Home Blog Page 2003

“რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში თუკი ვინმეა, ესენი არიან „ლელოს“ ლიდერები” – შალვა პაპუაშვილი

თუკი ვინმე არის რუსული სტილის პოლიტიკოსი საქართველოში, ეს, პირველ რიგში, გახლავთ „ლელოს“ ლიდერები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძეს, თავისი წარსულიდან გამომდინარე, ვაშინგტონი მოსკოვში ერევა.

„ჩვენ ახლახან ვნახეთ მამუკა ხაზარაძე ვაშინგტონში და თავს იწონებდა, აბეზღებდა ქართველებს, რომ მათთვის სანქციები დაეწესებინათ. მე მგონი, თავისი წარსულიდან გამომდინარე, ვაშინგტონი მოსკოვში ერევა და ისეთი წარმოდგენა ჰქონდა, რომ ცენტრში ჩავიდა, რათა დაებეზღებინა საქართველოს მოქალაქეები და მერე გამოვიდა და თავს იწონებდა, რომ, აი, ახლა მალე იქნება სანქციები, მოვუყვები ქართველებზეო და ამერიკა დაასანქცირებსო. ამ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი ერთგულება არ აქვთ. ადრე იყურებოდნენ მოსკოვისკენ და ის მიაჩნდათ ცენტრად, ახლა იყურებიან სხვა ქვეყნებისკენ და ისინი მიაჩნიათ ცენტრად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრები რომის პაპს შეხვდებიან

7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელიდან გატაცებული და ამჟამად ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრები ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდებიან. ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, რომის პაპს ჯამში 20 კაცი შეხვდება, შემდეგ კი მძევლების ოჯახის ახლობლები იტალიის მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდებიან.

როგორც ისრაელის მედია წერს, „ჰამასს“ დაახლოებით 240 მძევალი ჰყავს. მათ უარი თქვეს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და სხვა სახის ჰუმანიტარულ ვიზიტებზე.

ცნობისთვის, „ჰამასის“ ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ისმაილ ჰანიე reuters-თან აცხადებს, რომ ისრაელთან ზავის მიღწევის საკითხზე ახლოს არიან.

 

ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ზე 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დასახელდა

იტალიური ნაპოლისა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია Globe Soccer Awards-ზე 30 საუკეთესო ფეხბურთელს შორის დასახელდა. დაჯილდოება დუბაიში, 2024 წლის 19 იანვარს გაიმართება.

ნომინანტებისთვის ხმის მიცემა ამ ლინკზეა შესაძლებელი.

დაჯილდოების მოქმედი გამარჯვებული საუდის არაბეთის ალ-იტიჰადის ფეხბურთელი, კარიმ ბენზემაა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2023 წლის ოქროს ბურთის სიაში მე-17 ადგილი დაიკავა.

გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგა

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში აღდგენილია. კერძოდ, მსუბუქი ავტოტრანსპორტის გატარება მოხდება მონაცვლეობით, ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს, დაგროვილი ავტომობილების ნაკადის შესაბამისად.

ამასთან, თოვლის და ლიპყინულის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა,

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“ადრე თუ გვიან ნიკა მელია თავისი მომხრეებით შექმნის პარტიას, ამის პროგნოზირება ძალიან მარტივია”

ადრე თუ გვიან ნიკა მელია თავისი მომხრეებით შექმნის პარტიას, ამის პროგნოზირება არის ძალიან მარტივი, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ წევრმა, რომან გოცირიძემ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში თვითდაზიანების რეჟიმშია.

„არ ვიცი, რა მანიფესტი იქნება, ვინ მოაწერს ხელს, ვინ – არა, ვის გარიცხავენ პარტიიდან ან ვის – არა. ერთი რამ არის ფაქტი – ის, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობა“ არის თვითდაზიანების რეჟიმში. რაც მოხდა, ეს არის ძალიან ცუდი. ის, რომ ადრე თუ გვიან ნიკა მელია თავისი მომხრეებით შექმნის პარტიას, ამის პროგნოზირება არის ძალიან მარტივი“, – განაცხადა გოცირიძემ.

