Home Blog Page 2043

უკრაინულმა მხარემ გასული ღამის განმავლობაში, კიევის თავზე, 30-მდე დრონი და რაკეტა გაანადგურა – ომის 464-ე დღე

ომის 464-ე დღეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღამის განმავლობაში, მარტო კიევის თავზე, 30-მდე დრონი და რაკეტა გაანადგურა. უკრაინის დედაქალაქი ღამით მორიგი საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა. კიევში საჰაერო განგაში ისევ მოქმედებს. ვრცელდება ცნობები, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საჰაერო თავდაცვა მუშაობს და დედაქალაქს უპილოტო საფრენი აპარატების კიდევ ერთი ტალღა უახლოვდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. თავშესაფრებია მოწყობილი მეტროსადგურებში. საჰაერო განგაში, კიევის პარალელურად, უკრაინის კიდევ რამდენიმე ოლქში გამოცხადდა.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული აგრესიისგან თავდასაცავად კიევმა დასავლელი პარტნიორებისგან ძლიერი მხარდაჭერის პირობა მიიღო.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს ინფორმაციით, რუსებმა გამთენიისას დედაქალაქსა და ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებითა და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.

“რაკეტების გაშვება განხორციელდა Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. სავარაუდოდ X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. ამასთან, კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებიდან შეუტიეს. წინასწარი მონაცემებით, გამოიყენეს Shahed-ის დრონები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნე. ამასთან, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

კომპანია PSP-სა და Lib.ge აკადემიის ონლაინ სკოლას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვით რაჭა-ლეჩხუმსა და ფშავ-ხევსურეთის სკოლის მოსწავლეებს წიგნიერების გაკვეთილები ჩაუტარდებათ. გაკვეთილებს ერთ-ერთი საუკეთესო პედაგოგი, ლელა კოტორაშვილი წაუკითხავს. შეთანხმება ასევე გულისხმობს მოწვეული მწერლების და გიორგი კეკელიძის სტუმრობას ამ რეგიონის სოფლებში და საჯარო ლექციების ჩატარებას.

„PSP განათლების მიმართულებით წლებია არაერთ აქტივობას ახორციელებს და ამასთან, ჩართულია სხვადასხვა ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტებსა და აქტივობებში, ახალგაზრდული გაერთიანებების, ახალგაზრდული პარლამენტის, უნივერსიტეტების თვითმართველობის ღონისძიებებში. განათლების და წიგნიერების პოპულარიზაციის სატელევიზიო პროექტების მუდმივი მხარდამჭერია. ერთ-ერთი პირველი კომპანია ვიყავით, რომელმაც ეროვნულ ბიბლიოთეკას უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის სასკოლო წიგნები გადასცა. Lib.ge-სთან გაფორმეული შეთანხმება საშუალებას მოგვცემს, მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეებთან ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი განხორცილდეს“- განაცხადა PSP ფრამას დირექტორმა ვაჟა ოქრიაშვილმა.

 

R

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დაფიქრდით, ბოლო დროს რა გააკეთეთ არასწორად და სად დაუშვით შეცდომა. ეცადეთ საკუთარ თავს „გვერდიდან“ შეხედოთ და საკუთარი ქმედებები ობიექტურად შეაფასოთ. შესაძლოა, ზოგ საკითხში აჩქარდით, გზიდან გადაუხვიეთ ან უბრალოდ, საქმე ბოლომდე არ მიიყვანეთ. შეცდომის გაცნობიერება პირველი ნაბიჯია ვითარების გამოსწორებისკენ.

კურო

სიტუაცია თქვენგან არჩევანის გაკეთებას მოითხოვს, რაც ძალიან გიჭირთ. ვარსკვლავები გირჩევენ არ აჩქარდეთ, რადგან შეიძლება შეცდომა დაუშვათ და დიდხანს ინანოთ. დაფიქრდით, იქნებ კომპრომისის პოვნა შეძლოთ ან უბრალოდ, მესამე ვარიანტი აღმოაჩინოთ.

