Home Blog Page 2

რვა ოპოზიციური პარტია მიმართავს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, უარი თქვან 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობაზე და დაუბრუნდნენ ერთობას

მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრნი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და საქართველოს, – ამის შესახებ ნათქვამია რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საზოგადოებას „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ გააცნო.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მიმართავენ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, უარი თქვან 4 ოქტომბერს თვითთმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე.

„31 აგვისტოს იწურება ევროკავშირის მიერ ივანიშვილის რეჟიმისადმი მიცემული ვადა ევროპაში უვიზო მიმოსვლის გადასარჩენად. როგორც მოსალოდნელი იყო, რეჟიმმა არათუ არცერთი ნაბიჯი არ გადადგა ამისთვის, არამედ კიდევ უფრო დაგვაშორა ევროპას, ევროპულ დღის წესრიგს და ეს იქნება ასე, რადგან რუსული რეჟიმი არის თვისებრივად შეუთავსებელი ჩვენს ევროპულ, ევროატლანტიკურ დღის წესრიგთან, ჩვენს სახელმწიფოებრიობასთან, დამოუკიდებლობასთან და ევროპულ მომავალთან. შესაბამისად, ეს იქნება ასე, ვიდრე ჩვენ, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობა არ მოვიკრებთ საკმარის ძალას და არ დავასრულებთ ამ რეჟიმს. აქედან გამომდინარე, მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემს საქართველოს მოქალაქეების უფლებას, ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ, ვიყოთ ძალიან ბევრნი, გამოვიდეთ და ვთქვათ, რომ რუსული რეჟიმი არ წარმოადგენს ქართველ ხალხს და საქართველოს. ამასთანავე, მოგმართავთ ყველა ოპოზიციურ პარტიას და ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ვისაც რეალურად აღელვებს ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი: ხელი აიღეთ რეჟიმის თანამზრახველობაზე ქართველი ხალხის მოტყუებაში, არ დაუშვათ შეცდომა, რომელიც დანაშაულზე უარესია, უარი თქვით 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე და დაუბრუნდით ერთობას. ვიკრიბებით 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და პარლამენტამდე მოვდივართ მარშით. ჩვენ ბევრნი ვართ და ვიბრძვით გამარჯვებამდე!“,- ნათქვამია რვა ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.

აღნიშნული ოპოზიციური პარტიები არიან: „თავისუფლების მოედანი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“ და „ევროპული საქართველო“.

პირველად საქართველოში – თიბისიმ საბანკო სექტორში გენერაციული ჩატბოტი დანერგა

თიბისი -მ  საქართველოს საბანკო სექტორში პირველი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი გაუშვა.

ახალი გენერაციული ჩატბოტი წარმოადგენს რევოლუციურ გადაწყვეტას, რომელიც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მომხმარებლებსა და  ბანკს შორის ურთიერთობის ხარისხს, ამარტივებს პროცესს და ქმნის საფუძველს მომავალი ტექნოლოგიური განვითარებისთვის.

თიბისის AI, ციფრული განვითარების და ბიზნეს ოპერაციების განვითარების გუნდებმა, მჭიდრო თანამშრომლობით, ერთობლივად შეძლეს ისეთი ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებსაც შეესაბამება და ამავდროულად, ითვალისწინებს ქართული ბაზრის სპეციფიკას.

თიბისის მიზანი არა მხოლოდ მორიგი ტექნოლოგიური სიახლის დანერგვა, არამედ სამომხმარებლო გამოცდილების ხარისხობრივი ტრანსფორმაცია და ადამიანების ცხოვრების კიდევ უფრო გამარტივება იყო. გენერაციული ხელოვნური ინტელექტი საშუალებას აძლევს ჩატბოტს, ღრმად გაანალიზოს კლიენტის კითხვები და მიაწოდოს დეტალური პასუხები სხვადასხვა ფინანსურ თემებზე. სისტემა მუდმივად სწავლობს, ვითარდება და ჩატბოტის ფუნქციონალი მუდმივად ფართოვდება. ყოველივე აღნიშნული, ამ ინსტრუმენტს კლიენტებისთვის ნამდვილ AI ასისტენტად აქცევს.

