Home Blog Page 2

თიბისი აგრობიზნესისთვის – „ჭარებულას“ ვაშლის ბაღები ქართლში

გორის რაიონში, 12 ჰექტარზე  25 000 ძირი ვაშლის ინტენსიური ბაღია გაშენებული.

ბაღს ორივე მხრიდან მდინარე ჭარებულა ჩამოუდის და ნაკვეთსაც ამავე  წყლით რწყავენ.  გიორგი აბესაძემ და თენგიზ  ხაბაზიშვილმა მეურნეობას  ამ  მდინარის სახელი დაარქვეს და წლები, ცოდნა და შრომა ჩადეს ინტენსიური ბაღის გაშენებაში.

პირველი  8000 ნერგი 2020 წელს 4 ჰექტარზე ჩაყარეს, შემდეგ წლებშიც 4-4 ჰექტარი მიამატეს. 2024 წელს კი ახალი ნაკვეთი შეიძინეს, სადაც 20 000 ნერგი დაირგო. ჯამში  კომპანიის საკუთრებაში   24  ჰექტარი ვაშლის ბაღია. ახალი ნერგების ნაწილი, სანამ ამ ბლოგს კითხულობთ იტალიაში იტვირთება და ქართლისკენ მოემართება.

ინტენსიურ ბაღს, ტრადიციულთან შედარებით, რამდენიმე უპირატესობა აქვს: ჰექტარზე ბევრი – 3000-მდე ხე ირგვება.  ( როცა ტრადიციულის შემთხვევაში 150-200)მსხმოიარობაში მალე შედიან,  გამძლე, ნერგი დაავადებების მიმართ მედეგია, მოსავალსაც მეტს იძლევა და დასაკრეფადაც ადვილია.

“ჩემი აზრით ახალი ჯიშები უფრო გემრიელია, მაგრამ ქართლში ბაღების 30 % -ში “გოლდენი” ირგვება. ეს ჯიში მოთხოვნადია, როგორც ადგილობრივ ისე საექსპორტო ბაზარზე. ზოგადად, ძვირადღირებული ვაშლი არ არსებობს. ფასი დამოკიდებულია სეზონსა და ხარისხზე.  იგივე გოლდენი, თუ ოქტომბერში 1.5 ლარად იყიდებოდა, სამაცივრე მეურნეობაში შენახვის შემდეგ მისი ფასი 3.5 ლარამდე ავიდა. გაყიდვის პრობლემა არ გექნება, თუ მომხმარებელს მაღალ ხარისხს შესთავაზებ”,- გვიხსნის თენგიზი.

მაღალი ხარისხი კი ის თამასაა, რომელსაც „ჭარებულაში“ მუდამ ინარჩუნებენ და   კომპანიას ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებენ.  მეურნეობის  განვითარების და ვაშლის ნერგების მთავარი შემხიდებელი თიბისის შეღავათიანი აგროკრედიტი აღმოჩნდა.

“ამ მხარდაჭერამდე ვერც კი გავბედეთ  დიდი სამუშაოები და არც მასშტაბური გეგმები გვქონდა. პირველი სესხიც მცირე იყო, გადავწყვიტეთ ჯერ მოგვესინჯა. იმდენად  გაამართლა და ბანკთან ურთიერთობა ისე გაგვიადვილდა, რომ კომპანიის განვითარების სხვა ეტაპზე გავედით. თიბისის მხარდაჭერით შევძელით ახალი ნაკვეთების შეძენა და 400 ტონიანი სამაცივრე მეურნეობის მოწყობაც”,- გვიყვებიან “ჭარებულაში”.

კომპანიას 4 მუდმივი თანამშრომელი ჰყავს, სეზონურად კი მათი რიცხვი 25-მდე იზრდება. მეურნეობა იძლევა საშუალებას რომ 1000 ტონა მოსავალი მიიღოს.

სამომავლო გეგმებში  შესაფუთი და ჩასაწყობი  მასალის ადგილზე წარმოებაცააა.

როლად ახალაია არის სამეგრელოს სირცხვილი, ეს არის მშიშარა კურდღელი – დავით ქანთარია

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული დავით ქანთარია, მისი უფლებების დარღვევაზე საუბრობს.

ქანთარიამ ყურადღება გაამახვილა როლანდ ახალაიაზე, რომელსაც არარაობა და სამეგრელოს სირცხვილი უწოდა. მისი თქმით, ახალაიამ სამეგრელო დაჩაგრა და თავისი ჭკუით ახალი ლევან დადიანი გახდა.