ტყუპები

მდიდარი გამოცდილების მიუხედავად, ამ დღეს შესაძლოა, თქვენზე გამოცდილი ადამიანის რჩევა დაგჭირდეთ ან უფროსის შენიშვნა დაიმსახუროთ. სავარაუდოდ, სხვა ადამიანების საუბრიდან შეიძლება თქვენთვის საჭირო ინფორმაცია გაიგოთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ, გარშემო მყოფთა რჩევებს ყურადღებით მოუსმინოთ. თუ წარმატების მიღწევა გსურთ, სწავლისთვის ნებისმიერ ასაკში მზად უნდა იყოთ.

კირჩხიბი

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გთავაზობენ მომავლის პერსპექტივებზე დაფიქრდეთ. დინების გაყოლა ის სტრატეგია არაა, რომელიც მიზანთან მიგიყვანთ. შესაძლოა, თქვენი ცხოვრება ჩიხში შევიდა და წინსვლის შანსს არ გიტოვებთ, მაგრამ ხვალ ახალი დღე დადგება და ახალ შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. იფიქრეთ იმაზე, როგორ შეცვალოთ სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ.

ლომი

პირდი და სამსახურებრივი ურთიერთობები არავითარ შემთხვევაში ერთმანეთში არ აურიოთ. შესაძლოა, ერთ-ერთმა ნაცნობმა პროფესიულ საქმიანობაში დახმარება გთხოვოთ ან თქვენი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება სცადოს. ეს არ უნდა დაუშვათ, თორემ დიდხანს ინანებთ. საუკეთესო შემთხვევაში, ეს ან სამუშაოს დააზიანებს, ან მეგობრობას, უარეს შემთხვევაში კი ორივეს.

ქალწული

ერთი შეხედვით ყველაზე მარტივ და უმნიშვნელო საკითხებს შეიძლება გარშემო მყოფებთან უთანხმოება და კონფლიქტიც კი მოჰყვეს. გასაკვირი არ არის, რომ თქვენი და თქვენი ხელმძღვანელების აზრიც ერთმანეთს არ ემთხვევა, რაც განსაკუთრებით გაღელვებთ. ჰოროსკოპის ვარსკვლავები ამ შემთხვევაში უბრძოლველად დანებებას გირჩევენ – მენეჯმენტმა უკეთ იცის, რა და როგორ ჯობს.

სასწორი

ამ დღეს სიზუსტისა და სიმშვიდის გამოვლენა მოგიწევთ. არავითარი ვარაუდები და ფანტაზიები – სიტუაცია თქვენგან მხოლოდ ფაქტებს და სიზუსტეს მოითხოვს. ამ დღეს ყველზე მეტად უნდა მოერიდოთ სიტყვებს: “მე მეჩვენება” და “ასე მგონია”. თუ ადამიანების დარწმუნება გსურთ, მხოლოდ სტატისტიკის და ციფრების ენით უნდა ესაუბროთ

მორიელი

როგორი რთულიც არ უნდა იყოს თქვენი დავალება, ყველაფრის გარკვევას და სწორი დასკვნების გამოტანას შეძლებთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ძვირფასი დრო და რესურსები უმნიშვნელო წვრილმანებზე არ დახარჯოთ, რადგან მნიშვნელოვანი საქმის დასრულებისთვის ძალა აღარ გეყოფათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ლიდერობის პრეტენზია არ გაქვთ და მეორეხარისხოვან როლებს სჯერდებით. განსაკუთრებით კარგად გუნდური მუშაობა ან ვინმეს დავალების შესრულება გამოგდით. ერთადერთი მოთხოვნაა, რომ პროცესის არსს ჩასწვდეთ დ გაიგოთ, ვინ რას აკეთებს და მუშაობის რომელ სფეროზეა პასუხისმგებელი. ჩუმი და გულგრილი შემსრულებლის როლი სათქვენო არ არის.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ახალი, სასარგებლო ნაცნობობისთვის. დასამყარებლად. შეგიძლიათ თქვენი საინტერესო იდეებით ნებისმიერი ადამიანი დააინტერესოთ. ვარსკვლავების დახმარებით შეიძლება ყველაზე არაფორმალურ გარემოშიც კი მხარდამჭერები იპოვოთ და საქმიანი კავშირები დაამყაროთ. ხვალ შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც გავლენას მოახდენთ თქვენს მომავალზე.

