Home Blog Page 1997

“ჩინეთი არის საქართველოს მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი” – ჩინეთის ელჩი

საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია.

ჩინეთის ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე.

„საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობებზე საუბრისას, მინდა, ვთქვა, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი და ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი. ეს არის მცირე პროექტი, რომელიც საელჩომ განახორციელა. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი ძალისხმევა ჩავდოთ პირობების გასაუმჯობესებლად. ჩვენ ასევე ვცდილობთ ჩვენი წვლილის შეტანას საქართველოს განვითარებაში და ახლა გვსურს პროექტების განხორციელება იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გორში“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

“ჩემს ფუნქციად ვხედავ მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნას” – მიხეილ სააკაშვილი

ჩემს ფუნქციად ვხედავ მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნას და ვისთანაც ამ ეტაპზე გაერთიანება ვერ ხერხდება, მათთან მოგვიანებით მისასვლელი გზის დატოვებას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება.

„ახლა, „ვარდების რევოლუციის“ 20 წლის თავზე და უკრაინის „მაიდანის“ დაწყებიდან 10 წლის თავზე, მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თუ საიდან იწყება ჩვენი მოძრაობა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ზურაბ ჟვანიას ჯგუფიდან გამოყოფის შედეგად წარმოიშვა და ახალ მოძრაობას ვყავდით სამი თანათავმჯდომარე: ლევან ბერძენიშვილი, რეზო შავიშვილი და მე.

ჟვანიამ შექმნა ალიანსი ბურჯანაძესთან. „ბურჯანაძე-დემოკრატებში“ ბევრი ჩემი პირადი მეგობარი აღმოჩნდა: თვითონ ზურაბი, გია ბარამიძე და უამრავი სხვა, ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ ჩვენ გვქონოდა მწვავე კონკურენცია საპარლამენტო არჩევნების კამპანიის, განსაკუთრებით, საწყის ეტაპზე, თუმცა მოგვიანებით შევწყვიტეთ ერთმანეთის კრიტიკა და „ბურჯანაძე-დემოკრატებმა“ რამდენჯერმე სოლიდარობაც გამოხატეს აჭარასა და ქვემო ქართლში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებზე.

უნდა ითქვას, რომ ოპოზიციური ტელევიზიებიც ბევრად უკეთ აშუქებდნენ მათ ვიდრე ჩვენ.

გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ჩვენ მთლიანად გავაერთიანეთ ძალები და „ვარდების რევოლუციაც“ ამის შედეგი იყო.

რევოლუციის შემდეგ, ჩვენ ერთად ჩამოვაყალიბეთ მთავრობა, რომლის ბირთვს წარმოადგენდა ჟვანიას გუნდი და არა „ენმ“. ზურაბ ჟვანიამ გააუქმა მისი პარტია და შეუერთდა „ნაციონალურ მოძრაობას“. უნდა ითქვას, რომ მისი პრემიერობის პერიოდი იყო ჩვენი ყველაზე ახლო მეგობრობის ხანაც და მისი სიკვდილი ჩემთვის უზარმაზარი დარტყმა აღმოჩნდა.

უკრაინაში მაიდანის დროსაც გაერთიანდნენ სრულიად სხვადასხვა ძალები, ერთ დროს სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაპირისპირებულები.

როდესაც მაიდანის დასაწყისში ჩავფრინდი, უკვე ყოფილი პრეზიდენტის რანგში, ერთ მაგიდაზე შემხვდნენ ლიდერები, რომლებიც ადრე ერთმანეთთან ფიზიკურ დაპირისპირებაში მყავდა ნანახი. მაშინ მივხვდი, რომ მაიდანი იმარჯვებდა.

რატომ ვყვები ამ ყველაფერს?

ახლაც ჩემს ფუნქციად ვხედავ მაქსიმალურად ფართო ერთობის შექმნას და ვისთანაც ამ ეტაპზე გაერთიანება ვერ ხერხდება, მათთან მოგვიანებით მისასვლელი გზის დატოვებას.

