Home Blog Page 2021

ქუთაისის აეროპორტიდან ოპერირებას ავიაკომპანია Pegasus- ი იწყებს – ირაკლი ქარქაშაძე

22 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული ავიაკომპანიაPegasus-ი დაიწყებს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა. ,,ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Pegasus დეკემბრის ბოლოდან, კვირაში3 სიხშირით, სტამბულის მიმართულებით იფრენს.

საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანიაPegasus-მა სტამბულში, საავიაციო ფორუმ Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. სტამბული არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს,-” განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

,,ჩვენ ტრიო ვართ, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა”- პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი LCI-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი აზრით, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, როგორც „ასოცირებული ტრიო“, ერთ პერიოდში შევლენ ევროკავშირში.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა განაცხადა ჟურნალისტის შემდეგ კომენტარზე პასუხად – შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, კი, მომხრეა რომ უკრაინა შევიდეს ევროკავშრში, მაგრამ 2030 წელს. 2030 წელი შორსაა უკრაინელებისთვის. თქვენთვის ეს შეიძლება კიდევ უფრო გვიან მოხდეს…

„არა, მე ვფიქრობ რომ ეს ერთდროულად მოხდება. ეს მოხდება 2030 წელს, 2031, თუ 2029 წელს, არ ვიცი, მაგრამ ეს ჰორიზონტი იქნება მომდევნო, «big bangs», როგორც ამბობდნენ, მომდევნო წევრები შევლენ დაახლოებით ერთად. ჩვენ ტრიო ვართ, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა.

შარლ მიშელის იდეა – 2030 არის ჰორიზონტი, რომელიც გაფართოებისთვის მოიაზრება, ძალიან საინტერესოდ მეჩვენება (შეიძლება ის აღარ იყოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი). ევროკავშირშიკანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ასოცირება თემატურად, იმ საკითხებზე, რაშიც ისინი მზად არიან, მაგალითად, საქართველოსთვის ტრანსპორტის, შავ ზღვაზე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, ხმის უფლების გარეშე, მაგრამ ეს წინასწარი ასოცირება უკეთესად მოამზადებდა კანდიდატებს იმაზე, რაც მათ შესაბამის მომენტში მოელით“, – ამბობს ზურაბიშვილი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში იმ დამოკიდებულებაზე ისაუბრა, რომელსაც დასავლეთი რუსეთის მიმართ ავლენდა, მანამ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაიწყებოდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ეს მას აგონებს სილვი კოფმანის ნაწარმოებ Les aveuglés-ს [დაბრმავებულები], რადგან მისივე თქმით, დასავლეთს არ უნდოდა დაენახა, თუ როგორი იყო სინამდვილეში რუსეთი და მასთან საქმის დაჭერას ცდილობდა.

,,მადლობა ღმერთს, რომ ქალბატონი სალომეა, ქართული პოლიტიკას არ განსაზღვრას”- ქადაგიშვილი

კიდევ კარგი, ბევრმა სახელმწიფომ იცის, რომ პრეზიდენტი ამ ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღები არ არის და მთავრობის პოზიციას არ წარმოადგენს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ისმის კითხვა, რატომ არ უშვებთ პრეზიდენტს უცხოეთში მთავრობის სახელითო. იმიტომ, რომ შეიძლება უზარმაზარი დიპლომატიური სკანდალი გამოიწვიოს. მადლობა ღმერთს, რომ დღეს ასეთი ადამიანი, როგორიც ქალბატონი სალომეა, არ არის ქართული პოლიტიკის განმსაზღვრელი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა „LCI-სთან“ მიცემულ ინტერვიუში პუტინის და სი ძინპინის გასამართლებაზე დასმულ კითხვაზე განაცხადა: ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა.

,,ის პირად მოსაზრებებსა და ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ პოზიციას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს” – მათიკაშვილი

სავარაუდოდ, ჩინური მხარისთვისაც გასაგებია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქვეყნის გამხმოვანებელს, ის არის ფორმალური პრეზიდენტი. ის ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს კერძო, პირად მოსაზრებებსა და ქვეყნის ოფიციალური პირის, ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ პოზიციას, – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს ეხებოდა.

