Home Blog Page 2

დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია – „ქართული ოცნება“

ევროკომისია, მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ინდექსს აქვეყნებს. საქართველომ შეფასების 100 პროცენტიანი სისტემით 92% მიიღო და მსოფლიოში 17-ე ადგილზე გავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მმართველი პარტიის ცნობით, დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 6 ქვეყანას (იაპონიის გარდა), ევროკავშირის და ნატოს წევრ 24 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ირლანდია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, ლატვია, ლიერტუვა, უნგრეთი, რუმინეთი, ალბანეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, მალტა, ბელგია, კვიპროსი, თურქეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.

„დანაშაულის კონტროლის ეფექტურობით მსოფლიოში სინგაპური, ევროპაში კი ნორვეგია ლიდერობს.

დანაშაულის უკონტროლობით ყველა მძიმე ვითარება მექსიკასა და ვენესუელაში ფიქსირდება.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს კრიმინალური დანაშაულის გავრცელებას ქვეყნებში და და ასევე ადამინების ზოგად აღქმას უსაფრთხოების და დაცულობის შესახებ.

ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

https://composite-indicators.jrc.ec.europa.eu/explorer/indices/rol/rule-of-law-index

კახეთის რეგიონში ამ დროისთვის 50 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული

კახეთის რეგიონში ამ დროისთვის გადამუშავებულია 50 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. მოსავლის დაბინავება აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, გურჯაანის, ლაგოდეხის, თელავის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში.

ღვინის საწარმოებს ყურძენი 3000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა. თითქმის სრულად დაბინავდა1200 ტონამდე სეტყვით დაზიანებული ყურძენი – 12 სექტემბერს თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტში, უხვმა ნალექმა და ძლიერმა სეტყვამ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, მათ შორის, 300 ჰექტრამდე ვენახის ფართობი დააზიანა. რთველის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებულია 400-მდე ღვინის კომპანია/მარანი, რომლებიც ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში ჩაერთვებიან;

რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება. კახეთის რეგიონში საპროგნოზო მოსავალი 200-250 ათასი ტონაა.

Prime Time-ის ინფორმაციით, გამთენიისას ხაზარაძე, კუპრაძე და დათუნაშვილი ბრიუსელში, ახალი დავალებების მისაღებად გაემგზავრნენ

Prime Time-ის ინფორმაციით, გამთენიისას ხაზარაძე, კუპრაძე და დათუნაშვილი ბრიუსელში, ახალი დავალებების მისაღებად გაემგზავრნენ.

როგორც გამოცემას „ლელოდან” წყარომ განუცხადა, ამჟამად პარტიაში მძიმე მდგომარეობაა. ერთი მხრივ პარტიამ გახარიასთან ერთად შეასრულა ბრიუსელიდან კონკრეტული ადამიანების მოთხოვნა და ჩაერთო საარჩევნო პროცესში, თუმცა ოპოზიციაში არსებული ზოგადი მძიმე ფონის გამო – „ლელომ” სრულყოფილად ვერ შეძლო საარჩევნო გარემოსთან ადაპტაცია და ოლქების დიდ ნაწილში ვერც მერობის კანდიდატები დაასახელა და ვერც მაჟორიტარები.

წყარო „ლელოდან” იმასაც ადადასტურებს, რომ ხაზარაძეს პრობლემები აქვს უშუალოდ პარტიის ლიდერშიპში, რაც ნაწილობრივ საჯაროდაც დადასტურდა, როდესაც მერობის კანდიდატად არდასახელების გამო საბა ბუაძემ პარტია დატოვა. ბუაძის გარდა ხაზარაძის გარემოცვიდან კუპრაძე/ელისაშვილის დაწინაურებას პარტიის სხვა ლიდერებიც ეწინააღმდეგებიან.

რაც შეეხება ბრიუსელში ვიზიტს, გამოცემისთვის ცნობილი გახდა, რომ ხაზარაძე ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ახალი ინსტრუქციების მისაღებად გაემგზავრა, თუმცა უცნობია, რა დავალებებით დაბრუნდება უკან ყოფილი ბანკირი.

18 სექტემბრის ასტროლოგიური 

ვერ­ძი

ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის და­წყე­ბა ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. უმ­ჯო­ბე­სია ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლოთ უკვე და­წყე­ბულ, მაგ­რამ რა­ი­მე მი­ზე­ზით შე­ჩე­რე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე.

