Home Blog Page 20

გერმანიაში სიძულვილის ენის წინააღმდეგ მასშტაბური რეიდები ჩატარდა

გერმანიის პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით 170 საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. სამართალდამცველების სამიზნე ონლაინ სივრცეში სიძულვილის ენის შემცველი კომენტარების განთავსებაში ეჭვმიტანილი მოქალაქეები იყვნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰერბერტ როილის განცხადებით, „ციფრული ხანძრის გამჩენები“ კლავიატურის მიღმა ვეღარ დაიმალებიან.

თუმცა, კრიტიკოსები აფრთხილებენ, რომ ეს თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას ჰგავს.

გასულ წელს სიძულვილის შემცველი პოსტების რაოდენობა 34%-ით გაიზარდა, რამაც ხელისუფლება აიძულა, ონლაინ წაქეზების წინააღმდეგ ბრძოლა გაეაქტიურებინა.

 გერმანიაში, ინტერნეტში ე.წ. სიძულვილის შემცველი შეტყობინებების სავარაუდო ავტორების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა

გერმანიაში, მთელო ქვეყნის მასშტაბით, ინტერნეტში ე.წ. სიძულვილის შემცველი შეტყობინებების სავარაუდო ავტორების წინააღმდეგ ოპერაცია ჩატარდა. პოლიცია, სპეცოპერაციის ფარგლებში, 170 სახლში შტურმით შევიდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰერბერტ როილმა განაცხადა, რომ “ციფრული წამქეზებლები” კლავიატურებს ვეღარ ამოეფარებიან. მისი კრიტიკოსები აცხადებენ, რომ სიტყვის თავისუფლება ახლა მიკროსკოპის ქვეშაა.

მედიის ცნობით, ბოლო წელს, სიძულვილის შემცველი შეტყობინებები 34%-ით გაიზარდა, რამაც ხელისუფლებას ონლაინ წაქეზების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებისკენ უბიძგა.

Zorro Position Opinion Trial & Totally free Gamble RTP View

This is accomplished by the including certain simple animated graphics onto the reels, supplying the games a sense of motion and you can adventure. Furthermore, the newest reels are set within this a-frame away from flowers and you will adobe walls – just like an actual family otherwise tavern from the Dated Wild West. The ball player will need to choose one of one’s doors to help you establish the type. The game gives 5 free revolves plus the possible opportunity to winnings to 500x at stake.

Global Tech Weekend Tbilisi 2025 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართა

20 ივნისიდან, თბილისმა რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას უპასპინძლა. იდეებისა და ინოვაციების ვიქენდზე, საქართველოს დედაქალაქში თავი ქართველმა და უცხოელმა წამყვანმა ტექ პროფესიონალებმა მოიყარეს.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-ის მთავარი კონფერენცია სახელწოდებით – “Shaping the New Era” 21 ივნისს, Radio City | District 4-ში ჩატარდა და 3000-ზე მეტი სტუმარი, 100-ზე მეტი პარტნიორი კომპანია და 80 სპიკერი გააერთიანა.

“ასეთი კონფერენციები საქართველოსთვის და მთლიანად, რეგიონისთვის განსაკუთრებული შესაძლებლობების მომცემია, რადგან, უპირველესად, საშუალებას იძლევა, რომ საინტერესო ადამიანებმა ერთმანეთი გაიცნონ და გააჩინონ შესაძლებლობები როგორც ქვეყნისთვის, ასევე, ბიზნესებისთვის.

ქვეყანაში და რეგიონში თიბისის როლიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ასეთ პლატფორმებს მხარი დავუჭიროთ, გვერდში დავუდგეთ და განვავითაროთ, რადგან ტექნოლოგიური დღის წესრიგი ახლა ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია” – ამბობს ნიკა ქურდიანი“თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორი, რომელიც 21 ივნისს, GTWT-ს ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო და აუდიტორიას გაუზიარა გამოცდილება, თუ როგორ იქმნება ციფრული ბანკი საქართველოში, გადის ახალ ბაზარზე უზბეკეთში და 5 წელიწადში აღწევს 20 მილიონამდე მომხმარებელს.

Global Tech Weekend 2025-ის სამი დღე მინი სესიებს, შთამაგონებელ გამოსვლებს, ვორქშოფებს, meet & greet-ებსა და სხვა მრავალ აქტივობას აერთიანებდა, რომლებიც ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანებისთვის და არამხოლოდ, დაუვიწყარ გამოცდილებად იქცა.