„კითხვაზე, თუ რატომ არ ენდობიან სალომე ზურაბიშვილს, საგარეო პოლიტიკის წარმართოს, თავად გასცა დამაჯერებლად სრულყოფილი პასუხი, როდესაც საფრთხის ქვეშ ჩააგდო საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობა. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, სალომე ზურაბიშვილი რეალურად საგარეო პოლიტიკის წარმმართველი რომ იყოს, რა მდგომარეობაში იქნებოდა დღეს საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა. სავარაუდოდ, ჩინური მხარისთვისაც გასაგებია ის, რომ სალომე ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ქვეყნის გამხმოვანებელს, ის არის ფორმალური პრეზიდენტი. ის ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს კერძო, პირად მოსაზრებებსა და ქვეყნის ოფიციალური პირის, ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალურ პოზიციას, რომელმაც ქვეყნის პოზიცია უნდა გაჟღეროს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა „LCI-თან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრისას, ჟურნალისტის კითხვაზე, გულში თუ იმედოვნებს, რომ პუტინი და ასევე სი ძინპინი როდისმე გასამართლდებიან, განაცხადა: „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და ია კარგარეთელის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

„სტუდია-99“ საქართველოში სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმს იღებს. ქართულ-უცხოური პროექტი პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“, საქართველოს, ბულგარეთის, გერმანიის კინოცეტრებისა და საფრანგეთის „ევრიმაჟის“ ხელშეწყობით, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება.

დაგეგმილი გადაღებების გამო, 12, 19 და 26 ნოემბერს დავით აღმაშენებლის გამზირის ნაწილსა და ია კარგარეთელის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. კერძოდ, 12 ნოემბერს, 07:00-დან 14:00 საათამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას მიხეილ წინამძღვრიშვილის, გიორგი ტოვსტონოგოვისა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.

19 ნოემბერს, 07:00-დან 12:00 საათამდე შეზღუდვა აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირისა და ტოვსტონოგოვის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს შეეხება. აღნიშნულ პერიოდში მძღოლები კარგარეთელის, წინამძღვრიშვილის, ტოვსტონოგოვისა და ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრავებენ.

რაც შეეხება 26 ნოემბერს, 09:00-დან 17:00 საათამდე, მოძრაობა აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან კარგარეთელისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში შეიზღუდება. შესაბამისად, ავტომობილები აღმაშენებლის გამზირისა და კარგარეთელის ქუჩის კვეთიდან გადაადგილებას აღმაშენებლის გამზირსა და ტოვსტონოგოვის ქუჩის საშუალებით შეძლებენ.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში კერძო ავტომანქანების მძღოლები ასევე, იმოძრავებენ წინამძღვრიშვილის ქუჩიდან ტოვსტონოგოვისა და ჭავჭავაძის ქუჩების გამოყენებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის კი მოძრაობის სქემა არ შეიცვლება.

საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს

საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ კირბალთან მოკლული თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვის ცერემონიამდე, გინტურის სამოქალაქო პანაშვიდი გორში, ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

პანაშვიდსა და დაკრძალვის ცერემონიას თამაზ გინტურის ოჯახის წევრები, ნათესავები, პოლიტიკოსები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.

თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 2 დღის წინ ქართულ მხარეს გადმოსცეს.

შსს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

ლიკვიდირებულია „ჰამასის“ მეთაური, რომელსაც რანტისის საავადმყოფოში 1000-მდე ღაზელი მშვიდობიანი მოსახლე მძევლად ჰყავდა აყვანილი

„ცაჰალის“ ცნობით, ლიკვიდირებულია „ჰამასის“ მეთაური აჰმედ სიამი, რომელსაც რანტისის საავადმყოფოში 1000-მდე ღაზელი მშვიდობიანი მოსახლე მძევლად ჰყავდა აყვანილი და ევაკუაციის საშუალებას არ აძლევდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაზვერვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მოიერიშე თვითმფრინავმა მიიტანა იერიში ღაზაში მდება ალ-ბურაქის სკოლაზე, სადაც სიამი მის დაქვემდებარეში მყოფ მებრძოლებთან ერთად იმალებოდა.

„აჰმედ სიამი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ „ჰამასი“ იყენებს ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად“, – აცხადებენ „ცაჰალში“.

“რუსული მთავრობის” პრემიერი ღარიბაშვილი პუტინის მეგობარ ფაშინიანთან ერთად “რუსული ფორუმის” თანამომხსენებელი იყო – დღეს ეიფელის კოშკი რუსეთის დროშის ფერებში შეიღებება -ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, პარიზში მიმდინარე „მშვიდობის ფორუმს“ გამოეხმაურა.

ქართველიშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მომხსენებელი იყო.

მისივე თქმით, „პარიზის “რუსულ ფორუმს” ასევე ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოების დელეგატები ესწრებიან, რომლებმაც რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, მხოლოდ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვებზე რუსეთის ხაზინა ტრილიონობით რუსული რუბლით გაამდიდრეს“.

„ქართული მეხუთე კოლონის რიგებში მიმდინარე პოლიტიკური გლოვის დღეებმა კინაღამ ჩვენი ყურადღების მიღმა დატოვა ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. დღეს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის მიერ ნაპოლეონ ბონაპარტისაგან განთავისუფლებულ პარიზში ზარ-ზეიმით შეხვდნენ, იქ მიმდინარე „რუსულ ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად ჩასულ „რუსული ოცნების” ხელისუფლების მიერ დაკომპლექტებული „რუსული მთავრობის“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერი ღარიბაშვილი „რუსული ზეგავლენის” ქვეშ მყოფ ОДКБ-ს წევრი-სომხეთის „პუტინის მეგობარ“ პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ერთად დღეს ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ “რუსულ პლატფორმაზე” მთავარი თანამომხსენებელი იყო.

საუბრის თემა: “პუტინის სამხრეთ კავკასიაში” მიმდინარე დასავლური ინტეგრაციის პირობებში სამშვიდობო რეგიონალური პოლიტიკის შენარჩუნება. ასევე „რუსული ოცნებისთვის“ „რუსული სტატუსის“ მინიჭების თაობაზე ბრიუსელის Государственная дума-ს ფილიალის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პარიზის „რუსულ ფორუმს“ ასევე ესწრებიან ევროკავშირის იმ წევრი სახელმწიფოების დელეგატები, რომლებმაც რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების ფარგლებში, მხოლოდ რუსული ენერგომატარებლების შესყიდვებზე რუსეთის ხაზინა ტრილიონობით რუსული რუბლით გაამდიდრეს. „რუსული ფორუმის“ აღსანიშნავად, დღეს ეიფელის კოშკი რუსეთის სახელმწიფო დროშის ფერებში შეიღებება. მართალია, იგივე ფერებია, რაც საფრანგეთის დროშას აქვს, მაგრამ ამჯერად ნამდვილად „რუსულია“, – წერს ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ზელენსკის უპირობო გულშემატკივარი ვარ – სალომე ზურაბიშვილი

“ვფიქრობ, რომ ზოგადად, დასავლეთი არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი, [რომელიც სხვა სფეროდან იყო] სასცენო სფეროდან, წინააღმდეგობას გაწევდა და ის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. უნდა ვთქვა, რომ მე მისი უპირობო გულშემატკივარი ვარ”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „LCI-სთან“ მიცემულ ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიზე საუბრისას განაცხადა.

„უკვე წელიწად-ნახევარი გავიდა, რაც უკრაინელები წინააღმდეგობას უწევენ [რუსეთს]. თავიდან ბევრი ფიქრობდა რომ ეს [ომი] გრძელვადიანი არ იქნებოდა, რომ ეს ახალგაზრდა, გამოუცდელი პრეზიდენტი დანებდებოდა. სწორედ ამას ფიქრობდა პრეზიდენტი პუტინი, რომ მისი ფსიქოლოგიური მანევრი კილომეტრიანი ტანკების რიგით ძალიან სწრაფად გაამარჯვებინებდა. რაღაც მომენტში ამერიკელებიც ასე ფიქრობდნენ, შესთავაზეს რა მას [ზელენსკის] გასვლის საშუალება.

ვფიქრობ, რომ ზოგადად, დასავლეთი არ იყო დარწმუნებული, რომ ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი, [რომელიც სხვა სფეროდან იყო] სასცენო სფეროდან, წინააღმდეგობას გაწევდა და ის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა. უნდა ვთქვა, რომ მე მისი უპირობო გულშემატკივარი ვარ, რადგან ვიცი, რომ მსგავს ქვეყანაში, რომელიც პირდაპირი დარტყმის ქვეშაა, გადაცდომების გარეშე წინააღმდეგობის გასაწევად რამხელა ტემპერამენტია საჭირო. მან ეს ყველაფერი შეძლო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინული საზოგადოება შიგნით არ არის დაყოფილი, რაც ასევე ძალიან იშვიათია ჩვენს დროს, მე ვსაუბრობ ქვეყნიდან, რომელიც ძალიან პოლარიზებულია, შემიძლია შევადარო. ამ ერთობის შენარჩუნება, რთულ მომენტებში, ძალიან იშვიათია“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

