Home Blog Page 2021

ZEG – ამბის თხრობის ფესტივალი გრძელდება

9 ივნისს, 11:00 საათზე, ZEG Tbilisi Storytelling Festival-ის მეორე საფესტივალო დღე გაიხსნება თემით „თავისუფლება, რომელიც ყველას გვჭირდება“, რომელშიც მონაწილეობას იღებს ნობელის პრემიის ლაურეატი მარია რესა. დღის განმავლობაში ფესტივალის სხვადასხვა სივრცეში გაიმართება დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა: “დაგვავიწყა თუ არა, უკრაინის ომმა სხვა კონფლიქტები“, „ხელოვნური ინტელექტი: რა გველის”, „მიგრანტების ისტორიები უკრაინიდან და ცენტრალური აზიიდან“, „განათლების მომავალი“, „ახალი ფორმების ძიება მონაცემთა ჟურნალისტიკაში“, „თაობის ცვლილება საქართველოში: დისკუსია GEN-Z-სთან“, „როგორ გადმოვცეთ ისტორიები სპორტის გმირების შესახებ“, „ნარატივის როლი არქიტექტურაში“. მეორე საფესტივალო დღეს დახურავს ჰოლივუდის კინოოპერატორი ფედონ პაპამიქაელი თემით „შემოქმედებითი კოლაბორაცია კინოინდუსტრიაში“.

ამასთან ერთად, ZEG-ის ფარგლებში, 19:30 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში, European Press Prize-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, სადაც 2023 წლის საუკეთესო ჟურნალისტური ნამუშევრები გამოვლინდება. European Press Prize-ი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა მედიაინდუსტრიაში და სპეციალურად ამ დღისთვის თბილისს 150-მდე წამყვანი ჟურნალისტი ეწვია, როგორც ევროპიდან, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ZEG ფესტივალის 6 პარალელურ სცენაზე გაიმართება პანელური დისკუსიები, სესიები, ფილმების ჩვენებები, ვორქშოფები, ქალაქის ტურები და არაფორმალური ღონისძიებები. ფესტივალის სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ამბის თხრობის/გადმოცემის როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ მეთოდებს და მიიღონ ინსპირაცია საკუთარი საქმიანობისთვის.

ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა ინდუსტრიის 60-მდე წამყვან პროფესიონალს, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც ამბის გადმოცემის თავიანთ უნიკალურ ხერხებს გაგვიზიარებენ. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა, მეწარმეობა, გარემოს დაცვა, ტექნოლოგიები – ეს ის სფეროებია, რომლის შესახებაც 3 დღიანი ფესტივალის განმავლობაში არაერთი დისკუსია გაიმართება. სრული პროგრამა აქ: https://www.zegfest.com/event-programs/zeg-2023

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ:

 

ფესტივალის ორგანიზატორები: Impact Hub Tbilisi, Coda Story

ფესტივალის მხარდამჭერები: ფესტივალის მხარდამჭერები: რადიო თავისუფლება, თიბისი კონცეპტი, ამერიკის საელჩო საქართველოში, Visa, European Press Prize, ბრიტანეთის საელჩო საქართველოში, Open Society Foundation, IREX, Setanta Sports, Creative Europe, M2, გერმანიის საელჩო საქართველოში, აპრილი, ონორე, აჭარა ჯგუფი, მარჯანიშვილის თეატრი, IPI, Blue Fox, Monkey Shoulder, Enkeny Films, NEMO, Voxeurop, ჟუჟუნა ღვინო, Old Boys Tbilisi, Windfor’s, LOOMBA, At.ge, Retain.

 

მისამართი: კონსტიტუციის 6/52 (შემოსასვლელი ნინოშვილის მხრიდან)

R

სლავები რომ ჰყავთ გლადიატორებად გამოყვანილი, ის გლადიატორი შენ უნდა ყოფილიყავი – გოგა ხაინდრავა

დღეს ევროკავშირი თავის თავს ვნებს, ის არ არის თავისი თავის პატრონი, რასაც ეუბნებიან იმას აკეთებენ. იმას ავალებს აშშ-ი, ადმინისტრაცია, რომელიც დღეს არის იქ და რომელიც კრახით ამთავრებს თავის ადმინისტრაციას, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მთელი ამერიკის ძლევამოსილება მიწასთან არის გასწორებული, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ხდება. 5 დღეა უკრაინაში კონტრშეტევა დაიწყო, რატომ არაფერს იძახიან?! 4 ქვეყანაა დღეს, რომელიც ბედავს სიმართლის თქმას. ესენია: ჩინეთი, თურქეთი, უნგრეთი და საქართველო. აი, ამას ვერ გვპატიობენ. სლავები რომ ჰყავთ გლადიატორებად გამოყვანილი, ის გლადიატორი შენ უნდა ყოფილიყავი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის დროს მეტი ყურადღება და ტაქტი გამოიჩინოთ. მოერიდეთ ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გარკვევა, რომელიც შეიძლება დაპირისპირებასა და ორმხრივ შეურაცხყოფაში გადაიზარდოს. იზრუნეთ ნერვიული სისტემის ჯანმრთელობაზე. ეცადეთ დასვენებას და ძალების აღდგენას მეტი დრო დაუთმოთ.

