Home Blog Page 2

თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები კაფე-რესტორნებში

თიბისი კონცეპტმა და Visa-მ მომხმარებლებს, მათ საჭიროებებსა და სარგებელზე მორგებული, კიდევ ერთი გამორჩეული შეთავაზება მოუმზადეს.

19 სექტემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ პარასკევს, შაბათს და კვირას თიბისი კონცეპტ Visa სადებეტო ბარათების მომხმარებლები 35-მდე შერჩეულ კაფეებსა და რესტორნებში, გადახდილი თანხის 20%-ს, ჯამში მაქსიმუმ 150 ლარს, მომენტალურად დაიბრუნებენ.

შეთავაზება მოქმედებს, როგორც თბილისის, ისე სხვა ქალაქებისა და რეგიონების პარტნიორ საკვებ ობიექტებში.

თბილისი

  • Iasamani, Honoré, Palmebi, Giorgobistve, Steakhouse N1, RED Yard, Weller, Craft, Madre, Giorgio, Chez Kinksy, Kobo, Radio Bombay, Weller Vake, Tsiskvili Terrace
  • Silk Hospitality: Grand Café, Laan Thai, Bell & Gray, Filini Restaurant, Umami Asian Fusion, Iveria Café, Republic 24, Republic Restaurant
  • Paragraph: The Talan Lobby Lounge, Ostigan Grill, Eary Rooftop Bar & Terrace, Chinari Sky Bar

სხვა ქალაქები და რეგიონები:

  • Doli Kutaisi, Doli Telavi
  • Silk Hospitality: Iveria Cafe, Umami at Clouds, Medea Restaurant, Botanico Cafe, Kokhta Bakuriani

შეთავაზება მოქმედებს, როგორც ძველ, ისე ახალ თიბისი კონცეპტ Visa სადებეტო ბარათებზე და მათ ციფრულ ანალოგებზე: TBC Concept Visa Platinum და Visa Signature.

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ობიექტში, თიბისის POS ტერმინალზე გადახდისას.

(R)

ჯო უილსონის მიზანია, „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს, ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები ამისკენ არის მიმართული -გია ვოლსკი

ჯო უილსონს ერთი აზრი და მიზანი აქვს, „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს. ეს დიდი ხანია, გრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, „ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები მიმართულია იქითკენ, რომ საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს“.

„მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ მთელმა ლიდერებმა, სააკაშვილმა, გვარამიამ, ყველამ ტრამპი ლანძღა და მიწასთან გაასწორა,  ჯო უილსონთან თანამშრომლობა არ შეწყვეტილა და ახალ ვითარებაში განახლდა. იგივე პროცესი მიმდინარეობს ბრიუსელშიც, სადაც წასული არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, როგორმე მეტი კრიტიკა წამოვიდეს და ქუჩაში მეტი ხალხი გამოვიდეს, სისხლისღვრა მოხდეს. ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები და მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცნონ, მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ – საქართველოში მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს, რომელიც საქართველოს ომისკენ წაათრევს. გამორიცხულია, ასეთი უსამართლო დოკუმენტი მიღებული არ იქნება. რაღაც ჯგუფში მიღებული და აღიარებული რომც იყოს, ამას შემდგომი რეალიზება არ ექნება, რადგან მსოფლიოში კონიუნქტურა იცვლება. „ნაცმოძრაობა“ ომის გაგრძელებაზე „ჩალიჩობს“, ჩვენ კი, ორიენტირებული ვართ სამშვიდობო პროცესების განვითარებაზე, სადაც საქართველო თავისი მცირე რესურსებით შვებით ამოისუნთქავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა.

თიბისი x გიორგი მამარდაშვილი – საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციისთვის

გიორგი მამარდაშვილთან კოლაბორაციით, ახალი თაობის მხარდასაჭერად, თიბისიმ მორიგი საინტერესო პროექტი დაიწყო.

კარი – ასე ჰქვია ინიციატივას, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს და რომლის მთავარი მიზანიც, საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციაა.

