Home Blog Page 1987

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთის დასავლეთით, ჰათაის პროვინციაში მაგნიტუდით 4.7  მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 11:36 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ბიძგები იგრძნობოდა მიმდებარე პროვინციებშიც.

უკვე მარტვილსაც ჰყავს ევროპის ჩემპიონი კიკბოქსინგში k-1 წესებით

უკვე მარტვილსაც ჰყავს ევროპის ჩემპიონი კიკბოქსინგში k-1 წესებით, ნიკა ბაღიშვილი.

“არის გამარჯვება – ” ძალიან დაძაბულ დამატებით ბრძოლაში გავხდით ევროპის ჩემპიონი კიკბოქსინგში k-1 წესებით.

ვულოცავ ძალიან მაგარ ბიჭს ამ გამარჯვებას.

მადლობა ღმერთს ამ ყველაფრისთვის.განსაკუთრებულად მინდა გამოვყო ის კეთილი ადამიანები, ვინც დაგვეხმარა ფინანსურად.

მადლობა მათ. მადლობა ყველა გულშემატკივარს. ჩვენს მებრძოლს ნიკას კი ვუსურვებ უფრო მეტ შრომას უფრო მეტ მონდომებას და ამ ყველაფერთან ერთად დიდ წარმატებებს. ესახელებინოს თავისი კუთხე მარტვილი და მთლიანად საქართველო.”,- წერს დათა წულაია სოციალურ ქსელში.

ევროპის ჩემპიონატი ლატვიაში ჩატარდა.

„დასავლეთი მზად უნდა იყოს, რომ უკრაინის ომში სრული გამარჯვება არ იქნება“- ჩეხეთის პრეზიდენტი

დასავლეთი უნდა იყოს მზად, რომ უკრაინის ომში სრული გამარჯვება არ იქნება“, – ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენ შეგვიძლია, რათა წავახალისოთ უკრაინელები და მხარი დავუჭიროთ, რომ წარმატებულები იყვნენ. როგორც ჩანს, მათ ჯერ კიდევ აქვთ განცდა, რომ არ აქვთ ყველაფერი ოპერაციის წარმატებით დასაწყებად. მაგრამ შინაგანად ჩვენ უნდა ვიყოთ მზად სხვა არაპროგნოზირებადი სიტუაციებისთვისაც“, – აღნიშნა პაველმა.

მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა მოიპოვოს უკრაინისთვის საბრძოლო მასალა მთელი მსოფლიოდან, მათ შორის იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც შესაძლოა არ სურდეთ რუსეთთან კონფლიქტში ჩართულობის აღიარება.

„კრემლის პრეტენზიები, რომ უკრაინა ცდილობდა ვლადიმერ პუტინის მოკვლას მოსკოვში უპილოტო თვითმფრინავის დარტყმის გზით, სისულელეა, ეს შესაძლოა იყოს საბაბი უკრაინაზე უფრო დიდი საჰაერო თავდასხმისთვის“, – აცხადებს ჩეხეთის პრეზიდენტი.

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, კიევში აცნობიერებენ, რომ რუსეთის არასწორად შეფასება არ შეიძლება, რადგანაც რუსებს ჰყავთ საკმარისი რაოდენობის ცოცხალი ძალა, ჯერ კიდევ აქვთ საკმარისი ტექნიკა, შეიძლება უფრო ძველი და, შესაძლოა, ნაკლები რაოდენობით, მაგრამ მაინც აქვთ საკმარისი რაოდენობით არტილერია და ბევრი საბრძოლო მასალა.

„ცხადია, თავდაცვაში ყოფნის დროს მათ საქმე უადვილდებათ, რადგანაც უკრაინა საშინელ დანაკარგს განიცდიდა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინელები კარგად იქნებოდნენ მომზადებულები. ამიტომ ისეთ მტერზე თავდასხმა, როგორიც რუსეთია, ძალიან რთული იქნება და მოულოდნელობის ეფექტის შექმნა მეორედ არ გამოვა.

