Home Blog Page 2

რთულ ვითარებაში მყოფი ბაჩიაშვილი, ყველანაირად ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ე.წ. დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას. აღნიშნული გარემოებების საპირწონე, მათი გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია, – წერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე.

ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაჩიაშვილი, რომელსაც საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ გააჩნია, ყველანაირად ცდილობს, სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლას და პოლიტიკურ განცხადებებზე დაცვის სტრატეგიის აგებას.

„რთულ ვითარებაში მყოფი, მისი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არმქონე ბაჩიაშვილი, ყველანაირად ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ე. წ დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე. ასევე, ეყრდნობა თითქოსდა ,,მორალურ საფუძვლებს“ (კაცი, რომელიც კრედიტის სათხოვნელად მიდის სხვა ადამიანთან და ამ საუბარს იწერს!) იმის სამტკიცებლად, რომ მას კრედიტი ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილისგან და რომ ამჟამად ,,ისჯება“ მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ ,,სერიიდან“ არის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან უარი განაცხადა ანტიდასავლურ რიტორიკაზე, მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს და თურმე ამის გამო ისჯება. ასევე, განცხადებები თითქოს მის მიერ წარმოდგენილმა ,,გერმანულმა დასკვნამ“ აუდიო ჩანაწერის შესახებ, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კითხვებზე პასუხის გაუცემლობამ, დაადასტურა მისი პოზიციების სისწორე.
აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას დეტალურად განვუმარტეთ რეალურად არსებული ვითარება ზემოაღნიშნულ საკითხებზე, კიდევ ერთხელ მოკლედ შევეხები მსჯავრდებული ბაჩიაშვილის ამ ე.წ არგუმენტებს.

აბსურდია ბაჩიაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა მას მოსთხოვა ანტიდასავლური რიტორიკის წარმოება. ამის დამადასტურებელი არაფერი არ აქვს წარმოდგენილი ბაჩიაშვილს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ცხადია, ამგვარ განცხადებას არ აქვს სამართლებრივი დატვირთვა, იგი შესაძლოა მსჯავრდებულის მიერ განიხილებოდეს ერთგვარ ,,სტრატეგიულ“ სვლად, როდესაც მთავარია რომ გაჟღერდეს გარკვეული დეზინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა მეთოდებით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბალი დონის მანიპულაციასთან გვაქვს საქმე) და საბოლოოდ ხელი შეუწყოს დამნაშავის მიზნების მიღწევას (ანუ სახეზე გვაქვს მხოლოდ ,,შიშველი პიარი“, რომელსაც სჭირდება საინფორმაციო მხარდაჭერა გავრცელებისათვის).

მტკიცებულების არარსებობას რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის, როგორ შეიძლება დამაჯერებელი იყოს ის, რომ ბაჩიაშვილი, რომელსაც არავინ არ იცნობდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, რომელსაც არ გააჩნია არც აკადემიური ცოდნა პოლიტიკის მიმართულებით და არც პრაქტიკული გამოცდილება, ვინმეს გამოეყენებინა გარკვეული პოლიტიკური აგიტაციისათვის? გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბაჩიაშვილის ,,ტაქტიკა“ მუდმივ განახლებას ექვემდებარებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ეს უბადრუკი პოზიციაც შემდგომ იქნა მის მიერ ,,შემოგდებული“ საქმეში.“ – წერს თეიმურაზ წიქვაძე.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ თითქოს, უკრაინის მიმართ გამოთქმული სიმპათიების გამო სხდება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. წიქვაძე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულმა ეს განცხადება მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციის მიზნით გააკეთა.

„ასეთივე უბადრუკი ტყუილია, რომ თითქოს უკრაინის სახელმწიფოს მიმართ გამოთქმული სიმპატიებისა თუ მხარდაჭერის გამო ხდება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. ადრეც განვმარტე საზოგადოებისათვის, რომ ბაჩიაშვილი არასოდეს დაინტერესებულა პოლიტიკით და არ გამოუხატავს მისი პოლიტიკური შეხედულებები. პოლიტიკური შინაარსის ერთ შეკრებასაც კი არ დასწრებია, ვიდრე ეს ჩათვალა აუცილებლად იმისთვის, რომ რამენაირად მოეხდინა მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაცია. აქედან აშკარაა, რომ ბაჩიაშვილის ,,თანაგრძნობა“ ვინმეს ან რამის მიმართ არის ფასადური, მხოლოდ მისი პირადი ინტერესებით გამოწვეული მოვლენა. ვერავინ ნახა და არც ბაჩიაშვილს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ გამოძიების დაწყებამდე, მან რაიმე პოლიტიკურად აქტიური ქმედება განახორციელა. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, საქმე გვაქვს ,,სტრატეგიულ დეზინფორმაციასთან“, რომელსაც სამართლიანობასთან და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – აღნიშნულია თეიმურაზ წიქვაძის განცხადებაში.

რთულ ვითარებაში მყოფი ბაჩიაშვილი, ყველანაირად ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ე.წ. დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე – ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი

ბიძინა ივანიშვილი ითხოვს მის კუთვნილ, ბაჩიაშვილის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებულ კრიპტოვალუტას. აღნიშნული გარემოებების საპირწონე, მათი გამაბათილებელი არაფერი წარმოუდგენია მსჯავრდებულს, რადგან ეს შეუძლებელია, – წერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე.

ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბაჩიაშვილი, რომელსაც საკუთარი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ გააჩნია, ყველანაირად ცდილობს, სამართლებრივი ჩარჩოდან გასვლას და პოლიტიკურ განცხადებებზე დაცვის სტრატეგიის აგებას.

