Home Blog Page 2005

“თუკი ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში, ეს გახლავთ „ლელოს“ ლიდერები” – შალვა პაპუაშვილი

თუკი ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში, ეს პირველ რიგში გახლავთ „ლელოს“ ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის მოქალაქეებთან დაკავშირებით „ლელოს” ინიციატივაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისივე თქმით, „ლელოს“ ლიდერები „ადრე მოსკოვისკენ იყურებოდნენ” და ის მიაჩნდათ ცენტრად, ახლა იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ და ისინი მიაჩნიათ ცენტრად.

„ჩვენ ახლახან ვნახეთ მამუკა ხაზარაძე როგორ იმყოფებოდა ვაშინგტონში და თავს იწონებდა, რომ აბეზღებდა ქართველებს, სანქციები დაეწესებინათ მათთვის. მას მე მგონი, თავისი წარსულიდან გამომდინარე ვაშინგტონი მოსკოვში ერევა და ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ცენტრში ჩავიდა, რათა დაებეზღებინა საქართველოს მოქალაქეები და მერე გამოვიდა და თავს იწონებდა, რომ აი, ახლა მალე იქნება სანქციები, მოვუყვები ქართველებზეო და ამერიკა დაასანქცირებსო. ამ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი ერთგულება არ აქვთ. ადრე იყურებოდნენ მოსკოვისკენ და ის მიაჩნდათ ცენტრად და ახლა იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ და ისინი მიაჩნიათ ცენტრად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ევრომაიდნის ნოემბრის ცივმა ღამეებმა ევროპა სამუდამოდ შეცვალა” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევრომაიდნის ნოემბრის ცივმა ღამეებმა ევროპა სამუდამოდ შეცვალა, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინელ ხალხს ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა.

„ღირსების ათი წელი. სიამაყის ათი წელი. თავისუფლებისკენ სწრაფვის ათი წელი. ევრომაიდნის ნოემბრის ცივმა ღამეებმა ევროპა სამუდამოდ შეცვალა. მთელი ქვეყანა გამოვიდა ქუჩებში და ერთი ხმა გააჟღერეთ, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის და ჩვენი მომავალი თქვენთანაა.

თქვენ გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი მომავალი თავად გემართათ. დღეს, როგორც არასდროს, ცხადია, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირშია. მომავალი, რომლისთვისაც მაიდანი იბრძოდა, ბოლოს და ბოლოს დაიწყო. დიდება უკრაინას! გაუმარჯოს ევროპას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის “ გვერდზე.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრმა ქვეყნებმა ცეცხლის შეწყვეტა და ღაზისთვის დახმარების გაზრდა მოითხოვეს

გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრმა ქვეყნებმა ცეცხლის შეწყვეტა და ღაზისთვის დახმარების გაზრდა მოითხოვეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადებით, ღაზას 2,3 მილიონი ადამიანის ორი მესამედი უსახლკაროდ დარჩა.

ნიდერლანდებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ღაზაში შესული დახმარება საჭიროების მცირე ნაწილია და აუცილებელია დახმარების დაუყოვნებლივი, მასობრივი ზრდა.

„ღაზაში ჰუმანიტარული ვითარება კატასტროფულია, მართლაც საგანგაშოა. ძირითადი სერვისები თითქმის დაინგრა, წარმოუდგენელი შედეგებია ორ მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქისთვის. დღემდე, ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობა კვლავ სახიფათო, მკაცრად შეზღუდული და არასაიმედოა“, – აცხადებს გაერო-ში ნიდერლანდების წარმომადგენელი.

გაერო-ში ბელგიის წარმომადგენლის თქმით, ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტა ახლა გადამწყვეტი შემდეგი ნაბიჯია: „სად არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პატივისცემა? კიდევ რამდენ სიკვდილსა და ნგრევას შეუძლია, გაუმკლავდეს ადამიანი? კიდევ რამდენი თავდასხმის მომსწრე უნდა გავხდეთ სკოლებზე, საავადმყოფოებზე, ჰუმანიტარულ მუშაკებსა და ა.შ. ღაზაში ტანჯვის დონე აუტანელი და არაადამიანურია“.