კურო

ფულ­თან სიფრ­თხი­ლე ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით დღეს: სა­ყიდ­ლებ­ზე წა­სუ­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­ერ­თოთ და იმა­ზე მეტი და­ხარ­ჯოთ, ვიდ­რე შე­გიძ­ლი­ათ, რა­საც მოგ­ვი­ა­ნე­ბით ინა­ნებთ.

ტყუ­პი

უმ­ჯო­ბე­სია თავი აა­რი­დოთ აქ­ტი­ურ აქ­ტი­ვო­ბებს – რაც არ უნდა ეცა­დოთ, ისი­ნი კარგ შე­დე­გებს არ მო­გი­ტანთ. ამი­ტომ, სა­სურ­ვე­ლია დღე მშვი­დად გა­ა­ტა­როთ და ენერ­გია მო­ზო­მი­ლად და­ხარ­ჯოთ.

კირჩხი­ბი

ჭო­რე­ბი და ინ­ტრი­გე­ბი მკაც­რად აკ­რძა­ლუ­ლია: ისი­ნი არა მხო­ლოდ ხელს შე­უშ­ლი­ან თქვენს ბიზ­ნესს, არა­მედ და­ძა­ბულ ატ­მოს­ფე­როს შექ­მნი­ან კო­ლე­გებ­თან და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში.

ლომი

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ყუ­რა­დღე­ბით აკონ­ტრო­ლოთ არა მხო­ლოდ თქვე­ნი ქმე­დე­ბე­ბი, არა­მედ თქვე­ნი სი­ტყვე­ბიც – შე­საძ­ლოა ისე­თი რამე თქვათ, რაც თქვენს ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს.

ქალ­წუ­ლი

უეც­რად წარ­მო­შო­ბი­ლი კა­მა­თი შე­იძ­ლე­ბა სე­რი­ო­ზულ და ხან­გრძლივ კონ­ფლიქ­ტში გა­და­ი­ზარ­დოს, რომ­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბაც სხვებ­თან კონ­ტაქ­ტის მი­ნი­მუ­მამ­დე დაყ­ვა­ნით უნდა მოხ­დეს.

სას­წო­რი

შე­საძ­ლოა, ნა­ხე­ვარ გა­ნაკ­ვეთ­ზე სამ­სა­ხუ­რის შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღოთ, რო­მე­ლიც, მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, და­სა­ფიქ­რე­ბე­ლია, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა, რომ იგი გა­ცი­ლე­ბით მეტ ზი­ანს მო­გა­ყე­ნებთ, ვიდ­რე სი­კე­თეს.

მო­რი­ე­ლი

ნუ უპა­სუ­ხებთ სხვე­ბის პრო­ვო­კა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც დღეს შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი იყოს და ნუ გა­ა­ღი­ზი­ა­ნებთ სხვებს – ხვალ ადა­მი­ა­ნებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი უფრო მე­გობ­რუ­ლი გახ­დე­ბა.

მშვილ­დო­სა­ნი

სამ­სა­ხურ­ში არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი დრო­ის და­კარ­გვა ლაყ­ბო­ბა­სა და კა­მათ­ში. ეს ხელს შე­გიშ­ლით და­გეგ­მი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში.

თხის რქა

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტი მი­ნი­მუ­მამ­დე და­იყ­ვა­ნოთ; წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ერთი შე­ხედ­ვით უმ­ნიშ­ვნე­ლო კონ­ფლიქტმა შე­იძ­ლე­ბა უცხო­ე­ბად გაქ­ცი­ოთ.

მერ­წყუ­ლი

დიდი თან­ხის და­კარ­გვის რის­კის გამო, არ უნდა გა­რის­კოთ უმი­ზე­ზოდ: მო­ე­რი­დეთ დიდი თან­ხის თან ტა­რე­ბას – უმ­ჯო­ბე­სია, ფული სახ­ლში და­ტო­ვოთ და თან მხო­ლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნივ­თე­ბი წა­ი­ღოთ.