უკიდურესად მავნე იქნება უკრაინისთვის, თუ კონტრშეტევა ჩავარდება, რადგანაც მათ მეორე შანსი არ ექნებათ, ყოველ შემთხვევაში, წელს“, – დასძინა ჩეხეთის პრეზიდენტმა.

თურქეთი, უკრაინას S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს არ გადასცემს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს უკრაინისთვის რუსული S-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების გაგზავნა შესთავაზა, თუმცა ანკარამ ამ შეთავაზების მიღებაზე უარი განაცხადა, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ასევე სთხოვა თურქეთს, სარაკეტი კომპლექსებზე კონტროლი მათთვის გადაეცათ.

“მოგვეცით კონტროლი S-400-ზე და ჩვენ შევამოწმებთ. მათ შემოგვთავაზეს წინადადებები, რომლებიც პირდაპირ ეხება ჩვენს სუვერენიტეტს, მაგალითად, უარი ვთქვათ კონტროლზე. სად არის ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი სუვერენიტეტი?” , – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

,,მათ სურთ, წინასწარ იცოდნენ რა ინფორმაცია აქვს გამოძიებას”- სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა გამოძიების მასალების შესახებ ინფორმაციის წინასწარ მოძიების მიზნით სჭირდებათ.

„ბუნებრივია, მათთვის ეს საყურადღებოა, საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვან ინტერესებს უკავშირდება, რომ წინასწარ ფლობდნენ ინფორმაციას თუ რა აქვს ხელთ გამოძიებას, რომ ამის მიხედვით, მათ შორის პოლიტიკურ ალიბიზე გაცილებით მარტივად იმუშაონ. შეიძლება არსებობდეს ძალიან მძლავრი ინტერესი იმისა, რომ გამოძიებაში ხელი აფათურონ რეალურად. რა თქმა უნდა, ეს არის გამოძიების საქმე, ამას სჭირდება კვალიფიციური გამოძიების ჩატარება“, – მიიჩნევს სარჯველაძე.

მოლდოვაში ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას ითხოვენ

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ანტისამთავრობო აქცია გაიმართა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები პრეზიდენტ, მაია სანდუს გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ორგანიზებას ითხოვენ.

დემონსტრაციის მონაწილეებს კიშინიოვში ცენტრალური ავტომაგისტრალის ნაწილი დროებით გადაკეტილი ჰქონდათ.

პოლიციის ცნობით, დაკავებულია 27 ადამიანი, რომლებიც პოლიციის განყოფილებაში დოკუმენტების შემოწმების მიზნით გადაიყვანეს.

კადიროვმა დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისთვის გააკრიტიკა

კადიროვი პრიგოჟინის წინააღმდეგ. ჩეჩნეთის ლიდერმა დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისთვის გააკრიტიკა.

მისი მტკიცებით, „ვაგნერმა“ ბახმუტში მხოლოდ ადვილად ასაღები რაიონების დაკავება შეძლო, ყველაზე რთულ მონაკვეთებს კი ჩეჩენ მებრძოლებს უტოვებს. კადიროვმა გაკვირვება გამოთქვა იმის გამოც, რომ პრიგოჟინმა იარაღის უკმარისობის გამო საჯარო ისტერიკა მოაწყო და „ვაგნერის“ მებრძოლებს ბატალიონ „ახმატში“ გადასვლა შესთავაზა.

მანამდე „ვაგნერის“ მეთაურმა რუსეთი სამხედრო ხელმძღვანელობა იარაღის არა საკმარისად მიწოდების გამო მკაცრად გააკრიტიკა და 10 მაისისთვის ბახმუტიდან საკუთარი მებრძოლების გაყვანა დააანონსა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ პოზიციებს „ახმატის“ ჩეჩნურ ბატალიონს უთმობს.

