Home Blog Page 2

“ტრამპი ევროპას დიდებას უბრუნებს: აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპულ ინტეგრაციას ცივი ომის დასრულებიდან ყველაზე დიდი ბიძგი მისცა”-Financial Times

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 11 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია მოწინავე სტატია სათაურით „ტრამპი ევროპას დიდებას უბრუნებს: აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპულ ინტეგრაციას ცივი ომის დასრულებიდან ყველაზე დიდი ბიძგი მისცა“ (ავტორი – გიდეონ რეჩმენი, საერთაშორისო მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპს არასოდეს არ მიუღია ნობელის მშვიდობის პრემია, მაგრამ იგი სერიოზული პრეტენდენტი უნდა გახდეს კარლოს დიდის პრემიის მისაღებად, რომელიც ყოველწლიურად ენიჭებათ ადამიანებს ევროპის ერთიანობაში დიდი წვლილის შეტანისათვის.

აშშ-ის პრეზიდენტმა თამაში დაუწყო მოსკოვს, შეასუსტა რწმენა ნატოს მიმართ, დაემუქრა ევროკავშირს ტარიფების ზრდით და მხარი დაუჭირა ევროპელ ულტრამემარჯვენეებს. ამ ყველაფერმა ევროკავშირზე მასტიმულირებელი ზემოქმედება მოახდინა. ფუნდამენტური ნაბიჯები ევროპული ერთიანობის განსამტკიცებლად, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში შენელებული იყო, ამჟამად ისევ აქტიურად გადაიდგმება.

არსებობს სამი საკვანძო სფერო, რომლებზედაც საჭიროა ყურადღება გავამახვილოთ. პირველი – ევროპული თავდაცვა, მეორე – საერთოევროპული ვალი, მესამე – ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებული განხეთქილების აღმოფხვრა.

ამ მოვლენებს საფუძვლად უდევთ ევროპის საზოგადოებრივი აზრის მკვეთრი ცვლილება. გასულ კვირას ჩატარებულმა საზოგადოებრივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ბრიტანელების 78% დონალდ ტრამპს საფრთხედ მიიჩნევს დიდი ბრიტანეთისათვის. მათ ეთანხმებათ გერმანელთა დაახლოებით 74% და ფრანგების 69%. კიდევ ერთი გამოკითხვის დროს გერმანელთა 85%-მა საფრანგეთი საიმედო პარტნიორად შეაფასა. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, მას მხარს უჭერს გერმანელთა 78%. აშშ-ის რეიტინგი დაეცა 16%-მდე.

ბევრი ევროპელი ლიდერი ეთანხმება იმას, რომ ტრამპისეული ამერიკა დღეს [მათთვის] საფრთხეს წარმოადგენს, თუმცა ამას ხმამაღლა ძალიან ცოტა ვინმე თუ იტყვის, დიპლომატიური მოსაზრებით. ისინი შეშფოთებით აცნობიერებენ იმასაც, რომ ტრანსატლანტიკურმა ალიანსმა, რომელსაც უკვე 8 წელი შეუსრულდა, ისინი ძლიერ დამოკიდებულებაში ჩააყენა აშშ-ის მხრიდან სამხედრო მხარდაჭერის საკითხში. ეს არამარტო ფულის ხარჯებთან დაკავშირებითაა, არამედ უფრო უარესადაც – ევროპა აშშ-ზე სახიფათოდ დამოკიდებული აღმოჩნდა ტექნოლოგიებისა და შეიარაღების დარგშიც.

