Home Blog Page 1973

“სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მინისტრის საათის ფორმატში მასწავლებლის პროფესიის მხარდაჭერის მიზნით განხორციელებულ ინიციატივებზე და პედაგოგთა ახალ სახელფასო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, მასწავლებლობა ყოველთვის იყო და არის ყველაზე გამორჩეული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია პროფესიათა შორის და მას განსაკუთრებული დაფასება სჭირდება, რაც აუცილებლად აისახება ახალ სახელფასო პოლიტიკაში. დღეს სწორედ ეს არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმთავრესი პრიორიტეტი და პედაგოგების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად გრძელდება ახალ ინიციატივებზე მუშაობა.

გიორგი ამილახვარი: „2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლებისთვის ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს – სრულ განაკვეთზე მომუშავე  მასწავლებელთა ანაზღაურება საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება. ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.

2012 წლამდე, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი შეადგენდა 330 ლარს. დღევანდელი მონაცემებით საშუალო ხელფასი გაზრდილია თითქმის 300%-ით და შეადგენს 1230 ლარს‘‘.

მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება გაამახვილა მასწავლებლის ეროვნული დღის დაწესების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში მასწავლებლის ეროვნული დღე დაწესდა. მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, ღვაწლმოსილ პედაგოგებს, ყოველწლიურად გადაეცემათ მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. 2023 წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიით 11 პედაგოგი დაჯილდოვდა.

“როგორც 2008 წლის ომია გამოსაძიებელი, ისე საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიური მცდელობაა გამოსაძიებელი” – დიმიტრი ხუნდაძე

ასარჩევია მშვიდობა და განვითარება ან ომი და ნგრევა. ბოლო 11 წელია, საქართველო წინსვლაზე ორიენტირებული ქვეყანა გახდა და ღრმად ვარ დარწმუნებული, სისხლიანი წარსულის მქონე „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ირგვლივ შემოკრებილ ოპოზიციასა და რეალურად ქვეყნისთვის მომუშავე სახელისუფლებო გუნდს შორის ხალხი არჩევანს მარტივად გააკეთებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, „ვარდების რევოლუციის“ ავტორი, მაწვნის ქილებთან ერთად, საზღვარს კვლავ ქვეყანაში დესტრუქციის მოსაწყობად კვეთს, ხოლო სააკაშვილის ბიძა, რომელიც ქართველთა ლანძღვით გამოირჩევა, ისევ ომზე საუბრობს.

„ამერიკაში ალასანიას სალექციო კურსი ომსა და რევოლუციებზე იმის დასტურია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ 20 წლის შემდეგაც იმავეს ფიქრობს და იმავეს გეგმავს და თუ ეს ვინმეს მაინც არ სჯერა, ან უგუნურია, ან ცხელი ბომბების მომხრეა საქართველოში. რამდენიმე დღეა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამაყად საუბრობს „ვარდების რევოლუციაზე“ და საზოგადოებას აყვედრის ამ წარსულს. 20 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ სისხლის ფერს და სიბნელეს მაინც ვერ იცილებს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძის განცხადებით, „ეს თარიღი არ ეზეიმება ხალხს, რომელთა მეხსიერებაში „ნაცმოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ასოცირდება ქუჩაში გამოტანილ განაჩენებთანჩაცხრილულ ბიჭებთან, მოლაშვილების, გირგვლიანების, თეთრაძეების და სხვების წამებასთან, ვალერი გელაშვილისა და კობა დავითაშვილის სასიკვდილოდ ცემასთან, ორი გვამის მოთხოვნასთან, ბიზნესის ტერორთან და ქონების წართმევასთან, სიტყვის თავისუფლების ჩახშობასთან, „იმედის“ პირდაპირ ეთერში შევარდნასთან, ტერიტორიების დაკარგვასთან, ბრძოლის ველზე მიტოვებულ მეომრებთან, საკუთარ სამხედროებზე ომის გადაბრალებასთან“.