ახალი გენერაციული ჩატბოტი, ამ ეტაპზე, ხელმისაწვდომია ჩვენ ვებგვერდზე – https://tbcbank.ge/ka. უახლოეს მომავალში კი, სისტემა დაინერგება თიბისის ყველა ციფრულ არხში.

ამ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ნაბიჯით, თიბისიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული საბანკო ბაზრის ნამდვილი ლიდერია – მოუსვენარი, გამბედავი, მიზანსწრაფული და მომხმარებელზე ორიენტირებული.

(R)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებმა დღეს მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ მასში გაწერილი პრინციპების შესაბამისად, რაც გულისხმობს კანონის პატივისცემას, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას, საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართვას. ასევე, პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს და კოლეგიალობას.

„აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრები, უკვე წლებია, არჩევნების დანიშვნის შემდგომ ხელს აწერენ ეთიკის კოდექსს. კოდექსში გაწერილი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვის მაღალი ეთიკური სტანდარტი ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და, ზოგადად, საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.

ეთიკის კოდექსზე ხელმოწერა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, დღეს კოდექსს ცესკო-ს წევრებმა მოაწერეს ხელი, შემდეგ ეტაპზე კი აღნიშნულ დოკუმენტს ხელს მოაწერენ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები“, – აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის სითი მოლთან ერთად

მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის სითი მოლთან ერთად 

სასწავლოს წლის დაწყება ბევრ ემოციასთან, სასიამოვნო სამზადისთან და სიახლესთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, სითი მოლი განსაკუთრებულად ემზადება ამ სეზონისთვის და გთავაზობთ მრავალფეროვან არჩევანსა და სპეციალურ შეთავაზებებს.

მომხმარებლებს შესაძლებლობა გექნებათ, გაეცნოთ საბავშვო ბრენდების ახალ საშემოდგომო კოლექციებს და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნივთები. ასევე, 15 სექტემბრის ჩათვლით სითი მოლში დაგხვდებათ ექსკლუზიური ქეშბექ აქციები სხვადასხვა კატეგორიის ბრენდებზე, უამრავი ფასდაკლება სასკოლო ასორტიმენტსა და საკანცელარიო ნივთებზე.

ეწვიეთ სითი მოლს, აქციეთ სასკოლო სამზადისი სასიამოვნო თავგადასავლად და მიიღეთ შოპინგის საუკეთესო გამოცდილება!

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკს.

მისამართი: სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70
სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუას N1

სითი მოლი 
ლინკი 
სპეციალურ შეთავაზებებს

 

(R)

კლინიკა ”ნურალიძე უნიქალმედმა” ვეტერანებისთვის საქველმოქმედო აქცია ქუთაისში ჩაატარა 

მიმდინარე წლის 23-24 აგვისტოს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს თანადგომით, კლინიკა ”ნურალიძე უნიქალმედი Nuralidze Unical Medi”-ის ექიმებმა, ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრავალპროფილური საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს. 

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით უსასყიდლოდ ისარგებლა სამსახურის 79-მა ბენეფიციარმა.განხორციელდა 200-მდე სამედიცინო ვიზიტი.

აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, ამავე დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი,სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე და აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის,  გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის  რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი,  ნათია კოპალიანი.

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, სწავლის საფასურის დაფინანსების მისაღებად ვეტერანებმა და მათმა ოჯახებმა განაცხადები 25 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მოქმედი სოციალური პროგრამის ფარგლებში, აკრედიტებულ ბაკალავრიატისუმაღლეს საგანმანათლებლო და სამედიცინო/სტომატოლოგიურ პროგრამებზე სწავლების 2025-2026 წლების შემოდგომის სემესტრის საფასურის დაფინანსების მიღების მიზნით, ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს(ვეტერანების შვილები და დაღუპული/გარდაცვლილი ვეტერანების მეუღლეები),განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენა შეუძლიათ 2025 წლის 25აგვისტოდან 2025 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

წარმოდგენილ განცხადებაზე ხარვეზის დადგენის შემთხვევაში, განმცხადებელი ვალდებულია, დადგენილი ხარვეზი გამოასწოროს ხარვეზის დადგენის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

აკრედიტებულ ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო და სამედიცინო/სტომატოლოგიურ პროგრამებზე 2025-2026 წლების შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობა,თითოეული სტუდენტისთვის, განისაზღვრება განცხადებების წარმოდგენის ვადის ამოწურვის შემდგომ, შემოსული განცხადებების რაოდენობიდან და არსებული საბიუჯეტო რესურსიდან გამომდინარე. 