Global Tech Weekend Tbilisi 2025-მა მომავლის, ინოვაციებისა და პროგრესის იმპულსები ერთ სივრცეში გააერთიანა. თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექ კომპანიისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტექნოლოგიური ეკოსისტემების განვითარება, ტექ კომუნების გაძლიერება და მხარდაჭერა. ქვეყანაში საერთაშორისო პრაქტიკების და გამოცდილებების შემოტანა და ასევე, საკუთარი ცოდნის გლობალური აუდიტორიისთვის გაზიარება.

R

Sky News: ნატოს მოკავშირეებმა დაადასტურეს ურყევი ერთგულება კოლექტიური თავდაცვის მიმართ, თუმცა არ დაგმეს რუსეთის ომი უკრაინაში

აშშ-ის პრეზიდენტმა და ნატოს მოკავშირეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება კოლექტიური თავდაცვისადმი ერთობლივ კომუნიკეში, რომელიც გამოქვეყნდა ჰააგის სამიტის შემდეგ, თუმცა, მასში არ არის დაგმობილი რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრა უკრაინაში. ინფორმაციას ამის შესახებ Sky News-ი ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ დოკუმენტში რუსეთი აღწერილია, როგორც ალიანსისთვის „გრძელვადიანი საფრთხე“.

მიუხედავად ამისა, მასში არ არის ნახსენები უკრაინის ნატოში მომავალი წევრობა, რასაც თავად ალიანსის გენერალური მდივანი, მარკ რუტე „შეუქცევად გზას“ უწოდებს.

ნატოს მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზეც შეთანხმდნენ. როგორც The Guardian-ი წერს, საბოლოო კომუნიკე ჩვეულებრივზე ბევრად მოკლეა და მხოლოდ ხუთი აბზაცისგან შედგება.

„რაკეტები და თვითმფრინავები: დონალდ ტრამპმა ირანს იმიტომ დაარტყა, რომ ისრაელი მარცხდებოდა“

იტალიურ გაზეთ Il Fatto Quotidiano-ში („დღევანდელი ფაქტი“ – ქართ.) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „რაკეტები და თვითმფრინავები: დონალდ ტრამპმა ირანს იმიტომ დაარტყა, რომ ისრაელი მარცხდებოდა“  (ავტორი – ალესანდრო ორსინი, პოლიტოლოგიის პროფესორი რომის უნივერსიტეტში).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ყოველ ომს აქვს თავისი დამახასიათებელი განსაკუთრებულობა, რომლებიც განსაზღვრავენ მის მიმდინარეობას და განვითარებას. ირანსა და ისრაელს შორის კონფლიქტი რაკეტებისა და თვითმფრინავების ომს წარმოადგენს. ასეთ კონფლიქტში ირანს მეტი უპირატესობა აქვს ისრაელზე, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებს – ირანზე. დონალდ ტრამპმა ნაჩქარევად მიიღო გადაწყვეტილება ირანისათვის დარტყმის მიყენებაზე სწორედ იმიტომ, რომ ისრაელი გარდაუვალი დამარცხების გზაზე დადგა.

ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩიხში აღმოჩნდა სულ რაღაც მეცხრე დღეს ირანის დაბომბვიდან. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელმა ირანს თავს დაატეხა მთელი თავისი შეიარაღების ძლიერება, მან მაინც ვერ მოახერხა თეირანის ბირთვული პროგრამისთვის რაიმე ზიანის მიყენება. და რაც უფრო უარესია, Arrow 3 – ისრაელის შეიარაღებაში არსებული ერთადერთი რაკეტა, რომელსაც ირანის ბალისტიკური რაკეტების „დაჭერა“ და განადგურება შეუძლია, ისრაელს ძალიან ცოტაღა დარჩა – მოკლედ, თითქმის აღარ ჰქონდა. ისრაელის ლიდერმა გადაწყვიტა Arrow 3 დაეზოგა და მხოლოდ დიმონის ბირთვული კვლევების ცენტრის დასაცავად გამოეყენებინა. მაგრამ ასეთ სიტუაციაში ჰაიფა და თელ-ავივი ჰაერსაწინააღმდეგო დაცვის რაკეტების გარეშე დარჩნენ.

ჰოდა, სწორედ ამ დროს საქმეში დონალდ ტრამპი ჩაერია, რათა განწირული ისრაელი გადაერჩინა.

