Home Blog Page 2

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ცენტრალური ღონისძიება დედაენის ბაღში გაიმართება

თბილისის   მერიის  კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, საბავშვო-გასართობი აქტივობებია დაგეგმილი.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ცენტრალური ღონისძიება გაიმართება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სივრცითი აქტივობები, გასართობი შოუ პროგრამები, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენები და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართება საბავშვო კონცერტი. აღნიშნულ ლოკაციაზე 15:00 საათიდან წარმოდგენილი იქნება – ღია ბიბლიოთეკა; კინო კუთხე – ჟოზეს ანიმაციური ფილმების ჩვენება; სპორტული აქტივობები; ქალაქ თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე; ჭადრაკის კუთხე; ამერიკული კუთხე; ხელოვნების სახლების საგამოფენო კუთხე; სახეზე მოხატვა; თექის, კალიგრაფიისა და გამოყენებითი ხელოვნების ვორქშოფები; ფოტო ბასი; მეწარმეთა გამოფენა გაყიდვა; ზღაპრის კუთხე; თოჯინების თეატრი; არტ თერაპია სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსთან ირაკლი გვილავასთან ერთად დაესწრება.

ღონისძიება დაიწყება 15:00 საათზე, ხოლო კონცერტი – 20:00 საათზე. ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.

აშშ-ს თავდაცვის მდივანი პეკინისგან პოტენციურად გარდაუვალ საფრთხეს ელის

აშშ-ს თავდაცვის მდივანი პეკინისგან პოტენციურად გარდაუვალ საფრთხეს ელის. პიტ ჰეგსეტის თქმით, ჩინეთში, ძალთა ბალანსის ალტერირების მიზნით, სამხედრო სამზადისები მიმდინარეობს. თავდაცვის მდივანმა აზიაში მთავარ მოკავშირეებს უსაფრთხოებაზე მეტი ზრუნვისაკენ მოუწოდა.

“ყველასთვის ნათელი უნდა იყოს, რომ პეკინი სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენებისთვის ემზადება, რათა შეცვალოს ძალთა ბალანსი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში. ცნობილია, რომ სი ძინპინმა სამხედრო ძალებს, 2027 წლისთვის ტაივანში შეჭრისთვის მზადყოფნა დაავალა. კომუნისტური ჩინეთის მიერ ტაივანის ძალის გამოყენებით დაპყრობის ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს კატასტროფულ შედეგებს მთელ მსოფლიოში. ნატოს წევრი ქვეყნები, მათ შორის გერმანიაც, პირობას დებს, რომ თავდაცვაზე მათი მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-ს დახარჯავს. ევროპის ქვეყნების მიერ ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, მაშინ როცა აზიაში მთავარი მოკავშირეები კიდევ უფრო ძლიერი საფრთხის პირობებში, თავდაცვაზე უფრო ნაკლებს ხარჯავენ”, – განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.

,,მათ ჩანერგილი აქვთ, რომ ყველაფერზე უნდა წავიდნენ”- მაია ნიკოლეიშვილი

ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს, მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ისეთი ტრავმაა, ადამიანს ყოველთვის თან დაჰყვება – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა დეპუტატ მარიამ ლაშხის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ეს ადამიანები სპეციალურად აკეთებენ, რომ ბავშვები ტრავმირებულები იყვნენ.