ცნობილი ხდება ისიც, რომ ბახმუტში „ვაგნერის“ ჩეჩენი მებრძოლებით ჩანაცვლების თხოვნით კადიროვმა პუტინს უკვე მიმართა.

,,ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვიზიტების მიზანია მათი მხარდაჭერის მეტად გამყარება”- ბოჭორიშვილი

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტების მიზანია საქართველოს ევროპული პერსპექტივის კონტექსტში მხარდაჭერის მეტად გამყარება.

ბოჭორიშვილის თქმით, მალტაში ვიზიტის ფარგლებში ისაუბრებენ ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით და რეკომენდაციების შესრულების კუთხით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

„გადაწყვეტილება ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს. შესაბამისად, საქართველოსთვის თითოეული სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანი და საჭიროა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს პროგრესზე, რაც ქვეყანას აქვს ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ასევე, ვისაუბრებთ იმ პროგრესზე, რაც გვაქვს 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით. მალტელ კოლეგებთან ვიმსჯელებთ, რა მოლოდინებია საქართველოს მხრიდან და რა მოლოდინები აქვთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

„მთავარი არხი“, რის „მთავარი არხია“, თუ რადიკალების, ამრევების და კრიმინალების „გაპრავება” არ დაიწყო?”- ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას ინტერვიუს ეხმიანება, რომელსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს. ექსპერტი აღნიშნავს, რომ როგორც კი ე.წ. ქოლცენტრების საქმეში დავით არახამიას მონაწილეობა გამოიკვეთა ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ მისი გამართლება დაიწყო.

„მთავარი არხი“, რის „მთავარი არხია“, თუ რადიკალების, ამრევების და კრიმინალების „გაპრავება” არ დაიწყო? ამოვარდა არახამიას სკანდალი, და აგერაა სასწრაფოდ “მედია”. ახლა ისეთ ანგელოზად გამოიყვანენ, სალომე ზურაბიშვილის მერე პრეზიდენტად არ დაგვაწყებინონ არახამიასთვის ხვეწნა. მაგრამ აი, იმას რამ ვუყოთ თუ ქართველების გარდა არახამიათი გერმანელი სამართალდამცავებიც დაინტერესდებიან?!“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

,,თუ მართალი ხარ, შე კაი დედ-მამის შვილო, აცადე სამართალდამცავებს” – ბექა ოდიშარია

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბარი აბსურდულია მაშინ, როდესაც თვითონ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები არიან ჩართულები ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეში.

როგორც ბექა ოდიშარია განმარტავს, ოპოზიციამ სამართალდამცველებს უნდა მისცეს გამოძიების შესაძლებლობა.

“ადამიანების მიმართ, რომელთა ქმედებაშიც, ძმები, დები, უახლოესი ნათესავები სამეწარმოო საქმიანობაში, ერთ პატარა შენობაში არსებული სხვადასხვა აქტივობების მიმართ, აბსურდულად ბრძანებენ, რომ არ არიან საქმის კურსში. ეს ადამიანები საკუთარ ტყუილში ისე არიან ახლართულები, რომ წყობიდანაც გამოდიან და შეურაცხყოფაზეც გადმოდიან.

თუ მართალი ხარ, შე კაი დედ-მამის შვილო, აცადე სამართალდამცავებს. სულ 2 კაცი არიან პარტიაში და პარტიის თავმჯდომარეს, საწყობის გამგე ამხელს, რომ იქ კომპიუტერები ჰქონდათ შენახული. როგორ შეიძლება 2-კაციან პარტიაში არ ჰქონდეს ადამიან ინფორმაცია.

რა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე უნდა ვისაუბროთ, იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად არიან ამაში ჩართულები,”-აცხადებს ბექა ოდიშარია.