ამასთან, გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრებმა ღაზის სექტორისთვის გადაუდებელი დახმარების ზრდის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, მათ შორის საკვების, საწვავის, წყლისა და სამედიცინო მარაგის.

“შეთანხმების მიღება პრეზიდენტის კომპეტენცია იყო” – ზურაბ ნოღაიდელი დავით გარეჯის საქმეზე

დავით გარეჯის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის დაკითხვა დასრულდა. ის მხარეების კითხვებს თითქმის, ორი საათის განმავლობაში პასუხობდა.

2005-2007 წლებში, ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი და უშიშროების საბჭოს წევრი იყო.

როგორც სასამართლო პროცესზე ჩვენების მიცემისას ნოღაიდელმა განაცხადა, სასაზღვრო ზოლთან დაკავშირებული საკითხები პრეზიდენტის კომპეტენციაში შედიოდა და საბჭოს სხდომებსაც ის იწვევდა.

„როცა უშიშროების საბჭოს სხდომაზე იქნა საკითხი ჩემი თანდასწრებით განხილული, იქ დაისვა საკითხი, თუ იყო შანსი, დავით გარეჯის ის ნაწილი, რომელზეც იყო მუდმივად საუბარი საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო, მაშინ კომისიის თავმჯდომარემ (მალხაზ მიქელაძემ) თქვა, რომ ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რჩებოდა. კომისიის თავმჯდომარის პოზიცია იყო ძალიან მკაფიო. ჩვენი ამოცანა გახდა მონასტერი შენარჩუნებულიყო, როგორც ქართული მონასტერი… უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი მართავდა და გადაწყვეტილებას უშუალოდ პრეზიდენტი იღებდა”, – განაცხადა ნოღაიდელმა.

კითხვაზე, 2006 წელს ბევრი მონაკვეთი შეთანხმდა საქართველოს საწინააღმდეგოდ, ეს ფაქტი თუ იყო მისთვის ცნობილი, ყოფილმა პრემიერმა ასე უპასუხა: „მხოლოდ დაკითხვის დროს გავიგე, რომ ეს შეთანხმება ყოფილა“.

„ეს არ იყო ჩემი კომპეტენცია, მე არ ვიხილავდი, ამ საკითხის შეთანხმება ჩემთან საჭირო არ იყო, ეს კონსტიტუციურად იყო პრეზიდენტის კომპეტენცია”,- განაცხადა ნოღაიდელმა.

ადვოკატის კითხვაზე, საქართველოს რა რუკები ჰქონდა აზერბაიჯანთან წარდგენილი, თუ დაინტერესებულა, ნოღაიდელმა უპასუხა, რომ – არა.

„ჩვენი აუცილებელი მოთხოვნა იყო და არის, დავით გარეჯის მთლიანი კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილიყო. კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ჩვენ ხელთ არსებული ყველა დოკუმენტით, სამწუხაროდ, კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს რჩებაო”,- განაცხადა ნოღაიდელმა.

მას პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების მიერ დასმული არც ერთი კითხვისთვის არ უპასუხია.

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში. სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

2022 წლის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულმა კომპანია „ედანამ“ ეთნო-ტურნე დაიწყო

2022 წლის ბიზნესდაჯილდოების პროექტის გამარჯვებულ კომპანია „ედანას“ თიბისისგან ჯილდოს სახით საქართველოს 6 დიდი ქალაქში ეთნო-ტურნე გადაეცა. „ედანას“ ჯილდო გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის გადაეცა. ონის რაიონში დაარსებულ სოციალურ საწარმოსა და მასში დასაქმებულ ქალებზე კომპანიის დამფუძნებელი, ლილი მაისურაძე გვიამბობს:

„ჩვენი ამბავი 2015 წელს დაიწყო, როცა, მოდის დიზაინის  კურსდამთავრებულმა, რაჭაში დაბრუნება და ჩემი პროფესიით მუშაობა გადავწყვიტე. მივხვდი, რომ ჩემი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება მინდოდა. სწორედ ამ მიზნით დავაარსე სოციალური საწარმო „ედენა“.

