Home Blog Page 20

ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყება მანამ, სანამ ისრაელი არ მიიღებს იმ მძევლების სიას, რომლებიც „ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს ჯერ კიდევ არ მიუღია იმ მძევლების სია, რომლებიც “ჰამასმა“ დღეს უნდა გაათავისუფლოს, რაც შეაფერხებს ცეცხლის შეწყვეტის დაწყებას, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.

„ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაავალა ისრაელის თავდაცვის ძალებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა არ დაიწყოს მანამ, სანამ ისრაელს არ ექნება გასათავისუფლებელი მძევლების სია, რომლის მიწოდების პირობაც „ჰამასმა“ დადო“, – აღნიშნულია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში.

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, დღეს, ცეცხლის შეწყვეტის პირველ დღეს, ღაზადან სამი მძევალი ქალის გათავისუფლება იგეგმება, თუმცა „ჰამასს“ მათი ვინაობა გუშინ შუადღისთვის უნდა გამოეცხადებინა.

მანამდე ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, განაახლოს ომი „ჰამასის“ წინააღმდეგ, თუ ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპის შესახებ მოლაპარაკებები ჩაიშლება.

სატელევიზიო გამოსვლაში ნეთანიაჰუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა დროებითია, ისრაელი იტოვებს უფლებას, განაახლოს თავდასხმები ღაზაში და ამისთვის მას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა აქვს.

ნეთანიაჰუს მტკიცებით, ისრაელმა, ბოლო 15 თვის განმავლობაში წარმატებული სამხედრო ოპერაცია განახორციელა.

”ჩვენ შევცვალეთ ახლო აღმოსავლეთის სახე. „ჰამასი“ ახლა სრულიად მარტოა”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, გუშინ ისრაელის მთავრობამ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში კვირას, 19 იანვარს, ისრაელის დროით 8:30 საათზე (თბილისის დროით 10:30 საათზე) შევა. შეთანხმების პირველ ეტაპზე „ჰამასმა“ 33 მძევალი უნდა გაათავისუფლოს, ხოლო ისრაელმა 737 პალესტინელი პატიმარი.

შსს-ს ინფორმაციით, მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა

მეტრო „რუსთაველთან“ პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

ორივე პირი დაკავებულია 173-ე და 174 პრიმა მუხლებით, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, რატი ტყემალაძისა და ოთარ კვარაცხელიას დაკავების მიზეზი სავარაუდოდ, ე.წ. ბალაკლავასა და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით ნიღბის ტარებაა.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უცნობმა პირებმა რატი ტყემალაძე და ოთარ კვარაცხელია გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ვრცელდება ფაქტის ამსახველი ვიდეოც.

19 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

შე­იძ­ლე­ბა და­კარ­გოთ სი­ფხიზ­ლე და და­ი­ჯე­როთ თუნ­დაც აშ­კა­რა სიც­რუე, რაც სამ­წუ­ხა­რო შე­დე­გე­ბამ­დე მი­გიყ­ვანთ, ამი­ტომ სა­ნამ ახალ ინ­ფორ­მა­ცი­ას სი­მარ­თლედ მი­ი­ღებთ, ყუ­რა­დღე­ბით გა­ა­ა­ნა­ლი­ზეთ იგი.

კურო

აზრი არ აქვს ვინ­მეს მო­ტყუ­ე­ბას, თუნ­დაც მო­გეჩ­ვე­ნოთ, რომ იტყუ­ე­ბით გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით: სი­ნამ­დვი­ლე­ში, უღირ­სი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით არა­ვინ გა­დარ­ჩე­ნი­ლა – პი­რი­ქით, ამი­ტომ რის­კზე წას­ვლას აზრი არა აქვს.

ტყუ­პი

ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მი­აქ­ცი­ოთ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის თავ­დას­ხმებს, ნუ გაბ­რაზ­დე­ბით, მათი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაა.