მერწყული

ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, ამბიციური პროექტის განხორციელება დაიწყოთ. ნუ იქნებით ზედმეტად თავმდაბალი და მოკრძალებული, რადგან თქვენ საკმარისი პოტენციალი გაქვთ. ხვალ შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ გეგმების განხორციელება და ოცნებების რეალობად გადაქცევა დაიწყოთ.

თევზები

სავარაუდოდ, ამ დღეს მიღებული ინფორმაცია კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ! შეიძლება შემთხვევით ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ ან ჭორების საფუძველზე სწორი დასკვნა გამოიტანოთ. მთავარი ის არის, რომ გარემოებების დამთხვევის თუ ანალიტიკური გონების წყალობით, ხვალ შეიძლება წარმატების გასაღები მოიპოვოთ.

“ვიწყებთ ორგანიზებული ძალის შექმნას, ეს იქნება კონსერვატიული გაერთიანება , “საქართველო უპირველეს ყოვლისა“ – ვატო შაქარიშვილი

12 ივნისს, რუსთაველის თეატრში შეიკრიბება საზოგადოება და დავიწყებთ ორგანიზებული ძალის შექმნას, რომელიც ამ ყველაფერს, რასაც ქართული საზოგადოება წლებია, თვალს ადევნებს, ქმედით და ეფექტურ წინააღმდეგობას გაუწევს. ეს იქნება კონსერვატიული გაერთიანება, კავშირი „საქართველო უპირველეს ყოვლისა, – ამის შესახებ კონსერვატიული პორტალის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გაერთიანებული იქნება კონკრეტული ღირებულებათა სისტემის გარშემო და პირველ რიგში იმ გამოწვევების, იმ დესტრუქციის, ამ ქვეყნის არევის გამუდმებული მცდელობების წინააღმდეგ. მისივე თქმით, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნის იდეა უფრო საჭიროებით არის ნაკარნახევი, ვიდრე რაიმე პოლიტიკური ამოცანებით.

„შეუძლებელია ამ ყველაფრის ყურება, რასაც წლებია, ქართული საზოგადოება თვალს ადევნებს. ეს არის ამ ქვეყნის გამუდმებული რყევა, რევოლუციური სცენარების თავს მოხვევა, დესტრუქციული მოქმედებები, ლიბერალური დიქტატის დამყარების მცდელობა. ყველა წითელი ხაზი რეალურად გადაკვეთილია, აქ უკვე პოლიტიკაზე აღარ არის საქმე, წილი ნაყარია და ქართული საზოგადოება ამას მშვიდად და უმოქმედოდ ვეღარ უყურებს. შესაბამისად, 12 ივნისს, რუსთაველის თეატრში, შესანიშნავ ისტორიულ დარბაზში შეიკრიბება საზოგადოება და დავიწყებთ ისეთი ორგანიზებული ძალის შექმნას, რომელიც ამ ყველაფერს ქმედით და ეფექტურ წინააღმდეგობას გაუწევს. ეს იქნება კონსერვატიული გაერთიანება, კავშირი „საქართველო უპირველეს ყოვლისა“. ეს არ იქნება ერთი რომელიმე კონკრეტული პირის ან ჯგუფის მოძრაობა, ეს იქნება ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც გაერთიანებული იქნება კონკრეტული ღირებულებათა სისტემის გარშემო და პირველ რიგში იმ გამოწვევების, იმ დესტრუქციის, ამ ქვეყნის არევის გამუდმებული მცდელობების წინააღმდეგ, რასაც თვალს ვადევნებთ. ყველა იბრალებს და გარედანაც ამის „ლეგიტიმაციას“ ახდენენ და არქმევენ, ეს ლიდერია, ეს სამოქალაქო საზოგადოებაა და ა.შ“ – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

რაც შეეხება იმას, ვინ იქნებიან ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის სახეები, ვატო შაქარიშვილის თქმით, ამას ვნახავთ 12 ივნისს, რუსთაველის თეატრში, საღამოს 20:00 საათზე.

