Home Blog Page 2034

“თვითონ თემური წააქციეს და უკვე წაქცეულს ურტყამდნენ” – „რეტროს“ მფლობელის ადვოკატი

დაკავებული, რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე ამტკიცებს, რომ ფიზიკურად მას გაუსწორდნენ და სამართლებრივ დავას გეგმავს. პარალელურად, რესტორანში შრომის ინსპექციაა შესული

„ინფორმაცია, თითქოს კომპანიაში დასაქმებულები იყვნენ რუსეთის მოქალაქეები და ეს იწვევდა წყენას, არის სიცრუე და გამოგონილი, ვინაიდან კომპანიაში დასაქმებულია 34 თანამშრომელი, რომელთაგანაც მხოლოდ 2 არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. კონფლიქტის მიზეზი გახლდათ ე.წ. ჩაის განაწილება, ანუ იმ თანხის, რომელსაც ოფიციანტებს უტოვებენ მომხმარებლები და რომლის განაწილებაში საერთოდ არ ერევა ადმინისტრაცია.

თვითონ თემური წააქციეს და უკვე წაქცეულს ურტყამდნენ სხეულის სხვადასხვა არეში კომპანიის დასაქმებულები. არსებობს ამის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც გუშინ იყო ამოღებული გამოძიების მიერ. სრულად გადაეცა გამოძიებას მასალები. შესაბამისად, ვითხოვთ, რომ თემურის წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე ყველა პირი დაისაჯოს“, – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი ლევან მახარაშვილი.

ვარშანიძეს ბრალად ძალადობა ედება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე დაიწყო.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს ფიზიკურად ბათუმში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში კაცი მიმტანზე. ვიდეოს Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს და წერს, რომ აღნიშნული პიროვნება, რესტორან „რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძეა.

ამასთან, რესტორნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ვარშანიძე თანამშრომლებზე წლების განმავლობაში ძალადობდა. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორანი „რეტრო“ 15-მა თანამშრომელმა დატოვა და ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

ევაკუაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში

ევაკუაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში – შეწყვეტილია ყველა სხდომა, მოქალაქეებს და თანამშრომლებს შენობა დაატოვებინეს. არსებული ინფორმაციით, სასამართლოში შევიდა შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ.

არის სხვა ვერსიაც, რომელიც სახანძრო განგაშის გამოცხადებას ეხება. კომენტარი, ჯერჯერობით, არ გაკეთებულა.

სასაცილოა, რომ ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი საუბრობს -მამუკა მდინარაძე

პოლიტიკიდან წასული ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი იმდენად დიდია, რომ ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა მშვიდობისა და სტაბილურობის და ხაბეიშვილი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე. სერიოზული კომენტარის გაკეთება ამასთან დაკავშირებით რთული იქნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ერთ წერილს გაცილებით მეტი რეზონანსი ჰქონდა, ვიდრე უამრავ ფეიკ-რეზოლუციასა თუ განცხადებას.

„ჯერ ისაა სასაცილო, რომ ივანიშვილის დამარცხებაზე ხაბეიშვილი საუბრობს. რა მაგალითი მოვიყვანო?! წელიწად-ნახევარზე მტია, რაც ბიძინა ივანიშვილის წერილი გამოქვეყნდა და იმ წერილს გაცილებით მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე იმის შემდეგ გამოქვეყნებულ ფეიკ-რეზოლუციებს, ათობით, ასობით, ათასობით განცხადებას! ბიძინა ივანიშვილის ერთ წერილს გაცილებით მეტი ძალა ჰქონდა და გაცილებით მეტია ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქართულ პოლიტიკაში. პოლიტიკიდან წასული ადამიანის მხოლოდ ფაქტორი იმდენად დიდია, რომ ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა მშვიდობისა და სტაბილურობის და ხაბეიშვილი საუბრობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე, ნუ, სერიოზული კომენტარის გაკეთება ამასთან დაკავშირებით რთული იქნება. როდესაც უკვე რეიტინგი ნულზე დავიდა, ახლა შესთავაზა და გაუწოდა დახმარების ხელი სხვა ოპონენტებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მთაწმინდის პარკში ყველის ფესტივალი ჩატარდა

ფესტივალზე საკუთარი პროდუქცია ყველის 45-მა  მწარმოებელმა წარმოადგინა.  ყველის ტრადიციულ სახეობებთან ერთად, ფესტივალის სტუმრები ახალ, ინოვაციურ პროდუქციასაც გაეცნენ.

