Home Blog Page 1987

საქართველოს როლი დღითიდღე იზრდება რეგიონული უსაფრთხოების, მშვიდობის უზრუნველყოფის, ასევე ენერგეტიკული, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით -რატი იონათამიშვილი

დღითიდღე იზრდება საქართველოს მასშტაბური როლი, როგორც რეგიონული უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფის, ასევე ენერგეტიკული, ეკონომიკური თუ სხვა მიმართულების საკითხებში, მათ შორის დასავლური ქვეყნებისა და აზიის ქვეყნების ჭრილში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია შუა დერეფნის პოტენციალის კიდევ უფრო გაღრმავება.

„ევროპიდან და აზიიდან მნიშვნელოვანი აქტორები „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მსჯელობდნენ სწორედ განვითარებაზე და ამ განვითარებაში არ იგულისხმება მხოლოდ ჩვენი რეგიონი, არამედ ყველა ის დამაკავშირებელი ქვეყანა, რომელიც ამ შუა დერეფნის პოტენციალისთვის იქნება ბენეფიციარი. შესაბამისად, ეს არის დამსახურება სწორედ იმ სწორი პოლიტიკის, ეკონომიკური პოლიტიკის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27-კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60-ის) შემადგენელი რიკოთის ჩქაროსნული მაგისტრალის 27 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღეიდან გაიხსნება.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, რიკოთის მაგისტრალური გზის ახალი 27 კმ-იანი, ოთხზოლიანი მონაკვეთი იწყება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევთან და მთავრდება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპანთან. ხევი-შორაპნის მონაკვეთი მოიცავს 65 ხიდსა და 38 გვირაბს.

„ახალი მონაკვეთი რიკოთზე გადაადგილების მანძილს 8 კმ-ით, ხოლო გადაადგილების დროს 25 წუთით ამცირებს. ამასთან, სწორედ ხევი-შორაპნის მონაკვეთზეა საქართველოში ყველაზე გრძელი – 1362 მეტრის ხიდი, ხოლო ამავე მონაკვეთზე ყველაზე გრძელი გვირაბის სიგრძე 1 640 მერტია.

ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, მათ შორის, გარე განათების სისტემასაც.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი, რომელიც მიმდინარეობს რთულ რელიეფზე მასშტაბური საინჟინრო გადაწყვეტებით, უპრეცედენტოა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში. რიკოთის პროექტის ფარგლებში, ჯამში შენდება 51 გვირაბი და 97 ხიდი. ამ დროისათვის, უკვე გაჭრილია 48 გვირაბი და აშენებულია 83 ხიდი. სამშენებლო სამუშაოები პარალელურად მიმდინარეობს ყველა დარჩენილ ხიდსა და გვირაბზე.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა ოთხ სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის, ხევი-უბისას, უბისა-შორაპნის და შორაპანი-არგვეთას მონაკვეთებად.

მშენებლობა საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტების – ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკისა (WB) და აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 2.6 მილიარდ ლარამდეა, პროექტის დასრულება კი, 2024 წელს იგეგმება.

პროექტის ფარგლებში, სურამთან, შროშასთან და ზესტაფონთან  მოეწყობა სპეციალური სივრცეები, ე.წ. სავაჭრო მოედნები, სადაც მოსახლეობა საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას გამართული ინფრასტრუქტურისა და საგზაო უსაფრთხოების პირობებში შეძლებს.

რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტირებაზე იმუშავეს ცნობილმა ამერიკულმა, იტალიურმა, თურქულმა და ქართულმა კომპანიებმა. ჯამურად, რიკოთის პროექტირებაზე 140 სპეციალისტი მონაწილეობდა, საიდანაც 84 ადგილობრივი იყო. საპროექტო გუნდი მოიცავდა გვირაბების, ხიდების, საავტომობილო გზების ინჟინრებს, გეოლოგებს, გეოტექნიკოსებს, გარემოს დაცვისა და საგზაო უსაფრთხოების და სხვა დარგის სპეციალისტებს.

სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროცედურებით ჩატარებულ ღია ტენდერში გამარჯვებული ოთხ სხვადასხვა ჩინური კომპანია, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ზედამხედველობენ, რამდენიმე ათეული წლის გამოცდილების მქონე, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიები საფრანგეთიდან, თურქეთიდან, ავსტრალიიდან და კორეიდან. რიკოთის მონაკვეთის ზედამხედველობაში ჩართულია 146 გამოცდილი სპეციალისტი, მათ შორის 99 ადგილობრივი და 47 საერთაშორისო ექსპერტი.

რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 10 000 ადამიანზე მეტი, საიდანაც 70%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქეა.

აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის (E60) განვითარება ხელს უწყობს საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას. გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა, გაუმჯობესდება ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხი და შემცირდება მგზავრობის დრო.

აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გზის 60% (261 კმ) ავტოტრანსპორტისთვის უკვე გახსნილია. სამშენებლო სამუშაოები გრძელდება მაგისტრალური გზის 81 კმ-ზე“, – აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

“მაგრა მიჰქარავს ზელენსკი!” -ირაკლი მელაშვილი

 

“ახლა როცა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომენტია, ასეთი ტიპის განცხადებები უბრალოდ ძალიან არასწორია (რბილად რომ ვთქვათ). ომის პირობებში მყოფი ქვეყნის ლიდერი უნდა ცდილობდეს მოწინააღმდეგე თავის მხარეზე დაიყენოს და არა პირიქით, შენიანი ვინცაა ისიც მოწინააღმდეგედ აქციოს!წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკის ანალიტიკოსი, ირაკლი მელაშვილი.

“მაგრა მიჰქარავს ზელენსკი! საქართველოს დაწყვილება ბელარუსთან მისი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ძალიან არასწორი შეფასებაა!

უკრაინას ჰყავდა პრორუსი კუჩმა, პუტინის შნირი, იანუკოვიჩი და ამის გამო ქართველებს არასდროს გვითქვამს უარი უკრაინის მხარდაჭერაზე, არასდროს გვიკადრია ეს წამოგვეძახებინა მათთვის!

არ მახსოვს არც ერთი ქართველი თანამდებობის პირი, რომელსაც თუნდაც აღვირახსნილი კორუფციის გამო, რომელსაც ომის დროსაც კი ვერ მოერია უკრაინის მთავრობა უკრაინის წინააღმდეგ განცხადებები ეკეთებინა, ეს ქვეყანა ამ მიზეზით ევროინტეგრაციის ღირსი არ არისო!

ახლა როცა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი მომენტია, ასეთი ტიპის განცხადებები უბრალოდ ძალიან არასწორია (რბილად რომ ვთქვათ). ომის პირობებში მყოფი ქვეყნის ლიდერი უნდა ცდილობდეს მოწინააღმდეგე თავის მხარეზე დაიყენოს და არა პირიქით, შენიანი ვინცაა ისიც მოწინააღმდეგედ აქციოს!

არ გვაქვს ქართველებს ზელენსკის დასაყვედრებელი რუსებთან ბრძოლა ნამდვილად! არესტოვიჩის იდიოტური განცხადებები არ გვაკლდა, ახლა ეს ნუ დარდობთ ჩვენზე უკრაინელი პოლიტიკოსები, მივხედავთ როგორმე ჩვენს თავს და ნუ მოკლავთ ამ ხალხში უკრაინის მხარდაჭერის სურვილს თქვენი განცხადებებით!”- წერს ირაკლი მელაშვილი

https://www.facebook.com/irakli.melashvili.7/posts/pfbid02m2MgjsGpo6zg2sNUGFfnVCe3932zTADw4ABovtYhS76G6f44mtn4891dxxPvmdSfl

 

ჩვენ არ ვაწესებთ წითელ ხაზებს ისრაელისთვის -ჯონ კირბი

თეთრი სახლის სპიკერი ჯონ კირბი უარს აცხადებს კომენტარის გაკეთებაზე ისრაელის მიერ სახმელეთო იერიშების გაფართოებასთან დაკავშირებით. ინფორმაციას ამის შესახებ timesofisrael-ი ავრცელებს.