თევ­ზე­ბი

სა­სურ­ვე­ლია, დღეს და­გეგ­მი­ლი საქ­მი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­და­დოთ – სა­ერ­თო ენის პოვ­ნა მო­კავ­ში­რე­ებ­თა­ნაც კი რთუ­ლი იქ­ნე­ბა და მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებ­ზე სა­უ­ბა­რი უბ­რა­ლოდ გა­მო­რი­ცხუ­ლია, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია დუ­მი­ლის აღ­თქმა და­დოთ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო

მნიშვნელოვანია, აშშ-ში იცოდნენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომელთაც შესწევთ უნარი, ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანონ და ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები გაატარონ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, საქართველო უნდა დაუბრუნდეს სტრატეგიულ პარტნიორობას აშშ-სთან, რომელიც ათწლეულების განმავლობაში არსებობდა.

„შეერთებულ შტატებში ჩვენმა მეგობრებმა და პარტნიორებმა მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, ვისაც შესწევთ უნარი, ქვეყანა გამოიყვანონ იმ კრიზისიდან, რომელშიც, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ შეიყვანა. ასევე შესწევს უნარი, გაატაროს ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებები და ღირებულებით სისტემაში ევროპასთან და ამერიკასთან ერთად თანხვედრაში მოვიდეს საქართველოც. ამასთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვაშინგტონში, საქართველო დაუბრუნდეს იმ პოლიტიკურ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ორ ქვეყანას ჰქონდა“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ოფიციალური შეხვედრები დაიწყო. მათივე ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის წევრებთან ერთად, „მეგობარი აქტის“ ინიციატორ კონგრესმენს, ჯო უილსონს შეხვდა.

სასამართლომ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილს პატიმრობა შეუფარდა – ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 625 მილიონი დოლარისა და 35 მილიონი ევროს გათეთრების ბრალდებით დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.

პროკურატურა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. პროკურორ ზინიკო ქობალიას განცხადებით, ეროვნული ბანკიდან ამოღებული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულმა დანაშაულებრივ ჯგუფთან ერთად უპრეცედენტო ოდენობის თანხა გაათეთრა, რამაც ზიანი მიაყენა ქვეყნის ეკონომიკასა და სახელმწიფო ინტერესებს.

სასამართლოზე საქმესთან დაკავიშირებით კიდევ ერთი სახელი გაჟღერდა, მოსამართლემ განმარტა, რომ “ელდარ ხუსეინოვმა და კოტორაშვილმა განიზრახეს ფულის გათეთრება”.

მისივე თქმით, დაახლოებით 58 მილიარდი რუბლის გათეთრება 2022-2024 წლებში უწყვეტად ხორციელდებოდა, პროცესი კი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით იწყებოდა, შემდეგ თანხა გადამხურდავებელ ჯიხურებში ხვდებოდა და ბოლოს კომერციულ ბანკებში ირიცხებოდა.

“გამოძიების უტყუარი მტკიცებულებით დგინდება, ეს არ გახლავთ უბრალო კონვერტაცია. პირველ ეტაპზე ფულის გათეთრება იწყება უცხოური ვალუტის საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით შემოტანით. შემდეგ ეს თანხა ხვდება ვალუტის გადამხურდავებელ ჯიხურებში და შემდეგ კომერციულ ბანკებში. თუ ბრალდებული იქნებოდა კეთილსინდისიერი პირი, ის არ უნდა შესულიყო გარიგებაში. ეს არ არის ერთჯერადი გადაცდომა, საქმე გვაქვს დანაშაულებრივ ჯგუფთან.

ჩნდება კითხვა, თუ ის იყო კეთილსინდისიერი, რატომ არ აფიქსირებდა იმ პირების მონაცემებს, რომლებსაც მასთან მიჰქონდათ თანხა. მას კარგად ჰქონდა გაცნობიერებული რას აკეთებდა.

2022-2024 წლამდე უწყვეტად ხორციელდებოდა ფულის გათეთრება”, – აღნიშნა პროკურორმა.

დაცვის მხარე კი 50 000 ლარის გირაოს გამოყენებას ითხოვდა. ადვოკატ ედიშერ ქარჩავას თქმით, კოტორაშვილი შესაძლოა საერთოდ არ ყოფილიყო დანაშაულებრივ სქემაში ჩართული და პრობლემა კანონმდებლობისა და ბანკების სისტემურ ხარვეზებში უნდა მოიძებნოს.

