Home Blog Page 2

“უკრაინა ამერიკული „ტომაჰავკების“ მისაღებად ემზადება, მაგრამ კიევი მათ გაშვებას ვერ შეძლებს – რაკეტები, ალბათ, მხოლოდ კრემლზე ზეწოლის მიზნით იქნება გამოყენებული”-The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „უკრაინა ამერიკული „ტომაჰავკების“ მისაღებად ემზადება, მაგრამ კიევი მათ გაშვებას ვერ შეძლებს – რაკეტები, ალბათ, მხოლოდ კრემლზე ზეწოლის მიზნით იქნება გამოყენებული“ (ავტორი – რობ კრილი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ამერიკული რაკეტების „ტომაჰავკების“ უკრაინისათვის სავარაუდო მიწოდების პროცესი შეიძლება თვეებით გაჭიანურდეს და რაც ყველაზე უფრო მეტად არის მოსალოდნელი, რაკეტები გამოყენებული არ იქნებიან და ისინი თავიანთ გამშვებ დანადგარებზე დარჩებიან. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ტომაჰავკები“, თუ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე იქნებიან განთავსებულები, მოსკოვის პოლიტიკაზე გავლენას არ მოახდენენ.

ასეთ დასკვნამდე მივიდა ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რომლის მიერ გაკეთებული ანალიზი აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება გამოიხატოს აშშ-სთან დადებული შეთანხმება და როგორ უნდა იქნას გამოყენებული (ან არგამოყენებული) სასიკვდილო იარაღი.

ამ დღეებში დონალდ ტრამპმა ნათლად მიანიშნა (ყველაზე უფრო მკაფიოდ, ვიდრე ოდესმე), რომ იგი უკრაინისათვის „ტომაჰავკების“ გადასაცემად ემზადება. „მე მგონი უკვე თითქმის მივიღე გადაწყვეტილება“, – განაცხადა მან თავისი უნიკალური მანერით, მაგრამ იმავდროულად სრულიად დაუკონკრეტებლად, – „ისე კი, ძალიან მინდა ვიცოდე, თუ როგორ გეგმავს უკრაინა ამერიკული რაკეტების გამოყენებას. ვშიშობ, რომ შორი მოქმედების რაკეტებით სარგებლობა სიტუაციას გაამწვავებს“.

ფაქტია, რომ „ტომაჰავკების“ სავარაუდო გადაცემა უკრაინისათვის და მათი საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა სწრაფად ვერ მოხერხდება. ბოლო დღეებში, ზამთრის მოახლოების კვალობაზე, რუსეთმა გააძლიერა დარტყმები უკრაინის ენერგოობიექტებზე, რაც აქტუალურს ხდის ამერიკის დახმარების აუცილებლობას. მაგრამ არსებობს ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ფაქტორი: „ტომაჰავკების“ ფრენის სიშორე 1600 მილს (2500 კმ-ს) აღემატება, თანაც მათ ბირთვული ქობინების ზიდვა შეუძლიათ და ისინი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვს მისწვდებიან, დიდი საფრთხეა მოსალოდნელი. სხვათა შორის, რუსმა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე გააფრთხილა თავისი ამერიკული კოლეგა დონალდ ტრამპი, რომ რაკეტების უკრაინისადმი მიცემით დაირღვევა აშშ-რუსეთის ნებისმიერი დონის და ყველა სახის ურთიერთობა.

ამ ფონზე ეგორ ჩერნიაევი, უკრაინის ვერხოვნა რადის (პარლამენტის) ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, განმარტავს, თუ როგორ გამოიყენებს „ტომაჰავკებს“ უკრაინის არმია. მისი თქმით, რაკეტებით სარგებლობა დამოკიდებულია რამდენიმე მომენტზე და ეტაპზე – ვთქვათ, მისტერ დონალდ ტრამპმა  შეიძლება გადაიფიქროს და საერთოდ არ მისცეს რაკეტები უკრაინას, ან პირიქით, აშშ-ის პრეზიდენტი ნებას დართავს პენტაგონს (ანუ ომის სამინისტროს) რაკეტების ექსპორტი განახორციელოს, მაგრამ არ მისცემს კიევს მისი გამოყენების უფლებას შორ მანძილზე მდებარე რუსული ობიექტების წინააღმდეგ. „ყოველი ამ ეტაპების განმავლობაში ვლადიმერ პუტინსაც ექნება შესაძლებლობა უკან დაიხიოს და მოლაპარაკება დაიწყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ აშშ-დან უკრაინაში რაკეტების ჩამოტანა ნელა და თანდათანობით მოხდება“, – თვლის დეპუტატი და აღნიშნავს, რომ „ამერიკელები რაკეტებს ჯერ რამდენიმე ცალს – ათს ან ოცს – მოგვცემენ, მაგრამ ვფიქრობ, ნებას არ დაგვრთავენ მათ გაშვებაზე მანამ, სანამ კრემლის ოფიციალური რეაქცია არ გახდება ცნობილი“.