ევროპელები ხედავენ, თუ როგორ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა უკრაინა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც სადაზვერვო მონაცემებისა და იარაღის გადაცემას ეხება. ამრიგად, საქმე ეხება ორ მიმართულებას: ერთი მხრივ, საჭიროა რაც შეიძლება გაჭიანურდეს ამერიკული დახმარების მიღება ევროპისათვის და მეორე – რაც შეიძლება სწრაფად მოემზადონ აღნიშნული მომენტისათვის

სწორედ ეს ლოგიკა ჰქონდა საფუძვლად გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ევროკომისიას ნება მიეცა 150 მილიარდი ევრო გამოყოს ევროკავშირის თავდაცვითი მრეწველობის განვითარებისათვის. ეს ახალი დანახარჯები, ალბათ, გამიზნული იქნება იმ სფეროებისათვის, რომლებშიც ევროპა ამერიკას ჩამოუვარდება (რაკეტმშენებლობა, ჰაერსაწინააღმდეგო დაცვა და ა.შ.).

საერთოევროპულ ბიუჯეტში ვალების (დეფიციტის) დაშვება ეს არ არის მხოლოდ უბრალო მეთოდი თავდაცვის ფულის შესაგროვებლად. ეს არის აგრეთვე ევროს განმტკიცების შესაძლებლობა დოლარის ალტერნატივად, მსოფლიო სარეზერვო ვალუტის სახით. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის კაპრიზები იმას ნიშნავს, რომ თეთრ სახლში კარგად იციან – მთელ მსოფლიოში არსებობს მნიშვნელოვანი მოთხოვნა აშშ-ის სახაზინო ვალდებულებების ალტერნატივაზე, ანუ დოლარის შემცვლელ უსაფრთხო ვალუტაზე.

გერმანია ტრადიციულად მკაცრად იცავს ხოლმე ტაბუს საერთოევროპული ბიუჯეტის დეფიციტის დაშვების საკითხში. ახლა ეს ტაბუ, დიდი ალბათობით, მოხსნილი იქნება. ფრიდრიხ მერცი, რომელიც გერმანიის კანცლერის პოსტს დაიკავებს, საფრანგეთთან შედარებით უფრო თავისუფლად იმოქმედებს: რადგანაც ბერლინი ყოველთვის ფრთხილობდა ბიუჯეტის დეფიციტი არ ჰქონოდა, მას უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება საშინაო ვალის ასაღებად, ვიდრე პარიზს, ან თუნდაც ლონდონს, რომლებიც ვალების აღების საკითხში საკმაოდ გაწაფულნი არიან და ამიტომაც აქვთ დიდი საბიუჯეტო დეფიციტი.

სხვათა შორის, ეკონომიკაში სამხედრო სექტორის გაფართოება გერმანიის ეკონომიკას საკმაოდ წაადგება. ერთ-ერთმა ცნობილმა ფრანგმა ბიზნესმენმა ჩემთან საუბარში საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა: „რა თქმა უნდა, აშკარად ასე მოხდება. გერმანია ვეღარ ჰყიდის თავის ავტომობილებს, სამაგიეროდ, დაამზადებს და გაჰყიდის ტანკებს“.

დონალდ ტრამპი თავისი მოქმედებით, ნებით თუ უნებლიედ, ხელს უწყობს ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ერთმანეთთან დაახლოების გააქტიურებას, „ბრექსიტის“ შემდეგ. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი მჭიდროდ თანამშრომლობენ უკრაინის საკითხში, ხოლო თუ მათ ფრიდრიხ მერციც დაემატება, მძლავრი პროუკრაინული ტრიუმვირატის შექმნის მოწმენი გავხდებით.

სამხედრო ხარჯების გაზრდის ერთ-ერთი მექანიზმი შეიძლება გახდეს ახალი ევროპული თავდაცვითი ფონდის ჩამოყალიბება, რომელშიც მონაწილეობის მიღება დიდ ბრიტანეთსაც შეუძლია. ეს იქნებოდა ლონდონისა და ბრიუსელის თანამშრომლობის ახალი ფორმა, რომელიც გარკვეულწილად აღმოფხვრის „ბრექსიტის“ შედეგად გახსნილი პანდორას ყუთის ნეგატიურ შედეგებს.

