Home Blog Page 2

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე უცხოელი ელჩები დაპატიჟებულები არ არიან – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე ელჩები დაპატიჟებულები არ არიან.

მისი თქმით, ინაუგურაციაზე უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მოწვევა განსაზღვრული არც ჰქონდა.

„ელჩები დაპატიჟებულები არ არიან… მე არც მქონდა განსაზღვრული, რომ მოგვეწვია უცხო ქვეყნის წარმომადგენლები ამ ინაუგურაციაზე. ამავე დროს, რა თქმა უნდა, დარბაზსაც აქვს გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ეს არის მთავარი განმაპირობებელი. მთავარი არის ის, რომ ეს არის ოფიციალური ცერემონია, რომელსაც მნიშვნელოვანია, თავად საარჩევნო კოლეგიის წევრები დაესწრონ და ასევე კონსტიტუციური ორგანოები სრულად იყვნენ წარმოდგენილი,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში 29 დეკემბერს გაიმართება.

არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც თავისი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლია – სალომე ზურაბიშვილი

პროტესტი საქართველოში: არც თუ ისე ბევრი ქვეყანაა, რომლებსაც თავიანთი ევროპული მომავლისთვის ყველა ეროვნული უმცირესობის ერთ მარშში გაერთიანება შეუძლიათ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„საპროტესტო აქციები ერთთვიან ნიშნულს უახლოვდება, მოქალაქეები მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვენ, – აცხადებს პრეზიდენტი.

შეგახსენებთ, დღეს თბილისში ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი მოქალაქეები საპროტესტო მარშს გეგმავენ.

სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ – შალვა პაპუაშვილი

არ ვიცი საზოგადოებას ექნება თუ არა შესაძლებლობა პირველად ნახოს ჩვენს ისტორიაში რეალიზებული ხატოვანი გამოთქმა, რომ ვიღაცა სკამს ჩაებღაუჭა. თუ ვნახავთ პირდაპირი გაგებით იმას, რომ ქალბატონი სალომე ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას გარდა დაცინვისა, ქართული საზოგადოებისგან არაფერი მოყვება, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი გამოეხმაურა ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს წინ რადიკალები და ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან.

„სალომე ზურაბიშვილი და რადიკალური ოპოზიცია საუბრობს, საქართველოს ქარავანი კი მიდის წინ. საკუთარი თავის გართობისთვის თუ უნდათ რომ დააკავონ, ეს მათი ნებაა, მაგრამ ამას რაიმე რელევანტურობა ქართული საზოგადოებისთვის არ აქვს. ეს არის ნაწილი ექსტრემიზმის შემოტანისა ქართულ საზოგადოებაში, რასაც ჩვენ ჭარბად ვხედავთ. ეს არის მართული პროცესი გარედან, ვნახეთ პარლამენტის წინ მდგომი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციას მოუწოდებდნენ, რომ მაიდანის სცენარზე გადართულიყვნენ. შეგახსენებთ შვედეთის ხელისუფლების წარმომადგენელს, პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, რომელსაც მაშინ არ მოეწონა მშვიდი ვითარება რომ იყო და პირდაპირ შეგვახსენა, რომ მაიდანის სცენარის გათამაშება იქნებოდა კარგი და ვნახეთ შემდეგ როგორ გადაეწყვნენ მაიდანის სცენარზე, როგორ დაასაწყობეს მაშხალები, ჩამოასხეს მოლოტოვის კოქტეილი და როგორ ძალადობდნენ პოლიციელებზე და თავს ესხმოდნენ პარლამენტის შენობას. ასე რომ ეს არის ნაწილი იმ შეუმდგარი მაიდანისა, რომელსაც დიდი ხანია ცდილობდნენ რომ საქართველოში განეხორციელებინათ, მაგრამ ამ ყველაფერში ვერ ითვალისწინებენ საქართველოს საზოგადოებას და მის დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ და მის დამოკიდებულებას იმ ხალხის მიმართ, ვინც ცდილობს ჩვენი ქვეყანა აქრიონ. ამიტომ ყოველ ჯერზე მარცხდებოდნენ ჩვენი შიდა და გარე არაკეთილმოსურნეები ქართულ საზოგადოებასთან და ამ ჯერზეც ისინი მარცხდებიან. ეს უკვე სასაცილო თემად არის ქცეული; არ ვიცი საზოგადოებას ექნება თუ არა შესაძლებლობა პირველად ნახონ ჩვენს ისტორიაში რეალიზებული ხატოვანი გამოთქმა, რომ ვიღაცა სკამს ჩაებღაუჭა. თუ ვნახავთ პირდაპირი გაგებით იმას, რომ ქალბატონი სალომე ჩაებღაუჭება თავის სავარძელს, ამას გარდა დაცინვისა, ქართული საზოგადოებისგან არაფერი მოყვება, მაგრამ არ მგონია ამ ნაბიჯზე წავიდეს ქალბატონი სალომე. ყველა ხვდება, რომ ქართულ საზოგადოებას და სახელმწიფოს წინ რადიკალები და ექსტრემისტები ვერ დაუდგებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირია დაკავებული

საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტში 2022 წლიდან მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში, ცალკეულ პირთა დანაშაულებრივ საქმიანობის ფაქტზე პროკურატურის მიერ, სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა დანაშაულში მონაწილე პირთა კუთვნილი რამდენიმე მილიონი ლარი, ასევე დაყადაღდა მათ საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული უძრავი ქონებები.

„დაკავებულებმა ისარგებლეს შექმნილი სიტუაციით და 2021-2022 წლების პერიოდში, დანაშაულის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომლის კუთვნილი აქტივებიც ამოიღო და დააყადაღა პროკურატურამ, სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირების სახელით, დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობისა და პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაში მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების ცრუ დაპირებით, ეტაპობრივად, მოტყუებით გამოართვეს 2 460 000 აშშ დოლარი, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ურთიერთშორის გაინაწილეს.

შემდგომში კი, ფულის გათეთრების მიზნით, მოტყუებით დაუფლებული თანხების დანაწევრებით და მათი უკანონო წარმომავლობის შენიღბვით, დაკავებულებმა თავის, ოჯახის წევრების და ნათესავების სახელზე შეიძინეს ძვირადღირებული უძრავ-მოძრავი ქონებები, რა გზითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელეს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაყადაღებული იქნა ბრალდებულების დანაშაულებრივი შემოსავლით შეძენილი ძვირადღირებული ქონებები და საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი – 11.6% მოიხმარს – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას ინფორმაციით, ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი – 11.6% მოიხმარს.

უფრო კონკრეტულად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ჩატარებული კვლევის GYTS (თამბაქოს გლობალური კვლევა ახალგაზრდებში) თანახმად, სიგარეტს ამჟამად ეწევა მოსწავლეთა 5.2%, უკვამლო/არა-მოსაწევ თამბაქოს კი ამჟამად მოიხმარს მოსწავლეთა 4.2%.

როგორც ლელა სტურუამ NCDC-ს მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებზე საუბრისას განმარტა, სტატისტიკის თანახმად, 16 წლის ასაკის ბავშვები ელექტრონული სიგარეტის შემდეგ ჩვეულებრივ თამბაქოს მოიხმარენ.

„2024 წლის კვლევის თანახმად, 16 წლის ასაკის ბავშვები ყველაზე მეტად მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, შემდეგ კი მოდის ტრადიციული თამბაქო და გასახურებელი თამბაქო. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად უფრო მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, შემდეგ კი ჩვეულებრივ თამბაქოს“,- აღნიშნა ლელა სტურუამ.

ამავე კვლევის თანახმად, მოსწავლეთა 35.7% თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება სახლში, მოსწავლეთა 36.6% თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება დახურულ საზოგადოებრივ შენობებში.

რაც შეეხება წვდომასა და ხელმისაწვდომობას, კვლევაში აღნიშნულია, რომ მოსწავლეთა 54.0%-მა, რომლებიც ამჟამად ეწევიან სიგარეტს, სიგარეტი შეიძინეს მაღაზიაში, სუპერმარკეტში, ქუჩის მოვაჭრესთან ან ჯიხურში.

მოსწავლეთა შორის, რომლებიც ამჟამად ეწევიან სიგარეტს და ცდილობდნენ სიგარეტის შეძენას, 67.9%-მა, მიუხედავად ასაკისა, შეძლო შეძენა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.

ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად – კარლ ბილდტი

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყანაში 29 დეკემბრის შემდეგ, როდესაც საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია იგეგმება, სიტუაცია პიკს მიაღწევს.