„თუ რეაქცია არ იქნება, მაშინ რაკეტის ფრენის დიაპაზონი გაფართოვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა „ტომაჰავკები“ მოსკოვისაკენ გავუშვათ“, – ამბობს ეგორ ჩერნიაევი, – „ყოველ ეტაპზე აშშ-ის ზეწოლა რუსეთზე თანდათან გაძლიერდება და საბოლოოდ, ყველა შეზღუდვა მოიხსნება, მოგვეცემა ნებართვა მათ გაშვებაზე, თუმცა, ალბათ, კრემლზე და პირადად პუტინის წინააღმდეგ დარტყმების აკრძალვა მაინც შენარჩუნდება“.

„მთელი ეს ეპოპეა, ალბათ, რამდენიმე თვეს დაიკავებს, მაგრამ რაკეტების მოცემით ჩვენ  უკვე რეალურ ზეწოლას განვახორციელებთ მტერზე და ხელში რეალური არგუმენტი გვექნება მოსკოვის წინააღმდეგ“, – ამბობს უკრაინელი პოლიტიკოსი და ხაზს უსვამს, რომ კიევს ხელში ძლიერი ბერკეტი ექნება.

რასაკვირველია, მოსკოვიც ელოდება, თუ რა იქნება შემდეგ, როგორ განვითარდება მოვლენები. დღეისათვის სიტუაცია ასეთია: რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკვე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას უკრაინისათვის ახალი ტიპის რაკეტების გადაცემის საკითხის განხილვა ძალიან განსხვავდება იმით, თუ როგორ წყდებოდა მსგავსი საკითხები ჯო ბაიდენის მმართველობის დროს – ჯერ იარაღის ფარულად გადაცემა ხდებოდა, შემდეგ კი დეტალებს აცხადებდნენ. „ჩვენ გვესმის, რომ ალბათ, ტრამპის უფრო მკაფიო განცხადებებს უნდა დაველოდოთ… საერთოდ კი, რაკეტების მიწოდება სერიოზულ ესკალაციას გამოიწვევს“.

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, იგი ვერაფერს ვერ დაამატებს „ტომაჰავკების“ მიწოდების გეგმის ირგვლივ – იმის გარდა, რაც თვითონ დონალდ ტრამპმა თქვა ორშაბათს.

ვაშინგტონში მდებარე უკრაინის საელჩოც კომენტარის გაკეთების თხოვნაზე დუმილს ინარჩუნებს.

არ არის გამორიცხული, რომ ეგორ ჩერნიევი პირად აზრს გამოხატავს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეროვნული უსაფრთხოების დაცვაში და რომ იგი შედის პარლამენტის წევრთა მცირერიცხოვან ჯგუფში, რომლებმაც კარგად იციან არსებული სიტუაცია, მას უფრო მეტად დაეჯერება, სხვებთან შედარებით.

წყარო:

მართლმადიდებელი სწავლება, მეცნიერებასთან დიალოგითა და ტექნოლოგიების გონივრული გამოყენებით, უნდა იქცეს კაცობრიობისათვის სწორი, უსაფრთხო მომავლის გზის მაჩვენებლად -ილია მეორე

ეკლესია უნდა დარჩეს ჭეშმარიტი განათლებისა და სწორი აღზრდის ცენტრად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც უნდა განამტკიცოს ქრისტიანული ღირებულებები, მას, ასევე, აქვს ვალდებულება, მოზღვავებული ინფორმაციის გარემოში დაეხმაროს ადამიანებს კეთილისა და ბოროტის გარჩევაში, რათა მათ არ გადაუხვიონ სულიერი გზიდან და არ დაემონონ მხოლოდ მატერიალურ ღირებულებებს, პრაგმატიზმსა და ეგოიზმს, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მისასალმებელ სიტყვაში ჟურნალ „თეოლოგიის“ 100 წლისთავთან დაკავშირებულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თესალონიკში გაიმართა.

„თქვენო უნეტარესობავ, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოსო იერონიმე, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიების პირველიერარქნო და წარმომადგენელნო, ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანო მღვდელნო, აკადემიური წრეების პატივცემულნო წარმომადგენელნო, ქალბატონებო და ბატონებო, ყველას გულითადად მოგესალმებით ქრისტესმიერი სიყვარულით და თქვენთან ერთად ვიზიარებ დღევანდელი დღის სიხარულს – საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის სამეცნიერო-საღვთისმეტყველო ჟურნალ „თეოლოგიის“ 100 წლისთავს და ამასთან დაკავშირებით მიძღვნილ მეორე საერთაშორისო სამეცნიერო-საღვთისმეტყველო კონფერენციას.

მოხარულნი ვართ, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იმართება სამეცნიერო კონფერენცია მეტად საინტერესო და აქტუალურ თემაზე: „მართლმადიდებლური თეოლოგია და ტექნოლოგიის ონტოლოგია: ანთროპოლოგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული შედეგები“.