„სახელმწიფო მხარს  უჭერს მერძევეობის დარგის განვითარებას, როგორც პირველადი წარმოების, ასევე, გადამუშავების და საერთაშორისო სტანდარტებისა და სისტემების  დანერგვის მიმართულებებით. აღნიშნული ფესტივალიც, რომელიც  უკვე წლებია სამინისტროს მხარდაჭერით იმართება,  ემსახურება   მწარმოებლების აქტიურ მხარდაჭერას და ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაციას“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ.

ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარის, ქართული ყველის ისტორიის მკვლევარის ანა მიქაძე-ჩიკვაიძის  თქმით, ფესტივალი არის საუკეთესო საშუალება,  მწარმოებლებმა საკუთარი პროდუქცია გააცნონ მომხმარებელს; ეს არის გარკვეული წარმატება, როდესაც სექტორს აქვს საკუთარი ფესტივალი და უამრავი მომხმარებელი ელოდება  მას წლიდან წლამდე.

ფესტივალის სტუმრებს საქართველოში წარმოებული ყველის არაერთი სახეობის, მათ შორის: დამბალხაჭოს, ჩეჩილის, ტენილის, სულგუნის, თაფლსა და ღვინოში დავარგებული ყველის, შებოლილი სულგუნისა და თხის ყველის ნაირსახეობების დეგუსტაციისა და ყიდვის საშუალება ჰქონდათ.

ყველის ფესტივალს,  რომელიც   ქართული ყველის მწარმოებელთა  გილდიის ორგანიზებით ჩატარდა, მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა.  ღონისძიების  მხარდამჭერი იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

“უმუშევრობა არის შემცირებული ისტორიულ მინიმუმზე, ისევე როგორც სიღარიბე” – პრემიერი

ასევე სამუშაო ადგილებზე მინდა ვთქვა ორიოდე სიტყვით, სამუშაო ადგილების რაოდენობა გაიზარდა პირველ კვარტალში, 42 000-ით მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა პირველ კვარტალში და შეადგინა 716 000, რაც პირველ კვარტლებში ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობის რეკორდული მაჩვენებელია. მათ შორის, 2020 წელს ჩვენ გვქონდა პირველი კვარტლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალი, მაშინ ჯერ კიდევ  არ იყო პანდემია ასახული და პანდემიის ეფექტი არ იყო ასახული და მაშინ იყო 31 000 და ეს მაშინ ითვლებოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ახლა, რამდენიმე, სულ ორი  წლის შემდეგ, გვაქვს 42 000 პირველ კვარტალში მატება დასაქმების მიმართულებით, ასე რომ ეს ძალიან სასიხარულო ინფორმაციაა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 მისივე თქმით, უმუშევრობა და სიღარიბე ისტორიულ მინიმუმზეა.

 „იცით, რომ წინა კვირას ამის თაობაზე ჩვენს ეკონომიკურ გუნდს ქონდა საუბარი, ასევე სტატისტიკის დეპარტამენტმაც გამოაქვეყნა ამის თაობაზე მონაცემები, დასაქმება არის ისტორიულ მაქსიმუმზე, შეიძლება ასე ითქვას,  უმუშევრობა არის შემცირებული, ისტორიულ მინიმუმზე, ისევე როგორც სიღარიბე არის შემცირებული და არის ჩამოსული ისტორიულ მინიმუმზე,”- განაცხადა პრემიერმა.