დონალდ ტრამპს „არჩევანი“ არ გაუკეთებია ისრაელის დაცვის სასარგებლოდ, იმიტომ, რომ მას არავითარი არჩევანი არ ჰქონდა – ამერიკელების ჩარევის გარეშე ბენიამინ ნეთანიაჰუ განწირული იყო. დონალდ ტრამპმა იმ დროს გაიგო, რომ ისრაელი ნამდვილად გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როცა ორი ფაქტი გახდა მისთვის ცნობილი: პირველი – ირანი ისრაელს თავისი ყველაზე ძველი რაკეტებით ბომბავდა, მეორე – ირანი ისრაელს „რბილად“ ბომბავდა, რომ აშშ-ის ჩარევა აეცილებინა. ირანის ყველაზე მოწინავე ახალ რაკეტებს ისრაელის დაბომბვა 400 წამში შეუძლიათ, თანაც ისე, რომ მათი ჰაერში „დაჭერა“ და  განადგურება შეუძლებელია. ბენიამინ ნეთანიაჰუს თვითმფრინავებს კი ბევრად მეტი დრო სჭირდებათ ირანის საზღვრამდე და მით უმეტეს, თეირანამდე რომ მივიდნენ. გარდა ამისა, ისრაელს არ აქვს ავიამზიდები, რომ ისინი ზღვით ირანის ტერიტორიას დასაბომბად მიუახლოვდნენ. ირანს კი რაკეტების გასაშვებად წამები ჭირდება. ისრაელს თავისი რაკეტების დასამზადებლად დიდი ფულის ხარჯვა ჭირდება, ირანს კი ბევრად ნაკლები. ერთი Arrow 3 რაკეტა ოთხი მილიონი დოლარი ღირს, ანუ გამოდის, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს უწევდა ირანის დასაბომბად მილიარდ ნახევარი დოლარის ხარჯვა ყოველ ორ დღეში. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ ღაზას სექტორში ომი ისრაელს უკვე 67 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ისრაელის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მოცულობა სწრაფად მცირდება. გარედან დახმარების გარეშე ისრაელი ირანის წინააღმდეგ ჩვეულებრივ, კონვენციურ ომს ვერასოდეს ვერ მოიგებდა.

დონალდ ტრამპმა იმიტომ გადაწყვიტა ირანისათვის დაერტყა, რომ დაინახა – ისრაელს ძალა ელეოდა (იარაღი და ფინანსები) და დამარცხების გზას ადგებოდა. ეს რომ გავიგოთ, საკმარისია ორ საბაზო კრიტერიუმს მივმართოთ, რომელთა დახმარებით შეიძლება განისაზღვროს – იგებს ომს სახელმწიფო (ანუ იმარჯვებს) თუ აგებს (ანუ მარცხდება).

პირველი კრიტერიუმი – „რაციონალური“: ყურადღება უნდა მივაქციოთ საშუალებებს და მიზნებს. უნდა განისაზღვროს, მოახერხებს თუ არა თავდამსხმელი მხარე თავისი მიზნების მიღწევას სამხედრო საშუალებებით. ისრაელის შემთხვევაში პასუხი უარყოფითია: მან ვერ მიაღწია მთავარ მიზანს – ვერ განახორციელა ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება ჰაერიდან. ათდღიანი განუწყვეტელი დაბომბვების მიუხედავად, ფორდოში და სხვა ადგილებში მდებარე მიწისქვეშა ქარხნები არ დაზარალებულან.

მეორე კრიტერიუმი – „ფუნქციონალური“: საჭიროა გავიგოთ, პასუხობს თუ არა თავდამსხმელი მხარის სტრატეგია მასზე დაკისრებულ ფუნქციას. ამ შემთხვევაშიც ისრაელთან მიმართებით პასუხი ისევ უარყოფითი იქნება: ბენიამინ ნეთანიაჰუმ წამგებიანი სტრატეგია აირჩია – მისი თვითმფრინავები ირანის რაკეტების წინააღმდეგ მოსალოდნელ შედეგებს არ იძლევიან. ისრაელი, რომელიც ხმელეთის ვიწრო ზოლს წარმოადგენს, ვერ გაუძლებდა, თეირანს რომ 30 დღე განუწყვეტლივ დაებომბა თავისი მოწინააღმდეგე. მაგრამ აშშ-ის ჩარევით სიტუაცია შეიცვალა: თვითმფრინავებისა და რაკეტების ომში აშშ უდავო ფავორიტს წარმოადგენს. დონალდ ტრამპს აქვს თანამედროვე თვითმფრინავებიც და რაკეტებიც. მნიშვნელოვანია ისიც აღინიშნოს, რომ საქმე მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამას არ ეხება: აშშ-სა და ისრაელის ლიდერებისათვის აუცილებელია, რომ ირანი, უბრალოდ, განადგურდეს. სწორედ ასეთ სიტუაციაში ხდება შესაძლებელი მილიონ ნახევარი პალესტინელი ლტოლვილის დეპორტაციის გეგმის რეალიზება. ირანი ხომ მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ღიად გამოდის ამ ნაბიჯის წინააღმდეგ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