მოგეხსენებათ, გლობალური საკომუნიკაციო ქსელებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით შეიქმნა ვითარება, რომელიც ჩვენი დროის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა.

ადამიანებს მიეცათ ურთიერთობისა და ინფორმაციის გაცვლის უსაზღვრო შესაძლებლობა, დისტანციური სწავლების, კვლევების ჩატარების, სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარების ახალი საშუალებები… ტექნოლოგიების გამოყენებამ უპრეცედენტოდ დააჩქარა ინფორმაციის დაგროვება-დამუშავება და თითოეული ჩვენგანისათვის ადვილად ხელმისაწვდომი გახადა საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობაში დაგროვილი ცოდნა.

მაგრამ, სიკეთესთან ერთად, ხელოვნური ინტელექტი უდიდეს საფრთხესაც შეიცავს, რამაც მსოფლიოს შეიძლება, უფსკრულისაკენ უბიძგოს და აქამდე უცნობ მძიმე ცოდვათა მსხვერპლი გახადოს. ამას საზოგადოება გრძნობს და უკვე ცდილობს დამცავი მექანიზმების შექმნას; თუმცა საკითხავია, რამდენად შეძლებს იგი სწორი ნაბიჯების გადადგმას, ან რამდენად ეფექტური იქნება ეს ქმედებანი?“, – ნათქვამია ილია მეორის მისასალმებელ სიტყვაში.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აღნიშნავს, რომ დღევანდელი ცივილური სამყაროს ფორმირებაში მართლმადიდებელ ეკლესიას განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი.

„გავიხსენოთ, თუ როგორ ხდებოდა ქრისტიანობის გავრცელება საუკუნეების წინ. პირველად სწორედ ეკლესიის წიაღში შეიქმნა საგანმანათლებლო და სულიერი კერები, რომლებიც წარმოადგენდა იმდროინდელი ცოდნის შესაკრებელსა და სწორი ორიენტირის მიმცემს.

დღესაც ეკლესია უნდა დარჩეს ჭეშმარიტი განათლებისა და სწორი აღზრდის ცენტრად და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც უნდა განამტკიცოს ქრისტიანული ღირებულებები; მას, ასევე, აქვს ვალდებულება, მოზღვავებული ინფორმაციის გარემოში დაეხმაროს ადამიანებს კეთილისა და ბოროტის გარჩევაში, რათა მათ არ გადაუხვიონ სულიერი გზიდან და არ დაემონონ მხოლოდ მატერიალურ ღირებულებებს, პრაგმატიზმსა და ეგოიზმს.

მართლმადიდებლური სწავლება, დაფუძნებული საღვთო სიბრძნესა და გამოცხადებაზე, მეცნიერებასთან დიალოგითა და ტექნოლოგიების გონივრული გამოყენებით, უნდა იქცეს კაცობრიობისათვის სწორი და უსაფრთხო მომავლისა გზის მაჩვენებლად.

ჩვენს წინაშე დგას ეს უდიდესი, ურთულესი და, ამასთან, აუცილებლად გადასაჭრელი ამოცანა.

ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო კონფერენციის გამართვისათვის, ჩემი და საქართველოს ეკლესიის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდი მის უნეტარესობას, ათენისა და სრულიად ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმეს და საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდს; მადლიერებით ვლოცავთ ჟურნალ „თეოლოგიის“ დირექტორსა და მთავარ რედაქტორს, ბატონ ალექსანდრე კატსიარასს, მის ყველა თანამშრომელს, აგრეთვე, კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს.

ვიმედოვნებთ, ეს ღირსშესანიშნავი შეხვედრა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტექნოლოგიების ონტოლოგიურ საკითხებთან მიმართებით ეკლესიის პოზიციის განმტკიცებასა და განსაზღვრაში, რათა ჭეშმარიტი სარწმუნოება კვლავაც იყოს მთავარი ორიენტირი ცხონების მაძიებელთათვის თანამედროვე სამყაროში, რათა „შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო, რომელშიც სიბრძნისა და ცოდნის ყოველგვარი საუნჯეა დაფარული“. (კოლ 2.2)“, – ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მისასალმებელ სიტყვაში.

თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმას ახალი ფუნქციონალი – საინვესტიციო სიახლეები – დაემატა

ახლა უკვე შეგიძლია გაეცნო, რას ფიქრობენ და რა მოლოდინები აქვთ წამყვან საინვესტიციო ბანკებს, რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესს გაგიმარტივებს.

საინვესტიციო სიახლეების ფუნქციონალით ერთ სივრცეში აღმოაჩენ: წამყვანი საინვესტიციო ბანკების მოლოდინებს, Wall Street-ის ანალიტიკოსების რეკომენდაციებსა და მიგნებებს, სამიზნე ფასებსა და ბაზრის მთავარ სიახლეებს. ახალი ფუნქციონალის მეშვეობით მიღებული ინფორმაცია დაგეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში – რომელი აქციები იყიდო ან გაყიდო და რატომ.

თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე ინვესტირება 1$-დან შეგიძლია; აშშ-ის საფონდო ბირჟაზე 6500+ აქციისა და ფონდის შეძენას კი საკომისიოს გარეშე შეძლებ.

დაიწყე ინვესტირება მარტივად თიბისის მობაილბანკში და თვალი ადევნე ბაზრის დინამიკას ინვესტიციების პლატფორმაზე – https://tbconline.ge/MB/INV

გაითვალისწინე, ეს არ არის ფინანსური რჩევა.

®

ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც დაიცვა ქვეყანა ომის, არეულობის ყველა მცდელობისგან და დაიცავს მომავალშიც -ირაკლი კობახიძე

საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც წარმატებით დაიცვა ქვეყანა გარედან თავს მოხვეული ომისა და არეულობის ყველა მცდელობისგან და წარმატებით დაიცავს ქვეყანას მომავალშიც, ეს არის ჩვენი მტკიცე დაპირება ქართული საზოგადოების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად, სიბრძნეც, რომ სწორად შეაფასოს, თუ ვინ არის მისი მეგობარი და ვის არ სურს სიკეთე საქართველოსთვის.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ იმ ფონზე, როდესაც არცერთ ორგანიზაციას თუ სახელმწიფოს, მათ შორის არც აშშ-ს, ევროკავშირსა და ევროკავშირის კონკრეტულ ქვეყნებს არ გაუკეთებიათ განცხადება, რომლითაც დაგმობდნენ და გაემიჯნებოდნენ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობას, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა.

„ამ ფონზე, ქართულმა საზოგადოებამ საკუთარ თავს უნდა დაუსვას მარტივი შეკითხვა: ამის შემდეგ შეიძლება თუ არა, შესაბამისი სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს რაიმე ფასი ჰქონდეს? ბუნებრივია, ეს შეკითხვა, თავისი არსით, რიტორიკულია და ცხადია, იმ სახელმწიფოებისა და ორგანიზაციების განცხადებებს, რომლებიც ვერ მალავენ გაღიზიანებას ქართველი ხალხის, მისი არჩევანისა და მშვიდობისთვის უკომპრომისო ბრძოლის მიმართ, ვერც ახლა და ვერც მომავალში ვერავითარი ფასი ვერ ექნება. ქართულმა საზოგადოებამ დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების 35 წლის და განსაკუთრებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, შეიძინა დიდი გამოცდილება და გამოცდილებასთან ერთად, სიბრძნეც, რომ სწორად შეაფასოს, თუ ვინ არის მისი მეგობარი და ვის არ სურს სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ, ქართველი ხალხის ცოდნა და სიბრძნე არის მთავარი გარანტია იმისა, რომ აუცილებლად გაგრძელდება საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება, ვისგანაც არ უნდა ჰქონდეს მხარდაჭერა არეულობასა და ომში ჩვენი ქვეყნის გახვევის მცდელობას.

საქართველოს ხელისუფლებამ, ქართველი ხალხის თანადგომით, გასული ხუთი წლის განმავლობაშიც, წარმატებით დაიცვა ქვეყანა გარედან თავს მოხვეული ომისა და არეულობის ყველა მცდელობისგან და წარმატებით დაიცავს ქვეყანას მომავალშიც. ეს არის ჩვენი მტკიცე დაპირება ქართული საზოგადოების მიმართ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

10/10- თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღი

თიბისი განაწილება, ყოველი თვის წყვილ თარიღში, განსაკუთრებით ზრუნავს მომხმარებლებზე და გამორჩეულ შეთავაზებებს სთავაზობს.

მორიგი წყვილი თარიღი- 10/10, ტექნიკის მოყვარულთათვის ან მათთვისაა, ვინც iPhone 17-ის შესაძენად ყველაზე ხელსაყრელ დროს ელოდა.

10/10- ში თიბისი განაწილებით შერჩეულ ტექნიკის მაღაზიებში შოპინგისას, მომხმარებლებს 17 ოქტომბრამდე, ერთგული ლარების ანგარიშზე 200 ლარი დაუბრუნდებათ:

  • Zoommer
  • iPlus
  • icity
  • iStore
  • itechnics

 

შეთავაზება ვრცელდება ნებისმიერ ტექნიკაზე, რომლის საფასურიც 3 000 ლარიდან იწყება. მათ შორის iPhone 17-ის მოდელებზე.

“განაწილება” თიბისის გამორჩეული პროდუქტია, რომელიც ყველანაირი ინტერესისა და საჭიროებების მქონე მომხმარებლების სურვილების ასრულების გასამარტივებლად შეიქმნა.

თიბისი განაწილებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებლები პროდუქტის საფასურს არა ერთიანად, არამედ 4 თვეზე განაწილებით იხდიან. რაც მთავარია, გაძვირების გარეშე, ეფექტური 0%-ით. რაც იმას ნიშნავს, რომ იხდიან ზუსტად იმდენს, რამდენიც ნივთი ღირს.