ბრექსიტით გამოწვეული ზიანის ნაწილობრივი ლიკვიდაციის პერსპექტივა ხაზს უსვამს, რომ ევროპისათვის შესაძლებლობების გამოხატვის დრო დგება. ევროპას ახლა, ალბათ, შეუძლია მსოფლიოს უფრო მეტად სტაბილური საქმიანი გარემო შესთავაზოს, ვიდრე ტრამპის ამერიკას.

იმდენად, რამდენადაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აძლიერებს ზეწოლას აშშ-ის უნივერსიტეტებზე, ევროპას წამყვანი ამერიკელი მკვლევრების მიზიდვის შანსი უჩნდება. მართალია, მათი ხელფასები აშშ-ში უფრო მაღალია, მაგრამ, ვფიქრობ, ევროკავშირი ამ საკითხის გადაწყვეტასაც მოახერხებს.

რასაკვირველია, დიდი ევროპული ერთიანობის გზაზე ბევრი უთანხმოება და წარუმატებლობა იქნება. საწყენია, რომ საფრანგეთი და გერმანია უკვე იწყებენ დავას იმის თაობაზე, თუ როგორ იქნება დახარჯული ევროკავშირის ახალი თავდაცვითი ფონდის სახსრები.

ყოველი მსგავსი კონფრონტაცია გააძლიერებს სკეპტიციზმს მათში, ვინც ამბობს, რომ ევროპა ძალების მოკრებას ვერასოდეს ვერ შეძლებს. ანალოგიური ეჭვები და ურწმუნოება იყო 1950-იან წლებში, როცა ევროპამ ფოლადისა და ქვანახშირის წარმოება გააერთიანა და 1990-იან წლებში, როცა საერთოევროპული ვალუტა იქნა შემოღებული. მაგრამ საბოლოოდ ევროპელმა ლიდერებმა თავისას მაინც მიაღწიეს – იმიტომ, რომ პოლიტიკური შეთანხმების სურვილი უფრო მეტი იყო, ვიდრე წინააღმდეგობა.

ევროპული ერთიანობის გზაზე მომხდარი ყველა დიდი ნახტომი გამოწვეული იყო გეოპოლიტიკური რყევებით – ჯერ მეორე მსოფლიო ომის დასრულებით, შემდეგ კი ცივი ომის დამთავრებით. ახლა, დონალდ ტრამპის წყალობით, ჩვენს თვალწინ ტრანსატლანტიკური ალიანსის დეზინტეგრირების პროცესი მიმდინარეობს. ევროპამ ენერგიული და ოსტატური რეაგირება მოახდინა წინა ორ სერიოზულ გამოწვევაზე. იმედია, რომ ევროპა იგივენაირად უპასუხებს დღევანდელ გამოწვევასაც.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი ემსახურებიან “დიფ სთეითს”-კახა კალაძე

ეს ორი ადამიანი, რა თქმა უნდა, წარმოადგენს „დიფ სთეითს“, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრძვის, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკელი სენატორების, ჯიმ რიშისა და ჯინ შაჰინის მიერ წარდგენილ MEGOBARI Act-თან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„ვიცით, ვის მიერ არის ინიცირებული აღნიშნული აქტი. ეს ორი ადამიანი გამოირჩევა ანტიქართული განცხადებებით, რომლებიც მათგან არაერთხელ მოგვისმენია. ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეული პრეზიდენტი ებრძვის „დიფ სთეითს“, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი დაპირება იყო. რა თქმა უნდა, ეს სენატორები წარმოადგენენ „დიფ სთეითს“. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის თავდასხმები, რაც რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ აშშ-ის პრეზიდენტის წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება თავად აღნიშნულ აქტს და მის სახელწოდებას, თბილისის მერი განმარტავს, რომ დოკუმენტს მეგობრობასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„რაც შეეხება მის სათაურს, ესეც ცინიკურია, იმიტომ, რომ მეგობრული და მეგობრობასთან კავშირი ამ აქტს არაფერი გააჩნია. ეს არის ჩვეულებრივი მტრობა. ჩვენ რა თქმა უნდა, ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები. ისინი არ წარმოადგენენ ამერიკის სახელმწიფოს, ისინი წარმოადგენენ და ემსახურებიან კონკრეტულად „დიფ სთეითს“. შესაბამისად, ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს აღნიშნულ აქტს. როდესაც გამოდიან და აშშ-ის პრეზიდენტს თავს ესხმიან „დიფ სთეითთან“ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ყველაფერი ცხადი და ნათელია“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე შეფასებით, ნებისმიერი საკითხი, რომელიც „დიფ სთეითის“ მომხრეებისთვის პრობლემას წარმოადგენს, რუსულ პროექტად იფუთება, რაც სრული სიცრუეა.

