Home Blog Page 2

BILD: 1400 გერმანული კომპანია კვლავაც აგრძელებს საქმიანობას რუსეთში – ქვეყანაში, რომელსაც ომის წამომწყებად მიიჩნევენ

ვლადიმერ პუტინი სულ უფრო თამამად ამწვავებს დაპირისპირებას და პროვოცირებს დასავლეთთან დრონების საშუალებით. არსებობს ეჭვი: რუსეთი ჯაშუშობს და ჩვენი გახლეჩა სურს. წერს გერმანული გამოცემა „BILD“.

სტატიის თანახმად, კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკვე საზოგადოებას აფრთხილებს: „ჩვენ ომში არ ვართ, მაგრამ მშვიდობაშიც აღარ ვიმყოფებით“.

მიუხედავად ამისა, წერს გამოცემა, 1400 გერმანული კომპანია კვლავაც აგრძელებს საქმიანობას ქვეყანაში, რომელსაც ომის წამომწყებად მიიჩნევენ. რატომ?

გერმანიის ეკონომიკური დელეგაციის მონაცემებით რუსეთში, საუბარია „გერმანული კომპანიების შვილობილ კომპანიებსა ან უმრავლესობის მფლობელობაზე“, გასულ წელს მიღებული შემოსავალი შეადგენდა დაახლოებით 20 მილიარდ ევროს.

BILD-მა ათეულობით მსხვილ კომპანიას მიმართა კითხვით: რატომ აგრძელებთ საქმიანობას რუსეთში? პასუხი მხოლოდ რამდენიმე კომპანიამ გასცა. მათი პოზიცია ერთმანეთის მსგავსია: ომი, რასაკვირველია „კატეგორიულად“ გახლავთ დაგმობილი და სანქციებიც სრულად სრულდება, თუმცა, საქმიანობის გაგრძელებისთვის არსებობს გარკვეული მიზეზები.

მიუხედავად რუსეთის მიერ წარმოებული ომისა და დასავლეთის სანქციების რეჟიმისა, რიგი გერმანული კომპანიები კვლავ აგრძელებენ ოპერირებას რუსეთში, რაც ისინი ამართლებენ სოციალური პასუხისმგებლობით და ჰუმანიტარულ მიზნებზე დაყრდნობით.

„Hochland“, რომელიც სასურსათო სექტორში ოპერირებს, საკუთარი რუსეთში ყოფნის გამართლებას თანამშრომლებისა და გრძელვადიანი პარტნიორების წინაშე ვალდებულებით ხსნის. „Beiersdorf“, რომელიც თავის მოვლის საშუალებებს Nivea-ს და Eucerin-ს აწარმოებს, ასევე, კომპანია „Metro“, მიუთითებენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე ადგილობრივი თანამშრომლებისა და მომხმარებლების წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ მათი შემოსავალი რუსულ ბაზარზე შემცირებულია.

ჯანდაცვის სექტორში მოქმედი კომპანიები, როგორიცაა B. Braun და Merck, აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა მხოლოდ აუცილებელ სამედიცინო სერვისებზეა ორიენტირებული, მათ შორის, ქრონიკული პაციენტების სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მკურნალობის უზრუნველყოფაზე.

,,ადვოკატების ინფორმაციით, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ”

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს: პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს ციხიდან სატელეფონო ზარები, პაემნები და წერილები აეკრძალათ. ინფორმაციას ადვოკატები ადასტურებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განუცხადა, დადგენილება არ ჩაუბარებიათ წერილობითი ფორმით, ხოლო მას შემდეგ როდესაც დადგენილებას მიიღებენ, გაასაჩივრებენ.

პაატა ბურჭულაძეს უთხრეს, რომ აკრძალული აქვს მიმოწერა, პაემნები, სატელეფონო ზარი-ყველა ის უფლება, რაც აქვს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პირს.

შეფასებას რაც შეეხება, ემსახურება ფსიქოლოგიური ტანჯვის მიყენებას ადამიანისთვის, რომელიც ემზადებოდა შვილიშვილების სანახავად. ჩვენ დადგენილება ჯერ არ მიგვიღია წერილობით ფორმით, როდესაც მივიღებთ გასაჩივრების ყველა გზას მივმართავთ მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო და პროკურატურა “ქართული ოცნების” გაგრძელებაა დიდი მოლოდინი არ გვაქვს რომ რაიმე შედეგს გამოიღებს“,- აღნიშნა თუთბერიძემ.