„ეს იქნება მხოლოდ საინიციატივო ჯგუფის წარდგენა, ეს არ იქნება დახურული ტიპის ორგანიზაცია, ეს იქნება წმინდად საზოგადოებრივი მოძრაობა, სადაც ჩვენ მხოლოდ ამ იდეას გავაჟღერებთ და გავხსნით კარს და შემდგომში შემოგვიერთდება დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი. ეს იქნება ღია ღონისძიება, დასწრება თავისუფალია. ველოდებით იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად დაღლილია იმ ყველაფრის ყურებით, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, განსაკუთრებთ მას შემდეგ, რაც ამ ყველაფერმა ახალი მასშტაბი შეიძინა, ახალ ფაზაში გადავიდა, როდესაც გასული წლის 24 თებერვალს დაიწყო ომი უკრაინაში და საქართველომ მკაფიო უარი თქვა სხვისი ინტერესების გამო საკუთარი თავის განადგურებაზე, აირჩია მშვიდობის გზა და დაიწყო საკუთარი სუვერენიტეტის და ქართველი ხალხის ინტერესების დაცვა, ამის შემდეგ წამოვიდა ის „შკვალი“, რაც მოდის ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან ამას ყავს უამრავი აღმსრულებელი. რეალურად ჩვენ ამას უნდა დავუპირისპიროთ ქმედითი ორგანიზებული ძალა“ – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, რომ დღეს საქართველოს ყველაზე მეტად სჭირდება მშვიდობა, იმიტომ, რომ განვითარების გასაღები მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობაშია.

„ჩვენ დღეს ამის უნიკალური შანსი გვაქვს, რომ მყარად დავდგეთ ფეხზე. ვხედავთ, რომ ცდილობენ დაგვსაჯონ იმის გამო, რომ ავირჩიეთ მშვიდობა და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვა. მაშინ, როცა ჩვენ უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, შორს რომ აღარ წავიდეთ, გვითამაშია და გვივლია სხვისი დღის წესრიგით, მაგრამ რა მოგვიტანა ამ სხვისმა დღის წესრიგმა ვნახეთ – დაკარგული ტერიტორიები, უკან დახეული ქვეყანა, დაკარგული სიცოცხლე, დაკარგული დრო, შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიტყვით მკაფიოდ, რომ აღარ ვაპირებთ სხვისი დღის წერიგით მოქმედებას, ჩვენ გვექნება ქართული დღის წესრიგი, ეს არ არის არც რუსული დღის წესრიგი, არც ამერიკული დღის წესრიგი, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ქართული დღის წესრიგი. ლიბერალური დიქტატი ასე მოქმედებს – ქართული არის რუსული, თეთრი არის შავი, ამერიკული კანონი არის რუსული, მსხვერპლი არის მმოძალადე და ა.შ. სწორედ ამის წინააღმდეგ იქნება ეს მოძრაობა. ჩვენ ყველა ქმედებას გავცემთ ადეკვატურ პასუხს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ შეურაცხყოფა, ბულინგი, დედის გინება სოციალურ მედიაში, ფიზიკურად, ამ ქვეყნის მუდმივი რყევა იქნება პასუხგაცემული და ეს პასუხი იქნება ადეკვატური“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

“უკრაინელი დედის აღსარება ბავშვთა დაცვის დღეს” – ლიზა იასკო აცხადებს, რომ მისი შვილის მამა მიხეილ სააკაშვილია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკომ განაცხადა, რომ დედა გახდა.

