Home Blog Page 2

Global Finance-მა თიბისის ბიზნესმობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ, Global Finance თიბისის ბიზნეს მობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა.

ჯილდო თიბისიმ სამ კატეგორიაში მიიღო: საუკეთესო მობაილბანკის აპლიკაცია; საუკეთესო ინფორმაციის უსაფრთხოება და თაღლითობის მენეჯმენტი; საუკეთესო სოციალური მედიამარკეტინგი.

გამარჯვებულები სპეციალურად დაჯილდოებისთვის მოწვეულმა ჟიურიმ შეარჩია, რომლებიც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან იყო დაკომპლექტებული. შერჩევის კრიტერიუმებს წარმოადგენდა:ციფრული მომხმარებლების მოზიდვისა და მომსახურების სტრატეგიის სიძლიერე, მომხმარებლების ჩართვა ციფრულ სერვისებში, ციფრული მომხმარებლების ზრდის ტენდენცია, პროდუქტებისა და სერვისების მრავალფეროვნება, ასევე ვებ/მობილური პლატფორმების დიზაინი და ფუნქციონალი.

„თიბისისთვის Global Finance-ის აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ჯილდო ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ვქმნით უსაფრთხო ფინანსურ სერვისებს და საუკეთესო გამოცდილებას მომხმარებლებისთვის. ჩვენი გუნდი აგრძელებს ბიზნესის ყოველდღიურობის გამარტივებაზე ზრუნვას“, – ანა ტატიშვილი, თიბისის ბიზნეს მობაილბანკის გუნდის ხელმძღვანელი.

ფინანსური ჟურნალი, Global Finance 1987 წლიდან გამოდის და  მას  მსოფლიოს 190  ქვეყანაში კითხულობენ. ფინანსური საზოგადოებისთვის,  Global Finance-ის ჯილდოები საბანკო საქმიანობის შეფასების სანდო სტანდარტადაა აღიარებული.

(R)

19 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ხონაში აღსრულებულ სასწაულს დღესასწაულობს

19 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზ მიქაელის მიერ ხონაში აღსრულებულ სასწაულს დღესასწაულობს.

მთავარანგელოზ მიქაელის სახელი ებრაულად ნიშნავს: “რომელი ვითარცა ღმერთი”

არსებობს ალექსანდრიის პატრიარქის გადმოცემა, რომ ამ დღეს მთავარანგელოზი მიქაელი ჯოჯოხეთში ჩადის და ფრთებით ადამიანთა სულები ამოყავს.

გადმოცემის თანახმად, ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლთან, ჰეროტოპად (სიხარულის ადგილი) წოდებულ ადგილას აღმართული იყო მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი, რომლის სიახლოვესაც მაკურნებელი წყარო ამოდიოდა. ერთხელ მთავარანგელოზი მიქაელი ძილში გამოეცხადა ერთ-ერთი ყრუ-მუნჯი ასულის მშობლებს და ამცნო, რომ მათი შვილი განიკურნებოდა, თუ ამ წყაროს წყალს დაალევინებდნენ. მართლაც, წყლის პირას გოგონა განიკურნა. ამის შემდეგ წყაროსთან მრავლად მიდიოდნენ სხვადასხვა სნეულებებით შეპყრობილები. მრავალი კერპთმსახური დარწმუნდა ქრისტეს ძლევამოსილებაში და მოინათლა.