,,უკრაინის ტერიტორიაზე ბედნიერებას ვერავინ მოიტანს, გარდა სლავური სახელმწიფოებისა”- ალექსანდრ ლუკაშენკო

ალექსანდრ ლუკაშენკო უკრაინელ კოლეგას რუსეთთან სწრაფად მოლაპარაკებას ურჩევს. ამ თემაზე ბელარუსის პრეზიდენტმა რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ბედნიერებას უკრაინას მხოლოდ სლავური სახელმწიფოები მოუტანენ, რასაც ვოლოდიმირ ზელენსკი უნდა მიხვდეს და მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდეს. ლუკაშენკოს აზრით, უკრაინის პრეზიდენტმა ეს სწრაფად უნდა გააკეთოს, რადგანაც რუსეთი ფრონტზე წინ მიიწევს.

„მინდა, ჩემი რჩევა შეისმინოს და მიხვდეს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ბედნიერებას ვერავინ მოიტანს, გარდა სლავური სახელმწიფოებისა. ამიტომ, მოლაპარაკებების მაგიდას უნდა მიუჯდეს. სწრაფად უნდა იმოქმედოს, რადგან რუსეთი ფრონტზე წინ მიიწევს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის შესაძლო მიწოდების საკითხით შეშფოთებულია

რუსეთი უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის შესაძლო მიწოდების საკითხით შეშფოთებულია, – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს.

დიმიტრი პესკოვის თქმით, „ტომაჰავკის“ გადაცემასთან დაკავშირებით კომენტარები ხშირად კეთდება, რასაც კრემლი ყურადღებით ისმენს და „სწავლობს“.

მისივე განცხადებით, იარაღის სერიოზულობის მიუხედავად, „ტომაჰავკებს“ ფრონტის ხაზზე ვითარების შეცვლა მაინც არ შეუძლია.

„ტომაჰავკის“ საკითხი დიდ შეშფოთებას იწვევს და პრეზიდენტმა პუტინმა ამის შესახებ უკვე ისაუბრა. ეს იარაღი განსაკუთრებულია, ის შეიძლება, იყოს ბირთვული ან არაბირთვული. აქვს მნიშვნელოვანი მოქმედების რადიუსი, სერიოზული იარაღია. თუმცა, ის ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციას ვერ შეცვლის“, – აცხადებს კრემლის პრესმდივანი.

პესკოვის თქმით, „დაძაბულობის ესკალაციის თვალსაზრისით, ყველა მხრიდან ძალიან დრამატული მომენტია“.

„რუსული მხარე აგრძელებს საუბარს იმაზე, რომ ჩვენ მზად ვართ მშვიდობიანი მოგვარებისთვის, ასევე გვესმის, რომ ტრამპი მუდმივად საუბრობს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომის აუცილებლობაზე და აქედან გამომდინარე გამოგვაქვს დასკვნა, რომ ის პოლიტიკურ ნებას ინარჩუნებს“, – აცხადებს დიმიტრი პესკოვი და აღნიშნავს, რომ აშშ-ის პრეზიდენტისგან განსხვავებით, ევროპასა და კიევს ამ მიმართულებით რაიმეს გაკეთების სურვილი არ აქვთ.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრო – მაღალი ტარიფების განზრახ მუქარა ჩინეთთან ურთიერთობის სწორი გზა არ არის, ჩინეთის პოზიცია სავაჭრო ომთან დაკავშირებით თანმიმდევრულია

ჩინეთმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ჩინურ საქონელზე დაწესებულ ბოლო ტარიფებს თვალთმაქცური უწოდა. ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ განაცხადა, რომ იშვიათმიწა ელემენტებზე ექსპორტის კონტროლი აშშ-ის მიერ გასულ თვეში მადრიდში ორმხრივი სავაჭრო მოლაპარაკებების შემდეგ მიღებული ზომების სერიას მოჰყვა.

პეკინმა მაგალითად მოიყვანა ჩინური კომპანიების აშშ-ის სავაჭრო შავ სიაში დამატება და ვაშინგტონის მიერ ჩინეთთან დაკავშირებული გემებისთვის პორტის გადასახადის დაწესება.