„მასიური საპროტესტო აქციები თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში გრძელდება. სიტუაცია 29 დეკემბრის შემდეგ პიკს მიაღწევს. შემდეგ ევროკავშირმა და სხვებმა ასევე უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად“, – წერს ბილდტი.

აზერბაიჯანში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული – ქვეყანა ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს გლოვობს

J

აზერბაიჯანი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. პრეზიდენტ ალიევის განკარგულებით, ქვეყანაში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული.

„აზერბაიჯანის ავიახაზების“ კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან ჩამოვარდა. კატასტროფისას თვითმფრინავის ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. მათგან მხოლოდ 29 გადარჩა.

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

თავში უამრავი ფიქრი გიტრიალებთ, რაც მუშაობაში ხელს გიშლით. მოვლენების დრამატიზება საჭირო არ არის. დღის ბოლომდე ყველაფერი შეიცვლება. შუადღის შემდეგ თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ და შეიძლება ისეთი საქმეც კი გამოგივიდეთ, რომელსაც დიდი ხანია, უშედეგოდ ცდილობთ. საღამო ხელსაყრელი დროა მეგობრული შეკრებისა და გართობისთვის.

კურო

ამ დღეებში თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან და ეცადეთ, მიმდინარე საქმეები ახალ წლამდე დაასრულოთ. ეს შეიძლება, ცოტა მოსაწყენი იყოს, სამაგიეროდ, უსიამოვნო სიურპრიზებისგან დაცული იქნებით. მშვენიერი დღეა რომანტიკული ურთიერთობისთვის.

ტყუპები

დაბნეული ხართ და ვერ ხვდებით, რა გააკეთოთ და რომელი მიმართულებით იმოძრაოთ, მაგრამ უმჯობესია თამამ იდეებზე უარი თქვათ. აკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით. კრიტიკას ყურადღება არ უნდა მიაქციოთ. ვიღაც ცდილობს, რომ ამ გზით წონასწორობა დაგირღვიოთ და განწყობა გაგიფუჭოთ და ნუ დაუშვებთ, რომ მიზანს მიაღწიოს.

კირჩხიბი

აკეთეთ ის, რასაც სიხარული მოაქვს. თქვენი გულწრფელობა, კეთილგანწყობა და თანაგრძნობის უნარი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. გამორიცხული არ არის კოლეგასთან ფლირტი, თუმცა მისი გაგრძელება მხოლოდ თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარი შესაფერისი დროა სახლის საახალწლოდ მოსართავად.

ლომი

შეიძლება, ოჯახის ზოგმა წევრმა თქვენი გეგმები დროისა და ფულის ტყუილ ფლანგვად მიიჩნიოს. კრიტიკა არ გადარდებთ, რადგან თავდაჯერებული ხართ. ბოლოს და ბოლოს, იპოვით სიტყვებს, რომ ყველას აუხსნათ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს საქმე თქვენთვის. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები. მოემზადეთ დაპირისპირებისთვის. გახსოვდეთ, რომ ერთმანეთისთვის გამუდმებით რაღაცის დამალვა და თუნდაც უმნიშვნელო ტყუილი ნდობას ნელ-ნელა საძირკველს უთხრის.

ქალწული

გირჩევთ, ყველა შეთავაზება ყურადღებით შეისწავლოთ და განსაკუთრებული ყურადღება წვრილმანებს მიაქციოთ. მარტოხელა ქალწულებს ვნებიანი და დაუვიწყარი შეხვედრა ელით. შესანიშნავი დღეა როგორც მიმდინარე ურთიერთობების გასაძლიერებლად, ასევე ახალი ურთიერთობის დასაწყებად. საახალწლო საჩუქრების შესარჩევად მშვენიერი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ საღამოს მაღაზიებში გაისეირნოთ.

სასწორი

ამ დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა პრობლემა თავისით მოგვარდება. ყურადღება მიაქციეთ ინტუიციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე პირად ურთიერთობებს ეხება. ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ, ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ. ნელა, თქვენთვის მოსახერხებელი ტემპით იმუშავეთ და ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.