„რთულ ვითარებაში მყოფი, მისი პოზიციის დამადასტურებელი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების არმქონე ბაჩიაშვილი, ყველანაირად ცდილობს გავიდეს სამართლებრივი ჩარჩოდან და ე. წ დაცვის სტრატეგია ააგოს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებზე. ასევე, ეყრდნობა თითქოსდა ,,მორალურ საფუძვლებს“ (კაცი, რომელიც კრედიტის სათხოვნელად მიდის სხვა ადამიანთან და ამ საუბარს იწერს!) იმის სამტკიცებლად, რომ მას კრედიტი ეკუთვნოდა ბიძინა ივანიშვილისგან და რომ ამჟამად ,,ისჯება“ მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამ ,,სერიიდან“ არის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მან უარი განაცხადა ანტიდასავლურ რიტორიკაზე, მხარს უჭერს უკრაინის სახელმწიფოს და თურმე ამის გამო ისჯება. ასევე, განცხადებები თითქოს მის მიერ წარმოდგენილმა ,,გერმანულმა დასკვნამ“ აუდიო ჩანაწერის შესახებ, თითქოს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კითხვებზე პასუხის გაუცემლობამ, დაადასტურა მისი პოზიციების სისწორე.
აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებას დეტალურად განვუმარტეთ რეალურად არსებული ვითარება ზემოაღნიშნულ საკითხებზე, კიდევ ერთხელ მოკლედ შევეხები მსჯავრდებული ბაჩიაშვილის ამ ე.წ არგუმენტებს.

აბსურდია ბაჩიაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულმა მას მოსთხოვა ანტიდასავლური რიტორიკის წარმოება. ამის დამადასტურებელი არაფერი არ აქვს წარმოდგენილი ბაჩიაშვილს, რადგან ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. ცხადია, ამგვარ განცხადებას არ აქვს სამართლებრივი დატვირთვა, იგი შესაძლოა მსჯავრდებულის მიერ განიხილებოდეს ერთგვარ ,,სტრატეგიულ“ სვლად, როდესაც მთავარია რომ გაჟღერდეს გარკვეული დეზინფორმაცია, რომელიც სხვადასხვა მეთოდებით შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის (მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაბალი დონის მანიპულაციასთან გვაქვს საქმე) და საბოლოოდ ხელი შეუწყოს დამნაშავის მიზნების მიღწევას (ანუ სახეზე გვაქვს მხოლოდ ,,შიშველი პიარი“, რომელსაც სჭირდება საინფორმაციო მხარდაჭერა გავრცელებისათვის).

მტკიცებულების არარსებობას რომ თავი დავანებოთ, ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის, როგორ შეიძლება დამაჯერებელი იყოს ის, რომ ბაჩიაშვილი, რომელსაც არავინ არ იცნობდა სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე, რომელსაც არ გააჩნია არც აკადემიური ცოდნა პოლიტიკის მიმართულებით და არც პრაქტიკული გამოცდილება, ვინმეს გამოეყენებინა გარკვეული პოლიტიკური აგიტაციისათვის? გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბაჩიაშვილის ,,ტაქტიკა“ მუდმივ განახლებას ექვემდებარებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ეს უბადრუკი პოზიციაც შემდგომ იქნა მის მიერ ,,შემოგდებული“ საქმეში.“ – წერს თეიმურაზ წიქვაძე.

მისივე თქმით, ბაჩიაშვილი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ თითქოს, უკრაინის მიმართ გამოთქმული სიმპათიების გამო სხდება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. წიქვაძე მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულმა ეს განცხადება მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაციის მიზნით გააკეთა.

„ასეთივე უბადრუკი ტყუილია, რომ თითქოს უკრაინის სახელმწიფოს მიმართ გამოთქმული სიმპატიებისა თუ მხარდაჭერის გამო ხდება მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა. ადრეც განვმარტე საზოგადოებისათვის, რომ ბაჩიაშვილი არასოდეს დაინტერესებულა პოლიტიკით და არ გამოუხატავს მისი პოლიტიკური შეხედულებები. პოლიტიკური შინაარსის ერთ შეკრებასაც კი არ დასწრებია, ვიდრე ეს ჩათვალა აუცილებლად იმისთვის, რომ რამენაირად მოეხდინა მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების დისკრედიტაცია. აქედან აშკარაა, რომ ბაჩიაშვილის ,,თანაგრძნობა“ ვინმეს ან რამის მიმართ არის ფასადური, მხოლოდ მისი პირადი ინტერესებით გამოწვეული მოვლენა. ვერავინ ნახა და არც ბაჩიაშვილს წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ გამოძიების დაწყებამდე, მან რაიმე პოლიტიკურად აქტიური ქმედება განახორციელა. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც, საქმე გვაქვს ,,სტრატეგიულ დეზინფორმაციასთან“, რომელსაც სამართლიანობასთან და სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – აღნიშნულია თეიმურაზ წიქვაძის განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა გიორგი და დავით მიქაძეებმა მკვლელობის ორგანიზება ლევან ჯანგველაძესთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით დაგეგმეს

პროკურატურის ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით გამოძიება გრძელდება.

როგორც უწყება აღნიშნავს, ძმებ დავით და გიორგი მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება.

როგორ ცნობილია, საქართველოს პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, გასაღების, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებ დ. და გ. მ.-ებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება. ამ მიზნით დ. და გ. მ.-ები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გ.ჯ.-ს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგან მიიღეს თანხმობა და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. ამ მიზნით მათ შეარჩიეს და კომუნიკაცია დაამყარეს გ. ჯ.-ს ნდობით აღჭურვილ და დაახლოებულ პირთან გ. უ.-თან, რომელსაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.

გ. ჯ., დ. და გ. მ.-ები გ. უ.-ს სისტემატიურად აწვდიდნენ დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციას. გ. ჯ.-მ და გ. კ.-მა ს. წ.-სგან მართლსაწინაღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი ,,GLOCK 19″ მოდელის პისტოლეტი გ.ჯ.-მ გ. უ.-ს გადასცა.