აი მაგალითად, ჩვენს გაერთიანებაში ახლა ერთ-ერთი ლიდერია გიორგი ვაშაძე. მე ზოგიერთი სულ მახსენებს მის კრიტიკულ გამონათქვამებს ჩემს მიმართ, მაგრამ მე პირადად უფრო მახსენდება მისი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბრწყინვალე ხელმძღვანელობა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრაქტიკულად, პირველ ტურში მოიგო. მე სულ მახსოვს მისი წვლილი ქართული იუსტიციის სახლების შექმნაში და უკრაინაში მის მიერ ქართული რეფორმების საუკეთესო კუთხით წარმოჩენაში.

ამიტომ მე მასთან ბევრად მეტი მაერთიანებს, ვიდრე მყოფს და კმაყოფილი ვარ, რომ გამარჯვების კოალიციაში ის თავის ძალიან ნიჭიერ გუნდთან ერთადაა წარმოდგენილი.

ჩვენ გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ ყველაზე მოულოდნელ ძალებთანაც. მას შემდეგ რაც მე გამოვაცხადე, რომ დადგა დრო კახა ბენდუქიძის დიდი ხნის იდეის განხორციელების – ეროვნული ბანკის გაუქმების და ეკონომიკის ევროზე გადაყვანის, აღმოჩნდა, რომ ამასვე დიდი ხანია ითხოვს იაგო ხვიჩიას „გირჩი“.

ასევე ჩვენი პოზიციები ამნისტიის საკითხზე ძირითადად ემთხვევა მათ აზრს.

არის თუ არა ეს საფუძველი ერთობის – რა თქმა უნდა, არის, ჩვენ ხომ იდეურ ერთობას ვეძებთ და არა საძმაკაცოს, ან კლანურ გაერთიანებას.

ამიტომ ჩემი რჩევაც და მოწოდებაც შემდეგია – ჩვენ არ მივისწრაფვით იმისკენ, რომ პოლიტიკოსებს უყვარდეთ ერთმანეთი, მათ უნდა აერთიანებდნენ საერთო იდეები და კონკრეტული სამიზნე – ოლიგარქია.

ზოგი გაერთიანება ახლავე მოხდება, ზოგს კი უნდა ახსოვდეს, რომ რაღაც ეტაპზე გაერთიანება გარდაუვალი იქნება.

საბოლოო ჯამში, ძალა ერთობაშია!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

“მთავარია, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს საარჩევნო ბარიერი” – თინა ბოკუჩავა

ვისაც ვისთან სურს თანამშრომლობა პოლიტიკურ კონტექსტში, ითანამშრომლოს, ჩვენთვის მთავარია ის, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს საარჩევნო ბარიერი, იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ჩვენი მოქალაქეების საარჩევნო ხმა არ დაიკარგოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განუცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ კარი ღიაა თანამშრომლობისთვის, რადგან გამარჯვების გზა არის კოალიციურ მთავრობაში

„იცით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს არ არის პრინციპული საკითხი, ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის ბარიერის საკითხი ელექტორალურად გადამწყვეტი არ არის, მაგრამ პოლიტიკური პლურალიზმისთვის, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია. ამიტომ იყო, მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი, რომელსაც მხარი დაუჭირა “ოცნებამაც”, მეტიც, კენჭიც უყარეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ბარიერს დაწევდა 2%-მდე, მაგრამ მერე გააჩერეს. გააჩერეს, იმიტომ, რომ ივანიშვილმა საარჩევნო არითმეტიკით გამოთვალა, რომ 5%-იანი ბარიერით უფრო დიდი შანსი აქვს ძალაუფლების შენარჩუნების. რა საარჩევნო ბარიერიც არ უნდა იყოს, ივანიშვილი ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ვისაც ვისთან სურს თანამშრომლობა პოლიტიკურ კონტექსტში, ითანამშრომლოს, ჩვენთვის მთავარია ის, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს საარჩევნო ბარიერი, იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ჩვენი მოქალაქეების საარჩევნო ხმა არ დაიკარგოს. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი.