„ეს არის არარაობა და სირცხვილი სამეგრელოსი. მისი აგრესია პირადად ჩემი მიმართულებით წამოვიდა, იმიტომ, რომ გვესროლეს მანქანიდან მე, ედიშერ ჩარგაზიას (ზუგდიდის ყოფილი გამგებელი) და მას – ის დაიმალა. ეს არის მშიშარა კურდღელი, რომელიც შემდეგ რაღაცნაირად გამყარდა, მოაჯდა მთელ სამეგრელოს და თავისი ჭკუით, გახდა ლევან დადიანი. ახალაიამ დაჩაგრა სამეგრელო. მე ხშირად ვახსენებ, რომ მან სამეგრელოს მოუწყო ე.წ. „მეგრელთა საქმე.“12 წელზე მეტია, მე გამოვდივარ სატელევიზიო, პრესით, ფეისბუქით – მას პასუხი არასდროს გაუცია“, – აღნიშნა დავით ქანთარიამ.

16 მაისს ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის – კახა კალაძე

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩში, რომელიც 16 მაისს თბილისში გაიმართება, ვეტერან ფეხბურთელებსა და ქართველ გულშემატკივარს წარმატებებს უსურვებს.

კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ წევრთან, შოთა არველაძესთან, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილ ფეხბურთელ, ხავიერ სავიოლასთან და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულ იარი ლიტმანენთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

„სასიამოვნოა, რომ ამ დონის გუნდები ჩამოდიან ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ულამაზეს დედაქალაქში. „ბარსელონა“ არის გუნდი, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია აქვს – ჰყავდა ძლიერი, წარმატებული ფეხბურთელები. საქართველოში უამრავი ადამიანია, ვინც გულშემატკივრობს ამ გუნდს, მსგავსი თამაშები კი იძლევა შესაძლებლობას, რომ მათ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები საკუთარ ქვეყანაში იხილონ. მინდა, ბიჭებს მადლობა გადავუხადო, რომ ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, დარწმუნებული ვარ, საინტერესო და სანახაობრივი იქნება. როგორც ვიცი, დღეს ღამე რონალდინიოც შემოუერთდება გუნდს. ეს ჩემთვისაც სასიხარულოა, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ მომიწია თამაში. ასევე, მასთან ერთად ვთამაშობდი „მილანში“. მიხარია, რომ ვხვდები ადამიანებს, ვისთან ერთადაც – ბევრთან წინააღმდეგ, ბევრთან ერთ გუნდში მითამაშია. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. წარმატებები ყველას ხვალინდელ შეხვედრაში. ქართველ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, „დინამო არენაზე“ ხვალ ქართული ფეხბურთის ვეტერანები „ბარსელონას“ ლეგენდარულ ფეხბურთელებს დაუპირისპირდებიან. ეს იქნება „ლეგენდების სერიის“ მეორე მატჩი, რომელიც გასულ წელს ბათუმში დაწყებული პროექტის გაგრძელებაა.

ინფორმაციის მიხედვით, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თბილისის მერი კახა კალაძეც. საფეხბურთო მატჩი 19:00 საათზე დაიწყება.

თიბისიმ EBRD-სგან ვაჭრობის დაფინანსების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ორი ჯილდო მიიღო

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ლონდონში გამართულ ყოველწლიურ შეხვედრაზე თიბისის ორი ჯილდო გადასცა.

EBRD-მ თიბისი ვაჭრობის ხელშეწყობისა და დაფინანსების მიმართულებით საქართველოში ყველაზე აქტიურ ბანკად კიდევ ერთხელ დაასახელა. ფინანსურმა ინსტიტუტმა აღიარება ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის – TFP-ის – ფარგლებში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობის მიხედვით მოიპოვა. 

აღნიშნული ჯილდო კიდევ უფრო ამყარებს ბანკის ლიდერულ პოზიციას ვაჭრობის დაფინანსების სექტორში, რომელშიც თიბისის საბაზრო წილი 48%-ს აღემატება, მთლიანი პორტფელი კი 2.8 მილიარდ ლარს შეადგენს. ბანკის ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებით ჯამში 2200-მდე მსხვილი, მცირე თუ საშუალო ბიზნესი, ასევე საერთაშორისო კომპანია სარგებლობს, რომელთაც თიბისი ბიზნესპროცესების გამარტივებას, ექსპერტული აზრით მხარდაჭერასა და კონკურენტული პირობებით დაფინანსებას სთავაზობს.