„დარწმუნებული ვარ არ იციან, რომ სააკაშვილის დროს, ვისი გაგრძელებაც და ვისი სამართალმემკვიდრეებიც არიან, 14 წლიდან იყო ასაკი, როდესაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დგებოდა. 14 წლამდე დაწია მიშამ ეს. გუშინ ვუსმენდი 19 წლის გოგონა დაიჭირეს. 19 წლის გოგონა თუ დაარღვევს კანონს როგორ არ უნდა დაიჭირო. იგივე მარიამ ლაშხთან დაკავშირებით. ბულინგი ბავშვის თანდასწრებით ძალიან მწარედ მახსოვს. მე პირადად მაქვს გამოცდილი ეს. ბულინგი კი არა, სწორედ სააკაშვილის სპეცრაზმელების შემოვარდნა დილის 5 საათზე, როდესაც ყველას ეძინა და როდესაც ავტომატი იყო მოშვერილი ჩემსა და ჩემი 11 წლის ბავშვის მიმართ. ეს არის საშინელება რატომ იცით? ეს არასდროს გადის, ეს ადამიანს არასდროს ავიწყდება. ეს ისეთი ტრავმაა, სამწუხაროდ ყოველთვის თან დაგყვება. კი შეიძლება იმუშაო ამაზე, მაგრამ მაინც მთელი ცხოვრება დაგყვება. ეს ადამიანები სპეციალურად აკეთებენ, რომ ბავშვები ტრავმირებულები იყვნენ. დედა და მამა გავიდეს პოლიტიკად.

ეს სპეციალურად კეთდება. ეს არის ომი წესების გარეშე და წესების გარეშე რატომ იცით? მათ ჩანერგილი აქვთ, რომ ყველაფერზე უნდა წავიდნენ, ყველაფერი უნდა იკადრონ, ოღონდ ადამიანები გამოიყვანონ მწყობრიდან. ოღონდ ადამიანები გვერდზე [პოლიტიკიდან] გაიყვანონ თუნდაც ამით“, – აღნიშნა მაია ნიკოლეიშვილმა.

დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფისთვის ლიკა ლორთქიფანიძესა და თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო მაგდა მამუკაშვილს 4000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდათ.

,, ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანა მეტად დაცული იყოს”- ლევან მაჭავარიანი

„ეს კანონი თავდაპირველადვე პრობლემას წარმოადგენდა კოლექტიური გიგაურებისთვის, ლომჯარიებისთვის და ა.შ. რომლებიც ძირის გამომთხრელ სამუშაოებს ეწევიან ჩვენს ქვეყანაში და მუდმივად არიან ჩართულები რევოლუციური სცენარების მოწყობაში“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა FARA-ს ანალოგ კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ქვეყანა მეტად დაცული იყოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ გამჭვირვალობის ქართულმა კანონმა ისეთი ეფექტი ვერ მოგვცა, ვინაიდან მდიდარ „ენჯეოებს“ ერჩიათ, ჯარიმები გადაეხადათ, ნაცვლად იმისა, რომ გაესაჯაროებინათ თავიანთი მიღებული და დახარჯული თანხა, დადგა იმის აუცილებლობა, ერთი ერთში გადმოგვეღო ამერიკაში მოქმედი FARA-ს კანონი, რომელიც წერტილ-მძიმით არის გადმოტანილი და რომელიც გაცილებით მკაცრია, ვიდრე ჩვენი კანონი, ასევე, ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც.

გამჭვირვალობის გამოწვევა, როგორც ასეთი, მხოლოდ საქართველოში არ დგას, აშშ-მა თავადვე ამხილა ყველაზე მსხვილი დონორი ორგანიზაციები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით – იგივე USAID-ი, NED-ი და ა.შ. რომ ისინი ძირგამომთხრელ სამუშაოებს ეწეოდნენ მსოფლიოს მასშტაბით, იქ საქართველოც იყო ნახსენები, სადაც პირდაპირ რევოლუციებში იყვნენ ჩართულები. ეს არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს უფრო დაცული და უსაფრთხო“, – აღნიშნავს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე.

,,რუსული დელეგაცია ორშაბათს სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებზე ჩავა”- პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განაცხადებით, რუსეთის დელეგაცია თურქეთის ქალაქ სტამბოლში გაემგზავრება და ორშაბათს დილით უკრაინასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დასაწყებად მზად იქნება.

პესკოვი აგრეთვე ადასტურებს, რომ რუსეთი უკრაინას 2 ივნისს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მემორანდუმის საკუთარ ვერსიას წარუდგენს, თუმცა დოკუმენტის დეტალებს არ ასაჯაროებს.

„მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი დელეგაცია, მომლაპარაკებლების რუსული დელეგაცია სტამბოლში მიემგზავრება და ორშაბათს დილით მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის მზად იქნება“, – თქვა პესკოვმა.

ძალაუფლება ვიდრე მიტაცებულია და ახალი არჩევნები ჩანიშნული არ არის, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე საუბარი ზედმეტია-ირაკლი ფავლენიშვილი

ძალაუფლება ვიდრე მიტაცებულია და ახალი არჩევნები ჩანიშნული არ არის, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე საუბარი ზედმეტია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკას სურს, არ დაკარგოს საქართველო, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონის მთავარი პარტნიორი.

„ჩანს, ამერიკას სურს, რომ საქართველო, როგორც უმნიშვნელოვანესი რეგიონის მთავარი პარტნიორი, არ იყოს დაკარგული. ამის გამო ის ითხოვს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და ამერიკის საელჩოსთან შეხვედრის დროსაც, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტთან კომუნიკაციის დროსაც ეს საკითხები დასმულია. ივანიშვილის გუნდი და ივანიშვილი თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ საკითხებთან დაკავშირებით, ამის შემდგომ, შესაძლოა, ვიხილოთ ახალი ფურცელი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. თუმცა ვიდრე ძალაუფლება მიტაცებულია და არ არის ჩანიშნული ახალი, თავისუფალი არჩევნები, მანამდე საუბარი იმაზე, რომ სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება ამერიკასთან ან ევროპასთან ურთიერთობები გაუმჯობესდება, ზედმეტია“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

 საქართველოს ათასზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე წელიწად-ნახევრის განმავლობაში, როცა პირიქით, ამ ქვეყნებიდან შემოსვლაზე მხოლოდ 25 ადამიანს  -ირაკლი კობახიძე

მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მაგრამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში, საქართველოს ათასზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში საფრანგეთიდან და პოლონეთიდან შემოსვლაზე, ჯამში, 100 000-დან 25 ადამიანს ეთქვა უარი.

„რაც შეეხება საფრანგეთს და პოლონეთს, ყველაფერი დევს ხელისგულზე. მარტო სტატისტიკა მეტყველებს ყველაფერზე, გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთი ქვეყნის შემთხვევაში მხოლოდ ცხრა მოქალაქეს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე და მეორე შემთხვევაში – 100 000-დან მხოლოდ 16 მოქალაქეს. ჯამში, 100 000-დან მხოლოდ 25 ადამიანს ეთქვა უარი საქართველოში შემოსვლაზე. პირიქით, სტატისტიკა რომ ავიღოთ, მე მგონი, ათასზე მეტია ეს მაჩვენებელი საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში. მართალია, მოქმედებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, მაგრამ საქართველოს ათასზე მეტ მოქალაქეს ეთქვა უარი მხოლოდ საფრანგეთსა და პოლონეთში შესვლაზე. ხშირად საერთოდ არ ხდება ხოლმე არავითარი მიზეზის განმარტება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის აქციებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობას რაც შეეხება, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი.

„რადიკალური ოპოზიციის აქციებში უცხო ქვეყნბის მოქალაქეების მონაწილეობას რაც შეეხება, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ვერ გეტყვით, ეს არის თუ არა ვინმეს ქვეყანაში არშემოშვების საფუძველი, ამაზე გადაწყვეტილებას იღებენ შესაბამისი ორგანოები. თავისთავად ის ფაქტი, რომ 16 და 9 არის სტატისტიკა, იმის დასტურია, რომ არავითარი განსაკუთრებული საფუძველი არ არის. უცხოელები როდესაც მონაწილეობენ რადიკალური ოპოზიციის აქციებში ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე, უნდა აიმაღლოს ხმა შესაბამისმა საელჩომ. მათ უნდა მოუწოდონ საკუთარ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ უცხო ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევისაგან. ამ დროს ჩვენ ვხედავთ საპირისპირო განცხადებებს, როდესაც ისინი ახალისებენ საკუთარი მოქალაქეების მონაწილეობას უცხო ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის აქციებში, სუვერენიტეტში ჩარევას. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და, პირველ რიგში, ვენის კონვენციის დარღვევა, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დარღვევა. ამაზე შეგვიძლია კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განმარტებები ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSPპატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს

ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, PSP პატარებს და მათ მშობლებს განსაკუთრებული აქტივობებით და შეთავაზებებით მასპინძლობს. სხვადასხვა გმირების და საჩუქრების გარდა, საბავშვო პროდუქციაზე განსაკუთრებული პირობები მოქმედებს. 31 მაისსა და 1 ივნისს ყოველ დახარჯულ 100 ლარზე მომხმარებელი 15 ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომლის განაღდებას PSP აფთიაქში 2-6 ივნისს შეძლებს.

50%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ ფრანგული პრემიუმ ბრენდების: Bioderma, Caudalie, Isis pharma, Lab.SVR, Topicrem, URIAGE, გერმანული Sebamed; მესამედ ფასად LA ROCHE POSAY საბავშვო პროდუქტებს. NUK-ის შერჩეულ ასორტიმენეტზე (მატყუარები სრულად, სასწავლო ბოთლები და ჭიქები სრულად); „პლასმონის“ პასტა; საბავშვო პირის ღრუს მოვლის საშუალებებზე: Curasept, Biorepair, Silver care, Piave.

40%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს Dodie, Izabel Laurier, lansinoh, luc et lea, Nuby, Agubeby, Avent, Just Green, Baby Nova, Biolane, Frosh, Mustela, Canpol, Linomag  თავის მოვლის საბავშვო პროდუქტებზე, ასევე Real shades საბავშვო მზის სათვალეებზე.

30%-იან ფასდაკლებასთან ერთად საჩუქრები გადაეცემათ: Minilend პროდუქციის ფასდაკლებით შეძენისას – საჩუქრად თერმოსი, „ონლემის“ საფენების შერჩეულ ასორტიმენტზე – საჩუქრად სველი ხელსახოცები; ლუბპიშკა სპეც ფასი 4.95₾.

30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს Dr.Brown -30% შერჩეულ ასორტიმენტზე; „ნანი“ და „ნესტოჟენი“ 3-4 ნომერ რძის ნაზავებზე;

2+2 აქცია “მილინ პარასის” და “როცა გავიზრდების” სრული ასორტიმენტზე. 2 პროდუქტის შეძენისას კიდევ 2 პროდუქტი საჩუქრად გადაეცემათ ასევე, „ვინისა“ და „ნუტრილაკის“ დამატებით კვებაზე;  Picot  – ფაფებსა და ორცხობილაზე; Hero  და Babybio დამატებით კვებაზე;  Libe სრულ ასორტიმენტზე, Hipp – ხილის პაუჩებზე, რძიან და ურძეო ფაფებსა და Pine-ს შერჩეულ ასორტიმენტზე; „ნესტლეს“ და „გერბერის“ ფაფები სრულად; „პლასმონის“ ხილის და ბოსტნეულის პიურე და პაუჩები; „ჰეინცი“ პიურე ქილა და ტკბილი ფაფები;

2+1 – „პლასმონის“ ორცხობილა 120; „ჰეინცი“ პიურე პაუჩი;

1+1 შეთავაზება Canbebe ბოტანიკალზე. „პლასმონის“ სოუსი; „ნესტლეს“ და „გერბერის“ პიურეები სრულად; GM PHARMA-ს საბავშვო საკვებ დანამატებზე სააფთიაქო ქსელში, ონლაინ შეძენისას – 50%-იანი ფასდაკლება.

