Home Blog Page 20

უწყების მხრიდან არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი და მოქალაქეებს მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში – შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი და მოქალაქეებს მოუწოდებს, არ შევიდნენ შეცდომაში.

როგორც უწყება აღნიშნავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე არაერთი შეტყობინება შევიდა, სადაც მოქალაქეები მიუთითებენ, რომ უწყების სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინება მიიღეს.

ასევე, შსს განვმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.

ქარიშხალმა „მილტონმა“ ფლორიდას, დაახლოებით, 50 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი მიაყენა

ქარიშხალმა “მილტონმა”, რომლის გამოც აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი იძულებული გახდა ევროპაში ვიზიტი გაეუქმებინა, დაახლოებით, 50 მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მესამე ძლიერი ქარიშხალი, რომელიც ფლორიდას სამი თვის განმავლობაში დაატყდა თავს.„ექსპერტების შეფასებით, და ეს არის წინასწარი შეფასებით, მხოლოდ ქარიშხალმა „მილტონმა“, დაახლოებით. 50 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი გამოიწვია”, – აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, „მილტონის“ გამო 3 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, მაგრამ ელექტროგადამცემი ხაზის 50 ათასი სპეციალისტის წყალობით, რომლებიც ფლორიდაში აშშ-ის 43 შტატიდან და კანადიდან ჩავიდნენ, 1 მილიონ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღუდგა. ჯო ბაიდენის თქმით, არმიის კორპუსი და ფლორიდის ეროვნული გვარდია ადგილზე არიან და სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში, მათ შორის გზების გახსნაში, მონაწილეობენ, რათა მოხდეს საკვების, წყლის და სამაშველო აღჭურვილობის მიწოდება.

ენმ-ის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს – ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პარტიის ვარკეთილის ოფისი დაარბიეს.

როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, „ვარკეთილის ენმ -ის ოფისი სუს-ის და მილიციის ნასედკებმა დაარბიეს”.

მისი თქმით, მათ ხალხი საკადრის პასუხს 26 ოქტომბერს გასცემს.

ამასთან, ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს ოფისის ფოტოებს, სადაც ჩანს კედლები და ინვენტარი, რომელიც სავარაუდოდ, საღებავით არის შეღებილი.

რუსებმა კურსკში 9 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს – უკრაინული მედია

რუსებმა კურსკის ოლქში ტყვედ ჩავარდილი 9 უკრაინელი სამხედრო დახვრიტეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია პროექტ Deepstate-სა და ქვეყნის ომბუდსმენზე, დიმიტრი ლუბინეცზე დაყრდნობით ავრცელებს.

Deepstate-ს ცნობით, უკრაინელი ტყვეები დასახლება ზელიონი შლიახის ტერიტორიაზე დახვრიტეს.

ინფორმაციას უკრაინის ომბუდსმენი, დიმიტრი ლუბინეციც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი ქმედებები არის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობასთან დაკავშირებით ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევა.

„კიდევ ერთხელ გავუგზავნე წერილები გაერო-ს და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს რუსების მორიგი დანაშაულის შესახებ. ეს ქმედებები დაუსჯელი არ უნდა დარჩეს და მტერმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა. რუსეთი არის ტერორისტული ქვეყანა, რომელიც ომის ყველა წესა არღვევს. საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა დახუჭოს თვალი მსგავს დანაშაულებზე!“ , – აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ლიეტუვაში საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური მიმდინარეობს.

არჩევნებისთვის, დაახლოებით 2.4 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ლიეტუვის პარლამენტის, ანუ სეიმის, 141 წევრს ოთხი წლის ვადით, ორ-ტურიანი არჩევნების ჩატარების შედეგად აირჩევენ.

დღეს, 70 დეპუტატს აირჩევენ პარტიული სიებით, რომლებსაც შეუერთდებიან ერთმანდატიანი ოლქებიდან ის კანდიდატები, რომლებიც ხმების 50%-ზე მეტს მოიპოვებენ. მეორე ტური 27 ოქტომბერს გაიმართება, როდესაც ერთმანდატიანი ოლქების უმრავლესობაში ამომრჩევლები არჩევანს ორ ყველაზე კარგი შედეგის მქონე კანდიდატს შორის გააკეთებენ.

