Home Blog Page 20

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – 619 აბი “სუბუტექსი” ამოიღო – შსს

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით 42 წლის მამაკაცი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოეთიდან გამოგზავნილ მოპედში, შენიღბულად დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – “სუბუტექსის” 619 აბი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ზ. დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოეთიდან გამოგზავნილ მოპედში, შენიღბულად დამალული იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება – “სუბუტექსის” 619 აბი.

ბრალდებული გ.ზ. სამართალდამცველებმა იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი სამალავიდან მისთვის განკუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალების დაუფლებას ცდილობდა.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260 მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვის მცდელობას გულისხმობს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მარტო იმად ღირდა მამუკა მდინარაძის სუს-ის სათავეში მოსვლა, რომ რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიძრა მკვდარი წერტილიდან – დავით ქართველიშვილი

მარტო იმად ღირდა მამუკა მდინარაძის სუს-ს სათავეში მოსვლა, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიძრა მკვდარი წერტილიდან: ანტიკორუფციულმა სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი დააპატიმრა – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, სუს-მა მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი, იმ დანაშაულთან დაკავშირებით დააპატიმრა, რა თემაზეც წლებია მძაფრი კამათი იყო, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოქმედი კანონის გვერდის ავლით, ქართული მიწების გასხვისების თაობაზე.


„მარტო იმად ღირდა მამუკა მდინარაძის სუს-ს სათავეში მოსვლა, რომ განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესის მქონე, რეზონანსული საქმეების გამოძიება დაიძრა მკვდარი წერტილიდან: ანტიკორუფციულმა სამსახურმა მცხეთა-მთიანეთის ვიცე-გუბერნატორი დააპატიმრა. იმ დანაშაულთან დაკავშირებით დააპატიმრა, რა თემაზეც წლებია მძაფრი კამათი გვქონდა ლამის ერთმანეთში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მოქმედი კანონის გვერდის ავლით, ქართული მიწების გასხვისების თაობაზე. სქემა აპრობირებული იყო – მიწების სტატუსის გადაყვანით ერთი კატეგორიიდან მეორეში.
ნუთუ მხოლოდ მდინარაძის მოსვლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ უკანონობის სფეროში წესრიგის დამყარებაზე ზრუნვა? უპრეცედენტო ოდენობის ქრთამს, 400 ათას დოლარს ითხოვდა ვიცე-გუბერნატორი “გ.კ.” უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან მის სახელზე ორი ჰექტრის დაკანონების სანაცვლოდ – აქედან “ავანსად” ათობით ათასობით დოლარი ჰქონდა აღებული. მანამდე ჩვენ “გვეღირსა” უკვე სხვადასხვა სამინისტროების ყოფილი სახელმძღვანელო რგოლის წარმომადგენლების კორუფციის მუხლით დაკავება. რით ვერ გაძეხით??? ამჟამად – მოქმედი მაღალჩინოსნების ჯერი დადგა. თანამდებობაზე დანიშვნის წინ – მამუკა მდინარაძემ დააანონსა კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლა. ღმერთმა ხელი მოუმართოს!“ – წერს ქართველიშვილი.

თეონა აქუბარდია პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ ტოვებს და აცხადებს, რომ კვლავ „დამოუკიდებლად გააგრძელებს ბრძოლას“

თეონა აქუბარდიამ გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა გაწყვიტა და აცხადებს, რომ „ბრძოლას დამოუკიდებლად გააგრძელებს“.

აღნიშნულის შესახებ აქუბარდია სოციალურ ქსელში წერს.