ყველა კვლევითი ორგანიზაცია გვიჩვენებს, რომ ამ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავს ბევრი ოპოზიციური პარტია, ამიტომ მნიშვნელოვანია გაერთიანება. ვინ რა კონფიგურაციით გაერთიანდება, ვის ვისთან სურს საკუთარი საარჩევნო თუ პოლიტიკური ბედის დაკავშირება, ეს ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. მე შემიძლია ვთქვა, რომ მე წარმოვადგენ ყველაზე ძლიერ, მსხვილ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც შექმნა გამარჯვების კოალიცია და რომელიც აუცილებლად იქნება იმ დიდი გამარჯვების ნაწილი, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად უნდა მივაღწიოთ. ჩვენი კარი ღიაა თანამშრომლობისთვის, თუმცა ვინ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ეს მათი პრეროგატივაა. გამარჯვების გზა არის კოალიციურ მთავრობაში”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

“ამერიკული დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, წარმოებისა და სამუშაო ადგილების მეშვეობით, აშშ-ს უკან უბრუნდება” – ზელენსკი

ამერიკული დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, წარმოებისა და სამუშაო ადგილების მეშვეობით, აშშ-ს უკან უბრუნდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

Fox News-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი, წარმოებისა და სამუშაო ადგილების მეშვეობით, უკან აშშ-ში ბრუნდება.

„იმედი მაქვს, რომ კონგრესი დაგვეხმარება და ვიმედოვნებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რუსული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკრაინელი ხალხის გვერდით იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ იმ ამერიკელებს მიმართა, რომლებიც თვლიან, რომ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარება უკეთესი იქნება თუ ამერიკელებს მოხმარდება.

„როდესაც წარმოება უკრაინისთვის და უკრაინასთან ერთად ხდება, თქვენ ასევე ამერიკელებთან ერთად აწარმოებთ. ამიტომ, მისი უმეტესი ნაწილი თქვენს შტატებში მზადდება“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 ნოემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 23 ნოემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7122 ლარი ეღირება, ევრო – 2.9558 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3965 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.7037 ლარი ღირდა, ევრო – 2.9603 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3929 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 23 ნოემბერს ამოქმედდება.

აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს

7-8 მარტის აქციებზე დაზარალებულმა პოლიციელებმა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მხარდაჭერით, საქართველოს პრეზიდენტს ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებისგან თავის შეკავების თაობაზე განცხადებით მიმართეს. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიმართვის ავტორები არიან ის სამართალდამცველები, რომლებმაც 2023 წლის 7-8 მარტის აქციების მიმდინარეობისას, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, სხეულის სხვადასხვა მძიმე დაზიანება მიიღეს, მათ შორის ცეცხლის წაკიდებით.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა პრეზიდენტისთვის მიმართვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა სალომე ზურაბიშვილს მისი შეწყალების თხოვნით მიმართეს.

“დაზარალებული პოლიციელები მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტის მიერ მათზე თავდამსხმელი პირის შეწყალება საზოგადოებაში გააჩენს განცდას, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებზე თავდასხმა დაუსჯელი დარჩება.

სამართალდამცველები აღნიშნავენ, რომ შესაძლოა შეწყალება ეხებოდეს ლაზარე გრიგორიადისის მიერ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, თუმცა ისინი თვლიან, რომ ეს არ იქნება რიგითი შეწყალება მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, არამედ იქნება გზავნილი საზოგადოებისთვის, რომ სახელმწიფო პოლიტიკა პოლიციელზე თავდასხმის, ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ფაქტების მიმართ არის ლოიალური.

აღნიშნული ქმედება ეჭვქვეშ დააყენებს ასეთი კატეგორიის დანაშაულებთან ბრძოლის ეფექტიანობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეულ ძალისხმევას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მიმართვის ერთ-ერთ საფუძვლად ასახელებენ იმ გარემოებასაც, რომ 2019 წელს საქართველოს პრეზიდენტმა 22 წლის პოლიციელის თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირი შეიწყალა, რომელსაც სასამართლოს მიერ 12 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი და საპატიმრო დაწესებულება 5 წელიწადში დატოვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“ჩვენ გავედით ომების მიღმა, ეს არ არის ომი, ეს არის ტერორიზმი” – რომის პაპი

ჩვენ გავედით ომების მიღმა, ეს არ არის ომი, ეს არის ტერორიზმი, – ამის შესახებ რომის პაპმა ფრანცისკემ, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომზე საუბრისას განაცხადა.

კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელის თქმით, ის შეხვდა დელეგაციას ისრაელიდან, რომელთა ნათესავებიც მძევლად ჰყავთ ღაზის სექტორში და პალესტინელების დელეგაციას, რომლებსაც ნათესავები ჰყავთ ისრაელის ციხეში.