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც ტრადიციული რეწვის შენარჩუნება იყო, ჩვენს რეგიონში მალევე გავავრცელე ხმა და ხელსაქმის შესწავლის მსურველები მოვიზიდე. მათ შორის იყვნენ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, უფროსი თაობის ქალები, შშმ პირი და სოციალურად დაუცველი ადამიანები.

საქმიანობა ონის კუტურის სახლში, ერთ პატარა ოთახში დავიწყეთ, სადაც 12 ქალს თექაზე მუშაობასა და აბრეშუმის მოხატვას ვასწავლიდი. აქედან 4 ქალი დღემდე ჩვენს საწარმოში მუშაობს.

საწარმოს გაფართოებისა და განვითარებისთვის ყველა  შესაძლებლობას ვიყენებდით. განსაკუთრებით გვეხმარებოდა საერთაშორისო გრანტები. ჯამში რვა საგრანტო პროექტში გავიმარჯვეთ. „ფერმერთა ასოციაციის ქალების გაძლიერების პროგრამა“ დანადგარების შეძენაში დაგვეხმარა.  „გაეროს განვითრების პროექტის“ ფარგლებში საკუთარი სივრცე შევიძინეთ, გავარემონტეთ და მაღაზია გავხსენით. ამავე დროს გადავამზადეთ 45-მდე ადგილობრივი ქალი, რომელთაგანაც ნაწილი ჩვენს საწარმოში დარჩა, ნაწილი კი საქმიანობას დამოუკიდებლად განაგრძობს. ქალებს, რომელთაც სწავლება ჩვენთან არ გაუვლიათ, მაგრამ დამოუკიდებლად ქმნიან საინტერესო პროდუქტს, ასევე ვეხმარებით -მათ ნაწარმს ჩვენს მაღაზიაში ვყიდით.

პარალელურად  ჩართულები ვართ ევროკავშირისა და USAID-ისა და ევროკავშირის  მიერ დაფინანსებულ პროექტში ძალადობაგამოვლილი და სასაზღვრო სოფლებში მცხოვრები ქალებისთვის. გრანტების დახმარებით უკვე 70-მდე ქალი გადავამზადეთ. მიმდინარე პროექტის ფარგლებში კიდევ 20-მდე ქალის გადამზადებას ვგეგმავთ.

“ედანა“ 5 მიმართულებით მუშაობს, ესენია: თექა, აბრეშუმზე ხატვა, ჯვრულ-ნაქარგობა, მინანქარი და ქართული სუვენირები. ვკერავთ ჩანთებსა და ქუდებს, ვამზადებთ ოთახის სადეკორაციო ნივთებს და ტანსაცმელს – ჟილეტებსა და ყაბალახებს. ვაწარმოებთ ხის სუვენირებს სპეციალური ლაზერული ჭრის აპარატით. ამ პროდუქციას ვყიდით ჩვენს მაღაზიაში და ასევე ონლაინ. წარმოდგენილი ვართ   საერთაშორისო პლატფორმა Etsy-ზე. ვმონაწილეობთ გამოფენებსა და ფესტივალებზე. აქტიურად ვთანამშრომლობთ ამერიკაში ერთ-ერთ ქართული სუვენირების მაღაზიასთან.

შევიძინეთ რაჭული ბეღელი და გვინდა გამოვიყენოთ ჩვენს ეზოში, საწარმოსა და მაღაზიასთან ერთად, ახალი, სადეგუსტაციო სივრცისთვის, სადაც რაჭული სასუსნავები მოიყრის თავს.

