Home Blog Page 2019

,,მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან”- ჩიბურდანიძე

„ნუთუ ამ ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მოსაწონი? შესაძლებელია ყველაფერში აკრიტიკო ხელისუფლება? ასეთი ხელისუფლება ბუნებაში არ არსებობს, რომელიც ყველაფერს ისეთს აკეთებს, რომ შეიძლება არ მოგწონდეს“, – ამის შესახებ ისაუბრა, „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ „პოსტივის“ ეთერში, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკა ქვეყნის ხელისუფლების მისამართით, ეს მხოლოდ მისი შეხედულება და პოზიცია არ არის, ის ახმოვანებს და ასრულებს იმ გეგმას, რაც სურთ ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკოსებს უცხოეთში.

„ჩვენ პირდაპირი ინფორმაცია არ გვაქვს, ვისგან იღებს დაკვეთებს სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ფაქტებით და შედეგებით. შედეგი და ფაქტები ის არის, რომ საქართველოს პრეზიდენტი მუდმივად ცდილობს ხელისუფლებას ხელი შეუშალოს ქვეყნის მართვაში. მუდმივად ცდილობს შექმნას სკანდალური თემები და ფაქტები. ნუთუ ამ ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის მოსაწონი? შესაძლებელია ყველაფერში აკრიტიკო ხელისუფლება? ასეთი ხელისუფლება ბუნებაში არ არსებობს, რომელიც ყველაფერს ისეთს აკეთებს, რომ შეიძლება არ მოგწონდეს. პირადად მე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მიზანმიმართული ქმედებაა, რათა საქართველოს პრეზიდენტმა ხელი შეუშალოს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მართვაში, შეაფერხოს პროცესები და გაწელოს დრო. ქართულ ოპოზიციას იმხელა ძალა არ აქვს, ვხედავთ, როგორი ფერმკრთალი და უსახო ოპოზიცია გვყავს. ჩაქრებიან, მერე სადღაც აყვირდებიან, შემდეგ ისევ აღარ ჩანან არენაზე. ვიღაცამ ხომ უნდა გამოაჩინოს? თუ პრეზიდენტმა არ აუბა მხარი ოპოზიციას, ბუნებრივია, ესენი ეგრევე ქრებიან. სალომე ზურაბიშვილი, ატივტივებს ამ ოპოზიციას და ოპოზიციურ კანდიდატებს ქართულ პოლიტიკაში. ჩვენ, ანალიტიკოსებს, კითხვებს სწორედ ეგ გვიჩენს. რატომ აკეთებს ამას?

ოპოზიციის ხელოვნური სუნთქვა გვესმის. რამდენიმე წელია, მათ ხელოვნურ სუნთქვას უტარებს დასავლეთი, კონკრეტულად – აშშ-ში და ევროპაში მხარდამჭერი პოლიტიკოსები (ყველაზე ვერ ვისაუბრებ, ვერც აშშ-ის ხელისუფლებაში და ვერც ევროპაში). მათ მხარდამჭერ პოლიტიკოსებს ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავთ მთელი ოპოზიცია. ამ რეანიმაციის თუ ხელოვნური სუნთქვის პროცესში აქტიურად არის ჩართული სალომე ზურაბიშვილი.

მრჩება შთაბეჭდილება, ალბათ ეს არის დაკვეთა უცხოეთიდან მის მიმართ, რომ გააკეთოს ის რაც მათ სურთ, ანუ რაც სურთ ოპოზიციის მხარდამჭერ პოლიტიკოსებს უცხოეთში, რომ ოპოზიციონერები არ გაქრნენ ხალხის თვალთახედვიდან. სადღაც, რაღაცაზე ხომ უნდა იყვირონ. მათი ხმა ძალიან მალე ქრება და ხალხის ყურამდეც არ მიდის, თუ რაღაც სკანდალი არ მოაწყვეს, როგორც რუსთაველზე მოგვიწყვეს მარტის დღეებში, რომელსაც სათავეში თავად აშშ-ს ელჩი ედგა. იმ დღეების ლიდერი იყო კელი დეგნანი, რომელმაც არ წააკითხა ხალხს კანონი, ცრუ პროპაგანდით ფაქტობრივად, მთელი რუსთაველი გაგვივსო (სხვათა შორის, ჩემი მეგობრებიც იყვნენ იქ და მერე კი ბოდიშებს იხდიდნენ, როდესაც გაიგეს და გაათვიცნობიერეს, რომ ისინი მოტყუებით გამოიყვანეს რუსთაველზე). თუმცა ფაქტია, რომ იმ დღეებში სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – ცრუ პროპაგანდით, შეძლეს ხალხის გარეთ გამოყვანა. ხელისუფლების და „ხალხის ძალის“ გონივრული ქმედების შედეგად, მიხვდნენ რეალურ საფრთხეს და დაინახეს, რომ ოპოზიციიდან მახეს უგებდნენ და შედეგად, კანონი გაიწვიეს. ისევ ჩვენი ხალხი და ახალგაზრდები დაინდეს, რომლებიც განწირულები იყვნენ სისხლისღვრისთვის, ამიტომ გამოიწვიეს ჩვენებმა კანონი“, – განაცხადა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“ თამარ ჩიბურდანიძემ.

