზურაბიშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თემაზე, მექსპრეზიდენტი გამოეხმაურა და პოლიტოლოგს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი.
„გია ხუხაშვილს – გთხოვთ ნუ ტირაჟირებთ არასწორ ინფორმაციას. ზურაბიშვილს შეუძლია ჩემი „განაჩენების” აღსრულების გადავადება ნებისმიერ დროს, მიუხედავად მიმდინარე ,,საქმეებისა”. უბრალოდ, ივანიშვილის გარეშე ამას ვერ გააკეთებს და ივანიშვილი უყურებს პუტინს“, – დაწერა მიხეილ სააკაშვილმა Facebook-ზე.
ამის პასუხად, გია ხუხაშვილმა თქვა:
„მიხეილ სააკაშვილი ძალიან გაბრაზდა. პირველი პოსტი მომიძღვნა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. მე დღეს ვთქვი, რომ პრეზიდენტმა რომც შეიწყალოს ან სასჯელი გადაუვადოს გამოტანილ განაჩენებზე, არსებობს მიმდინარე საქმეები, რომელზეც განაჩენი არ დამდგარა და რა უნდა ქნას? ხელისუფლებას შეუძლია თქვას, რომ არ ენდობა ამ პატიმარს და ან შინაპატიმრობაში დატოვოს, ან პატიმრობა მიუსაჯონ მიმდინარე საქმეებზე“, – აღნიშნა ხუხაშვილმა.
კრემლი „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს არ გაუკეთებია განცხადება შავი ზღვის „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელების შესახებ. ამის შესახებ მან „ინტერფაქსს“განუცხადა.
„ჩვენ არ გაგვიკეთებია განცხადება ამ კუთხით,“ – აღნიშნა პესკოვმა.
ინფორმაციისთვის, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას დათანხმდა.
ერდოღანის თქმით, მარცვლეულის შეთანხმება, რომლის ვადა 17 ივლისს იწურება, გაგრძელდება.
,,სად გაგვასწრეს? რით გაგვასწრეს?”- ქართველიშვილი
ვერ დავეთანხმები იმ აზრს, რომ უკრაინა ვილნიუსის სამიტის შემდეგ NATO-ში შესვლას უფრო მიუახლოვდა და ამ გზაზე საქართველოს გაასწრო ისევე, როგორც ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. ამის თქმა არის დიდი ცინიზმი, პირველ რიგში, უკრაინელი ხალხის წინაშე, რადგან ყველაფერს აქვს თავისი ფასი.“, – ამის შესახებ მედიასთან , „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი მცდელობა იყო ჩვენთანაც მოვლენების ბახმუტიზაცია გამოეწვიათ, საქართველო მშვიდობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს.
„როდესაც ქალბატონი კელი დეგნანი ამბობს, რომ პრინციპში არაფერი შეცვლილა არც უკრაინისთვის, არც – საქართველოსთვის, NATO-ს კარი კვლავ ფართოდ ღიაა ამ ორი ქვეყნისთვისო, ე.ი. ყველაფერი ისევ ისეთი ბუნდოვანი და გაუგებარია, მაგრამ ამ ბუნდოვანებისა და გაუგებრობის ფასი უკრაინისთვის არის დაახლოებით 15 000 000 ლტოლვილი, განადგურებული ინფრასტრუქტურა, მიწასთან გასწორებული ქალაქები, ნახევარ მილიონამდე გარდაცვლილი ადამიანი, როგორც ჯარისკაცები, ასევე – მშვიდობიანი მოსახლეობა და ა.შ. ამ ფონზე, საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არაერთი მცდელობა იყო ჩვენთანაც მოვლენების ბახმუტიზაცია გამოეწვიათ, მშვიდობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს, უფრო მეტი ინვესტიციების მოსაზიდად მიისწრაფვის და ა.შ. როგორ შეიძლება ეს ორი მოცემულობა საერთოდ ერთმანეთს შეადარო? ვინც ამას ახერხებს, მით უმეტეს, რომ უკრაინა საქართველოსთვის მაგალითად გამოჰყავს და თითის შვერით არის დაკავებული, რომ აი, შეხედეთ, არ გრცხვენიათ? კიდევ ერთხელ გაგვასწრესო, – სად გაგვასწრეს? რით გაგვასწრეს? ერთადერთი, რაც მკაფიოდ ითქვა ვილნიუსის სამიტზე, ეს არის თარიღი, რა დროსაც უკრაინას, დიდი ალბათობით, მიიღებენ ამ ორგანიზაციაში – ანუ, იმ დღეს, როცა ის რუსეთს ომში დაამარცხებს. ოღონდ, ესეც გაურკვეველია, შეიძლება, კიდევ დამატებითი პერიოდი დასჭირდეს მოსკოვის აღების შემდეგ, იმისთვის, რომ საკანონმდებლო ბაზა NATO-ს სტანდარტებთან კიდევ უფრო დააახლოოს და ა.შ. იგივე ფორმულა გადმოგვიგდეს საქართველოსთვის – უკრაინის გზას დაადექითო, მეორე ფრონტი გახსენითო, ამ ომში მონაწილეობა მიიღეთო, თქვენც დაამარცხეთ რუსეთიო, მაგრამ, ეს მოგება ავტომატურად იმის ტოლფასი არ იქნება, რომ NATO-ს წევრები გახდებითო. შეიძლება, ჩვენთანაც რევიზია ჩატარდეს იმ კუთხით, თუ რამდენად ახლოს ვართ NATO-ს სტანდარტებთან. შესაბამისად, ეს არის ცინიზმი.
ცინიზმი ნომერი ორი: გადახედეთ დასავლეთის იუმორისტული ჟურნალების სამარცხვინო კარიკატურებს, სადაც ომში გახვეული უკრაინის პრეზიდენტს სამარცხვინო კარიკატურებით ხვდებიან. ამ ფაქტს არც ერთი ჩვენი ოპოზიციონერი თუ ოპოზიციის მხარდამჭერი მედია არ ეხმაურება. და საქართველოზე, რომელიც ჩამორჩენილია თურმე უკრაინას NATO-სკენ მიმავალ გზაზე, არც ერთი კარიკატურა არ კეთდება.“, – განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
“ეს ხალხი მარტოებს გვტოვებს პირისპირ რუსეთთან მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხანგრძლივოს ივანიშვილმა ძალაუფლება”
ეს ხალხი მარტოებს გვტოვებს პირისპირ რუსეთთან მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხანგრძლივოს ივანიშვილმა ძალაუფლება, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ მოსამართლეების სანქციებზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, კობახიძე ფაქტობრივად აანონსებს, რომ ქვეყნის მომავლისა და ეროვნული ინტერესების ხარჯზე კიდევ უფრო ღრმა იზოლაციაში მოახვედრებს ქვეყანას.
„ეს განცხადება უბრალოდ სასაცილო იქნებოდა, კობახიძე ივანიშვილის მარიონეტი და მთავარი სპიკერი, რომ არ იყოს და ეს ხალხი რომ არ აკონტროლებდეს საქართველოს ბედს.
ეს ხალხი მარტოებს გვტოვებს პირისპირ რუსეთთან მხოლოდ იმიტომ, რომ გაიხანგრძლივოს ივანიშვილმა ძალაუფლება, ეს არის ამ განცხადების შინაარსი”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.