რა ეღირება დოლარი და ევრო 26 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7248 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7248 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7252 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1619 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1599 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0020 ლარი შეადგინა.

“ვარდების რევოლუცია”, ახალი ეტაპის გაგრძელება აუცილებლად გვაქვს წინ, დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ისტორიული ტერიტორიების შემოერთების საკითხიც-მიხეილ სააკაშვილი

„ვარდების რევოლუცია“ – ახალი ეტაპის გაგრძელება აუცილებლად გვაქვს წინ, რადგან ისევ აღმოსაფხვრელია კორუფცია, ისევ მოსაშორებელია კრიმინალი, ისევ გასაყვანია საქართველო საერთაშორისო არენაზე, რადგან მთელი ჩვენი საერთაშორისო კავშირები არის დანგრეული და ჩვენ ყველაფერ ამისთვის ვართ მზად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, წინ დიდი ცვლილებებია და „ასეთი რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს“.

„ისინი ანგრევენ ყველაფერს, რაც ეხება „ვარდების რევოლუციის“ მონაპოვრებს და ეს ნგრევა იღებს კატასტროფულ ხასიათს, მაგრამ ყველაზე დიდ ნგრევას ყოველთვის მოჰყვება ყველაზე დიდი აღმშენებლობა. ამას ვამბობ, როგორც „ვარდების რევოლუციის“ ლიდერი და ჩვენ „ვარდების რევოლუცია“ – ახალი ეტაპის გაგრძელება აუცილებლად გვაქვს წინ, რადგან ისევ აღმოსაფხვრელია კორუფცია, ისევ მოსაშორებელია კრიმინალი, ისევ გასაყვანია საქართველო საერთაშორისო არენაზე, რადგან მთელი ჩვენი საერთაშორისო კავშირები არის დანგრეული და ჩვენ ყველაფერ ამისთვის ვართ მზად.

ამისთვის არის როგორც შიდა, ასევე გარე პირობები. ამ ომების ხარჯზე, უკრაინაში, ირანსა და ისრაელს შორის, სადაც ისრაელმა და ამერიკამ გაიმარჯვეს, პალესტინელებთან მიმართებაში, მოყვება პოლიტიკის დიდი გადააზრების დრო და ტირანების და დიქტატორების დრო მიდის წარსულში. საქართველოში ახლა არის სრულიად გაუკუღმართებული პროცესი. ქვეყანას მართავს ივანიშვილი, რომელიც ინსტრუქციებს იღებს თავისი „ფეესბეს“ კურატორისგან. ივანიშვილს გარს ჰყავს მანქურთები, რომლებიც იღებენ თავის ინსტრუქციებს საქართველოს განადგურების მიმართულებით. ასრულებენ მტრის დავალებებს. ყველაფრის გათვალისწინებით, ისტორიული ლოგიკის გათვალისწინებით, ხალხის განწყობის გათვალისწინებით, ჩვენ გარშემო ფაქტორების გათვალისწინებით, ასეთი რეჟიმი დიდხანს ვერ გაძლებს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დღის წესრიგში შეიძლება დადგეს „ჩვენი ისტორიული ტერიტორიების საქართველოსთან შემოერთების საკითხი“.

