Home Blog Page 2

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

23 მაისს ქუთაისში დღისით +29 და ღამით +18 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები მზიან ამინდს ვარაუდობენ.

მზიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც, დღისით +29 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მზეა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +28, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა სოხუმშიც. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანია ამინდია, დღისით +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება.

მზიანი დღეა ბორჯომში, +27 იქნება დღისით, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 4 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში დღისით +23 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში დღის განმავლობაში 14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება. ომალოში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +14, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც წვიმიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება.

იწვიმებს თელავშიც, სადაც დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც წვიმიან ამინდს ელოდებიან. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღე იქნება. დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც მზიან ამინდის ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.

მივიღე გადაწყვეტილება, 29 მაისს სასამართლოში არ მივიდე, პატიმრობისთვის მომზადებას არ ვაპირებ -ნიკა მელია

პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლერი ნიკა მელია 29 მაისს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას არ აპირებს. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მელიამ აღნიშნა, გადაწყვეტილება ხალხის პატივისცემის გამო მიიღო და არ აპირებს პატიმრობისთვის მომზადებას.

„მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო მონაწილეობა და არ მივიდე 29 მაისს სასამართლოში. ამას ხალხის პატივისცემის გამო გავაკეთებ, რადგან მე დღეს რასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ იქ ქალებს, უფროსებს, უმცროსებს, ბავშვებს, არ მინდა, რომ ეს განმეორდეს. დარწმუნებული ვარ, ზურა ჯაფარიძეს ეს რომ სცოდნოდა, ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. იქნება წარმომადგენელი, ადვოკატი, მე პატიმრობისთვის არ ვაპირებ მომზადებას, ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს და ვნახოთ. სად ვიქნები, არ ვიცი“, – განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია სასამართლოში პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არის დაბარებული.

ადრე ვიყავით დამოკიდებული, მოიწონებდა თუ არა რომელიმე ევროპარლამენტარი ან ელჩი ჩვენს გადაწყვეტილებას, გაიზარდა ჩვენი საზოგადოება, აბსოლუტურად სხვა რეალობაა -პრეზიდენტი

ჩვენი საზოგადოება მიეჩვია ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღებას, რა არის ჩვენთვის კარგი, ჩვენ თვითონ ვფიქრობთ, უღირს თუ არ უღირს ჩვენს ქვეყანას რაიმე საკითხი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ადრე ვიყავით დამოკიდებული, რომ მოიწონებდა თუ არა რომელიმე ევროპარლამენტარი ან ელჩი ჩვენს გადაწყვეტილებას. გაიზარდა ჩვენი საზოგადოება და აბსოლუტურად სხვა რეალობაა საქართველოში, აღარ არის ლომჯარიასა და გიგაურის დღის წესრიგი ჩვენს ქვეყანაში და კარგად ჩანს ეს ყველაფერი. რადგან იქ ერთი ქსელი და ინსტრუქციაა, სხვას ვერ ეყრდნობიან და იმავე მეთოდებით ცდილობენ ჩვენთან სიტუაციის შეცვლას. ვერ მოხდება ეს ყველაფერი. არაერთხელ დავინახეთ, რომ შეუძლებელია ამის განხორციელება.

ჩვენ ამ ყველაფერში გამოცდილება შევიძინეთ. ვიცით მათი დამოკიდებულება, ვიცით, რომ მაკრონი ხვალ მობრუნდება და ხელს ჩამოართმევს და ახალი ფურცლიდან დაიწყებს. საქართველო და ეს რეგიონი სჭირდება ევროკავშირს და ჩვენ აუცილებლად უნდა განვაახლოთ ურთიერთობები სხვა რაკურსით.

ამიტომ ვართ ასე მყარად, რომ ჩვენი ინტერესებიდან ვმოქმედებთ და ჩვენი საზოგადოება, რომელმაც ჩვენ აგვირჩია, ამას გულისყურით ადევნებს თვალს“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა -მიხეილ ყაველაშვილი

ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, რომ აუცილებელია საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„გუშინ მარკო რუბიოს პასუხებში, როდესაც კითხვა დაუსვა მას ჯო უილსონმა, გამოიკვეთა, რომ აუცილებელია, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. ადრეც ვამბობდით და ახლაც ვამბობთ, აუცილებელია ურთიერთობების გადატვირთვა. ხელისუფლებებს შორის უნდა ხდებოდეს ურთიერთობა და არა ენჯეოსექტორის ან კონგრესმენის მეშვეობით. ამერიკული კანონმდებლობა იძლევა საშუალებას, ამა თუ იმ ლობისტურმა კომპანიამ დააფინანსოს რომელიმე კონგრესმენი და სათავისო საკითხები გაიტანონ და ისაუბრონ ამაზე. ის ხალხი, რომელიც ამერიკის საელჩოსთან დროშებით და ტრამპის ტრაფარეტებით მივიდა რამდენიმე დღის წინ, იგივე ხალხია, ვინც ტრამპის არჩევას ეწინააღმდეგებოდა. ხომ დავინახეთ, რომ ყველაფერი იმისთვის იყო გამოყენებული, რომ ჯო უილსონს დაესვა კითხვა რუბიოსთვის, რომ შეხედეთ, ეს ხალხი როგორ იჩაგრება საქართველოში და როგორი ანტიამერიკული ხელისუფლება ჰყავს საქართველოსო. აღარაფრის რცხვენიათ – სათაურებში გამოიტანეს. მგონი, ერთადერთი თინა ხიდაშელი იყო, რომელმაც უარყო, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში ეს ტერმინი არ იყო გამოყენებულიო“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „აშშ-თან ღირებულებითი თანხვედრის აფიშირება საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად და მყარად ვდგავართ ამ ღირებულებებზე და ამასვე მოვუწოდებდით ქვეყნებს“.

„არიან რიგი ქვეყნები, რომლებიც ასევე მყარად იცავენ ამ ღირებულებებს და იყო წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი გზავნილებიც, რომ ამ ღირებულებით ის მოვიდოდა ხელისუფლებაში და იქნებოდა მათი დამცველი.

ყველა ქვეყანას თავისი ინტერესები აქვს, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები. არსებობს რეგიონი, არსებობს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა. სულ ახლახან ტრამპმა განაცხადა, რომ ბაიდენი არ მართავდა ქვეყანას და გამოძიების დაწყებასაც აპირებდნენ, თუ ვინ ერეოდა ბაიდენის ადმინისტრაციაში და ვინ იღებდა გადაწყვეტილებას.

გახსოვთ NED-სა და USAID-თან დაკავშირებით ჩვენი დამოკიდებულება. მათ მოვუწოდებდით, რომ ყოფილიყვნენ ღია. თუ ჩვენი პარტნიორები ბრძანდებით, მოდით ღია იყოს ეს დაფინანსების წყარო და შეიძლება ჩვენ ამ ყველაფრის ხელშემწყობიც ვყოფილიყავით. დავინახეთ, რომ ამ ცვლილების შემდეგ თავად არსებულმა ადმინისტრაციამ როგორი ზეწოლა განახორციელა და მთელი მსოფლიოს თვალწინ გააშიშვლა ეს ორგანიზაციები.