„აშშ-ის ქმედებებმა მძიმე ზიანი მიაყენა ჩინეთის ინტერესებს და შეარყია ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო მოლაპარაკებების ატმოსფერო, ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება მათ. მაღალი ტარიფების განზრახ მუქარა ჩინეთთან ურთიერთობის სწორი გზა არ არის. ჩინეთის პოზიცია სავაჭრო ომთან დაკავშირებით თანმიმდევრულია: ჩვენ ეს არ გვინდა, მაგრამ არ გვეშინია მისი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩინეთი აცხადებს, რომ ექსპორტის კონტროლი ექსპორტის აკრძალვას არ ნიშნავს.

,,ოპოზიციურ მედიაში სარედაქციო პოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს”- მაია ორჯონიკიძე

“ეს არის ჩვეულებრივი “ჩეკისტი” ქალი და ამ უმძიმეს ვითარებაში, რუსულ რეჟიმთან “მებრძოლი” ქალი, ცილს სწამებს მიხეილ სააკაშვილს და ბაჩანა ახალაიას. ერთი ციხეში ზის და მეორე სახლიდან არ გამოდის. ეს ქალი იმდენად ამორალურია, რომ უკვე ფსკერი გაბურღა”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერმა, მაია ორჯონიკიძემ, თამარ ჩერგოლეიშვილის შესახებ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა.

ორჯონიკიძე გამოეხმაურა გუშინ, “ფორმულას” ეთერში ჩერგოლეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ბაჩო ახალაიას სახლში 4 ოქტომბერთან დაკავშირებით შეხვედრები ტარდებოდა და კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილთანაც იმართებოდა. მან “ფორმულას” წამყვანი, დავით ქაშიაშვილიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ოპოზიციურ მედიასაშუალებებში კარგი ჟურნალისტებიც არიან, თუმცა, “ყველას ჰყავს თავისი მაჯლაჯუნა”.

“გამოვაქვეყნე ჩერგოლეიშვილის ვიდეო, გამოვაქვეყნე “ჟურნალისტ” ქაშიაშვილზე ჩემი მოგონება, რომელიც სულ მახსოვდა, მაგრამ არასდროს მომივიდოდა თავში დამეწერა, რომ არა ეს ამაზრზენი. ეს არ არის ოპოზიციური ტელევიზიები. ცალკეულ ჟურნალისტებს არ ვეხები, იქ არიან მართლა ნორმალური და კარგი ჟურნალისტები და იმის მიხედვით არ ვაფასებ რომ ადრე რაღაცა იყო – დღეს რას აკეთებენ, ამით ვაფასებ. არის ნორმალური ხალხი “ტვ პირველზეც” და “ფორმულაზეც”, როგორ არ არის, მაგრამ, ყველას ჰყავს თავისი მაჯლაჯუნა. აღარ მინდა, სახელებით ჩამოვთვალო, მაგრამ, იძულებული გამხადა მე ამ ქაშიაშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ ექსტრავერტი ვარ, ძალიან ვუფრთხილდები, თუ დააკვირდით, ზედმეტი არასდროს არაფერი წამომცდება, რაც ქვეყანას, წინააღმდეგობის ფრონტს დააზიანებს. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვდივარ წყობიდან და ეგრეთ წოდებულ ჩვენიანებს ვურტყამ. ასე დავარტყი თავის დროზე თამარს და გიგას, მერე დავარტყი მელიას და ახლა უკვე საქმე მაქვს საკუთარ პარტიასთან”, – განაცხადა ორჯონიკიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციურ მედიაში სარედაქციო პოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს, ვინაიდან, ქვეყანა, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ გამოუცხადებელი ომის პირობებში იმყოფება, შესაბამისად, ამ ტელევიზიებში, ისეთი “დანოსჩიკები” და “ცილისმწამებლები”, როგორიც თამარ ჩერგოლეიშვილია, არ უნდა მოიწვიონ.