მიმდინარე წლის 15 თებერვალს გ. ჯ.-მ საბერძნეთიდან დაბრუნებულ გ. უ.-ს შეხვედრა დაუთქვა სასტუმრო ,,თბილისი თაუერი“-ს შენობასთან. დაახლოებით 19:14 საათზე გ.უ. მივიდა დათქმულ ადგილას და შეხვდა გ. ჯ-ს, სადაც ასევე სასტუმროში მივიდნენ დ. და გ. მ.- ები.გ. ჯ.-მ და გ. უ.-მა განიხილეს დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი დეტალები, მათ შორის გ. უ.-ს მიაწოდა დ. და გ. მ.-ებისგან მიღებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის და დაბინავების შესახებ. შესაბამისად გ. ჯ.-მ გ. უ.-ს დაავალა ლევან ჯანგველაძის თვალთვალი, მკვლელობისათვის შესაფერისი დროის და ადგილის შერჩევის მიზნით.

ლევან ჯანგველაძე საქართველოში ჩამოვიდა 2025 წლის 16 თებერვალს და დაბინავდა სასტუმრო „ამბასადორში“. გ. უ.მა იცოდა რა ლევან ჯანგველაძის ადგილსამყოფელის შესახებ, ისიც მივიდა სასტუმრო “ამბასადორთან” და დაიწყო ლევან ჯანგველაძის თვალთვალი და ინფორმაციის მოძიება. თვალთვალის დროს მიღებულ ინფორმაციას კომუნიკაციის სხვადსხვა საშუალებით გ. უ. აწვდიდა უშუალოდ გ. ჯ.-ს, გ. და დ. მ.ებს ასევე სხვა პირთა ინფორმირების მიზნით.

მიმდინარე წლის მარტის თვეში დ. და გ. მ.-ებმა გ. ჯ.-ის საშუალებით გ. უ.-ს მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ, შესაბამისად ამ უკანასკნელმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით.

2025 წლის 14 მარტს ლევან ჯანგველაძე გამოემგზავრა საქართველოში. აღნიშნული ინფორმაცია გ. ჯ.-მ და ძმებმა მ.-ებმა მიაწოდეს გ. უ.-ს, რომელიც დაახლოებით 18:15 საათზე ტაქსით გამოვიდა ვაზისუბნიდან და დაახლოებით 20:40 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა ქ. თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაელოდა ლევან ჯანგველაძის მისვლას. ეს უკანაკნელი მის მეგობართან კ.ძ.-თან ერთად დაახლოებით 22:35 საათზე მივიდა მისი მეგობრის პანაშვიდზე, საიდანაც დაახლოებით 23:30 საათზე გამოვიდა. იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგველაძე მეგობართან ერთად ფეხით გადადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, გ. უ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ლევან ჯანგველაძის მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, გ. უ.-მ ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირის მიმართულებით მისი მოკვლის მიზნით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად დაზარალებულმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ. უ. ქარელის მიმართულებით წავიდა და მოიშორა დანაშაულის იარაღი და მობილური ტელეფონი, რომელშიც გააქტიურებული ჰქონდა პოლონეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი და რომლითაც აქტიურ კომუნიკაციაში იყო გ. ჯ.-სთან. გ. უ. 2025 წლის 15 მარტს დაბრუნდა თბილისში და მივიდა სასტუმრო ,,თბილისი თაუერსში“, სადაც სურდა გ. ჯ.-ს ნახვა, თუმცა იმის გამო რომ ეს უკანასკნელი ვერ ნახა, სასტუმრო “თბილისის თაუერის” ტელეფონიდან რამდენჯერმე სცადა გ. ჯ.-ს ტელეფონზე და სოციალურ ქსელ ,,whatsapp“ -ზე დაკავშირება. ამის შემდეგ კვლავ გ. ჯ.-ს ნახვის მიზნით 16 მარტს ის მივიდა გ. ჯ.-ს ნათესავის მ. ბ.-ს სამსახურში, საიდანაც ტელეფონის საშუალებით რამდენჯერმე დაუკავშირდა მ.ბ.-ს და მასთან კომუნიკაციის დამყარების შემდეგ დაახლოებით ერთ საათში დატოვა მითითებული ადგილი. 17 მარტს გ.ჯ.-სთან კონტაქტის დამყარების მიზნით კვლავ მივიდა მ. ბ.-ს სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა გ. ჯ.-სთან კვალვ ვერ მოახერხა კომუნიკაციის დამყარება. იმავე დღეს გ.უ. სამართალდამცავებმა დააკავეს გ. ჯ.-ს ნათესავის, მ. ბ.-ს სამსახურთან ახლო მდებარე ტერიტორიაზე.

სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებულია მთელი რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხა ათეულობით მოწმე, ამოღებულია ათობით საათის სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, ჩატარებულია მობილური ტელეფონების და მათი მომსახურე ანძების ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება, ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება.

ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის სისხლის სამართლის საქმეზე 2025 წლის 11 აგვისტოს სასამართლოს განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა გ.მ.,გ.კ., და მ.ბ. დააკავეს.

ბრალდებულებს, ძმებ გ.და დ.მ.-ებს და გ.ჯ.-ს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტით (შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წალმდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გ. კ.-ს ბრალდება წარედგინა 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, (ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა, შენახვა), რაც 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მ. ბ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდება) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულ გ. ჯ.-ზე და დ. მ.-ზე გამოცხადდება ძებნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 33 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს. როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა.

აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.

ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა.

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ხელოვან ვერძებს წარმატებული დღე ელით, ბიზნესმენებს კი პირიქით – ახალი გატაცება მუშაობაში ხელს გიშლით, ამიტომ ახალი საქმის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. კარგი იქნება, ექიმთან ვიზიტისთვის დრო გამონახოთ. სასიყვარულო და ოჯახური ურთიერთობები წარმატებით განვითარდება.

კურო

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებითა და მოულოდნელი უსიამოვნებით დაგამახსოვრდებათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან იზრდება ნერვიულობის საფუძველზე ქრონიკული დაავადებების გამწვავების რისკი.

ტყუპები

სავარაუდოდ, ეს დღე თქვენს გეგმებში მცირე კორექტივებს შეიტანს. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, რადგან ზედმეტი ემოციები, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. საყვარელ ადამიანთან მოსალოდნელია კამათი, რომელიც შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, თქვენს ჯანმრთელობაზე და მიმდინარე საქმეებზე მშვიდად იზრუნოთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ბავშვის ჩასახვისა და ინტიმური ურთიერთობისთვის, მაგრამ ცუდია დიდი შესყიდვებისთვის. ეცადეთ, ამ დღეს საქმიანი მოლაპარაკებები არ დაგეგმოთ.