ჩვენ უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ ამ ყველაფერში. ჩვენ მზად ვართ ამ გადატვირთვისთვის, მაგრამ გამოჩნდა, რომ ჯერჯერობით აშშ-ის ადმინისტრაცია არ არის ამისთვის მზად. ჩვენ გაგებით ვეკიდებით იმ გამოწვევების ფონზე, როცა სხვა უფრო გამოწვევადი საკითხები დგას, ვერ მოსთხოვ, რომ საქართველოს საკითხით დაინტერესდნენ.

დაველოდებით და ჩვენ ვიქნებით გულწრფელი საკუთარ საზოგადოებასთან და ასევე აშშ-სთან, რომ თუ ღირებულებითი თანხვედრა გვაქვს, მაშინ საკითხები, რომელზეც შეიძლება თანხვედრა მოხდეს, პოლიტიკური დიპლომატია ჩაერთოს ამ ყველაფერში. არ უნდა იმართებოდეს ენჯეოსექტორებით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ამ დღეს აჩქარება მხოლოდ სიტუაციას გაართულებს. მოერიდეთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს, არავის არაფერს დაჰპირდეთ და ემოციებით ნუ იხელმძღვანელებთ. ბევრ ვერძს გაუჩნდება სურვილი, რომ საკუთარი სიმართლე ნებისმიერი გზით დაამტკიცოს, რაც დიდი შეცდომაა. გახსოვდეთ, რომ ტაქტი და დიპლომატია ის თვისებებია, რომლებიც ნებისმიერ კარს გაგიღებთ. ყურადღებით მოეკიდეთ გარშემომყოფთა თხოვნებს და კონფლიქტურ სიტუაციაში ნეიტრალური პოზიცია დაიჭირეთ.

კურო

შესანიშნავი დღეა ახალი პროექტების დასაწყებად. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყველა საქმე წინასწარ დაგეგმოთ. ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც შორიდან ახალ ამბავს მოგიტანთ, თუნდაც ეს სანდო წყარო იყოს. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ყოფითი ხასიათის მცირე უსიამოვნება — მაგალითად, წყლის ონკანის გაფუჭება ან გასაღების დაკარგვა. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს — ზოგი მათგანი წინასწარმეტყველური იქნება.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება მეხსიერებამ გიმტყუნოთ ან შეუფერებელ დროს ყურადღება მოადუნოთ. ეს განსაკუთრებით საგრძნობი იქნება სწავლის პროცესში. საჭესთან ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან არასწორი მანევრი შეიძლება მცირე საგზაო შემთხვევის მიზეზი გახდეს. საღამოს შეიძლება ზოგმა ტყუპებმა თავი სუსტად იგრძნოს. ეცადეთ, დაისვენოთ და ყურადღება სასიამოვნო და საქმეებზე გადაიტანოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს გულახდილი საუბარი გელით ადამიანთან, რომელსაც კარგად არ იცნობთ. მზად იყავით, რომ საერთო მიზნისთვის შეიძლება საკუთარი საქმის დათმობა მოგიწიოთ. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება თქვენი ფინანსური მდგომარეობა ცოტათი გააუმჯობესოთ. ასევე შანსი გექნებათ, რომ ახალი მეგობარი და ერთგული მოკავშირე შეიძინოთ. ნუ დაიჯერებთ იმას, რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ და საკუთარი ყურით არ მოგისმენიათ.

ლომი

ეს დღე ლომების უმეტესობისთვის მშვიდი, სასიამოვნო და ნაყოფიერი იქნება. ეცადეთ, ოჯახთან ერთად რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ, შვილებისა და მშობლებისთვის დრო გამონახოთ და პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროთ. უმჯობესია, ფინანსური საკითხების მოგვარება სამომავლოდ გადადოთ. პრობლემა, რომლებიც ახლა გაწუხებთ, რამდენიმე დღეში აზრს დაკარგავს.

ქალწული

ამ დღეს ყველა ქმედება კარგად გააზრებული უნდა იყოს. ნუ ეცდებით, საკუთარი აზრები სხვა ადამიანებს თავს მოახვიოთ, თორემ შეიძლება ახალი მტერიც გაიჩინოთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, თორემ უწყინარი ხუმრობა შეიძლება ვიღაცამ არასწორად გაიგოს. შესაძლოა, ასაკით უფროსი ქალის რჩევა ან დახმარება დაგჭირდეთ. მცირე გაუგებრობაზე არ უნდა ინერვიულოთ – ყველაფერი კარგად იქნება, თუ მოთმინებას გამოიჩენთ და დაუფიქრებლად არ მოიქცევით.

სასწორი

ხელსყრელი დღეა ნებისმიერი ურთიერთობის აღსადგენად. თუკი ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებთ, ყველა უთანხმოების მოგვარებას შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ, თუმცა ძალების აღდგენას მალე მოახერხებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხმაურიან წვეულებებს და ხალხმრავალ ადგილებში წასვლას მოერიდოთ.

მორიელი

ამ დღეს ბევრი ეცდება, რომ გაგაღიზიანოთ და წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. გახსოვდეთ, რომ იმაზე, რასაც ვერ შეცვლით, არ უნდა ინერვიულოთ. ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის ყვირილითა და აგრესიით დამტკიცებას – სიმართლე მალე თავისით გამომჟღავნდება. ძველი მეგობარი რამდენიმე პრობლემის ერთდროულად მოგვარებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ილუზიებს თუ აჰყვებით, შეიძლება წარმატების შანსი ვერ დაინახოთ და იმედგაცრუებული დარჩეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მომხდარის მიზეზი დაადგინოთ. კარგი იქნება, თუ საკუთარ შეცდომებზე ისწავლით და სხვების რჩევაზე მეტად საკუთარ გამოცდილებას დაეყრდნობით.

თხის რქა

საინტერესო დღეა, რომელიც უამრავ ახალ იდეას და გეგმას მოიტანს. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობს, ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ. ახალი ნაცნობობა ან ძველი კავშირების აღდგენა ორმხრივი თანამშრომლობის იმედს გაგიჩენთ. პირად ცხოვრებაშიც ცვლილებები გელით — შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი ძვირფასი და ერთგული მესაიდუმლე გახდება.