“მოკლედ, ე.წ. ოპოზიციურ მედიაში სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიქმნას, ეს არის ომი, ცხელი ომი არ არის, მაგრამ, არაფრით ნაკლები არ არის იმ დრამატიზმით, ტრაგიზმით და დრამატული შედეგებით. მედიაში უნდა შეიქმნას სარედაქციო პოლიტიკა, იმიტომ, რომ ეს არის ომი, გამოუცხადებელი ომი ქართველი ხალხის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ამ დროს, ესენი ძალიან “ბაბლურ”, “კუტოკურ” […] ასე ვიქნებით და გავქრებით ბოლოს. არ არის ამის დრო, ამიტომ, უნდა შეიქმნას მკაცრი სარედაქციო პოლიტიკა, რომ ოპოზიციურ არხებზე მაინც ისეთი ბინძური ჩამშვებები და ჩეკისტები, “დანოსჩიკები”, როგორიცაა თამარა ჩერგოლეიშვილი, არ იყვნენ. უფრო სწორად, ცილისმწამებლები, “დანოსიც” არ არის, იტყუება”, – განაცხადა მაია ორჯონიკიძემ.

ნაცი” გინდა ღობის იქით დააბი, გინდა – ღობის აქეთ, “ნაცი” მაინც “ნაცია” – გიორგი გაბუნია

“4 ოქტომბერს, რაც მოხდა, ეს იყო მცდელობა იმისა, რომ სახელმწიფო გამოეცადათ. ვისაც ჰგონია, რომ სახელმწიფო არის დაბალი ღობე, ისინი მზად უნდა იყვნენ იმ პასუხისმგებლობისთვის, რა პასუხისმგებლობაც მათ დაეკისრებათ,” – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე ასეთი მასშტაბის ძალადობა რეაგირების გარეშე არ დარჩება.

“ნაცი” გინდა ღობის იქით დააბი, გინდა – ღობის აქეთ, “ნაცი” მაინც “ნაცია” და მისი აზროვნების მასშტაბი და ღირებულებები ჩვენთვის კარგად არის ცნობილი. ამიტომ, ეს უნდა იყოს კარგი გაკვეთილი და პრეცედენტი ყველა იმ ადამიანისა თუ პოლიტიკური ჯგუფისთვის, რომელიც ეცდება, რომ საქართველოში ძალადობრივი გზით შეცვალოს ხელისუფლება, დამთავრდება ზუსტად ისე, როგორც დაუმთავრდათ ამ ადამიანებს,” – აღნიშნა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ.

საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღოსაპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

საპატრულო პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია სამი პირი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით 3 პირი: 2004 წელს დაბადებული ც.ქ., 1985 წელს დაბადებული ა.ი. და 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ.კ. დააკავეს”, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“პატრულ – ინსპექტორებმა თბილისში, ბრალდებულების ავტომობილების და პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები და ვაზნები”, – აცხადებენ შსს-ში.

ცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ბელგიის თავდაცვის მინისტრი თეო ფრანკენი: ბრიუსელმა, შესაძლოა, წლის ბოლომდე არმია ქუჩებში გაიყვანოს

“ბრიუსელმა, შესაძლოა, წლის ბოლომდე არმია ქუჩებში გაიყვანოს”, – განაცხადა ბელგიის თავდაცვის მინისტრმა თეო ფრანკენმა Le Soir-თან ინტერვიუში.

თავდაცვის მინისტრი შეშფოთებას გამოთქვამს დედაქალაქში არსებული მდგომარეობის გაუარესებით.

„სიტუაცია დრამატული გახდა. როგორც უსაფრთხოების, ასევე პოლიტიკური და სოციალური თვალსაზრისით. იმის საპირისპიროდ, რასაც შეიძლება გაიგონებდეთ, მე ძალიან შეშფოთებული ვარ ჩვენი დედაქალაქის მდგომარეობის გაუარესებით“,– თქვა მან.

ფრანკენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუჩების უსაფრთხოება პოლიციის პასუხისმგებლობაა და არა სამხედროების. თუმცა, მან დასძინა, რომ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა მიმართა მას ამ საკითხთან დაკავშირებით.

“შესაძლებელია თუ არა ჯარის ქუჩებში გაყვანა წლის ბოლომდე? მე არ მითქვამს „კი“, მაგრამ არც „უარი“, – თქვა ფრანკენმა.

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ცხოვრება საინტერესო შესაძლებლობებს შემოგთავაზებთ. ეცადეთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ და სწრაფად იმოქმედოთ. გინდათ თუ არა, მოსაწყენი და უინტერესო საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოთ და გზა გააგრძელოთ. შეეცადეთ, დახუჭოთ თვალები სხვის ნაკლოვანებებზე, მით უფრო, თუ ეს თქვენ არ გეხებათ.