კირჩხი­ბი

სა­ყიდ­ლებ­ზე წას­ვლი­სას წი­ნას­წარ გა­და­წყვი­ტეთ ან კი­დევ უკე­თე­სი, ჩა­ი­წე­რეთ რისი ყიდ­ვა გჭირ­დე­ბათ, რათა ზედ­მე­ტი და უსარ­გებ­ლო ხარ­ჯე­ბი თა­ვი­დან აი­ცი­ლოთ.

ლომი

უმ­ჯო­ბე­სია თავი აა­რი­დოთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის შედ­გე­ნას. მცი­რე­დი უზუს­ტო­ბა ან ბეჭდ­ვი­თი შეც­დო­მა საკ­მა­რი­სი იქ­ნე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლი მო­გე­ბის ზა­რა­ლად გა­დაქ­ცე­ვის­თვის.

ქალ­წუ­ლი

უმ­ჯო­ბე­სია საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რას მო­ე­რი­დოთ, თუ, რა თქმა უნდა, ერ­თად არ ცხოვ­რობთ: დი­დია უე­ცა­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი ჩხუ­ბის ალ­ბა­თო­ბა, რომ­ლის­გან თა­ვის დაღ­წე­ვა არც ისე იოლი იქ­ნე­ბა, რო­გორც ერთი შე­ხედ­ვით ჩანს.

სას­წო­რი

აუ­ცი­ლე­ბე­ლია რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო და­უთ­მოთ პარკში გა­სე­ირ­ნე­ბას, თუ ამინ­დი შე­სა­ფე­რი­სი იქ­ნე­ბა, ეს არა მხო­ლოდ და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს თქვენს კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, არა­მედ აგი­მაღ­ლებთ გან­წყო­ბას.

მო­რი­ე­ლი

სა­პი­რის­პი­რო სქე­სის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბა ღირ­სე­უ­ლად უნდა მი­ი­ღოთ, ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, ამი­ტომ ბევ­რი იქ­ნე­ბა, ვინც ამას შე­ამ­ჩნევს.

მშვილ­დო­სა­ნი

სი­ზარ­მა­ცე, რო­მელ­მაც დღეს შე­იძ­ლე­ბა დაგძლი­ოთ, დი­ლი­დან­ვე უნდა გან­დევ­ნოთ, ფი­ზი­კუ­რი შრო­მა ერ­თა­დერ­თი გზაა გან­წყო­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად.

თხის რქა

არ უნდა გა­მო­ი­ყე­ნოთ გარ­შე­მო მყო­ფე­ბი სა­კუ­თა­რი ეგო­ის­ტუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით შეგრცხვე­ბათ იმის გამო, რომ ასე მო­ი­ქე­ცით სან­დო ადა­მი­ა­ნის მი­მართ.

მერ­წყუ­ლი

დღის მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა გარ­შე­მო მყო­ფებ­თან ურ­თი­ერ­თგა­გე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა იქ­ნე­ბა: სჯობს იყოთ მი­ტო­ვე­ბუ­ლი, ვიდ­რე ჩა­ერ­თოთ კონ­ფლიქ­ტში, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა დიდ­ხანს გაგ­რძელ­დეს და დამ­ღლე­ლი იყოს.

თევ­ზე­ბი

გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა, რო­მელ­საც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ გა­ნიც­დით, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრავს თქვენს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ. ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბით, თქვენ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით ნე­გა­ტი­ვი­სა­გან თქვენ გარ­შე­მო არ­სე­ბულ სამ­ყა­რო­ზე.

,, სოროსის ფონდის შრომის შედეგია საქართველოში ფსევდო ლიბერალიზმი და ფეიკ მედიაც”- ზურაბ ქადაგიძე

„წლები აშენებდა სოროსი ალტერნატიულ საზოგადოებებს მსოფლიო მასშტაბით ზოგან რევოლუციებით, ზოგან კულტურული ექსპანსიითა და სოციალური ექსპერიმენტებით”, – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე და ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმიანება, სადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიუსელი ჯორჯ სოროსის ჯიბეშია.