“სხვა რამესთან გვაქვს საქმე. სიმართლის გამოძიებას ხელს შევუწყობთ.

მასთან ვიღაცას მიჰქონდა ფული, რით უნდა დაიცვას თავი ვალუტის გადამხურდავებელმა? კანონშია პრობლემა. შეიძლება ეს პიროვნება საერთოდ არ იყოს შუაში და ბანკების ლაფსუსთან გვქონდეს საქმე. აქედან გამომდინარე ჩვენ მზად ვართ 50 ათასი ლარი იყოს გამოყენებული გიარაოს სახით”, – აღნიშნა ადვოკატმა.

რაც შეეხება ბრალდებულს, ის დუმილის უფლებას იყენებს.

„დუმილის უფლებას ვიყენებ. ვეთანხმები ადვოკატს”,- განაცხადა ბრალდებულმა კახა კოტორაშვილმა.

მოსამართლემ, შემდეგი სხდომა 10 ნოემბერს, 11:00 საათზე, ჩანიშნა.

ირაკლი კობახიძე – ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები და მთავრობა აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ ეკონომიკა, სპორტი წავახალისოთ, განათლების სისტემა კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ, ყველა ეს პრიორიტეტი იქნება სათანადო ყურადღების ქვეშ მომავალშიც

ირაკლი კობახიძე – ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები და მთავრობა აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ ეკონომიკა, სპორტი წავახალისოთ, განათლების სისტემა კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ, ყველა ეს პრიორიტეტი იქნება სათანადო ყურადღების ქვეშ მომავალშიც

ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები და მთავრობა აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ ეკონომიკა წავახალისოთ, სპორტი წავახალისოთ, განათლების სისტემა კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ, ყველა ეს პრიორიტეტი იქნება სათანადო ყურადღების ქვეშ მომავალშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 

მთავრობის მეთაური დღეს აჭარაში იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა და სტარტაპების დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. 

„დავესწარით სტარტაპების დაჯილდოების ცერემონიალს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს მიმართულება ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის და შესაბამისად, ჩვენ საგანგებო ყურადღებას ვუთმობთ სტარტაპებს, ინოვაციებს, ტენოლოგიებს. ჩვენ საგანგებოდ შემოვიღეთ შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი სტარტაპებისთვის, კერძოდ, სამი წლის განმავლობაში ნულოვანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრებიან სტარტაპები ჩვენი გადაწყვეტილებით. ეს ყველაფერიც ხელს შეუწყობს სტარტაპების განვითარებას. დღეს იყო მნიშვნელოვანი დღე, როდესაც გამოირჩა 20 ყველაზე წარმატებული სტარტაპი, რომელიც სახელმწიფოსგან მიიღებს დაფინანსებას და თითოეულ სტარტაპერს მინდა, ვუსურვო წარმატებები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

პრემიერ-მინისტრმა დღეს აჭარაში ახლად გარემონტებული სკოლაც დაათალიერა. 

„ჩვენ აჭარაში რამდენიმე ობიექტს ვესტუმრეთ, მათ შორის ახლად გარემონტებულ სკოლას. მინდა, ყველას მივულოცო სასწავლო წლის დაწყება ახალ გარემოში, რაც ძალიან გვახარებს. ასევე დღეს დავათვალიერეთ ბათუმის აეროპორტი, სადაც ხორციელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ასევე ქობულეთში ვნახეთ სპორტული ინფრასტრუქტურა. „ჩელე არენა”, სადაც 300 ბავშვი დადის ფეხბურთზე და ესეც ძალიან მნიშვნლეოვანია. მნიშვნლეოვანია ამ მიმართულებითაც, რომ დამატებით გვაქვს დაგეგმილი ინფრასტრუქტურის კიდევ უფრონ მეტად გაუმჯობესება. ყველა მიმართულებით გვაქვს კონკრეტული პრიორიტეტები და მთავრობა აქტიურად იმუშავებს იმისათვის, რომ ეკონომიკა წავახალისოთ, სპორტი წავახალისოთ, განათლების სისტემა კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ, ყველა ეს პრიორიტეტი იქნება სათანადო ყურადღების ქვეშ მომავალშიც”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ჩვენ კორუფციასთან საბრძოლველად მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება”- პრემიერი

