Home Blog Page 2

კობა კობალაძემ 2008 წლის ომის ვეტერანებთან შეხვედრა გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, მათ დეტალურად გააცნო სამსახურის მუშაობის სპეციფიკა, მიზნები, ამოცანები; ის ერთობლივი პროექტები, რომლებიც სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების მიერაა შემუშავებული ვეტერანების წინაშე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად. კობა კობალაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიან და შედეგზე ორიენტირებულ თანამშრომლობაზე, რაც მომავალში კიდევ უფრო გაფართოვდება_ აგრარულ და ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის სფეროში ერთობლივი პროგრამები შემუშავდება.

მხარეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ დღეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივ აღმშენებლობაში ვეტერანების ჩართულობა, მათი გამოცდილებისა და ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება იმ გამოწვევების დასაძლევად, რომელთაც, ჩვენს ქვეყანას, რუსული ოკუპაცია და გეოსტრატეგიული მდებარეობა უყენებს.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვეტერანებმა მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. ისაუბრეს ჯერ კიდევ გადასალახ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

დასასრულ, კობა კობალაძემ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, სახელმწიფო ინსტიტუციებთან ერთად, ძალისხმევას არ დაიშურებს ვეტერანთა წინაშე ჯერ კიდევ არსებული გამოწვევების დასაძლევად. მან ვეტერანებს მათთვის მნიშვნელოვან ყველა საკითხში, კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომა აღუთქვა.

თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს

თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს თემაზე – მდგრადი დაფინანსება: ESG-ის როლი კაპიტალის ბაზარზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. ბაზრის მოთამაშეებმა, ინვესტორებმა და ემიტენტებმა, კაპიტალის ბაზრის მდგრადი განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და განვითარებას ემსახურება.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ბანკის და თიბისის ESG სტრატეგიის ნაწილი და ბანკების მიერ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებული კიდევ ერთი ინიციატივაა.

„მდგრადობის კომპონენტის შემოტანა ობლიგაციების ბაზარზე გლობალური ტენდენციაა, რამდენადაც ეს დაფინანსების მოძიების მნიშვნელოვანი პირობა ხდება. ამ პროცესს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. მდგრადი ემისიები უკანასკნელ წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნულ ტრენდს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გალტ & თაგარტმა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადობასთან დაკავშირებული და სოციალური (გენდერული) ობლიგაციების ემისიების განთავსების აგენტი იყო. ჩვენმა სემინარმა, რომელიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა, რომლებმაც მდგრადი დაფინანსების შესახებ ისაუბრეს. სემინარის მიზანი კომპანიებისა და ინვესტორებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და მდგრადი ემისიების ხელშეწყობა იყო”, – ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის აღმასრულებელი დირექტორი.

„მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. ბაზრის კაპიტალიზაცია უკვე 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. სულ უფრო მეტი ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს გაზრდის და გარემოსთვის სასარგებლო საინვესტიციო გადაწყვეტილებებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიებიც ამ ტენდენციის მონაწილეები იყვნენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები. სწორედ ამიტომ, ძალიან დროული ინიციატივა იყო ჩაგვეტარებინა კაპიტალის ბაზარზე ESG-ის როლთან დაკავშირებული სესია ისეთ მასშტაბურ პლატფორმაზე, როგორიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრაა. თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, 5 მწვანე ობლიგაციაა განთავსებული ბაზარზე, რაც ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის და ზოგადად, თიბისი ჯგუფის წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით. სესიაზე, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც მე ვიყავი, მწვანე, გენდერული თანასწორობისა და ზოგადად, თემატური ობლიგაციების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ  და მიმოვიხილეთ გზები, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. ასევე, განვიხილეთ ESG ობლიგაციებში ინვესტირების შესაძლებლობები და სექტორები, რომლებიც ყველაზე აქტიურად უშვებენ ESG ბონდებს”, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, საქართველო 2-5 მაისს, პირველად მასპინძლობს. ყოველწლიური შეხვედრა არის პლატფორმა, სადაც ADB, პარტნიორებთან ერთად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებს განიხილავს.