კურო

პლანეტების განლაგების გამო ამ დღეს ემოციური ფონი მომატებულია, ამიტომ ეცადეთ საკუთარი სიტყვები და ქმედებები აკონტროლოთ. გაფრთხილება როგორც პროფესიულ, ისე პირად ურთიერთობებს ეხება. განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა ბიზნესპარტნიორებთან შეხვედრისა და მოლაპარაკებების დროს გმართებთ.

ტყუპები

ამ დღეს საკუთარი ხანგრძლივი და დაძაბული მუშაობის შედეგს იგრძნობთ – თუ დაწყებული საქმეები სწრაფად და თქვენს სასარგებლოდ დასრულდა, ყველაფერი სწორად გააკეთეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პარტნიორთან დაპირისპირება და კონფლიქტი.

კირჩხიბი

ემოციური თვალსაზრისით რთული და დაძაბული დღეა. საკუთარი სიტყვების და ქმედებების გაკონტროლება გიჭირთ და მზად ხართ „ცარიელ ადგილზე“ კონფლიქტი გააჩაღოთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობა მაქსიმალურად შეზღუდოთ. ეცადეთ პირქუში აზრებიდან ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ.

ლომი

თქვენმა უხეშობამ და აგრესიულმა ქცევამ შეიძლება ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში პრობლემები გაჩინოს, ამიტომ გირჩევთ ურთიერთობების გარკვევა სხვა დღისთვის გადადოთ. მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობებს, რომლებიც თქვენს გამოყენებას ან თქვენით მანიპულირებას ცდილობენ.

ქალწული

მიმდინარე საქმეები ძალიან ნელა მიიწევენ წინ – ამ დღეს რაღაც მუდმივად ყურადღებას გიფანტავთ და საქმეებზე კონცენტრირება გიჭირთ. თუ შესაძლებელია, ამ დღეს მხოლოდ მსუბუქი ან ისეთი სამუშაო უნდა აკეთოთ, რომელიც კარგად იცით. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ ყველა რისკი შეაფასოთ და მოსალოდნელ შედეგებზე იფიქროთ.

სასწორი

ამ დღეს ბედის მინიშნებებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ და მათი სწორად გაგება სცადოთ. შესაძლოა, საინტერესო ადამიანი გაიცნოთ, რომლისგანაც ბევრ ღირებულ ინფორმაციას მიიღებთ. უსმინეთ გამოცდილ ადამიანებს, გააანალიზეთ აზრები, რომლებიც მუდმივად თავში გიტრიალებთ და შესაძლოა, მტკივნეულ კითხვებზე პასუხი მიიღოთ.

მორიელი

თუ ახალ გარემოებებზე სწრაფად რეაგირებას და ინიციატივის ხელში აღებას მოახერხებთ, ეს დღე ძალიან წარმატებულად ჩაივლის. ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან რთული და სტრესული საუბარი თავიდან აიცილოთ. დაივიწყეთ უხეშობა და ეცადეთ, ადამიანებთან უფრო თავაზიანი და დიპლომატიური იყოთ.

მშვილდოსანი

საქმე, რომელიც ამ დღისთვის დაგეგმეთ, იმაზე რთულად და ნელა განხორციელდება, ვიდრე ელოდით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სირთულეებს არ შეუშინდეთ და ჩანაფიქრის განხორციელება სხვა დღისთვის გადადოთ. თუ დავალებას თავს ვერ ართმევთ, გირჩევთ საკუთარი პასუხისმგებლობა კოლეგას გადააბაროთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ის სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ.