“მთავრობა 154 ახალ ავტობუსს შეიძენს, რომელიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება” – პრემიერი

მინდა, პოზიტიური სიახლე ვაცნობო მოსახლეობას, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ ჩვენ ხალხს. გადავწყვიტეთ, 154 ახალი ავტობუსის შეძენა, რომელშიც 53 მილიონ ლარს გადავიხდით. ეს იქნება 8-მეტრიანი „ისუზუს“ მარკის თანამედროვე, ევროხუთი სტანდარტის ავტობუსები, რომელიც რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მოემსახურება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, წლების განმავლობაში არსებული შიდა საქალაქო გადაადგილება პრობლემებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ეს პროცესი მიმდინარეობს.

„ამ მიმართულებით ჩვენ დამატებითი ავტობუსების შეძენას კიდევ ვაპირებთ იმისთვის, რომ ჩვენი ხალხის გადაადგილება კიდევ უფრო მეტად კომფორტული იყოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მთავრობის მიერ გასულ კვირას დაანონსებულ რეფორმაზე, რომელიც ქვეყნის შიგნით მგზავრთა საავტომობილო გადაყვანას ეხება. ღარიბაშვილის განმარტებით, აღნიშნული რეფორმის შესახებ პროცესები წლის ბოლოდან დაიწყება.

„რეფორმა ზოგადად, შეეხება საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას ქვეყნის შიგნით. ეს სფერო არის მოსაწესრიგებელი. დამეთანხმებით, რომ ყველგან პრობლემებია, თუნდაც ავტოსადგურების მიმართულებით სიტუაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს დღეს, დედაქალაქში, თუ რაიონებში, ამიტომ, ამას სპეციალური სტანდარტების შემოტანა სჭირდება. ჩვენ გადმოგვაქვს ევროპული სტანდარტები. რა თქმა უნდა, ჩვენ გონივრულ ვადებს მივცემთ ამ ავტოსადგურების მფლობელებს, ასევე გადამყვან კომპანიებს, თუ ცალკეულ ინდივიდებს, ფიზიკურ პირებს. აუცილებელია, რომ ჩვენი ხალხის გადაყვანა, მგზავრობა კომფორტული და უსაფრთხო იყოს, რაც მთავარია. რა თქმა უნდა, აქ ეკოლოგიაზეც არის საუბარი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ჩემი ინფორმაციით, ხშირ შემთხვევაში გადაკეთებული სამარშრუტო ტაქსებით ხდება ხალხის გადაყვანა, რაც რა თქმა უნდა, უსაფრთხო არ არის და მეორე მხრივ, ძალიან არაკომფორტულია. პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე მინდა აქცენტი გავაკეთო და რა თქმა უნდა, შემდეგ კომფორტზე. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა. ეს ყველაფერი აღირიცხება, უნდა იყოს მოწესრიგებული. უნდა ჩანაცვლდეს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სამარშრუტო ტაქსებით და ეს ყველაფერი ძალიან მალე უნდა მოწესრიგდეს, სულ რაღაც, ალბათ, წელიწად ნახევარში. ეს პროცესი წლის ბოლოდან დაიწყება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ველოსიპედიდან გადმოვარდა

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრუ ველოსიპედით გადაადგილების დროს წაიქცა და გონება დაკარგა.

ინფორმაციას „პოლიტიკო ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს,  47 წლის პრემიერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის ახლა თავს კარგად გრძნობს.

პრემიერის თქმით, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი მისმა ვაჟმა გამოიძახა, რომელიც ველოსიპედით მასთან ერთად გადაადგილდებოდა.

დღეს ალექსანდერ დე კრუს პარლამენტში ელიან, სადაც ის სიტყვით გამოვა.

“ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს, რასაც სჭირდება შენარჩუნება” – პრემიერი

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. მთავარი, განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა. იანვარ-აპრილის მონაცემებით, ის 7,3%-ია, რაც სამაგალითოა. ღარიბაშვილმა დაასახელა ის სექტორები, სადაც მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

„ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი. აპრილში გვქონდა 7,5%, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ძალიან დამაიმედებელი, კარგი და პოზიტიურია. იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა 7,3% გამოდის, რაც მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა. ასევე მინდა გითხრათ, რომ აპრილში 20%-ით არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობაც და წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ 100%-ს გადააჭარბა.