ქუჩებში, პარკებსა თუ ეზოებში – იქ, სადაც ბავშვები სულ თამაშობენ ფეხბურთს, ჩვენი პროექტის ფარგლებში, ჩავიტანთ მეკარისთვის საჭირო ყველა ატრიბუტს; მათ შორის, გასაშლელ კარს და საჩუქრად დავუტოვებთ მათ, ვისაც მეკარეობა უნდა და ვისთვისაც ინსპირაციად, სწორედ, მამარდა იქცა.

მაშინ, როცა პატარა მეკარეები სხვადასხვა ნივთებისგან გაკეთებულ კარს თავდაუზოგავად იცავენ, იმედი გვაქვს, ახალი ეკიპირება მათთვის დამატებით მოტივაციად იქცევა და უფრო მონდომებით დაიცავენ ნამდვილ კარს.

კარის მთავარი გმირები, სწორედ, ის ბავშვები არიან, რომლებიც ყველა შესაძლებლობას იყენებენ ფეხბურთის სათამაშოდ. ახალი თაობისთვის, ვისაც სურს საფეხბურთო კარიერა მათი ცხოვრების მთავარ გზად იქცეს, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი საკუთარი ძალების დაჯერებაა. ჩვენ კი, მათი წარმატების გულშემატკივრები ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ და ყველა ნაბიჯზე ვუთხრათ – წარმატებას აღწევს ის, ვინც მიზანსწრაფულად, ჯიუტად და დაუღალავად მიდის მიზნისკენ.

პროექტის ფარგლებში, გორში, ბორჯომში, ყვარელსა და თბილისში თიბისიმ უკვე დაასაჩუქრა საქართველოს კარის მომავალი მცველები. წინ კიდევ ბევრი ქალაქია, სადაც  ეტაპობრივად ჩავალთ.

თიბისისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია განვითარებაზე ორიენტირებული ახალი თაობის მხარდაჭერა; თაობისა, რომელიც ჯიუტად იცავს თავის კარს. ამიერიდან, ისინი უკვე ნამდვილ კარს დაიცავენ და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულები თამამად იტყვიან: გადავხტები და ავიღებ!

მთავარია, გჯეროდეს!

(R)

Global Finance-მა თიბისის ბიზნესმობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance თიბისის ბიზნეს მობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა.

ჯილდო თიბისიმ სამ კატეგორიაში მიიღო: საუკეთესო მობაილბანკის აპლიკაცია; საუკეთესო ინფორმაციის უსაფრთხოება და თაღლითობის მენეჯმენტი; საუკეთესო სოციალური მედიამარკეტინგი.

გამარჯვებულები სპეციალურად დაჯილდოებისთვის მოწვეულმა ჟიურიმ შეარჩია, რომლებიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან იყო დაკომპლექტებული. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა:ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების ჩართვა ციფრულ სერვისებში, ციფრული მომხმარებლების ზრდის ტენდენცია, პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, ასევე ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი.

„თიბისისთვის Global Finance-ის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჯილდო ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვქმნით უსაფრთხო ფინანსურ სერვისებს და საუკეთესო გამოცდილებას მომხმარებლებისთვის. ჩვენი გუნდი აგრძელებს ბიზნესის ყოველდღიურობის გამარტივებაზე ზრუნვას“, – ანა ტატიშვილი, თიბისის ბიზნეს მობაილბანკის გუნდის ხელმძღვანელი.

ფინანსური ჟურნალი, Global Finance 1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ. ფინანსური საზოგადოებისთვის,  Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო სტანდარტადაა აღიარებული.

(R)

19 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ხონაში აღსრულებულ სასწაულს დღესასწაულობს

19 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ხონაში აღსრულებულ სასწაულს დღესასწაულობს.

მთავარანგელოზ მიქაელის სახელი ებრაულად ნიშნავს: “რომელი ვითარცა ღმერთი”

არსებობს ალექსანდრიის პატრიარქის გადმოცემა, რომ ამ დღეს მთავარანგელოზი მიქაელი ჯოჯოხეთში ჩადის და ფრთებით ადამიანთა სულები ამოყავს.