მთავარანგელოზ მიქაელის ტაძარში სამოცი წლის მანძილზე მსახურობდა მნათედ კეთილმსახური კაცი, სახელად არქიპო. მადლმოსილი სიტყვითა და ღვთივსათნო ცხოვრებით მან მრავალი უღმრთო მოაქცია ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ღვთის ამ ერთგულ მონაზე გამძვინვარებულმა წარმართებმა გადაწყვიტეს, დაენგრიათ ტაძარი და არქიპოც მოეკლათ. მათ მთის ორი დიდი მდინარე ერთ კალაპოტში გააერთიანეს და მათი დინება ტაძრისკენ მიმართეს. წმიდა არქიპომ მხურვალედ შესთხოვა მთავარანგელოზ მიქაელს განსაცდელის არიდება. მისი ლოცვის პასუხად ზეციური მხედრობის წინამძღოლმა კვერთხის დარტყმით გააპო კლდე და აბობოქრებულ მდინარეს ღრმულისაკენ შეუცვალა მიმართულება. ამგვარად, ტაძარი უვნებელი დარჩა. ამ სასწაულის მხილველი წარმართები შეძრწუნებულნი დაიფანტნენ, წმიდა არქიპო და ტაძართან შემოკრებილი ქრისტიანები კი ადიდებდნენ უფალს და მადლობას სწირავდნენ მთავარანგელოზ მიქაელს. ადგილი, სადაც ეს სასწაული აღსრულდა, იწოდა “ხონად”, რაც “ღრმულს” ნიშნავს.

 

კიდევ ერთი გადმოცემის თანახმად, X საუკუნეში, ეგეოსის ზღვაში გაფანტულ კუნძულებს სარკინოზი მეკობრეები აწიოკებდნენ. მტერმა რამდენჯერმე დაარბია კუნძული ლესბოსიც, მაგრამ წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მანდამადოსის უძველეს მონასტერს ვერაფერს აკლებდა. ერთხელ, როცა ბერებმა გალავნის კარი გააღეს, იქვე დამალული სარკინოზები მონასტერში შეიჭრნენ და ცოდვის კალო დაატრიალეს. გადარჩა მხოლოდ მორჩილი გაბრიელი, რომელიც ამ დროს საკურთხეველში იმყოფებოდა და თვალის დახამხამებაში სახურავზე აცოცდა. მდევარი მიეწია, საცაა მოკლავდნენ, რომ უეცრად ტაძრის სახურავი მღელვარე ზღვას მიემსგავსა, იქიდან გამოვარდა მრისხანესახიანი მეომარი ცეცხლისმტყორცნელი მახვილით ხელში და მტერს მივარდა, იგი მთავარანგელოზი მიქაელი გახლდათ.

  ბასიანის ომში გამარჯვებული ქართველები შემოვიდნენ ოძრახეს, სადაც მეფე ელოდებოდათ. იქიდან კი ლხენა-ლხენით ტფილისს გაეშურნენ. წმინდა თამარ მეფემ სულთნის დიდებულები თითო ნალის ფასად გაყიდა. იმასაც ამბობენ: როცა სულთნის დიდებულები თამართან შეიყვანეს, ერთი მათგანი დაეცა მის ფერხთით და გველივით იკლაკნებოდა. გონს მოსულს ასეთი მოქცევის მიზეზი ჰკითხეს. თამარის თავს ზევით იყო ის, ვინც მოერია ჩვენს ჯარს და შევშინდი მის დანახვაზეო, – უთქვამს. მეფე თამარის თავს ზევით კი მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ეკიდა.

ჯო უილსონმა „ქართული ოცნების“ შესახებ ახალი წინადადება მოამზადა

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯო უილსონი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესწორება აშშ-ის მთავრობასა და მის ნებისმიერ ორგანოს „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას უკრძალავს.

აღნიშნული წინადადება წარმომადგენელთა პალატამ უნდა განიხილოს.

„არცერთ ფედერალურ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს არ შეუძლია რაიმე ქმედების განხორციელება და არცერთი ფედერალური სახსრების გამოყოფა იმ მიზნით, რომ აღიაროს ან რაიმე ფორმით სხვაგვარად იგულისხმოს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოში „ქართული ოცნების“ მეთაურობით მოქმედი მთავრობის აღიარება“, – ნათქვამია შესწორებაში.

ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი საქართველოსთან დაკავშირებული „მეგობარი აქტის“ კანონპროექტის ავტორია, რომელიც ითვალისწინებს „სანქციების დაწესებას საქართველოს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობაში შემჩნეული პირებისთვის“.