გაანაწილეთ წყვილ თარიღებში, რადგან ამ დროს ყველა სურვილი ჯადოსნურად მარტივად ხდება.

შეთავაზების დამატებითი პირობებისთვის, ეწვიეთ ბმულს.

(R)

საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრამ აჩვენა, რომ ევროპა ჰიბრიდული ომის წინაშეა-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრასთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა ინციდენტებმა აჩვენა, რომ ევროპა ჰიბრიდული ომის წინაშეა, რის წინააღმდეგაც საპასუხო ზომების მიღებაა საჭირო.

მისი თქმით, ეს არის თანმიმდევრული კამპანია.

„ეს შემთხვევითი შევიწროება არ არის, თანმიმდევრული კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების აღშფოთებას, ჩვენი სიმტკიცის გამოცდას, ჩვენი კავშირის გაყოფას და უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესუსტებას. დროა, ამას თავის სახელი დავარქვათ. ეს ჰიბრიდული ომია“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიზანი ევროპაში „განხეთქილების დათესვაა“.

„ჩვენ შეგვიძლია, ვუყუროთ რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების ესკალაციას ან მათ ერთიანობით და მტკიცედ შევხვდეთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, „ემბისიმ“ 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

მიკრობანკმა “ემბისიმ“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 30 მილიონი ლარის 2-წლიანი საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. განთავსება თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განხორციელდა. ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის მეორე და ბოლო ტრანშია.

ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი TIBR 3M + 4.0%-ით განისაზღვრა, რაც 2024 წლის დეკემბრის ემისიასთან შედარებით 0.25 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას გადააჭარბა. ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა მიიღეს, რაც კომპანიის მიმართ არსებული მაღალი ნდობის დადასტურებაა.

კომპანია მოზიდულ თანხებს გასულ წელს გამოშვებული ობლიგაციების ნაწილობრივ რეფინანსირებისა და სხვა ფინანსური ვალდებულებების დაფარვისთვის გამოიყენებს.

„თიბისი კაპიტალსა და „ემბისის“ შორის მეორე თანამშრომლობა შედგა: მიკრობანკთან ერთად აპრილში 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა დავამტკიცეთ, რომლის ფარგლებშიც ბოლო ტრანში განვახორციელეთ. ფასიან ქაღალდებზე ინვესტორების მაღალი ინტერესი ადასტურებს, რომ ეს პარტნიორობა წარმატებულია.  მოხარული ვარ, რომ კომპანიას დაფინანსების მოზიდვაში დავეხმარეთ და ამ ნაბიჯით საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებასაც შევუწყეთ ხელი. მიმდინარე წელს თიბისი კაპიტალის ჩართულობით უკვე 14 წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდა, როგორც ადგილობრივ, ასევე კაპიტალის საერთაშორისო ბაზრებზე. შედეგად, კომპანია ბაზრის ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს“,- ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი.

„განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ ფაქტს, რომ „ემბისი“ პირველი მიკრობანკია ბაზარზე, რომლის ინვესტორი საქართველოს საპენსიო ფონდია. ეს ემისია 60 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამის ბოლო ტრანშია.  “ემბისის“მიმართ მაღალი ნდობის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ემისიაში მონაწილეობა ადგილობრივმა ინსტიტუციურმა ინვესტორებმა მიიღეს და ინვესტორთა მოთხოვნამ გამოშვებული ობლიგაციების მოცულობას გადააჭარბა. საქართველოს საპენსიო ფონდის მხარდაჭერა “ემბისის“ ფინანსურ სტაბილურობასა და საინვესტიციო პოტენციალზე მიუთითებს და მისი შემდგომი განვითარებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში „ემბისიმ“ მოიპოვა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ გრანტი 200 ათასი ლარის მოცულობით.  გრანტის სახით მიღებული თანხა ემისიასთან დაკავშირებული ხარჯების დაფარვას მოხმარდა“, – გია პეტრიაშვილი, “ემბისის”  გენერალური დირექტორი.

“მინდა, მივულოცო კომპანიას „ემბისი“ ობლიგაციების წარმატებით გამოშვება კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს კერძო სექტორის მზაობასა და ინტერესს, გამოიყენოს კაპიტალის ბაზარი, როგორც დაფინანსების ალტერნატიული წყარო. აღსანიშნავია, რომ „ემბისი“ პირველი მიკრობანკია საქართველოში, რომელმაც აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით ისარგებლა. ვგეგმავთ, მომავალშიც აქტიურად დავუჭიროთ მხარი ადგილობრივ კომპანიებს ზრდის ახალ ეტაპზე გადასვლაში, რადგან ჩვენი სააგენტოსთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა“, – მიხეილ ხიდურელი, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, დირექტორი.