ზრდა ფიქსირდება მშენებლობის სექტორშიც, საფინანსო, სადაზღვევო, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში. ზოგადად, ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს. მშვიდობაა ამის მთავარი საფუძველი და ჩვენი სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ.

სტუმრებს, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

პარლამენტების თავმჯდომარეები საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან.

სამი ქვეყნის დელეგაციას საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს.

“თბილისში ახალი, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენება იგეგმება” – პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისში ახალი, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენება იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი პროექტი ვაზიანის ყოფილი აეროპორტის ადგილას აშენდება.

„ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი: ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება და გაფართოება. მაგრამ ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსები, შეზღუდვები და ვერ იძლევა რეალურად დიდი განვითარების შესაძლებლობას. მით უმეტეს, თუ გვინდა, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი და მისი ტერიტორია ვერ გვაძლევს ამის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა 20, 30, 50, თუნდაც 100-წლიანი პერსპექტივით ვიზრუნოთ ქვეყანაზე, ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ გამართული ინფრასტრუქტურა და აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ლოკაცია თბილისში არის ვაზიანი ყოფილი აეროპორტი. ჩემი დავალებით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

“ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში უმუშევრობა არნახულადაა შემცირებული”-რომან გოცირიძე

ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში უმუშევრობა არნახულად არის შემცირებული, მარტივი მანიპულაციაა – სამუშაო ძალა თავის ძალას და ენერგიას ხარჯავს უცხოეთში, – ასე აფასებს  ოპოზიციონერი დეპუტატი,  რომან გოცირიძე მთავრობის ანგარიშს, რომლის თანახმად,  საქართველოში 2022 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

როგორც გოცირიძე აცხადებს, მთავრობას ტრადიციულად სურს, შეცდომაში შეიყვანოს მოქალაქეები და წარუმატებლობა წარმატებად წარმოაჩინოს.

“ფაქტია, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, გაიზარდა ფასები, 15 – პროცენტიანი ზრდა იყო 2021- ში, 10 – პროცენტიანი 2022- ში და წელსაც გრძელდება ინფლაცია. ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში არის არნახულად უმუშევრობა შემცირებული, ძალიან მარტივი მანიპულაციაა – უმუშევრობა განისაზღვრება სამუშაო ძალასთან მიმართებით, სამუშაო ძალა შემცირდა და თავის ძალას და ენერგიას ხარჯავს უცხოეთში. თუ სამუშაო ძალა შემცირდება 100 ათასით მაშინ, იდეალური სურათი იქნება. თუ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარი უცხოეთში წავა, ბუნებრივია, უმუშევრობა გამოვა ნული,”- განაცხადა გოცირიძემ.

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2022 წელს უმუშევრობის დონზე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.

„2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე. 2022 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს − 17.3%-ს გაუტოლდა. უმუშევართა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა და 267.9 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად − 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს დასაქმდა 12 645 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, 8811 პირი სოციალურად დაუცველია. ხოლო 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით -3 815, საიდანაც 3600 სოციალურად დაუცველი მოსარგებლეა. პროფესიული გადამზადება აირჩია 609 პირმა”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში.

 

“საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულმა დახმარებამ დაახლოებით 38 მილიონი ლარი შეადგინა” – მთავრობის ანგარიში

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან – 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინისადმი სოლიდარობა საქართველომ საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებითაც გამოხატა რეზოლუციების თანაავტორობის, თანასპონსორობისა თუ განცხადებებზე მიერთების გზით.

„ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის, საქართველოში მყოფ 26000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. 2022 წელს საქართველოს მიერ გაწეულმა დახმარებამ, დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო მიუერთდა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას ისევე, როგორც „ბუჩას დეკლარაციას“.- ნათქვამია ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ გააქტიურდა ურთიერთობების დინამიკა მოლდოვასთანაც.

„2022 წლის 17-18 ოქტომბერს შედგა საქართველოს პრეზიდენტის, ხოლო 24 ნოემბერს განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები, რამაც რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და ერთობლივი მიზნების კონსოლიდაციის საკითხში დიდი წვლილი შეიტანა“, – ნათქვამია ანგარიშში.