მერწყული

მერწყულებისთვის ერთფეროვანი და მოსაწყენი დღეა. სამსახურში ბევრი საქმე არ გექნებათ, ამიტომ შეგიძლიათ საკუთარ გარეგნობაზე და იმ საქმეებზე იზრუნოთ, რისთვისაც ადრე ვერ იცლიდით. მოსალოდნელია ფინანსური სირთულეები, ამიტომ გირჩევთ, ხარჯები აკონტროლოთ და უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდოთ. ამ დღეს შესაძლოა გაგიჩნდეთ მშვენიერი იდეა, რომლის განხორციელებაც თქვენს გამბედაობაზე იქნება დამოკიდებული.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცოტა ხნით გადადოთ საქმის დასრულება, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებთ. სავარაუდოდ, წარსულის შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ, რაც დიდ დროს და ძალას წაგართმევთ. არ არის გამორიცხული, იმ ადამიანებთან ურთიერთობა მოგიწიოთ, რომლებმაც წარსულში გული გატკინეს. მოერიდეთ ხალხმრავალ წვეულებებს და სტუმრად წასვლას. უმჯობესია, საღამო მშვიდ გარემოში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

 ევროკავშირთან ჩვენი დამოკიდებულება გულწრფელია, თუ იქნება ჯანსაღი პროცესი, მაგრამ სპეკულაციებია, როდესაც გვეუბნებიან ერთი მხრივ, ვითანამშრომლოთო და თან რევოლუციებს გვიწყობენ -მიხეილ ყაველაშვილი

ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია, თუ იქნება ჩვენს შორის ჯანსაღი პროცესი და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

წამყვანმა მას ჰკითხა, როგორ ფასდება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ახლა, გაყინულია, თუ შეინიშნება რაიმე ტენდენცია ყინულის დნობის თვალსაზრისით.

„ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია. ღია ვართ ჩვენ თუ იქნება ჩვენს შორის ჯანსაღი პროცესი და კონკრეტულ საკითხებზე საუბარი. ამისთვის მზად ვართ. მაგრამ სპეკულაციებია, როდესაც გეუბნებიან ერთი მხრივ, ვითანამშრომლოთო და თან რევოლუციებს გვიწყობენ. მარტივია, რომ სხვა ქვეყნის საარჩევნო პროცესში არ უნდა ჩაერიოს სხვა ქვეყნის საგარეო მინისტრი, თუ სხვა ვინმე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჰარვარდის უნივერსიტეტს საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის უფლება შეუწყვიტა.

აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების მდივნის, კრისტი ნოემის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციამ გააუქმა ჰარვარდის „სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის“ სერტიფიკაცია „კანონის შეუსრულებლობის“ გამო.

„ეს ადმინისტრაცია ჰარვარდის უნივერსიტეტს პასუხისმგებლობას აკისრებს ძალადობის, ანტისემიტიზმის წახალისებისა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან მის კამპუსში კოორდინაციისთვის. უნივერსიტეტებისთვის უცხოელი სტუდენტების მიღება პრივილეგიაა და არ აქვთ სწავლის საფასურის გაზრდის გზით მათი მრავალმილიარდიანი ფონდების შევსების უფლება. ჰარვარდს უამრავი შესაძლებლობა ჰქონდა სწორი ნაბიჯის გადადგმისთვის, მაგრამ მან უარი თქვა. კანონის შეუსრულებლობის გამო, მათ დაკარგეს სტუდენტური და გაცვლითი პროგრამის სერტიფიკატი. ეს უნდა იყოს გაფრთხილება ქვეყნის მასშტაბით ყველა უნივერსიტეტისა და აკადემიური დაწესებულებისთვის“,- წერს ნოემი სოციალურ ქსელში.

ჰარვარდის უნივერსიტეტმა ეს ნაბიჯი „უკანონოდ“ შეაფასა. ჰარვარდის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, გასულ სასწავლო წელს დაწესებულებაში თითქმის 7 000 უცხოელი სტუდენტი იყო ჩარიცხული.

„ქართული ოცნების“ რეჟიმის სისასტიკე აგრძელებს ესკალაციას, ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დააწესონ სანქციები ივანიშვილის, მისი მეგობრების მიმართ -რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელ X-ში წერს, ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ სანქციები ახლავე უნდა დააწესონ.

„ქართული ოცნების“ რეჟიმის სისასტიკე აგრძელებს ესკალაციას. წითელი ხაზები დიდი ხნის წინ გადაილახა, მაგრამ დღეს უკვე ძალიან შორს წავიდა. ზურაბ ჯაფარიძე, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დააპატიმრეს. ევროკავშირმა და წევრმა სახელმწიფოებმა ახლავე უნდა დააწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეგობრების მიმართ“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ჩემი მხარდაჭერა ზურას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება -მამუკა ხაზარაძე

ჩემი მხარდაჭერა ზურას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება, – ამისი შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„სამართლიანობისა და მეგობრობის მაგალითია ზურა ჩემთვის!

ჩემი მხარდაჭერა ზურას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება!

თავისუფლება ჯაფარას! თავისუფლება პოლიტპატიმრებს! ბრძოლა ბოლომდე!“,- აღნიშნულია მამუკა ხაზარაძის ფეისბუქპოსტში.

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.

დასავლეთი გეოპოლიტიკურ სისუსტეს იჩენს -ავთანდილ წულაძე

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებთან დაკავშირებული ვითარება ჩიხში შევიდა. ტრამპმა უარი თქვა ევროკავშირთან ერთად რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე.

სააგენტო „Bloomberg-ი“  იტყობინება, რომ ტრამპი თვლის, პუტინი უკრაინასთან ომს იგებს. ტრამპი, პონტიუს პილატეს მსგავსად, ხელებს იბანს და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შემდგომ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობას ევროპას აკისრებს.

რა დასკვნების გამოტანა შეიძლება არსებულ ვითარებაზე?

პირველი. ევროპასა და აშშ-ს შორის უკრაინის საკითხზე განხეთქილებაა.  შეერთებული შტატების და ევროპის მცდელობა  ერთად ემოქმედათ უკრაინის საკითხში მოლაპარაკებების შესახებ, ჩაიშალა. მიმდინარე პროცესი რუსეთსა და ჩინეთს დიპლომატიური მანევრირების მეტ შესაძლებლობებს აძლევს.

მეორე. ტრამპის სატარიფო ომი წარუმატებლად დასრულდა. ტრამპმა ვერ შეძლო თავისი მიზნების მიღწევა. სამაგიეროდ, ტრამპმა შეერთებულ შტატებს ისეთი ეკონომიკური პრობლემები შეუქმნა, რომლებიც მის თეთრ სახლში დაბრუნებამდე არ არსებობდა. ჟურნალ „Politico-ოს“ ცნობით, ახალი გამოკითხვებით ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკით უკმაყოფილება იზრდება. მაგალითად, მარტში ჩატარებული გამოკითხვის მონაწილეთა 58 პროცენტმა განაცხადა, რომ მათი აზრით, ტარიფები აშშ-ის ეკონომიკას ზიანს აყენებს, ხოლო 28 პროცენტმა დაუჭირა მხარი ტრამპის სატარიფო პოლიტიკას.

https://www.politico.com/news/2025/05/21/trump-economy-poll-00362634

ტრამპის დამარცხებამ სატარიფო ომში ჩინეთის ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პოზიცია გააძლიერა.