2022 წელს მივიღეთ მონაწილეობა ბიზნესდაჯილდოების პროექტში და, ჩვენდა გასაკვირად, გავიმარჯვეთ ნომინაციაში რეგიონის განვითარებისთვის. ამ ფაქტმა, პირველ რიგში, თვითშეფასება აგვიმაღლა და საკუთარ თავებში დაგვარწმუნა. გარდა ამისა, დაგვიფინანსდა ეთნო-ტურნე, რომლის ფარგლებშიც ვეწვევით საქართველოს ექვს ტურისტულ ქალაქს – თბილისს, მცხეთას, თელავს, ბათუმს, ზუგდიდსა და მესტიას, სადაც ჩავიტანთ ჩვენს პროდუქციას და ვუმასპინძლებთ გამოფენებს, დავამყარებთ ახალ კონტაქტებს და მოვიზიდავთ თანამშრომლებს.

თიბისის პროექტში  გამარჯვებამ საგრძნობლად გაზარდა ჩვენი ცნობადობა, რაც აისახა რიცხვებზეც.

სამომავლოდ გვინდა ჩვენი პროდუქტი საქართველოს ფარგლებსაც გასცდეს, რისთვისაც აქტიურად ვეძებთ სპონსორებს.“

(R)

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში − ლეო დოქერტის შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა, ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობა განიხილეს. მხარეებმა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის” მნიშვნელობას, რომელიც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განმტკიცებას უწყობს ხელს.

ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას.

განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გარემო და გამოწვევები. ყურადღება გამახვილდა იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად. ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეიტანოს საქართველომ თავისი წვლილი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ირაკლი ღარიბაშვილმა ლეო დოქერტის საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე − სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაში და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში გაერთიანებული სამეფოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე და ლეო დოქერტის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი; გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ სამეზობლოს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ქეითი დანი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ.

აშშ-ში ქუთაისელი „კანონიერი ქურდი“ და მისი დაჯგუფების წევრები დააკავეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში ფულის გამოძალვის ბრალდებით ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ინფორმაციას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, დაკავებულები არიან ე.წ. კანონიერი ქურდი ვაჟა გაბადაძე, იგივე „ნათან იუსუპოვი“, კახა კაცაძე, თეიმურაზ თავბერიძე იგივე „თავა“, დავით ტიკარაძე.

ნიუ-იორკის პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში დაკონკრეტებულია, რომ 14 ნოემბერს დაკავებული 4 პირი ქუთაისიდან არიან.

საბრალდებო დასკვნის თანახმად, გაბადაძე და მისი თანამოაზრეები მსხვერპლისთვის ფულის გამოძალვას, ფიზიკური ძალადობის მუქარით ცდილობდნენ, დანაშაული კი 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის აგვისტოს პერიოდში მოხდა.

პროკურატურა აღნიშნავს, რომ 41 წლის გაბადაძეს, 45 წლის კაცაძეს, 54 წლის თავბერიძეს და 53 წლის ტიკარაძეს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

“ოპოზიციას მწვავე კრიტიკული მოსაზრებები უნდა ჰქონდეს იმის ნაცვლად, რომ მუდმივად ცრუ ბოიკოტებს გეგმავდეს”

ოპოზიციას მწვავე კრიტიკული მოსაზრებები უნდა ჰქონდეს ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად ცრუ ბოიკოტებს გეგმავდეს და დაკავებული იყოს რაღაც რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

