Home Blog Page 20

ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, ქვეყანასა და რეგიონში მშვიდობის აღდგენით საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება -ირაკლი კობახიძე

გარკვეული გამოწვევები გვაქვს, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, განვითარებისა და სხვადასხვა ქვეყნებთან სწორი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის მთავარია მშვიდობა.

„რაც შეეხება ალიანსებს, ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის, გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს ქვეყანასა და რეგიონში, უკრაინაში განსაკუთრებით, საქართველოს ინტეგრაცია უფრო ინტენსიურად განხორციელდება. იმედი გვაქვს და პოზიტიური მოვლენების მოლოდინში ვართ. მთავარი არის მშვიდობა განვითარებისთვის, სწორი ურთიერთობებისთვის სხვადასხვა ქვეყანას შორის, ამიტომ აქცენტი უნდა გაკეთდეს მშვიდობის გაძლიერებაზე ჩვენს რეგიონში და ძალიან გვიხარია, რომ ამას თურქეთთან ერთად ვახორციელებთ, რომელიც ასევე სამშვიდობო ხედვის მქონე ქვეყანაა. სამომავლოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ განვაგრძობთ სამშვიდობო ხედვის განხორციელებას და აქცენტს გავაკეთებთ ქვეყნის განვითარებაზე, განსაკუთრებით ეკონომიკურ განვითარებაზე, რაც დაკავშირებადობის უნარსა და ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააძლიერებს. მშვიდობა და კეთილდღეობაა ის, რაზეც აქცენტები ყველამ უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს.

ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.

„2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა.

ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.

სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს.

დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით პედოფილიაში მხილებული პირების ელექტრონული რეესტრი შეიქმნება და ასეთი პირების მიმართ სასჯელის მოხდის და საპატიმროს დატოვების შემდეგ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის – 199 მეშვეობით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მხილებულია ერთი პირი

დღგ-ს ყალბი დეკლარაციების დამზადება-გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 640 ათასამდე ლარის თაღლითურად მითვისებისთვის ერთი პირი მხილებულია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დღგ-ს ყალბი დეკლარაციების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ერთი პირის მიმართ. დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, ბრალდებული მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილ, ჯამში – 639 684 ლარს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020-2023 წლებში, ბრალდებულმა, მის მფლობელობაში არსებული კომპანიის სახელით, შემოსავლების სამსახურში წარადგინა დღგ-ს ყოველთვიური დეკლარაციები, რომლებშიც შეტანილ იქნა ფიქტიური მონაცემები რეალიზებულ საქონელთან მიმართებით, რა გზითაც, მან კომპანიას შეუქმნა დღგ-ს ყალბი აქტივი.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 აპრილს, ქუთაისში დღისით +17 და ღამით 5 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი 5 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით 6 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +15 გრადუსი, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 4 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა ბორჯომში, +14 იქნება დღისით, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +14 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა 13 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +7, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში სადაც დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმს. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან დღე იქნება. დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსი იქნება.

რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო -შალვა პაპუაშვილი (ვიდეო)

რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი თბილისსა და ბერლინში გადაღებულ ვიდეოებს აქვეყნებს. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბერლინში გადაღებულ ვიდეოში მამაკაცი პიროტექნიკას სახლს ესვრის, ხოლო თბილისში გადაღებულ ვიდეოში პიროტექნიკას პარლამენტის შენობას ესვრიან.

„მარცხენა ვიდეოში ბერლინია, გასული წლის დეკემბერი. კაცმა, რომელმაც სახლს პიროტექნიკა ესროლა, წინასწარ პატიმრობაში ოთხი თვე გაატარა. გერმანიის პროკურატურა თავისუფლების ორი წლით აღკვეთას ითხოვდა. გუშინ, მას, გერმანულმა სასამართლომ, ექვსი თვე მიუსაჯა პირობით, ვინაიდან განზრახვა ვერ დაადგინა. პროკურატურა სასჯელს არ ეთანხმება და განაჩენი გაასაჩივრა.

მარჯვენა ვიდეოში თბილისია, ასევე გასული წლის დეკემბერი.

რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში, როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო“, – წერს პაპუაშვილი.

https://www.facebook.com/shpapuashvili/videos/709652474955958/

აშშ-ის ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი თანამდებობას ვადაზე ადრე ტოვებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინაში აშშ-ის ელჩი, ბრიჯეტ ბრინკი თანამდებობას ტოვებს.