მისი პირველი შვილის მამა კი, ციხეში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი,  მიხეილ სააკაშვილია. ამის შესახებ გამოცემა „tabloid.pravda.com.ua“ წერს. შვილი შეეძინა.

ლიზა იასკო წერს, რომ მისი შვილი არის მამისთვის უკრაინელი ფესვები და უკრაინული გაგრძელება.

“უკრაინელი დედის აღსარება ბავშვთა დაცვის დღეს” 

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი შვილი დაიბადებოდა ჩვენი ქვეყნისთვის ასეთი საშინელი ომის რეალობაში. ზაფხულის პირველ დღეს, ჩვენს უმრავლესობას არ სძინებია ბოლო დღეებში, ჩვენ არ ვფიქრობთ ზაფხულზე. ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი ბავშვების დაცვაზე.

ბავშვებზე, რომლებსაც სამწუხაროდ არ შეუძლიათ უსაფრთხოდ ყოფნა საკუთარ სახლებში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის გამო.

ის არასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი მამა არ იქნებოდა ახლოს თავისუფალი და ჯანმრთელი იმ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, რომლებშიც ერთად ყოფნას ვგეგმავდით.

ჩემი ბავშვი ჩემი სიყვარულია. მისი მამისთვის მისი შვილი წარმოადგენს უკრაინულ ფესვებს და ის უკრაინული გაგრძელება, რომელზეც ის ოცნებობდა და რომელიც სურდა, ამაყობდა რა უკრაინის მოქალაქის პასპორტით.

არასდროს მიფიქრია, რომ ბავშვის გაჩენა ომის დროს ნამდვილად საშიშია. საშიში და შემზარავია ფიქრი მომავალზე. ჩვენ ყველაფერი სრულიად განსხვავებულად წარმოგვედგინა. გარემოებები და რეალობა აბსოლუტურად განსხვავებული იყო.

ის, რაც მე გადავიტანე ძალიან მნიშვნელოვან თვეებში – ესაა საშინელი სიტუაცია, რომლებიც ცალკე წიგნებსა და საშინელებათა ფილმებში უნდა აღწერო. საშინელებაა.

და შენ სრულიად მარტო ხარ. და იბრძვი იმისთვის, რაც გჯერა, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის.

შენ ერთადერთი ხარ. ბავშვთან ერთად. ფაქტობრივად, ბავშვს მშობლებიდან მხოლოდ შენ ჰყავხარ. შენს გვერდით არის დედა, რომელიც ორივეს ფუნქციას ასრულებს – დედისა და მამის.

შენ მარტო ხარ, მაგრამ ისეთი, როგორიც შენ ხარ, ახლა ათასობით უკრაინელი ქალია, რომლებმაც ახლა იციან, თუ რას ნიშნავს ასეთი ბრძოლა თავისუფლებისა და ჩვენი შვილების თავისუფალი მომავლისთვის.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენ წარმოვადგენთ თაობას, რომელიც ქვეყანას სამუდამოდ შეცვლის და გათავისუფლდება მათგან, ვისაც ტყვეობაში ვყავართ.

ცხადია, ამის მასშტაბის წარმოდგენა შეუძლებელია. განსაკუთრებით, როდესაც ეს არა მხოლოდ ჩვენ გვეხება, არამედ ჩვენი ბავშვების თავისუფლებას. ჩვენ ქალების მხრებსა და გულებს არაერთი გამოცდა დაატყდა თავს.

ქედს ვიხრი ყველა უკრაინელი ქალის წინაშე, რომელსაც ღამით არ სძინავს, იცავს სამშობლოს მისი შრომითა და ზრუნვით, იცავს შვილს ყოველ დღე.