„ჩვენ არ ვაწესებთ წითელ ხაზებს ისრაელისთვის“, – ამბობს კირბი ჟურნალისტებთან საუბრისას.

თეთრი სახლის სპიკერი აცხადებს, რომ აშშ აგრძელებს ისრაელის მხარდაჭერას.

„ჩვენ ვაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, მაგრამ თავიდანვე ვამბობდით გვექნება საუბრები იმაზე, თუ როგორ აკეთებენ ისინი ამას“, – განაცხადა კირბიმ.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები „ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ“. ამასთან, ღაზის სექტორში მცხოვრები პალესტინელები აცხადებენ, რომ ისრაელის სახმელეთო ძალები, მათ შორის ტანკები, მოქმედებენ ანკლავის შიგნით.

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის ძალებთან შეტაკება ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობს

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის ძალებთან შეტაკება ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარეობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ჰამასის“ სამხედრო ფრთამ, ალ-ქასამის ბრიგადებმა განაცხადეს, რომ უპირისპირდებიან ისრაელის სამხედრო სახმელეთო შეჭრას ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში.

„ჰამასის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ძალადობრივი შეტაკებები“ მიმდინარეობს ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ბეიტ ჰანუნთან და ცენტრში, ბურეიჯთან. დამატებითი დეტალები იმის შესახებ, თუ რა ფორმით მიმდინარეობს შეტაკებები, უცნობია.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის სახმელეთო ჯარები „ამაღამ ოპერაციებს აფართოებენ“. ამასთან, ისრაელის ჯარის სპიკერმა, ნირ დინარმა განაცხადა, რომ „ისრაელის ჯარები და ტანკები ღაზის სექტორში არიან, ისინი ისვრიან და მოქმედებენ, მაგრამ ისინი გუშინაც იყვნენ ღაზაში“.

 

საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და დომინიკის თანამეგობრობას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ნიუ იორკში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და დომინიკის თანამეგობრობის მთავრობას შორის „დიპლომატიური, სამსახურებრივი და ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ“.

დომინიკის თანამეგობრობის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა გაერო-სთან დომინიკის თანამეგობრობის მუდმივმა წარმომადგენლმა, ფილბერტ აარონმა.

დოკუმენტი ძალაში შევა ორივე მხარის მიერ შიდა პროცედურების დასრულებიდან ერთ თვეში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეთანხმება ხელს შეუწყობს ტურისტული, კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას და განაპირობებს ორივე ქვეყნის ცნობადობის გაზრდას შესაბამის რეგიონებში.

“ისრაელის გაფართოებული ოპერაცია ღაზის სექტორში ოფიციალური სახმელეთო შეჭრა არ არის” – „ცაჰალის“ ოფიციალური წარმომადგენელი

„ცაჰალის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პიტერ ლერნერმა ტელეკომპანია ABC News-თან საუბარში უარყო, რომ ისრაელის გაფართოებული ოპერაცია ღაზის სექტორში ოფიციალური სახმელეთო შეჭრაა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური გამოცემა Arutz Sheva ავრცელებს.

მისი თქმით, ისრაელის ძალები იწყებენ უფრო შეზღუდულ შეჭრას.

მანამდე „ცაჰალის“ სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღამით ისრაელის სახმელეთო ჯარები ოპერაციებს გააფართოებენ.

მან ქალაქ ღაზის მოსახლეობას ღაზის სექტორის სამხრეთის მიმართულებით ევაკუაციისკენ მოუწოდა.

“160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას” – პრემიერი

სიტყვა „მასწავლებელი” გვეუბნება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელი, საპასუხისმგებლო და საპატიოა ეს სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის ეროვნული პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი − 10 000 ლარის ოდენობით.

„მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, მივესალმები პატივცემულ სტუმრებს, ელჩებს, პარლამენტის წევრებს, მთავრობის წევრებს. ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა, ძვირფასო მასწავლებლებო. სიტყვა „მასწავლებელი” გვეუბნება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელია, ზოგადად, ეს სტატუსი − რაოდენ საპასუხისმგებლო და საპატიო. მე განსაკუთრებული პატივისცემა მინდა დაგიდასტუროთ, ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების გამორჩეული წევრები, ჩვენი ქვეყნის გამორჩეული მოქალაქეები. ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების, მე ასე ვიტყოდი, ჩვენი შვილების სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პატრიოტებად ჩამოყალიბების საქმეში მთავარი როლი და ფუნქცია სწორედ თქვენ, ჩვენს დამსახურებულ, ღვაწლმოსილ და გმირ პედაგოგებს გაკისრიათ.
მე ასე ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი გავლენა, ვინც შეიძლება მოახდინოს მოზარდის, მოსწავლის განვითარებაზე, აზროვნებაზე, მის ცნობიერებაზე, მისი მსოფლმხედველობის განსაზღვრა-ჩამოყალიბებაზე, ოჯახის ინსტიტუტთან ერთად ხართ თქვენ − სკოლა, მასწავლებლები და ეკლესია. საზოგადოებაში თქვენი განსაკუთრებული როლის ხაზგასმისა და დაფასებისთვის მთავრობის გადაწყვეტილებით პირველად ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში დაწესდა მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია. თანაც ჩვენი მინისტრის ინიციატივით, თარიღიც სიმბოლურად იქნა შერჩეული − 27 ოქტომბერი − ქართული პედაგოგიკის ფუძემდებლის, ჩვენთვის, ყველასთვის საყვარელი საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის − დიდი იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარების საქმეში განსაკუთრებული წვლილის მქონე პედაგოგები დაჯილდოვდებიან მასწავლებლის ეროვნული პრემიით და გადაეცემათ ფულადი პრიზი – 10 000 ლარის ოდენობით”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, მთავრობას კარგად აქვს გააზრებული ის დიდი ღვაწლი, რომელსაც მასწავლებლები ეწევიან.
„მასწავლებლობა, ჩემო ძვირფასო პედაგოგებო, კარგად ვიცით, რომ ოდითგანვე გამორჩეული, საპატიო და, როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა – ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ღირსეული, ჯანსაღი, განათლებული თაობა არის ჩვენი ქვეყნის სიძლიერის საწინდარი, მთავარი ფუნდამენტი, საძირკველი. ამ საძირკვლის სიმყარეში და სიმტკიცეში, რა თქმა უნდა, თქვენ განუზომლად დიდი როლი გაკისრიათ. მე კარგად ვიცი, თუ რაოდენ დიდ შრომას ეწევით თქვენ, მასწავლებლები, ყოველდღიურად ზრუნავთ ჩვენი შვილების, ჩვენი მომავალი თაობების განათლებაზე, მათ აღზრდაზე, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის მყარ საფუძველს ქმნის.
დარწმუნებული ვარ, ყველას გვყავს ჩვენი საყვარელი მასწავლებელი და მასწავლებლები, ანუ ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენს ცნობიერებაზე, მსოფლმხედველობაზე, აზროვნებაზე დიდი როლი იქონიეს და, რაც მთავარია, მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს − გვასწავლეს, ზოგადად, აზროვნება, გვასწავლეს ყველაფერი, ის, რაც მხოლოდ წიგნებით არ ისწავლება.