​„უბედურების სია ძალიან გრძელია და გასახსენებლად ძალიან მძიმე. მთავარი უბედურება კი ის არის, რომ ამის ჩამდენები დღეს ისევ ეპოტინებიან ქვეყნის მართვას და არათუ ნანობენ, არამედ ზეიმობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ ეს ცოდვები ეცოტავებათ და სურთ ამაზე მეტი. ამის დასტურია სააკაშვილის მიერ გამოცემული მანიფესტი, სადაც, ამ წარსულით, ადამიანის უფლებებზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე, ქვეყანასა და საზოგადოებაზე ზრუნვას გვპირდება ადამიანის უფლებების დამრღვევი, თავისუფალი სიტყვის ჩამხშობი და ქვეყნის გამანადგურებელი „ნაციონალური მოძრაობა“. რამდენჯერ და რამდენმა უნდა გვირჩიოს ომში ჩართვა – დანილოვიარესტოვიჩიპოდოლიაკი, არახამია და მათი უფროსი ძმები – ხან სანქციების მოთხოვნა, ხან მეომრების გაგზავნა, ხან „რუსეთუმეობის“ დაბრალება. მეგობრებო, როგორც 2008 წლის ომია გამოსაძიებელი, ისე საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიური მცდელობაა გამოსაძიებელი“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის მეუღლე მოწამლეს – „უკრაინსკა პრავდა“

უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის მეუღლე მოწამლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „უკრაინსკა პრავდა“ ავრცელებს.

როგორც გამოცემას ძალოვანი სამსახურების ანონიმურმა წყარომ განუცხადა, მარიანა ბუდანოვა სავარაუდოდ, მძიმე მეტალებით არის მოწამლული და მან უკვე გაიარა მკურნალობის პირველი ეტაპი.

ასევე უკრაინული მედია წერს, რომ მარიანა ბუდანოვა, დიდი ალბათობით, საკვებით მოწამლეს. მედიასთან ანონიმური წყარო ამტკიცებს, რომ მოწამვლის ნიშნები უკრაინის სამხედრო დაზვერვის კიდევ რამდენიმე თანამშრომელს გამოუვლინდა და ისინიც მკურნალობენ.

2023 წლის ივნისში უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა „უკრაინკსა პრავდას“ განუცხადა, რომ კირილ ბუდანოვი ათობით თავდასხმას გადაურჩა.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

A Ukrainian serviceman jumps out of the boat onto the shore of Dnipro at the frontline near Kherson, Ukraine, Sunday, Oct. 15, 2023. (AP Photo/Alex Babenko)

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

რუსეთში მიგ-31კ-ის გამანადგურებლის აფრენის გამო უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

„ყურადღება, მთელ უკრაინაში სარაკეტო საფრთხეა! დაფიქსირდა მიგ-31კ-ს აფრენა. საჰაერო თავდასხმის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ“, – წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.

“სამ თვეში ერთხელ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ვერ ჩატარდება, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, სამ თვეში ერთხელ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ვერ ჩატარდება და ეს საკითხი არ განიხილება.

თინა ბოკუჩავას თქმით, სერიოზულ თემებზე უნდა დაიწყოს მსჯელობა.

„ნაცვლად იმისა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია საქართველოში ებრძოდეს რუსულ რეჟიმს და ემზადებოდეს გეოპოლიტიკური, უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის, ამ ადამიანების ლოგიკით, ყოველ სამ თვეში ერთხელ არჩევნები უნდა ვატაროთ? ალოგიკურია, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია, გადავიდეთ სერიოზულ თემებზე. ამ თემის მუდმივი პედალირება მობეზრდა ჟურნალისტების აბსოლუტურ უმრავლესობას, მაყურებელს, ამომრჩეველს, სიამოვნებას იღებს მხოლოდ ივანიშვილი და მისი რეჟიმი. არ განიხილება და ყოველ სამ თვეში ერთხელ არჩევნები ვერ ჩატარდება მაშინ, როდესაც ჩვენ გენერალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

რაც შეეხება კითხვას, „ლევან ხაბეიშვილმა პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი ნიკა მელიას გარიცხვას, მაგრამ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი?“ – ბოკუჩავას განცხადებით, ამ ფორმალურ, ტექნიკურ დეტალებში არ შესულა.