EBRD-ს კიდევ ერთი ჯილდო კითიბისიმ წლის საუკეთესო მწვანე სავაჭრო გარიგებისთვის მიიღო, რომელიც ბანკს პირველად გადაეცა. გლობალური ჯილდო თიბისიმ მწვანე ეკონომიკის ხელშეწყობისა და განახლებადი ენერგიის დაფინანსებისთვის მოიპოვა, რაც გარემოზე ზიანის შემცირებას უწყობს ხელს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჯილდო ხაზს უსვამს თიბისის წვლილს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში, რაც კლიმატური გამოწვევების ფონზე ბანკისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. გლობალური დათბობის ზიანის შემცირებისთვის თიბისი გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) სტრატეგიის შესაბამისად, აქტიურ ნაბიჯებს დგამს როგორც დაფინანსების გაცემის, ასევე შიდა პოლიტიკის განსაზღვრის ეტაპზე.

R

დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი – სასტუმროში მყოფი პირების გადამოწმებისას, გამოვლინდა ჩინეთის 14 მოქალაქე – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე დააკავეს.

კერძოდ, როგორც უწყებაში განმარტავენ, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სასტუმროში მყოფი პირების გადამოწმებისას, გამოავლინეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე.

ამასთან, უწყების განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სასტუმროში, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო ხანძარი, რომელიც პოლიციის მისვლის დროს, უკვე ლიკვიდირებული იყო, სასტუმროში მყოფმა სხვა პირებმა ტერიტორია დატოვეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყეს.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი.

პოლიციამ ადგილზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ათეულობით მობილური ტელეფონი და პერსონალური კომპიუტერი, რომელთა მეშვეობითაც სავარაუდოდ უკანონო ფინანსური საქმიანობა ხორციელდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო.

სასტუმროში მყოფი პირების გადამოწმებისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით, გამოვლენილ იქნა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე.

მიგრაციის დეპარტამენტმა აღნიშნული პირების მიმართ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მათი დაკავება და წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსება.

იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სასტუმროში, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო ხანძარი, რომელიც პოლიციის მისვლის დროს, უკვე ლიკვიდირებული იყო, სასტუმროში მყოფმა სხვა პირებმა ტერიტორია დატოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე გრძელდება.

სამართალდამცველები დანაშაულში ჩართული პირების ასევე, მათი ხელმძღვანელების გამოვლენისა და დაკავების მიზნით ყველა შესაბამის ღონისძიებას ატარებენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ჩემს დისშვილს ვუთხარი, გუბერნატორი რეკავს-მეთქი. ეუბნება, 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო –  გურამ თირქია გიგი უგულავაზე

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გურამ თირქიამ ისაუბრა.

მან ის ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც გიგი უგულავამ მის დისშვილს დაურეკა და 5 მილიონი მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბიძისთვის ყველაფრის წართმევით დაემუქრა.

„მირეკავს გიგი [უგულავა], თქვენი დისშვილი თბილისში არისო. ვუთხარი ჩემ დისშვილს, გუბერნატორი რეკავს მეთქი. მომეციო და ადგა სუფრიდან, ავდექი მეც და გავყევი. ჰოდა, ეუბნება, 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო. ფერი შეეცვალა, რა უჭირს საქართველოს მითხარიო და რისთვის ვაგზავნი, ხომ უნდა ვიცოდეო, რაც შემეძლო, გავუკეთეო. დედამისი დასაფლავებულია ვაკეში შარტავას გვერდით, ჰოდა, იქ რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა და მითხარითო, კონკრეტულად რისთვის გინდა ეს თანხაო. შენ ბიძასო სასტუმროს ავუშენებ ერთსო. ნუ წუხდებითო, ამას მე ავაშენებო და უარი რომ მიიღო, ანზორისგან, დაემუქრა ღიად, ყველაფერს წავართმევ თქვენს ბიძასო. უპასუხა, რომ ეს შეიძლება, დროებით წაართვათო ჩემ ბიძას, მაგრამ დასადგომ ადგილს საქართველოში თქვენ წაგართმევთო“, – განაცხადა გურამ თირქიამ.

საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ელჩები ყველაფერნი არიან, გარდა დიპლომატებისა – ზაზა შათირიშვილი

„ზოგადად, ქართული საზოგადოება კარგად ხედავს და აცნობიერებს, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩები ყველაფერნი არიან, გარდა დიპლომატებისა. უმეტესობა მათგანი, განსაკუთრებით „დიფ სთეითის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების მიერ მართული ქვეყნებიდან დანიშნული „დიპლომატები“ უხეშად ერევიან ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, სრულ კოორდინაციაში არიან რადიკალურ პოლიტიკურ ჯგუფებთან და უფრო მეტიც, ისინი სრულად აკონტროლებენ პატრონების დავალებით ე.წ ოპოზიციას“-ვკითხულობთ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

„მაგალითები უამრავია. სულ ბოლოს, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მისულმა გახარიამ პირდაპირ აღიარა, რომ გადადგომამდე მას ჰქონდა კომუნიკაცია კელი დეგნანთან, ისაუბრეს ყველაფერზე, მათ შორის ნიკა მელიას დაკავებაზე, ხოლო ამ შეხვედრიდან მეორე დღეს ყოფილმა პრემიერმა გუნდის ღალატის უპრეცედენტო აქტი ჩაიდინა და ხელისუფლების ჩამოშლის მიზნით თანამდებობიდან გადადგა“-აღნიშნულია წერილში.

ფილოსოფოსი ამერიკის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის შესახებაც საუბრობს და აცხადებს, რომ „კელი დეგნანი ასრულებდა იმ დავალებას, რასაც დიფ სთეითისგან პირდაპირი ხაზით იღებდა, მაგრამ ცხადია, ეს გარემოება არ ამართლებს „დიპლომატის“ გაცხოველებულ მცდელობას, რომ როგორმე საქართველოს არჩეული ხელისუფლება დაეყოლიებინა „რუსეთისათვის პრობლემების შექმნაზე“.

ზაზა შათირიშვილი „საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის ელჩების ანტიქართული ქმედებების“ შესახებ ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ „საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ხშირად, დიპლომატიურად და ფრთხილად მიუთითებს ანტიქართული ქმედებებით ცნობილ დიპლომატებს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდნენ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, მაგრამ ცხადია, ეს მოწოდებები არაფრისმომცემია“.

„აშშ -ს წინა ადმინისტრაციის მიერ დანიშნული კელი დეგნანი საქართველოში ბევრ სხვა სკანდალში გაეხვა. ის მუდმივად ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა ხელისუფლებაზე, განსაკუთრებით კი ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გახდა თვალსაჩინო. მაშინ, როდესაც ამერიკიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED – მა პარალელური დათვლის შედეგებიც კი გააყალბა, რასაც პოლიტიკური კრიზისი მოყვა, ელჩმა ეს ყველაფერი იცოდა, თუმცა მინიმუმ ერთი თვე მალავდა ამ სკანდალურ ფაქტს და ისე მართავდა მოლაპარაკებებს ხელისუფლებასა და მის მიერ კონტროლირებულ ოპოზიციას შორის, რომ ამ ფაქტზე სიტყვა არ დასცდენია.
ამის შემდეგ იყო რუსეთ-უკრაინის ომი და ჩვენს სამშობლოში მეორე ფრონტის გახსნის საკითხი, სადაც, როგორც ჩემთვის ცნობილია, ერთ-ერთ საკვანძო როლს სწორედ კელი დეგნანი ასრულებდა. მხოლოდ იმ სკანდალური ფაქტის ანალიზი, როდესაც მან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა მოითხოვა და პოლიტიკიდან გასულ ადამიანთან 3 საათის განმავლობაში დაჟინებით ითხოვდა პოლიტიკაში შემოსვლას და ანტიქართული ნაბიჯების გადადგმას, საკმარისია შესაბამისი დასკვნების გამოსატანად. ყველა კარგად ვხვდებით, რომ კელი დეგნანი ასრულებდა იმ დავალებას, რასაც დიფ სთეითისგან პირდაპირი ხაზით იღებდა, მაგრამ ცხადია, ეს გარემოება არ ამართლებს „დიპლომატის“ გაცხოველებულ მცდელობას, რომ როგორმე საქართველოს არჩეული ხელისუფლება დაეყოლიებინა „რუსეთისათვის პრობლემების შექმნაზე“. ამ ქალბატონის კიდევ ერთი, არანაკლებ სკანდალური ამბავი ბაკურიანის ცნობილ ტრენინგსაც უკავშირდება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ აშშ – ს საელჩოს ხაზით საქართველოში პიტერ აკერმანი ჩამოიყვანეს. ეს ადამიანი ცნობილია, როგორც სხვადასხვა ქვეყნებში რევოლუციების და გადატრიალებების მოწყობის სპეციალისტი. აკერმანმა სწორედ საელჩოს და ელჩი დეგნანის დავალებით და ორგანიზებით ბაკურიანში საიდუმლო ტრენინგი ჩაუტარა ასევე აშშ-დან დაფინანსებულ NGO ორგანიზაციებს, შეხვედრის შემდეგ გამართულ ვახშამს კი თავად დეგნანიც ესწრებოდა. თუმცა, ამ სკანდალური ტრენინგის შემდეგ რევოლუციის ცნობილი სპეციალისტი მალევე გარდაიცვალა, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ, ვინ მოსთვლის, მერამდენე გადატრიალება აიცილა თავიდან.
ჩამოთვლილი მაგალითების გარდა, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის ელჩების ანტიქართული ქმედებები უამრავია და ყველაფერი ზედაპირზე დევს. კელი დეგნანზე არანაკლებ სახიფათო საქმიანობას ეწევიან ევროკავშირის, ბალტიისპირეთის, პოლონეთისა და სკანდინავიისა საელჩოები, თუმცა სამწუხაროდ, აქამდე არც ერთ მათგანს არანაირი პასუხისმგებლობა არ დაკისრებია ზღვარგადასული და კომპეტენციის ფარგლებიდან შორს გასული ქმედებების გამო. მართალია, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ხშირად, დიპლომატიურად და ფრთხილად მიუთითებს ანტიქართული ქმედებებით ცნობილ დიპლომატებს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდნენ მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, მაგრამ ცხადია, ეს მოწოდებები არაფრისმომცემია“-ვკითხულობთ წერილში.