კურო

გახსოვდეთ, რომ გრძნობებს განახლება სჭირდება, ამიტომ საყვარელ ადამიანს პერიდულად უნდა შეახსენოთ როგორ ძლიერ გიყვართ და საჩუქრით ან კომპლიმენტით გაანებივროთ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რაც თქვენს გარშემო ხდება და ეცადეთ, ვარსკვლავების მინიშნებები სწორად წაიკითხოთ. წარმატების მისაღწევად უფრო მტკიცედ უნდა იმოქმედოთ.

ტყუპები

ძალების აღსადგენად მეტი დასვენება და ყურადღების სასიამოვნო თემებზე გადატანა გჭირდებათ. გირჩევთ, კოლეგებთან შეთანხმებით, მუშაობის არასტანდარტული მეთოდები სინჯოთ. შეეცადეთ, წლის ბოლომდე კარგი განწყობა შეინარჩუნოთ – საბოლოო შედეგი სწორედ ამაზეა დამოკიდებული.

კირჩხიბი

რაც უფრო აქტიური იქნებით, ეს დღე მით უფრო წარმატებული იქნება. გირჩევთ, სახლიდან გახვიდეთ, ახალ ადგილებს და ღონისძიებებს ეწვიოთ და საინტერესო ადამიანებს დაუკავშირდეთ. საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, შეიძლება დამატებითი შემოსავლის წყარო გახდეს.

ლომი

დღის პირველ ნახევარში ყოველდღიურ საკითხებს და პირად საჭიროებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამ დღეს შანსი გაქვთ, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო დაასრულოთ. შეეცადეთ, გადაწყვეტილების მიღებისას არსებული გარემოებები გაითვალისწინოთ. საყვარელ ადამიანებთან საუბარი სტრესისგან გაგათავისუფლებთ.

ქალწული

ამ დღეს შეგიძლიათ, მენეჯერს ხელფასის გაზრდის შესახებ მიანიშნოთ. ახლა თქვენ ამას ნამდვილად იმსახურებთ. ინტუიცია რთულ სიტუაციაში კომპრომისების პოვნაში გეხმარებათ. გირჩევთ ,ამით ისარგებლოთ და მშვიდობა დაამყაროთ ადამიანთან, ვისთანაც ურთიერთობა სერიოზულად გაგირთულდათ.

სასწორი

ძნელია, რაიმე ახალი და საინტერესო დაიწყოთ, სანამ ძველ, თუნდაც მოსაწყენ საქმეებს არ დაასრულებთ, ამიტომ მეტი უნდა იაქტიუროთ. გირჩევთ სამსახურში არსებულ პრობლემებს ფილოსოფიურად მიუდგეთ და ნაკლები ინერვიულოთ. რაც არ უნდა გაღიზიანდეთ, მოერიდეთ უტაქტო შენიშვნის მიცემას და მაქსიმალურად აკონტროლეთ თქვენი ემოციები, რათა შემდეგ არ ინანოთ.

მორიელი

შეამცირეთ აქტიურობის დონე და ეცადეთ, ეს დღე მშვიდად გაატაროთ. ნუ აჩქარდებით, შეგიძლიათ დაწყებული საქმე ხვალ ან მომდენი დღეებში დაასრულოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მადლობა გადაუხადოთ მათ, ვინც ყოველთვის მხარს გიჭერდათ და წინსვლაში გეხმარებოდათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მნიშვნელოვან სიახლეებს გაიგებთ, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. თუ რამით უკმაყოფილო ხართ, ნუ გაჩუმდებით და საკუთარი აზრი თამამად გამოხატეთ. გირჩევთ, უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

თხის რქა

რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას ნუ ეცდებით, თორემ იმედგაცრუებული დარჩებით. ყურადღებით იყავით – შესაძლოა, წარმატებას ერთი ნაბიჯი გაშორებთ, ამიტომ შეთავაზებაზე, რომელსაც საღამოს მიიღებთ, უარი არ უნდა თქვათ.