ამასთან, როგორც დემოკრატმა კონგრესმენმა, სტივ კოენმა 11 სექტემბერს ჰელსინკის კომისიაში განაცხადა: „სამწუხაროა, რომ სენატმა არ მიიღო და არ მიიღებენ „მეგობარი აქტს“, რაღაც პრობლემები იყო და შესაძლოა, ეს დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ დიდ ბიზნესთან, რომელიც პორტს უკავშირდება. „მეგობარი აქტის“ ჩაკვლა ერთმა ადამიანმა შეძლო“.

არც თეონა აქუბარდიაზე დგას ეს პარტია და არც დიმიტრი ცქიტიშვილზე, ეს ადამიანები მოკლევადიანი პროექტები იყვნენ პარტიისთვის -ბერდია სიჭინავა

ნებისმიერი რადიკალური სცენარი, საუბარი მშვიდობიან ამბოხებაზე, ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, ამ პროცესში არ ვიქნებით არცერთი წუთით, სადაც ადგილი ექნება რადიკალიზაციას, დაპირისპირებას. ამას შეიძლება ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვეს ქვეყნისთვის, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ამბოხის თარიღის გამოცხადება საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობაა.

„26 ოქტომბრის შემდეგ ადამიანები ძალიან იმედგაცრუებულები არიან. ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ, ნიჰილიზმი უნდა დავამარცხოთ. როდესაც კონკრეტულ თარიღს ვსახავთ, 4 ოქტომბერს, როდესაც უნდა შედგეს ამბოხი, მე არ მინდა, რომ ადამიანები იმედგაცრუებულები იყვნენ. ამიტომ ასეთი ტიპის განცხადებები საკუთარი მოქალაქეების მიმართ უპასუხისმგებლობა მგონია, რასაც შეიძლება უზარმაზარი იმედგაცრუება მოჰყვეს, რომლის მართვაც შემდეგ ძალიან რთული იქნება. შემდეგ ამ პოლიტიკური პარტიების მხრიდან გადაბრალება არ იყოს, რომ თურმე ეს „ნაცმოძრაობა„ კი არ არის, „რუსთაველის გამზირია“, პაატა ბურჭულაძეა და ბოლოს დააბრალებენ ხალხს, რომელიც თურმე საკმარისი რაოდენობით არ გამოვიდა“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი „დიდ სისულელეშია გადავარდნილი“ და მათ პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იამზე, რაც მოხდება 4 ოქტომბერს.

„ნებისმიერ რადიკალური დღის წესრიგი, დღეს დასავლეთში გაიყიდება, როგორც ოპოზიციის მარცხი, არანაირ რადიკალურ სცენარს დასავლეთი აქ არ განიხილავს. ეს პროპაგანდაა, რომელსაც „ოცნება“ სალაფავივით აწვდის საკუთარ მოქალაქეებს. „ნაცმოძრაობაში“ და სხვა პარტიებში, სადაც ამ რადიკალიზაციაზე, დაპირისპირებაზე და მშვიდობიან დამხობაზე საუბრობენ, არიან აბსურდში. 5 ოქტომბერს დაუძახეთ ამ ადამიანებს, 5 ოქტომბრამდეც და ჰკითხეთ, აიღებენ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რა მოხდება 4 ოქტომბერს ამ ქვეყანაში. ეს მართლა „ტემუდან“ გამოწერილები, რომლებიც ბინძური წარსულით მოდიან.

გახარია გვმოძღვრავსო, რომ ისმის, კი არ გმოძღვრავთ, გიორგი გახარია რჩევებს გაძლევთ, რადგან დიდი სისულელეში ხართ გადავარდნილი და 13 წელია ერთსა და იმავეს სიგიჟეს აკეთებთ, ერთი და იმავე წრეზე დაგყავთ ხალხი. ეს ხალხი უდაბნოდან უნდა გამოვიდეს და სწორ გზას უნდა დაადგეს“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

რაც შეეხება პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის” წასულ პოლიტიკოსებს, ბერდია სიჭინავა აცხადებს, რომ „ისინი მოკლევადიანი“ პროექტები იყვნენ.