R

ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, პირველი მაისის ღამიდან მოყოლებული, სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენენ

პირველი მაისის ღამიდან მოყოლებული, სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები დაკავებულთა ადგილსამყოფელს ადგენენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისის დიღმისა და ავჭალის იზოლატორებში მოინახულეს ადმინისტრაციული წესით დაკავებული 3 პირი. ასევე, სხვადასხვა კლინიკებში მყოფი აქციის მონაწილეები.

„რწმუნებულები განაგრძობენ დაკავებულთა მონახულებას.

ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც მიუთითებს არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი – 14 81 – მუშაობს 24-საათიანი რეჟიმით.

სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, ADB-ის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს

თიბისი კაპიტალმა და გალტ & თაგარტმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სემინარს უმასპინძლეს თემაზე – მდგრადი დაფინანსება: ESG-ის როლი კაპიტალის ბაზარზე.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა. ბაზრის მოთამაშეებმა, ინვესტორებმა და ემიტენტებმა, კაპიტალის ბაზრის მდგრადი განვითარების პერსპექტივები და ის საინვესტიციო პროექტები მიმოიხილეს, რომლებიც საქართველოში და განვითარებად ქვეყნებში ESG და მწვანე ობლიგაციების ბაზრის ზრდასა და განვითარებას ემსახურება.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ბანკის და თიბისის ESG სტრატეგიის ნაწილი და ბანკების მიერ, მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის განხორციელებული კიდევ ერთი ინიციატივაა.

„მდგრადობის კომპონენტის შემოტანა ობლიგაციების ბაზარზე გლობალური ტენდენციაა, რამდენადაც ეს დაფინანსების მოძიების მნიშვნელოვანი პირობა ხდება. ამ პროცესს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს. მდგრადი ემისიები უკანასკნელ წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. აღნიშნულ ტრენდს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გალტ & თაგარტმა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე პირველი მწვანე, მდგრადობასთან დაკავშირებული და სოციალური (გენდერული) ობლიგაციების ემისიების განთავსების აგენტი იყო. ჩვენმა სემინარმა, რომელიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჩატარდა, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს უმასპინძლა, რომლებმაც მდგრადი დაფინანსების შესახებ ისაუბრეს. სემინარის მიზანი კომპანიებისა და ინვესტორებისთვის პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და მდგრადი ემისიების ხელშეწყობა იყო”, – ლევან შავკაციშვილი, გალტ & თაგარტის აღმასრულებელი დირექტორი.

„მსოფლიოში ESG და მწვანე ობლიგაციების გამოშვება სწრაფი ტემპით იზრდება. ბაზრის კაპიტალიზაცია უკვე 1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. სულ უფრო მეტი ინვესტორი იღებს ვალდებულებას, რომ პორტფელში მწვანე ობლიგაციების წილს გაზრდის და გარემოსთვის სასარგებლო საინვესტიციო გადაწყვეტილებებს მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ქართული კომპანიებიც ამ ტენდენციის მონაწილეები იყვნენ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად დავაინტერესოთ ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორები. სწორედ ამიტომ, ძალიან დროული ინიციატივა იყო ჩაგვეტარებინა კაპიტალის ბაზარზე ESG-ის როლთან დაკავშირებული სესია ისეთ მასშტაბურ პლატფორმაზე, როგორიც ADB-ის ყოველწლიური შეხვედრაა. თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე, 5 მწვანე ობლიგაციაა განთავსებული ბაზარზე, რაც ხაზს უსვამს თიბისი კაპიტალის და ზოგადად, თიბისი ჯგუფის წვლილს და ინტერესს მდგრადი განვითარების მიმართულებით. სესიაზე, რომლის ერთ-ერთი სპიკერიც მე ვიყავი, მწვანე, გენდერული თანასწორობისა და ზოგადად, თემატური ობლიგაციების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ  და მიმოვიხილეთ გზები, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას. ასევე, განვიხილეთ ESG ობლიგაციებში ინვესტირების შესაძლებლობები და სექტორები, რომლებიც ყველაზე აქტიურად უშვებენ ESG ბონდებს”, – მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე ყოველწლიურ შეხვედრას, საქართველო 2-5 მაისს, პირველად მასპინძლობს. ყოველწლიური შეხვედრა არის პლატფორმა, სადაც ADB, პარტნიორებთან ერთად, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის გზებს განიხილავს.