განსაკუთრებული შეთავაზებები დახვდებათ საფენებსა და საბავშვო ტრუსებზე: Huggies -40% შერჩეულ ასორტიმენტზე; Pamperss -ის ჯამბო შეფუთვებზე სპეც ფასი -39.9₾; Bamble – საფენები 40% , ტრუსები 50%;

საფენები 19.90₾, ტრუსები 15.90₾; Pinkiss – საფენებსა და ტრუსებზე 20%-იანი ფასდაკლეაბ; GOON-ის საფენებზე 50% ფასდაკება; Onlem – 40% ტრუსებსა და 50%-იანი ფასდაკლება საფენებზე.

„ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღეს PSPტრადიციულად სხვადასხვა აქტივობებით ხვდება. წელს განსაკუთრებული აქტივობები და სადღესასწაულო გართობა ელოდებათ პეკინის 14-ში მდებარე ახალი კონცეპტის PSP აფთიაქში მოსულ პატარებს. აქ მათ ფრანგული საბავშვო პროდუქციის მწარმოებელი ბრენდის “დოდიეს” კურდღელი უმასპინძლებს და დაასაჩუქრებს. კომპანიის მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელია. 1 ივნისს, ჩვენი პრიორიტეტი პატარებისა და მათი მშობლებისთვის სასიამოვნო და სარგებლიანი სადღესასწაულო განწყობის შექმნაა, PSP ხომ თითოეული მომხმარებლის „ოჯახის აფთიაქია”-აცხადებენ PSP-ში.

(R)

 პრეზიდენტ ტრამპის წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებს საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას, წერილი ამერიკის საელჩოს დღემდე არ გამოუქვეყნებია, როგორც თავადვე იტყოდნენ ხოლმე, ყველაფერი გასაგებია -პრემიერი

პრეზიდენტ ტრამპის წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებთ საქართველოს ხელისუფლებას და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, ამერიკის საელჩოს საქართველოში დღემდე არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი.

„ორი წერილი გამოქვეყნდა, პირველი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით გამოქვეყნებული და, ჩვენი აღქმით, ეს წერილი ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, 26 მაისს ოპოზიციის აქციის გააქტიურებას. თუმცა ნახეთ, რომ 3 000 კაცზე მეტი არ მივიდა მაქსიმალური მობილიზაციის პირობებში ამ აქციაზე, არც წერილმა უშველა და არც მაქსიმალურმა მობილიზაციამ. მოგვიანებით გამოქვეყნდა პრეზიდენტ ტრამპის მისალოცი წერილი, რომელიც გამოიგზავნა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ. ეს წერილი ასახავდა იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც აკავშირებთ საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას. თუმცა, ასევე ხედავთ, რომ ამერიკის საელჩოს საქართველოში დღემდე, უკვე მე-4 დღეა, თუ არ ვცდები, არ გამოუქვეყნებია თავის საიტზე პრეზიდენტ ტრამპის წერილი. როგორც თავადვე იტყოდნენ ხოლმე, ყველაფერი გასაგებია. ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შეიძლება გავაკეთო“, – განაცხადა კობახიძემ.

 სამწუხაროა, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ მთლიანად ხაზი გადაუსვა ისეთ პრინციპებს, როგორიც არის სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა  -ირაკლი კობახიძე

სამწუხაროა, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ მთლიანად ხაზი გადაუსვა ისეთ პრინციპებს, როგორიც არის სამართლიანობა, სამართლებრივი სახელმწიფო, სამართლის უზენაესობა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ნიკა მელიას დაკავებაზე ბრიუსელის გამოხმაურებას ეხებოდა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რამდენიმე წლის წინ, როდესაც კანონი იყო საქართველოში აღსასრულებელი და საქართველოში კანონის აღსრულებას, სამართლის უზენაესობას პირდაპირ დაუპირისპირდა მაშინ, როგორც ევროპული, ასევე ამერიკული ბიუროკრატია.
„გახსოვთ მაშინდელი განცხადებები, მოგვიანებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მოქმედება იყო თავიდან ბოლომდე კანონიერი და სამართლიანი, თუმცა დღემდე ბოდიში არავის მოუხდია. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს ის განცხადებები, ანალოგიური განცხადებები, რომლებიც კეთდება დღესაც. ეს მეტყველებს ძალიან მძიმე კრიზისზე, რომელიც დღეს არის ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს არის პოლიტიკური, დემოკრატიული და სამართლებრივი კრიზისი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ  Deep State-ის გავლენა ევროპულ ბიუროკრატიაზე შესუსტდება, რის გარეშეც უბრალოდ წარმოუდგენელია ამ კრიზისის დაძლევა. იმედია, რომ ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ მოახერხებს კრიზისის დაძლევას. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ განვითარდეს ევროკავშირი, როგორც წესებზე დაფუძნებული სისტემა”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პოლიციელზე ხელის აღმართვა სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას ნიშნავს -კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სამართალდამცველებს პროფესიული დღე მიულოცა.