მესამე. ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიაა უკრაინაში ომის, ირანის ბირთვული პროგრამის პრობლემისა და ისრაელსა და ჰამასს შორის ომის ერთ „პაკეტში“ გაერთიანება. ტრამპმა ამ პრობლემების მოგვარება ცალ-ცალკე სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. შედეგად, უკრაინაში ომი გრძელდება, ისრაელმა განაახლა სამხედრო მოქმედებები ჰამასის წინააღმდეგ და აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაშიც არ არის ერთიანობა ბევრ გეოპოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ევროპა ჯერ კიდევ არ არის მზად დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური თამაშისთვის შეერთებული შტატების მხარდაჭერის გარეშე.

დასავლეთის სისუსტე ქმნის პირობებს ჩინეთისა და მისი მოკავშირეების შემდგომი გეოპოლიტიკური ექსპანსიისთვის. უკრაინაში ომი გაგრძელდება დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის პირად შეხვედრამდე. ორი ზესახელმწიფოს ლიდერებს მოუწევთ შეთანხმდნენ არა მხოლოდ ქვეყნებს შორის ვაჭრობის პირობებზე, არამედ მსოფლიოს გავლენის სფეროებად დაყოფაზეც.

ტრამპი სი ძინპინზე უფრო სუსტ პოზიციაშია. დღეს შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთი გეოპოლიტიკური ჭადრაკის თამაშში ჩინეთთან აგებს. ეს დიდწილად განპირობებულია ტრამპის მიერ ეკონომიკასა და საერთაშორისო დიპლომატიაში ცუდად გათვლილი ქმედებებით. ჩინეთთან კონკურენციის წაგების თავიდან ასაცილებლად, დასავლეთს ლიდერების ახალი თაობის აღზრდა სჭირდება. მაგრამ ახალი ჩერჩილებისა და რეიგანების დრო ჯერ არ დამდგარა.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგი

ზურაბ ჯაფარიძის საქმე სუფთა პოლიტიკურია, რომელიც ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე -სალომე ზურაბიშვილი

ზურაბ ჯაფარიძის საქმე სუფთა პოლიტიკურია, რომელიც ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დაკავებას გამოეხმაურა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას სამართალთან კავშირი არ აქვს.

„დღეს კიდევ ერთი ძალიან სამარცხვინო დღე დადგა „ქართული ოცნებისთვის“. სამარცხვინოა, ის, რაც მოაწყვეს – პოლიციური თავდასხმა სასამართლოზე, პრაქტიკულად, არავის შეშვება, სხდომის გადატანა პატარა დარბაზში, ყველაფერი ის, რაც დღეს სცადეს, რათა დამთავრებულიყო იმით, რაც წინასწარ ყველამ იცოდა, ზურაბ ჯაფარიძე გადაეცა წინასწარ პატიმრობაში. ამას არანაირ სამართალთან კავშირი არ აქვს. სუფთა პოლიტიკური საქმეა, რომელიც ნიშანია, რომ იწყება პირდაპირი პოლიტიკური თავდასხმა ლიდერებზე. ერთი მხრივ, გვყავს საზოგადოებრივი აქტივისტები, თუ საზოგადოებრივი მოღვაწეები, რომლებიც ციხეში არიან სრულიად არაფრისთვის, ახლა შემდეგი ეტაპია, რომ ეს ასევე შეეხოს პოლიტიკურ ლიდერებს. საგამოძიებო კომისია შექმნილი იყო არა იმისთვის, რომ გამოიძიოს რაღაც წინა რეჟიმის დანაშაულები, არამედ საშუალება გამხდარიყო, დაეჭირათ სწორედ ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უნდათ, დაინახონ ციხეში. ეს სამარცხვინოა „ქართული ოცნებისთვის“. ეს არის კიდევ ერთი ნიშანი მათი უსუსურობის, რომ აღარ იციან, საით და სადამდე წაიყვანონ რეპრესიები. ყველა რეჟიმი, რომელიც ასეთ დღეშია და ამ რეპრესიებს მიმართავს, თვითონ არის განწირული იმისთვის, რომ დასრულდეს. გამძლეობა გვჭირდება ნამდვილად, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ განაჩენი დღეს გამოტანილია „ქართული ოცნებისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“კოალიცია ცვლილებისთვის” წევრს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ხელბორკილები სასამართლოს სხდომათა დარბაზში დაადეს.

კანალიზაციის გაწმენდა, ამოტუმბვა და გაჭედილი მილების გაწმენდა – ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ!

კანალიზაციის სისტემა თანამედროვე საცხოვრებელი თუ კომერციული შენობების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელიც ხშირად მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როდესაც პრობლემები იჩენს თავს. გაჭედილი მილები, უსიამოვნო სუნი, წყლის ნელი ჩადინება – ეს ყველაფერი კანალიზაციის სისტემის გაუმართაობის ნიშნებია, რომლებიც დროულ რეაგირებას მოითხოვს.

ამ სტატიაში დეტალურად მიმოვიხილავთ კანალიზაციის გაწმენდის, ამოტუმბვისა და გაჭედილი მილების გახსნის მეთოდებს, როგორც პროფესიონალურ დონეზე, ასევე საშინაო პირობებში გამოსაყენებელ რჩევებს. განვიხილავთ ასევე, როდის არის აუცილებელი სპეციალისტის დახმარება და როგორ ავირჩიოთ სანდო სერვისი.

რატომ არის მნიშვნელოვანი კანალიზაციის რეგულარული გაწმენდა?

კანალიზაციის სისტემის რეგულარული მოვლა და პროფილაქტიკური კანალიზაციის გაწმენდა არის საუკეთესო გზა სერიოზული პრობლემების თავიდან ასაცილებლად. აი, რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არის ეს პროცედურა ასე მნიშვნელოვანი:

  1. ჯანმრთელობის დაცვა

კანალიზაციის გაუმართაობა შეიძლება გახდეს სხვადასხვა ინფექციური დაავადებების გავრცელების წყარო. დაბინძურებული წყალი შეიცავს მრავალ პათოგენს, რომლებიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. კანალიზაციის რეგულარული გაწმენდა უზრუნველყოფს, რომ ეს საფრთხე მინიმუმამდე იყოს დაყვანილი.

  1. უსიამოვნო სუნის პრევენცია

დაგროვილი ნარჩენები და დაბინძურება კანალიზაციაში იწვევს უსიამოვნო სუნის გავრცელებას, რაც არა მხოლოდ დისკომფორტს ქმნის, არამედ შეიძლება გახდეს სხვადასხვა რესპირატორული პრობლემების მიზეზი. რეგულარული გაწმენდა ხელს უწყობს სუფთა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებას.

  1. მილების სიცოცხლის გახანგრძლივება

დროთა განმავლობაში მილებში გროვდება ნალექი, ცხიმი და სხვა ნარჩენები, რაც არა მხოლოდ აფერხებს წყლის ნორმალურ დინებას, არამედ იწვევს მილების კოროზიასა და დაზიანებას. რეგულარული გაწმენდით შესაძლებელია მილების სიცოცხლის მნიშვნელოვნად გახანგრძლივება და ძვირადღირებული შეკეთების თავიდან აცილება.