„პატივისცემა თითოეულ მათგანს, მაგრამ როგორც ეს ადამიანები პოზიციონირებენ, მოკლევადიანი პროექტები იყვნენ ამ პარტიისთვის. მოკლევადიან პროექტს აქვს დასაწყისი და აქვს დასასრული. მადლობა მათ გაწეული შრომისთვის, მაგრამ არც თეონა აქუბარდიაზე დგას ეს პარტია და არც დიმიტრი ცქიტიშვილზე“, – განაცხადა სიჭინავამ.

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება-ირაკლი კობახიძე

ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.

მისივე თქმით, მრავალი წელია, საზოგადოებას ესმის საუბრები რადიკალიზაციასა და რადიკალურ სცენარებზე, თუმცა არც ერთი ასეთი საუბარი წარმატებით არ დასრულებულა, ვინაიდან სახელმწიფო ყოველთვის იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

„მთლიანად ოპოზიცია არის გაურკვევლობაში, არის 2 პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს და არის კიდევ ორი პარტია, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას ღალატად აცხადებენ. ფუნქცია ამ კუთხითაც დაკარგული აქვთ. შესაბამისად, მათ სხვა აღარაფერი დარჩენიათ გარდა იმისა, რომ ისაუბრონ რაღაც რადიკალურ სცენარებზე. თუმცა ასეთი საუბრები რადიკალიზაციაზე, რადიკალურ სცენარებზე გვახსოვს უკვე მრავალი წელია და ისიც გახსოვთ, რომ არც ერთი საუბარი არ დასრულებულა წარმატებით, ვინაიდან სახელმწიფო ყოველთვის იყო მოწოდების სიმაღლეზე და არავის აძლევდა რადიკალური სცენარების განხორციელების საშუალებას. მითუმეტეს ახლა, როდესაც ჩვენი სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტები არის ძლიერი, როგორც არასდროს, არავის მიეცემა არათუ რაიმე რევოლუციური სცენარის, არამედ რაიმე რადიკალური სცენარის განხორციელების საშუალება,”- განაცხადა პრემიერმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 19 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7143 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7143 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7080 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2143 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1999 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0164 ლარი შეადგინა.

 ისარგებლე თიბისის ქეშბექ შეთავაზებებით ნებისმიერ საერთაშორისო ონლაინ ვებგვერდზე

მომხმარებელთა უკუკავშირისა და საჭიროებებს გათვალისწინებით, თიბისიმ კიდევ ერთი გამორჩეული შეთავაზება მოგიმზადათ.

17 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ნებისმიერი კატეგორიის საერთაშორისო ონლაინ ობიექტში ახალი თიბისი ბარათით გადახდისას 100 ლარი ერთგულ ყულაბაში მომენტალურად დაგიბრუნდებათ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კი, თიბისი Mastercard კონცეპტ ბარათით და Mastercard ერთგული საკრედიტო ბარათით,  შესაძლებლობა გაქვთ 200 ლარი დაიბრუნოთ.

მთავარია, დანახარჯი, ერთ თუ რამდენიმე ობიექტში, ჯამურად მინიმუმ 500 ლარს შეადგენდეს და თანხა საერთაშორისო ობიექტის ვებგვერდზე გადაიხადოთ. შეთავაზება არ ვრცელდება Apple pay და Google pay გადახდებზე.

ავიაბილეთები, სასტუმროს ჯავშნები, წიგნები, ტექნიკა, თავის მოვლა,  ტანსაცმელი, ფეხსაცმელი- შეთავაზება თითქმის ყველა კატეგორიასა და ობიექტს მოიცავს. გარდა ისეთი კატეგორიებისა როგორიცაა: სახელმწიფო სერვისები, აზარტული თამაშები, კომუნალური გადახდები, ფინანსური თუ სხვა სახის ოპერაციები.