,,რუსეთი ყველაფერს კადრულობს და ხოშტარიების ოჯახს ვერ ჰკადრა, რომ დაფინანსება შეუწყვიტოს” – მამუკა მდინარაძე

„ე.ი. რუსეთი ყველაფერს კადრულობს და ვერ იკადრა ვერაფრით რუსეთის ფედერალურმა ბიუჯეტმა რომ ხოშტარიების ოჯახს რაღაც დააკლოს, მხოლოდ სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით არის პირწმინდად მართალი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

„სოციალურ ქსელებში ახალი ცნობები გამოჩნდა, ვიღაცებმა დაწერეს, (არ გადამიმოწმებია ცნობების რელევანტურობა) რომ საერთოდ არ დადგმულა თეატრები, სადაც შეიძლება სულიკო ვირსალაძის თუ მისი კოსტიუმების როლი ყოფილიყო და ამაში ფული გადაეხადათ და რა თეატრი იდგმება ასეთი, რომ მარტო ერთ-ერთი გარდაცვლილი ადამიანის მემკვიდრეებს ხვდებათ ათიათასობით დოლარები და მილიონობით რუბლი. რა იდგმება ასეთი? ე.ი. რუსეთი ყველაფერს კადრულობს და ვერ იკადრა ვერაფრით რუსეთის ფედერალურმა ბიუჯეტმა რომ ხოშტარიების ოჯახს რაღაც დააკლოს, მხოლოდ სამკვიდრო ქონებასთან მიმართებით არის პირწმინდად მართალი. დაიპყრო ნახევარი უკრაინა, გაანადგურა ხალხი, 500-ზე მეტი ბავშვი ჰყავს მოკლული და ხოშტარიების ოჯახს ვერ ჰკადრა რომ დაფინანსება შეუწყვიტოს. ერთადერთი რეალური ვერსია შეიძლება იყოს დავალების შესრულება. ყველას ვურჩევდი, რომ გაითვალისწინოს ის ფაქტორი, რომ ყოფილი „კაგებეშნიკები“ არ არსებობენ. თუ ვიღაცას სჯერა რომ სხვას ერიცხება 200 დოლარის ეკვივალენტი რუბლი და მაინც და მაინც ამ ოჯახს ერიცხება 70 000 დოლარი, მე ამის არ მჯერა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა. საერთო ჯამში კი, 2021 წლიდან, ხოშტარიების ოჯახის მიერ მიღებული თანხა 5 279 000 რუბლია.

8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს, ადვილად მოახერხებთ ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობების დალაგებას. თავი შეიკავეთ კრიტიკისგან, ენერგია რაიმე საინტერესო საქმიანობაზე, ან ფიზიკურ ვარჯიშზე დახარჯეთ.

კურო

შეეცადეთ, იყოთ უფრო გულახდილი და წყენა გულში არ ჩაიდოთ. მოსალოდნელია ფინანსური გაუგებრობები ახლობელ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან. კარგი იქნება, თუ იმპულსურობით მათთან საქმეს არ გაიფუჭებთ.

ტყუპები

ელოდეთ, სასიკეთო საქმიან წინადადებას, თქვენ იოლად მოაგვარებთ ყველა საქმიან პრობლემას, მაგრამ შეეცადეთ, არც სხვას მიაყენოთ ზიანი.

კირჩხიბი

თქვენი გონივრული რჩევები და იდეები კარგ როლს ითამაშებს სამსახურებრივ საქმიანობაში, თქვენი ავტორიტეტი კი საკმაოდ ამაღლდება კოლეგებისა და უფროსობის თვალში.

ლომი

რაც მეტად იაქტიურებთ, მეტს მიაღწევთ, შესაძლოა, ცვლილებების შეტანა დაგჭირდეთ თქვენს საზაფხულო გეგმებში. სასიყვარულო საკითხებში მოემზადეთ ცვლილებებისთვის, არ არის გამორიცხული, არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ.

ქალწული

ნუ გადაუხვევთ თქვენი არჩეული გზიდან, უარი არ თქვათ სხვა მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებაზე. თქვენ შეძლებთ ყველაფერს წარმატებით გაართვათ თავი და სარგებელიც კარგი ნახოთ.

სასწორი

გულმოდგინეთ მიუდექით საქმეს და ყველაფერი ხარისხიანად გააკეთეთ, რათა თავიდან აიცილოთ შენიშვნები და საყვედურები და პირიქით, დადებითად შეაფასონ თქვენი შრომა და მონდომება.