გადმოცემის თანახმად, ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა. ერთხელ მთავარანგელოზი მიქაელი ძილში გამოეცხადა ერთ-ერთი ყრუ-მუნჯი ასულის მშობლებს და ამცნო, რომ მათი შვილი განიკურნებოდა, თუ ამ წყაროს წყალს დაალევინებდნენ. მართლაც, წყლის პირას გოგონა განიკურნა. ამის შემდეგ წყაროსთან მრავლად მიდიოდნენ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილები. მრავალი კერპთმსახური დარწმუნდა ქრისტეს ძლევამოსილებაში და მოინათლა.

მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში სამოცი წლის მანძილზე მსახურობდა მნათედ კეთილმსახური კაცი, სახელად არქიპო. მადლმოსილი სიტყვითა და ღვთივსათნო ცხოვრებით მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ღვთის ამ ერთგულ მონაზე გამძვინვარებულმა წარმართებმა გადაწყვიტეს, დაენგრიათ ტაძარი და არქიპოც მოეკლათ. მათ მთის ორი დიდი მდინარე ერთ კალაპოტში გააერთიანეს და მათი დინება ტაძრისკენ მიმართეს. წმიდა არქიპომ მხურვალედ შესთხოვა მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება. მისი ლოცვის პასუხად ზეციური მხედრობის წინამძღოლმა კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს ღრმულისაკენ შეუცვალა მიმართულება. ამგვარად, ტაძარი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მხილველი წარმართები შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, წმიდა არქიპო და ტაძართან შემოკრებილი ქრისტიანები კი ადიდებდნენ უფალს და მადლობას სწირავდნენ მთავარანგელოზ მიქაელს. ადგილი, სადაც ეს სასწაული აღსრულდა, იწოდა “ხონად”, რაც “ღრმულს” ნიშნავს.

 

კიდევ ერთი გადმოცემის თანახმად, X საუკუნეში, ეგეოსის ზღვაში გაფანტულ კუნძულებს სარკინოზი მეკობრეები აწიოკებდნენ. მტერმა რამდენჯერმე დაარბია კუნძული ლესბოსიც, მაგრამ წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მანდამადოსის უძველეს მონასტერს ვერაფერს აკლებდა. ერთხელ, როცა ბერებმა გალავნის კარი გააღეს, იქვე დამალული სარკინოზები მონასტერში შეიჭრნენ და ცოდვის კალო დაატრიალეს. გადარჩა მხოლოდ მორჩილი გაბრიელი, რომელიც ამ დროს საკურთხეველში იმყოფებოდა და თვალის დახამხამებაში სახურავზე აცოცდა. მდევარი მიეწია, საცაა მოკლავდნენ, რომ უეცრად ტაძრის სახურავი მღელვარე ზღვას მიემსგავსა, იქიდან გამოვარდა მრისხანესახიანი მეომარი ცეცხლისმტყორცნელი მახვილით ხელში და მტერს მივარდა, იგი მთავარანგელოზი მიქაელი გახლდათ.

  ბასიანის ომში გამარჯვებული ქართველები შემოვიდნენ ოძრახეს, სადაც მეფე ელოდებოდათ. იქიდან კი ლხენა-ლხენით ტფილისს გაეშურნენ. წმინდა თამარ მეფემ სულთნის დიდებულები თითო ნალის ფასად გაყიდა. იმასაც ამბობენ: როცა სულთნის დიდებულები თამართან შეიყვანეს, ერთი მათგანი დაეცა მის ფერხთით და გველივით იკლაკნებოდა. გონს მოსულს ასეთი მოქცევის მიზეზი ჰკითხეს. თამარის თავს ზევით იყო ის, ვინც მოერია ჩვენს ჯარს და შევშინდი მის დანახვაზეო, – უთქვამს. მეფე თამარის თავს ზევით კი მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ეკიდა.