ლომი

ეს დღე სიყვარულში წარმატებას, სასიამოვნო პაემანს და მხიარულ წვეულებას უკავშირდება. მზად იყავით მოულოდნელი წინადადების ან დიდი ხნის საქმიან პარტნიორთან შეხვედრისთვის. ეცადეთ, ფიზიკურ მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ – თუ ვარჯიშს ვერ ახერხებთ, უბრალოდ სუფთა ჰაერზე ისეირნეთ. გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ შეიძლება ოჯახში მცირე კონფლიქტი გამოიწვიოს.

ქალწული

ზედმეტი თავდაჯერებისა და დაუფიქრებელი მოქმედების გამო ამ დღეს ფინანსური ზარალია მოსალოდნელი. ეცადეთ, უფროს თაობასთან ურთიერთობაში ტაქტის გრძნობა არ დაკარგოთ. სავარაუდოდ, მოგიწევთ იმ საკითხებთან დაბრუნება, რომლებიც უკვე მოგვარებული გეგონათ. ამ დღეს შემოქმედებითი პროფესიის ადამიანებს წარმატება ფეხდაფეხ დაჰყვებათ.

სასწორი

მშვიდი დღეა. ბევრი გადაუდებელი საქმე გელით, თუმცა საეჭვოა, ამან სარგებელი მოგიტანოთ. თუ მეგობრებთან ერთად გართობას გეგმავთ, ეცადეთ, საყვარელი ადამიანი სახლში დატოვოთ, რადგან გამორიცხული არ არის, გაუგებრობაში აღმოჩნდეთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა თვითგანათლებისა და ზოგადი მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის. ინტუიცია დაგეხმარებათ, რომ პირადი ამბიციები გარშემომყოფების სურვილებს მოარგოთ. ნურც ბავშვების შესახებ დაივიწყებთ და ეცადეთ ახალი საინტერესო წიგნით გაახაროთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს შეგიძლიათ ბიზნესში წარმატების იმედი გქონდეთ. მთავარია, შემოსავლების სწორად განაწილება და გადასახადების დროულად გადახდა შეძლოთ. პლანეტების გავლენა ნეიტრალურია – შეგიძლიათ, მიმდინარე საქმეები მშვიდად დაასრულოთ.

თხის რქა

ამ დღეს იზრდება საკვებით მოწამვლის, საყოფაცხოვრებო დაზიანებებისა და საგზაო შემთხვევების რისკი. ეცადეთ, საქმიანი მოლაპარაკებები რამდენიმე დღით გადადოთ.

მერწყული

ამ დღეს ძლიერი ნებისყოფა უამრავი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. უმჯობესია სასიყვარულო პაემანი რამდენიმე დღით გადადოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მცირე გაუგებრობა შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში უხეშობას ერიდეთ, თორემ საპასუხო აგრესიას დაიმსახურებთ.

თევზები

პლანეტების განლაგება თამამი იდეების განხორციელებაში დაგეხმარებათ. თუ გყავთ მეგობარი, რომელსაც სულელური მიზეზით ეჩხუბეთ, დროა, მშვიდობის დამყარებაზე იფიქროთ. შემოქმედებითი პროფესიის თევზებს წარმატება ყოველი ფეხის ნაბიჯზე დაჰყვებათ.

,,აშშ-მა და რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების მოდელად, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაცია განიხილეს”- The Times

აშშ-მა და რუსეთმა უკრაინაში ომის დასრულების მოდელად, ისრაელის მიერ დასავლეთ სანაპიროს ოკუპაცია განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Times-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ სცენარის მიხედვით, რუსეთი სამხედრო და ეკონომიკურ კონტროლს დააწესებს ოკუპირებულ უკრაინაზე თავისი მმართველი ორგანოს მეშვეობით.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან დაახლოებული წყაროს ცნობით, იდეა რამდენიმე კვირის წინ გაჟღერდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და მისი რუსი კოლეგების მოლაპარაკებების დროს.

„პრეზიდენტი ზელენსკი უარს ამბობს ტერიტორიების დათმობაზე, თუმცა ოკუპაციის მოდელი შესაძლოა იყოს მექანიზმი ზავის დასადებად, სამწელიწადნახევრიანი ომის შემდეგ“, – ნათქვამია სტატიაში.

„ამ მოდელის მიხედვით, უკრაინის საზღვრები არ შეიცვლება, ისევე როგორც არ შეცვლილა დასავლეთ სანაპიროს საზღვრები 58 წლის განმავლობაში, თუმცა ის ისრაელის კონტროლის ქვეშაა“, – აღნიშნულია სტატიაში.

ალექსეი არესტოვიჩი – ზელენსკის მომავალი სამწუხაროა, საუკეთესო შემთხვევაში, ეს იქნება სააკაშვილის მსგავსი დასასრული

ზელენსკის მომავალი როგორი იქნება, ეს მეათეხარისხოვანი საკითხია იმ პრობლემების ფონზე, რომელიც უკრაინის წინაშე დგას, ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მომავალი სამწუხაროა, საუკეთესო შემთხვევაში, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის მსგავსი დასასრული, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკის მიეზღვევა კორუფციისთვის და ომის გაჭიანურებისთვის.