დღეს, ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, დღეიდან, თუნდაც, შეგიძლიათ დაიწყოთ ათვლა და ნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფო ყველა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აჭარაში განუცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, სახელმწიფომ ამ მიმართულებით გადადგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

„ჩვენ კორუფციასთან საბრძოლველად მივიღეთ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მათ შორის, ბევრი მიმართულებით, პრაქტიკა შევცვალეთ რადიკალურად. თქვენ იცით, რომ მთავრობის ყველა აქტი ქვეყნდება, აღვკვეთეთ პირდაპირი წესით პრივატიზაციის პრაქტიკა და ა.შ. უამრავი ნაბიჯი გადაიდგა და ასევე უამრავი საკადრო ცვლილება განვახორციელეთ. ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ კორუფციის აღმოსაფხვრელად. იყო რთული პროცესები ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო და დღეს ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი, დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მაქსიმალურად ეფექტურად ვებრძოლოთ ყველა კატეგორიის დანაშაულს, მათ შორის, კორუფციულს, პოლიტიკურად მოტივირებულს, ნარკოტიკულ და ორგანიზებულ დანაშაულებს, რისი პრაქტიკული შესაძლებლობაც არ გვქონდა აქამდე. დღეს ამ ყველაფრის შესაძლებლობა გვაქვს. დღეიდან შეგიძლიათ დაიწყოთ ათვლა და ნახოთ, რამდენად ეფექტური იქნება სახელმწიფო ყველა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში,”- განაცხადა პრემიერმა.

,,რამდენიმე ევროპული საელჩო პირდაპირაა ჩართული, სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებაში,”- ირაკლი კობახიძე

რამდენიმე ევროპული საელჩო პირდაპირაა ჩართული, სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალიზმის გაღვივებაში, შესაბამისად, ხშირად ხვდებიან რადიკალებს და ეს არის სამწუხარო მოვლენა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ბრიტანეთის საელჩოში გიგა ბოკერიას და გია ბარამიძის მონაწილეობით გამართულ შეხვედრას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირისა და ევროპული ბიუროკრატიის იმიჯს საქართველოში.

„ევროკავშირის, ევროპული ქვეყნების იმიჯს საქართველოში ეს ძალიან აზიანებს. თან, როდესაც ხვდები არჩევნებთან დაკავშირებით ისეთ პარტიებს, რომლებიც საერთოდ არ მონაწილეობენ არჩევნებში, ეს კიდევ უფრო მეტად გაუგებარია. ძალიან ცუდია, როდესაც კონკრეტული ელჩები, საელჩოები ახალისებენ საქართველოში რადიკალიზმს. საზოგადოება ამას აკვირდება, აფასებს და ეს ყველაფერი ევროპული ქვეყნების, ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე საქართველოში ძალიან ცუდად აისახება,”- განაცხადა პრემიერმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 18 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7080 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2143 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1999 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.

ეტყობა, რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის – შალვა პაპუაშვილი გირაოსთან დაკავშირებით ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილებაზე

x

რაც ვიცით დადასტურებულად, მე მგონი ავლაბარში რუსეთი არ არის და ავლაბარში კონკრეტულ მისამართზე მიდიოდა ეს ასაფეთქებელი ნივთიერება. ეს არის უკრაინის ხელისუფლების გაგება ძმობის და მეგობრობის, რომ თბილისში შემოიტანო 2,5 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება, რომელმაც შეიძლება მთელი უბანი ჰაერში აწიოს? – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა „ჰექსოგენის“ საქმეზე საუბრისას. ის ეჭვის ქვეშ აყენებს დაკავებულის მიერ გაჟღერებულ ვერსიას იმის შესახებ, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება საბოლოოდ რუსეთში უნდა გადაეტანა და ამბობს, რომ ამ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში უკრაინული სპეცსამსახურები საკუთარი სამხედრო მიზნის მისაღწევად ქართველ ხალხს სწირავდნენ.