R

საქართველოს ვერავინ „დააჩმორებს“ – „დაგასპოილერებთ“ და გეტყვით, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველო გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა – კახა კალაძე

შემიძლია „დაგასპოილეროთ“ და გითხრათ, რომ აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს“ მესამე მოსმენით ძალიან მალე მიიღებს.

თბილისის მერმა, აქციაზე გუშინ განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.

„გულწრფელად მჯერა ის, რომ არის რადიკალების დაჯგუფება, კონკრეტული ადამიანები, რომელსაც კეზერაშვილის სიძე, ვინმე ჩიქოვანი, ასევე „ფრანკლინის კლუბი“ და კიდევ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მართავს, რომელიც უცხო ძალებისგან ფინანსდება. უკვე მეორე მოსმენით არის კანონი მიღებული. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გამოაშკარავდეს ვინ, საიდან ფინანსდება და რა მიზნით. ყველაფერი უნდა იყოს დეკლარირებული, ღია და გამჭვირვალე. ძალიან მალე მესამე მოსმენით მივიღებთ აღნიშნულ კანონს და თქვენთვის ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან თემასაც გეტყვით, ვიცი, ძალიან გაგიხარდებათ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართება. შემიძლია „დაგასპოილეროთ“ და გითხრათ, რომ აუცილებლად გაიხსნება მოლაპარაკებები და „ქართული ოცნების“ პირობებში, აუცილებლად გახდება საქართველო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა, ოღონდ ისეთი კი არა გაფარჩაკებული და „დაჩმორებული“, ამაყი, თავაწეული, ორ ფეხზე მდგომი, ღირსებით სავსე. ეს მინდა იცოდეს ყველამ!“ -განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, „საქართველოს ვერავინ „დააჩმორებს“.

„ვერავინ გაბედავს და საქართველოს ვერ „დააჩმორებს“, ყოველ შემთხვევაში, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ასევე, ერთი რამ ყველა დაიმახსოვრეთ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, საქართველო არასდროს გახდება ვინმეს ვასალი“, – განაცხადა კალაძემ.

“უმცირესობაში დარჩენილ პოლიტიკურ ჯგუფებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, თუ არა დესტაბილიზაცია და ეს არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას” – გია ვოლსკი

უმცირესობაში დარჩენილ პოლიტიკურ ჯგუფებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, თუ არა დესტაბილიზაცია და ეს არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. პირიქით, ძალიან მძიმე მდგომარეობა არის მსოფლიოში და ერთი საერთო ამოცანაა უნდა იყოს წესით, რომ როგორმე სამშვიდობოზე გავიყვანოთ ჩვენი სამშობლო.”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

გია ვოლსკი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ სფეროში იჭრებიან, რაც კატეგორიულად დაუშვებელია.

მისი თქმით, როდესაც ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვთ, „რასაკვირველია, დესტაბილიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი“.

„არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან ტრიბუნაზე, პოლიტიკურ სფეროში იჭრებიან, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, გამოდიან და მოუწოდებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ იყვნენ აგრესიულები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კანონის მიღების აუცილებლობას და მეორე, ზუსტად უნდა ვიცოდეთ ყველამ, რომ არჩევნებში გამარჯვების შანსი როცა არ აქვთ, რასაკვირველია, დესტაბილიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ამას უკვე რამდენი ხანია ვამბობთ, არათუ თვეები, წლები მიმდინარეობს ასეთი პროცესების განვითარების მცდელობა. 2019-ში, 2020-ში, 2022-ში, ახლაც. ასე რომ კალენდარულად შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ის მძიმე და პროვოკაციული მოწოდებები, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას ახასიათებს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ძალადობრივი აქცია იყო და არავის უნდა ეპატიოს კანონს მიღმა გადადგმული ნაბიჯი – ჰქონდათ ისეთი ნივთები, რომელიც საქართველოში არ იყიდება, გაირკვევა ადამიანები საიდან, როგორ დაზიანდნენ -კახა კალაძე