ამიტომ ჩვენ, მთავრობას, კარგად გვაქვს გააზრებული ეს დიდი ღვაწლი, რომელსაც თქვენ ეწევით. მიმაჩნია, რომ თქვენი პროფესიის პრესტიჟის ამაღლების კუთხით ჩვენ, მთავრობამ, მეტი უნდა გავაკეთოთ. ამ მიზნით ჩვენი მინისტრი და მთლიანად მთავრობა ვმუშაობთ. ახლა კიდევ უფრო მეტად, ინტენსიურად, დავიწყეთ მუშაობა. გავაგრძელებთ ზრუნვას პედაგოგებისთვის პირობების გასაუმჯობესებლად და მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით 2024 წელს განათლების სამინისტროსთვის დამატებით გამოიყოფა ნახევარი მილიარდი ლარი, აქედან 160 მილიონი ლარი მოხმარდება მასწავლებლების ხელფასების ზრდას, რომელიც სრული დატვირთვის პირობებში, საშუალოდ, 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ბატონი მინისტრი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ძალიან მალე წარმოგიდგენთ კონკრეტულ ხედვას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მასწავლებლის სტატუსი და პროფესია კიდევ უფრო მეტად დაფასებული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში.
„იცით, რომ ჩვენ საკმაოდ ბევრი რამ გავაკეთეთ, ზოგადად, განათლების სისტემაში, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ, მშობლები, ჩვენი მოქალაქეები განდობთ ჩვენთვის საუკეთესოს − ჩვენს შვილებს, ამიტომ თქვენ იმსახურებთ ყველაფერს საუკეთესოს. მე მინდა შეგახსენოთ კიდევ ერთხელ, რომ წინა წელს ჩემი გადაწყვეტილებით დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც გულისხმობს 1000-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობას, რომელშიც ერთი მილიარდი ლარი დაიხარჯება. ეს პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს, დაახლოებით 400 სკოლა უკვე არის შერჩეული, სადაც მიმდინარეობს სამუშაოები. ასევე დაწყებულია 1000 საბავშვო ბაღის რემონტი, რეაბილიტაცია. ამ პროექტშიც 1 მილიარდი ლარი დაიხარჯება. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, ზოგადად, განათლების ხარისხის მნიშვნელობის გაზრდა. ასევე მუდმივად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებაზე თუ სხვა, უფრო ეფექტური, სისტემის შემუშავებაზე. მე არაერთხელ განმიხილავს და მისაუბრია განათლების მინისტრთან და ვიცი, რომ იგი ინტენსიურ შეხვედრებს მართავს მასწავლებლებთან, ისმენს თქვენს რეკომენდაციებს, ხედვებს, რჩევებს. მერწმუნეთ, რომ ჩვენ ამ თქვენს ხედვას აუცილებლად გავითვალისწინებთ, რომ კიდევ უფრო მეტად ეფექტური სისტემა შევიმუშაოთ ერთად, სამინისტროსთან, მინისტრთან ერთად. ასევე მინდა ვთქვა, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ გპირდებით კვლავაც გვერდში დგომას. იცოდეთ, რომ მთავრობა, პირადად მე, მინისტრი, ყველანი მზად ვართ, რომ მოგისმინოთ, მივიღოთ თქვენი რჩევები, რეკომენდაციები და შესაბამისად მოვაწყოთ, გავაუმჯობესოთ განათლების სისტემა. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, დღევანდელ დღეს! ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა. მასწავლებლის სტატუსი და პროფესია კიდევ უფრო მეტად დაფასებული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში და ამ მიზნით მთავრობის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები, ვფიქრობ, კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! მე გისურვებთ ჯანმრთელობას, თქვენს ოჯახებს სიძლიერეს და კეთილდღეობას”,- განაცხადა პრემიერმა.
საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული პრემია და ფულადი პრიზები 11 ღვაწლმოსილ პედაგოგს გადაეცა. ესენი არიან: პეტრე ბიბლუა – ევროპული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ნუნუ ანდღულაძე – ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელი, ნაზიბროლა მიქელაძე – აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მედეა ბორჩაშვილი – ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მარინე ბერიანიძე – ქალაქ წალკის N1 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, კახაბერ ჩაკვეტაძე – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ვენერა აბუსელიძე – ქალაქ ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, ელმირა ქსპოიანი – ქ. ნინოწმინდის №1 საჯარო სკოლის სომხური ენის მასწავლებელი, მედეია ტრამაკიძე – ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ნინო ჯალაღონია – ქალაქ თბილისის N141 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სამირა ისმაილოვა – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის, როგორც პირველი უცხო ენის, მასწავლებელი.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, შეიკრიბა იმ მასწავლებელთა ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა თუ თემის განვითარებაში. ამის შემდეგ 11 გამარჯვებული გამოავლინა სპეციალურმა კომისიამ, რომელიც დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებით.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა, რომელიც ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

28 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ახალი ენერგიებით ივსებით, საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ და ეს ნებისმიერ თქვენს ქმედებას ეტყობა. შესაძლოა, ამ დღის მოვლენები თქვენი გეგმისამებრ არ განვითარდეს, მაგრამ მეგობრების მხარდაჭერა ძალიან დაგეხმარებათ.