„ისინი ძალიან იტანჯებიან და გავიგე, როგორ იტანჯება ორივე მხარე. ეს არის ის, რასაც ომები აკეთებენ, მაგრამ აქ ჩვენ გავედით ომების ფარგლებს გარეთ. ეს არ არის ომი. ეს არის ტერორიზმი. გთხოვთ, მოდით, წავიდეთ წინ მშვიდობისთვის. ილოცეთ მშვიდობისთვის“, – განაცხადა რომის პაპმა.

“ლელოს“ რეალური ლიდერები პოლიტიკაში გასართობად არიან – საკუთარ გართობაში ფულს იხდიან” – იაგო ხვიჩია

ცხენზე ამხედრებული ოპოზიციონერის მანტიიდან ქვეყნის დაცვა მგონია საკმაოდ ვადაგასული ამბავია, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც „ლელოს“ ინიციატივას გამოეხმაურა.

„მგონია, „ლელო“ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვას არც უნდა, მაგათ უნდათ პოლიტიკიდან ღირსეული წასვლა და ამისთვის ემზადებიან. „ლელოს“ პოლიტიკოსები აკლია. ვინც არიან „ლელოს“ რეალური ლიდერები, ისინი პოლიტიკაში მგონია რომ გასართობად არიან, ბევრი ფული აქვთ და საკუთარ გართობაში ფულს იხდიან“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„ლელომ“ პარლამენტს რეზოლუციის პროექტი – „საქართველოს დაცვის აქტი“ წარუდგინა. აღნიშნული რეზოლუციის პროექტი ცხრა პუნქტისაგან შედგება, რაც „ლელოს“ განმარტებით, დაუყოვნებლივ შესასრულებელია იმისთვის, რათა საქართველო რუსეთისგან და მისგან მომდინარე საფრთხეებისგან იყოს დაცული.

თიბისი განაწილებას ახალი ფუნქციონალი დაემატა

თიბისი განაწილება გადახდის ალტერნატიული შესაძლებლობაა, რომლის დახმარებითაც ნივთის ღირებულების გაყოფა შესაძლებელია 4 ტოლ ნაწილად, საპროცენტო განაკვეთისა და დამატებითი საკომისიოს გარეშე.

პირველად საქართველოში, თიბისი განაწილებას ახალი, ინოვაციური ფუნქციონალი დაემატა, რომლის გამოყენებითაც, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, დაიბრუნონ მათ მიერ გადახდილი ტრანზაქცია და საფასურის გადახდა 4 თვეზე გადაანაწილონ.

აღნიშნული პროდუქტით სარგებლობა ძალიან მარტივია. ამისთვის  საჭიროა, დაიმტკიცოთ განაწილების ლიმიტი ციფრულ ბანკში, განხორციელებული ტრანზაქციებიდან შეარჩიოთ ის ტრანზაქცია, რომლის დაბრუნებაც გსურთ და დააჭიროთ ღილაკს „ტრანზაქციის განაწილება“. წესების გაცნობისა და დათანხმების შემდეგ, თანხა ანგარიშზე დაგიბრუნდებათ და მის განაწილებას 4 თვეზე შეძლებთ. განაწილების გასაკეთებლად, მნიშვნელოვანია, რომ ტრანზაქციის გადახდიდან არ იყოს გასული 14 დღეზე მეტი.

 

განაწილების ძირითადი პირობები:

  • პროდუქტის საფასურის განაწილება შესაძლებელია 4 თვეზე
  • განაწილებისას 100-დან 5000 ლარამდე თანხა მომენტალურად დაგიბრუნდება
  • წინსწრების საკომისიო – 0%
  • გაცემის საკომისიო – 0%
  • თვიური საპროცენტო განაკვეთი – 1%
  • ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – 21.44%
  • მაგალითად, 100 ლარიანი ტრანზაქციის განაწილების შემთხვევაში თვეში მოგიწევს 26 – 26 ლარის გადახდა – ჯამში 104 ლ.

 

ნუ დაელოდები ხელფასს, გამოიყენე თანხა შენი სურვილების შესასრულებლად – საოცნებო შვებულებისთვის, მოულოდნელი ხარჯებისთვის ან უბრალოდ ფინანსების ეფექტურად სამართავად.

 

გადმოდე ყიდვა, გადადე გადახდა და გაიმარტივე ცხოვრება თიბისი განაწილებით.