“ემბისი” პირველი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელმაც მიკრობანკის ლიცენზია მიიღო. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას. „ემბისი“ საქართველოს 8 რეგიონში, 17 სერვისცენტრითაა წარმოდგენილი და მომხმარებლებს მრავალფეროვან საკრედიტო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. წამყვანი ევროპული სარეიტინგო სააგენტო Scope Rating-სგან “ემბისის” მინიჭებული აქვს B+ საკრედიტო რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით (B+ Stable).

(R)

თიბისი მობაილბანკით მოსწავლეებიც ისარგებლებენ

თიბისი, როგორც მომხმარებელზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად ქმნის ან აუმჯობესებს პროდუქტებს, რომლებიც მათზე მაქსიმალურად არის მორგებული.  განსაკუთრებით კი, ახალი თაობაზე, რომელთა განვითარების ხელშეწყობაც თიბისისათვის პრიორიტეტია.

სწორედ ამ მიზნით,  კომპანია  მობაილბანკით სარგებლობის შესაძლებლობას, უკვე სკოლის მოსწავლეებსაც აძლევს, რაც მათ საკუთარი ფინანსების დამოუკიდებლად მართვის შესაძლებლობას კიდევ უფრო გაუმარტივებს.

თიბისი მობაილბანკი ხელმისაწვდომი იქნება ყველა 6-დან 17 წლის მოსწავლისთვის, რომელიც ფლობს თიბისის მოსწავლის ბარათს.

ის მოსწავლეები, ვინც აქამდე hi app-ით სარგებლობდნენ, 1 ნოემბრიდან მხოლოდ მობაილბანით შეძლებენ სარგებლობას, სადაც იმავე მონაცემებით (სახელი და პაროლი) შევლენ, რასაც აპში შესასვლელად იყენებდნენ.

ხოლო ის მოსწავლეები, რომლებიც აქამდე hi app-ით არ სარგებლობდნენ, სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირებას მშობლის დახმარებით, მისი მობაილბანკიდან, ფილიალში მისვლის გარეშე მოახერხებენ. 

მობაილბანკში მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ ისეთი ოპერაციების განხორციელებას, როგორიცაა:

  • თანხის საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვა
  • თანხის სხვასთან გადარიცხვა
  • მობილური ბალანსის შევსება
  • მათზე მორგებული შეთავაზებების დათვალიერება
  • ბარათის მართვა (დეტალების ნახვა, პაროლის შეცვლა, დაბლოკვა)

დეტალური ინსტრუქციისთვის ეწვიეთ ბმულს.

(R)

გამოცხადდა 2025 წლის  მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

გამოცხადდა 2025 წლის  მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2025 წლის  მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის მიზანი მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა, ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური და/ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა.

კონკურსის პირობების შესახებ დეტალური  ინფორმაცია იხილეთ ბმულზე https://shorturl.at/3spFZ

 შალვა პაპუაშვილი – პროექტი, რომელიც ხელისუფლების დამხობას გულისხმობს, არის დასრულებული, ახლა ყველას უნდა ეყოს სითამამე, რომ მიიღონ სასჯელი

პროექტი, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების დამხობას, არის დასრულებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„რაც მთავარია, ახლა ყველამ უნდა მიიღოს ამის შედეგები. იმის სითამამე თუკი ჰქონდათ, რომ წასულიყვნენ სახელმწიფოს და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ახლა იმის სითამამეც უნდა ეყოთ, რომ მიიღონ სასჯელი, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ წამსვლელებს შემდეგ მოსდევს. ასე რომ, ამ სასჯელისთვისაც უნდა იყვნენ მზად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, საზოგადოება უსმენდა ორგანიზატორებს, რომლებიც დადგნენ რამდენიმე ათასი ადამიანის წინაშე, მათ პირდაპირ მოუწოდეს საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციის აღებისკენ და გასაღების ჩაბარებისკენ, დღეს კი ამ ზრდასრული ადამიანების მხრიდან ნიანგის ცრემლებს ვხედავდით.

„ამბობდნენ, რა იცოდნენ, რომ ასე მოხდებოდა და სხვა რამ მოხდებოდა. ასეთია აგენტის ბედი, მისცემენ დავალებას, გაათამამებენ, აფიქრებინებენ, რომ ყველაფერი წავა პრობლემების გარეშე, შემდეგ ჩავარდება, ამ აგენტსაც ჩასვამენ ციხეში, როგორც მიხეილ სააკაშვილის ზის და კაცის შვილი მაგის გამომშვები ვერ არის გარედან, ხედავს თვითონაც, ასე ჩატოვებენ ციხეში და იქნება საკუთარი სასჯელის მოსახდელად“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სად გაქრნენ 4 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რადგან თავდაპირველად კეთდებოდა განცხადებები, რომ მშვიდობიან დამხობას უერთდებოდა ფაქტობრივად, ყველა პოლიტიკოსი, მათ შორის, „ლელოდან“, მაგრამ შემდეგ პროცესები როგორც განვითარდა, აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ხუთი ადამიანი დარჩა სცენაზე, დანარჩენები კი არ ჩანდნენ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გემი როცა იძირება, ვირთხები გარბიან.