„უკრაინის წინაშე მდგარი პრობლემების ფონზე, ზელენსკის ბედი უსახური საკითხია. ადამიანურად მეცოდება კიდევაც, ეს არის ფიასკო. როგორ დასრულდება ეს ფიასკო – მონასტირსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნის მსგავსად, თვითმფრინავის გაქრობით, თუ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით, მისი გადაცემით, თუ ციხეში ჩასმით, ეს უკვე მეათეხარისხოვანი საქმეა. პოლიტიკურად ის დასრულებულია, ეს არის ნეგატიური დასასრული. არ იქნება ტრიუმფატორის წასვლა, რომელმაც ქვეყანა გადაარჩინა და ასე შემდეგ. მას დაეწევა ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეძლეს კორუფციის ნაწილში, როდესაც სამხედროებს ჰპარავდნენ; ომი სამ წელიწადზე გააჭიანურეს მაშინ, როდესაც 2022 წლის შემოდგომაზე შეიძლებოდა მისი დასრულება და ასობით ათასი ადამიანის გადარჩენა. ნებისმიერ შემთხვევაში, მისი მომავალი სამწუხაროა. საუკეთესო შემთხვევაში ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის მსგავსი დასასრული“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

,, პუტინი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ მთელი უკრაინის ოკუპაცია შეუძლია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ჯერ უნდა იყოს ცეცხლის შეწყვეტა, შემდეგ კი უსაფრთხოების გარანტიები, რეალური უსაფრთხოების გარანტიები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინში, გერმანიის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვირტუალური სამიტის დროს ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი, უკრაინასთან უნდა განიხილონ.

„მსოფლიოს ყველა ლიდერს ერთი რამ სურს – მშვიდობა უკრაინაში. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია უკრაინასთან, უკრაინასთან ერთად უნდა განიხილონ, ჩვენ უნდა ვიყოთ საუბრის ნაწილი. ტრამპმა დღეს მხარი დაგვიჭირა და აშშ-ი მზადაა, მხარი დაგვიჭიროს. პუტინი იტყუება, ამბობს, რომ თითქოს მთელი უკრაინის ოკუპაცია შეუძლია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტას და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებს.

„რუსეთს არ უნდა ჰქონდეს უფლება, ვეტო დაადოს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას. უნდა იყოს ერთობლივი ზეწოლა რუსეთზე, უნდა იყოს სანქციები და ისინი უნდა გამკაცრდეს, თუ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღევანდელი შეხვედრა გამოიყენა იმისთვის, რომ დონალდ ტრამპისა და ევროპელი ლიდერებისთვის ეთქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს „მშვიდობა არ სურს“ და, მისი თქმით, მათ ესმით ამ პოზიციის.

„პუტინი ვერავის მოტყუებას ვერ შეძლებს. მშვიდობისთვის დამატებითი ზეწოლა გვჭირდება. არა მხოლოდ ამერიკული, არამედ ევროპული სანქციებიც“, – თქვა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, 15 აგვისტოს პუტინისა და ტრამპის შეხვედრას „ისტორიულ მომენტს“ არ უწოდებს, რადგან ჯერ შედეგს ელოდება.

ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ მისი პოზიცია დონბასის დათმობასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, რადგან ის უკრაინის კონსტიტუციას ეფუძნება და უკრაინის კონსტიტუცია არ შეცვლილა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი არ შეიძლება, განიხილებოდეს ჩვენი ხალხის, ჩვენი ხალხის ნებისა და უკრაინის კონსტიტუციის გაუთვალისწინებლად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 15 აგვისტოს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ მას დაუკავშირდება.

„ჩვენ ვისაუბრეთ ალასკაზე დაგეგმილ შეხვედრაზე. იმედი გვაქვს, შეხვედრის მთავარი თემა იქნება ცეცხლის შეწყვეტა. დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტა. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს არაერთხელ თქვა. მან შემომთავაზა, რომ ალასკაში შეხვედრის შემდეგ ჩვენ ვისაუბრებთ და განვიხილავთ ყველა შედეგს, თუ ასეთი იქნება და განვსაზღვრავთ შემდეგ ერთობლივ ნაბიჯებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გია ვოლსკი – ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას არ დაკარგავს

დღეს ევრობიუროკრატიის, ცალკეული ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო შესაძლო შეტევის დივერსიფიცირება მოხდეს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის კითხვა დაუსვეს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, ბრიუსელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვს და წინააღმდეგ შემთხვევაში ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება. იოზვიაკის ვარაუდით, ქვეყნების საჭირო რაოდენობა ამისთვის უკვე არსებობს.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოში მოქმედი არცერთი კანონი არ არის აცდენილი ევროპულ სტანდარტს და დემოკრატიის სტანდარტს.

„თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ ლგბტ პროპაგანდის შეზღუდვაზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნებისმიერი უმცირესობა, შეიძლება, დაჩაგრული იქნeს ამ ნიშნით. ეს ნიშნავს იმას, რომ ლგბტ პროპაგანდა არ უნდა შემოიჭრას ჩვენს ოჯახებში. ზუსტად იგივე მიდგომები აქვთ ევროპის ცალკეულ ქვეყნებსა და აშშ-ში. ეს ევროპულ სტანდარტს არანაირად არ ეწინააღმდეგება. ეს არის ქვეყნის გადასაწყვეტი საკითხი. მით უმეტეს, უფლებების დაცულობა არის გარანტირებული. რაც შეეხება გამჭვირვალობას, ეს კიდევ უფრო მეტად ახასიათებს არაობიექტურობას ჩვენ მიმართ დამოკიდებულებისა. აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ ამ მოთხოვნათა უკან დევს გარკვეული სტრატეგიული გეგმა, რომელიც უკავშირდება საქართველოში ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი იქნება ხელისუფლების უკმაყოფილო და ეცდება, ფიზიკური ძალით შეცვალოს ხელისუფლება იმ ხელისუფლებით, რომელიც უკეთესი მარიონეტი იqნება, მათ შორის ბრიუსელის ხელში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ევრობიუროკრატიას გააჩნია თავისი გეგმა და ხედვა, რასაც არ მალავენ.

„იყო პერიოდი, როდესაც მათი პოლიტიკური მისწრაფებები შენიღბული იყო მოთხოვნებით ლგბტ პროპაგანდის, გამჭვირვალობის საკითხებთან დაკავშირებით. დღეს ამ პოსტულატებს იმეორებენ, მაგრამ საქართველოზე ასეთი გააფთრებული შეტევა მიმდინარეობს მაღალი რეიტინგების ფონზე, რომელსაც აქვეყნებს მსოფლიო ბანკი და ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია. დღეს ევრობიუროკრატიის, ცალკეული ქვეყნების ინტერესია, რომ რუსეთის აგრესიული სამხედრო შესაძლო შეტევის დივერსიფიცირება მოხდეს, მათ შორის სამხრეთ კავკასიის მიმართულებით. ეს არ არის დამალული“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება არ არის ასეთი ადვილი.