საზოგადოებრივი აზრისა და ბაზრის კვლევის დამოუკიდებელი ინსტიტუტის, „ვილმორუსის“ მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის შედეგად, არჩევნებში „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ლიდერობს, რომელსაც ვილია ბლინკევიჩიუტე ხელმძღვანელობს, და მას პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს პარტია „სამშობლოს კავშირზე“ ორჯერ მეტი მხარდაჭერა აქვს. გამოკითხვის თანახმად, რეიტინგის მიხედვით აღნიშნულ ორ პარტიას შორისაა მემარჯვენე პოლიტიკოსის, რემიგიუს ზემაიტაიტის ახლად დარეგისტრირებული პარტია „ნემუნო აუშრა“.

ამასთან, გამოკითხვების თანახმად, ამომრჩევლების ხმების 20%-ზე მეტს ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობის ფორმირებისთვის ალიანსის შექმნა იქნება საჭირო.

აღსანიშნავია, რომ „სოციალ-დემოკრატებმა“ ზემაიტაიტის პარტიასთან ალიანსი გამორიცხეს.

ლიბანში „ჰეზბოლას“ 200-მდე ობიექტს დავარტყით და ათამდე მებრძოლი გავანადგურეთ – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ლიბანის სხვადასხვა რაიონში 200-ამდე ობიექტს დაარტყეს და „ჰაზბოლას“ ათობით მებრძოლი გაანადგურეს, – ინფორმაციას მედია ისრაელის არმიის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბოლო 24 საათის განმავლობაში ისრაელის ჯარებმა ათობით ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს, აღმოაინეს გვირაბები და სხვადასხვა სახის იარაღი, მათ შორის გამშვებები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, საბრძოლო მასალა და სხვა. ისრაელის საჰაერო ძალებმა დარტყმა მიაყენეს „ჰეზბოლას“ დაახლოებით 200 სამიზნეს ლიბანის სიღრმესა და ქვეყნის სამხრეთში, მათ შორის ტერორისტულ უჯრედებს, რაკეტების გაშვების ადგილებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტსაწინააღმდეგო ობიექტებსა და ტერორისტულ ინფრასტრუქტურას“, – აღნიშნულია ისრაელის არმიის განცხადებაში.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ აგრძელებენ ოპერაციებს ღაზას სექტორში, სადაც, მათი მონაცემებით, ერთ დღეში 40-ამდე ტერორისტულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს და ათობით პალესტინელი რადიკალის ლიკვიდაცია განახორციელეს.

საჭიროა ლიბანში სამხედრო ოპერაციებიდან დიპლომატიურ გზაზე რაც შეიძლება მალე გადასვლა – ლოიდ ოსტინი

ლიბანში, გაერო-ს სამშვიდობო მისიის პოზიციებისთვის ცეცხლის გახსნის შესახებ ცნობებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს ტელეფონით ესაუბრა და ღრმა შეშფოთება გამოხატა გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, რომ ისრაელის ძალებმა ლიბანში გაერო-ს სამშვიდობო მისიის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს და ასევე, ორი ლიბანელი ჯარისკაცის დაღუპვასთან დაკავშირებით.

„მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა UNIFIL-ის ძალების [გაეროს დროებითი ძალები ლიბანში] და ლიბანის შეიარაღებული ძალების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობა და ლიბანში სამხედრო ოპერაციებიდან დიპლომატიურ გზაზე რაც შეიძლება მალე გადასვლის საჭიროება“, – აღნიშნულია პენტაგონის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, მინისტრმა ოსტინმა ასევე ისაუბრა ღაზაში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები მის მოსაგვარებლად.

„მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ურყევი და მტკიცე ვალდებულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ. მან განაცხადა, რომ მძევლები ოჯახებში რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდნენ“, – აღნიშნულია პენტაგონის ინფორმაციაში.

კურსკში რუსები ჩვენი პოზიციების უკან დახევას შეეცადნენ, მაგრამ ხაზებს ვიცავთ – ვოლიდიმირ ზელენსკი

რუსულმა ძალებმა კურსკის ოლქში შეტევითი ოპერაციები განახორციელეს, მაგრამ უკრაინული მხარე ახერხებს თავდასხმების მოგერიებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„იყო რუსეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების უკან დახევის მცდელობები, მაგრამ განსაზღვრულ ხაზებს ვიცავთ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი მტკიცებით, უკრაინელი სამხედროები წარმატებებს აღწევენ პოკროვსკის მიმართულებით პოზიციების დაცვის კუთხით დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით კი, სადაც რუსები სასტიკ ქმედებებს ახორციელებენ, რთული პირობებია.