მე ერთ-ერთი მათგანი გახლავართ. მე დედა ვარ. უკრაინელი დედა. მე ვარ უკრაინელი ბავშვის დედა. და ჩვენ, უკრაინელი დედები ახლა ვიცავთ უკვე ჩვენი ბავშვების თაობას, რომლებიც დაიბადნენ მშობლებისგან, რომლებიც ნამდვილად თავისუფალი არიან სულით და უკრაინული გულით! დაე, ჩვენი ბავშვები იყვნენ დაცულები!“,- წერს იასკო სოციალურ ქსელში

https://www.facebook.com/lisa.yasko1/posts/10167888223890512

ჯო ბაიდენი კოლორადოში, აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე დაეცა [ვიდეო]

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კოლორადოში გამართულ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემიის გამოსაშვებ ცერემონიაზე დაეცა.

ამის შესახებ BBC  წერს.

მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტი, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იდგა, რათა 192 კურსდამთავრებულისთვის ხელი ჩამოერთმია. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა განაცხადა, რომ ბაიდენი ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

თეთრი სახლის პრეს ანგარიშში ნათქვამია, რომ ბაიდენი სცენაზე გადასვლისას ქვიშის ტომარას დაეჯახა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ბოლო გამოკითხვებმა აჩვენა, რომ აშშ-ის ამომრჩეველთა უმრავლესობა შეშფოთებულია ბაიდენის ასაკით, რადგან თუ ის გაიმარჯვებს, მეორე ვადის დასაწყისში 82 წლის იქნება.

“უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატო-ს წევრის სტატუსისგან” – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინა და მისი მოკავშირეები ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისგან. მისივე თქმით, მომავალში უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა განსხვავდებოდეს ნატო-ს ევროპელი წევრების სტატუსისგან.

„ამჟამინდელი ვითარებიდან გამომდინარე, საქმე არ არის წევრობაზე. ყველამ უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, როგორ შეგვიძლია, როგორც ინდივიდებმა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას“, – განაცხადა შოლცმა.

როგორც შოლცმა აღნიშნა, უსაფრთხოების გარანტიები ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ უზრუნველყოს უკრაინის ის უსაფრთხოება, რომელიც მტრისგან თავის დასაცავად სჭირდება.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს წევრებს უკრაინის შესახებ  მკაფიო  გადაწყვეტილების მიღება სთხოვა.

,,ისინი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან”- ჩიბურდანიძე ოპოზიციაზე

„რა იქნება სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ოპოზიციის შემდეგი ქმედება, არ ვიცით, თუმცა ალბათ ხვდებიან, რომ ბოლო ორდღიანმა მნიშვნელოვანმა ევროპულმა სამიტებმა ცხადყო ერთი რამ – თავად ევროპამ აღიარა, რომ საქართველო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე წერს. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ოპოზიციას არ მოეწონება ევროპიდან წამოსული ეს პოზიტიური გზავნილები და მათგან ახალი პოლიტიკური ოინები მოსალოდნელია.

„ჯერ კიდევ ადრეა დასკვნების გამოტანა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი სტატუსთან დაკავშირებით, თუმცა დადებითი მოლოდინები კიდევ უფრო გაამყარა გუშინ და დღეს ევროპიდან წამოსულმა პოზიტიურმა გზავნილებმა. ისიც გაურკვეველია, თუ რა პოზიციას აირჩევენ საბოლოოდ ოპოზიციის მხარდამჭერი ევროპელი პოლიტიკოსები, მაგრამ ისინი ხვდებიან, რომ მიუხედავად ბევრი მცდელობისა, მათი ქმედება ფუჭია. საქართველოს ხელისუფლებამ მათ პოლიტიკური ბრძოლა მოუგო.

ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ოპოზიციის დიდ ნაწილს არ მოეწონებოდა პოზიტიური გზავნილები ევროპიდან, რადგან სტატუსის მონიჭების შემთხვევაში ისინი თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან და მოახლოებული არჩევნებიც პირწმინდად წაგებული აქვთ. ამიტომ მათი მხრიდან კიდევ ბევრ პოლიტიკურ ოინებს უნდა ველოდოთ.