მერწყული

ამ დღეს სახლის გარეთ რაც უფრო მეტ დროს გაატარებთ, მით უფრო მაღალია მნიშვნელოვანი შეხვედრის შანსი. ეცადეთ, საუბრის დროს მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ და თანამოსაუბრეზე ზეწოლა არ მოახდინოთ. თუ შოპინგს გეგმავთ, გირჩევთ რამდენიმე დღით გადადოთ – სავარაუდოდ, ამ დღეს შეძენილი ნივთები იმედებს გაგიცრუებთ.

თევზები

ურთიერთობებისთვის არახელსაყრელი დღეა. კითხვებზე მოკლე და კონკრეტული პასუხები გაეცით და თუ რამეში ბოლომდე დარწმუნებული არ ხართ, დიალოგზე საერთოდ უარი თქვით. ახალმა ნაცნობმა შეიძლება გული გატკინოთ და იმედი გაგიცრუოთ, ამიტომ ახალგაცნობილ ადამიანებთან გულწრფელობას უნდა მოერიდოთ.

შოთა თუთბერიძე – პაატა ბურჭულაძე გამოკითხვაზე ამოღებული იარაღის საქმეზე დაიბარეს, რაზეც ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს

გამოკითხვაზე ფორმალურად ვიყავით დაბარებული სუს-ის მიერ, მათი ვერსიით, ამოღებული იარაღის საქმეზე, რაზეც ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა.

მისი თქმით, იარაღის საქმე სუს-ის მიერ მოგონილი საკითხია.

„სუს-ის მიერ მოგონილი საკითხია, ისევე როგორც ბევრი წლის წინ საბურავები იყო, რომლებიც ნაგავსაყრელზე იპოვეს და თქვეს, ოპოზიციური პარტიები ამზადებენ რაღაცისთვისო. ეს საქმე დღემდეა შემოდებული თაროზე, რაც ადასტურებს, რომ იყო შეთითხნილი საქმე. ჩვენების მიცემაზე თანხმობა განვაცხადეთ და ვთქვით, რომ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. ვუპასუხეთ ყველა იმ კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს, თუმცა იყო მცდელობა, პაატა ბურჭულაძისთვის დაესვათ კითხვები იმ საქმეზე, რომელიც ამ საქმესთან კავშირში არ არის და ეხება საქმეს, სადაც მას აქვს ბრალდებულის სტატუსი“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მისი თქმით, დაკითხვაზე დაბარების რეალური მიზეზი იყო, პაატა ბურჭულაძის შეტყუება, რათა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით კითხვები დაესვათ.

„ცდილობდნენ, გამოეძალათ ინფორმაცია – რას აორგანიზებდა, ვისთან ერთად აორგანიზებდა, ყველაფერზე მიიღეს შესაბამისი პასუხი. შავი პიარისთვის, რეპუტაციის შელახვისთვის ეძებენ საკენკს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

,,ჩვენთვის მისაღებია ყველა ძალისხმევა, ყველა ხელმოწერა და ყველა ნაბიჯი, რომელსაც ღაზის დაჩაგრული და დაზარალებული მოსახლეობისთვის შვება მოაქვს”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღაზის სექტორში ჩასვლის სურვილი გამოთქვა. ქალაქ რიზეში გამართულ მმართველი პარტიის გაფართოებული საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა ისრაელს მოუწოდა, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

„ნება მომეცით, პირდაპირ და ცალსახად განვაცხადო: თურქეთი თურქეთზე დიდია. აქტიური საგარეო პოლიტიკით, პრინციპული პოზიციითა და დიპლომატიური გამოცდილებით, ჩვენი ქვეყანა ბოლო დროს მიმდინარე პროცესის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად იქცა. ჩვენმა პალესტინელმა ძმებმა, განსაკუთრებით კი „ჰამასმა“, გონივრული დამოკიდებულებით აჩვენეს, რომ ისინი მზად არიან მშვიდობისთვის. შესაბამისად, ორწლიანი ჩაგვრის, გენოციდის, ნგრევისა და სისასტიკის შემდეგ, ღაზის მცხოვრებლების სახეებზე პირველად ღიმილი გაჩნდა, თუმცა სუსტად. ჯერ მე წავალ ღაზაში, შემდეგ კი თქვენ. ვინც რას უნდა ამბობდეს, ჩვენთვის მისაღებია ყველა ძალისხმევა, ყველა ხელმოწერა და ყველა ნაბიჯი, რომელსაც ღაზის დაჩაგრული და დაზარალებული მოსახლეობისთვის შვება მოაქვს”, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.