ხელისუფლება უნდა გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას – ზაზა შათირიშვილი

სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა გასცდეს რიტორიკის ფარგლებს და ქმედითი ნაბიჯები გადადგას საქართველოში აკრედიტირებული „დიპლომატიური კორპუსის“ რევოლუციური და ანტიქართული ქმედებების ასალაგმად, რადგან წარმოუდგენელია, ამ ქვეყანამ მუდმივ რყევებსა და ჯანჯღარში იცხოვროს ,- აღნიშნულია ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გავრცელებულ წერილში.

შათირიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით და ეს კვოტა უნდა იყოს ლოგიკის ფარგლებში.

ზაზა შათირიშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა დაავალდებულოს საელჩოები, იმოქმედონ დიპლომატიის მკაფიოდ გაწერილი უფლებამოსილების შესაბამისად და აუკრძალოს მათ ყველანაირი მიღმა საქმიანობა.

„გასაგებია, რომ დღეს მთავრობა წარმატებით ართმევს თავს ყველანაირ უცხოურ ზეწოლას, თუმცა ქვეყნის საბოლოოდ დამშვიდებისთვის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფერო უნდა დაუბრუნდეს საკუთარ საქმიანობას და განიარაღდეს იმ მანკიერი ბერკეტებისგან, რაც საქართველოს მუდმივ ტურბულენციაში ამყოფებს. ხელისუფლებამ უნდა დაადგინოს კონკრეტული რიცხობრივი კვოტა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებში დასაქმებულ ადამიანებთან დაკავშირებით. ეს კვოტა უნდა იყოს ლოგიკის ფარგლებში, რამეთუ ყველა კარგად ვხვდებით, რომ დიპლომატიური საქმიანობის განხორციელებას 350 ადამიანი არ სჭირდება.

საელჩოებში მომუშავე პირთა ლოგიკურ რაოდენობამდე დაყვანა ავტომატურად გამოიწვევს, დიპლომატიურმა სამსახურებმა ჩაიხსნან ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არა მათი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, არამედ სპეცსამსახურის თანამშრომლები არიან. ასევე მიმაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა დაავალდებულოს საელჩოები, იმოქმედონ დიპლომატიის მკაფიოდ გაწერილი უფლებამოსილების შესაბამისად და აუკრძალოს მათ ყველანაირი მიღმა საქმიანობა, ფონდებისა და NGO – ების დაფინანსება, გაურკვეველი ტრენინგებისა და აქტივობების ჩატარება, რაც პირდაპირ ანტიქართული საქმეა. დარწმუნებული ვარ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხელ და სამუდამოდ დააბრუნებს ელჩებს და საელჩოებს მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში“, – წერს ზაზა შათირიშვილი.

რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავიდა- მედია

რუსეთის დელეგაცია უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სტამბოლში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები, სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე (თბილისის დროით 11:00) დოლმაბაჰჩეს სასახლეში დაიწყება.

შეგახსენებთ, კრემლმა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობის სია გამოაქვეყნა, რომელშიც ვლადიმერ პუტინი არ არის.

რუსეთის დელეგაციას ვლადიმერ პუტინის თანაშემწე, ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. დელეგაციაში ასევე შედიან: მიხაილ გალიზინი (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე), იგორ კოსტიუკოვი (რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი) და ალექსანდრ ფომინი (რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე).

ასევე, გუშინ CNN-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სტამბოლში ჩასვლას არ გეგმავს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უკვე თურქეთში იმყოფება და ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.

სტამბოლში დაგეგმილი მოლაპარაკებებისთვის უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველი დიპლომატიურ საკითხებში იგორ ჟოვკვა.

პროფესიულ დღეს გილოცავთ თითოეულ მოსამართლეს, ვინც მართლმსაჯულების სამსახურში დგახართ – ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოსამართლეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. მთავრობის მეთაური სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე წარმოუდგენელია.

„განსაკუთრებული პატივისცემით გილოცავთ პროფესიულ დღეს თითოეულ მოსამართლეს, ვინც მართლმსაჯულების სამსახურში დგახართ და უზრუნველყოფთ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას. სამართლიანობა და კანონის უზენაესობა ჩვენი საზოგადოების ქვაკუთხედია; სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება წარმოუდგენელია ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების გარეშე. ჩვენმა ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასამართლოს გაძლიერების მიმართულებით. გაიზარდა სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, ამაღლდა მართლმსაჯულების ხარისხი. შედეგად, დღევანდელი სასამართლო სისტემა რადიკალურად განსხვავდება იმ ვითარებისგან, რაც წინა რეჟიმის დროს არსებობდა; მოქალაქეებისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლება რეალურად ხელმისაწვდომ სიკეთედ იქცა. ეს პროგრესი, სისტემურ რეფორმებთან ერთად, თითოეული პრინციპული, სამართლიანი, მაღალკვალიფიციური და დამოუკიდებელი მოსამართლის დამსახურებაა, რომლებიც ყოველდღიურად იღებენ გადაწყვეტილებებს ზეწოლისგან თავისუფალ გარემოში. სწორედ მოსამართლეა სასამართლოს დამოუკიდებლობის მთავარი ღერძი, ის საყრდენი, რომელზეც მართლმსაჯულების სისტემა დგას. თქვენი ყოველდღიური საქმიანობა, თითოეული სამართლიანი გადაწყვეტილება ქმნის იმ ნდობას, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობისთვის. მჯერა, თქვენი ძალისხმევით ჩვენი სასამართლო სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდება. მადლობას გიხდით პროფესიონალიზმისა და პატრიოტიზმისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საპასუხისმგებლო საქმიანობაში”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

როგორი ამინდი იქნება 15 მაისს საქართველოში

15 მაისს ქუთაისში დღისით +17 და ღამით +12 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +16, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +15 იქნება დღისით, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს, დღისით +17 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება.

ომალოში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +9, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.

რამდენიმე წუთის წინ მაშველებმა მტკვარში ორი ცხედარი და ავტომობილი იპოვეს

მდინარე მტკვარში მაშველებმა, ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში, ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს.

აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

ასევე, კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

მაშველებმა ავტომობილი დღეს დილით, მტკვრის კალაპოტში წყლის დონის ხელოვნური შემცირების შედეგად იპოვეს.

ინფორმაციისთვის, 14 მაისს, გამთენიას, მტკვარში გადავარდა ავტომობილი, რომელშიც 4 მგზავრი იმყოფებოდა, 1 პირი მაშველებმა შემთხვევიდან მალევე ამოიყვანეს.

პოლიციამ, ასევე 23 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელსაც მომხდარ ავარიაში ადანაშაულებენ.