„მელია თუ ითხოვს ცნობას, დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლია, გააკეთოს ასეთი განცხადება, რადგან სხვა პირზე ასეთი განცხადება არ გაიცემა. ნიკა მელიას მაგივრად მე არ გავაკეთებ განცხადებას. მან მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება და აირჩია პოლიტიკური გზა. ყველას, ვინც ებრძვის ივანიშვილის რეჟიმს ან მომავალში აირჩევს ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლის გზას, ვუსურვებ წარმატებას, ჩვენთვის ეს საკითხი ამოწურულია“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრები პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

როგორც ფრაქციის წევრების განცხადებაშია აღნიშნული, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილ დაპირისპირებაზე პასუხისმგებელია მოქმედი მენეჯმენტი.

“ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს”

ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარს უჭერს, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

„უკრაინა შთამბეჭდავ ძალისხმევას იჩენს და ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენციამ დაადასტურა, რომ უკრაინას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად მყარი საფუძველი აქვს“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

მეცოლამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ არის მხოლოდ ევროპული კანონებისა და წესების ეროვნულ კანონმდებლობაში გადატანა, არამედ ეს პროცესი ქვეყნის საზოგადოებაში გარდაქმნებს მოითხოვს.

დღეს, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობას უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი შეხვდა.

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკს“, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზია გაუუქმა.

აღნიშნულ საკითხზე გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

„გარემოს ეროვნულმა სააგენტომ კომპანიაზე შპს ,,ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა’’ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად სპეციალური ლიცენზიის გაცემის შესახებ 2022 წლის 23 მარტის N38/ს ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა, შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია (№000019) გაუქმდა.

კომპანიის „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა“ მიერ სალიცენზიო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წლის მაისში იქნა შედგენილი. ლიცენზიების და ნებართვების კანონი, ისევე როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ითვალისწინებს გარკვეულ სამართლებრივ ქმედებებს, თუკი სახეზე არის ვალდებულებების შეუსრულებლობა.

აღნიშნულის საფუძველზე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების პროცესი დაიწყო. წარმოების ფარგლებში, სააგენტომ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები; დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით ჩატარდა ზეპირი მოსმენა, სადაც მხარეებს შესაძლებლობა მიეცათ, წარმოედგინათ მოსაზრებები და არგუმენტები სალიცენზიო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. განხილვის შედეგად, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია განვითარებაზე ორიენტირებული ყველა პროექტის მხარდაჭერა, თუმცა, შეთანხმებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ზომები იქნება მიღებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

“რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის მოტყუებაა და საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ნიშნავს”-მამუკა მდინარაძე

რუსეთისთვის სანქციების დაწესება თავის მოტყუებაა და საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ნიშნავს – გიჟები ხომ არ ვართ ეს გავაკეთოთ?! – ნამდვილად არ ვართ გიჟები, საგარეო ურთიერთობებზე ოპოზიციის ინიციატივებს მხარს არ დავუჭერთ , – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძე რუსეთის მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესების თაობაზე „ლელოს“ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ერთადერთი მიზანი რაც „ლელოს“ ინიციატივას შეიძლება ჰქონდეს, არის ქართული ინტერესების დაზიანება“.

მისივე თქმით, ოპოზიცია რუსეთთან დაკავშირებული ინიციატივებით ცდილობს, ეკონომიკა ჩამოშალოს და ამ გზით პოლიტიკურ წარმატებას მიაღწიოს.