„ეს არის ჩვეულებრივი ბლეფი და სიცრუე – „დიფ სთეითის“ ერთგვარი მიდგომა, რომელიც მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში არ ხდება. ჩვენ რა უნდა გაგვიკვირდეს – დააკვირდით, ზოგადად მთელ მსოფლიოში, თუნდაც აშშ-ში, როდესაც ხდება კონკრეტული ქმედებები „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ, მაშინვე მოიშველიებენ და აქვთ ერთგვარი „მესიჯი“, პიარული სვლა – აშშ-ის პრეზიდენტზე პირდაპირ ამბობენ, რუსული პროექტიაო. რუსული „შლეიფით“ უნდათ შეფუთონ ნებისმიერი საკითხი, რომელიც მათ არ აწყობთ და პრობლემაა. შესაბამისად, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, რადგან ჩვენ ვატარებთ და ვიცავთ ამ ქვეყნის ინტერესს. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ; ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული ვიღაცების ინტერესების გასატარებლად გარედან“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 დავაანონსეთ ორმილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა როგორც მაღალი მიღწევების, ასევე მასობრივი სპორტისთვის-ირაკლი კობახიძე

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ამოცანაა, ხელი შევუწყოთ სპორტის განვითარებას და, განსაკუთრებით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელბურთელების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობას ამბიციური გეგმები აქვს სპორტის მიმართულებით.

„სპორტის წარმატებასთან ერთად იზრდება ინტერესი, განსაკუთრებით ბავშვებში, სპორტის მიმართ, სპორტში ჩართულობის მიმართ, რის გამოც ძალიან მოხარული ვარ, თუმცა ჯერჯერობით ჩვენი ინფრასტრუქტურა, სამწუხაროდ, ვერ პასუხობს ამ მზარდ მოთხოვნას. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება. უკვე დავაანონსეთ 2-მილიარდიანი პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება სრულიად ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც მაღალი მიღწევების სპორტისთვის, ასევე მასობრივი სპორტისთვის. გპირდებით, რომ ამ პროექტის ფარგლებში ხელბურთის განვითარებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ყურადღება იქნება ხელბურთის განვითარებისა და ჩვენი ეროვნული ნაკრების მიმართ“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვერ გეტყვით, ოპოზიცია საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, მესმის მათი შიშების, რადგან ისინი განწირული არიან მარცხისთვის-კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია მარცხისთვის არის განწირული და მათ არცერთ რაიონსა თუ ქალაქში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ.

„ვერ გეტყვით, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მესმის მათი შიშების, რადგან ისინი განწირული არიან მარცხისთვის. მათ არცერთ რაიონში, არცერთ ქალაქში, როგორც მერების, ისე საკრებულოების დონეზე, გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ წაგებულ ბრძოლაში შემოსვლის არანაირი სურვილი არ აქვთ, თუმცა ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს უკვე დაწყებული აქვს არჩევნებისთვის მზადება და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნებზე ღირსეულად წარდგეს.