„სამი წლის განმავლობაში იყო ელჩი, ეს დიდი დროა ომის ზონაში და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ომი ძალიან დიდხანს გაგრძელდა. მთავარი საკითხია, არიან თუ არა რუსები და უკრაინელები მზად, გააკეთონ ის, რაც საჭიროა ამ ომის დასასრულებლად“, – განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „სიენენს“.

ბრიჯეტ ბრინკი უკრაინაში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე 2022 წლის მაისში დაინიშნა.

ჩინეთი არ არის უკრაინის კრიზისის ინიციატორი და მონაწილე, ჩვენ ვართ მშვიდობიანი მოგვარების მხარდამჭერი, მოვუწოდებთ მხარეებს, თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან -ჩინეთის საგარეო უწყება

ჩინეთი ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევის მიმართ და აცხადებს, რომ შესაბამისმა მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან.

როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვას აქვს ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩინეთის 155 მოქალაქის შესახებ.

„მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩინეთი არ არის უკრაინის კრიზისის ინიციატორი და არც მონაწილე მხარეა. ჩვენ ვართ კრიზისის მშვიდობიანი მოგვარების მტკიცე მხარდამჭერი და აქტიური ხელშემწყობი. მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, სწორად გაიაზრონ ჩინეთის როლი და თავი შეიკავონ უპასუხისმგებლო განცხადებებისგან“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ლინ ძიანმა.

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღევანდელმა დღემ შეიძლება ფინანსურ საკითხებში მოულოდნელი ცვლილებები მოგიტანოთ. სავარაუდოდ ისეთ შეთავაზებას მიიღებთ, რომლის უარყოფა გაგიჭირდებათ, მაგრამ მაცდუნებელი ვარიანტების უკან შეიძლება დიდი რისკები იმალებოდეს. გამორიცხული არ არის, რომ ძველმა ვალებმა ან ვალდებულებებმა მოულოდნელად თავი შეგახსენოთ.

რჩევა: სანამ ფულს დააბანდებთ, მოსალოდნელი შედეგი გათვალეთ. დაუფიქრებელი რისკის ფასად არაფერი ღირს.

კურო

ამ დღეს სახლისა და ოჯახური ატმოსფეროს მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნებით. მშობლებთან ან უფროს ნათესავებთან რთული საუბარი გელით, ამიტომ სიბრძნე და მოთმინება უნდა გამოიჩინოთ. ახლობელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის, თუმცა სჯობს დიდი შესყიდვები დროებით, სამომავლოდ გადადოთ.

რჩევა: თქვენი ძალა – ოჯახურ სითბოსა და სიმშვიდეშია. შინაგანი ჰარმონიის აღდგენა იმ ადამიანებზე ზრუნვით იწყება, ვინც თქვენთვის ძვირფასია.

ტყუპები

ამ დღეს უამრავი სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმე გამოგიჩნდებათ. შესაძლოა ხელმძღვანელობამ მნიშვნელოვანი დავალება მოგცეთ. ის, თუ როგორ გაუმკლავდებით დავალებას, თქვენს უახლოეს მომავალს განსაზღვრავს. დაუფიქრებლად არავის არაფერს დაჰპირდეთ, რადგან არ ისროლოთ დაპირებები მარჯვნივ-მარცხნივ – თითოეული, სავარაუდოდ, დაპირების შესრულება გაგიჭირდებათ. თქვენი მოუცლელობის გამო, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება პრობლემები გაჩნდეს.

რჩევა: თუ მწვერვალებისკენ მიისწრაფვით, ეცადეთ პოზიციები გაიმყაროთ და ავანტიურებში არ გადაეშვათ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ახალი ცოდნის მიღებისთვის. ის, რასაც დღეს ისწავლით, მალე ძალიან გამოგადგებათ. მარტო მყოფ კირჩხიბებს საინტერესო ნაცნობობა ელით, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები ჯერჯერობით, უცნობია. საყვარელ ადამიანებთან მტკივნეული თემების განხილვას მოერიდეთ – დაე, დღემ მშვიდად და დაძაბულობის გარეშე ჩაიაროს.