„ზოგჯერ შეცდომით ამბობენ ხოლმე, ხან განზრახ, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება და ამით იძლევა საშუალებას, რომ ვიღაცამ გვერდი აუაროს სანქციებს. ეს სწორად უნდა განვუმარტოთ მოქალაქეებს. სანქციების მიერთება თუ იმას გულისხმობს, რომ არავის ეძლევა საშუალება საქართველოში სანქციებს გვერდი აუაროს, ამ შემთხვევაში ჩვენ სანქციებს მიერთებული ვართ, ჩვენი მხრიდან თუ ცალკე აღებული სანქციების დაწესებაზეა საუბარი, ბუნებრივია, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, რადგან 0.3 პროცენტიან წილში რუსეთის ეკონომიკასთან მიმართებით, როცა საქართველოდან ექსპორტზეა ლაპარაკი, ამით რუსებს საერთოდ ვერაფერს უზამ, მაგრამ პირიქით, 10 პროცენტზე მეტი ზიანი უნდა მიიღო. ე.ი. რუსეთისთვის სანქციების დაწესება ნიშნავს თავის მოტყუებას და საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას. არ ვაპირებთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სანქციების დაწესებას, სიტყვით იქნება ისე, რომ თითქოს რუსეთს დაუწესდა და ამ დროს საქართველოს მოქალაქეებს უნდა დაუწესო და გიჟები ხომ არ ვართ?! ნამდვილად არ ვართ გიჟები და ამიტომ არის რომ კონკრეტულ წარმატებებს ვაღწევთ. შესაბამისად, საგარეო ურთიერთობებთან დაკავშირებით არც ერთ მათ ინიციატივას მხარს არ დავუჭერთ, რადგან ყველა შემთხვევაში მტკიცდება, რომ ეს მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ და ეკონომიკის ჩამოშლით ფიქრობენ, რომ მიაღწევენ უფრო მეტ წარმატებას და არ ვაპირებთ, რომ ასე დავეხმაროთ მათ და არც საქართველოს მოსახლეობის დაზარალებას ვაპირებთ”, – განაცხადა მდინარაძე

„თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება“ – Financial Times

„თურქეთიდან რუსეთში ისეთი ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი ხდება, რომლებიც სამხედრო მიზნებითაც გამოიყენება (მიკროჩიპები, ოპტიკური მოწყობილობები და ა.შ.), შესამჩნევად იზრდება. ასეთი სიტუაცია უკვე დიდი ხანია აშშ-ისა და ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „თურქეთიდან რუსეთში სამხედრო დანიშნულების პროდუქციის ექსპორტი იზრდება“ (ავტორები – ადამ სამსონი და მაქს სედონი).

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, 2023 წლის ცხრა თვის განმავლობაში თურქული ექსპორტი საეჭვოდ გაიზარდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში – საქართველოში, აზერბაიჯანში, ყირგიზეთში, უზბეკეთში და ტაჯიკეთში, რომლებიც სატრანზიტო ქვეყნებად ითვლებიან საქონლის რუსეთში გადასაზიდად.

რუსეთისათვის მიწოდებული პროდუქციის საერთო მოცულობა 158 მილიონ დოლარს აღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წლის მაჩვენებლებს.

ამ კვირაში ანკარას აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ბრაიან ნელსონი უნდა ეწვიოს, რომელიც ფინანსურ დაზვერვას კურირებს. მას დაგეგმილი აქვს თურქეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დროს განიხილოს რუსეთ-თურქეთის ვაჭრობის დროს დასავლური სანქციების შესრულების საკითხი – რატომ მიეწოდება რუსეთს ის პროდუქცია, რომლითაც მოსკოვი უკრაინას ზიანს აყენებს.

„ზოგიერთ სახელმწიფოსთან, ვთქვათ, იმავე თურქეთთან, ჩვენ სუსტი პოზიციები გვაქვს“, – ამბობს „ფაინენშელ თაიმსთან“ საუბარში ემილი კილკრიზი, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის ყოფილი მოადგილე, – აუცილებელია, რომ რიგმა ქვეყნებმა ზომები მიიღონ იმ კომპანიების და კონკრეტული ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთში პროდუქციის ექსპორტს, ტრანზიტული გზების გამოყენებით“.

ემილი კილკრიზის თქმით, თუ თურქეთი თავის კანონმდებლობაში ცვლილებებს არ შეიტანს, ასეთ შემთხვევაში არ არის გამორიცხული, რომ ამერიკამ იძულებითი ღონისძიებები განახორციელოს“.

წყარო

„ნამდვილად სურს თუ არა ამერიკას უკრაინის რუსეთზე გამარჯვება?“ – უცხოური პრესა

ამერიკული ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ნამდვილად სურს თუ არა ამერიკას უკრაინის რუსეთზე გამარჯვება?“ (ავტორი – დევიდ ბრენანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინა 2023 წლის საომარი მოქმედებების სეზონს შეუსრულებელი მოლოდინებისა და განუხორციელებელი გეგმების ტვირთის ქვეშ ამთავრებს: უკრაინელი ჯარისკაცებისა და მოქალაქეების მახსოვრობაში 2023 წელი არასასიამოვნო მოგონებების წლად დარჩება – დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა წარუმატებელი აღმოჩნდა, რაც, საბოლოო ჯამში ქვეყნის არმიის სარდალმა ვალერი ზალუჟნიმაც აღიარა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.