„ჩვენ გვაქვს წინ დიდი ცვლილებები. საქართველო აუცილებლად დაიბრუნებს თავის ტერიტორიულ მთლიანობას, დევნილები დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში, იმპერია იშლება და ამ საკითხებში დგას კავკასიის გაერთიანების ამბავი, რადგან კავკასიის გაერთიანებაში ყოველთვის ქართველები თამაშობდნენ ისტორიულად დიდ როლს. გავიხსენოთ ზვიად გამსახურდია, მეცნიერებაში არნოლდ ჩიქობავა. იცით, რომ მაგალითად, ინგუშებში მუდმივად დგას საკითხი საქართველოსთან შემოერთების. იმპერიის დაშლასთან ერთად, არა მხოლოდ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების, არამედ დღის წესრიგში შეიძლება დადგეს ჩვენი ისტორიული ტერიტორიების საქართველოსთან შემოერთების საკითხი. ასოცირების საკითხი. მთლიანად იცვლება კავკასიაში სიტუაცია. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა თურქეთში და მოაწერა ხელი სამშვიდობო ხელშეკრულებას. ეს არის ისტორიული გარღვევა. კავკასია ისევ იკვრება ერთ მუშტად. სომხეთმა გამოაცხადა რუსეთის ბაზების გაყვანის აუცილებლობის შესახებ. ეს არის იმხელა პროცესი, რომლის გარეთ საქართველო ვერ დარჩება, როგორც უნდა მოინდომონ ეს მათ, ვისაც დღეს უნდა მაქსიმალური არეულობა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილმა ერთიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განმარტა, რომ ახლა დაყოფის დრო არ არის.

„ჩვენი ემიგრანტები აქტიურად უნდა ჩაერთონ საქართველოს საზოგადოების პოლიტიკურ ცხოვრებაში. ელექტრონული კენჭისყრა უნდა შემოვიდეს და ყველა ძირითადი გადაწყვეტილება მიღებული იქნას მათი მონაწილეობით, სახლიდან გაუსვლელად.

გაყოფის დრო რომ აღარ არის, მგონი, ამას ყველა ხვდება, ყველას სათითაოდ ანადგურებენ. ვინც მოითხოვდა, რომ მე უდანაშაულოდ ვყოფილიყავი ციხეში, რადგან ეს თურმე სტაბილურობას უწყობდა ხელს, არა მგონია, ის ახლა ამას ფიქრობდეს და ჩვენთვის ის არის ამ რეჟიმის მსხვერპლი და მე მას ვუცხადებ სოლიდარობას“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Tegeta Business- თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის მხარდამჭერია

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2025 წელს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობითა და ახალი ნომინაციით ხვდება. მასშტაბური პროექტის გვერდით დგანან ის ბრენდებიც, რომლებიც თავად ემსახურებიან ქვეყანაში ბიზნესსოციუმის განვითარებას.

ერთ-ერთი მათგანია „თეგეტა“-ქართული კომპანია, რომლის 30-წლიანი გამოცდილება, პროდუქტები და ხედვა თანხვედრაშია ბიზნესდაჯილდოების ღირებულებებთან.

„ჩვენ კარგად გვესმის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მნიშვნელობა და როლი ქვეყნის ეკონომიკაში. ძლიერი ეკონომიკა იქმნება  შიდა რესურსების განვითარებით — იმ ადამიანების და კომპანიების წახალისებით, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ეკონომიკურ დინამიკას – სამუშაო ადგილებსა და ინოვაციებს“,- ამბობს ელენკა კოხრეიძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მარკეტინგის მთავარი ოფიცერი.

ამ მიზანს ემსახურება ახალი მიმართულება “თეგეტა ბიზნესი”, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვისაა განკუთვნილი. ამ პროდუქტით კომპანიას სურს, ხელი შეუწყოს მათი ოპერაციული პროცესების, ხარჯების და ეფექტიანობის გაუმჯობესებას.

„ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა ჩვენთვის არ შემოიფარგლება მხოლოდ სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებით, ეს არის ღირებული პარტნიორობისნ ჩამოყალიბება, რომელიც ემყარება გამოცდილების გაზიარებას, ტექნოლოგიურ ცოდნასა და წინსვლაზე ორიენტირებულ მიდგომას. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ კომპანიებს განვითარებაში და ხელი შევუწყოთ, რომ ქვეყნის ბიზნეკოსისტემაში თვალსაჩინო ადგილი დაიკავონ“, –განმარტავს კომპანიის წარმომადგენელი.

ელენკა კოხრეიძე აღნიშნავს, დაჯილდოება არა მხოლოდ პრიზების, არამედ ფიქრის ფორმატის შეცვლის სივრცეა — სადაც ბიზნესი იწყებს საკუთარ თავზე დაკვირვებას.. არა მხოლოდ იმაზე, თუ რას აკეთებს, არამედ როგორ მიდის მიზნამდე.