ჯო უილსონმა „ქართული ოცნების“ შესახებ ახალი წინადადება მოამზადა

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯო უილსონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესწორება აშშ-ის მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას უკრძალავს.

აღნიშნული წინადადება წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს.

„არცერთ ფედერალურ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არცერთი ფედერალური სახსრების გამოყოფა იმ მიზნით, რომ აღიაროს ან რაიმე ფორმით სხვაგვარად იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში „ქართული ოცნების“ მეთაურობით მოქმედი მთავრობის აღიარება“, – ნათქვამია შესწორებაში.

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის“ კანონპროექტის ავტორია, რომელიც ითვალისწინებს „სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის“.

ამასთან, როგორც დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა 11 სექტემბერს ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.

არც თეონა აქუბარდიაზე დგას ეს პარტია და არც დიმიტრი ცქიტიშვილზე, ეს ადამიანები მოკლევადიანი პროექტები იყვნენ პარტიისთვის -ბერდია სიჭინავა

ნებისმიერი რადიკალური სცენარი, საუბარი მშვიდობიან ამბოხებაზე, ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ამ პროცესში არ ვიქნებით არცერთი წუთით, სადაც ადგილი ექნება რადიკალიზაციას, დაპირისპირებას. ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ამბოხის თარიღის გამოცხადება საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობაა.

„26 ოქტომბრის შემდეგ ადამიანები ძალიან იმედგაცრუებულები არიან. ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ, ნიჰილიზმი უნდა დავამარცხოთ. როდესაც კონკრეტულ თარიღს ვსახავთ, 4 ოქტომბერს, როდესაც უნდა შედგეს ამბოხი, მე არ მინდა, რომ ადამიანები იმედგაცრუებულები იყვნენ. ამიტომ ასეთი ტიპის განცხადებები საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობა მგონია, რასაც შეიძლება უზარმაზარი იმედგაცრუება მოჰყვეს, რომლის მართვაც შემდეგ ძალიან რთული იქნება. შემდეგ ამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან გადაბრალება არ იყოს, რომ თურმე ეს „ნაცმოძრაობა„ კი არ არის, „რუსთაველის გამზირია“, პაატა ბურჭულაძეა და ბოლოს დააბრალებენ ხალხს, რომელიც თურმე საკმარისი რაოდენობით არ გამოვიდა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი „დიდ სისულელეშია გადავარდნილი“ და მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იამზე, რაც მოხდება 4 ოქტომბერს.

„ნებისმიერ რადიკალური დღის წესრიგი, დღეს დასავლეთში გაიყიდება, როგორც ოპოზიციის მარცხი, არანაირ რადიკალურ სცენარს დასავლეთი აქ არ განიხილავს. ეს პროპაგანდაა, რომელსაც „ოცნება“ სალაფავივით აწვდის საკუთარ მოქალაქეებს. „ნაცმოძრაობაში“ და სხვა პარტიებში, სადაც ამ რადიკალიზაციაზე, დაპირისპირებაზე და მშვიდობიან დამხობაზე საუბრობენ, არიან აბსურდში. 5 ოქტომბერს დაუძახეთ ამ ადამიანებს, 5 ოქტომბრამდეც და ჰკითხეთ, აიღებენ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რა მოხდება 4 ოქტომბერს ამ ქვეყანაში. ეს მართლა „ტემუდან“ გამოწერილები, რომლებიც ბინძური წარსულით მოდიან.

გახარია გვმოძღვრავსო, რომ ისმის, კი არ გმოძღვრავთ, გიორგი გახარია რჩევებს გაძლევთ, რადგან დიდი სისულელეში ხართ გადავარდნილი და 13 წელია ერთსა და იმავეს სიგიჟეს აკეთებთ, ერთი და იმავე წრეზე დაგყავთ ხალხი. ეს ხალხი უდაბნოდან უნდა გამოვიდეს და სწორ გზას უნდა დაადგეს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რაც შეეხება პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის” წასულ პოლიტიკოსებს, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ „ისინი მოკლევადიანი“ პროექტები იყვნენ.