“ნაციონალური მოძრაობა“ როცა იყო ხელისუფლებაში, მათი პოლიტიკა იყო ომი და გახლეჩა, იმავეს აკეთებენ ოპოზიციაშიც” – ირაკლი კობახიძე

მთელი 20 წელია, „ნაციონალური მოძრაობა“ ამ გეგმით მოქმედებს. როცა იყვნენ ხელისუფლებაში, მათი პოლიტიკა იყო ომი და გახლეჩა, 2008 წლამდე მიგვიყვანეს ამ პოლიტიკით, ადამიანების წამებამდე მიგვიყვანეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ იმავეს აკეთებს ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში, რასაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთებდა.

„ომი და გახლეჩა არის მათი პოლიტიკა. „ნაცმოძრაობა“ არის ომისა და ღალატის პარტია, ეს კიდევ ერთხელ წამოსცდა თემურ ალასანიას“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ აშშ-ში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა: „გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები“.

2023 წლის “მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსის” შედეგები

2023 წლის მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსზე დარეგისტრირდა 46 საპროექტო განაცხადი. კონკურსზე წარმოდგენილმა პროექტებმა გაიარა ტექნიკური ექსპერტიზა (კონკურსის მიზნებისათვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა) და შეფასების ეტაპზე გადავიდა 42 პროექტი.

კონკურსში მონაწილე პროექტები შეფასდა საკონკურსო კომისიის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 5 ოქტომბრის №130/ნ ბრძანებით დამტკიცებული შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად.

მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე:

https://shorturl.at/aHNQW

თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა

Facebook ჯგუფის “ვეძებ”-ის დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა.

BBC წერს, რომ მუსერიძემ საკუთარი ბიოლოგიური მშობლების ძებნის დროს აღმოაჩინა, რომ 1950-იანი წლებიდან საქართველოში ჩვილებით ვაჭრობის მსხვილი შავი ბაზარი არსებობდა, რის შედეგადაც ათასობით ჩვილის მშობლების მოტყუებითა და არალეგალური გზებით გაშვილება მოხდა.

იმისთვის, რათა ადამიანებს დაკარგული ნათესავები მოეძებნათ, მუსერიძემ Facebook-ზე შექმნა ჯგუფი, სახელად “ვეძებ”, რომელშიც 230 000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.

“მუსერიძეს ორგანიზაცია ასობით ოჯახს დაეხმარეა გაერთიანებაში, მაგრამ ის კვლავ ეძებს საკუთარ ოჯახს”. – წერს BBC.

BBC-ის მიერ გავლენიანი ქალების სიაში შეყვანას მუსერიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“წელს პირველად BBC საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა.!!!წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში!!!წელს,მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი!!! ჯერ ვცახცახებ და შეიძლება კარგად ვერ ვერ ვალაგებ ტექსტს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. სიმართლის არგაგება და სიმართლისთვის ბრძოლა ამად ღირდა! არასდროს თქვათ თქვენ მიზნებზე უარი, არასდროს დაიხიოთ უკან.არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და გახსოვდეთ. ცუდს აუცილებლად! აუცილებლად მოსდევს კარგი!”. – წერს მუსერიძე.

https://www.facebook.com/tamuna.museridze/posts/pfbid063PsvnN74JetYsKL1H6rFwtNAPT1DnSepWUSUQ6vKk1tywUPcLoVU5uiYnqTTYDZl

“საფრანგეთი აქეზებს სომხეთში რევანშისტულ ძალებს, ამზადებს ნიადაგს ახალი ომებისთვის” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საფრანგეთი სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალი ომების გაჩაღებისთვის ნიადაგს ამზადებს. აზერბაიჯანული სააგენტოს, „ტრენდის“ ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის – „დეკოლონიზაცია: ქალების გაძლიერება და განვითარება“ მონაწილეებისადმი ალიევის მიმართვაში.

ილჰამ ალიევი აღნიშნავს, რომ „ფრანგული კოლონიალიზმის სამარცხვინო მეთოდები“ დღესაც გრძელდება.

„საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოდ თავის ყოფილ და ახლანდელ კოლონიებში, არამედ ჩვენს რეგიონშიც – სამხრეთ კავკასიაში, სადაც მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებს და სეპარატისტებს. ის ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას სომხეთის შეიარაღებით, აქეზებს სომხეთში რევანშისტულ ძალებს, ამზადებს ნიადაგს ჩვენს რეგიონში ახალი ომებისთვის“, – მიიჩნევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.

„ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის გამოკლებით უნდა შეიქმნას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შემდგარი დიდი გაერთიანება” – რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის გამოკლებით უნდა შეიქმნას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შემდგარი დიდი გაერთიანება – კონსულტაციები უნდა დაიწყოს მალე, იანვრიდან, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ბარიერის პრობლემა არ აქვს და ბარიერის გადალახვის შანსი აქვს გახარიას პარტიასაც, ამიტომ ოპოზიციურ ველზე არსებულმა დანარჩენმა პოლიტიკურმა ძალებმა, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებმა ვისაც პოლიტიკაში წასვლის სურვილი აქვთ, ერთი დიდი გაერთიანება უნდა შექმნან, თუმცა, გოცირიძე არ გამორიცხავს ასევე მეორე გაერთიანების შექმნასაც მათგან, რომელსაც ამ ბლოკთან თავსებადობა არ ექნება.

დეპუტატი აცხადებს, რომ მცირე პარტიების მხრიდან არჩევნებზე ცალკე გასვლა ან გულუბრყვილობა იქნება ან „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მოქმედება.

„თუ მცდელობისა და ბრძოლის მოუხედავად დაბალი ბარიერი ვერ იქნა მიღწეული, გამოსავალი არის დიდი, მსხვილი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა, რომელიც დაამარცხებს ქართულ ოცნებას, შექმნის კოალიციას და გაისტუმრებს წარუმატებელ ხელისუფლებას პოლიტიკურ მოუსავლეთში. პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, დღეს არის ორი პარტია, რომელიც არავისთან გაერთიანებას არ აპირებს და რომელთაც აქვთ ბარიერის გადალახვის შანსი, ერთს 100%-იანი შანსი, ესაა „ნაციონალური მოძრაობა“, მეორეს – გახარიას პარტიას კი ნაწილობრივი შანსი აქვს. დანარჩენი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს ერთ დიდ, მთავარ ბლოკში, რომელიც იქნება იმაზე ძლიერი ვიდრე „ნაციონალური მოძრაობაა“, შესაძლებელია და არ გამოვრიცხავ კიდევ ერთი ოპოზიციური ბლოკის შექმნას, რომელსაც ამ დიდ ბლოკთან არ ექნება თავსებადობა. ძალა ამ შემთხვევაში არის ერთ, დიდ საარჩევნო ბლოკში გაერთიანებაში. ცალ-ცალკე გასული პარტიების უდიდესი ნაწილი ბარიერს ვერ გადალახავს და თუ ერთმა ან ორმა გადალახა, ეს აბსოლუტურად არაფერს არ ცვლის. „ნაციონალური მოძრაობისა“ და გახარიას პარტიის გამოკლებით, უნდა შეიქმნას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან შემდგარი დიდი ბლოკი, მათ შორის შეიძლება იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ნაწილი და ცნობადი პირები, რომლებსაც პოლიტიკაში მოსვლა გადაუწყვიტავთ. ეს ბლოკი უნდა იყოს ნომერ პირველი თავის ელექტორალური ძალით, „ნაციონალური მოძრაობის“ ტოლფასი ან მასზე მეტი. ამ არითმეტიკით იმარჯვებს ოპოზიცია და იცვლება ხელისუფლება. პატარა პარტიების მხრიდან არჩევნებზე ცალკე გასვლა ან გულუბრყვილობა და ილუზიაა, ან უპასუხისმგებლობა ან „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამენ პირდაპირ წყალს, ან კიდევ არიან ახირებული ადამიანები, რომლებიც მოქმედებენ ოლიმპიური პრინციპით – გამარჯვება კი არ არის მთავარი, არამედ მონაწილეობა. ეს არის დიდი შეცდომა. გაერთიანებაზე საუბარი ოპოზიციამ უნდა დაიწყოს მალე, ალბათ იანვრიდან უნდა დაიწყოს კონსულტაციები“, – განაცხადა გოცირიძემ.