“ზოგადად, დონეცკისა და ზაპორიჟიეს მიმართულებები ძალიან მძიმე პირობების, მტრის სასტიკი ქმედებების წინაშეა, მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფების მედეგობა გადამწყვეტია. სწორედ ჩვენს მედეგობაზეა ყველაფერი დამოკიდებული“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მომავალმა კოალიციურმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა იყუროს მხოლოდ წინ, არ იქნება არანაირი პოლიტიკური შურისძიება – თინა ბოკუჩავა 

დღეს ჩვენ გვაქვს გამარჯვების ზეიმი, რომელსაც 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ქართველ ხალხთან ერთად. ქართველი ხალხი ყოველთვის ვიმარჯვებთ და ასე გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, ასე გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული მომავალი, ასე გაიმარჯვებს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომერი. გავიმარჯვებთ სახელოვნად! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ვაკის პარკში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, „მომავალმა კოალიციურმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა იყუროს მხოლოდ წინ, არ იქნება არანაირი პოლიტიკური შურისძიება, დამთავრდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება“.

„მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ყველაზე ერთგულო, ყველაზე გაუტეხელო ადამიანებო. მივესალმები „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თითოეულ წევრსა და მხარდამჭერს, რომელთაც ივანიშვილის 12 წლიანმა დევნამ და შურისძიებამ ვერაფერი დაგვაკლო. მივესალმები საქართველოს მესამე პრეზიდენტს – მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ახლა გვიყურებს, რომელმაც თავისი სიცოცხლე საქართველოს მიუძღვნა და რომელიც თქვენთან ერთად, ჩვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად სულ მალე დიდ, ეროვნულ გამარჯვებას იზეიმებს. მივესალმები საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება დღეს აქ ჩვენთან ერთად არ არის, მაგრამ „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“ იმედის თვალით უყურებს, რადგან იცის, რომ დიახ, სწორედ თქვენ, სწორედ ჩვენ, სწორედ მიხეილ სააკაშვილის პარტია, სწორედ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ მოიტანს დიდ გამარჯვებას 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე.

დღეს არ მინდა დიდხანს ვილაპარაკო იმ 12 წლიან მმართველობაზე, სიღატაკეზე, იძულებით ემიგრაციაზე, რომელიც მოიტანა „ქართული ოცნების“ მთავრობამ, რადგან ივანიშვილი დღეს საქართველოს პოლიტიკურ წარსულია, ხოლო თქვენ ხართ საქართველოს მომავალი. დღეს ჩვენ გვაქვს გამარჯვების ზეიმი, რომელსაც 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ქართველ ხალხთან ერთად. ევროპული მომავლის, სადაც ჩვენს მშობლებს ექნებათ ღირსეული სიბერე, ჩვენს შვილებს ექნებათ ლაღი ბავშვობა, სადაც ყველა ბავშვს ყველა საჯარო სკოლაში ექნება უფასო კვება, სადაც პენსიონერებს აღარ დააწვებათ მხრებზე კაბალური საპენსიო სესხები, რადგან ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენ გავაუქმებთ საპენსიო სესხებს, ამას გპირდებით „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ სახელით. გპირდებით მომავალს, სადაც ოჯახებს ბავშვის გაჩენის აღარ შეეშინდებათ სიღარიბის გამო, ოჯახები გაერთიანდებიან და დაბრუნდებიან იძულებითი ემიგრაციიდან, ამისთვის ჩვენ შევქმნით პრეზიდენტ სააკაშვილის ერთ მილიარდიან ფონდს, რათა თითოეულ იძულებით ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს ახალი მომავლის შანსი, სწორედ აქ, თავისი სამშობლოში.

ჩვენს ახალგაზრდებს მივცემთ წვდომას ევროპულ ფონდებზე იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ განათლება ევროპაში, მაგრამ დაბრუნდნენ სწორედ აქ, აქ ჰქონდეთ ღირსეული სამუშო ადგილები. ეს არის მომავალი, სადაც არ არის პოლიტიკური დევნა, სადაც არ არიან პოლიტიკური პატიმრები და სადაც საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მთელს მსოფლიოს საქართველო გააცნო, როგორც ნომერ პირველი რეფორმატორი, რომელმაც არ დათმო არ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, არ ისჯება ქვეყნის აღმშენებლობისთვის, ეს არის ჩვენი ქვეყანა, ეს არის ჩვენი მომავალი, ეს არის ევროპული მომავალი, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძვით.