  1. ეკონომიური ეფექტი

მცირე პრობლემები, რომლებიც დროულად არ გამოსწორდა, შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ დაზიანებებში, რომელთა შეკეთება გაცილებით ძვირი დაჯდება. პროფილაქტიკური გაწმენდა გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიურად გამართლებულია.

კანალიზაციის გაჭედვის ძირითადი მიზეზები

იმისათვის, რომ ეფექტურად დავგეგმოთ კანალიზაციის გაწმენდა, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა იწვევს გაჭედვას. აი, ყველაზე გავრცელებული მიზეზები:

  1. ცხიმის დაგროვება

სამზარეულოს კანალიზაციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ცხიმის დაგროვებაა. ზეთი და ცხიმი, რომელიც ირეცხება ნიჟარაში, თანდათანობით მაგრდება მილების შიდა კედლებზე, რაც საბოლოოდ იწვევს გაჭედვას.

  1. უცხო სხეულები

ტუალეტის ქაღალდის გარდა სხვა ნივთები, როგორიცაა ჰიგიენური საშუალებები, ბამბა, სველი ხელსახოცები და ბავშვის საფენები, არ არის განკუთვნილი კანალიზაციაში ჩასარეცხად და ხშირად იწვევს გაჭედვას.

  1. ხის ფესვები

გარე კანალიზაციის მილებში ხშირად შეიჭრება ახლომდებარე ხეების ფესვები, განსაკუთრებით თუ მილები დაზიანებულია ან აქვს ბზარები. ფესვები იზრდება და საბოლოოდ სრულად ბლოკავს მილს.

  1. მინერალური ნალექი

რეგიონებში, სადაც მაღალია წყლის სიხისტე, წლების განმავლობაში კანალიზაციის შიდა კედლებზე გროვდება მინერალური ნალექი, რაც ამცირებს მილის შიდა დიამეტრს და ზრდის გაჭედვის რისკს.

  1. მილების დაზიანება

დროთა განმავლობაში მილები შეიძლება დაზიანდეს კოროზიის, დაძველების ან გარე ფაქტორების ზემოქმედებით. ჩაზნექილმა ან გატეხილმა მილებმა შეიძლება გამოიწვიოს ნაწილობრივი ან სრული ბლოკირება.

კანალიზაციის პრობლემების ნიშნები, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს

მნიშვნელოვანია დროულად ამოვიცნოთ კანალიზაციის პრობლემების ნიშნები, რათა თავიდან ავიცილოთ სერიოზული დაზიანება. აი, რა ნიშნებზე უნდა მიაქციოთ ყურადღება:

  1. წყლის ნელი ჩადინება

თუ შეამჩნევთ, რომ წყალი ჩადის ჩვეულებრივზე უფრო ნელა აბაზანაში, ნიჟარაში ან უნიტაზში, ეს შეიძლება იყოს ნაწილობრივი გაჭედვის ნიშანი.

  1. უსიამოვნო სუნი

თუ საკანალიზაციო სისტემიდან იგრძნობა უსიამოვნო სუნი, ეს მიუთითებს, რომ სადღაც სისტემაში არის დაგროვილი ნარჩენები ან გაჭედვა.

  1. უჩვეულო ხმები

გურგული ან ბუყბუყის ხმა, როდესაც იყენებთ საკანალიზაციო სისტემას, შეიძლება იყოს ჰაერის ბუშტების ნიშანი, რაც ხშირად გაჭედვის შედეგია.

  1. წყლის უკან დაბრუნება

ერთი საკანალიზაციო წერტილის გამოყენებისას სხვა წერტილებიდან წყლის ამოსვლა (მაგალითად, ტუალეტის ჩარეცხვისას აბაზანაში წყლის ამოსვლა) მიუთითებს სერიოზულ გაჭედვაზე მთავარ საკანალიზაციო ხაზში.

  1. წყლის გუბეები

თუ ეზოში ან სარდაფში შეამჩნევთ წყლის გუბეებს, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც გადის კანალიზაციის მილები, ეს შეიძლება მიუთითებდეს მილის გატეხვაზე ან გაჟონვაზე.

კანალიზაციის გაწმენდის მეთოდები

კანალიზაციის გაწმენდა შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა მეთოდით, დამოკიდებული პრობლემის სიმძიმესა და ტიპზე. განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული მეთოდები:

  1. მექანიკური გაწმენდა

ა) პლანჟერი (ვანტუზი)

ვანტუზი(სანტექნიკური ტუმბო) არის მარტივი, მაგრამ ეფექტური ინსტრუმენტი მცირე გაჭედვების მოსაგვარებლად. ის ქმნის ვაკუუმს, რომელიც შთანთქავს და გამოდევნის დაგროვილ ნარჩენებს. არსებობს სხვადასხვა ზომისა და ფორმის ვანტუზები სხვადასხვა საკანალიზაციო წერტილისთვის.

როგორ გამოვიყენოთ ვანტუზი:

  1. დააყენეთ ვანტუზი ისე, რომ მთლიანად დაფაროს წყალსარინი ხვრელი.
  2. დარწმუნდით, რომ წყალსარინი ხვრელი წყლით არის დაფარული.
  3. მკვეთრი მოძრაობით დააწექით და ასწიეთ ვანტუზი 5-6-ჯერ.
  4. შეამოწმეთ, გაუმჯობესდა თუ არა წყლის ჩადინება.

ბ) სადრენაჟო სპირალი (ე.წ. “ტროსი”)

სადრენაჟო სპირალი არის მოქნილი მეტალის სპირალი, რომელიც გამოიყენება უფრო ღრმა და რთული გაჭედვებისთვის. ის შედის მილში და მექანიკურად ანგრევს ან ამოაქვს დაგროვილი ნარჩენები.

როგორ გამოვიყენოთ სადრენაჟო სპირალი:

  1. შეარჩიეთ შესაბამისი ზომის სპირალი (დიამეტრის მიხედვით).
  2. ნელ-ნელა შეიყვანეთ სპირალი მილში, სანამ არ იგრძნობთ წინააღმდეგობას.
  3. დააბრუნეთ სპირალი, რათა ჩაეჭიდოს დაგროვილ ნარჩენებს.
  4. მოქაჩეთ სპირალი უკან ან ატრიალეთ ის, რათა გაანადგუროთ გაჭედვა.
  1. ჰიდროდინამიკური გაწმენდა

ა) მაღალი წნევის წყლის ჭავლი

ეს მეთოდი იყენებს მაღალი წნევის წყლის ჭავლს კანალიზაციის მილების გასაწმენდად. წყლის ძლიერი ნაკადი ეფექტურად აშორებს ნალექს, ცხიმს და სხვა დაგროვილ ნარჩენებს მილების შიდა კედლებიდან.