თხის რქა

სარისკო გადაწყვეტილებების და ექსპერიმენტებისთვის ხელსაყრელი დღეა. ძველი და ძალიან გატკეპნილი ბილიკიდან გადახვევა ჩანაფიქრის სწრაფად განხორციელებაში დაგეხმარებათ. ახლობელი ადამიანისგან შეიძლება ძალიან საინტერესო იდეა მოისმინოთ, რომელიც დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

მერწყული

ამ დღეს უპირატესობა თქვენთვის სასიამოვნო და კარგად ნაცნობ საქმეებს უნდა მიანიჭოთ. სავარაუდოდ, ახალი და დამღლელი სამუშაო ბევრ შეცდომას დაგაშვებინებთ. გირჩევთ საღამოს ოჯახის წევრებს სასიამოვნო სიურპრიზი ან გემრიელი ვახშამი მოუმზადოთ. მოუსმინეთ მათ პრობლემებს სასიამოვნო გარემოში და გულწრფელად ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ.

თევზები

არსებობს შანსი, რომ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩენილმა აქედან სარგებელი მიიღოთ. ეცადეთ, მეტი იაქტიუროთ და თუ საჭიროა, გარისკოთ. საქმე, რომლის დაწყებას მუდმივად აჭიანურებთ, დღეს შეიძლება წარმატებით დასრულდეს. გირჩევთ საქმიან ადამიანებთან ურთიერთობის დროს თქვენი პიროვნული ხიბლი გამოიყენოთ.

 

“რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და რატომ იზრუნებს იმაზე, რომ შენ უკეთესი პირობები გქონდეს?”- ვოლსკი

კრემლთან დათმობის პოლიტიკა აქ არ იგრძნობა, რადგან კრემლისთვის იდეა არის არა ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა, არამედ თავისი ინტერესების გატარება, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ფრენების აღდგენაზე საუბრისას განაცხადა.

„ოკუპანტი ქვეყანაა და რატომ იზრუნებს იმაზე, რომ შენ უკეთესი პირობები გქონდეს? ხომ არ არის მიზანი, რომ სწორედაც ეს საკითხი ევროსტრუქტურებში დაისვას და დამატებითი ბარიერი შეექმნას ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის თემის რეალიზაციას. ხომ არ გაკეთდა ეს იმისთვის, რომ ეს კითხვა გაჩნდეს?“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რიგითი სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, პირველადი მონაცემებით, გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.

„მიმდინარე წლის 8 ივნისს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა დაიწყო გამოძიება თავდაცვის ძალების ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის რიგითი სამხედრო მოსამსახურის იუსიფ ნასიბოვის (დაბ. 2005 წ.) გარდაცვალების ფაქტზე, სისხლის სამართლის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული სამხედრო მოსამსახურე სადღეღამისო განწესში იმყოფებოდა, მასზედ მიმაგრებული საშტატო იარაღით. გასროლის ხმის გამო მოხდა საგუშაგოს შემოწმება და ნაპოვნი იქნა გარდაცვლილი ი.ნასიბოვი.

პირველადი მონაცემებით გარდაცვლილმა ნიკაპის არეში მიბჯენით გაისროლა და მიყენებული დაზიანებით ადგილზე გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გრძელდება გამოძიება.

თავდაცვის სამინისტრო მწუხარებს გამოთქვამს აღნიშნული ტრაგიკული ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“უნდა გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე ” -სტოლტენბერგი

უნდა გავაძლიეროთ უკრაინის პოზიციები ბრძოლის ველზე, რათა უკრაინამ მიიღოს ომის შედეგი, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის გამარჯვებას და რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ მოიგოს ეს ომი, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

„ომები არაპროგნოზირებადია, ამიტომ ვერავინ იტყვის ზუსტად, როგორ განვითარდება ეს ომი. რაც ჩვენ ვიცით არის ის, რომ უკრაინელებს ახლა აქვთ შესაძლებლობები, იარაღი, საბრძოლო მასალა და ასევე ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ მიწოდებული წვრთნა, განსაკუთრებით აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის ფარგლებში“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

„რაც ჩვენ ასევე ვიცით არის ის, რომ უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ რუსული ძალების განდევნა, როგორც ეს უკვე გააკეთეს. ახლა მეტი აღჭურვილობა, მეტი წვრთნა და მეტი მომზადებაა კიდევ უფრო მეტი ტერიტორიის გასათავისუფლებლად“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

“ოპოზიციას აქვს ფუნდამენტური პრობლემა”-შალვა პაპუაშვილი

მიუხედავად იმისა, რომელ ოპოზიციაზე არის საუბარი, ყველას აქვს ფუნდამენტური პრობლემა – ისინი გამიჯნული არიან ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„მათ პოლიტიკაში ყველანაირ ინტერესს ამოიკითხავ, საქართველოსა და ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესის გარდა. მანამ, სანამ ისინი ამ ინტერესს არ დაუბრუნდებიან, არ აღიარებენ და საკუთარი პოლიტიკის ნაცვლად არ აქცევენ, მანამდე გამორიცხულია მათ ნებისმიერი ხასიათის წარმატება ჰქონდეთ არჩევნებში. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელსაც არ უყურებენ და თვალს არ უსწორებენ. ისინი ნებისმიერი სხვა ქვეყნის ინტერესებს აღიარებენ გარდა საქართველოსა და ქართველი ხალხის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მიზანს მივაღწიოთ და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ”-გენადი არველაძე

„ჩვენ არ ვეძებთ იოლ გზებს და პრივილეგიებს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. კარგად ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ გრძელი გზის დასაწყისია და მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მიზანს მივაღწიოთ და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროკავშირი – საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში გაიმართა.

სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციებმა, ასევე, საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეთა და კომიტეტის სხდომაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. კომიტეტის სხდომის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა.

მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთგულია და ახორციელებს რეფორმების ფართო სპექტრს, რომელთა მიზანი არა მხოლოდ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, არამედ სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობაა. მისი თქმით, საქართველომ, ევროკავშირთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მთელ რიგ წარმატებას მიაღწია – 2022 წელს ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 29%-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 20,5% შეადგინა, ამავე პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი 20%-ით გაიზარდა და 863 მლნ. აშშ დოლარი იყო.

გენადი არველაძემ გაამახვილა ყურადღება უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე სურსათის უვნებლობის, ხარისხის ინფრასტრუქტურის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, მეტროლოგიის, ბაზრის ზედამხედველობის, აკრედიტაციისა და სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. მინისტრის მოადგილე ასევე ხაზი გაუსვა მიღებულ წარმატებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა საქართველოში წარმოებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის (თაფლი, შავი ზღვის თევზი, მატყლი, დამუშავებული ტყავი და ცხოველის საკვები. მან იმედი გამოთქვა, რომ მალე ამ სიას სხვა პროდუქტები შეემატება. „საქართველოს წარმატების უფრო მეტი მაგალითი სჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც DCFTA-ს, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წარმოსაჩენად,” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანია ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.  

“კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან”-ფინანსთა სამინისტრო

საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ზოგიერთი პოლიტიკოსისა და მედიასაშუალების მხრიდან საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საერთაშორისო მედიაში – ამ შემთხვევაში, გამოცემა Politico-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, რომელშიც როგორც გამოცემა აღნიშნავს, მოყვანილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ობრაიანის მიერ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული განცხადება.

სამწუხაროა, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადება კვლავ ინტერპრეტირებულია მედიის მხრიდან და გამოყენებულია საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მედიის მიერ ხდება ჯიმ ობრაიანის ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია.

საინტერესოა, რომ Politico პუბლიკაციის საფუძვლად იღებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორ ჯიმ ობრაიანის მიერ 7-8 ივნისს, საერთაშორისო ანალიტიკური ცენტრის – საგარეო საქმეთა ევროპული საბჭოს (ECFR) მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე https://www.youtube.com/watch?v=Z-jdOX42Cow ღია დისკუსიის დროს გამართულ დიალოგს, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ეხებოდა რუსეთისთვის საერთაშორისოდ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებს, მათი შესრულების მხრივ არსებულ გლობალურ  გამოწვევებს და აშშ-ისა და ევროკავშირის თანამშრომლობას პარტნიორ სახელმწიფოებთან სანქციების შესაძლო გვერდის ავლის რისკების პრევენციის მიზნით.

დისკუსიისას წამოჭრილ საკითხზე, თუ რომელ ქვეყნებთან მიდის მუშაობა სანქციების ეფექტურობის გაზრდის მიზნით და რამდენად წარმატებულად ახერხებს აშშ და ევროკავშირი სანქციების გვერდის ავლის პრევენციას, საქართველო ნახსენები იყო არა როგორც ქვეყანა, სადაც ხდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა, არამედ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორებთან იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოხდეს სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენცია.

სანქციების აღსრულების მიმართულებით საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის აქტიური და ქმედითი თანამშრომლობის გათვალისწინებით, მიუხედავად ზემოხსენებული მედია საშუალებებისა და ცალკეული პოლიტიკოსების ინტერპრეტაციისა, დარწმუნებულნი ვართ, რომ სანქციების გვერდის ავლის მიზეზად საქართველოს მოაზრება არ ასახავს არც შეერთებული შტატების პოზიციას და არც ჩვენი თანამშრომლობის ხასიათს ამ მიმართულებით.