ძალადობრივი აქცია იყო, რაც უმძიმესია და არავის უნდა ეპატიოს კანონს მიღმა გადადგმული ნაბიჯი. ყველაფერი ცხადი იქნება და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს! ისიც გაირკვევა ის ადამიანები საიდან, როგორ დაზიანდნენ და ასე შემდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტთან განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, აქციაზე იყო ისეთი ნივთები, რომელიც საქართველოში არ იყიდება.

„მოწოდებები იყო, რომ მთავარი საკანონმდებლო ორგანოს ბლოკირება მომხდარიყო. თუ გავიხსენებთ წინა აქციებს, მიზანმიმართულად ხდებოდა ადამიანების წაქეზება, შემდეგ შეატოვებდნენ პოლიციას პირისპირ, თვითონ გაიპარებოდნენ, მშვიდად ეძინათ სახლში. ჩვენ გუშინ ძალადობრივი ფაქტები ვიხილეთ, ძალადობრივი აქცია იყო, რაც უმძიმესია და არავის უნდა ეპატიოს კანონს მიღმა გადადგმული ნაბიჯი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ არცერთი რეზინის ტყვია არ ყოფილა გამოყენებული, თუმცა, თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა, განცხადებაც იქნებოდა გაკეთებული.

რაც შეეხება დაშავებას, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო მოკვლევა უკვე. აქციაზე იყო ისეთი ნივთები, რომელიც საქართველოში არ იყიდება და დასადგენია. ყველაფერი ცხადი იქნება და ყველა დამნაშავე აგებს პასუხს! ისიც გაირკვევა ის ადამიანები საიდან, როგორ დაზიანდნენ და ასე შემდეგ“,- აღნიშნა კალაძემ.

“თუ ჯაჯგურამდე მივდივართ, ხარისხიანად ვიჯაჯგუროთ” – იაგო ხვიჩია

ოპოზიციას ევალება, რომ რაღაცნაირად მოიპოვოს ის რეპუტაცია, რომ მას ახალგაზრდები უსმენდნენ. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა ზოგადად დისკუსიები და მედია გავხსნათ, მინიმუმ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს აქციები – იმიტომ, რომ ახლა პასუხისმგებლობას აქციებზე არავინ იღებს, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ახლა ქვეყნის წინაშე დანაშაულია არ ლაპარაკის გაგრძელება ან იმ ხარისხის დისკუსიების გაგრძელება, რაც შეიძლება მიმდინარეობს პოლიტიკურ სპექტრში.

“ზოგადად ადეკვატური როგორ შეიძლება იყოს პარლამენტის ავსება სპეცრაზმით და იმის გამო, რომ იქ სპეცრაზმია, დეპუტატების არშეშვება? აი, აქედან დავიწყოთ. გასაგებია, გუშინდელი აქციის ყველა ნაწილი მე არ მომწონდა და მათ შორის, ეს უაზრო კარებთან ჯაჯგური, მაგრამ ოპოზიციას ევალება, რომ რაღაცნაირად მოიპოვოს ის რეპუტაცია, რომ მას ახალგაზრდები უსმენდნენ. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა ზოგადად დისკუსიები და მედია გავხსნათ, იმასთან დაკავშირებით მინიმუმ, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს აქციები. იმიტომ, რომ ახლა პასუხისმგებლობას აქციებზე არავინ იღებს, ახალგაზრდები დარბიან – ხან რას ამტვრევენ, ხან რას. საბოლოოდ ჯამში, ეს პასუხისმგებლობას მოიტანს და არავინ პასუხისმგებელი რომ არ იქნება, აღმოჩნდება, რომ ახალგაზრდებს ვიღაც მარტო ტოვებს პირისპირ მართლმსაჯულების წინააღმდეგ. ამიტომ მე მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს და მათ შორის, მედიასაშუალებებს, რომ მოდით გავხსნათ დისკუსია პოლიტიკურ პარტიებში, იმ პარტიებს შორის, ვინც ბუნებრივი ბარიერი გადალახა წინა არჩევნებზე, თუ როგორ ვუყურებთ ზოგადად მიტინგების განვითარებას და როგორ ვუყურებთ “ქართული ოცნების” შემდეგ ამ ქვეყნის განვითარებას.