“პირადად ჩემთვის თითოეული წარმატებული ისტორია ღირებულია. თიბისის ბიზნეს დაჯილდოება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე ჯილდო — ეს არის პროცესი, რომელიც ბიზნესებს აძლევს შესაძლებლობას გააანალიზონ საკუთარი გზა, გაიაზრონ მიღწევები და წარმოაჩინონ თავიანთი უნიკალური ისტორია ფართო საზოგადოებისთვის.ასეთი ინიციატივები ქმნის სივრცეს, სადაც ბიზნესი ვითარდება არა მხოლოდ ოპერაციულად. ისინი იწყებენ ფიქრს სტრატეგიაზე და ღირებულებაზე. პლატფორმა ქმნის მყარ საფუძველს სამომავლო განვითარებისთვის“, -ამბობს ელენა კოხრეიძე.

(R)

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას -ირაკლი კობახიძე

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ინიცირებული ცვლილებები, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს, ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ემსახურება სასმართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებას.

„გახსოვთ, როგორი პროცესები წარიმართებოდა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, მათ შორის პირდაპირი უხეში ჩარევის ფაქტები. ძალიან კარგად გახსოვთ, როგორ დაიბარა, მაგალითად, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა ერთ-ერთი მოსამართლე, ბატონი ჩხიკვაძე და როგორ მოსთხოვა, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევით, ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ისიც გახსოვთ, რომ მოგვიანებით სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა მოსამართლის გადაწყვეტილების სამართლიანობა. თუმცა ფაქტი დარჩა ფაქტად და, სამწუხაროდ, არავის ამერიკის საელჩოდან ამ უხეში ჩარევისთვის საზოგადოების წინაშე პასუხი არ გაუცია. ეს არის სამწუხარო რეალობა. ჩვენს მართლმსაჯულების სისტემას სჭირდება დამოუკიდებლობის განმტკიცება და, რეალურად, კანონპროექტში ასახული ყველა ის ცვლილება, რომელსაც განიხილავს საქართველოს პარლამენტი, ემსახურება სასამართლოს და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

“an enthusiastic ‘out Of the Box’ Writeup on The brand new nemos trip $step 1 put new Dinomight Laws and regulations” Matter SWA

Customer care agents are generally available to coincide whenever because of the email address, mobile phone or Live Chat. When you shell out to try out, unpleasant ads disappear and secured game are no lengthened from-limitations. So it honor-profitable you to-money deposit gambling establishment now offers money bundles to have only $0.99. The net casino allows numerous safe and smoother put tips, along with borrowing from the bank and you will debit cards, PayPal and you may Skrill.

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ -ირაკლი კობახიძე

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად.

„როგორც ცნობილია, ჩანაცვლებით თერაპიისთვის გამოიყენება ისეთი პრეპარატები, როგორიცაა მეთადონი და ბუპრენორფინი. საზოგადოებაში არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ კერძო კომპანიების მიერ გაწეული მომსახურება, ხშირ შემთხვევაში, არა პაციენტის განკურნებას, არამედ მისთვის ნარკოტიკული საშუალების ლეგალურად მიწოდებას ისახავს მიზნად. იმ პირობებში, როდესაც კერძო კომპანიას აქვს პირდაპირი კომერციული ინტერესი პრეპარატის რეალიზაციის მაქსიმალურად გაფართოების მიმართ, ბუნებრივია, მას აქვს ძლიერი ცდუნება, არა პაციენტის განკურნებაზე, არამედ პრეპარატის რეალიზაციაზე იყოს ორინტირებული. ამგვარი პრაქტიკა სრულად უნდა აღიკვეთოს. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ძალზე მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე, რომელიც მაღალი რისკის შემცველ სამედიცინო საქმიანობათა კატეგორიას განეკუთვნება, სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ, რომელიც თავისი დაწესებულებების მეშვეობით, მკურნალობის პროცესში ერთიანი სტანდარტის დამკვიდრებას უზრუნველყოფს.

„გამკაცრდება კონტროლი ჩანაცვლებითი თერაპიის სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაზე. მკაცრად იქნება უზრუნველყოფილი, რომ თითოეული მომსახურება პაციენტის მაქსიმალურად სწრაფ განკურნებას მოემსახუროს და არ მოხდეს მისი ბოროტად გამოყენება ე.წ. ლეგალური ნარკომანიის წასახალისებლად. ასევე, დღეს ვთხოვე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, უზრუნველყოს ჩანაცვლებითი თერაპიისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის მაქსიმალურად მოკლე ვადებში გატანა მჭიდროდ დასახლებული სივრცეებიდან. დღეს ამ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მჭიდროდ დასახლებულ სივრცეებშია განთავსებული, რაც ადგილობრივი მოსახლეობის საფუძვლიან უკმაყოფილებას იწვევს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.