უპირატესობები:

  • ეფექტურად წმენდს მილების შიდა კედლებს
  • არ იყენებს ქიმიკატებს, ამიტომ ეკოლოგიურად უსაფრთხოა
  • შეუძლია მოაგვაროს სერიოზული გაჭედვებიც კი

როდის უნდა გამოვიყენოთ:

  • რეგულარული პროფილაქტიკური გაწმენდისთვის
  • ცხიმის მნიშვნელოვანი დაგროვების შემთხვევაში
  • ფესვების შეჭრის შემთხვევაში

ბ) საკანალიზაციო ჯეტი

საკანალიზაციო ჯეტი არის პროფესიონალური მოწყობილობა, რომელიც იყენებს მაღალი წნევის წყალს კანალიზაციის გასაწმენდად. მას აქვს სხვადასხვა ტიპის საცმები სხვადასხვა სახის გაჭედვებისთვის.

  1. ქიმიური გაწმენდა

ქიმიური საშუალებები შეიძლება იყოს ეფექტური მცირე გაჭედვების მოსაგვარებლად, განსაკუთრებით ცხიმის დაგროვების შემთხვევაში. თუმცა, ყურადღებით უნდა შეირჩეს სათანადო პროდუქტი, რადგან ზოგიერთმა შეიძლება დააზიანოს მილები.

ქიმიური გამწმენდების ტიპები:

  1. ტუტე-ფუძიანი გამწმენდები – ეფექტურია ცხიმისა და ორგანული ნარჩენების წინააღმდეგ.
  2. მჟავა-ფუძიანი გამწმენდები – გამოიყენება მინერალური ნალექის მოსაშორებლად.
  3. ენზიმური გამწმენდები – ეკოლოგიურად უფრო უსაფრთხოა და გამოიყენება ორგანული ნარჩენების დასაშლელად.

გაფრთხილება: ქიმიური გამწმენდების გამოყენებისას აუცილებელია დაცვის საშუალებების (ხელთათმანები, სათვალე) გამოყენება და კარგი ვენტილაცია.

  1. კანალიზაციის ამოტუმბვა

დიდი მოცულობის ნარჩენების ან სედიმენტის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს კანალიზაციის ამოტუმბვა. ეს განსაკუთრებით ეხება სეპტიკურ ავზებს და კანალიზაციის ჭებს.

როდის არის საჭირო ამოტუმბვა:

  • როდესაც სეპტიკური ავზი სავსეა (ჩვეულებრივ 3-5 წელიწადში ერთხელ)
  • როდესაც კანალიზაციის ჭაში დაგროვილია დიდი რაოდენობით ნალექი
  • წყალდიდობის ან კანალიზაციის უკუდინების შემდეგ

ამოტუმბვის პროცესი:

  1. სპეციალური ტექნიკის (საასენიზაციო მანქანა) მეშვეობით ხდება ნარჩენების ამოღება
  2. ნარჩენები გადაიტანება გამწმენდ ნაგებობებში სათანადო უტილიზაციისთვის
  3. საჭიროების შემთხვევაში ხდება სისტემის გარეცხვა და დეზინფექცია

როგორ ავირჩიოთ კანალიზაციის გაწმენდის სერვისი

კარგი საკანალიზაციო სერვისის შერჩევა მნიშვნელოვანია ხარისხიანი მომსახურების მისაღებად რაც გაამარტივებს პროცესს და დაზოგავს თქვენს დროსა და ფულს. აი, რა უნდა გაითვალისწინოთ:

  1. გამოცდილება და რეპუტაცია

შეარჩიეთ კომპანია, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და დადებითი მიმოხილვები. შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ონლაინ პლატფორმებზე ან ჰკითხოთ რეკომენდაცია მეგობრებსა და ნათესავებს.

  1. ლიცენზიები და სერტიფიკატები

დარწმუნდით, რომ კომპანია ლიცენზირებულია და აქვს შესაბამისი სერტიფიკატები. ეს არის გარანტია, რომ ისინი იცავენ უსაფრთხოებისა და ხარისხის სტანდარტებს.

  1. მომსახურების სპექტრი

შეარჩიეთ კომპანია, რომელიც გთავაზობთ მომსახურების ფართო სპექტრს, მათ შორის:

  • გაჭედილი მილების გაწმენდა
  • კანალიზაციის ამოტუმბვა
  • ვიდეოინსპექცია
  • მილების შეკეთება და ჩანაცვლება
  1. მზადყოფნა საგანგებო სიტუაციებისთვის

კარგი კომპანია უნდა გთავაზობდეს 24/7 საგანგებო მომსახურებას, რადგან კანალიზაციის პრობლემები ხშირად მოულოდნელად ჩნდება და სწრაფ რეაგირებას საჭიროებს.

  1. გამჭვირვალე ფასწარმოქმნა

კომპანია Neofix გთავაზობთ პროფესიონალურ კანალიზაციის გაწმენდას, ამოტუმბვას, გაჭედილი მილებისა და გამავალი არხის(ტრაპი) გაწმენდას. თანამედროვე აპარატურა და მრავალწლიანი გამოცდილება იმის გარანტიაა რომ ნებისმიერი თქვენი სანტექნიკური პრობლემა იქნება ეს წყლის ჟონვის აღმოჩენა, კანალიზაციის გაწმენდა პროფესიონალური აპარატით თუ წყლის მილების შეცვლა მოგვარდება მარტივად და სწრაფად, რამ მთავარია ხარისხის გარანტიით.

ამგვარად, ნეოფიქსთან ერთად თქვენ დაზოგავთ დროსა და თანხას, ხოლო სანტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ განმეორდება.

საშინაო პირობებში კანალიზაციის გაწმენდის რჩევები

მცირე პრობლემების მოგვარება ხშირად შესაძლებელია საშინაო პირობებში. აი, რამდენიმე ეფექტური მეთოდი:

  1. ცხელი წყალი და სარეცხი საშუალება

მსუბუქი ცხიმოვანი გაჭედვებისთვის:

  1. აადუღეთ 2-3 ლიტრი წყალი
  2. დაამატეთ 2-3 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საშუალება
  3. ნელ-ნელა ჩაასხით ნარევი კანალიზაციაში
  4. დაელოდეთ 30 წუთი და ჩარეცხეთ ცხელი წყლით
  1. სოდა და ძმარი

ეს ბუნებრივი მეთოდი ეფექტურია მსუბუქი გაჭედვებისთვის:

  1. ჩაყარეთ 1 ჭიქა საცხობი სოდა კანალიზაციაში
  2. დაასხით 1 ჭიქა ძმარი
  3. დახურეთ წყალსარინი და დაელოდეთ 30 წუთი
  4. ჩარეცხეთ უხვი რაოდენობით ცხელი წყლით
  1. მარილი, სოდა და ძმარი

უფრო რთული გაჭედვებისთვის:

  1. შეურიეთ 1/4 ჭიქა მარილი და 1/4 ჭიქა საცხობი სოდა
  2. ჩაყარეთ ნარევი კანალიზაციაში
  3. დაასხით 1 ჭიქა გაცხელებული ძმარი
  4. დაელოდეთ 1 საათი და ჩარეცხეთ ცხელი წყლით
  1. ბიოლოგიური გამწმენდები