„ჩვენ  დავიწყეთ მზადება არჩევნებისთვის, გვაქვს შეხვედრები, სიახლეების შემოტანა. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ არასდროს გაგვიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოებასთან. ჩვენთვის ყველაზე მთავარი გახლავთ ადამიანი, შესაბამისად, ყველა პროექტი ხორციელდება იმისთვის, რომ ქალაქში იყოს კომფორტი, ახალგაზრდებს ჰქონდეთ მრავალი შესაძლებლობა, იყოს პარკები, რეკრეაციული სივრცეები, სპორტული მოედნები და ა.შ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ღირსეულად გამოვიდეთ თვითმმართველობის არჩევნებში და მივაღწიოთ წარმატებას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბანკშია ხელმისაწვდომი

თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი.

კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც გაეცნობით თქვენთვის ხელმისაწვდომ შემდეგ მომსახურებებს:

ბიზნეს ლაუნჯების შეთავაზებაში გაეცნობით, როგორ უნდა ისარგებლოთ აეროპორტის ლაუნჯებით და რამდენ შესვლას ითვალისწინებს თქვენს ხელთ არსებული პრემიუმ ბარათები, როგორც თბილისის აეროპორტის კონცეპტ სივრცეში, ისე სხვა საერთაშორისო აეროპორტებში.

Fast Track მომსახურება კი საავიაციო უსაფრთხოების სწრაფ გავლას გულისხმობს.
მობაილბანკის აპლიკაციაშივე, ნახავთ ხელმისაწვდომ რაოდენობასა და პირობებს Fast Track მომსახურებაზე, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ პროცესს და დაგიზოგავთ დროს გამგზავრებისას.

განაახლეთ თიბისის მობაილბანკის აპლიკაცია App Store/Play Store-დან და ისარგებლეთ ინოვაციური სერვისებით.

(R)

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა, 18 კი – დაშავდა -რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო 

მოსკოვსა და მოსკოვის ოლქზე დრონებით განხორციელებული მასირებული იერიშის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანი დაიღუპა, 18 კი – დაშავდა.

ამის შესახებ რუსული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

უწყების ცნობით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიევის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები დომოდედოვოში, კომპანია „მირატორგის“ ავტოსადგომზე ჩამოვარდა, რის შედეგადაც დაიღუპა დაცვის თანამშრომელი. დაზიანებულია ავტომობილები და საცხოვრებელი სახლები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთზე გასული ღამით განხორციელებული თავდასხმა უკრაინაში რუსეთის მიერ ფართომასშტაბური ომის დაწყებიდან ყველაზე მასირებული გახდა. უწყების ინფორმაციით, რუსეთის დასახლებების მიმართულებით 330-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი იყო გაშვებული.

რუსეთის დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, მოსკოვის მისადგომებთან საჰაერო თავდაცვის ძალებმა 74 დრონი ჩამოგდეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით კი, მოსკოვის ოლქში ჩამოგდებულია 91 დრონი. იერიში ასევე მიიტანეს ბრიანსკის, კურსკის, ლიპეცკის, ბელგოროდის, რიაზანის, კალუგის, ორლოვის, ვორონეჟის, ნიჟეგოროდსკის ოლქებზე.

უპილოტოებით თავდასხმის გამო, დროებით შეიზღუდა „დომოდედოვოს“, „შერემეტიევოსა“ და „ვნუკოვოს“ აეროპორტების მუშაობა. რკინიგზის დაზიანების გამო კი შეფერხდა მატარებლების მიმოსვლა დომოდედოვოს სადგურზე.

გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა – ბიზნესმენი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე გიორგი ჩიკვაიძეს გირაო პატიმრობით შეუცვალა. ირაკლი პაპიაშვილს მიმართ კი აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა.
იორგი ჩიკვაიძე სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ იზა კელენჯერიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც პროკურატურამ ბრალდებულებისთვის შეფარდებული 50 000-50 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა.
პროკურორ გიორგი ჯავარაშვილის განმარტებით, გირაოს პატიმრობით შეცვლის მოთხოვნის საფუძველი მათ მიერ გირაოს პირობების დარღვევა გახდა.
მოსამართლეს პროკურორმა მიმართა შუამდგომლობით და აღნიშნა, რომ ბრალდებულები საკუთარ პროცესზე რამდენჯერმე არ გამოცხადნენ, ასევე არსებობდა მიმალვის საშიშროება, რის გამოც ბრალდების მხარემ პატიმრობა მოითხოვა.
პროცესი დასკვნით ეტაპზეა, გამოსაკვლევი მხოლოდ ბრალდებულთა ჩვენებებია.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიაა მთელი ევროპისთვის

საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლების მონაწილეობით ქალაქ ბუდაპეშტში მწვანე შუა კორიდორის მინისტერიალის პლენარული სხდომა გაიმართა, სადაც მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, რუმინეთის ენერგეტიკის მინისტრი იოან ბურდუჟა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრი ჟეჩო სტანკოვი.

საქართველოს მხრიდან სხდომას ასევე ესწრებოდნენ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და საქართველოს ელჩი უნგრეთში თამარ ლილუაშვილი.

„ჩვენ ერთად ვაყალიბებთ ენერგეტიკის მომავალს რეგიონში და ერთად მივაღწევთ საერთო მიზანს – სუფთა, დაკავშირებულ და უსაფრთხო ენერგეტიკულ მომავალს. ამისთვის გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და თანამშრომლობა, რომ ჩვენი გეგმები რეალურ ქმედებებად ვაქციოთ. გულწრფელ მადლობას ვუხდი პარტნიორ ქვეყნებსა და დაინტერესებულ მხარეებს აქტიური მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მინისტერიალის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ბულგარეთიც შეუერთდება. მისივე თქმით, გუნდის წინაშე მნიშვნელოვანი ამოცანები დგას, მათ შორის ერთ-ერთია ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დასრულება, რომელსაც იტალიური საკონსულტაციო კომპანია ახორციელებს და პროცესი სწრაფად მიდის წინ. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლომდე სრული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ხელმისაწვდომი იქნება და პროექტი პრაქტიკული განხორციელების ფაზაზე გადავა.

„ვფიქრობ, შეგვიძლია სრული მანდატი მივცეთ ფლაგმანი პროექტის განხორციელებას, რომელიც ენერგეტიკული უსაფრთხოების გარანტიას მისცემს მთელ ევროპას და ეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ან კასპიის რეგიონის ქვეყნების ინტერესებშია, არამედ, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროექტია მთელი ევროპული კონტინენტის გრძელვადიანი მდგრადი ენერგეტიკული განვითარებისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, თითოეულ მონაწილე ქვეყანას აქვს ენერგეტიკის ხელშეწყობის ძალიან ყოვლისმომცველი დღის წესრიგი და საქართველოც ამის ნაწილია.

„ჩვენ ენერგეტიკის სექტორში ვახორციელებთ მნიშვნელოვან მხარდაჭერის სქემებს განახლებადი ენერგიის, ქარის, მზის და ჰიდროენერგიის მიმართულებით. გვქონდა ორი კონკურენტული აუქციონი კერძო დეველოპერებისთვის CFD მექანიზმის მინიჭებისთვის, შემდეგ ეს გავაფართოვეთ კერძო დეველოპერებთან პირდაპირი მოლაპარაკებებით მათთვის, ვისაც შეუძლია ინვესტირება რეალურ ენერგეტიკულ პროექტებში. ამჟამად საქართველოში დაახლოებით 10 000 მეგავატი პოტენციური განახლებადი ენერგიის პროექტი გვაქვს, რაც მნიშვნელოვანი სიმძლავრეა – მისი გამოყენება შეიძლება ადგილობრივი მოხმარებისთვის, მაგრამ ასევე შეიძლება მისი გამოყენება ჩვენს ფლაგმან პროექტში“, – განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, იგივე დღის წესრიგია პარტნიორ ქვეყნებშიც და მისი შეფასებით, ეს ეხმარება შეუფერხებელ ენერგეტიკულ გადასვლასა და მდგრადად განვითარებას, რათა დაკმაყოფილდეს როგორც მოსახლეობის, ასევე ბიზნესის მოლოდინები და გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზირებადმა ენერგეტიკულმა ფასებმა გააძლიეროს და უფრო კონკურენტული გახადოს პროექტის მონაწილე ქვეყნების ეკონომიკა.