კიევი მთელი ძალისხმევით ცდილობს დასავლელი მოკავშირეების სიმპათიები შეინარჩუნოს და მათ ერთიანობაში უთანხმოება არ დაუშვას. მაგრამ ოდესღაც მონოლითური დასავლეთის სიმტკიცეში ბზარები გაჩნდა, რომლებიც სულ უფრო ფართოვდება. ევროპაში მომრავლდნენ ულტრმემარჯვენე ლიდერები, რომლებიც ანტიუკრაინულ პოზიციებს ამჟღავნებენ და ქვეყნის ლიდერები ხდებიან, აშშ-ში კი უკროსკეპტიციზმი ძლიერდება – ეს ფაქტორი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც ჩანს, თავს შეურაცხყოფილად გრძნობს. „უკრაინელები აშკარად ხედავენ მოკავშირეების გაუბედაობას და შეშფოთებას ომის შესაძლო ესკალაციის გამო. უკრაინელები ხედავენ, რომ დასავლეთს რუსეთის პროვოცირება არ სურს“, – ამბობს  Newsweek-თან ინტერვიუში დენიელ ვეიდაჩი, კომპნია Yorktown Solutions-ის ხელმძღვანელი, რომელიც ვაშინგტონში უკრაინის ინტერესების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ლობისტად ითვლება. „ამერიკა ფრთხილად მოქმედებს, რის გამოც კიევს ეჭვნარევი კითხვები უჩნდება: მართლაც სურს ვაშინგტონს, რომ უკრაინამ რუსეთზე გაიმარჯვოს? დიდი ალბათობით, პასუხი ასეთი იქნება: არ სურს. იმიტომ, რომ თუ უკრაინა გამარჯვებს, დამარცხებულ რუსეთში შეიძლება დიდი არეულობა დაიწყოს“, – ამბობს დენიელ ვეიდაჩი.

თეთრი სახლი უკრაინის მიმართ გატარებულ პოლიტიკაში თანდათანობის პრინციპს ინარჩუნებს. ამერიკელი ჩინოვნიკების თქმით, თუ უკრაინას ძალიან ბევრს ძალიან სწრაფად მისცემენ, არავინ იცის, როგორ ისარგებლებს ამით უკრაინა. შესაძლოა ისეთი ესკალაცია მოხდეს, რომ კარიბის კრიზისი მონაგონი იქნება.

დასავლურ პრესაში გახშირდა პუბლიკაციები, რომ უკრაინა, ზამთრის დადგომისა და წარუმატებელი კონტრშეტევის გამო, შეიძლება რუსეთთან მოლაპარაკებაზე დათანხმდეს. ვოლოდიმირ ზელენსკი ამ ვარაუდებს უარყოფს. კრემლის პოზიციის თანახმად, მოსკოვი ღიაა მოლაპარაკებისათვის, მაგრამ ერთი პირობით: უკრაინამ უნდა აღიაროს რეალური სიტუაცია და შეურიგდეს ტერიტორიულ ცვლილებებს.

დენიელ ვაიდიჩის თქმით, ისეთი სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყება, რომელსაც უკრაინული საზოგადოება არ მოიწონებს, ვოლოდიმირ ზელენსკის პრეზიდენტობის დასასრულს ნიშნავს – „არჩევნებით ან არჩევნების გარეშე“.

აქსიომაა, რომ უკრაინას არ შეუძლია ბრძოლა დასავლეთის დახმარების გარეშე. დღეს უკრაინის ეკონომიკა დანგრეულია, უკრაინის ბიუჯეტი ძირითადად დასავლურ ფინანსურ გადასხმებზეა დამოკიდებული, პირველ რიგში კი ამერიკის შეერთებულ შტატებზე. კიევი ბრიუსელისა და ვაშინგტონის იმედით სულდგმულობს.