ექსპერტის თქმით, სოროსის ფონდის შრომის შედეგია საქართველოში ფსევდო ლიბერალიზმი და ფეიკ მედიაც. მისი თქმით, ქართული საზოგადოებისთვის აუცილებელია ამ გავლენებისგან გათავისუფლება, ამას კი მსოფლიოში მიმდინარე პროცესები უზრუნველყოფს.

„ადრეც ვთქვი და გავიმეორებ – ჯორჯ სოროსი, მისი ფონდები, არასამთავრობო თუ კორპორაციული ორგანიზაციები „დიფ სთეითის” ხილული მხარეა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში სინდიკატებად იქსელებოდა მსოფლიო მასშტაბით.

ზოგან ჰუმანიტარულ მისიებად, ზოგან მსხვილ სოციალურ ფონდებად და ზოგან დემოკრატიის დისტრიბუტორად ევლინებოდა სხვადასხვა საზოგადოებებს.

წლები აშენებდა სოროსი ალტერნატიულ საზოგადოებებს მსოფლიო მასშტაბით ზოგან რევოლუციებით, ზოგან კულტურული ექსპანსიითა და სოციალური ექსპერიმენტებით.

ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის დღევანდელი მდგომარეობა, სწორედაც სოროსის შრომის ნაყოფია – “ფსევდო-ელიტა”, “ენჯეოკრატია”, სტერილური აზროვნება, გრანტებზე დახურდავებული პედაგოგიკა, მერკანტილიზმი და “ფეიკ-მედია”.

მოკლედ, ჩვენთვისვეა აუცილებელი მიმდინარე პროცესების გავლა, რადგან სამუდამოდ გათავისუფლდეს ქართული საზოგადოება ყველანაირი გავლენებისგან.

იმედია, როგორც ამერიკაში დაიწყო „დიფ სთეითის” დემონტაჟი, ასევე აუწყობს ფეხს ევროპა და გათავისუფლდება სოროსის სინდიკატისგან, თორემ მაკრონებისა და შოლცების იმპოტენტი მთავრობების შემხედველი კი ატყობთ საით მიექანებიან!” – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

 ,,სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა”-ალექსანდრე რაქვიაშვილი

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა, ყველამ, ვინც მას დაუჯერა და გაჰყვა, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ პერიოდში ძალიან ბევრი ენერგია დაიხარჯება და ბევრი შეცდომა იქნება დაშვებული.

„ერთი თვის წინ ითქვა, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს და დღე დღეზე გამოაქვეყნებენ, ამიტომ ის, რომ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც თავის თავს ბარიერგადალახულს და პროდასავლურს ეძახის, იმაზეც კი ვერ ჩამოყალიბდა, თუ რა უნდა. არჩევნები უნდა თუ ჯერ რეფორმები და არჩევნები უნდა. ისიც არ არის ჩამოყალიბებული, ვინ უნდა ჩაატაროს ეს რეფორმები, არაღიარებულმა პარლამენტმა ხომ არ შეიძლება ჩაატაროს რეფორმები, მაშინ რეფორმები არ იქნება აღიარებული. ყველაფერი ეს კიდევ უფრო ამორალურადაც გამოიყურება იმ ფონზე, რომ ამ გაუგებრობაში არის ოპოზიციის ეს ნაწილი და, მეორე მხრივ, ხალხი ციხეში ზის და, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ისინი ღალატობენ იმ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში დგანან და ცდილობენ, ახალი არჩევნები მოიპოვონ. პოლიტიკური კლასის ვალდებულებაა, პოლიტიკური მოთხოვნა ჩამოაყალიბოს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მთავარი შეცდომაა.