რჩევა: ენდეთ თქვენს გრძნობებს, მაგრამ არც გონება დაივიწყოთ – საღამოს ის გამოგადგებათ.

ლომი

შესანიშნავი დროა ცვლილებებისთვის. ამ დღეს მეტი მოძრაობა და ნაკლები აურზაური გჭირდებათ. მუშაობაზე კონცენტრაცია გიჭირთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე უინტერესოა. ახლობლებთან ურთიერთობა სტაბილურია, მაგრამ თქვენი განმარტოების სურვილი შესაძლოა ახლობლებმა არასწორად გაიგონ. ამ დღეს შეიძლება მოაგვაროთ პრობლემა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გადაუჭრელი იყო ან ძველი პრობლემების მიმართ ახალი მიდგომა იპოვოთ.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს – ისინი შესაძლოა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

ქალწული

ამ დღეს შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებების მოახლოება იგრძნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მეგობრისთვის დრო გამონახოთ. შესაძლოა, საქმეებში ჩაფლულმა ვერ შენიშნეთ, რომ მეგობარს თქვენი დახმარება სჭირდება. ფინანსურ სფეროში უცვლელი სიტუაცია, თუმცა ჯერჯერობით ძვირადნღირებული ნივთების შეძენას და ვალების აღებას უნდა მოერიდოთ.

რჩევა: ამ დღეს მეგობრული მხარდაჭერა იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე გგონიათ, ამიტომ ახლობელი ადამიანისთვის დახმარების თხოვნა ნუ მოგერიდებათ.

სასწორი

ამ დღეს შეიძლება ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ – ვიღაც თქვენგან რჩევას ან ინიციატივის გამოჩენას ელოდება. ახლობელ ადამიანებს შორის მოსალოდნელია მცირე უთანხმოება – შესაძლოა, ვიღაცამ ძველი წყენა გაიხსენოს. დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ – შეიძლება ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მოგაწოდათ. ეს დღე ხელსაყრელია შეხვედრებისთვის, იდეების გაცვლისა და განხილვებისთვის. ფინანსურად მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა უმჯობესია სესხის აღებისგან და გაცემისგან თავი შეიკავოთ.

რჩევა: ირგვლივ მყოფი ადამიანები თქვენი სულის სარკეა. ეცადეთ, მიხვდეთ, ვინ გართმევთ ენერგიას.

მორიელი

ამ დღეს იგრძნობთ, რომ თქვენი სიტყვები და ქცევები საყოველთაო განხილვის თემა ხდება – თითქოს გამადიდებელი შუშით გაკვირდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიმშვიდემ არ გიღალატოთ – განსაკუთრებით დებატების ან კოლეგების უსამართლო კრიტიკის დროს. სამსახურში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი საუბარი ხელმძღვანელთან, რაც თქვენს მომავალ მდგომარეობაზე აისახება. პრიორიტეტების განსხვავების გამო სიყვარულში შესაძლოა მსუბუქი დაძაბულობა გაჩნდეს

რჩევა: ეცადეთ, გარეგნული სიმშვიდე შეინარჩუნოთ, თუნდაც შიგნით ქარიშხალი მძვინვარებდეს. დღეს მნიშვნელოვანია გარეგნული იერი – გრძნობები და ემოციები ხვალისთვის შემოინახეთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეიძლება გარემოს შეცვლის სურვილი გაგიჩნდეთ. ეს დღე იდეალურია მცირე მოგზაურობის ან სამომავლო გეგმების შესადგენად. მოსალოდნელია შეთავაზება, რომელიც თქვენს თვალსაწიერს გააფართოებს. თუ თქვენსა და ახლობელ ადამიანს შორის უნდობლობა გაჩნდა, ახლა შანსი გაქვთ, რომ პრობლემა მოაგვაროთ ურთიერთობა აღადგინოთ.

რჩევა: დაურეკეთ მშობლებს და მოიკითხეთ, საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატარეთ და იგრძნობთ, რომ დადებითი ემოციებით აივსეთ და გაცილებით უკეთ ხართ.