რა იქნება სასოწარკვეთაში ჩავარდნილი ოპოზიციის შემდეგი ქმედება, არ ვიცით, თუმცა ალბათ ხვდებიან, რომ ბოლო ორდღიანმა მნიშვნელოვანმა ევროპულმა სამიტებმა ცხადყო ერთი რამ – თავად ევროპამ აღიარა, რომ საქართველო მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამის ფონზე ოპოზიცია ვეღარ შეძლებს ისე წარმატებით იმუშაოს სტატუსის მონიჭების წინააღმდეგ, როგორც მუშაობდნენ აქამდე. თუმცა, საკუთარი ქვეყნის მტრობისთვის ფანტაზიები ეყოფათ“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

ირაკლი ღარიბაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უპასუხა

ირაკლი ღარიბაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას უპასუხა, რომელმაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას საქართველო და ბელარუსში ერთ კონტექსტში ახსენა. საქართველოს პრემიერმა აღნიშნა, რომ ხშირად უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებები სრულ თანხვედრაშია საქართველოს რადიკალური ოპოზიციის გზავნილებთან.

„მე ძალიან განვიცდი იმის გამო, რაც ხდება უკრაინაში. ათასობით ადამიანი იღუპება ყოველდღე, ნადგურდება ინფრასტრუქტურა, ქალაქები და ა.შ. ბავშვები, ქალები, მოხუცები – ყველანი ზარალდებიან აი ამ ბრუტალური, სასტიკი ომით. ერთი რამე მინდა კიდევ ერთხელ ვუსურვო ომში მყოფ ქვეყანას – მშვიდობა, ამ ომის მალე დასრულება და ქვეყნის გამთლიანება.

რაც შეეხება ზელენსკის განცხადებას, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს ქვეყანა ომშია, თვითონაც ომშია და არ მინდა ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნე ადამიანებს გარკვეული სპეკულაციების საშუალება მივცე. დავამატებდი, რომ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ხშირად, ზელენსკისა და მისი მთავრობის განცხადებები სრულ თანხვედრაში არის ჩვენი ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებთან. ვგულისხმობ რადიკალურ ოპოზიციას, რომელიც არაფერს აკეთებს თუნდაც ევროინტეგრაციის გზაზე, რომ გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. აი ეს არის ჩემი კომენტარი“, – განაცხადა პრემიერმა.

“შეწყალების უფლება ამ კონკრეტული შემთხვევაში შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით”-პრეზიდენტი სააკაშვილზე

სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი ყოფილი  პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს ფრანგულ მედიასთან, LCI-სთან ინტერვიუში და ამბობს:

უპირველეს ყოვლისა მე არ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, რადგან მე პრინციპულად არ ვპასუხობ კითხვებს შეწყალების უფლების შესახებ. მე ვიღებ უამრავ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შეწყალებაზე, ზოგიერთი მათგანი ცნობილია, ზოგიერთი არა და მე თუ დავიწყებ იმის ახსნას, რა მიზეზით ვაკეთებ ან არ ვაკეთებ ამას, მაშინ შევალთ იმაში, რაც აღარ იქნება დისკრეციული უფლებამოსილება. ახსნის გარეშე, მე შემიძლია ვთქვა, რომ შეწყალების უფლება ამ კონკრეტული შემთხვევაში შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით, რომელთა გამოც მე მისი განხორციელება არ შემიძლია.