„იქ ყველა სახელმწიფოს ერთნაირი პოზიცია არ აქვს, კვალიფიციური უმრავლესობის მიერ მისაღებია გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის სტრატეგიის დროებითი შეჩერების თაობაზე, თუმცა არც ეს ემუქრება საქართველოს, ვინაიდან ყველა სტანდარტი, ოფიციალური ინფორმაცია, შეჯამება არის იმ ლოგიკისა და რეალობის მხარეს, რომელიც საქართველოში არსებობს. ამ რეალობის გვერდით ვითარდება სხვა პროცესი, რომელიც არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალოს მარიონეტული ხელისუფლებით, რომელიც დათანხმდება ყველა იმ გეგმას, რაც იყო გაჟღერებული ევრობიუროკრატიის მხრიდან. ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას არ დაკარგავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 14 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7226 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7226 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6942 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0284 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1909 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1282 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0627 ლარი შეადგინა.

„ფრიდრიხ მერცს და ემანუელ მაკრონს უთხრეს, რომ ალასკაზე უკრაინის შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკების ირგვლივ კომენტარების გაკეთება შეწყვიტონ, რადგან ტრამპი შეიძლება ძალიან „გაბრაზდეს“ – The Daily Telegraph

„ფრიდრიხ მერცს და ემანუელ მაკრონს უთხრეს, რომ ალასკაზე უკრაინის შესახებ დაგეგმილი მოლაპარაკების ირგვლივ კომენტარების გაკეთება შეწყვიტონ, რადგან მათი საჯარო ხმამაღალი მოთხოვნებით დონალდ ტრამპი შეიძლება ძალიან „გაბრაზდეს“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი – ბენ რეილ-სმიტი), რომელშიც გამოთქმულია მოსაზრება – კრიტიკული განცხადებებით შეიძლება დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სამიტს ზიანი მიადგეს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ბრიტანელმა ჩინოვნიკებმა მოუწოდეს ევროკავშირის ლიდერებს, რომ „შეწყვიტონ უსარგებლო პოლემიკა“ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის ალასკაზე სამიტის წინ, რომ სამიტს რაიმე ზიანი არ მიადგეს.

ლონდონში სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი იმ განცხადებებით, რომლებსაც ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი და კაია კალასი უკრაინის მომავლის შესახებ აკეთებენ. ამ შეშფოთებების მიზეზები იმით გამოიხატება, რომ საჯარო ზეწოლამ აშშ-ის პრეზიდენტზე [რომ მან უკრაინის ინტერესები აუცილებლად უნდა დაიცვას] შეიძლება საწინააღმდეგო ეფექტი გამოიღოს და ევროპა მოლაპარაკების პროცესიდან სრულიად გამოირიცხოს.

სიტუაციის მცოდნე გარკვეული წყაროები აღნიშნავენ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი შეგნებულად თავს იკავებს ოფიციალურ საჯარო კომენტარებისაგან მას შემდეგ, რაც შაბათს ევროპელმა ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს და ახლა უპირატესობას კულისებში მუშაობას ანიჭებს. ამ მხრივ ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანს ორშაბათის ბრიფინგზე საერთოდ არ უხსენებია ალასკის სამიტზე ვლადიმერ ზელენსკის მონაწილეობის აუცილებლობა, თუმცა ერთობლივ განცხადებაში ეს მოთხოვნა კატეგორიულად არის გაცხადებული.

დაუნინგ-სთრითზე დიდი ხანია იციან, რომ დონალდ ტრამპზე გავლენის მოხდენის მიზნით ყველაზე კარგი წესია ღია არხების ნაცვლად დახურული არხების გამოყენება. როგორც ერთ-ერთმა ჩინოვნიკმა ანონიმურად განუცხადა „დეილი ტელეგრაფს“, „ისეთი საჯარო არასასარგებლო საჯარო პოლემიკა“ ალასკის სამიტის ირგვლივ, „როგორსაც რიგი ევროპელი ლიდერები ახორციელებენ“, ლონდონის შეშფოთებას იწვევს. „ჩვენი ევროპელი კოლეგებისაგან განსხვავებით, ჩვენ ამერიკელებს რაიმე მოთხოვნებს საჯაროდ არ ვუყენებთ. ევროპელების ბევრი მოქმედება ისეთია, რომ თუ ევროპელები გააგრძელებენ პრეტენზიების გამოცხადებას და ე.წ. „წითელი ხაზების“ გავლებას, დიდი რისკი არსებობს აშშ და პირადად პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაბრაზდეს“, – განმარტა წყარომ.

როგორც ცნობილია, ალასკაზე დაგეგმილი პუტინისა და ტრამპის სამიტის მთავარი თემა უკრაინის ბედის განსაზღვრა იქნება. ეს იქნება პრეზიდენტების პირველი სეხვედრა დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ. სამიტზე განსახილველი საკითხის დეტალები კვლავ ბუნდოვანი რჩება, თუმცა საკვანძოდ ითვლება მოსკოვის მოთხოვნა რუსეთისათვის უკრაინის ტერიტორიების გადაცემის თაობაზე, ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ.

უკრაინის მხარდასაჭერად ევროპელ ლიდერთა ერთობლივად გაკეთებული განცხადების შემდეგ, ზოგიერთი პოლიტიკოსი თავიანთ კერძო ღია კომენტარებით უფრო შორს წავიდნენ.  

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მკაცრი ტონით მოსთხოვა დონალდ ტრამპს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სამიტში მონაწილეობის ნება დართოს: „აქტიურად ვემზადებით ამ სამიტისათვის და ვითხოვთ, რომ მასში პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც უნდა მონაწილეობდეს“.