თითოეულ მომხმარებელს შეთავაზებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ ერთხელ.  საერთაშორისო ონლაინ ობიექტებში დახარჯული თანხა დაანგარიშდება ეროვნულ ვალუტაში, გადახდის მომენტში არსებული კომერციული კურსით ლარში.

თიბისის ყველა ბარათის აღება შესაძლებელია, რამდენიმე წუთში, მობაილბანკიდან. გახდი თიბისის მომხმარებელი და ისარგებლე მუდმივად გამორჩეული შეთავაზებებით!

საერთაშორისო შოპინგის შეთავაზების დამატებითი პირობების და დეტალების სანახავად, გადადით ბმულზე.

(R)

AD BLACK SEA ფესტივალი ახალი აღმოჩენებითა და გამარჯვებებით დასრულდა

რეგიონის მთავარი მოვლენა შემოქმედებით ინდუსტრიაში, Ad Black Sea ფესტივალი წელს მეცხრედ ჩატარდა ბათუმში. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია თიბისი.

AD BLACK SEA  ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.

წლევანდელ ფესტივალზე თიბისიმ ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები მოიპოვა შემდეგი კამპანიებისთვის:

ü  ვერცხლი: კამპანია „მე ჯიუტი ქართველი ვარ“

ü  ბრინჯაო კამპანია #საქართველოსვუსურვებ

ü  ბრინჯაო: კამპანია „შენ იცი, მთავარია გჯეროდეს“

ფესტივალმა უმასპინძლა ინდუსტრიის წამყვან პროფესიონალებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. წინა წლების მსგავსად, წელსაც თიბისის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო სესია გაიმართა. მათ შორის იყო შემოქმედებითი გუნდების სწორ მუშაობაზე ორიენტირებული კომპანიის – Let’s Lightbulb-ის დამფუძნებელი Tim Leake-ის გამოსვლა კოლაბორაციის თემაზე და ვორქშოფი სწრაფი იდეების გენერირებაზე.

თიბისისთვის შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. AD BLACK SEA-ის ფესტივალი აფართოებს შემოქმედებით თვალსაწიერს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ ახალი ცოდნა, გამოცდილება და დაარწმუნოს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს!

(R)

საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ -სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში ცვლილებების ორი სცენარი არსებობს: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Foreign Policy-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, რა არის საქართველოში ცვლილებების მიღწევის ყველაზე სავარაუდო სცენარი, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ ორი სცენარი არსებობს.

„მხოლოდ ორი სცენარი არსებობს, რომლებიც ჩვენ ვიცით: არჩევნები და საპროტესტო აქციები, სანამ არჩევნებამდე მიაღწევ. კიდევ ერთ ალტერნატივას რაიმე ფორმით ამბოხება წარმოადენს, თუმცა ეს საქართველოს ტრადიციების ნაწილი არ არის. მაგრამ, გარკვეული სახის წინააღმდეგობა უნდა იყოს და წინააღმდეგობა გარედან უკეთ მხარდაჭერილი უნდა იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, „პარტნიორებმა უკეთ უნდა გაიგონ ის, თუ რა ხდება საქართველოში“.

„ჩვენ რუსეთს ვებრძვით, რომელიც საქართველოს ჰიბრიდული საშუალებებით და რბილი ძალის მეშვეობით ებრძვის. ვფიქრობ, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები უნდა ღელავდნენ იმ ფაქტის გამო, რომ რუსეთი ცდის, თუ რისი მიღწევა შეუძლია რბილი ძალის მეშვეობით“, – აღნიშნა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რა სურს, რომ აშშ-მა გააკეთოს, სალომე ზურაბიშვილის თქმით, „პრობლემა ის არის, რომ ძალიან დაგვიანდა“.