მორიელი

კმაყოფილი იქნებით დღევანდელი დღით, რადგან მოახერხებთ, გააკეთოთ რაღაც მნიშვნელოვანი, არა მოვალეობის, არამედ, საკუთარი სურვილის მიხედვით.

მშვილდოსანი

ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და მიმნდობი. რადგან ეს თვისებები შესაძლოა, წაგებიანი აღმოჩნდეს საქმისთვის. თუ საჭიროა, შეცვალეთ სტრატეგია და გონივრულად მოახდინეთ მანევრირება.

თხის რქა

შანსი გაქვთ, თავი ბრწყინვალედ წარმოაჩინოთ და თქვენი ენერგიულობით ყველა გააოცოთ, თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ახლა ნაცადი ხერხებით მოქმედება სჯობს.

მერწყული

შესაძლოა, ახლობელმა ადამიანებმა მოგმართონ დახმარებისთვის, რაც თქვენში გაღიზიანებას გამოიწვევს, ნუ შეშფოთდებით, სიტუაცია მალე დალაგდება.

თევზები

უამრავი მნიშვნელოვანი, თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმე მეტ აქტიურობას მოითხოვს, ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობებს საქმიან პარტნიორებთან და უფროსობასთან, რადგან სწორედ მათი თანადგომით განახორციელებთ დასახულ მიზნებს.

ზურაბიშვილის მენეჯერული თვისებები კატასტროფაა, ორ ბატს ვერ ჩააბარებს ადამიანი – გია ხუხაშვილი

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მედიასთან აცხადებს, რომ  საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მენეჯერული თვისებები კატასტროფაა.

ხუხაშვილი საქართველოს პრეზიდენტს თავნება ადამიანსაც უწოდებს.

„სალომე ზურაბიშვილი  „სასარგებლო ბრიყვის“ როლს თამაშობს საერთაშორისო არენაზე ამ ხელისუფლებისთვის იმიტომ, რომ ამათ მამაძაღლობას ყველაფერს პირს ბანს საერთაშორისო ტრიბუნაზე.

სალომე ზურაბიშვილი „მარტო სახლშია“, მშვენივრად ეპრანჭება დასავლეთს და ავტორიტეტი გაიმყარა დასავლეთში და აქაც სულ აჩენს ყალბ მოლოდინებს, იპოვა ეს ნიშა და ამ ნიშაშია.

სალომე ზურაბიშვილის მენეჯერული თვისებები კატასტროფაა, ორ ბატს ვერ ჩააბარებს ადამიანი, არც ბიძინა ივანიშვილისთვისაა სანდო. თავნება ადამიანია მაინც“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

ნაქართველარი ღარიბოვი, ტარიელოვიჩი – გუბაზ სანიკიძე ირაკლი ღარიბაშვილზე

“ღარიბოვი, ტარიელოვიჩი – ასე უნდა ვეძახოთ, იმიტომ, რომ რუსებს უყვართ ასე: ირაკლი ტარიელოვიჩ ღარიბოვი, ეს არის მისი სახელი და გვარი. საერთოდ, რუსეთუმეებს უყვართ მამის სახელით მიმართვა”–  გუბაზ სანიკიძემ მედიასთან განაცხადა

მისი თქმით, ქართულში არ არსებობს მამის სახელით მიმართვის ფორმა, ხოლო რუსებში ეს მიღებულია და ყველა ქართველი, ვისაც მამის სახელით მიმართვა მოსწონს, არის რუსეთუმე, რუსეთის მონა და მეხოტბე.

,,ხატია დეკანოიძე, ირაკლი კობახიძის რიტორიკით ალაპარაკდა”- ხაბეიშვილი

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, ნაც.მოძრაობიდან წასვლის შემდეგ, ხატია დეკანოიძე, ირაკლი კობახიძის რიტორიკით ალაპარაკდა

“იცით რაზე ვწუხვარ? ხატია დეკანოიძე რომ გავიდა “ნაციონალური მოძრაობიდან” და რიტორიკა შეცვალა, ზუსტად, “ქოცი” რომ ლაპარაკობს, კობახიძე, იმედი და პოსტვ რომ ლაპარაკობენ, იმ რიტორიკით ალაპარაკდა.