„გიზიარებთ ჩემს გადაწყვეტილებას, კვლავ დამოუკიდებლად გავაგრძელო ბრძოლა საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, რის გამოც შევედი პოლიტიკაში 2020 წელს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისას გახლდით „გახარია საქართველოსთვის“ პარტიულ სიაში უპარტიო წევრი და ვმუშაობდი ქვეყნის სუვერენიტეტის, უსაფრთხოების ინტერესების ირგვლივ. მე, ისევე როგორც ჩემმა თორმეტმა თანაგუნდელმა, არათავისუფალ და არასამართლიანად ჩატარებული არჩევნების შემდეგ არ მივეცით ივანიშვილის ერთპარტიულ პარლამენტს ლეგიტიმაცია. ბუნებრივია, რეჟიმის მიერ ქვეყნის საშინაო და საგარეო კურსის ამოტრიალების, მასობრივი რეპრესიების ფონზე ვიყავი და ვრჩები წინააღმდეგობაში. ოპოზიციის შეცდომები დღეს აქტუალური თემაა და ამაზე ბევრი შეიძლება ითქვას, თუმცა მთავარი შეცდომა არა პარლამენტში არშესვლა, არამედ საერთო მიზნის ირგვლივ ერთიანი ხედვის არარსებობა და ურთიერთდაპირისპირებაა, მაშინ როდესაც ქვეყანა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას. კვლავ მტკიცედ მჯერა, რომ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარეშე ქვეყნის კონსტიტუციურ გზაზე დაბრუნება ვერ მოხდება. ამიტომ, გავაგრძელებ ბრძოლას შესაძლებლობის ფარგლებში იმ მიზნისთვის, რასაც ერთიანი ევროპული საქართველო ჰქვია. მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა ამ მიზნისთვის ბრძოლაში. მჯერა, ბოლოს მაინც ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს თეონა აქუბარდია.

სუს-მა დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დაკავებულია დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გ. კ. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქმე ეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქისაგან განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მოთხოვნისა და აღების ფაქტს.

„ჩატარებული გამოძიებით, ამ ეტაპზე გამოვლენილია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ჯამში 2 ჰექტარი ფართობის, ორი მიწის ნაკვეთის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო სტატუსიდან არასასოფლო-სამეურნეო სტატუსზე გადაყვანის სანაცვლოდ, გ.კ-მ უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა 1კვ. მეტრზე 20 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 400 000 აშშ დოლარი, საიდანაც მისთვის წინასწარ უნდა გადაეცა 100 000 აშშ დოლარი. გ.კ-ს განმარტებით, თავად იქნებოდა გარანტი, რომ ორივე მიწის ნაკვეთს შეეცვლებოდა მიზნობრივი დანიშნულება.

2025 წლის 5 სექტემბერს, გ.კ-ს მოთხოვნით, უცხო ქვეყნის აღნიშნულმა მოქალაქემ 400 000 აშშ დოლარიდან მას წინასწარ გადასცა ზემოთხსენებული თანხის ნაწილი 80 000 აშშ დოლარი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ გამოძიების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულებები.

ხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს მსგავსი ფაქტების გამოაშკარავებას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება კორუფციული ფაქტების გამოვლენა და ჩვენი სახელმწიფოს წარმატება კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

რა ეღირება დოლარი და ევრო 6 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6930 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6930 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0006 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1492 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1394 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0098 ლარი შეადგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 30 პირი დააკავა, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ ღამეს, ქვეყნის მასშტაბით – თბილისში, იმერეთში, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარა – ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო-საპროცესო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს” წევრობის, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისა და „ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე 30 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. აღნიშნულის თაობაზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტზე დაკავებულია 19, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“ ფაქტზე – 7, ხოლო „ქურდული სამყაროს წევრობის“ ფაქტზე – 4 პირი. რაც შეეხება 2 პირს, ე.წ. „კანონიერ ქურდს“ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად „ჭინკა“-ს და თ.კ.-ს, მათ ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში ერთვებოდნენ, მოდავე მხარეებთან ერთად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს, ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ, ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ გადაწყვეტილებებს და მეორე მხარეს თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით, ე.წ. ქურდულ გარჩევებში, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. „კანონიერი ქურდი“ – თენგიზ ხოფერია მეტსახელად „ჭინკა“ მონაწილეობდა.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და ფული. ასევე, ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 და 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს, ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ე.წ. „ქურდული სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა წარმოადგენს!“, – განაცხადა მარსაგიშვილმა.

“ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, აშშ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილ დახმარებას შეუმცირებს”-Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 5 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „ევროპის ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან, აშშ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილ დახმარებას შეუმცირებს“ (ავტორები – ემი მაკინონი, დემეტრი სევასტოპულო და ჰენრი ფოი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს თანდათანობით შეამციროს ევროპის იმ ქვეყნების არმიების დახმარების პროგრამები, რომლებიც რუსეთს ესაზღვრებიან. ვაშინგტონის ასეთი განზრახვა იძულებულს ხდის კონტინენტის სახელმწიფოებს მეტი თანხები დახარჯონ საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად.

როგორც საქმეში ჩახედული წყაროები იტყობინებიან, გასულ კვირას პენტაგონის წარმომადგენლებმა ევროპელ დიპლომატებს განუცხადეს, რომ აშშ წრთვნისა და აღჭურვის პროგრამებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებისათვის აღარ გააგრძელებს. ეს ის ქვეყნები არიან, რომლებიც რუსეთთან ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში, ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდებიან.

საერთოდ, პენტაგონის პროგრამის ყოველწლიური ხარჯები, რომელიც „333-ე სექციის“ სახელით არის ცნობილი, წინასწარ კონგრესთან უნდა იყოს შეთანხმებული, მაგრამ რადგანაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საკანონმდებლო ორგანოსათვის პროგრამების სამომავლო გაგრძელების მიზნით არაფერი არ უცნობებია, ამჟამინდელის ვადა კი 2026 წლის სექტემბერში იწურება, ეს ნიშნავს, რომ პროგრამები აღარ იმოქმედებს.

2018-2020 წლებში „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამის „333-ე სექციით“ ევროპის ქვეყნებმა 1,6 მილიარდი დოლარი მიიღეს, რაც იმ თანხების 29%-ს შეადგენს, რომელიც მსოფლიოს ქვეყნებისათვის არის გამოყოფილი. შესამცირებელი ფინანსების ზუსტი მოცულობა ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ საქმე ეხება ასობით მილიონ დოლარს, რასაც აშშ რუსეთის მეზობელ ქვეყნებს აძლევდა, მათ შორის – ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს.

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ასეთი ნაბიჯი სავსებით ჯდება დონალდ ტრამპის ძალისხმევის ჩარჩოებში, რომლის თანახმად, უცხო ქვეყნებისათვის ფინანსური დახმარების მიზანშეწონილება ახლებურად უნდა შეფასდეს და, შესაბამისად, თანხები გადანაწილდეს. ეს სრულიად შეესაბამება პრეზიდენტის იმ ბრძანებულებას, რომელიც მან ქვეყნის მეთაურის უფლებამოსილების შესრულების პირველივე დღეს გამოსცა. „ევროპამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს საკუთარი თავდაცვის უზრუნველყოფას“, – თქვა თეთრი სახლის ჩინოვნიკმა.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპის ზეწოლით, აშშ-ის ნატოელმა მოკავშირეებმა ივნისში თავიანთი სამხედრო ბიუჯეტები მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5%-ით გაზარდეს.

იმ შეხვედრაში, რომელიც პენტაგონის წარმომადგენლებმა გამართეს ვაშინგტონში, მონაწილეობა მიიღეს ევროპული ქვეყნების პრაქტიკულად ყველა საელჩოს დიპლომატებმა (მიუხედავად იმისა, იღებენ თუ არ იღებენ დახმარებას).
ერთ-ერთი ევროპელი ჩინოვნიკის თქმით, ეს ნაბიჯი, როგორც ჩანს, მიმართულია იმისკენ, რომ ევროპის მდიდარმა ქვეყნებმა თვითონ გაუწიონ დახმარება შედარებით ღარიბ თანაევროპელ ქვეყნებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც უკრაინის ომის ფრონტთან ახლოს მდებარეობენ ან რუსეთთან საერთო საზღვარი აქვთ.
კიდევ ორმა დიპლომატმა, რომლებიც შეხვედრას ესწრებოდნენ, განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნების მთავრობები ძალიან გაოცდნენ პენტაგონის ინფორმაციით და ცდილობენ დამატებითი ცნობები მიიღონ ვაშინგტონიდან.