კახა კალაძის თქმით, სახელმწიფოს შენების პროცესში პოლიციელს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

„დიდი პატივია, პროფესიული დღე მოგილოცოთ თქვენ, ჩვენო გმირო და დაუღალავო პოლიციელებო. თქვენ ხართ ადამიანები, ვისი ყოველდღიური საქმიანობაც, ხშირ შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, ქვეყნისა და მოქალაქეების დაცვაა. ატარებდე პოლიციელის მუნდირს, ნიშნავს არა მარტო დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, არამედ გაცნობიერებას იმ უდიდესი პასუხისმგებლობის, რაც ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე ყოფნა, ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგის აღსრულებაა. პოლიციელები, მეხანძრე-მაშველები, მესაზღვრეები, ყველა, ვინც 24 საათის განმავლობაში სახელმწიფოს სადარაჯოზე დგას, ღირსეულ სამუშაო პირობებს საჭიროებს. პოლიციელზე ხელის აღმართვა ნიშნავს სახელმწიფო ინსტიტუციაზე თავდასხმას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ გაწეული საქმიანობისთვის ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა, ახალ მინისტრს კი წარმატებები უსურვა.

„პოლიციელის დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს – ყველას, ვინც ამ წუთებშიც კი იცავს ქვეყნის უსაფრთხოებას, მშვიდობასა და მოქალაქეთათვის ქმნის დაცულ გარემოს; ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ მინისტრს, რადგან ამ მიმართულების ხელმძღვანელობა განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს; გულითად მადლობას ვუხდი უწყების აწ უკვე ყოფილ ხელმძღვანელს, ვახტანგ გომელაურს, რომელმაც ბოლო წლების განმავლობაში, სახელმწიფო გადატრიალების არაერთი მცდელობა აღკვეთა და მშვიდობის შენარჩუნებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

აქვე, ქედს ვიხრი სამსახურებრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილი პოლიციელების წინაშე. მადლობა თქვენ ქვეყნის ღირსეული მსახურებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

2023 წელს სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი მელიას საქმეზე ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს, 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან -შალვა პაპუაშვილი

2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი, მელიას საქმეზე, ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს – 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბრიუსელი მაშინ რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ქართველ ხალხს ბოდიშს მოუხდიდა.

,,2021 წელსაც, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, ასე ესხმოდა თავს ბრიუსელი კანონის უზენაესობას და დემოკრატიას. 2023 წელს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თქვა, რომ ბრიუსელი მელიას საქმეზე ცილს სწამებდა ქართულ სახელმწიფოს. ბრიუსელი, მაშინ, რაიმე ღირებულებების ერთგული რომ ყოფილიყო, ბოდიშს მოუხდიდა ქართველ ხალხს. 2025 წელს, ნაცვლად ბოდიშისა, მივიღეთ ახალი ცილისწამება ბრიუსელის მხრიდან.

ექსტრემიზმის გამართლება და მხარდაჭერა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება,” – წერს პაპუაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრესსპიკერის, ანუარ ელ ანუნის განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია: „ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრებიდან ერთი კვირის შემდეგ ნიკა მელია დააპატიმრეს, პოლიტიკური ფიგურებისა და აქტივისტების დევნა დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება“.