„ყველამ, ვინც მას დაუჯერა და ვინც გაჰყვა, ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა. ადრე როგორც არაფერი გამოსულა მისი ინიციატივებით, არც ახლა გამოვა ამ ინიციატივებისგან. ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი მიხვდება, რომ შეცდომა დაუშვა, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი ენერგია დაიხარჯება და ბევრი შეცდომა იქნება დაშვებული ამ პერიოდში. არ მაქვს მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილის დახმარებით რამე მოხდება, ალბათ უფრო გაფუჭდება, ვიდრე გაკეთდება“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

გომი-სავანეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-სავანე) მონაკვეთზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფომაციაშია აღნიშნული, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 ,,მნიშვნელოვანია დასავლეთმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას –  ფართომასშტაბიანი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის სახით”- ანა დოლიძე

ბელარუსში ოპოზიცია 10 თვე იყო ქუჩაში და ის პროტესტები სისხლიანი რეპრესიებით დასრულდა, ჩრდილოეთ მაკედონიაში ოპოზიცია ორი წელი იყო და ოპოზიცია ბევრად უფრო რთულ ვითარებაში იყო, მათთან შედარებით ჩვენ ვპარპაშებთ, ერთი ტელევიზია ჰქონდათ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „რუსუდან დუმბაძის დღის ამბებში“ განაცხადა.

ანა დოლიძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დასავლეთმა კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, ქართული სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ფართომასშტაბიანი ფინანსური მხარდაჭერის პაკეტის სახით.

„რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების, სწორედ ისე, როგორც აგვისტოს ომის შემდეგ მოხდა, რომელიც მოგვცემს საშუალებას გადავიტანოთ კრიზისი. ეს ფული ყველა შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, ეკონომიკაში ჩაისხმება. ამ თანხებს თუ მედიას, სამოქალაქო საზოგადოებას, პროფესიულ ჯგუფებს მისცემენ, ვინც არიან ქუჩაში, თეატრებს, მცირე ბიზნესებს მისცემენ, მისცემენ უპროცენტო სესხებს, როგორც არის ხოლმე ამ ტიპის გრანტებში, როგორც მოხდა 2008 წლის აგვისტო ომის შემდეგ, ეს მილიარდობით დოლარის თანხა ჩაისხმება ეკონომიკაში და მისცემს საშუალებას ამ ადამიანებს შეამსუბუქოს ის ტვირთი, ის მსხვერპლი, რომელსაც ჩვენ ახლა ვწევთ“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ანა დოლიძე აცხადებს, რომ ხშირად ეუბნებიან ზედმეტად არ დაამშვიდოს ხალხი ან იმედები არ გასცეს, თუმცა, მაგალითად ბელარუსის და ჩრდილოეთ მაკედონიის პროტესტი მოჰყავს, სადაც პროცესს დიდი დრო დასჭირდა.

„გვეუბნებიან, ზედმეტად არ დავამშვიდოთ ხალხი, ან რაღაც იმედი გავცეთ. ბელარუსში ოპოზიცია 10 თვე იყო ქუჩაში და ეს პროტესტები სისხლიანი რეპრესიებით დასრულდა. მეორე მხრივ, ჩრდილოეთ მაკედონიაში ოპოზიცია ორი წელი იყო და ოპოზიცია ბევრად უფრო რთულ ვითარებაში იყო, მათთან შედარებით ჩვენ ვპარპაშებთ, ერთი ტელევიზია ჰქონდათ და ორი წლის შემდეგ მათი ოლიგარქი გრუევსკი გაუშვეს და ახლა ორბანთან ცხოვრობს. ასე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ბზარები უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერის შედეგად აუცილებლად გაჩნდება“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბთან მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბთან მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ცნობისთვის, „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო და დაწერა: „საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით“

თემქის პოლიციის განყოფილებასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს

თემქის პოლიციის განყოფილებასთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ექვსი პირი დააკავეს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

შსს განმარტებით, მათგან ერთი დაკავებულია პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ხუთი კი ნიღბის მოხსნის შესახებ სამართალდამცველების მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის.