„საით გარბიან ხოლმე ვირთხები, როცა გემი იძირება? აი, ასე ვირთხებივით გაიქცა ყველა. ასე ვირთხებივით გაიქცნენ თავის დროზე, როდესაც საქართველოში 2008 წელს ომი იყო, გარბოდნენ საზღვრისკენ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ასე ვირთხებივით გარბიან ყოველი ჯერზე. ჩვენ ვნახეთ, სხვა დროს რომ ყოყლოჩინობენ პოლიტიკოსები, დღეს თავის მართლება უწევთ, სად იყვნენ, რუსთაველზე რატომ არ იყვნენ, ერთს რომ აკავებდნენ, მეორე სად იყო და ასე შემდეგ. ყველა ვირთხები ვიცი იყო გაფანტული, ზოგის სახლიდან აიყვანეს შემდეგ და ზოგი საავადმყოფოდან გულყრებით. ასე რომ, ეს არის ბუნება მოღალატის და ასე იქნება ყოველთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს მათი ვითომ ნათამაშები მიამიტობა, თითქოს რაღაც მშვიდობიან დამხობას აწყობდნენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უნდა მომხდარიყო ის, რაც დაანონსებული იყო და ის, რაც დღეს მათ ერთ-ერთ პროპაგანდის გაეპარა.

„უნდა მომხდარიყო სისხლისღვრა, იარაღის გასროლა და მსხვერპლი. აი, ეს უნდა მომხდარიყო, შემდეგ ქაოსი და 90-იანი წლები; შემდეგ გვექნებოდა, რა თქმა უნდა, ბრიუსელიდან და სხვადასხვა მხრიდან შეშფოთებები, მწუხარებები, ჰუმანიტარული დახმარებები და ნიანგის ცრემლებს ვნახავდით. შეგახსენებთ, იმავე ღამეს, შტურმი რომ მიდიოდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე, მოლდოვის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და ქართველ ხალხს, ანუ ამაში გულისხმობს ექსტრემისტებს, ექსტრემისტებს დაუჭირა მხარი. მეორე დღეს მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა უფრო რბილი განცხადება. მიხვდნენ, რომ ნამეტანი შეტოპეს ძალადობის მხარდაჭერაში და შემდეგ შეეცადნენ უკან დახევას, მაგრამ სიტყვები არსად არ იკარგება და მანუსკრიპტები არ იწვის. ასე რომ, მისი განცხადება დარჩა, როგორც მოძალადეების მხარდამჭერი განცხადება, რომელიც ჰქონდა მოლდოვას პრეზიდენტს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მათ შორის ვნახეთ ნაცნობი სახეები.

„ჟიგიმანტას პავილიონისი რამდენი ხანია, აღარ გაგვიგია და აგერ გამოძვრა, რასა იუკნევიჩიანე ყველა, ვინც კი ოდესმე ქართველი ხალხის მტრობაში არის შემჩნეული, ერთბაშად გამოჩნდა იდენტური განცხადებებით. რა თქმა უნდა, არის იმის აღქმა, რომ ეს იყო წინასწარ მომზადებული ტექსტები და წინასწარ მომზადებული სპიკერები, რომ აქ უნდა ამტყდარიყო დავიდარაბა, სისხლი, მსხვერპლი და გასროლა და შემდეგ იქიდან მხარდაჭერა, რომ მხარს უჭერენ პროტესტს, მხარს უჭერენ ხალხს, მშვიდობა, დიალოგი და ასე შემდეგ. შეხედეთ, ვისგან იყო 4 ოქტომბერს განცხადებები და ეს ადამიანები არიან ქართველი ხალხის მტრები. დავიმახსოვროთ ჟიგიმანტას პავილიონისები და მსგავსი ადამიანები. გაგანია შტურმი მიდიოდა პრეზიდენტის რეზიდენციაზე და ქალბატონი სანდუ თავის ტვიტერზე წერდა, თითქოს თავისი საქმე გამოლევიათ მოლდოვაში. პოსტსაბჭოთა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრეზიდენტმა უნდა გვასწავლოს ჩვენ ჭკუა? რა გვესწავლება საერთოდ მისგან?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ბოლოს და ბოლოს, დადგა დრო, როდესაც ურთიერთობების დამყარებას, გადაწყვეტილებების მიღებას და შეთანხმებების დადებას სწრაფად და ადვილად მოახერხებთ. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ საქმეში მოთმინება საუკეთესო მეგობარია, ხოლო თქვენი ფანტაზია ზოგჯერ რეალობაზე მნიშვნელოვანიც კი გახლავთ.