აქციას უნდა ჰქონდეს მოთხოვნა. ჩემი რწმენით ეს მოთხოვნა უნდა იყოს – “ არა რუსულ კანონს”, რაც არის და დაკავებული ხალხის დაუყოვნებლივ გამოშვება. მანამ სანამ ამ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს, აქცია ამ მოთხოვნით უნდა იყოს, მას შემდეგ, რაც “რუსულ კანონს” მიიღებენ, ნებისმიერი მოთხოვნა შეიძლება ლეგიტიმური იყოს.

მე მგონი, გუშინდელ ამბავზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, იმიტომ, რომ მე არ მაქვს ინფორმაცია კავშირების ამ ხალხის და ოპოზიციონერების. პირველ რიგში, ჯაჯგურის წინააღმდეგი კი არ ვარ, მართლა უნდა ჯაჯგურობდე, თუ ჯაჯგურზე მიდის საქმე და გადაწყვეტილებაა, რომ უნდა ვიჯაჯგუროთ, პარლამენტის შენობა უნდა ავიღოთ, მარტო ერთ კარს რატომ ეჯაჯგურები? ნახეთ, რამდენი კარი და ფანჯარა არის, თუ პარლამენტში შესვლა გინდა. თუ ზოგადად ჯაჯგურზე მივდივართ, რატომ ერთ შენობას? მოდი გადანაწილდეს ამდენი ხალხი და 10 შენობას დაეჯაჯგუროს. თუ ჯაჯგურამდე მივდივართ, ხარისხიანად ვიჯაჯგუროთ. იქამდე რომ მიხვიდე, ჯერ ეტაპებია გასავლელი და ჩვენ ეს ეტაპები გამოტოვებული გვაქვს. მასე ჯაჯგურით პირდაპირ არ გამოვა”, – განაცხადა ხვიჩიამ.

ჩაერთე და გაყევი “ნიკორა სუპერმარკეტს” ევრო 2024-ზე!- რეალური შანსი საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად!

ჩაერთე და გაყევი „ნიკორა სუპერმარკეტს“ ევრო 2024-ზე!- რეალური შანსი საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად!

ნიკორაში დიდი საფეხბურთო ციებ-ცხელებაა: 1-დან  31 მაისის ჩათვლით თამაშდება 33 სრული საგზური გერმანიაში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე დასასწრებად. ტური 4-დღიანია და მოიცავს ორმხრივ ავიაბილეთს, სასტუმროში ინდივიდუალურ განთავსებასა და თამაშის ბილეთს.

გათამაშების წესები კი ასეთია: „ნიკორა სუპერმარკეტში“ მინიმუმ 10-ლარიან შენაძენზე ამოგივათ ჩეკზე QR კოდი, დასკანერებით გადადიხართ საიტზე და იწყებთ თამაშს, სადაც დაგხვდებათ 3 სტადიონი (რომლებზეც საქართველოს ნაკრების მატჩები გაიმართება), თქვენ კი ირჩევთ სასურველ სტადიონს, იმის მიხედვით, თუ რომელ მატჩზე გსურთ დასწრება.

ყოველი 10-ლარიანი ჩეკით ხსნით სტადიონზე ფეხბურთელს, გამარჯვებულია ის, ვინც შეაგროვებს 11 განსხვავებულ ფეხბურთელს.

თითეულ მატჩზე თამაშდება 11 საგზური, სულ გერმანიაში მიემგზავრება 33 იღბლიანი გამარჯვებული.