მინისტერიალის ფარგლებში ხელი მოეწერა აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის ერთობლივ წერილს ევროკომისარ დან იორგენსენისთვის, რომელშიც ხაზგასმულია ევროკავშირისგან შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მეტი მხარდაჭერის მნიშვნელობა, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მწვანე ენერგეტიკული მომავლისთვის.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან, საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტმა აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ისტორიულად არსებული მტკიცე მეგობრული ურთიერთობების შესახებ და განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას სხვადასხვა საერთაშორისო და რეგიონულ ფორმატში.

საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს. მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობას და მზად არის, განაგრძოს ამ პროცესში წვლილის შეტანა.

შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამმხრივ თანამშრომლობაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის მინისტრს, საფრანგეთში საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს რომ აფინანსებდეს და მხარს უჭერდეს, რომლებიც ამგვარი ლექსიკით მოიხსენიებენ მინისტრს – შალვა პაპუაშვილი ბაია პატარაიას მიერ მაკა ბოჭორიშვილის შეურაცხმყოფელ სიტყვებზე

ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრს, საფრანგეთში საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს რომ აფინანსებდეს და მხარს უჭერდეს, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრის გუშინდელ განცხადებაზე გამახსენდა, ხალხს ვუჭერთ მხარსო. ძნელი წარმოსადგენი არაა, რა განწყობა ექნებოდა საფრანგეთის ევროპის საკითხთა მინისტრს, საფრანგეთში საქართველოს საელჩო ისეთ ხალხს რომ აფინანსებდეს და მხარს უჭერდეს, რომლებიც ამგვარი ლექსიკით მოიხსენიებენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს.

ალბათ, მინიმუმ, მოლოდინი ექნებოდა, რომ საქართველოს საელჩო დაგმობდა და გაემიჯნებოდა ამგვარ რადიკალიზმს. ვნახოთ, როგორ მოიქცევა საფრანგეთის ელჩი. ევროპულობა ხომ საქმეში გამოიხატება და არა მხოლოდ განცხადებებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მორიგი მცდელობა – საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ კრიზისიდან გამოსვლის გზა, შესაძლოა, საქართველოში ახალი არჩევნები იყოს.

არანაირი საკომისიო – უმარტივესად გადაიხადეთ ამანათის ტრანსპორტირების თანხა თიბისის მობაილბანკიდან

12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა.

ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზიდის საიტიდან ან მობაილბანკიდან იხდით. თუ გადამზიდის საიტზე ბარათის მონაცემების ხელით შეყვანა გიწევთ, თიბისი ამ პროცესს უმარტივეს საქმედ გიქცევთ.

როგორია გადახდის პროცესი თიბისის მობაილბანკში:

  • კომუნალურების გვერდიდან ირჩევთ ამანათებს და ფოსტას;
  • მონიშნავთ სასურველ გადამზიდს;
  • შეიყვანთ აბონენტის ნომერს და დაამატებთ შაბლონში, რომ მომავალში მარტივად შეძლოთ გადახდა;
  • გადახედავთ დეტალებს და დაადასტურებთ გადარიცხვას.

ამ სიახლის პარალელურად, 12 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით, ამანათის ტრანსპორტირების თანხის გადახდას ყოველგვარი საკომისიოს გარეშე შეძლებთ.

ხომ შეიძლება “დიფ სთეითის” ეგიდით მსოფლიოში განვითარებულ ამა თუ იმ სიმახინჯეს და დანაშაულს თბილისური აგენტურა ან გაემიჯნოს, ან “თანაზიარებისაგან” თავი შეიკავოს, მაგრამ “ნურას უკაცრავად” – დავით ქართველიშვილი

პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სირიაში განვითარებული მოვლენებს და მსოფლიო ლიდერების გამოხმაურებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი თქმით,  ევრობიუროკრატების დუმილის ფონზე, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადება ძალიან მკაფიო იყო.