ევროპელი ჩინოვნიკები ასევე ცდილობენ იმის გაგებას, თუ რამდენად შეძლებენ თავიანთი დაფინანსებით იმ „ხვრელების ამოქოლვას“, რომლებიც მათ უსაფრთხოებაში აშშ-ის დახმარების შეწყვეტის შემდეგ გაჩნდება. „თუ ამერიკელები ესოდენ სასტიკად იმოქმედებენ, მაშინ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – თქვა ერთ-ერთმა დიპლომატმა და დაამატა, რომ აშშ-ის მიერ გადადგმული ნაბიჯით ნატო აუცილებლად დაზარალდება, რადგან „წრთვნისა და აღჭურვის“ პროგრამის დაფინანსების ნაწილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის არხებითაც რეალიზდებოდა. „პენტაგონის ასეთი გადაწყვეტილება დიდ შეშფოთებას და გაურკვევლობას გამოიწვევს“, – აღნიშნა მეორე დიპლომატმა, – „ეს დონალდ ტრამპის იმ ნაბიჯს მოგვაგონებს, როცა მან რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო დახმარების მოცულობა შეამცირა [USAID-ის ჩარჩოებში]“.

სენატორმა ჯინ შაჰინმა, მთავარმა დემოკრატმა აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის – სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტში, პენტაგონის გადაწყვეტილებას „მცდარი ნაბიჯი“ უწოდა. მისი თქმით, „ეს არის სიგნალი კრემლისათვის. ჩვენ ვცდილობთ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან დავსვათ, რუსეთის აგრესია შევაჩეროთ, პარალელურად კი არასწორად ვიქცევით“.
ერთ-ერთი საქმეში ჩახედული პიროვნების თქმით, პენტაგონის გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს აშშ-ის დახმარების პროგრამაზე უცხოეთის ქვეყნებისადმი, რომელიც მოიცავს ძვირადღირებული შეიარაღების შესყიდვას (ტანკები, ავიაგამანადგურებლები, საზღვაო გემები და ა.შ.).

ზოგიერთი მოსაზრებით, პენტაგონის ხელმძღვანელი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ელბრიჯ კოლბი ასეთ გადაწყვეტილებებს იმიტომ იღებს, რომ ამით აშშ-ის სამხედრო რესურსების თავმოყრას ახდენს აზია – წყნარი ოკეანის რეგიონში, რათა გააძლიეროს ჩინეთის შეკავება და შეამციროს ტაივანზე თავდასხმის საფრთხე.

რაც შეეხება კონკრეტულად ბალტიისპირეთის პოსტსაბჭოთა ქვეყნების უსაფრთხოების პროგრამას: ის 2020 წელს იქნა მიღებული – ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის არმიების გადაიარაღების მიზნით. გასულ წელს კონგრესმა 228 მილიონი დოლარი გამოყო ამ ინიციატივის რეალიზაციის მიზნით და რადგანაც თეთრ სახლს კონგრესისთვის აღარ მიუმართავს დამატებითი თანხების გამოსაყოფად, ეს ნიშნავს, რომ ადმინისტრაციამ პროგრამის გადახედვა დაიწყო. ამერიკელი გადამდგარი გენერლის მარკ მონტგომერის თქმით, აშშ-ის დახმარების შეჩერება ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვისათვის ძალიან მძიმე შედეგების მომტანი იქნება. სამივე სახელმწიფოს რუსეთთან საერთო სახმელეთო საზღები აქვთ, ბალტიის ზღვაში რუსეთი კრიზისულ სიტუაციას ქმნის, ახორციელებს კიბერშეტევებს, საბოტაჟს და სხვა აგრესიულ ქმედებებს.