„2024 წლის 30 დეკემბერს ძალაში შევიდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილება, რომლის თანახმადაც, აქციის მონაწილეებს აეკრძალათ სახის ნიღბით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით დაფარვა.

თემქის პოლიციასთან მისულ აქციის მონაწილეებს პოლიციამ არაერთგზის მოუწოდა კანონის დაცვისკენ, თუმცა არ დაემორჩილნენ პოლიციის მითითებას. ერთ-ერთი მათგანი დაკავდა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის, ხოლო 5 პირი არ დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას ნიღბის მოხსნის შესახებ“, – აცხადებენ შსს-ში.

თემქის პოლიციის განყოფილებასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აქციის რამდენიმე მონაწილე სამართალდამცველებმა ნიღბების ტარების გამო დააკავეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

თემურ ჭყონია: ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა

ჩვენ არ ვიძახით, რომ არჩევნები გაყალბდა, იმიტომ, რომ ჩვენ არა ვართ ამის ანალიტიკოსები. მაგრამ ჩვენ ვიძახით, რომ დღევანდელი სიტუაცია რომ განიმუხტოს, პრაგმატულად რომ შევხედოთ, საჭიროა არჩევნები, იმიტომ, რომ არ შეიძლება იზოლაციაში ცხოვრება, – განაცხადა ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ სხვა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე.

მისივე თქმით, ხალხმა უნდა იცოდეს თუ როგორ გეგმავს მმართველი პარტია ბიუჯეტის შევსებას და 2030 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას.

„ის, რომ საუბრობენ 100 მილიონი არ მოგვცა, 50 მილიონი არ მოგვცა, ჩვენ ბიუჯეტს მაინც შევავსებთ, უნდა გვითხრან მეგობრებო რით შევავსებთ, უნდა გვითხრან ჩვენ არ ინერვიულოთ ჩვენ ამით შევავსებთ. ჩვენ რომ გვეუბნებიან, რომ 30 წელს შევალთ ევროპაში, ასე მეც გეტყვით, რომ მე გპირდებით, რომ 2035 წელს მთვარეზე გავფრინდებით ყველა და დამელოდეთ. ეგრე სად არის? არ შეიძლება ესე მართვა, რომ ჩვენ არ ვიცოდეთ ჩვენი მომავალი“, – განაცხადა თემურ ჭყონიამ.

წინასაინაუგურაციო მიღებაზე ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საკვანძო პირებს ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადავეცი: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება – სალომე ზურაბიშვილი

წინასაინაუგურაციო მიღებაზე ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის საკვანძო პირებს ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადავეცი: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„პატივი მქონდა დავსწრებოდი „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაინაუგურაციო მიღებას დონალდ ტრამპ უმცროსის მიწვევით. ეს შესაძლებლობა გამოვიყენე, რათა ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში საკვანძო გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის ქართველი ხალხის სასწრაფო თხოვნა გადამეცა: ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების საჭიროება,” – წერს ზურაბიშვილი.

ტრამპი, ინაუგურაციიდან 24 საათის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დეპორტაციას გეგმავს

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ინაუგურაციიდან 24 საათის შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივ დეპორტაციას გეგმავს. ამის შესახებ dailymail-ი წერს.

ტრამპის ადმინისტრაცია ფართომასშტაბიანი რეიდის განხორციელებას, ჩიკაგოში დაიწყებს. თუმცა, ტომ ჰომენი, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში ე.წ. საზღვრის მეფის თანამდებობას დაიკავებს, აცხადებს, რომ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშავებს.

“ჩვენ ვაპირებთ ოპერაციების ჩატარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით,” – განაცხადა მან.
სიაში პირველი ჩიკაგოა, სადაც 2022 წლის აგვისტოდან მოყოლებული, 50 000-ზე მეტმა მიგრანტმა მოიყარა თავი.

აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სააგენტო, აღნიშნული სამუშაოს ჩასატარებლად, 100-200 ოფიცერს გაგზავნის.