„პატივისცემა თითოეულ მათგანს, მაგრამ როგორც ეს ადამიანები პოზიციონირებენ, მოკლევადიანი პროექტები იყვნენ ამ პარტიისთვის. მოკლევადიან პროექტს აქვს დასაწყისი და აქვს დასასრული. მადლობა მათ გაწეული შრომისთვის, მაგრამ არც თეონა აქუბარდიაზე დგას ეს პარტია და არც დიმიტრი ცქიტიშვილზე“, – განაცხადა სიჭინავამ.

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება-ირაკლი კობახიძე

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.

მისივე თქმით, მრავალი წელია, საზოგადოებას ესმის საუბრები რადიკალიზაციასა და რადიკალურ სცენარებზე, თუმცა არც ერთი ასეთი საუბარი წარმატებით არ დასრულებულა, ვინაიდან სახელმწიფო ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

„მთლიანად ოპოზიცია არის გაურკვევლობაში, არის 2 პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს და არის კიდევ ორი პარტია, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებენ. ფუნქცია ამ კუთხითაც დაკარგული აქვთ. შესაბამისად, მათ სხვა აღარაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ისაუბრონ რაღაც რადიკალურ სცენარებზე. თუმცა ასეთი საუბრები რადიკალიზაციაზე, რადიკალურ სცენარებზე გვახსოვს უკვე მრავალი წელია და ისიც გახსოვთ, რომ არც ერთი საუბარი არ დასრულებულა წარმატებით, ვინაიდან სახელმწიფო ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე და არავის აძლევდა რადიკალური სცენარების განხორციელების საშუალებას. მითუმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება,”- განაცხადა პრემიერმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 19 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7143 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7080 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2143 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1999 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.

 ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე

მომხმარებელთა უკუკავშირისა და საჭიროებებს გათვალისწინებით, თიბისიმ კიდევ ერთი გამორჩეული შეთავაზება მოგიმზადათ.

17 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ნებისმიერი კატეგორიის საერთაშორისო ონლაინ ობიექტში ახალი თიბისი ბარათით გადახდისას 100 ლარი ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაგიბრუნდებათ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კი, თიბისი Mastercard კონცეპტ ბარათით და Mastercard ერთგული საკრედიტო ბარათით,  შესაძლებლობა გაქვთ 200 ლარი დაიბრუნოთ.

მთავარია, დანახარჯი, ერთ თუ რამდენიმე ობიექტში, ჯამურად მინიმუმ 500 ლარს შეადგენდეს და თანხა საერთაშორისო ობიექტის ვებგვერდზე გადაიხადოთ. შეთავაზება არ ვრცელდება Apple pay და Google pay გადახდებზე.

ავიაბილეთები, სასტუმროს ჯავშნები, წიგნები, ტექნიკა, თავის მოვლა,  ტანსაცმელი, ფეხსაცმელი- შეთავაზება თითქმის ყველა კატეგორიასა და ობიექტს მოიცავს. გარდა ისეთი კატეგორიებისა როგორიცაა: სახელმწიფო სერვისები, აზარტული თამაშები, კომუნალური გადახდები, ფინანსური თუ სხვა სახის ოპერაციები.

თითოეულ მომხმარებელს შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ერთხელ.  საერთაშორისო ონლაინ ობიექტებში დახარჯული თანხა დაანგარიშდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის მომენტში არსებული კომერციული კურსით ლარში.

თიბისის ყველა ბარათის აღება შესაძლებელია, რამდენიმე წუთში, მობაილბანკიდან. გახდი თიბისის მომხმარებელი და ისარგებლე მუდმივად გამორჩეული შეთავაზებებით!

საერთაშორისო შოპინგის შეთავაზების დამატებითი პირობების და დეტალების სანახავად, გადადით ბმულზე.

(R)

AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა

რეგიონის მთავარი მოვლენა შემოქმედებით ინდუსტრიაში, Ad Black Sea ფესტივალი წელს მეცხრედ ჩატარდა ბათუმში. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია თიბისი.