კურო

შორეული ქვეყნიდან ახალ ამბებს, უფრო სწორად, ახალი ამბების ნაწილს გაიგებთ, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებული წვრილმანები და შედეგები დიდხანს უცნობი იქნება. შესაძლოა, ერთი ან ორი კვირა გაურკვევლობაში იყოთ, მაგრამ ეს სრულიად საკმარისი დროა, რომ აზრები დაალაგოთ.

ტყუპები

შესაძლოა, ბოლო დროს დაშვებული შეცდომები გაიმეოროთ, მაგრამ ამჯერად მათი გამოსწორებისა და ყველანაირი უთანხმოების აღმოფხვრის შანსი მოგეცემათ და ხელიდან არ გაუშვათ.

კირჩხიბი

ეცადეთ გაიგოთ, რომ იღბალი არ არსებობს და ცხოვრების მიერ მოცემულ ნებისმიერ შანსს თავისი ფასი აქვს. გახსოვდეთ, რომ ყოველი ახალი პასუხისმგებლობა ახალ პრობლემებს იწვევს, თუმცა ადამიანი სწორედ ასეთი სიტუაციების დაძლევით ძლიერდება.

ლომი

ამ დღიდან მოყოლებული თქვენს გარემოცვაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ურთიერთგაგების მიღწევა გართულდება, თუმცა თქვენი შემწყნარებლობა საოცრებებს მოახდენს და კეთილგანწყობას მოიპოვებთ.

ქალწული

ჯერ კიდევ პლანეტების კეთილგანწყობის ეტაპზე ხართ და გონივრული მოქმედებით ბევრის მიღწევა შეგიძლიათ. სურვილის შემთხვევაში, ყველა ოპონენტს ხელის ერთი მოსმით მოიცილებთ, მაგრამ ფრთხილად იყავით, რომ მათ შორის საჭირო ადამიანებიც არ მოჰყვნენ.

სასწორი

ეცადეთ, მეტი სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინოთ, რათა მოულოდნელად საარსებო წყაროს გარეშე არ დარჩეთ. გირჩევთ, მომავალ კვირას საკუთარ მოტივებს გადახედოთ. ნუ ინერვიულებთ, თუ სხვა ადამიანები თქვენზე ზეწოლას ცდილობენ.

მორიელი

ბოლოდროინდელი ემოციები და იმედგაცრუება მალე ისევ თავს იჩენს. ყველაფრის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ გსურთ, რომ საკუთარ შინაგან ლტოლვას სახელი დაარქვათ. თუმცა შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ – სრული უფლება გაქვთ, რომ თქვენი სურვილები საიდუმლოდ შეინახოთ.

მშვილდოსანი

ბოლო დროს თქვენი რეაქციები ზედმეტად ემოციური იყო. ამ ჯერზე დამოუკიდებლად მოქმედებას ნუ ეცდებით, რადგან უფროსი ნათესავის რჩევა ძალიან დაგეხმარებათ.

თხის რქა

ამ დღეს თქვენზე პლანეტარული პერიოდების სამი განსხვავებული დონე ახდენს გავლენას. ხანმოკლე ცვლილებები თქვენში თანაგრძნობის ინსტინქტებს გააღვიძებს და გარკვეული პერიოდი ზედმეტად მგრძნობიარე იქნებით. ეს ვითარება გაითვალისწინეთ.

მერწყული

ყველაფერს, რაც ამ დღეს მოხდება, წარსულის მოგონებები დაჩრდილავს. იზრდება ყველასა და ყველაფრისგან განრიდებისა და განმარტოების სურვილი, თუმცა რუტინული საქმეები ამის საშუალებას არ გაძლევთ.

თევზები

მთვარის მდგომარეობის ცვლილება უამრავ შფოთვას მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ დრო თქვენს მხარეზეა, ამიტომ ეს კვირა უკმაყოფილების შედეგებთან ბრძოლას უნდა დაუთმოთ.

ბექა ჭულუხაძის ადვოკატი, რომელსაც მცხეთის ტყეში საბრძოლო მასალა და ასაფეთქებლები ჰქონდა დამალული, აცხადებს, რომ კადრები საქართველოში არაა გადაღებული

ბექა ჭულუხაძე, რომელსაც სუს-ის ინფორმაციით მცხეთის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო გზის მიმდებარედ, ტყეში, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა დამალული, ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ „იმედინიუსს“ მისმა ადვოკატმა გაიოზ ჩარკვიანმა განუცხადა.

„ამ მომენტისთვის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ქვეყანაში არ იმყოფება. მასთან არ მაქვს კომუნიკაცია. მე დამიქირავა ოჯახმა, რომელიც ამბობს, რომ ბრალს არ ეთანხმებიან. ოჯახი ამბობს, რომ იარაღი მისი არ არის. გარდა ამისა, კადრები რაც გავრცელდა ჩვენს ტერიტორიაზე, საქართველოში გადაღებული არ არის“ , – აღნიშნა ადვოკატმა.

საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დღეს წარუდგინა.