ამას წინათ ამერიკელმა ექსპერტებმა რიჩარდ ჰაასმა და ჩარლზ კუპჩანმა ჟურნალ Foreign Affairs-ში გამოაქვეყნეს სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ წარუმატებელი კონტრშეტევის გამო უკრაინას და მის მოკავშირეებს თავიანთი სტრატეგიის გადაფასება მოუწევთ. ორივე ექსპერტმა Newsweek-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ჯერ-ჯერობით უკრაინა ახალ რეალობებს კარგად ვერ აცნობიერებს. „უკვე მომწიფთა სიტუაცია, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსია დაიწყოს. ეს აუცილებელია. სამწუხაროდ, კიევმა მსგავს დისკუსიებს ტაბუ დაადო. სწორედ ასეთი მოქმედება უწყობს ხელს ომების დაუსრულებლობას და გაჭიანურებას“, – ამბობს ჩარლზ კუპჩანი.

რიჩარდ ჰაასის მოსაზრებით, შექმნილ სიტუაციაში საჭიროა გარკვეული შუალედის ძიება, რომლის ჩარჩოებში სტრატეგია უნდა შემუშავდეს. მაგალითად, უკრაინა უარს არ ამბობს ტერიტორიების დაბრუნებაზე, მაგრამ ამ პროცესში პაუზას აკეთებს: „შეიძლება პაუზა წლები და ათწლეულები გაგრძელდეს. შეიძლება ეს საკითხი რუსეთში ხელისუფლების ცვლილებამდე გადაიდოს – პოსტპუტინური პერიოდის დადგომამდე, ან სულაც პოსტ-პოსტპუტინურ ეპოქამდე“.

როგორც რიჩარდ ჰაასი ამბობს, სამხედრო ბალანსის გათვალისწინებით, უკრაინა თავის ტერტორიებს სრულად ვერ დაიბრუნებს: „ჩვენ უკვე საომარი მოქმედებების ორწლიანი შედეგების მოწმენი ვართ. ძალიან საეჭვოა, რომ გაისად, სხვა მსოფლიო მოვლენების ფონზე, როცა უკრაინისადმი დასავლეთის ყურადღება სუსტდება, კიევი რაიმე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს. ამიტომაც, რუსეთის გეგმების გასანეიტრალებლად, აუცილებელია უკრაინამ შეისვენოს და ძალა მოიკრიბოს“.

„ადრე თუ გვიან, მაგრამ მაინც დადგება მომენტი, როცა უკრაინელები საკუთარ თავს ასეთ კითხვას დაუსვამენ: რა ვაკეთოთ? სავარაუდოდ, ამჟამად ყველაზე გონივრული იქნება უკრაინამ რესურსები დააგროვოს იმ ტერიტორიის აღსადგენად, რომელსაც დღეს თვითონ აკონტროლებს (ანუ ქვეყნის ფართობის 82%).

აშკარაა, რომ ბევრი უკრაინელისათვის მიუღებელია დასავლელი პარტნიორების სავარაუდო მოწოდება სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისათვის, ტერიტორიების დაბრუნების გარეშე – ანუ თუნდაც მოკლევადიან კაპიტულაციაზე. მაგრამ დროა დანაკარგებიც გაანალიზდეს: ზოგიერთი შეფასებით, უკრაინამ ორწლიან საომარ მოქმედებებში 100 ათასი ჯარისკაცი დაკარგა, რაც დემოგრაფიულ კატასტროფას ნიშნავს.

ამასთან, უკრაინელები აცნობიერებენ, რომ დასავლეთი მათი მდგომარეობის გამო დიდ დისკომფორტს განიცდის. დასავლური საზოგადოება ჯერ კიდევ ითმენს და იტანს ამ დისკომფორტს, მაგრამა მათი მოთმენა უსასრულო არ იქნება.

„უკრაინისათვის რუსეთისადმი ნდობა დიდ პრობლემას წარმოადგენს“, – ამბობს „ნიუსვიქთან“ საუბარში ივან სტუპაკი, უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის მრჩეველი, – როგორ უნდა აიძულო რუსეთი, რომ კრემლმა დაპირებული სიტყვა შეასრულოს?“.