“”დიფ სთეითის” ევროსაბჭოთა კავშირის ფლანგზე – მოსალოდნელი და სამარისებური სიჩუმეა, როგორც ჩანს “ჩემს შვილს როგორ მოვაჭრი თავს” პრინციპიდან გამომდინარე”- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ სწორედ საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღიარეს სირიის ტერორისტ-ხელისუფლება და მისცეს მას ლეგიტიმაცია

. დავით ქართველიშვილის თქმით, სირიის ხელისუფლების ქებაში ევროპელ ლიდერებს, ქართველი რადიკალებიც შეუერთდნენ და ახლა ისინიც  ამ სისხლიანი დანაშაულის თანამონაწილეები არიან.

“მას შემდეგ, რაც 2025 წლის 9 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მკაფიო განცხადება გააკეთა სირიის ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც მან დაგმო რადიკალური ისლამისტი ტერორისტების მოქმედებები, რომლებიც დასავლეთ სირიაში

მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობებში

არიან ჩართული – ევრობიუროკრატ “კრავთა დუმილი” ჯერ კიდევ გრძელდება. ამ დუმილის ფონზე, მარკო რუბიომ ცალსახად ხაზი გაუსვა, რომ აშშ მხარს უჭერს ქვეყნის რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობებს, მათ შორის ქრისტიანულ, დრუზულ, ალავიტურ და ქურთულ თემებს. სახელმწიფო მდივანმა ასევე მოუწოდა სირიის დროებით ხელისუფლებას, რომ დამნაშავეები დროულად მიეცნენ პასუხისგებაში.

მაგრამ, სწორედ, რომ “დიფ სთეითის

” ევროსაბჭოთა კავშირის ფლანგზე – მოსალოდნელი და სამარისებური სიჩუმეა, როგორც ჩანს “ჩემს შვილს როგორ მოვაჭრი თავს” პრინციპიდან გამომდინარე. ეს ხომ გერმანიის და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადასცეს სირიის ტერორისტ-ხელისუფლებას ერთგვარი “აგრემანი”, აღიარება და მათი შემდგომი მოქმედებებისთვის სრული “კარტ-ბლანში”. ეს ხომ ჩვენი ლაქია-მარიონეტები შეუერთდნენ სირიის ახალი ხელისუფლების ქება-დიდებას და

ვერც ისინი, ვერც მათი ბრიუსელის აგენტოკრატები ვეღარ შეძლებენ ამ სისხლიანი დანაშაულის თანამონაწილეობის ლაქის ჩამოშორებას.

ხანდახან ფიქრობ, ხომ შეიძლება “დიფ სთეითი” ეგიდით მსოფლიოში განვითარებულ ამა თუ იმ სიმახინჯეს და დანაშაულს, თბილისური აგენტურა ან გაემიჯნოს, ან “თანაზიარებისაგან” თავი შეიკავოს, ან პაუზა გააკეთოს თავის მსჯელობასა თუ განცხადებაში – “ნურას უკაცრავად”. ყველგან და ყოველთვის მოწინავე

პოზიციებზე არიან: იქნება ეს უკრაინის კატასტროფა თუ “ჰეროდეს” ტრადიციებში სირიელ ბავშვთა ამოხოცვა. “ჰეროდიაანთ” სალომეამ ოღონდ რაიმე ფორმით დააფიქსიროს საკუთარი “ლეგიტიმურობა” და სისხლისმსმელი ტერორისტებისთვისაც არ დაიშურებს თავის “საპრეზიდენტო” ამბორს. სწორედ ურსულა ფონ დერ “ბაიდენთან” ერთად დღეს თქვენი ხელებიც იდაყვამდე სისხლშია და თქვენ ამ სისხლს ვერ ჩამოირეცხავთ,”-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.