რაც შეეხება პოლონეთს, დონალდ ტრამპი ხუთშაბათს თეთრ სახლში პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის შეხვდა და განუცხადა, რომ აშშ პოლონეთიდან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გამოყვანას არ აპირებს. როგორც ცნობილია, ბალტიისპირა პოლონეთში ამჟამად მოქმედი ხელშეკრულების საფუძველზე, 10 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ტრამპის თქმით, იგი ძალიან კმაყოფილია ამ ხელშეკრულებით: „თუ პოლონელებს გსურთ, ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურე გამოგიგზავნოთ“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

თბილისში კანდიდატად დააყენეს “ლელოს” თანამშრომელი, რომელსაც ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა “ტვ პირველში” პარკით ხელში და მიჰქონდა 200 ათასი ლარი ტელევიზიაში -ირაკლი კობახიძე

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე. 27 მუნიციპალიტეტში როდესაც საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, პარტიებმა „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელომ“ თბილისის მერობის კანდიდატად „ლელოს“ თანამშრომელი დააყენეს, რომელსაც „ხაზარაძე ყოველთვიურად „ტვ პირველში“ პარკით ხელში აგზავნიდა და ტელევიზიაში მიჰქონდა 200 ათასი ლარი“.

„რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე. 27 მუნიციპალიტეტში როდესაც საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. სადაც დააყენეს, იქაც, სჯობდა, არ დაეყენებინათ. თბილისში, მაგალითად, „ლელოს“ თანამშრომელია დაყენებული. მაგალითად, ეს ადამიანი დაკავებული იყო რითი – ხაზარაძე ყოველ თვე აგზავნიდა მას „ტვ პირველში“, პარკით ხელში ყოველთვიურად ტელევიზიაში მიჰქონდა 200 ათასი ლარი. ასეთი საქმიანობით იყო დაკავებული. ახლა „ლელოს“ ეს თანამშრომელი დაყენებულია კანდიდატად. თავის დროზე ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა შეერჩიათ, თუმცა ესეც ვერ მოახერხეს. ასეთია მთლიანობაში დღეს ოპოზიციის მდგომარეობა, რაც ჩვენთვის კარგია. ეს ჩვენთვის აიოლებს საქმეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავის დროზე, ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან – ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის -ირაკლი კობახიძე

თავის დროზე ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ისინი ციხიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის შეწყალებაზე დაუსვეს კითხვა.

„რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს ზოგადად ხელისუფლების დამოკიდებულებას. ბუნებრივია, პრეზიდენტიც, ფართო გაგებით, ხელისუფლების ნაწილია, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. იცით, რომ თავის დროზე ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ისინი ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.

მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია, ის არის მზად, იყოს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც -ირაკლი კობახიძე

მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ზესტაფონში, „ჯორჯია მეტალის“ მეტალურგიული ქარხნის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ქარხნის მასშტაბი არის შთამბეჭდავი და მისი წლიური წარმადობა – 400 000 ტონა არმატურა – მას უკვე აქცევს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ობიექტად.

„დღეს ჩვენ ოფიციალურად ვხსნით ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ობიექტს. მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია; საწარმო არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პროფესიონალთა გუნდით და, რაც მთავარია, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხით უზრუნველყოფილი და ის არის მზად, იყოს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც.

ქარხნის მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ დღეს გვქონდა ქარხნის დათვალიერების შესაძლებლობა. მისი წლიური წარმადობა – 400 000 ტონა არმატურა – მას უკვე აქცევს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ობიექტად.

კომპანიის სტრატეგიული მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია: შემდეგი ეტაპის – ფოლადსადნობი საამქროს მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქარხანა თავად აწარმოებს ნედლეულს და სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა ბაზრის მოთხოვნას არმატურაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არა მხოლოდ იმპორტის საჭიროებას მოხსნის, არამედ შექმნის მყარ საფუძველს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას ნიშნავს“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია, ის არის მზად, იყოს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც -ირაკლი კობახიძე

მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ზესტაფონში, „ჯორჯია მეტალის“ მეტალურგიული ქარხნის გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ქარხნის მასშტაბი არის შთამბეჭდავი და მისი წლიური წარმადობა – 400 000 ტონა არმატურა – მას უკვე აქცევს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ობიექტად.