AD BLACK SEA  ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.

წლევანდელ ფესტივალზე თიბისიმ ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები მოიპოვა შემდეგი კამპანიებისთვის:

ü  ვერცხლი: კამპანია „მე ჯიუტი ქართველი ვარ“

ü  ბრინჯაო კამპანია #საქართველოსვუსურვებ

ü  ბრინჯაო: კამპანია „შენ იცი, მთავარია გჯეროდეს“

ფესტივალმა უმასპინძლა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. წინა წლების მსგავსად, წელსაც თიბისის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო სესია გაიმართა. მათ შორის იყო შემოქმედებითი გუნდების სწორ მუშაობაზე ორიენტირებული კომპანიის – Let’s Lightbulb-ის დამფუძნებელი Tim Leake-ის გამოსვლა კოლაბორაციის თემაზე და ვორქშოფი სწრაფი იდეების გენერირებაზე.

თიბისისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. AD BLACK SEA-ის ფესტივალი აფართოებს შემოქმედებით თვალსაწიერს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ახალი ცოდნა, გამოცდილება და დაარწმუნოს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს!

(R)

საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ -სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა არის საქართველოში ცვლილებების მიღწევის ყველაზე სავარაუდო სცენარი, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ორი სცენარი არსებობს.

„მხოლოდ ორი სცენარი არსებობს, რომლებიც ჩვენ ვიცით: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ. კიდევ ერთ ალტერნატივას რაიმე ფორმით ამბოხება წარმოადენს, თუმცა ეს საქართველოს ტრადიციების ნაწილი არ არის. მაგრამ, გარკვეული სახის წინააღმდეგობა უნდა იყოს და წინააღმდეგობა გარედან უკეთ მხარდაჭერილი უნდა იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, „პარტნიორებმა უკეთ უნდა გაიგონ ის, თუ რა ხდება საქართველოში“.

„ჩვენ რუსეთს ვებრძვით, რომელიც საქართველოს ჰიბრიდული საშუალებებით და რბილი ძალის მეშვეობით ებრძვის. ვფიქრობ, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები უნდა ღელავდნენ იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთი ცდის, თუ რისი მიღწევა შეუძლია რბილი ძალის მეშვეობით“, – აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რა სურს, რომ აშშ-მა გააკეთოს, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „პრობლემა ის არის, რომ ძალიან დაგვიანდა“.

„ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციების შესახებ საუბრობდა, ერთგვარად ხალხი ამას მიაჩვია, თუმცა ბოლო დღემდე არ იმოქმედა. საქართველოში სანქციები მუშაობს, რადგან ეს პატარა ქვეყანაა და ყველა ყველას იცნობს. სანქციები მეორე დონეზე მუშაობს, გარკვეულწილად, შეიძლება პირველ დონესაც შეეხოს, არა? ეს ბიძინა ივანიშვილზე არ იმუშავებს. სანქციები არ შეიძლება მხოლოდ ერთი საშუალება იყოს, თანაც თუ ამის შესახებ საუბრობ, მაშინ უნდა გამოიყენო კიდეც, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცარიელი მუქარა ხდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე, მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების ნაკლებობაა.

„განცხადებების ნაკლებობაა, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ ეს მიუღებელია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც რუსეთისკენ მიდის. საქართველოს არასტაბილურობა და რუსეთის სფეროში დაბრუნება, ნიშნავს იმას, რომ ეს აზერბაიჯანს, სომხეთს, სატრანზიტო ზონებს და ზოგადად, კავკასიის როლს საფრთხეს უქმნის. კონგრესმენებისთვის ჩემი გზავნილია, რომ საქართველოს ყურადღება სჭირდება, რადგან რეგიონში ამერიკის ინტერესები სასწორზე დევს. ამერიკა და ევროპა საქართველოს რუსეთს უთმობენ, ისე რომ რაიმეს გაკეთებასაც კი არ ცდილობენ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.