ენზიმებზე დაფუძნებული გამწმენდები არის ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატივა ქიმიური საშუალებებისთვის:

  1. შეიძინეთ ენზიმური გამწმენდი
  2. დაიცავით პროდუქტის ინსტრუქცია
  3. რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ პრევენციაში

კანალიზაციის პრობლემების პრევენცია

პრობლემების პრევენცია ყოველთვის უფრო იაფი ჯდება, ვიდრე მათი მოგვარება. აი, რამდენიმე რჩევა:

  1. ფრთხილად იყავით იმასთან, რას რეცხავთ კანალიზაციაში
  • არ ჩარეცხოთ ცხიმი და ზეთი კანალიზაციაში; შეაგროვეთ ისინი ცალკე ჭურჭელში და გადაყარეთ ნაგავში
  • არ ჩარეცხოთ ყავის ნარჩენები, საკვების ნაწილაკები, თმა კანალიზაციაში
  • გამოიყენეთ ნაგვის ფილტრები ნიჟარებში
  1. რეგულარული პროფილაქტიკური გაწმენდა
  • თვეში ერთხელ გამოიყენეთ ცხელი წყლისა და სარეცხი საშუალების ნარევი სამზარეულოს კანალიზაციის გასაწმენდად
  • კვარტალში ერთხელ გამოიყენეთ ენზიმური გამწმენდები
  1. პროფესიონალური ინსპექცია

წელიწადში ერთხელ მაინც მოიწვიეთ პროფესიონალები საკანალიზაციო სისტემის ინსპექციისთვის, განსაკუთრებით თუ შენობა ძველია.

როდის უნდა დავუკავშირდეთ პროფესიონალებს?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მცირე პრობლემა შეიძლება მოგვარდეს საშინაო პირობებში, არსებობს სიტუაციები, როდესაც აუცილებელია პროფესიონალების დახმარება:

  1. განმეორებითი გაჭედვები

თუ კანალიზაცია ხშირად იჭედება მიუხედავად რეგულარული გაწმენდისა, ეს შეიძლება მიუთითებდეს უფრო სერიოზულ პრობლემაზე, როგორიცაა ფესვების შეჭრა ან მილების დაზიანება.

  1. რამდენიმე წერტილის გაჭედვა ერთდროულად

თუ სახლის სხვადასხვა ნაწილში ერთდროულად გაჭედილია რამდენიმე საკანალიზაციო წერტილი, ეს მიუთითებს მთავარი საკანალიზაციო ხაზის პრობლემაზე.

  1. კანალიზაციის უკუდინება

თუ წყალი ბრუნდება უკან აბაზანაში ან ნიჟარაში სხვა საკანალიზაციო წერტილის გამოყენებისას, ეს მიუთითებს სერიოზულ გაჭედვაზე, რომლის მოგვარებაც პროფესიონალურ დახმარებას საჭიროებს.

  1. უსიამოვნო სუნი

თუ სახლში იგრძნობა მუდმივი უსიამოვნო სუნი, მიუხედავად გაწმენდის მცდელობებისა, ეს შეიძლება იყოს გატეხილი მილის ან სხვა სერიოზული პრობლემის ნიშანი.

  1. ხმაური მილებში

თუ კანალიზაციის გამოყენებისას გესმით უჩვეულო გურგული ან ბუყბუყის ხმა, ეს შეიძლება მიუთითებდეს ჰაერის ბუშტების არსებობაზე სისტემაში, რაც ხშირად გაჭედვის ნიშანია.

კანალიზაციის გაწმენდის თანამედროვე ტექნოლოგიები

თანამედროვე ტექნოლოგიები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კანალიზაციის გაწმენდის პროცესს, ხდის მას უფრო ეფექტურს და ნაკლებად ინვაზიურს. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

  1. CCTV ინსპექცია

ვიდეოინსპექცია საშუალებას გვაძლევს დავინახოთ პრობლემის არსი მილების დაზიანების გარეშე. სპეციალური კამერა, რომელიც მაგრდება მოქნილ კაბელზე, შეჰყავთ კანალიზაციაში და გადაიღებენ მილების შიგნით არსებულ მდგომარეობას.

უპირატესობები:

  • ზუსტად აიდენტიფიცირებს პრობლემის ადგილმდებარეობას და ტიპს
  • არ საჭიროებს მილების დაშლას ან მიწის გათხრას
  • დაზოგავს დროსა და ფულს გრძელვადიან პერსპექტივაში
  1. მილების შიდა დაფარვა (Pipe Relining)

ეს არის უახლესი მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა აღვადგინოთ დაზიანებული მილები მათი ჩანაცვლების გარეშე. პროცესის დროს დაზიანებული მილის შიგნით იქმნება ახალი, გამძლე შრე.

უპირატესობები:

  • არ საჭიროებს მიწის გათხრას
  • უფრო იაფია, ვიდრე მილების სრული ჩანაცვლება
  • მნიშვნელოვნად აგრძელებს მილების სიცოცხლის ხანგრძლივობას
  • პროცესი სწრაფად სრულდება
  1. რობოტიზებული ჭრა (Robotic Cutting)

რობოტიზებული მოწყობილობები გამოიყენება მილებში შეჭრილი ფესვების ან სხვა მყარი ობსტრუქციების მოსაშორებლად, მილების დაზიანების გარეშე.

უპირატესობები:

  • ზუსტად მიმართული ზემოქმედება
  • ნაკლები რისკი მილების დაზიანებისა
  • ეფექტურია რთულ შემთხვევებში
  1. ელექტრომექანიკური გაწმენდა

ეს მეთოდი იყენებს ელექტრონულად მართულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ეფექტურად ჭრის და აქუცმაცებს ობსტრუქციებს კანალიზაციაში.

უპირატესობები:

  • მაღალი ეფექტურობა
  • სწრაფი მოქმედება
  • შესაძლებელია მუშაობა რთულ პირობებშიც

კანალიზაციის მოვლა სხვადასხვა ტიპის შენობებში

კანალიზაციის მოვლა განსხვავდება შენობის ტიპისა და დანიშნულების მიხედვით. განვიხილოთ სპეციფიკური მიდგომები სხვადასხვა ტიპის ობიექტებისთვის:

  1. საცხოვრებელი სახლები

საცხოვრებელ სახლებში კანალიზაციის მთავარი პრობლემები უკავშირდება ყოფითი ნარჩენების დაგროვებას, ცხიმს და ჰიგიენურ საშუალებებს.

რეკომენდაციები:

  • პროფილაქტიკური გაწმენდა წელიწადში 1-2-ჯერ
  • სეპტიკური ავზების ამოტუმბვა 3-5 წელიწადში ერთხელ
  • ნაგვის ფილტრების გამოყენება ყველა წყალსარინ წერტილში
  1. კომერციული ობიექტები

რესტორნები, კაფეები და სხვა კვების ობიექტები განსაკუთრებით მიდრეკილია ცხიმის დაგროვებისკენ, რაც მოითხოვს სპეციფიკურ მიდგომას.