“საზოგადოებას იმდენად სჭირდება რუსული ხელისუფლების მოშორება, რომ შემდეგ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ ვერანაირი კონფიგურაციით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას”

ბარიერი 5%-ზე დარჩება, დაიწევს თუ გაიზრდება, საზოგადოებას იმდენად სჭირდება რუსული ხელისუფლების მოშორება ქვეყნის მართვის სათავეებიდან, რომ „ქართული ოცნება“ შემდეგ არჩევნებზე ვერანაირი კონფიგურაციით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

როგორც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან ცრუ მოლოდინი, რომ ბარიერს არ დაწევს და ამით გადაუნაწილებელ ხმებს მიითვისებს.

„მინდა, ესმოდეს საზოგადოებას, „ქართული ოცნება“ ერთადერთი მიზეზით ამბობს უარს ბარიერის დაწევაზე, რომ მოიპაროს მორიგ ჯერზე თქვენი ხმები. სხვა პარტიებს რომ მისცემთ ხმებს და ეს პარტიები პარლამენტში ვერ მოხვდებიან, ამ ხმებს მიიწერს „ქართული ოცნება“. თქვენი ხმების მოპარვა უნდათ და ამიტომ არ წევენ ბარიერს. მიგვაჩნია, რომ ბარიერი დარჩება 5%-ზე, დაიწევს თუ გაიზრდება, საზოგადოებას უკვე იმდენად სჭირდება რუსული ხელისუფლების მოშორება ქვეყნის მართვის სათავეებიდან, რომ „ქართული ოცნება” შემდეგ არჩევნებზე ვერანაირი კონფიგურაციით ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ბარიერს თუ შეცვლიან, ჩვენ დავუჭერთ მხარს; თუ არ შეცვლიან, ყველა შემთხვევაში შევცვლით ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ეროვნული აგრარული ოლიმპიადა თიბისი ბიზნესთან პარტნიორობით ჩატარდება

თიბისის მხარდაჭერით, ხვალ, ეროვნული აგრარული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით 2021 წლიდან ხორციელდება. აგრარული ოლიმპიადის კონცეფცია შემუშავებულია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“ მიერ, ხოლო ოლიმპიადის ორგანიზატორია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

ოლიმპიადის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში სოფლის მეურნეობის სექტორის  და ზოგადად, აგრარული დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, დარგით  ახალგაზრდების დაინტერესებასა და მათი ჩართულობის ზრდას, აგრარული  განათლების ხელშეწყობას და  საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის კუთხით. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა წარმოადგენს აგრარული მიმართულებით ცოდნის გამოვლენისა და შეფასების  ერთადერთ პლატფორმას საქართველოში.

გასული ორი წლის (2021 – 2022) განმავლობაში, ოლიმპიადაში მონაწილეობა 2000-მდე მონაწილემ მიიღო და გამოვლინდა 70 გამარჯვებული.  2022 წელს, ოლიმპიადის პარტნიორები იყვნენ  ავსტრიის განვითარების სააგენტო, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ასევე კერძო სექტორის სხვადასხვა კომპანია. წელს ოლიმპიადის მხარდამჭერთა რიცხვს თიბისი ბიზნესიც შეუერთდა.

2023 წლის ეროვნული აგრარული  ოლიმპიადა ჩატარდა სამ ეტაპად:

  • პირველ ეტაპზე მოხდა მსურველთა რეგისტრაცია;
  • მეორე და მესამე ეტაპზე, დარეგისტრირებულ მონაწილეებს ტესტირებები ჩაუტარდათ.
  • დაჯილდოების ცერემონია კი, ხვალ, 22 ნოემბერს გაიმართება.

 თიბისი გამარჯვებულებს ფულად პრიზებს გადასცემს:

1 ადგილი – 1500 ლარი

2 ადგილი – 1000 ლარი

3 ადგილი – 500 ლარი

უკვე ორი წელია,  აგრარული ოლიმპიადა ტარდება წარმატებით, რაც ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფის აქტიური მუშაობის,  პარტნიორების და სპონსორების გაზრდილი მხარდაჭერის და რაც მთავარია, მონაწილეობის მსურველთა ინტერესის ზრდის შედეგია.