სარჯველაძემ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში აღებული ვალდებულებების შესრულებისას ხელისუფლებასთან ერთად, ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ხელისუფლება ყველა შესაძლებლობას გააჩენს და ვეცდებით, რომ პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიური იყოს, მაგრამ ეს პირობა ვალიდურია მეორე პირობის გათვალისწინებით, რაც ერთდროულად უნდა შესრულდეს, რადგან ეფექტი ასეთ შემთხვევაში ექნება. არ შეიძლება, ვალდებულების შესრულებას ერთ მხარეს სთხოვდე და მეორეს მიმართ იგივე განწყობა არ იყოს. ოპოზიციას თანაბრად მნიშვნელოვანი და წონადი ვალდებულება აქვს, რაც იმას გულისხმობს, რომ ზედმიწევნით კონსტრუქციული იყოს. მას მწვავე კრიტიკული მოსაზრებები უნდა ჰქონდეს ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად ცრუ ბოიკოტებს გეგმავდეს და დაკავებული იყოს რაღაც რევოლუციური სცენარების განვითარების მცდელობებით“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როგორც უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, სამწუხაროდ, 12 რეკომენდაციის შესრულებისას ოპოზიციის მხრიდან პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება არ ყოფილა და თანამშრომლობისთვის გაწვდილ ხელს პასუხი არ მოჰყოლია.

„მათ პირველივე დღიდან სრულიად უარგუმენტო დესტრუქციულ ქმედებებს მიმართეს, როცა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს და პირიქით, ცხელ შემოდგომას აანონსებდნენ. წარსულმა გამოცდილებამ ოპოზიციის სერიოზული მარცხი განაპირობა. მარცხში იგულისხმება ის, რომ მათ საზოგადოება არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას მიუხვდა, რამაც განაპირობა ოპოზიციის წარუმატებლობა, შემცირებული ავტორიტეტი. ოპოზიციაში იქნებიან ის ძალები, რომლებიც არ ისურვებენ, რომ მათ მიერ ერთხელ დაშვებული მნიშვნელოვანი შეცდომა გაიმეორონ. ალბათ, გარკვეული ძალები საკუთარ პოლიტიკას გადახედავენ და იმედია, უფრო კონსტრუქციულ პოლიტიკოსებს ვიხილავთ. არ მგონია, რომ „ნაცმოძრაობის“ ქმედებები თვისობრივად შეიცვლება, მაგრამ სხვების მიმართ იმედი მაქვს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

“საარჩევნო ბარიერის საკითხი ხელოვნურად წამოწეული თემაა” – შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში სწორედ ხუთპროცენტიანი ბარიერია. ჩვენ ხომ ვისწრაფვით ევროკავშირისკენ, ამიტომ ევროპული სტანდარტი ხომ ჩვენთვის სანუკვარი სტანდარტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, უნდა გაითვალისწინოს თუ არა მთავრობამ ევროპული პარტნიორების გზავნილები საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია, რომ მსჯელობა არ წარმოაჩინოთ, როგორც მოწოდებად და განცხადებად, არავინ არ მოუწოდებს. ხუთ პროცენტზე დაბალი ბარიერის არანაირი სტანდარტი არ არსებობს, მათ შორის ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში სწორედ ხუთპროცენტიანი ბარიერია. ჩვენ ხომ ვისწრაფვით ევროკავშირისკენ, ამიტომ ევროპული სტანდარტი ხომ ჩვენთვის სანუკვარი სტანდარტია. გასაკვირია, საერთოდ საიდან გამოჩნდა ეს თემა, რადგან ოპოზიციას რასაც ვაკვირდებით, თავს იმართლებენ, სამჯერ გაზარდეთ ბარიერი, არავის გვაქვს პრობლემაო. რაც დავთვალე, ხუთმა-ექვსმა პარტიამ ოპოზიციიდან განაცხადეს, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერთან. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა, „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ აქვს პრობლემა, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძემაც კი განაცხადა, რომ მასაც არ აქვს პრობლემა ხუთ პროცენტზე, ასევე განაცხადა პარტიამ „საქართველოსთვის“. ამ ექვსმა პარტიამ თქვა, რომ არ აქვს პრობლემა. თუ არავის აქვს პრობლემა, რატომ არის საერთოდ საარჩევნო ბარიერის საკითხი პრობლემა. ამიტომაც ხელოვნურად წამოწეული თემაა. არის ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში დიდი ხანია, წერია, ყველამ კარგად იცოდა. ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა 2020 წელს ერთპროცენტიანი ბარიერით. ამ ექსპერიმენტის შედეგს კი ვხედავთ პარლამენტში, რომ ჩვენ არ გვაქვს პლურალიზმი, სინამდვილეში, გვაქვს არითმეტიკული მრავალფეროვნება, რაც შინაარსობრივად არანაირად არ ისახება პარლამენტის პლურალიზმში. ვხედავთ, რომ ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეული რამდენიმე ერთეული პარტია არის წარმოდგენილი პარლამენტში. ხუთი პროცენტი არის ადეკვატური და სწორედ ამიტომ არის ის უმეტეს ქვეყანაში, აბსოლუტურ უმრავლესობაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ ბარიერისთვის მოემზადონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ოპოზიციიდან ხუთმა-ექვსმა პარტიამ, მათ შორის ანა დოლიძემაც, განაცხადა, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ საარჩევნო ბარიერთან” – შალვა პაპუაშვილი

ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში სწორედ ხუთპროცენტიანი ბარიერია. ჩვენ ხომ ვისწრაფვით ევროკავშირისკენ, ამიტომ ევროპული სტანდარტი ხომ ჩვენთვის სანუკვარი სტანდარტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ ფიქრობს, უნდა გაითვალისწინოს თუ არა მთავრობამ ევროპული პარტნიორების გზავნილები საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით.

„მნიშვნელოვანია, რომ მსჯელობა არ წარმოაჩინოთ, როგორც მოწოდებად და განცხადებად, არავინ არ მოუწოდებს. ხუთ პროცენტზე დაბალი ბარიერის არანაირი სტანდარტი არ არსებობს, მათ შორის ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში სწორედ ხუთპროცენტიანი ბარიერია. ჩვენ ხომ ვისწრაფვით ევროკავშირისკენ, ამიტომ ევროპული სტანდარტი ხომ ჩვენთვის სანუკვარი სტანდარტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საარცევნო ბარიერის საკითხი ხელოვნურად წამოწეული თემაა.

„გასაკვირია, საერთოდ საიდან გამოჩნდა ეს თემა, რადგან ოპოზიციას რასაც ვაკვირდებით, თავს იმართლებენ, სამჯერ გაზარდეთ ბარიერი, არავის გვაქვს პრობლემაო. რაც დავთვალე, ხუთმა-ექვსმა პარტიამ ოპოზიციიდან განაცხადეს, რომ არანაირი პრობლემა არ აქვთ ხუთპროცენტიან საარჩევნო ბარიერთან. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ არ აქვს პრობლემა, „სტრატეგია აღმაშენებელს“ არ აქვს პრობლემა, „ლელოს“, „გირჩს“, ანა დოლიძემაც კი განაცხადა, რომ მასაც არ აქვს პრობლემა ხუთ პროცენტზე, ასევე განაცხადა პარტიამ „საქართველოსთვის“. ამ ექვსმა პარტიამ თქვა, რომ არ აქვს პრობლემა. თუ არავის აქვს პრობლემა, რატომ არის საერთოდ საარჩევნო ბარიერის საკითხი პრობლემა. ამიტომაც ხელოვნურად წამოწეული თემაა. არის ბარიერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში დიდი ხანია, წერია, ყველამ კარგად იცოდა. ერთი ექსპერიმენტი ჩატარდა 2020 წელს ერთპროცენტიანი ბარიერით. ამ ექსპერიმენტის შედეგს კი ვხედავთ პარლამენტში, რომ ჩვენ არ გვაქვს პლურალიზმი, სინამდვილეში, გვაქვს არითმეტიკული მრავალფეროვნება, რაც შინაარსობრივად არანაირად არ ისახება პარლამენტის პლურალიზმში. ვხედავთ, რომ ერთი ქოლგის ქვეშ მოქცეული რამდენიმე ერთეული პარტიაა წარმოდგენილი პარლამენტში. ხუთი პროცენტი არის ადეკვატური და სწორედ ამიტომ არის ის უმეტეს ქვეყანაში, აბსოლუტურ უმრავლესობაში. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ ბარიერისთვის მოემზადონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში” – თიბისი კაპიტალმა პუბლიკაცია წარადგინა

თიბისი კაპიტალმა, თიბისის ბიზნესპარტნიორებისთვის, პუბლიკაცია – „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინში” წარადგინა.