სამაგიეროდ, მე ვიზიარებ აზრს, რომ პრეზიდენტი რომელიც ციხეშია, რომელმაც ჩაიდინა დანაშაულები, ის არაა უდანაშაულო, რომ ამ პრეზიდენტს ისე უნდა მოვექცეთ, როგორც ყოფილ პრეზიდენტს და შესაბამისად, მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს მოფრთხილების საგანი. არის სხვადასხვა შეთავაზება, რომ ჩამოვიდეს უცხოელი ექიმების ჯგუფი, ვისაც შეუძლიათ ჩამოსვლა – ეს ის საკითხია, რომელიც მე განვიხილე ხელისუფლებასთან, ვფიქრობ რომ ეს ძალიან კარგი იქნება, რათა გაიფანტოს ყველა ის ეჭვი, რაც შეიძლება არსებობდეს იმაზე, რომ მას მიზანმიმართულად არასათანადოდ ეპყრობიან. საჭიროა გაკეთდეს ყველაფერი რაც საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ, უპირველეს ყოვლისა, რომ რამე დაემართოს პრეზიდენტს ციხეში, პრეზიდენტი ციხეში ეს მთელ მსოფლიოში ძალიან ხშირია, მაგრამ აუცილებელია, მას სწორად მოვექცეთ.

შემაშფოთებელია, რომ ამხელა წონა დაკარგა, მე არ ვფიქრობ, რომ საჭიროა დრამატიზება სხვა ზომების და კიდევ ერთხელ, მე პირველი ვარ ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა ყველა ზომა მივიღოთ, რათა არაფერი მოხდეს”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„აგვისტოს ომი გაციებული არ იყო, რომ ამ ნაძირალამ ქართული დროშა გამოგვიფინა რუსულთან ერთად”- ქადაგიძე (ვიდეო)

„აგვისტოს ომი გაციებული არ იყო, რომ ამ ნაძირალამ ქართული დროშა გამოგვიფინა რუსულთან ერთად და გვესაუბრებოდა ტურისტულ სარგებელსა და საზოგადოებრივ სიკეთეებზე“, – ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ რუს ტურისტთან ერთად, რუსული დროშის გვერდით ქართული დროშის მყინვარწვერზე აღმართვას.

ქადაგიძე სვამს კითხვას, რატომ გამოფინა იმდროინდელმა პრეზიდენტმა ქართული დროშა ოკუპანტი ქვეყნის დროშასთან ერთად 2013 წელს. „

ვიდეოც ყოფილა, ეს ბოგანო როგორ დაწანწალებს რუს ტურისტებთან ერთად… რა მაზალო რამეა ეს არქივი არა? აგვისტოს ომი გაციებული არ იყო, რომ ამ ნაძირალამ ქართული დროშა გამოგვიფინა რუსულთან ერთად და გვესაუბრებოდა ტურისტულ სარგებელსა და საზოგადოებრივ სიკეთეებზე… მაშინ არ იყო ოკუპაცია და კრემლს სხვა მთავრობა მართავდა თუ მაშინ სხვა გეოპოლიტიკური ვითარება იყო? ააა, მაშინ სხვა რამეებს გავალებდნენ თქვენი პატრონები და იმიტომაც ჭიკჭიკებდით განსხვავებულად!“ – წერს ქადაგიძე ფეისბუკზე.

უკრაინამ ზურაბ წერეთელი დასასანქცირებელ პირთა სიაში შეიყვანა (ფოტო)

უკრაინას დასასანქცირებელ პირთა სიაში ჰყავს ქართველი მილიონერი, მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი, რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი. საფუძველი რუსული აგრესიის მხარდაჭერაა:

მან მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასა და ყირიმთან დაკავშირებით.

ავრცელებს ნარატივებს კრემლის პროპაგანდის შესაბამისად რუსეთის ქმედებების მხარდასაჭერად.
ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია ქმედებების მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”, – ვკითხულობთ ვებგვერდზე, სადაც დასასანქცირებელ პირთა სიაა. მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი. 

“მან მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოზიციას უკრაინასა და ყირიმთან დაკავშირებით.

ავრცელებს ნარატივებს კრემლის პროპაგანდის შესაბამისად რუსეთის ქმედებების მხარდასაჭერად.
ამრიგად, სუბიექტი პასუხისმგებელია ქმედებების მხარდაჭერაზე, რომლებიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას”, – ვკითხულობთ ვებგვერდზე, სადაც დასასანქცირებელ პირთა სიაა. მათ შორისაა ბიძინა ივანიშვილი.