წალენჯიხაში ავტომობილმა ღობე გაარღვია და საცხოვრებელ სახლში შევარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რამდენიმე წუთის წინ წალენჯიხაში.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ორი პირი. ისინი წალენჯიხის საავადმყოფოში გადაიყვანეს და ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

ავტომობილი წალენჯიხის საკრებულოს წევრის, თენგიზ ფიფიას სახლში შევარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები ერთდროულად გახდებიან – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრები ერთდროულად გახდებიან. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა LCI-სთან მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.

„მე ვფიქრობ, რომ ეს ერთდროულად მოხდება. ეს მოხდება 2030 წელს, 2031 თუ 2029 წელს, არ ვიცი, მაგრამ ეს ჰორიზონტი იქნება მომდევნო, „big bangs“, როგორც ამბობდნენ, მომდევნო წევრები შევლენ დაახლოებით ერთად. ჩვენ ტრიო ვართ, მოლდოვა, უკრაინა და საქართველო და ეს ტრიო ჩვენთან შეიქმნა.

შარლ მიშელის იდეა – 2030 არის ჰორიზონტი, რომელიც გაფართოებისთვის მოიაზრება, ძალიან საინტერესოდ მეჩვენება [შეიძლება ის აღარ იყოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი]. ევროკავშირში კანდიდატი ქვეყნების ეტაპობრივი ასოცირება თემატურად, იმ საკითხებზე, რაშიც ისინი მზად არიან, მაგალითად, საქართველოსთვის ტრანსპორტის, შავ ზღვაზე ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის საკითხებზე ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, რა თქმა უნდა, ხმის უფლების გარეშე, მაგრამ ეს წინასწარი ასოცირება უკეთესად მოამზადებდა კანდიდატებს იმაზე, რაც მათ შესაბამის მომენტში მოელით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც პრეზიდენტმა განმარტა, „ძალიან საინტერესოა, რომ მივიღეთ თანხმობა – რეკომენდაცია ევროკომისიისგან, რომელიც კიდევ უნდა დამტკიცდეს ევროკავშირის მიერ“.

„მაშინვე ჩატარდა გამოკითხვა ამ საკითხზე საქართველოში, ევროკავშირის მომხრეთა რაოდენობა 80%-იდან 85%-მდე გაიზარდა, აღარ მახსოვს ზუსტი რიცხვი, მაგრამ ძალიან დიდი უმრავლესობა, როდესაც მათ ეკითხებიან რატომ? ამბობს, რომ უსაფრთხოებისათვის, რომელსაც კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ განვითარებაზე წინ აყენებს. არის შეგრძნება, რომ როდესაც ხარ მეორე მხარეს, დაცული ხარ, არა სავალდებულოდ სამხედრო კუთხით. არის შეგრძნება, რომ მეორე მხარეს რუსეთი ვეღარ გაბედავს“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

“შეიძლება, სტატუსი მოენიჭებინათ იმ დიდი ზიანის საფასურად, რაც მაგალითად, უკრაინაში ვნახეთ, მაგრამ მისი მიმღები აღარავინ ყოფილიყო”-დიმიტრი ხუნდაძე

„კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია მივიღეთ, მაგრამ ევროპარლამენტარების ნაწილისგან, მარგინალური ჯგუფისგან  ისევ გაიჟღერა არასწორმა გზავნილებმა, რაც ჩვენთვის ყურადსაღები უნდა იყოს, რომ სიფრთხილე გვერდზე არ გადავდოთ”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრძოლა არ დასრულებულა და ხიფათი ისევ ქვეყნის გარშემოა, მით უმეტეს, როცა რეგიონში ურთულესი ვითარებაა და ღია საომარი დაპირისპირებებია.
„დღეს რაც ხდება, გონივრული პოლიტიკური ნაბიჯების შედეგია. დადებითი რეკომენდაციის მიღება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მისალოცია ყველასთვის – საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვის, რადგან რისკები მაქსიმალურად იქნა დაზღვეული. დავინახეთ, რომ რეკომენდაციის მიღება შესაძლებელი ყოფილა ცალ ფეხზე დგომის გარეშე. ოპოზიციას ახლა დარჩა მხოლოდ ის, რომ სიტყვებს ეკიდება – საზოგადოებამ მიიღო ეს და არა – ხელისუფლებამო. რა თქმა უნდა, ეს სიგიჟეა. ეს საზოგადოება იყო ერთი წლის წინაც და თუ მხოლოდ საზოგადოების მიმართ იყო პატივისცემა, დადებითი დასკვნა მაშინაც უნდა მიგვეღო. ვიცით თურქეთი, რომელსაც უკვე თითქმის 20 წელია აქვს კანდიდატის სტატუსი, [მაგრამ არ არის ევროკავშირის წევრი] და, ასევე, რვა ქვეყანა, რომელსაც ანალოგიურად, მხოლოდ სტატუსი აქვს წლებია. მაშინ რა გამოდის, საქართველოში საზოგადოებას ერთი წლის შემდეგ სცეს პატივი და დანარჩენ ქვეყნებში ვერ მომწიფდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას მაინც სცენ პატივი? ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს – აქ მთავარი გზამკვლევი უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და ღირსება, ისევე, როგორც ეს რეკომენდაცია მივიღეთ.
ძალიან ბევრი შეურაცხყოფა გვახსოვს, მით უმეტეს, „ხალხის ძალას”, როცა სხვაზე მეტი სიმართლის თქმა მოგვიწია. გახსოვთ ალბათ, პოლიტიკური პროცესები რომ კულისებში გადავიდა და საზოგადოების ინფორმირებულობა საჭირო გახდა. სწორად ინფორმირებული საზოგადოება კი თავისი ქვეყნის სადარაჯოზე სწორად წარსდგა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სტატუსი იმ დიდი ზიანის საფასურად მოენიჭებინათ, რაც, მაგალითად, უკრაინაში ვნახეთ, მაგრამ, მისი მიმღები აღარავინ ყოფილიყო. უმძიმესი ვითარებაა იქ, უმძიმესი ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში და სწორი, გონივრული ვითარებით მოვახერხეთ, რომ მშვიდობა შევინარჩუნეთ.
მახსენდება, როცა 12 პუნქტის შესრულებისთვის სამი თვე მოგვცეს, ამას ხაფანგი ვუწოდეთ და დიახ, დღესაც ვიმეორებ, ეს იყო ხაფანგი, რომელსაც არ წამოვეგეთ. ვადა, შემდეგ, ევროკავშირმა თვითონ გაახანგრძლივა. ზუსტად ამ დროს შეკრიბეს საზოგადოება აქციაზე – „გსურთ თუ არა ევროპა”, სადაც, მათ სცენაზე ცალ ფეხზე მდგარი არასამთავრობო სექტორი დახვდა, რომელიც ტექნიკურ მთავრობას ითხოვდა – ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაშიო. დღეს კი რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწყო სიტყვებით თამაში, როგორც სჩვევია, რომ თითქოს ჩვენ ვთქვით, კანდიდატის სტატუსია ხაფანგიო. სტატუსი კი არა, ეს მოკლე ვადა იყო ხაფანგი, რომელიც რეკომენდაციის არმიცემას გამოიწვევდა, რითაც საზოგადოების ემოციას პიკში აწევდნენ და შეეცდებოდნენ, საახალწლოდ ჩვენთვის „მაიდანი” გამოეცხოთ. პრაქტიკულად, რევოლუციური კონვეიერი გადავჭერით საზოგადოების სწორად ინფორმირებით.
კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია მივიღეთ, მაგრამ ევროპარლამენტარების ნაწილისგან, მარგინალური ჯგუფისგან  ისევ გაიჟღერა არასწორმა გზავნილებმა, რაც ჩვენთვის ყურადსაღები უნდა იყოს, რომ სიფრთხილე გვერდზე არ გადავდოთ. სწორად მივდივართ, სწორ გზაზე ვდგავართ, სწორი პოლიტიკური ნაბიჯებია გადადგმული, მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა და ხიფათი ისევ ჩვენს გარშემოა. მით უმეტეს, როცა რეგიონში ურთულესი ვითარებაა და ღია საომარი დაპირისპირებებია. ასე, რომ სიფრთხილე, როგორც იარაღი, ისე უნდა გვქონდეს მომარჯვებული”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.