 ღონისძიებაზე გამომსვლელებმა და პანელ-დისკუსიის მონაწილეებმა, საქართველოს ბიზნესზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის პოტენციურ გავლენაზე ისაუბრეს.

 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის, გარკვეული პირობებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა გარკვეული პირობებით. ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, საქართველომ შემდეგი ეტაპები წარმატებით უნდა გაიაროს: კანდიდატის სტატუსის მინიჭება, გაწევრიანების მოლაპარაკები  და შეთანხმებაზე ხელის მოწერა.

ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან, საშუალოდ 6 წელი დასჭირდათ ჩეხეთს, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, სლოვაკეთს, სლოვენიას, მალტას, კვიპროსს, ბულგარეთს, რუმინეთს, ხორვატიას.

ისტორიულად, მოლაპარაკების პროცესი ყველაზე ხანგრძლივია და ის სახელმწიფოს ისეთ სფეროებსა და ასპექტებს ეხება, როგორებიცაა: ქვეყნის ფუნდამენტური საკითხები, ადგილობრივი ბაზარი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, მწვანე პოლიტიკის დღის წესრიგი და მდგრადი განვითარება, სოფლის მეურნეობა და საგარეო ურთიერთობები.

 წევრობის კანდიდატობის პერიოდში, ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნის ეკონომიკებს შორის განსხვავება მცირდება. გაწევრიანების შემდეგ კი, ეფექტი კიდევ უფრო თვალშისაცემია.

 თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაში განხილულია ბულგარეთის მაგალითი: ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2000-2006 წლებში, წლიურმა ზრდამ 23% შეადგინა. 2022 წელს, ბულგარეთის ექსპორტმა ევროკავშირში – 60% შეადგინა.

 წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, 2000-2006 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ბულგარეთში თითქმის 8-ჯერ გაიზარდა, ასევე გაუმჯობესდა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგიც.

 ევროკავშირი, გაწევრიანების პროცესში, გაწევრიანებამდელი მხარდაჭერის ინსტრუმენტს სთავაზობს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რაც 14 მილიარდი ევროთი ისეთი სტრატეგიული მიმართულებების დაფინანსებას გულისხმობს, როგორებიცაა: კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, მწვანე დღის წესრიგი, კონკურენცია და ინკლუზიური ზრდა, ტერიტორიული და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა. ასევე, არსებობს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რომლითაც 9 მილიარდი ევროა გამოყოფილი  ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორების, ასევე მწვანე და ციფრული განვითარებისთვის. კიდევ ერთი შესაძლებლობა მნიშვნელოვანი პროგრამაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების საგარანტიო პლატფორმა, რამაც რეგიონში 20 მილიარდამდე ევროს ინვესტიციები უნდა მოიზიდოს.

 რაც შეეხება კანდიდატობის პერიოდში სხვადასხვა ქვეყნისთვის გაწეული მხარდაჭერისა და დახმარების შედეგებს: ბოსნია ჰერცოგოვინაში ინვესტიციები სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და ხის გადამამუშავებელ მრეწველობაში, ასევე მეტალურგიაში ჩაიდო.

 ჩრდილოეთ მაკედონიაში ევროკავშირმა ინვესტიცია 6 რეგიონული სამედიცინო ცენტრის აღჭურვისთვის განახორციელა. ასევე, სერბეთთან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოდერნიზების შედეგად, გამტარუნარიანობა 30%-ით გაიზარდა.

 დასავლეთ ბალკანეთსა და თურქეთში ათასობით ფერმა და აგრო-სასურსათო გადამამუშავებელი საწარმო გადაიარაღდა.