33 პრიზი და რეალური მოგების შანსი – ჩაერთე და გაყევი ნიკორას ევროპაზე.

იხილეთ ვიდეო და გაიგეთ როგორ ჩერთო გათამაშებაში.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე, პირველ მაისს განვითარებული მოვლენების მოვკვლევა უკვე დაიწყო, რომლის დასრულების შემდეგაც ცნობილი გახდება, თუ საიდან და როგორ დაშავდა აქციის რამდენიმე მონაწილე.

კითხვაზე – აქციის დროს იყო თუ არა სამართალდამცველების მხრიდან გამოყენებული რეზინის ტყვიები, დედაქალაქის მერი პასუხობს, რომ მსგავსი ფაქტი რუსთაველის გამზირზე არ ყოფილა.

„ტყუილია. მატყუარა ტელევიზია ხართ. ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განცხადება გაკეთდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთი რეზინის ტყვია არ გამოყენებულა, თუმცა თუ ამის აუცილებლობა იქნებოდა, შესაბამისი განცხადებაც გაკეთდებოდა. რაც შეეხება აქციაზე მოქალაქეთა დაშავების ფაქტებს, შსს-მ უკვე დაიწყო მოკვლევა. აქციაზე იყო ისეთი ნივთები, რომლებიც საქართველოში არ იყიდება. დასადგენია, საიდანაა ისინი შემოტანილი. ყველაფერი ცხადი გახდება და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. ისიც გაირკვევა, ეს ადამიანები საიდან და როგორ დაშავდნენ“, – განაცხადა კხა კალაძემ.

ზუსტად პრეზიდენტია ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას – კახა კალაძე

ზუსტად პრეზიდენტია ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, პრეზიდენტის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება მიუთითებს, რომ წახალისებულია ძალადობა.

„რაც შეეხება პრეზიდენტს, ის არის ადამიანი, ვინც ახალისებს ძალადობას და ქმედება, რომელიც შეწყალებასთან დაკავშირებით იკადრა და გააკეთა, იმაზე მიანიშნებს, რომ წახალისებულია ძალადობა. ზუსტად პრეზიდენტია ის ადამიანი, ვინც ქვეყანაში ახალისებს ძალადობას“,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, რის შედეგადაც 2023 წლის მარტის აქციების დროს დაკავებულმა გრიგორიადისმა ციხე დატოვა.

“საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა” – აშშ-ის საელჩო

შეერთებული შტატები გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის” კანონმდებლობის წინ წაწევას საქართველოს პარლამენტში და მთავრობის ოფიციალური პირების ყალბ ნარატივს, რომელსაც მის დასაცავად მიმართეს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „მმართველი პარტიის წევრები ცხადად ამბობენ, რომ კანონის მიზანია, ჩაახშოს კრიტიკული ხმები და გაანადგუროს საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში მთავრობის კონტროლის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს“.

„ეს კანონი და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს სახიფათო გზაზე აყენებს. საქართველოს მთავრობის განცხადებები და ქმედებები შეუსაბამოა დემოკრატიულ ღირებულებებთან, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს წევრობის საფუძველშია და ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. განცხადებები, რომელიც არასწორად წარმოაჩენს საქართველოში უცხოურ მხარდაჭერას – რასაც ოცდათორმეტი წელია საქართველოს ეკონომიკის, დემოკრატიისა და რუსული აგრესიის შეკავების უნარის გაძლიერებისთვის უზრუნველვყოფთ – არსებითად უთხრის ძირს იმ მტკიცე ურთიერთობას, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხთან ჩამოგვიყალიბდა.

ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათ უფლებას, რომ გაგონილი იყოს მათი ხმა. ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც დემონსტრაციებს აშუქებენ. ძალის გამოყენება მშვიდობიანი შეკრებისა და სიტყვის თავისუფლების ჩასახშობად მიუღებელია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას არაძალადობრივი აქციის მონაწილეებს მისცეს შესაძლებლობა, გააგრძელონ გამოხატვის თავისუფლების უფლების გამოყენება“, – ნათქვამია განცხადებაში.