„ბაიდენის ადმინისტრაცია სანქციების შესახებ საუბრობდა, ერთგვარად ხალხი ამას მიაჩვია, თუმცა ბოლო დღემდე არ იმოქმედა. საქართველოში სანქციები მუშაობს, რადგან ეს პატარა ქვეყანაა და ყველა ყველას იცნობს. სანქციები მეორე დონეზე მუშაობს, გარკვეულწილად, შეიძლება პირველ დონესაც შეეხოს, არა? ეს ბიძინა ივანიშვილზე არ იმუშავებს. სანქციები არ შეიძლება მხოლოდ ერთი საშუალება იყოს, თანაც თუ ამის შესახებ საუბრობ, მაშინ უნდა გამოიყენო კიდეც, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცარიელი მუქარა ხდება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე, მისი თქმით, საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების ნაკლებობაა.

„განცხადებების ნაკლებობაა, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ ეს მიუღებელია. ეს არის ხელისუფლება, რომელიც რუსეთისკენ მიდის. საქართველოს არასტაბილურობა და რუსეთის სფეროში დაბრუნება, ნიშნავს იმას, რომ ეს აზერბაიჯანს, სომხეთს, სატრანზიტო ზონებს და ზოგადად, კავკასიის როლს საფრთხეს უქმნის. კონგრესმენებისთვის ჩემი გზავნილია, რომ საქართველოს ყურადღება სჭირდება, რადგან რეგიონში ამერიკის ინტერესები სასწორზე დევს. ამერიკა და ევროპა საქართველოს რუსეთს უთმობენ, ისე რომ რაიმეს გაკეთებასაც კი არ ცდილობენ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

რევოლუცია რომ არ მოხდება, რაღას ეტყვიან ხალხს? გახარია უპერსპექტივობაში დარწმუნდა და აანონსებს, რომ იმ ხალხთან არ არის, ვინც ასეთ ტყუილებს ავრცელებს -თენგიზ შარმანაშვილი

ქართულმა სასამართლომ ელენე ხოშტარიას უთხრა, წინასწარ პატიმრობაში არ მჭირდები, გირაო გადაიხადე და საბოლოო განაჩენს დაელოდეო. დააპატიმრა, აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა? ალტერნატივა გამოიყენა. მისგან პასუხი რა არის? ამ შესაძლებლობას არ გამოვიყენებ, ციხეში მივდივარო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარია ცდილობს, ციხეს თავს შეაფაროს.

ხელისუფლება აპატიმრებს ამ ქალბატონს, თუ თავად იპატიმრებს თავის თავს? როგორ გგონიათ, დედამიწაზე რომელიმე ქვეყანა არსებობს, სადაც სასამართლო ადამიანს გირაოს განუსაზღვრავს, შემდეგ თითს დაუქნევს და ეტყვის, გირაოს არ გადავიხდიო და გარეთ დატოვებს? ელენე ხოშტარიას ციხეში ჯდომა სჭირდება, რადგან კარგად იცის, 4 ოქტომბერს არავითარი რევოლუცია არ იქნება და შერცხვება როგორც თავისი მომხრეების, ასევე პატრონების წინაშე. ამიტომ ახლა, თავისი ჭკუით, ლამაზი გამოსავალი იპოვა – ციხეს თავს შეაფარებს და ამით გაიმართლებს თავს, გარეთ რომ ყოფილიყო, უფრო მეტ აქტიურობას გაწევდა. ის გარეთ იქნება თუ შიგნით, არ გვაინტერესებს. სახელმწიფოს ასეთი ტიპის ადამიანების არ ეშინია“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

„დროას“ ლიდერმა, ელენა ხოშტარიამ ციხიდან გამოგზავნილ წერილში თქვა: „ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას“.

ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს

საარჩევნო ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტის ორგანოთა ოთხი ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩასატარებლად აქტიურ მუშაობას აგრძელებს. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3051 საარჩევნო უბანი, რომელთაგან 2284 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული, ხოლო 767 უბანზე ტრადიციული წესით ჩატარდება.