მორიელი

ეს დღე წარმატებული და ნაყოფიერი იქნება ცხოვრების ისეთ სფეროებში, როგორიცაა პროფესიული საქმიანობა, ფინანსები, პირადი ცხოვრება და ჯანმრთელობა. მოემზადეთ პოზიტიური ცვლილებებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ წარმატება რთული მისაღწევია, იღბალი თქვენს მხარესაა. ეცადეთ, უფრო კომუნიკაბელური იყოთ – ეს საჭირო ადამიანებთან ურთიერთობის დამყარებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს რისკმა შეიძლება გაამართლოს, რადგან იღბალი თქვენს მხარეზეა. თავდაჯერებული და ენერგიული ხართ და ცდილობთ, ახალ წლამდე ყველა დაწყებული საქმის დასრულება მოასწროთ. ურთიერთობა, რომელიც გზღუდავთ ძნელი ასატანია, თუმცა პარტნიორის ნდობას და პატიოსნებას მაინც დააფასებთ. გირჩევთ, ამ დღეს მიღებულ ინფორმაციას კრიტიკული თვალით შეხედოთ და რამდენჯერმე გადაამოწმოთ.

თხის რქა

გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა თქვენ წინაშე ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. საკუთარი შრომით ისეთ სიამოვნებას იღებთ, რომ წვრილმანი პრობლემები არ გაშინებთ. კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას უხეშობას ერიდეთ. ყოველი სიტყვა კარგად აწონეთ, რომ საყვარელი ადამიანები არ გაანაწყენოთ.

მერწყული

ერთი შეხედვით, ყველასთან მეგობრული და დამთმობი ხართ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში საკუთარ პოზიციას მტკიცედ დაიცავთ და უსამართლობას და ღალატს არავის აპატიებთ. გამორიცხული არ არის, რომ ადამიანთან, რომელსაც მეგობრად თვლიდით, სასიყვარულო ურთიერთობა გააბათ. ნუ ინერვიულებთ, თუ გარშემო მყოფთა იმედები ვერ გაამართლეთ, რადგან ყველაფერს სწორად აკეთებთ. მთავარია, საკუთარ გზას გაჰყვეთ და სხვის ცხოვრებაში არ ჩაერიოთ.

თევზები

როგორც წყლის ნიშანი, სხვების ემოციები შესანიშნავად გესმით და შეგიძლიათ, ეს ფაქტორი ურთიერთობების დასამყარებლად გამოიყენოთ. პროფესიულ საქმიანობასა და ფინანსურ სფეროში წარმატება გელით, თუმცა დამატებითი ხარჯებიც მოსალოდნელია. ხელსაყრელი დღეა სწავლისა და თვითგანვითარებისთვის. თუ თქვენთვის მტკივნეულ პრობლემებზე ვინმესთან ლაპარაკი გსურთ, ეცადეთ, ისეთი თანამოსაუბრე მოძებნოთ, რომელიც თქვენს საიდუმლოს არ გაამხელს.

„სასაცილო იქნება, თუ ფიქრობს, რომ მისი ლეგიტიმაცია გამომდინარეობს იმ შენობიდან, რომელშიც არის“- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მას სჯერა, რომ 29 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი დატოვებს ორბელიანების სასახლეს და მის ადგილს ახალი პრეზიდენტი დაიკავებს.

როგორც პაპუაშვილმა გადაცემა “ღამის კურიერში” საუბრის დროს განაცხადა, სამართლებრივი სახელმწიფო იმას გულისხმობს, რომ არის წესები, კანონები და ამას ყველა უნდა აცნობიერებდეს.

“მთავარი პრობლემა არის პოლიტიკური შეგნება, რომელიც ამ პოლიტიკურ ბანაკს აქვს, რომლის ნაწილიც არის ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. ეს “ნაციონალური მოძრაობის” ტიპური მიდგომებია. ასე იყო სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა ქალამნად, ეს არის მათი დამოკიდებულება სახელმწიფოს, კონსტიტუციის, ხალხის მიმართ.

გამოდიან და ამომრჩეველს პირდაპირ ეუბნებიან – თქვენ არავინ არ ხართ. ეს არიოს ავტორიტარიზმის მიდრეკილებები, მათთვის ხალხი არაფერი არ არის, მთავარია მათი გემოვნება და თვით აღქმა, რომ ისინი უნდა იყვნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში და აქედან ვერ გამოდიან ბოლო 12 წელია. იქამდე 9 წელი იყვნენ და შეირგეს, მანამდეც იყო “ნაციონალური მოძრაობის” ეს ბირთვის ხელისუფლებაში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს.