ევროკავშირის მთავარი დიპლომატი კაია კალასიც ითხოვს, რომ ზელენსკი ალასკაზე მიიღონ: „ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ უკრაინის ტერიტორიის საკითხი უკრაინელი ლიდერისა და ევროპელების ზურგს უკან იქნას განხილული“.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა „იქს-ქსელში“ ასე დაწერა: „უკრაინის მომავალი უკრაინელების გარეშე არ უნდა გადაწყდეს. რადგან საკითხი ევროპის უსაფრთხოებას ეხება, სამიტში ევროპელებიც უნდა იქნენ ჩართულნი“.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კი საჯარო კომენტარებისაგან თავს იკავებს, თუმცა უქმად არ არის – მსოფლიოს ლიდერებთან მოლაპარაკებებს დახურულ კარსმიღმა აწარმოებს და ცდილობს გარკვეული გავლენა მოახდინოს მოვლენებზე.

დონალდ ტრამპზე, როგორც ჩანს, მოწოდებებს ვოლოდიმირ ზელენსკის თაობაზე, რომ უკრაინელი ლიდერიც უნდა წაიყვანოს ალასკაზე, მაინცდამაინც შთაბეჭდილება არ მოუხდენია. მან ორშაბათის პრეს-კონფერენციაზე ეს იდეა უარყო და განაცხადა, რომ სამიტის შემდეგ ზელენსკისაც ეტყვის და ევროპელ ლიდერებსაც, თუ რაზე ილაპარაკებს ვლადიმერ პუტინთან.

ბრიტანელი პრემიერის ასეთი ტაქტიკა სხვა შემთხვევებსაც ეხმაურება, როცა კირ სტარმერმა და მისმა გუნდმა დახურული არხებით სარგებლობა ამჯობინეს დონალდ ტრამპზე გავლენის მოსახდენად. მაგალითად, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის ოვალურ კაბინეტში „საქმე გაურჩიეს“, ბევრმა ევროპელმა ლიდერმა მის მიმართ მხარდაჭერა ღიად გამოხატა, კირ სტარმერი კი მხოლოდ სატელეფონო საუბრით შემოიფარგლა.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ

ტრამპი, პუტინი და უკრაინის მომავალი – Financial Times

ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) დაბეჭდილია სტატია სათაურით „ტრამპი, პუტინი და უკრაინის მომავალი“ (ავტორი – გიდეონ რიჩმანი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

იუნჰენის 1938 წლის შეთანხმება ხშირად მოიხსენიება ისეთი სიტუაციის აღმნიშვნელ  მოქმედებად, როცა დიქტატორების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ აქვთ. ტრამპისა და პუტინის სამიტი, რომელიც 15 აგვისტოს არის დაგეგმილი ალასკაზე, ერთ-ერთი თვალსაზრისით ძალიან მოგვაგონებს მიუნჰენს: ჩეხოსლოვაკიის მთავრობა (პრეზიდენტი ედვარდ ბენეში) არ იყო მიწვეული იმ მოლაპარაკებაზე, რომლის დროსაც ნევილ ჩემბერლენი (დიდი ბრიტანეთის პრემიერი), ბენიტო მუსოლინი (იტალიიის პრემიერი) და ედუარდ დალადიე (საფრანგეთის პრემიერი) დაეთანხმნენ ადოლფ ჰიტლერის (გერმანიის რაიხსკანცლერის) მოთხოვნას ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის ოკუპირებას გერმანიის ჯარების მიერ.

ამჟამინდელ სიტუაციაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც არ იქნება ალასკაში დაგეგმილი რუსეთ-აშშ-ის ლიდერების მოლაპარაკების მონაწილე, რომლის დროსაც მისი ქვეყნის საზღვრების საკითხი უნდა იქნას განხილული. და როგორც ამბობენ ხოლმე, „თუ შენი ადგილი მაგიდასთან არ არის, ესე იგი, მენიუში ნამდვილად ხარ“.

დონალდ ტრამპის ლაპარაკი „მიწების გადაცვლაზე“ ასევე იწვევს შეშფოთებას როგორც უკრაინაში, ასევე ევროპაში. არის იმის შიში, რომ პატივმოყვარე დონალდ ტრამპი შეიძლება იოლად დაიქვემდებაროს და მართოს ვლადიმერ პუტინმა, სასტიკმა დიქტატორმა.

უკრაინელებისა და ევროპელებისათვის ყველაზე უარეს სცენარად ითვლება ის, რომ ტრამპი და პუტინი  შეთანხმდებიან „მიწების გაცვლაზე“, რაც სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ უკრაინა სამუდამოდ დაუთმობს რუსეთს თავისი ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს.

ვლადიმერ პუტინის მიზანი, სავარაუდოდ, გამოიხატება დონალდ ტრამპთან სასურველი შეთანხმების მიღწევით, რომელსაც შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკისათვის მომხდარ ფაქტად იქნება წარდგენილი. გარიგება, რომლის დადებაც პუტინს სურს, უკრაინას დაუცველს და კრახის წინაშე ტოვებს. და თუ უკრაინა უარს იტყვის მის ხელმოწერაზე, რუსებს იმედი აქვთ, რომ აშშ კიევის მხარდაჭერას შეწყვეტს, ევროპას კი ამერიკის გარეშე კიევის დახმარება გაუჭირდება. ანუ ასეთი სიტუაციაც ხელსაყრელია რუსებისათვის.

დიახ, ეს არის ყველაზე სავარაუდო სცენარი, მაგრამ უკრაინელები და მისი ევროპელი მხარდამჭერებს იმედი აქვთ, რომ შედეგები უფრო პოზიტიური იქნება. მათი აზრით, კარგი იქნება, რომ გაფორმდეს ცეცხლის შეწყვეტა და სანქციები იქნას გათვალისწინებული რუსეთის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ კრემლი ომს განაახლებს. ტერიტორიული საკითხის განხილვა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უნდა დაიწყოს.

ასეთი სწრაფტემპიანი დიპლომატიით და ბობოქარი ემოციებით დატვირთულ დღეებში არსებობს იმის საფრთხე, რომ როგორც უკრაინა, ისე ევროპა მხედველობიდან გაუშვებენ იმ სტრატეგიული მომენტის  მნიშვნელობას, თუ „რის მიღწევა სურთ მათ და რის მიღწევა არის შესაძლებელი“.