„ქართული ოცნება“ იქცა ეროვნული სირცხვილის ძალად, რომელიც მოითხოვს საქართველოს ამაყი მოქალაქეებისგან, რომ მტრის წინაშე ბოდიში მოვიხადოთ. მე დღეს აქ კიდევ ერთხელ მინდა ქართველი ამაყი, მართალი, პატრიოტი ხალხის ხმა გავაგონოთ მოქალაქე ივანიშვილის, ქართველი ხალხი მტრის წინაშე ბოდიშს არ იხდის, ეს არის ამაყი მართალი ქართველი ხალხის ხმა.

მომავალმა კოალიციურმა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ უნდა იყუროს მხოლოდ წინ, არ იქნება არანაირი პოლიტიკური შურისძიება, დამთავრდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება. ახალი კოალიციური ხელისუფლება წავა მხოლოდ წინ იმისთვის, რომ საქართველომ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა, გპირდებით, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ იქნება მთავარი ლოკომოტივი, რომელიც შეიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში. ხელისუფლების ცვლილებისთანავე უმოკლეს ვადებში საქართველო გახსნის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან გაწევრიანებაზე და სულ მოკლე დროში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ხელში ეჭირება ევროკავშირის პასპორტი.

ამასთანავე, საქართველოს მიეცემა წვდომა 14 მილიარდიან ფონდზე იმისთვის, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენი მშობლებისთვის, შვილებისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა და უარი ვუთხრათ სიღატაკეს იზოლაციაში, რომელიც ივანიშვილს მოაქვს. სწორედ საქართველოს ევროკავშირის პასპორტი მსოფლიოში ყველაზე დაცული პასპორტი გახდება გარანტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის. დიახ, სწორედ ეს არის გზა ჩვენი სუვერენიტეტის აღდგენის, რადგან ძალა ევროპაშია, „ძალა ერთობაშია“, ეს არის სიტყვები, რომელიც პრეზიდენტმა სააკაშვილმა საკუთარი ხელით დაწერა საქართველოს გერბზე და ჩვენ ამას კიდევ ერთხელ გავამტკიცებთ მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ როდესაც ქართველი ხალხი ერთიანდება, როდესაც ჩვენ ვირჩევთ ერთიანობას, ჩვენ ყოველთვის ვიმარჯვებთ, ასე გავიმარჯვებთ 26 ოქტომბერს, ასე გაიმარჯვებს ქართველი ხალხი, ასე გაიმარჯვებს საქართველოს ევროპული მომავალი, ასე გაიმარჯვებს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, 5 ნომერი, გავიმარჯვებთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერ­ძი

წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღე რომ გქონ­დეთ, შე­ე­ცა­დეთ სე­რი­ო­ზუ­ლად მო­ე­კი­დოთ მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს. დაგ­რო­ვი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რი­სას საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ჩხუბს და კო­ლე­გებ­თან კონ­ფლიქტს მო­ე­რი­დეთ. ებ­რძო­ლეთ სი­ზარ­მა­ცის შე­ტე­ვებს. ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბა ან მივ­ლი­ნე­ბა.

კურო

უნდა გა­და­ხე­დოთ თქვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებს, შეც­ვა­ლოთ მიდ­გო­მე­ბი გარ­კვე­ულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რათა უფრო ეფექ­ტუ­რად შე­ას­რუ­ლოთ თქვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. შე­იძ­ლე­ბა ეს ად­ვი­ლი არ იყოს, მაგ­რამ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა ამ ტრანსფორ­მა­ცი­ა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. და­უთ­მეთ დრო ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შეს­წავ­ლას და ადევ­ნეთ სი­ახ­ლე­ებს თვალ­ყუ­რი.

ტყუ­პი

დღე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ აქ­ტი­უ­რობთ და არ გა­ი­მე­ო­რებთ წარ­სულ შეც­დო­მებს. კარ­გი დროა პარტნი­ორ­თან ერ­თობ­ლი­ვი ბიზ­ნე­სის და­სა­წყე­ბად. ფრთხი­ლად უნდა იყოთ უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან, ისი­ნი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდნენ ეგო­ის­ტე­ბი და გა­მო­გი­ყე­ნონ თა­ვი­ანთ სა­სარ­გებ­ლოდ. უმ­ჯო­ბე­სია სა­ღა­მო საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად გა­ა­ტა­როთ.