რაც შეეხება შენობას, არ მგონია, ასეთ ნაბიჯზე წავიდეს ქალბატონი სალომე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამოდის, რომ ის ამით თავის მუდმივ პრეზიდენტობას არა სამართლებრივი ლეგიტიმაციას, არამედ შენობით ლეგიტიმაციას უკავშირებს და ეს უკვე სასაცილო იქნება, თუ ფიქრობს, რომ მისი ლეგიტიმაცია გამომდინარეობს იმ შენობიდან, რომელშიც არის.

სამართლებრივი სახელმწიფო იმას გულისხმობს, რომ არის წესები, კანონები და ყველა უნდა აცნობიერებდეს ამას, მაგრამ, რა თქმა უნდა, არავის არ აქვს ასეთი ნაბიჯების გადადგმის სურვილი. არ მგონია, რომ თავის მხრივ, ასეთ ნაბიჯზე წავიდეს ქალბატონი სალომე, ან თუნდაც მისი ადმინისტრაცია.

მეორე საკითხია პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ერთი არის პოლიტიკოსის ქმედებები, მისი რადიკალიზმი და ექსტრემიზმიც კი, რასაც ვხედავთ იმ პოლიტიკურ ბანაკში და მეორე არის, რომ გაწირო შენი ადმინისტრაციის თანამშრომლები ასეთი ქმედებისთვის.

მყარად ვფიქრობ, რომ 19 დეკემბერს მაშინ, როდესაც შედგება ინაუგურაცია და ახალი პრეზიდენტი შევა უფლებამოსილებაში, ის შესაბამისად დაიკავებს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, როგორც ეს ჩვენი კანონით, კონსტიტუციით და რაც მთავარია, ხალხის ნებით არის დადგენილი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

“არ დაგვავიწყდეს, რომ 26 ოქტომბერს ჩატარდა არჩევნები, რომელშიც 2 მილიონზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, სადაც 1 120 000-მა ამომრჩეველმა ხმა მისცა “ქართულ ოცნებას” და ამით მისცა ქვეყნის მართვის მანდატი. არ დაგვავიწყდეს ეს და ყოველ ჯერზე, როდესაც ეს ადამიანები ისაუბრებენ იმაზე, თუ რა პოლიტიკური გეგმები აქვთ სახელმწიფოსთან მიმართებით, არ დაავიწყდეთ თითოეული ეს ამომრჩეველი. მათ შორის, ოპოზიციური ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა თავის რჩეულ პარტიებს, იმისთვის, რომ მათ პარლამენტში წარმოადგინონ ისინი. ასე, რომ ნურავინ ნუ ეცდება თვალი აარიდოს მილიონ ასოცი ათასს საქართველოს მოქალაქეს.

არც ჩვენ, “ქართული ოცნება,” როგორც პარტია და არც ჩვენი ამომრჩეველი არ აპირებს, რომ ამომრჩევლების ხმები ვინმეს დაუთმოს. ამაზე უნდა იფიქროს ყველამ, ვინც კი ახლა რაღაც აბსურდულ გეგმებს აწესებს.- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ

როგორი ამინდი იქნება 29 დეკემბრამდე – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

გარემოს ეროვნული სააგენტო, 26-28 დეკემბერს, საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზს აქვეყნებს.

„26 – 27დეკემბერს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია მცირე ნალექი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7,+9 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე დაიწევს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია წვიმა, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსამდე დაიწევს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსამდე დაიწევს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +3 გრადუსამდე დაიწევს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიწევს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლჭყაპი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსამდე დაიწევს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +4 გრადუსამდე დაიწევს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 26 – 27 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +6 გრადუსი დაფიქსირდება. ხოლო 28 დეკემბერს მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 0, +2 გრადუსამდე დაიწევს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თითქმის 5 მილიონი დოლარი დახარჯა უკრაინელ „ინფლუენსებზე“ – რესპუბლიკელი სენატორი, რენდ პოლი

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თითქმის 5 მილიონი დოლარი დახარჯა უკრაინელ „ინფლუენსებზე,” – ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა განაცხადა.