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოსაპოვებლად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, განცხადებასთან ერთად, წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

➢ სტუდენტის პირადობის მოწმობა;

➢ სტუდენტის დაბადების მოწმობა;

➢ ვეტერანის მოწმობა;

➢ ვეტერანის პირადობის მოწმობა.

განცხადების განსახილველად საჭირო სხვა დოკუმენტაციის/ინფორმაციის გამოთხოვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან უზრუნველყოფს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური.

ინფორმაციისთვის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში, ჯანდაცვის, შშმ ვეტერანთა დახმარების, სოციალური უზრუნველყოფისა და სხვა პროგრამებთან ერთად, სამსახურის დირექტორის ინიციატივით და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, 2023 წლიდან მოქმედებს ვეტერანებისა და მათი შვილების უმაღლესი განათლების (ბაკალავრიატის) დაფინანსების პროგრამა, რომლის ამოქმედებიდან დღემდე, 5720-მასტუდენტმა ისარგებლა; პროგრამის განსახორციელებლად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა 5 500 000 ლარი, – ნათქვამია განცხადებაში, რომელასაც, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მოქმედ სოციალურ პროგრამასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვის მიღება სურდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებად გაეცნენ და მოქალაქე დაარწმუნეს, რომ ვითომდა მათი თანამდებობრივი გავლენების გამოყენებით თბილისის მერიისგან მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რაშიც 70 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.

მოთხოვნილი თანხის ნაწილის აღებისთანავე, საგამოძიებო უწყებამ ორივე ბრალდებული ადგილზე დააკავა.

დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ორივე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა და უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს

კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს 40 საუკეთესოს შორის მოხვდა, უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს. ევროკომისიამ პოზიტიური მშვიდობის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში, კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქართველოს მთავრობა 38-ე ადგილზე გავიდა.

რეიტინგში საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 10 სახელმწიფოს: იტალიას, რუმინეთს, უნგრეთს, საბერძნეთს, პოლონეთს, ბულგარეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ალბანეთს, მონტენეგროს და თურქეთს. კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის რეიტინგით ევროპაში ფინეთი, დანია, შვეიცარია, ნორვეგია და შვედეთი ლიდერობს, ევროპის უკანასკნელ ხუთეულში კი ბელარუსი, რუსეთი, ბოსნია, უკრაინა და მოლდოვა არის გამწესებული.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამ კვლევას ეკონომიკის და მშვიდობის ინსტიტუტი აწარმოებს. ანგარიში ეყრდნობა გაეროს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.

პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძის არჩევა იქნება

პარლამენტის საშემოდგომო სესიის გახსნისას ერთ-ერთი მთავარი საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძის არჩევა იქნება.

თავდაპირველად, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობიდან ანრი ოხანაშვილის გადადგომის შესახებ წარდგენილი განცხადების ნამდვილობას დაადგენს და შესაბამისს დასკვნას პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე ოხანაშვილის ნებაყოფლობით გადადგომისა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე ინფორმაციას ცნობად მიიღებს.

ამის შემდეგ სუს-ის ახალ უფროსს აირჩევენ, რა თანამდებობაზეც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე წარადგინა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 6 წლის ვადით ირჩევს.

ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიკავა, თანამდებობიდან 23 აგვისტოს გადადგა. გადადგომის თაობაზე ოხანაშვილის სახელით განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

პრემიერ კობახიძის ინფორმაციით, ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩეველი იქნება.