კურო

რთული დღეა, შესაძლოა, გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი, რაც ძალიან გამოგფიტავთ. ნუ აჰყვებით შფოთსა და ნეგატივს, ჩაიტარეთ სარელაქსაციო პროცედურები. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს.

ტყუპები

ენერგოტონუსი ზევით იწევს, სიცოცხლის ხალისი გემატებათ. იყავით ლმობიერი გარშემომყოფთა მიმართ და მეტი მოთმინება გამოიჩინეთ. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან.

კირჩხიბი

სასიკეთო დღეა მოგზაურობისთვის. შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა კარგ შედეგებზე გაგიყვანთ. წარმოქმნილ კონფლიქტებს მარტივად გადაჭრით გულახდილი, გახსნილი საუბრებით.

ლომი

აქტიური დღეა, თუმცა, შესაძლოა, გარკვეული არჩევანის წინაშეც აღმოჩნდეთ, იმოქმედეთ გონივრულად და იყავით მოქნილი კომუნიკაციებსა და ქმედებებში.

ქალწული

კარგი დღეა პარტნიორული საკითხებისთვის, როგორც საქმიან ასევე სასიყვარულო სფეროში. იმოქმედეთ გონივრულად, ნუ გადაამეტებთ თქვენს შესაძლებლობებს და წარმატება თქვენს მხარეს იქნება.

სასწორი

მატულობს თქვენი შარმი და სექსუალობა. თავი შეიკავეთ გარჩევებისაგან, ეცადეთ, იყოთ მიმტევებელი. დაკავდით ფიზიკური ვარჯიშით და მიმართეთ გამაჯანსაღებელ პროცედურებს.

მორიელი

შესაძლოა, გარკვეულმა გაუგებრობებმა იჩინოს თავი, რომელიც თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ თქვენი შინაგანი მდგომარეობის გამოძახილი უფროა. დაალაგეთ ოჯახური სიტუაციები, შესაძლოა, ჩიხში ხართ, მაგრამ გამოსავალს მალე იპოვით.

მშვილდოსანი

დღეს, სჯობს, თავი დაასრულოთ ძველი საქმეები და შეასრულოთ დაპირებები. იყავით გულისხმიერი გარშემომყოფთა მიმართ. ნუ შეეჭიდებით ახალ საქმეებს და თავი შეიკავეთ ნებისმიერი სახის სიახლისგან.

თხის რქა

შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ხელოვანი ადამიანებისთვის სასიკეთო დღეა. შესაძლოა, ზოგიერთმა თქვენგანმა ცხოვრების მეგზური სწორედ ამ დღეს გაიცნოს.

მერწყული

ქაოტური დღეა, შესაძლოა, რამდენიმე საქმის ერთად მოგვარებაც მოგიწიოთ. იყავით ყურადღებით ფინანსებთან დაკავშირებით. მიჰყევით თქვენს გეგმებს, ნუ შეუშინდებით მცირე ბარიერებს.

თევზები

გათავისუფლდით ყველაფერი ზედმეტისგან, იქნება ეს ძველი არასაჭირო ნივთები თუ ურთიერთობები, გახსოვდეთ, რომ სიახლეებს სჭირდება თავისუფალი ადგილი. ახლა, შესაფერისი დროა, გარდაქმნებისთვის.

“ჯორჯიან თაიმსი” ცნობილ ქართველ მწერალს, თამრი ფხაკაძეს “საბავშვო მწერლის დღეს” ულოცავს

მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსი” ცნობილ ქართველ მწერალს, თამრი ფხაკაძეს “საბავშვო მწერლის დღეს” ულოცავს! 🌟 🌟 🌟

💫 💫 გისურვებთ ჯანმრთელობას, შემოქმედებით წარმატებას და ყოველივე საუკეთესოს.