რენდ პოლი ფაქტს აშშ-ის მთავრობის მიერ 2024 წელს გაღებულ „ერთ-ერთი ყველაზე აბსურდულ ხარჯად“ მოიხსენიებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელმა გადასახადის გადამხდელებმა კიევს უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან 174 მილიარდი დოლარის ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება გაუწიეს, ვიღაც სახელმწიფოში ფიქრობდა, რომ ბრწყინვალე იდეა იყო დამატებითი 4.8 მილიონი დოლარის გადაყრა “უკრაინის საზოგადოებრივ საქმეთა – გავლენის შტაბისთვის“, – აღნიშნა მან. 

,,პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა მასშტაბური იქნება”- ნიკა გვარამია

პრეზიდენტის მიმართ მხარდაჭერა მასშტაბური იქნება, ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ, ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, როგორ წავა ეს ყველაფერი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ნიკა გვარამიას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ანა დოლიძის განცხადებაზე: „პრეზიდენტს შევთავაზეთ ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ, მის გვერდით დგომა, აქ ყოფნა და სასახლიდან არგასვლა“.

„ანა დოლიძემ გაახმოვანა. ჩემი პერსონალური აზრია, რომ პრეზიდენტის მიმართ ეს მხარდაჭერა ძალიან მასშტაბური იქნება. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული. მისი გადასაწყვეტია, როგორ წავა ეს ყველაფერი. ანას წინადადება იყო და მხარს ვუჭერ სრულიად იმას, რაც ანამ თქვა. რაც შეეხება იმას, რა მოხდება 29-მდე, სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება გარკვეული შეთანხმებები, რას ვგულისხმობთ დემოკრატიულ არჩევნებში და რა არის ის პირობები, რომელიც არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხედება, რადგან არჩევნების შედეგი იყოს ლეგიტიმური და არა გადმოგდებული ხაფანგი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, რომელშიც ჩვენ გავებმევით. ეს ვერ მოხდება და ამაზე ლიდერობასაც საქართველოში პრეზიდენტი აიღებს.

ის, რომ სალომე ზურაბიშვილი იბრძოლებს ბოლომდე, ამაში დღეს არ დავრწმუნებულვარ, ეს გაირკვა მანამდეც, მაგრამ, პირველ რიგში, ჩემთვის მისი ნიშანდობლივი გამოსვლა იყო და ვიტყოდი ისტორიული ტექსტიც, როცა საქართველოს ისტორიაში პირველად პრეზიდენტმა შეაფასა არჩევნები როგორც არალეგიტიმური და „არჩეული“ პარლამენტი როგორც არალეგიტიმური. ამის შემდეგ სრულიად გადასგები გახდა ყველაფერი. მაგრამ ჩვენ აქ არ ვართ „ქართული ოცნება“, ჩვენ აქ ვმსჯელობთ. წინადადებები, რომელიც კოლეგებისგან ისმის, არის იმიტომ, რომ ჩვენ აქ არ დავდივართ რაღაც ამბების მოსაყოლად ან ინსტრუქციების მისაღებად. ჩვენ მოვდივართ, რათა ვიმსჯელოთ მარტივი მიზეზის გამო, ამ ქვეყანაში ლეგიტიმური ჩარჩო პოლიტიკური მსჯელობებისთვის ამ შენობის გარდა აღარ არსებობს

ამასთან, საბჭო, რომელიც პოლიტიკოსებისგან იქნება დაკომპლექტებული და სავარაუდოდ, პრეზიდენტი ასევე შექმნის საზოგადოებრივ საბჭოს, მაგრამ ეს ამ წუთში ჩვენი განსახილველი არ არის, მისი საქმეა. ეს საბჭო იქნება ამ ავანგარდში ასეთი ტიპის გადაწყვეტილებების მიღების. თავისთავად ცხადია, რომ ჩვენ ამაზე მუშაობა ისედაც დაწყებული გვქონდა, ისევე როგორც პრეზიდენტს და ამასთან დაკავშირებით შეთანხმებები შედგება. გარკვეულწილად წარმოდგენები ამ საბჭოს სადამფუძნებლო დოკუმენტზე უკვე შეიქმნა დღეს, გარკვეული დრაფტი უკვე არსებობს, თუმცა ბუნებრივია, პრეზიდენტმა ეს უნდა გაიაროს და ამის შემდეგ დავიწყებთ ფუნქციონირებას“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.