კირჩხი­ბი

გჭირ­დე­ბათ კონ­ცენ­ტრი­რე­ბა იმ სა­კი­თხებ­ზე, რაც ხელს შე­უ­წყობს კა­რი­ე­რულ წინსვლას. შეძ­ლებთ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მიღ­წე­ვას. არ არის სა­ჭი­რო იმის და­პი­რე­ბა, რისი შეს­რუ­ლე­ბაც არ შე­გიძ­ლია. ნუ აი­ღებთ მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ასე­ვე კარ­გი დღეა რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბის­თვის.

ლომი

13 ოქ­ტომ­ბე­რი დატ­ვირ­თუ­ლი დღეა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, მაგ­რამ კომ­პრო­მის­ზე წას­ვლის სურ­ვი­ლი გა­მო­გად­გე­ბათ. კარ­გი დღეა ახ­ლის წა­მო­წყე­ბის­თვის და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვით­გა­მო­ხატ­ვის­თვის. იყა­ვით უფრო აქ­ტი­უ­რი, გა­მო­ხა­ტეთ თქვე­ნი თა­ნაგ­რძნო­ბა. ებ­რძო­ლეთ სი­ზარ­მა­ცის შე­ტე­ვებს, რათა მი­აღ­წი­ოთ სა­სურ­ველს.

ქალ­წუ­ლი

სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს გა­იც­ნობთ. გა­მო­ი­ყე­ნეთ წარ­სუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და ნუ გა­ი­მე­ო­რებთ თქვენს შეც­დო­მებს სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შე­საქ­მნე­ლად. მეტი იფიქ­რე სხვებ­ზე, მო­ე­რი­დე ეგო­ის­ტურ მიდ­გო­მას. არა­ფე­რი ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი დღეს არ შე­ი­ძი­ნოთ, გან­სა­კუთ­რე­ბით კრე­დი­ტით. უმ­ჯო­ბე­სია მო­ძებ­ნოთ და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი.

სას­წო­რი

რა­საც არ უნდა აკე­თებ­დეთ, მო­ე­რი­დეთ აჩ­ქა­რე­ბას და ქა­ოსს, და­ი­ცა­ვით წე­სე­ბი. თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა და შე­უ­პოვ­რო­ბა წარ­მა­ტე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვანთ. ზო­გი­ერთს პი­რად ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა გე­ლით. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ თავ­შე­კა­ვე­ბა და სიმ­შვი­დე, რაც არ უნდა მოხ­დეს თქვენ გარ­შე­მო.

მო­რი­ე­ლი

ნა­თე­სა­ვებ­თან და მე­გობ­რებ­თან ჩხუ­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა იყოს თავ­შე­უ­კა­ვებ­ლო­ბა და სიმ­კაც­რე. უნდა იყოთ უფრო რბი­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში, გა­მო­ი­ჩი­ნოთ თა­ვა­ზი­ა­ნო­ბა, კე­თილ­გან­წყო­ბა და ტაქ­ტი. დრო და­უთ­მეთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას, ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის შე­ძე­ნას და თვით­გან­ვი­თა­რე­ბას. მათ­თვის, ვინც ახა­ლი სა­მუ­შა­ოს ძი­ე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი, ვარ­სკვლა­ვე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის მოს­ვლას ჰპირ­დე­ბი­ან.

მშვილ­დო­სა­ნი

თუ ცოტა ხნის წინ იგ­რძე­ნით გარ­კვე­უ­ლი სტაგ­ნა­ცია სამ­სა­ხურ­ში ან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, დღეს არის შან­სი, გა­დად­გათ ნა­ბი­ჯი წინ. შეც­ვა­ლეთ ჩვე­უ­ლი მიდ­გო­მა საგ­ნე­ბის მი­მართ, გა­მო­ი­ყე­ნეთ ახა­ლი მე­თო­დე­ბი, ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ სირ­თუ­ლე­ე­ბის. წყვილ­ში ჰარ­მო­ნი­ი­სა და ნდო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, იპო­ვეთ კომ­პრო­მი­სი და გა­ა­ტა­რეთ დრო ერ­თად.