 ალბანეთში შეიქმნა სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ასევე – მცირე და საშუალო მასშტაბის საგზაო ინფრასტრუქტურა. შედეგად, სოფლები ცენტრალურ მაგისტრალებს დაუკავშირდა, რამაც ტურიზმის განვითარებას შეუწყო ხელი, ასევე, სოფლის მეურნეობას საექსპორტო ბაზრებისკენ გაუხსნა გზა.

საქართველოსთვის ევროკავშირი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია. სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს, რომ კანდიდატობის სტატუსი ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.

2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით, საქართველოს ტურიზმში ევროკავშირის წილი 11%-ია, ექსპორტში – 12%, იმპორტში – 24%, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში კი – 43%.

 შედარებისთვის, საქართველოში 2016-2019 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდამ 10% შეადგინა, მაშინ როდესაც ბულგარეთში, წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, 2000-2006 წლებში, იგივე მიმართულებით, ზრდა 41% იყო. იმავე პერიოდებში, ექსპორტის მიმართულებით, საქართველოში 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ბულგარეთში კი – 23%-იანი.

 ევროკავშირთან ინტეგრაცია საექსპორტო პროდუქტების დივერსიფიკაციას უწყობს ხელს. 2022 წელს, საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტზე გასული პროდუქტებიდან ყველაზე მაღალი წილი სპილენძის მადანს, შემდეგ კი ეთილის სპირტს სპირტს ეკავათ.

 გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 (R)

“წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააფუჭა, ამიტომ გაჩნდა ახალი საკითხები დათქმებში”

წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააფუჭა, ამიტომ გაჩნდა ახალი საკითხები დათქმებში, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დათქმა დეზინფორმაციასთან დაკავშირებით სწორედ ხელისუფლების პროპაგანდის გამო გაჩნდა, ასევე ცესკოსთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების ფონზე გაჩნდა ახალი დათქმა არჩევნებთან დაკავშირებითაც.

“მცირედი წვლილი ხელისუფლებასაც აქვს (სტატუსის მიღებაში), იცით, რომ 12 რეკომენდაციიდან 3 შესრულებულად ჩაითვალა და ხელისუფლების წვლილი აქ არის, მაგრამ პრობლემაა ის, რომ რეკომენდაციების ამ პაკეტს ახალი შესასრულებელი დათქმები დაემატა, რადგან ამ წელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლებამ ბევრი რამ გააფუჭა, ერთ- ერთი იყო გაძლიერებული ანტიდასავლური პროპაგანდა და ამიტომ ასახა ევროკომისიამ ეს დამატებით დათქმა. ასევე ცხადი გახდა ჩვენი პარტნიორებისთვის, რომ ხელისუფლებას უკვე დაწყებული აქვს 2024 წლის არჩევნების გაყალბება, მათ შორის ისეთი გადაწყვეტილებებით, როგორიც არის ცესკოს სრულად დაქვემდებარება. ასევე, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მიიღო მავნებლური გადაწყვეტილებები, ამიტომ დაემატა დამატებით დათქმები, ყველაფერი რაც დამატებით გაჩნდა, ხელისუფლების მავნებლური გადაწყვეტილებების შედეგია.

ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ- ერთი მთავარი ორგანიზატორი არის და იყო სწორედ “ქართული ოცნება” მთელი ამ ხნის განმავლობაში, გავიხსენოთ მათი განცხადებები, კახა კალაძისგან ყველაზე ამორალურია ასეთი განცხადებები, რადგან მთელი კარიერა სწორედ ევროპაში აქვს აწყობილი და გვახსოვს ევროპაზე და ევროკავშირზე რას საუბრობდა – “სტატუსი თავისთვის დაიტოვონო”. ამ რიტორიკის სათავეში თავად “ოცნების” ლიდერები იყვნენ, ამიტომ გასაგებია, ეს დათქმა რატომ გაჩნდა,”- განაცხადა ბუჩუკურმა.