R

 

“ბოლო ორ წელში, საქართველოში, 25 333 რუსული კომპანია დარეგისტრირდა” – ირაკლი კუპრაძე

პარტია „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ბოლო ორ წელში, საქართველოში, 25 333 რუსული კომპანია დარეგისტრირდა, მათგან 22 582 სუბიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

როგორც კუპრაძემ აღნიშნა, შესაბამისი მონაცემები სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვეს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეროვნული ინტერესების საფრთხეს წარმოადგენს.

კერძოდ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, „საქსტატის“ მიერ მიწოდებული ინფორმაცია 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

კუპრაძე სახელმწიფო უწყებების მოუწოდებს, სასწრაფო რეჟიმში დაიწყოს იმის დადგენა, თუ რა საქმიანობას ეწევა 22 582 რუსული კომპანია საქართველოში.

„25 333 რუსული სუბიექტიდან, რომელიც საქმიანობს და ოპერირებს საქართველოში, მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაა, როცა სახელმწიფომ იცის მათი საქმიანობის პროფილი. 25 333 რუსული სუბიექტიდან 22 582 სუბიექტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უცნობია. საქართველოს სახელმწიფო „ქართული ოცნების“ პირობებში არ სწავლობს რუსული კომპანიების და ბიზნეს სუბიექტების საქმიანობას ამ ქვეყანაში. ეს ცალსახად ნიშნავს, რომ მათი საქმიანობა არ არის შემოწმებული შრომის ინსპექციის მიერ, საგადასახადო სამსახურების მიერ. ეს არის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხე. ეს არის საფრთხე საქართველოს მოსახლეობისთვის, ეკონომიკისთვის.

ისინი არ იხდიან გადასახადებს, მათ არ აქვთ სამუშაო ნებართვები, ისინი ძარცვავენ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, საქართველოს ბიუჯეტს და ისინი უთანასწორო მდგომარეობაში გაყენებენ თქვენ – საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა კუპრაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყეს

ჯანდაცვის სამინისტრომ პირდაპირი შესყიდვის გზით, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული წესით, სახელმწიფო ძვირადღირებულ მედიკამენტებს სპეციალურ, მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეიძენს და ონკოლოგიურ პაციენტთა სრულ საჭიროებებს დაფარავს.

ინფორმაციის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროსა და მედიკამენტების მწარმოებელ კომპანია „როშეს“ შორის ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო, შვეიცარიული კომპანიისგან სხვადასხვა დასახელების პრეპარატს პირდაპირი წესით, მართული შესვლის შეთანხმების (MEA) პრინციპების გათვალისწინებით განხორციელდა.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან სახელმწიფო ონკოლოგიურ პაციენტს მკურნალობის კურსს სრულად დაუფინანსებს.

„მედიკამენტების, უშუალოდ მწარმოებლებისგან შესყიდვის შედეგად, სახელმწიფოს ეძლევა შესაძლებლობა მეტ პაციენტს დაუფინანსოს მკურნალობა და მკურნალობის კურსის გათვალისწინებით, გაუზარდოს დაფინანსებული წამლების რაოდენობა.

ჯანდაცვის სამინისტრო, მსოფლიოს იმ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომელთა წარმოებული მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის. ცვლილების მიზანი, მოსახლეობისთვის მაღალხარისხიან მედიკამენტებზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა.

მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 3200-ზე მეტ მედიკამენტზე კი ფასის ზედა ზღვარი დაწესდა. შედეგად მედიკამენტების ფასი საშუალოდ 60%-ით შემცირდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ დროებითი ზავი ძალაში ხვალ, დილის 10:00 საათზე შევა

„ჰამასი“ აცხადებს, რომ დროებითი ზავი ძალაში ხვალ, დილის 10:00 საათზე შევა. „ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუსა აბუ მარზუკმა „ალ-ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული დროებითი ზავი ძალაში ხვალ დილის 10:00 საათზე შევა.

აბუ მარზუკის ცნობით, მძევლების უმეტესობას, რომლებიც გათავისუფლდებიან, უცხო ქვეყნის მოქალაქეობა აქვთ. მას არ დაუკონკრეტებია ფლობენ თუ არა ისინი ისრაელის პასპორტებს.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დროებითი ზავი ძალაში ხვალ დილის 10:00 საათზე შევა, ისრაელის მხარეს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.