საერთაშორისო სანქციების დაწესების დღიდან საქართველოს მიერ მიღებულია საბაჟო გამშვები პუნქტებიდან სანქცირებული საქონლის უკან გაბრუნების 1 200-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება, გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის განზრახვის თაობაზე პირის ზეპირი/წერილობითი მომართვისას უარის თქმის 800-ზე მეტი საბაჟო გადაწყვეტილება.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს და აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან“, – ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

 “ფანჯარაში გადაიხედეთ გირჩი, კიკუ და ლяკა გაიხსენეთ, მიშა და გიული; ოღონდ მერე მიხურეთ, “სკვაზნიაკი აპასნია” – ხაინდრავა კალიურანდს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელ ტვიტერით ეხმიანება ევროპარლამენტარ მარინა კალიურანდს, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით:

“ევროს პარლამენტარმა კალიურანდმა განაცხადა – ფანჯარა არის ღია არვინ იცის როდის დაიხურებაო. ხოდა სანამ ღიაა მიდით სუფთა ჰაერი ჩაისუნთქეთ სული მოითქვით ფანჯარაში გადაიხედეთ გირჩი კიკუ და ლяკა გაიხსენეთ მიშა და გიული ოღონდ მერე მიხურეთ “სკვაზნიაკი აპასნია”.

“გავეცანი იმას, თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ!”

გავეცანი იმას, თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ. თუმცა, ვფიქრობ ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჯოზას ოლეკასიმ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის (PAC) მე-12 სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ აქ შეკრებილები ვართ საქართველოს საუკეთესო მეგობრები და წარმატებას ვუსურვებთ მას ევროინტეგრაციაში. გავეცანი იმას თუ რა გააკეთა საქართველომ 12 პრიორიტეტის შესასრულებლად, ძალიან კარგი წიგნია, გილოცავთ. თუმცა ვფიქრობ ეს ვარდისფერი სათვალიდან ყურებას ჰგავს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთს მოუსმინოთ. არამხოლოდ აგვიხსნათ ჩვენ თუ რა გააკეთეთ, არამედ ერთმანეთთან ისაუბროთ. ცვლილებები არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ბიუროკრატიულად, არამედ უნდა იყოს რეალური ცვლილებები. პოლიტიკურ ჯგუფებს შორის პოლარიზაცია ძალიან ძლიერია. უმრავლესობამ, მმართველმა გუნდმა უნდა გამონახოს საშუალება, რომლითაც ეს პრობლემა მოგვარდება. მაგალითად ეს შეიძლება იყოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება”, – განაცხადა ჯოზას ოლეკასმა.

“საქართველოს მოქალაქეობა არ უნდა, თვითონ ამბობს, ჩემი გული უკრაინას ეკუთვნისო” – გურამ მაჭარაშვილი სააკაშვილზე

„თვითონ ამბობს, ჩემი გული უკრაინას ეკუთვნისო და რა ვქნათ ჩვენ? მისი გული თუ უკრაინას ეკუთვნის, ჩემი პოზიცია სხვანაირი რატომ უნდა იყოს“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ მედიასთან განაცხადა.

მაჭარაშვილმა ასევე, ზოგადად ოპოზიციის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერები იმაზეც კი ვერ თანხმდებიან, ტრიბუნიდან განცხადება ვინ უნდა გააკეთოს და ერთმანეთის კანონპროექტებსაც არ უჭერენ მხარს.

„ლელოს კონსოლიდაცია თავის თავში და პარტიაში უჭირს, რადგან აირჩია ხალხმა 4 წევრი და თავმჯდომარე თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა მოადგილესთან ერთად პარლამენტიდან, რა გვინდა პარლამენტშიო. ახლა ამბობენ, მომავალ პარლამენტში აგვირჩიოს ხალხმაო, ალბათ, იმისთვის, რომ ისევ გამოვიდნენ იქიდან. რაც შეეხება მინისტრთა ე.წ ჩრდილოვან კაბინეტს, ეს ფილმი ჩვენ ვნახეთ, როდესაც 2 თუ 3 წლის წინ ვაშაძემ თქვა, მე უნდა ვიყო ოპოზიციის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატიო, მერე მიხეილ სააკაშვილი დაასახელა „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ვაშაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს კი არა, 4-იდან 2 კაცი ძლივს შერჩა პარლამენტში დღეს და მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვივამედში გაამწესა პრემიერობის ნაცვლად. დღეს ეს ხალხი ვერ თანხმდება იმაზე, ტრიბუნიდან ვინ გააკეთოს განცხადება და ერთმანეთის კანონპროექტებს არ უჭერენ მხარს. რომელ მინისტრების „პორტფელებს“ გაინაწილებენ ესენი, რომ კოალიცია შექმნან შემდგომ? ეს უკვე სასაცილო გახდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.