ამ არჩევნების ადმინისტრირებას ქვეყნის მასშტაბით საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების 34 000 -ზე მეტი წევრი განახორციელებს, საიდანაც 25 800 -ზე მეტი პირი საარჩევნო ადმინისტრაციამ აირჩია, დანარჩენები კი შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ არიან დანიშნულნი. აქვე, მინდა შეგახსენოთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ არჩეულ ყველა პირს აქვს შესაბამისი სერტიფიკატი, ასევე მათ უმრავლესობას აქვს საარჩევნო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, ასევე არის ცესკოს საგანმანათლებლო პროექტების მონაწილე.

მინდა მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა წევრს და მოვუწოდო, საქმიანობის განხორციელებისას დაიცვან როგორც საარჩევნო კოდექსი, ისე ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპები, რომელსაც ჩვენ, ცესკომ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებმა მოვაწერეთ ხელი. სწორედ ეთიკის კოდექსზე ხელმოწერით ჩვენ შევთანხმდით, რომ ყველა საარჩევნო ადმინისტრატორი დაიცავს კანონს, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს და საქმიანობას კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, ობიექტურად და გამჭვირვალედ წარმართავს. აღნიშნული პრინციპების, მაღალი ეთიკური სტანდარტების დაცვა ხელს შეუწყობს და უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციისა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო გაზრდასა და განმტკიცებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მინდა რეკომენდაციით მივმართო საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებისაგან, რომელიც შესაძლებელია განხილულ იქნას რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო ქმედებად, მათ შორის, სოციალურ ქსელებში პირადი გვერდის პოლიტიკური მოწოდებებისა და აგიტაციის მიზნებისთვის გამოყენებისგან, პარტიის/კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობისგან და მაქსიმალურად გამიჯნონ საკუთარი პროფესიული საქმიანობა პოლიტიკური პროცესებისგან.

არჩევნები საერთო საქმეა, და პირველ რიგში ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი ამ პრინციპების დაცვას და საერთაშორისო სტანდარტის არჩევნების ადმინისტრირებას. სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მათი დაცვისკენ, იმისათვის რომ მივცეთ ჩართულ მხარეებს საქმიანობის განხორციელებისას უმაღლესი სტანდარტის მაგალითი.

თიბისის ბიზნეს მობაილბანკის ფუნქციონალები, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს, მომხმარებლების ყოველდღიური ბიზნესსაქმიანობის გასამარტივებლად, ფუნქციონალები მუდმივად ემატება.  

ამჯერად, იმ ფუნქციონალების შესახებ მოგიყვებით, რომელთა საშუალებით, ბიზნესსაქმიანობისთვის ძალიან საჭირო მომსახურების მიღება მარტივად, რამდენიმე წუთში, ფილიალში მისვლის გარეშეა შესაძლებელი. 

  • თანამშრომლების მენეჯმენტი – კომპანიის დირექტორს შესაძლებლობა აქვს, ბიზნეს მობაილბანკში თანამშრომელი დაამატოს და მას კონკრეტული უფლებები მიანიჭოს (დადასტურების, რედაქტირების და ა.შ). აღნიშნული ფუნქციების მინიჭება შესაძლებელია კონკრეტული ვადით. ვადის გასვლის შემდეგ კი, მობაილბანკითვე, შესაძლებელია დროის გახანგრძლივება. 
  • KYC –იცნობდე შენს მომხმარებელსაღნიშნული ფუნქციონალი გულისხმობს ბიზნესმომხმარებლის მიერ, პირადი ინფორმაციის შევსებასა და განახლებას, უკვე ონლაინ. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მონაცემებს არ განაახლებს, მას შეეზღუდება წვდომა საკუთარ ანგარიშებსა და ფინანსურ საკითხებზე. 
  • SMS OTP-ის დადასტურება – ფინანსური ოპერაციების (ტრანზაქციების, კომუნალური გადახდების, გადარიცხვების) განხორციელება უკვე SMS კოდის საშუალებითაა შესაძლებელი და ამისათვის დიჯიპასის გამოყენება აღარ დაგჭირდებათ. 

R