“სხვათა შორის, ვინმეზე რამის დაბრალება არ მინდა, მაგრამ უცებ, ბ იუჯეტიდან 11 ათასი ლარი მიიღეს თვეში და “ნაციონალური მოძრაობის” ლანძღვაში უხდიან ფულს?– განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

,,სექტემბერ – ოქტომბერში, ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება”- გუგეშაშვილი

სექტემბერ – ოქტომბერში, ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება…- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მამუკა გუგეშაშვილმა მედიასთან განაცხადა. „11 ეს ბელადი მოვიტანეთ როგორ იცი? ცუდი იყო თუ კარგი არავის ეჭვი არ შემპარვია. კიდე ვიძახი, ვიღაცა გვმართავდა არაფორმალურად და არავის ეჭვი შეუტანია. ფაქტობრივად გვმართავენ. აბა, ხაბეიშვილი წყვეტს რამეს? დარწმუნებული ვარ, სექტემბერ – ოქტომბერში, ხაბეიშვილი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება… ახალი თავმჯდომარე ვინ იქნება მე არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ხაბეიშვილის შეცვლა, უნდათ… ვანო მერაბიშვილის მიხვდა, რომ ხაბეიშვილი უკვე ვერ მართავს პარტიას, ფაქტობრივად დაყო“, – განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა.

მე, რაც გამიკეთა, ეს იყო საზიზღარი ღალატი – თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიაზე

მე, რაც გამიკეთა ეს იყო საზიზღარი ღალატი – ამის შესახებ პარტია „კანონის და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა მედიასთან “ ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა. მე არ მიყვარს ადამიანები, როდესაც ღალატობენ ყველა ღირებულებას და ამ ღალატის დროს უნდა, რომ შენც გაგხადოს თანამონაწილე. ვერავინ ვერასოდეს ვერ გამხდის ჭუჭყიანი სვლის თანამონაწილედ. როდესაც საუბარი იყო 2018 წელს, ჩემთან სახლში, რა მოლაპარაკებაც იყო, ყველაფერს უღალატა. არაფერი არ შეინარჩუნა. ასევე, დაარღვია გრიგოლ ვაშაძის მიმართ. როგორ ლანძღავდა ბატონ გრიგოლს, ეთერი არ გამოუტოვებია… დაკავების შემდგომ სხვა მდგომარეობაში დაიწყო მან საუბარი. მე არ მინდა განვიხილო, ეს მასზე იყოს. ყოველ შემთხვევაში მივხვდი, რომ ეს ადამიანი არის საშიში ბრძოლაში და არ არის სანდო. მოვექეცი ისე როგორც არასანდო ადამიანებს ექცევიან…“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ინდუსტრიულ ზონაში ძლიერი ხანძარია

ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოში ინდუსტრიულ ზონაში ძლიერი ხანძარია, – ამის შესახებ ინფორმაციას  ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

მისი თქმით, ხანძარი ქალაქის სამრეწველო ზონაში გაჩნდა.

„შებეკინო „გრადის“ ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. 40-ზე მეტი ჭურვი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მოხვდა, კიდევ 20 კი ქალაქის სხვადასხვა ნაწილებში. ინციდენტის შედეგად, არავინ დაშავებულა“, – აცხადებს ბელგოროდის გუბერნატორი.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი ზური მუშუქია შეეწირა. სამხედრო პირის გარდაცვალების ფაქტს ოჯახი ადასტურებს. ზური მუშუქიას ოჯახი ზუგდიდში, დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს. ოჯახის ინფორმაციით, მებრძოლი უკრაინაში 2014 წლიდან იმყოფებოდა და უკრაინის შეიარაღებულ ძალების ერთ-ერთ ბატალიონში მსახურობდა. მათივე ცნობით, მებრძოლი ბოგდანოვკაში, სამხედრო აფეთქების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ზური მუშუქია აფხაზეთის ომში მონაწილეობდა.

„ყველა, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ – ბადრი ჯაფარიძე

„ყველა, მინუს „ნაციონალური მოძრაობა“ – ამ ახალი ოპოზიციური გაერთიანების ინიციატივას პარტია „ლელო“ აყენებს.

ამასთან, პარტია „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არანაირ გაერთიანებაზე წამსვლელი არ არის.

„ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ წინა საარჩევნოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არანაირ გაერთიანებაზე წამსვლელი „ლელო“ არ არის. მიგვაჩნია, რომ ასეთი ტიპის გაერთიანება აძლევს ხელს „ოცნებას“. ჩვენ სწორედ ამაში ვხედავთ გამარჯვების გასაღებს, რომ შეიქმნას ალტერნატიული პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, სადაც იქნებიან პროევროპული პარტიები თავმოყრილი. კარი ყველასთვის ღია იქნება“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებზე გაერთიანებას ყველა ოპოზიციურ პარტიას სთხოვს.

დეზინფორმაციის გავრცელების გამო, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ პროკურატურას მიმართა

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” სასმელი წყლის ხარისხის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით,  საქართველოს პროკურატურას მიმართა.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” დეზინფორმაციის პირველწყაროს დადგენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან გავრცელებულმა ინფორმაციამ მოსახლეობა შეიყვანა შეცდომაში და დააზიანა კომპანიის იმიჯი.