ახალი დეტალები ე.წ. ქოლ-ცენტრების, სავარაუდო, საქმეში. გავრცელებული დოკუმენტებით ირკვევა, რომ აღმაშენებლის 75 ნომერში მდებარე დალუქული შენობა შპს “მისანს” ეკუთვნის, რომლის 25 პროცენტს გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე ფლობს. ამავე საბუთების მიხედვით, ვაშაძის კომპანიამ ფართი დავით არახამიას ძმის კომპანიას, შპს “ლაიონს შვიდი გრუპს” მიაქირავა.

მხარეებმა ხელშეკრულება 13 აპრილს გააფორმეს. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.

უმრავლესობა აქცენტს ვაშაძის პარტიის წევრების ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციაზე აკეთებს და თვლის, რომ განმარტებები არადამაჯერებელია და დანაშაულებრივ სქემასთან ოპოზიციის ნაწილის კავშირები ერთმანეთს საეჭვოდ ემთხვევა.

აღმაშენებლის 75-ში არსებულ ოფისში სამართალდამცველები, 2 დღის წინ გვიან ღამით შევიდნენ, დალუქეს ტერიტორია და ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა.

ქართულმა მუზეუმებმა ევროპის წლის მუზეუმის ჯილდო მოიპოვეს – ფოტოები

ევროპის წლის მუზეუმის [European Museum of the Year Award, EMYA] პრემია, რომელიც 1977 წელს დაფუძნდა, ევროპის მუზეუმების ფორუმის მიერ ორგანიზებული სამუზეუმო სფეროს ყველაზე პრესტიჟული პრემიაა. ყოველწლიურად კონკურსში დაახლოებით 45-65 მუზეუმი მონაწილეობს ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნიდან.

2023 წლის დაჯილდოების ცერემონიალი 3-6 მაისს ბარსელონაში გაიმართა. ამ ღონისძიების ფარგლებში შედგა ნომინანტი მუზეუმების პრეზენტაციები, გამარჯვებულების გამოვლენა და ევროპის სამუზეუმო სფეროში არსებული ფასეულობების, ინოვაციური იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის განხილვა.

წელს კატეგორიაში – The Silletto-ს პრიზი საზოგადოების მონაწილეობასა და ჩართულობისთვის – ვანის არქეოლოგიურმა მუზეუმმა გაიმარჯვა.

ამავე დაჯილდოებაში, კატეგორიაში – სპეციალური აღნიშვნის პრიზი – გამარჯვებულია ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმი.

„სპეციალური აღნიშვნის პრიზი“ გადაეცა მუზეუმს, რომელიც პატივს სცემს მე-19 საუკუნის ერთ-ერთ გამოჩენილ ეროვნულ ფიგურას, რომლის მოღვაწეობაც აღინიშნება როგორც ეროვნული თავისუფლების, განთავისუფლებისა და პროგრესის სიმბოლო. ამ მემკვიდრეობის სულისკვეთებით, მუზეუმი იწვევს თავის ვიზიტორებს დაფიქრდნენ ისტორიულ ბრძოლებზე და მათგან შთაგონებას იღებს საზოგადოების თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად“ – ნათქვამია „თბილისის მუზეუმების გაერთიანების“ განცხადებაში.

ვანის არქეოლოგიური მუზეუმი

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალური მუზეუმი

 

 

ტეხასში, სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა – ფოტოები

People exit Allen Premium Mall after shooting in this screengrab from a video obtained from social media, in Allen, U.S., May 6, 2023. Elsheikh Mohamed / Twitter @sari_eleil/via REUTERS

ტეხასში, სროლას 8 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, უცნობი მამაკაცი გარშემომყოფებს განურჩევლად ესროდა.

პოლიციამ შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია ადგილზე შეძლო. მათი ინფორმაციით, ის მარტო მოქმედებდა. შემთხვევის შედეგად, 7 ადამიანი დაშავდა, მათგან სამის მდგომარეობა კრიტიკულია. მოტივი ჯერჯერობით უცნობია.