თხის რქა

ამ დღეს შეიძლება ფინანსური სტრატეგიების გადახედვა მოგინდეთ. ხელსაყრელი დღეა ვალების გადახდის პროცესის დასაწყებად. გამუდმებული მოუცლელობის გამო ურთიერთობებში შესაძლოა გაუცხოება იგრძნოთ. გახსოვდეთ, რომ ოჯახი ძალის წყაროა. რაც უფრო მეტ სითბოს აჩუქებთ საყვარელ ადამიანებს, მით უფრო მეტს მიიღებთ სანაცვლოდ. შესაფერისი დროა საბუთებთან და ციფრებთან მუშაობისთვის.

რჩევა: ფინანსური სტაბილურობა არა ფულის სწორად მართვას მოაქვს. ამ დღეს მომავალზე ფიქრი მნიშვნელოვანია.

მერწყული

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ პარტნიორი ან ახლობელი თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. ხელსაყრელი დროა გულწრფელი საუბრისთვის – განსაკუთრებით, თუ ურთიერთობაში გაურკვევლობა გაჩნდა. მარტოხელა მერწყულმა შეიძლება მიმზიდველი ადამიანი გაიცნოს და ხანმოკლე, მაგრამ ძალიან ვნებიანი რომანი გააბას. ფინანსურად სტაბილური დღეა. შეგიძლიათ თავს ლამაზი ნივთების შეძენის უფლება მისცეთ.

რჩევა: იმისთვის, რომ გაგიგონ ჯერ თავად უნდა მოისმინოთ. ხანდახან მნიშვნელოვანი პასუხები მაშინ მოდის, როცა არ ელით, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ.

თევზები

ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ წვრილმანებს, რომლებითაც ცხოვრების წესრიგი იქმნება. სამსახური სიზუსტესა და ყურადღებას მოითხოვს. მოსალოდნელია მცირე, მაგრამ საჭირო ხარჯები, რომლებიც ყოველდღიურობას ან ჯანმრთელობას ეხება. სიყვარულში სრული ჰარმონიაა, მთავარია, რომ პარტნიორისგან ზედმეტი არ მოითხოვოთ.

რჩევა: შეეცადეთ, დრო ოჯახთან ერთად გაატაროთ – ეს სიმშვიდის პოვნაში დაგეხმარებათ.

ევროკავშირი არის ძალიან მკაცრი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი, მათ გადაწყვიტეს, უკან დაიხიონ, ვფიქრობ, ჭკვიანურად მოიქცნენ -დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირმა აშშ-ის წინააღმდეგ ტარიფების დაწესება 90 დღით შეაჩერა.

ტრამპის შეფასებით, ევროკავშირი არის „ძალიან მკაცრი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი“.

ევროკავშირზე საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ნახეს, როგორი საპასუხო ზომები მიიღო ტრამპმა ჩინეთის მიმართ, გადაწყვიტეს, „ცოტათი უკან დაიხიონ“ საპასუხო ზომების მიღებისას.

„მათ გადაწყვიტეს, უკან დაიხიონ. ვფიქრობ, ძალიან ჭკვიანურად მოიქცნენ“, – აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ტარიფებთან დაკავშირებით ევროკავშირი განიხილება, როგორც ერთიანი ბლოკი და არა როგორც ცალკეული ქვეყნები.

უკვე 200 ჩინოვნიკია დასანქცირებული სხვადასხვა ქვეყნის მიერ, ცხადია, ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან -მამუკა ხაზარაძე

უკვე 200 ჩინოვნიკია დასანქცირებული სხვადასხვა ქვეყნის მიერ, ცხადია, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ახალი არჩევნები არ დაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„როდის მიხვდებიან ჩინოვნიკები, რომ ისინი ბიძინას პირად სამსახურში არიან, როგორც მისი უკანონო ბრძანებების შემსრულებლები და ამით პირდაპირ ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან?!

ივანიშვილს მათი ბედი საერთოდ არ აინტერესებს! მას მხოლოდ საკუთარი კაპიტალი და უსაფრთხოება აღელვებს.

ამ ჩინოვნიკებს მინდა ვუთხრა – გადახედეთ უახლოეს წლებს, ეს კაცი ყველას ისევე მოგისვრით როგორც უამრავი მოიშორა ახლო წარსულში, თუმცა ამ დროისთვის, თქვენ უკვე ძალიან დაზიანებულები იქნებით.