„2,4 კილოგრამი ჰექსოგენი რას ნიშნავს, დაგუგლეთ და გაიგებთ. ეს არის ასაფეთქებელი ნივთიერება. თვითმფრინავში არ აგატანინებენ „დეზადორს“ ან სანთებელას, იმიტომ რომ საშიშია, შეიძლება მთელი თვითმფრინავი ააფეთქო. აი 2,5 კილო ჰექსოგენი ავლაბრის კონკრეტულ მისამართზე რომ იქნებოდა, იქ შემთხვევით ხო შეიძლება რაღაც მომხდარიყო? ხომ შეიძლება, რომ შემთხვევით, ზემოქმედების შედეგად აფეთქდეს, ან ტრაილერი გადაბრუნებულიყო და აფეთქებულიყო, ან იმ სახლში აფეთქებულიყო – მთელ ავლაბარს ხომ აიტანდა ცაში? აი ამას გვიკეთებდნენ უკრაინის სპეცსამსახურები. უკრაინის სპეცსამსახური, სადაც ქართველი გია ლორთქიფანიძე მუშაობს, ამას გეგმავდა და ეგუებოდა იმ აზრს, რომ შეიძლება აფეთქდეს, მაგრამ ჯანდაბას, აიწიოს ავლაბარი და თბილისი ჰაერში, ოღონდ თავიანთ მიზნებს მიაღწიონ რუსეთში. აი რომ დავიჯეროთ ის ვერსია, ოღონდ რუსეთს ზიანი მიაყენონ და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ ქართველ ქალებს და ბავშვებს, აქ რომ აფეთქებულიყო?

ჩვენ რას გადაგვეკიდნენ? ომი აქვთ – იომონ. შეეშვან საქართველოს ჩათრევას თავის ომში. ეს არ არის საქართველოს ომი. როდესაც ჩვენ, მათ შორის რუსეთთან ომი გვქონია, არავინ ჩაგვითრევია ჩვენს ომში და არავის ქვეყანა არ დაგვიყენებია რისკის ქვეშ და აქ რომ არის ხალხი, რომელიც დღეს საღამოთაც გამოვა რუსთაველის გამზირზე და პარლამენტთან დადგებიან და უკრაინის ხელისუფლების განდიდებით იქნება დაკავებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა არაფერს ამბობს, რადგან უკრაინა ომშია, მაგრამ მოვა დრო, ომი დასრულდება და საქართველო პასუხს მოითხოვს უკრაინის ხელისუფლებისგან. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ტვირთმა ლამის ნახევარი ევროკავშირი გამოიარა ისე, რომ არავის გაუჩერებია.

ცესკოს თავმჯდომარემ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმდინარე საარჩევნო საკითხები გააცნო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და დეტალურად ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო საკითხებისა და 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესზე. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად ემზადება 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად, რომლის ფარგლებშიც არაერთ მნიშვნელოვან და მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. მისი თქმით, საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ცესკოს საქმიანობის პრინციპულ საფუძველს წარმოადგენს.

„მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებშიც მათ მივაწოდეთ დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნების სამზადისზე, ასევე განხორციელებული და მიმდინარე მასშტაბური სამუშაოების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს აღნიშნული არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას. ჩვენ გვქონდა ინფორმაციის მიმოცვლის საშუალება დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, რომლის ფარგლებშიც მათ ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდეთ მიმდინარე სარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენი მაღალი ანგარიშვალდებულებიდან, გამჭვირვალე და ღია საქმიანობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მომავალშიც გაგრძელდება ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ასევე სხვა ჩართულ მხარეებთან“,-აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

4 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტები, რეგისტრაციის პროცესი, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციები, საარჩევნო კომისიების  დაკომპლექტება და მათი გადამზადება, ამომრჩეველთა ინფორმირება და ამომრჩევლებისთვის და პარტიებისთვის შეთავაზებული სიახლეები – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელზეც ცესკოს თავმჯდომარემ ასევე დეტალურად ისაუბრა. 

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსიაც. დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები გიორგი კალანდარიშვილისგან და ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძისგან მიიღეს.

საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა. აღნიშნული შეხვედრა ცხადყოფს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ შიდა პროცესების ეფექტიანად წარმართვა, არამედ ღია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინირებული თანამშრომლობა. ეს ასევე  ადასტურებს ადმინისტრაციის მზადყოფნას, საარჩევნო პროცესები წარმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალე, ღია და ინკლუზიური ფორმატით. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების საშუალებაა, არამედ უზრუნველყოფს დიალოგს, უკუკავშირის მიღებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარის გარდა ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე,  ცესკოს აპარატის/იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი და სპიკერი ნათია იოსელიანი.