„დღეს ჩვენ ოფიციალურად ვხსნით ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ობიექტს. მეტალურგიული ქარხანა „ჯორჯია მეტალი“ წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია; საწარმო არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პროფესიონალთა გუნდით და, რაც მთავარია, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხით უზრუნველყოფილი და ის არის მზად, იყოს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც.

ქარხნის მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია. ჩვენ დღეს გვქონდა ქარხნის დათვალიერების შესაძლებლობა. მისი წლიური წარმადობა – 400 000 ტონა არმატურა – მას უკვე აქცევს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ობიექტად.

კომპანიის სტრატეგიული მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია: შემდეგი ეტაპის – ფოლადსადნობი საამქროს მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქარხანა თავად აწარმოებს ნედლეულს და სრულად დააკმაყოფილებს ქვეყნის შიდა ბაზრის მოთხოვნას არმატურაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არა მხოლოდ იმპორტის საჭიროებას მოხსნის, არამედ შექმნის მყარ საფუძველს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას ნიშნავს“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თიბისის  სახელფასო პროექტში ჩართვა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი

ნებისმიერი ანტრეპრენერი კომპანიას ერთი დიდი იდეის გარშემო ქმნის. თუმცა, ყოველდღიურ რუტინაში ბიზნესლიდერები გაცილებით მეტ დროს უთმობენ საოპერაციო საკითხებს, ვიდრე სტრატეგიულ მიზნებსა და იდეებს.

თიბისიში კარგად ესმით, რომ ბიუროკრატია ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი  შემაფერხებელი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, მომხმარებლის საჭიროებიდან გამომდინარე, ბანკმა ბიზნესებს ახალი, დისტანციური სერვისი შესთავაზა

სახელფასო პროექტში ჩართვა და თანამშრომლებისთვის ბარათების გახსნა ახლა პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკიდანაა შესაძლებელი  და ამისათვის, ფილიალში ვიზიტი აღარ დაგჭირდებათ.

“ბიზნესების დრო ძალიან ღირებულია და ღირებულება ბიუროკრატიაში არ უნდა დაიკარგოს,”-ამბობს თეო აბულაძე, თიბისის სახელფასო ორგანიზაციების მართვის გუნდის ლიდერი და აქამდე არსებულ პრაქტიკას გვიხსნის.

სახელფასო პროექტის გასაფორმებლად კომპანიის დირექტორი მიდიოდა ბანკის ფილიალში და დოკუმენტებზე აწერდა ხელს. ახალი სერვისის საშუალებით, ყველა ამ ეტაპის გავლა უკვე დისტანციურადაა შესაძლებელი.

  • ბიზნეს ინტერნეტბანკში გენერირდება ხელშეკრულება, რომლის დადასტურება ონლაინ რეჟიმში ხდება;
  • ინტერნეტბანკშივე დაგხვდებათ მარტივი შაბლონი, რომლის შევსების და ატვირთვის შემდეგ, თანამშრომლებისთვის სახელფასო ანგარიშები ავტომატურად იხსნება;
  • მოთხოვნის დამუშავება და დოკუმენტაციის შემოწმება მაქსიმალურად ოპერატიულად ხორციელდება.

„ჩვენ მუდმივად ვითვალისწინებთ მომხმარებლის სურვილებს და ვცდილობთ, მათზე მორგებული კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ. ახალი სერვისი ორგანიზაციას დაუზოგავს დროს და ბანკთან ურთიერთობას კიდევ უფრო გაუმარტვიებს“, –  ამბობს თეო აბულაძე.

სახელფასო ბარათებზე თიბისის გამორჩეული და განსხვავებული პირობები, ასევე მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა აქვს. ეს  იმას ნიშნავს, რომ პროექტი  თქვენს საჭიროებებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული.

 

თუ ონლაინ პროცესებს ფიზიკურ სივრცეში სტუმრობას ამჯობინებთ, რა თქმა უნდა, ესეც შესაძლებელია.

 

სიახლის შესახებ ნებისმიერ კითხვაზე პასუხს თიბისის ცხელ ხაზზე,  ან ფილიალში სტუმრობისას მიიღებთ.

(R)