დაფიქრდით და გაეცალეთ სანამ დროა, ნუ გადააყოლებთ ერთ კაცს თქვენი და თქვენი ოჯახების მომავალს, თორემ მერე გვიან იქნება!დრო ძალიან ცოტა დარჩა!“,- წერს ხაზარაძე.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა საქართველოს ოთხი მოქალაქის დასანქცირებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციების პაკეტი ბრიტანეთმა გამოაცხადა „საქართველოს ოთხი მოქალაქის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო, 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“.

 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბათუ ქუთელია იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო სერგი კაპანაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და ნუ ეცდებიან ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცებს ამოაფარონ თავისი ბინძური საქმეები -სოზარ სუბარი

ბათუ ქუთელია ის ადამიანია, რომელმაც „ჰიუმან რაითს ვოთჩს“ მისცა ჩვენება და ქართულ ჯარს დააბრალა კასეტური ბომბების გამოყენება, – განაცხადა 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივანმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი მრავალმილიონიანი ბრილიანტების ყიდვით იყო დაკავებული, მისი მოადგილე ბათუ ქუთელია კი ტაბახმელასა და კოჯორში მიწების შეძენით.

„კომისიის სხდომებს ბევრი ადამიანი უყურებს და გარკვეულ ინფორმაციებსაც გვაწვდიან. ბატონმა გურამ მაჭარაშვილმა, კომისიის სხდომაზე თქვა, ბათუ ქუთელია ომის დღეებში ტაბახმელასა და კოჯორში მიწებს ყიდულობდაო. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტმა გია იაკობაშვილმა მომწერა, რომ 2009 წელს ბათუ ქუთელიას მხრიდან მიწების ყიდვასთან დაკავშირებით პირველად გამოაქვეყნეს მასალა. ჰქონდათ კიდეც შესაბამისი დოკუმენტაცია და გვთავაზობს, რომ რეესტრიდან გამოვითხოვოთ შესაბამისი დოკუმენტაცია, იმის დასადგენად, თუ როდის მოხდა მიწების ყიდვა. როგორც ის იხსენებს, ეს არის 10 აგვისტოს შემდგომი დღეები.

ანუ რა გამოდის – ამბავი ატეხა ოპოზიციამ, თითქოს ჯარისკაცების გასამართლების მიზნით შეიქმნა ეს კომისია. არადა ბათუ ქუთელია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ომის დღეებში, მაშინ როცა ქართველი ჯარისკაცები ტყვედ იყვნენ ჩავარდნილები და ხელისუფლება არაფერს აკეთებდა მათ გამოსახსნელად, როდესაც ქართველი გმირი ჯარისკაცების ცხედრები დასაფლავებულიც არ იყო და პატრიარქისა და ეკლესიის მზრუნველობა რომ არ ყოფილიყო, ხელისუფლება არც კი ფიქრობდა არაფერს, ამ დროს თავდაცვის მინისტრი კეზერაშვილი დადიოდა და მრავალმილიონიან ბრილიანტებს ყიდულობდა, მისი მოადგილე ბათუ ქუთელია კი სავარაუდოდ მიწების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული. ბუნებრივია მათ არ ეცლებოდათ არც ტყვე ჯარისკაცებისთვის და არც ცხედრების დასაფლავებისთვის. ეს არის სამწუხარო რეალობა.

ბათუ ქუთელია ის ადამიანია, რომელმაც „ჰიუმან რაითს ვოთჩს“ მისცა ჩვენება და ქართულ ჯარს დააბრალა კასეტური ბომბების გამოყენება – თითქოს ისინი ისროდნენ კასეტურ ბომბებს ცხინვალში, მშვიდობიანი მოსახლეობის და მოწინააღმდეგის მიმართულებით. კასეტური ბომბის გამოყენება აკრძალულია ჟენევის საერთაშორისო კონვენციით და მისი გამოყენება წარმოადგენს ომის დანაშაულს. ანუ სწორედ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ქართულ ჯარს, ქართველ ჯარისკაცებს დააბრალეს ომის დანაშაული და დღეს ცდილობენ ანწუხელიძის და ომში დაღუპული სხვა გმირების სახელს ამოეფარონ.