“თამრი! გილოცავ დღევანდელ დღეს –   “საბავშვო მწერლის დღეს”

მიხარია და ვამაყობ, რომ შენს ნაწერ სტრიქონებსა და პოეტურ სტროფებზე, უკვე კარგა ხანია, იზრდება ჩვენი ახალი თაობა. პაწიებს ჯერ მშობლები უკითხავენ, ბავშვები კი უკვე თავადაც ეწაფებიან შენს უნიკალურ საბავშვო მოთხრობებსა და ლექსებს, უყვარდებათ და ბაძავენ შენს მიერ გამოძერწილ საოცარ პერსონაჟებს… შენ მათ მზესა და დარიან ამინდებს ჩუქნი….
.

ხოლო სულ ბოლოს დასტამბულმა შენმა”გიომ” უფროსებს ცრემლი და ნაღველო მოგვაძალა, პატარები კი დააფიქრა – აფხაზეთის უსასტიკესმა დღეებმა ხომ ერთ დღე-ღამეში დააკაცა შენი გმირები – გიო და მისი ულმობლად დაჭრილი მეგობარი…

იხარე, ჩემო უნიჭიერესო მეგობარო – მწერალო, პოეტო, მხატვარო, მუსიკოსო, რადიო-წამყვანო, ხელ-მარჯვე ოსტატო, ფსიქოლოგო (პირადად ჩემთვის…). კულინარო…. და ყველაფერო ერთად, რაც კი რამ ნიჭი არსებობს ამ ჩვენს ლამაზ პლანეტაზე

გვიყვარხარ და გვეამაყები შენს სამეგობროს…
და არა მხოლოდ ჩვენ…

მერე?! მერე ისევ დაჯექი წერე და ძერწე შენი საოცარი მხატვრული გმირები…. ჩვენ გვჭირდება ისინი…..

ნანა გაგუა – “ჯორჯიან თაიმსის” მთავარი რედაქტორი

 

წლის 11 საუკეთესო პედაგოგი დაჯილდოვდა

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში წლის თერთმეტი საუკეთესო პედაგოგი დასახელდა. პედაგოგებს სამკერდე ნიშნები და 10-ათასლარიანი ჯილდო გადაეცათ.

წლის მასწავლებლები გახდნენ: მედეა ტრამაკიძე – შიდა ქართლი, გორი, ერედვის მუნიციპალიტეტის ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

ვენერა აბუსელიძე – აჭარა, ბათუმი, ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.

კახაბერ ჩაკვეტაძე – იმერეთი, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიტირის სკოლის ისტორიის მასწავლებელი.

მარინა ბერიანიძე – ქვემო ქართლი, წალკა, წალკის პირველი საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.

მედეა ბორჩაშვილი – კახეთი, ახმეტა, ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფელ დიუსის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნაზიბროლა მიქელაძე – აჭარა, ხულო, აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნუნუ ანდღულაძე – გურია, ჩოხატაური, ზურაბ კიკვაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების ქართულისა და მათემატიკის მასწავლებელი.

პეტრე ბაბილუა – თბილისი, ევროპული სკოლის მათემატიკის მასწავლებელი.

სამირა ისმაილოვა – ქვემო ქართლი, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასმულოს საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი.

ელმირა ქსპოიანი – სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, ნინოწმინდის საჯარო სკოლის სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

ნინო ჯალაღონია – თბილისი, თბილისის 141-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

“ღაზის სექტორში ინტერნეტისა და სატელეფონო სერვისების მუშაობა შეწყდა” – მედია

გაძლიერებული დაბომბვის ფონზე ღაზის სექტორში ინტერნეტისა და სატელეფონო სერვისების მუშაობა შეწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციაში შიშობენ, რომ სატელეფონო სერვისებზე წვდომის შეფერების გამო ხალხი ვერ შეძლებს სასწრაფო დახმარების სამსახურთან დაკავშირებას.

მანამდე „ცაჰალის“ სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ღამით ისრაელის სახმელეთო ჯარები ოპერაციებს გააფართოებენ.

მან ქალაქ ღაზის მოსახლეობას ღაზის სექტორის სამხრეთის მიმართულებით ევაკუაციისკენ მოუწოდა.