ომის მსვლელობას წინასწარ ზუსტად ვერ განსაზღვრავ, მაგრამ ყველაზე დამაჯერებელი ანალიზის მიხედვით, რომელიც  კი მე დღემდე მინახავს, უკრაინა ომს თანდათანობით აგებს, ხოლო ცოცხალი ძალის პრობლემა წინა ხაზზე სულ უფრო მწვავე ხდება. ეს ნიშნავს, რომ თუ მოლაპარაკება ჩაიშლება და ომი გაგრძელდება, რუსეთისათვის ეს უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა, რაც, თავის მხრივ, უკრაინას აწყობს.

კიევის პოზიცია, რომლის თანახმად, მოსკოვს არცერთი გოჯი ტერიტორია არ უნდა დაუთმოს, პრინციპულია, მაგრამ იმავდროულად არარეალური დღევანდელ სიტუაციაში. მთავარია ყურადღება მივაქციოთ საკვანძო განსხვავებას, რომელიც გამოხატულია ტერიტორიის დე ფაქტოდ და დე იურედ დათმობაში.

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ძალადობრივი ანექსიის იურიდიული აღიარება მიუღებელია როგორც თავად უკრაინისათვის, ასევე ევროკავშირისათვის და დიდი ბრიტანეთისათვის. მაგრამ რუსული ოკუპაციის – როგორც მკაცრი რეალობის – ფაქტიური აღიარება, ფართო სამშვიდობო შეთანხმების კონტექსტში, შეიძლება აუცილებელი აღმოჩნდეს. საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიის სახელმწიფოების ანექსია 1940 წელს არ ყოფილა აღიარებული არც აშშ-ის და არც ევროპის უმეტესი ქვეყნების მიერ, მაგრამ რადგანაც ეს იყო ცხოვრებისეული რეალური ფაქტი, დასავლეთი ამას დროებით შეეგუა და საბჭოთა მთავრობასთან თანამშრომლობდა. საბოლოოდ, ბალტიისპირეთის სამივე რესპუბლიკამ 1990 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა, ხოლო მოსკოვი იძულებული გახდა მათი სუვერენიტეტი 1991 წელს ეღიარებინა.

უკრაინის მომავლის უფრო თვალსაზრისით მსჯელობისას, ევროპის გავლენიანი სახელმწიფოების მთავრობები აცნობიერებენ, რომ დისკუსია მხოლოდ ტერიტორიების შესახებ, როგორი მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს ის, მუდმივად შეუძლებელია. ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრე სტუბმა, რომელიც გავლენიანი მოთამაშეა დღევანდელ დიპლომატიაში, სასარგებლო იდეა წამოაყენა მომავლისთვის, თავისი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით – ფინეთმა რუსეთთან 1940-იან წლებში ორი ომი გადაიტანა.

სამშვიდობო ხელშეკრულების საფუძველზე ფინეთმა რუსეთს თავისი ტერიტორიის 10% დაუთმო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთი იძულებული გახდა ნეიტრალური სახელმწიფო ყოფილიყო, რომ მოსკოვთან ანტაგონიზმისათვის თავი აერიდებინა. მაგრამ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ფინეთმა შეინარჩუნა თავისი დამოუკიდებლობა და დემოკრატიული წყობილება, გადაიქცა აყვავებულ, თავისუფალ და წარმატებულ ქვეყნად.

ალექსანდრე სტუბის ვარაუდით, უკრაინის მომავლის უზრუნველყოფა გულისხმობს სამი საკითხის – დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის –  გათვალისწინებას. ფინეთის გამოცდილება აჩვენებს, რომ უკრაინისათვის აუცილებელი არ არის ამ სამივე საკითხში თავის მიზნებს 100%-ით მიაღწიოს. თუ უკრაინა შეძლებს დამოუკიდებლობის და დემოკრატიის შენარჩუნებას, მაშინ ტერიტორიული მთლიანობის საკითხში შეიძლება იძულებითი დათმობა განახორციელოს. ეს მტკივნეული დათმობა იქნება, მაგრამ მისაღები.

სუვერენიტეტის საკითხსაც თავისი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რუსეთი ითხოვს უკრაინის უფლებების შეზღუდვას ბევრ სფეროში, თანაც ისეთის, რომლითაც საკუთარი საგარეო-პოლიტიკური კურსის გატარება და თავდაცვის შესაძლებლობა უმცირდება (დემილიტარიზების გათვალისწინებით). კრემლი ასევე ითხოვს, რომ უკრაინამ ოფიციალური უარი განაცხადოს ნატოს წევრობაზე და, არ არის გამორიცხული, ევროკავშირზეც.

ბუნებრივია, უკრაინას აშკარად არ შეუძლია დაერთანხმოს კრემლის სამხედრო სეზღუდვების მოთხოვნებს, მაგრამ თუ კიევი ევროკავშირში ინტეგრირებას მოახდენს, მაშინ შეიძლება მან ნატოზე უარი თქვას, დროებით მაინც. სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ: პოლიტიკური რეალობა ისეთია, რომ უკრაინის წევრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსი უახლოეს მომავალში არარეალურად მოჩანს.

ალასკის სამიტის ერთ-ერთი აშკარა საფრთხე იმით გამოიხატება, რომ ვლადიმერ პუტინმა თავისი მოთხოვნები დიდი ხნის განმავლობაში აქვს მოფიქრებული, დონალდ ტრამპი კი, როგორც ყოველთვის, დაინტერესებულია იმით, რომ სწრაფად განაცხადოს თავისი ტრიუმფი, ვიდრე გარიგების დეტალებზე იმსჯელოს.

მაგრამ ნებისმიერი შეთანხმება, რასაც მხარეები ალასკაზე მიაღწევენ, იქნება პროცესის დასაწყისი და არა დასასრული. უკრაინელებმა და ევროპელებმა დონალდ ტრამპი უნდა წააქეზონ და ხელი არ უნდა შეუშალონ ხანგრძლივი თამაშისათვის. რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო ვარიანტი არ არის, მაგრამ ყველაზე უკეთესია, რაც მათთვის ამჟამად არის მისაწვდომი.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