გავიხსენებ კომისიის სხდომაზე მოწვეული ბექა ძამაშვილის განცხადებას, „იმის მტკიცება, რომ საქართველომ ცხინვალში კასეტური ბომბები გამოიყენა, ამას საერთაშორისო სასამართლოებში მხოლოდ რუსეთი ცდილობდა“. საწინააღმდეგოს დამტკიცება შეძლო საქართველოს ხელისუფლებამ, იმ კომისიამ, რომელსაც ქალბატონი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს და ჩვენმა ორმა მოწმე გენერალმა, რომლებიც კომისიაზე გვყავდნენ მოწვეული ახსნა-განმარტებისთვის. მათ თქვეს რომ მსგავსი რამ არ მომხდარა და როდესაც ასეთ რამეს აბრალებ ქართულ ჯარს, ეს არის მტრული ნაბიჯი საქართველოს წინააღმდეგ. ასევე მოვიყვან მამუკა ყურაშვილის ციტატას „ვეთანხმები ბექა ძამაშვილს, ეს არის მტრული განცხადება, ჩვენ ვართ აგრესიის მსხვერპლი და ყველა ადამიანი, ვინც ეცდება სხვა რამე დაამტკიცოს, ქართული სახელმწიფოს მტერია“. ანუ ქართული სახელმწიფოს მტერს, ამ შემთხვევაში მამუკა ყურაშვილი, რომლის სახელსაც ცდილობენ, რომ ამოეფარონ, უწოდებს ბატონ ბათუ ქუთელიას და ბატონ სერგი კაპანაძეს. 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ქუთელია იყო თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო სერგი კაპანაძე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. ასე რომ ნუ ეცდებიან ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცებს ამოაფარონ თავისი ბინძური საქმეები“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“ნაცმოძრაობასთან” ერთად მისი მფარველი უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ, არჩევნების შემდეგ მუშტების უმისამართო ქნევაც ამის კარგი დასტურია -შალვა პაპუაშვილი

დიდი ბრიტანეთი დღემდე იფარებს კეზერაშვილს, რომელმაც ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შემდეგ ევროპელი პენსიონრები, ეს შავი ფული დღემდე საქართველოს დესტაბილიზაციაზე იხარჯება, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ მისი თავისუფლების უკან კონკრეტული გარიგება დგას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს მიერ სასანქციო სიაში საქართველოს კიდევ ოთხი მოქალაქის შეყვანას გამოეხმაურა.

ამასთან, პაპუაშვილი თავის ფეისბუქპოსტში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბრიტანეთის ელჩის ერთ-ერთი ინტერვიუს შესახებაც საუბრობს.

„საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ეტაპზე, ბრიტანეთის ელჩმა ერთ-ერთ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც სრულად მიუძღვნა საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანიას. ეს იყო „დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის“ დარღვევით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. „ვენის კონვენციის“ დარღვევასთან ერთად, ამგვარი უპატივცემულობა, თავად ელჩის მხრიდან, დიპლომატის პროფესიული ეთიკის დარღვევაცაა. მიუხედავად არჩევნებში უხეში ჩარევისა, და, შესაძლოა, სწორედ ამიტომაც, 26 ოქტომბერს რეკორდული რაოდენობის ამომრჩეველი გამოვიდა და თქვა, რომ აქ დაბალი ღობე არავინაა და არავის მისცემს მასზე ზემოდან ყურების უფლებას. ეს ვუთხარით საბჭოთა მოსკოვს 1989 წლის 9 აპრილს და იგივე გავიმეორეთ 2024 წლის 26 ოქტომბერს ყველა იმ დედაქალაქის გასაგონად, ვინც ჩვენთვის მოსკოვის ჩანაცვლება მოისურვა. 26 ოქტომბერს, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად, მისი მფარველი უცხოელი პოლიტიკოსები, ბიუროკრატები და დიპლომატებიც დამარცხდნენ. არჩევნების შემდეგ მუშტების უმისამართო ქნევაც ამის კარგი დასტურია. რაც შეეხება სანქციებს. დიდი ბრიტანეთი დღემდე იფარებს დავით კეზერაშვილს, საერთაშორისო კრიმინალს, რომელმაც კორუფციული გარიგებებით ჯერ ქართული ჯარი გაძარცვა და შემდეგ ევროპელი პენსიონრები. ეს შავი ფული დღემდე საქართველოს დესტაბილიზაციაზე იხარჯება, რაც წარმოშობს ეჭვს, რომ მისი თავისუფლების უკან კონკრეტული გარიგება დგას“, – წერს შალვა პაპუაშვილი.