რეკომენდაციები:

  • ცხიმდამჭერების დაყენება და რეგულარული გაწმენდა
  • უფრო ხშირი პროფილაქტიკური გაწმენდა (კვარტალში ერთხელ)
  • პროფესიონალური ინსპექცია წელიწადში ორჯერ
  1. საწარმოო ობიექტები

საწარმოო ობიექტების კანალიზაცია ხშირად შეიცავს სპეციფიკურ ნარჩენებს, რომლებიც მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომას.

რეკომენდაციები:

  • სპეციალიზებული გამწმენდი სისტემების დაყენება
  • რეგულარული მონიტორინგი და ნარჩენების ანალიზი
  • შესაბამისობა გარემოსდაცვით რეგულაციებთან

კანალიზაციის გაწმენდის ღირებულება

კანალიზაციის გაწმენდის ღირებულება დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის:

  1. პრობლემის სირთულე
  • მარტივი გაჭედვა: 50-150 ლარი
  • რთული გაჭედვა: 150-300 ლარი
  • მთავარი საკანალიზაციო ხაზის გაწმენდა: 300-600 ლარი
  1. გამოყენებული მეთოდი
  • მექანიკური გაწმენდა: 50-200 ლარი
  • ჰიდროდინამიკური გაწმენდა: 150-400 ლარი
  • CCTV ინსპექცია: 200-500 ლარი
  1. ობიექტის ტიპი და ზომა
  • ბინა: 50-200 ლარი
  • კერძო სახლი: 100-400 ლარი
  • კომერციული ობიექტი: 200-800 ლარი
  1. გეოგრაფიული მდებარეობა

ფასები შეიძლება განსხვავდებოდეს ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით. აღმოსავლეთის ქალაქებში როგორიცაა თბილისი, გორი, მცხეთა, რუსთავი, კახეთი..  ფასები ჩვეულებრივ უფრო მაღალია ვიდრე დასავლეთში.

  1. საგანგებო გამოძახება

არასამუშაო საათებში, უქმე დღეებში ან საგანგებო სიტუაციებში გამოძახება შეიძლება 50-100% უფრო ძვირი ჯდებოდეს.

ეკოლოგიური ასპექტები

კანალიზაციის გაწმენდის პროცესში მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ეკოლოგიური ასპექტები:

  1. ქიმიური გამწმენდების ზემოქმედება

ბევრი ქიმიური გამწმენდი შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რომლებიც შეიძლება მოხვდეს გარემოში და დააბინძუროს წყლის ობიექტები. უპირატესობა მიანიჭეთ ბიოდეგრადირებად და ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტებს.

  1. წყლის დაზოგვა

მაღალი წნევის წყლის ჭავლით გაწმენდისას გამოიყენება დიდი რაოდენობით წყალი. არსებობს სისტემები, რომლებიც უზრუნველყოფს წყლის რეცირკულაციას და ამცირებს მის მოხმარებას.

  1. ნარჩენების მართვა

კანალიზაციის გაწმენდის შედეგად მიღებული ნარჩენები საჭიროებს სათანადო უტილიზაციას. პროფესიონალური კომპანიები უზრუნველყოფენ ნარჩენების გადატანას სპეციალურ გამწმენდ ნაგებობებში.

სანტექნიკასთანდ და კანალიზაციის წმენდასთან დაკავშირებული ხშირად დასმული კითხვები

  1. რა სიხშირით უნდა გაიწმინდოს კანალიზაცია პროფილაქტიკის მიზნით?

საცხოვრებელი სახლებისთვის რეკომენდებულია პროფილაქტიკური გაწმენდა წელიწადში ერთხელ. კომერციული ობიექტებისთვის, განსაკუთრებით რესტორნებისთვის, რეკომენდებულია კვარტალში ერთხელ.

  1. რამდენად უსაფრთხოა ქიმიური გამწმენდების გამოყენება?

ქიმიური გამწმენდები შეიძლება იყოს ეფექტური, მაგრამ ზოგიერთი მათგანი შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს მილები და გარემო. ყოველთვის დაიცავით უსაფრთხოების ზომები და მიყევით ინსტრუქციას. უპირატესობა მიანიჭეთ ეკოლოგიურად უსაფრთხო ალტერნატივებს.

  1. როგორ გავიგო, რომ ჩემი სეპტიკური ავზი საჭიროებს ამოტუმბვას?

სეპტიკური ავზის ამოტუმბვის ნიშნებია:

  • უსიამოვნო სუნი ეზოში
  • წყლის ნელი ჩადინება
  • გაწმენდილი წყლის უკან დაბრუნება
  • ეზოში ბალახის უჩვეულოდ მწვანე ლაქები
  1. შეიძლება თუ არა ფესვების პრობლემის თავიდან აცილება?

ფესვების შეჭრის პრევენციისთვის შეგიძლიათ:

  • დარგოთ ხეები საკანალიზაციო მილებიდან მოშორებით
  • გამოიყენოთ ფესვების ბარიერი მილების გარშემო მშენებლობის დროს
  • რეგულარულად გამოიყენოთ სპეციალური პროდუქტები, რომლებიც აფერხებს ფესვების ზრდას მილებში
  1. როგორ შევამცირო ცხიმის დაგროვება კანალიზაციაში?

ცხიმის დაგროვების შესამცირებლად:

  • არ ჩაასხათ ცხიმი და ზეთი ნიჟარაში
  • გამოიყენეთ ცხიმის შემკრები ჭურჭელი
  • პერიოდულად გამორეცხეთ მილები ცხელი წყლითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით
  • დააყენეთ ცხიმდამჭერი, განსაკუთრებით კომერციულ სამზარეულოში

 

კანალიზაციის გაწმენდა, ამოტუმბვა და გაჭედილი მილების გაწმენდა არის მნიშვნელოვანი ასპექტი ნებისმიერი შენობის ჯანსაღი და უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის. რეგულარული პროფილაქტიკური გაწმენდა და სწორი მოვლა საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ სერიოზული პრობლემები და ხარჯები.

სანამ თავად შეეცდებით გაჭედილი მილების გაწმენდას, გაითვალისწინეთ პრობლემის სირთულე და შეაფასეთ, ხომ არ არის უკეთესი პროფესიონალების დახმარება. მნიშვნელოვანია ასევე იცოდეთ პრევენციული ზომები, რომლებიც დაგეხმარებათ კანალიზაციის სისტემის ხანგრძლივი და უპრობლემო ფუნქციონირების უზრუნველყოფაში.

რეგულარული მოვლა, სწორი გამოყენება და დროული რეაგირება პრობლემებზე – ეს არის საკვანძო ფაქტორები, რომლებიც უზრუნველყოფს კანალიზაციის სისტემის ეფექტურ მუშაობას წლების განმავლობაში

®