თხის რქა

თქვე­ნი ენერ­გი­ის დონე შე­სამ­ჩნე­ვად გა­იზ­რდე­ბა. გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბა უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. თუ სამ­სა­ხურ­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი არ­ცთუ ისე კარ­გი გაქვთ, შე­ე­ცა­დეთ მე­ტად მე­გობ­რუ­ლი გახ­დეთ. ეს ასე­ვე ეხე­ბა პი­რად ცხოვ­რე­ბას. არ უნდა და­ამ­ტკი­ცოთ სი­მარ­თლე და ზე­წო­ლით მო­ი­თხო­ვოთ თქვე­ნი სურ­ვი­ლე­ბის ას­რუ­ლე­ბა.

მერ­წყუ­ლი

დი­დია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, რომ წარ­სუ­ლის ადა­მი­ა­ნე­ბი ან მოვ­ლე­ნე­ბი კვლავ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან თქვენს ცხოვ­რე­ბას. შე­იძ­ლე­ბა მოხ­ვდეთ მათი გავ­ლე­ნის ქვეშ, გახ­დეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლი და და­უშ­ვათ იგი­ვე შეც­დო­მე­ბი. თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არ არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი, არ და­ი­ვი­წყოთ ჯან­მრთე­ლო­ბა, და­კავ­დით სპორ­ტით, გა­ი­სე­ირ­ნეთ სუფ­თა ჰა­ერ­ზე. შე­იძ­ლე­ბა მი­ი­ღოთ მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, ბო­ნუ­სი.

თევ­ზე­ბი

გა­იზ­რდე­ბა სა­ჭი­რო კონ­ტაქ­ტე­ბის დამ­ყა­რე­ბი­სა და გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან შეხ­ვედ­რის შან­სი. შე­ე­ცა­დეთ და­ამ­ყა­როთ მათ­თან მე­გობ­რუ­ლი კონ­ტაქ­ტი. ეს სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა შემ­დგომ მუ­შა­ო­ბა­ში. ზო­გი­ერთს გე­ლო­დე­ბათ რო­მან­ტი­კუ­ლი ნაც­ნო­ბო­ბა, პა­ე­მა­ნი. იყა­ვით ბუ­ნებ­რი­ვი, ასე უფრო კარგ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას მო­ახ­დენთ თქვენს საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­ზე.

,,არ ვიცი, რას და ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში პრეზიდენტი”- გიორგი ვაშაძე

არ ვიცი, რას და ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში პრეზიდენტი, ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

„არ ვიცი, მისი პოზიციაა. არ ვიცი, რას გულისხმობს, ვის გულისხმობს ტექნიკურ მთავრობაში, ამიტომ ეს ნამდვილად არ წერია ქარტიაში, მაგრამ დავილაპარაკებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახლა იმდენად მცირე დროა არჩევნებამდე დარჩენილი შეიძლება სჯობდეს, რათა არჩევნების შემდგომ სწრაფად ჩამოყალიბდება კოალიციური მთავრობა. ჩვენ, ოპოზიციურ პარტიებს ძალიან მალე შეგვიძლია, მივაღწიოთ შეთანხმებას ქვეყნის სწორ მართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, როგორც ვაშაძემ აღნიშნა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ქარტიის ერთგულია.

„ჩვენ ქარტიის ერთგული ვართ, შევასრულებთ აბსოლუტურად ყველა პირობას. დანარჩენი ნამდვილად არ ვიცი, კონკრეტული კანდიდატების სახელი და გვარები. დავსხდებით, გუნდურად ყველა საკითხს გავივლით, გაცნობებთ პოზიციას“, – აღნიშნა ვაშაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს და ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან შეასრულოს, რაც წერია ქარტიაში. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დროა, ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის სულისკვეთებისა და მისი ყოველივე სიტყვის ერთგულნი.

„პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია „ქართულ ქარტიასთან”- „კოალიცია ცვლილებისთვის“

„კოალიცია ცვლილებისთვის“ მხარს უჭერს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას ტექნიკური მთავრობის დასახელებასთან დაკავშირებით.

როგორც კოალიციის განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია ქარტიასთან.

„პრეზიდენტის დღევანდელი ინიციატივა სრულ შესაბამისობაშია „ქართულ ქარტიასთან“. ჩვენ ხელმოწერით დავადასტურეთ ჩვენი ერთგულება, სრულად შევასრულოთ ქარტიით გათვალისწინებული ყველა პუნქტი. შესაბამისად, მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის დღევანდელ ინიციატივას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს და ის იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან შეასრულოს, რაც წერია ქარტიაში. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დროა, ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის სულისკვეთებისა და მისი ყოველივე სიტყვის ერთგულნი.