როგორ შეიცვლება ამინდი დღეს – განახლებული პროგნოზი

25 აგვისტოს საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ზოგან 32 გრადუსი დაფიქსირდება:


ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +27 – უმეტესად მზიანი

სოხუმი +30 – მზიანი

ზუგდიდი +24 – ღრუბლიანი და მზიანი

მესტია +27 – მზიანი

ფოთი +25 – ღრუბლიანი

ბათუმი +24 – ღრუბლიანი

ოზურგეთი +30 – უმეტესად მზიანი

ქუთაისი +31 – მზიანი

ამბროლაური +32 – მზიანი

ახალციხე +32 – მზიანი

ბორჯომი +30 – მზიანი

ბაკურიანი +26 – მზიანი

გორი +35 – მზიანი

ცხინვალი +32 – მზიანი

სტეფანწმინდა +24 – მზიანი

გუდაური +21 – მზიანი

თელავი +33 – მზიანი

რუსთავი +38 – მზიანი

თბილისი +27 – ნაწილობრივ მზიანი

ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება – ხარაგაულის მერია

კონტროლდება მდინარე ყარნებას კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა, ასევე მეწყრული პროცესების დინამიკა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე, – ამის შესახებ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ღვერკსა და ხემაღალში, მდინარე ყარნებას ხეობაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომმდინარის ხეობაში არსებული ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

“ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში, მდინარე ყარნებას ხეობაში განვითარებულ მეწყრულ პროცესებზე ეფექტური რეაგირების მიზნით შექმნილი სწრაფი რეაგირების შტაბი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს.

მდინარის ხეობაში შექმნილი მდგომარეობის შესწავლა და მართვა კოორდინირებულად ხორციელდება.

პროცესში ჩართული არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაცია, საავტომობილო გზების დეპარტამენტი და საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლები.

კონტროლდება მდინარის კალაპოტში დაგუბებული წყლის გამტარობა, ასევე მეწყრული პროცესების დინამიკა. შესაბამისი სამსახურები მუშაობენ მდინარის კალაპოტის გაფართოებასა და დაგუბების ზონების აღმოფხვრაზე. მდინარის კალაპოტი გაიწმინდება მეწყრული მასისგან, რათა უზრუნველყოფილი იყოს წყლის უსაფრთხო გადინება.

მდინარის ხეობაში არსებული ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

სოფელ ხემაღალსა და ღვერკში დღეს იმყოფებოდნენ რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ლევან ზაუტაშვილი, იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი და ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი, რომლებიც არსებულ ვითარებას გაეცნენ და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უკრაინას არსებობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ გაუშვებს ადამიანებს, რომლებსაც ტერორისტებს უწოდებს და რომლებმაც რამდენიმე რეფერენდუმზე ხმის მიცემით გადაწყვიტეს, რომ რუსულ კულტურას მიეკუთვნებიან – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ უკრაინას არსებობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიებს დათმობს. NBC News-თან ინტერვიუში ლავროვმა უკრაინის ხელისუფლება რუსულენოვანი მოსახლეობის დევნასა და რუსული კულტურის განადგურების მცდელობაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა, უკრაინის პრეზიდენტს კი დე ფაქტო ლიდერი უწოდა, რომლის ლეგიტიმურობასაც მოსკოვი არ აღიარებს.

მისივე თქმით, უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა, რუსეთის ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

„უკრაინას არსებობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ გაუშვებს ადამიანებს, რომლებსაც ტერორისტებს უწოდებს და რომლებმაც ნოვოროსიაში, დონბასსა და ყირიმში რამდენიმე რეფერენდუმზე ხმის მიცემით გადაწყვიტეს, რომ რუსულ კულტურას მიეკუთვნებიან – კულტურას, რომლის განადგურებასაც უკრაინა ცდილობს.

ზელენსკი რეჟიმის დე ფაქტო მეთაურია. პრეზიდენტი პუტინი მზადაა შეხვდეს მას, მაგრამ არა იმისთვის, რომ ფოტოები გადაიღონ და შემდეგ ზელენსკის იმის თქმის უფლება მიეცეს, რომ ლეგიტიმურია. ლეგიტიმურობა ცალკე თემაა. იმის მიუხედავად თუ როდის გაიმართება შეხვედრა, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტს უკრაინის მხრიდან, ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემას, აქ რუსეთის საბაზისო ინტერესებით უნდა იყოს გათვალისწინებული. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის აპრილში უკრაინა თანახმა იყო ფორმულირებაზე, რომ ყოფილიყო ნეიტრალური, არ ყოფილიყო არცერთ სამხედრო ბლოკში და არ ყოფილიყო ბირთვული სახელმწიფო“, – განაცხადა ლავროვმა