რა თქმა უნდა, საქმე არც რუსეთში არ არის კარგად. მიუხედავად იმისა, რომ კრემლის პროპაგანდა რუსეთს ომში წარმატებულ მხარედ წარმოაჩენს, მოსკოვს ბევრი პრობლემა აქვს შექმნილი. ვლადიმერ პუტინმა უკრაინა საბოლოოდ დაკარგა, თუმცა იგი [დასავლეთისაგან] პრიზს ელოდება უკრაინის ტერიტორიის გარკვეული ნაწილის სახით. „კრემლი თვლის, რომ ამჟამად პოლიტიკური სიტუაცია მის სასარგებლოდაა“, – ამბობს რიჩარდ ჰაასი, – მოსკოვი კარგად ხედავს ულტრამემარჯვენე პოპულისტურ ტენდენციებს ევროპაში, კარგად ხედავს აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებს, რომ უკრაინის მიმართ ამერიკელთა მხარდაჭერა სუსტდება… ვფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინის სტრატეგია ასეთია: „მოდით, ვნახოთ, რა იქნება ერთი წლის შემდეგ“. შეიძლება ითქვას, რომ რუსები სანთელს ანთებენ და დონალდ ტრამპის გამარჯვებისთვის ლოცულობენ“.

ჩარლზ კუპჩანის თქმით, უკრაინამ რუსეთს უნდა მიბაძოს და გრძელვადიანად იმოქმედოს, როგორც ამას ვლადიმერ პუტინი აკეთებს: „კიევმა მოლაპარაკების გზით უნდა შეწყვიტოს საომარი მოქმედებები, უნდა აღადგინოს ეკონომიკა (დასავლეთის დახმარებით), დაელოდოს პუტინის წასვლას და ტერიტორიების დაბრუნებაზე იფიქროს. დღეს ჰორიზონტზე მსგავსი იმედი არ ჩანს, მაგრამ მოდით გავიხსენოთ: განა ვინმეს სჯეროდა 35 წლის წინ, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკები ნატოს წევრები გახდებოდნენ? არავის არ სჯეროდა, მაგრამ ისინი გახდნენ. აშკარაა, რომ პუტინი ითმენს და იმედი აქვს, დასავლეთი მის პირობებს დათანხმდება. მოდით, როლები გავცვალოთ და ჩვენც დაველოდოთ მის წასვლას“.

წყარო

“არსებობს ნატოთი და ევროკავშირით გამტკიცებული მშვიდობა და ამას მოუტანს ოპოზიციური კოალიცია ხალხს” – პაატა მანჯგალაძე

„ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დადებითი რეკომენდაციის გაცემამ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო „რუსული პროპაგანდა“, ვინაიდან ევროპა შეუქცევადი პროცესია და ეს ჩვენი არჩევანია. ახლა გინდათ, რომ თქვენც გადმოხვიდეთ ამ ნათელ მხარეს. მანამდე 18 თვის განმავლობაში ვხედავდით აღვირახსნილ კამპანიას, რომ ევროკავშირი სათაგურია, თავი ძალით შეგვაყოფინეს, ევროკავშირს ჩალის ფასი აქვს, არაფერს არ იძლევა და ასე შემდეგ – ეს ფართომასშტაბიანი პროპაგანდა დამარცხდა, ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხის მონდომებითა და დამსახურებით, რომელიც არ აჰყვა პროპაგანდას, რომ თურმე დასავლეთი არის მტერი და რუსეთი არის მეგობარი“, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა პაატა მანჯგალაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველი ხალხი ძალიან კარგად არჩევს მტერს და მოყვარეს და სწორედ ამის გამოხატულებაა, რომ საქართველო ელოდება ევროპული საბჭოსგან დადებით რეკომენდაციას.

„რადგან არ არსებობს იმაზე მეტი მშვიდობა და უსაფრთხოება, რომელიც არის გარანტირებული ევროპით და ნატო-თი და საქართველოსაც აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ გახდეს ამ თანამეგობრობის ნაწილი“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში შეყვანა შეუძლია მხოლოდ კოალიციურ მთავრობას.

„ვერანაირ ევროპას თქვენ ვერ მოუტანთ საქართველოს, ამიტომ გამოსავალი მარტივია – პროდასავლური ოპოზიციის მოსვლა. ორი თვე სჭირდება ყველა იმ რეფორმის მიღებას, რომელიც საქართველოს გაუხსნის პერსპექტივას გახდეს ევროპის ნაწილი. არც კი მოვიკითხავთ თქვენ სად იქნებით, რას გააკეთებთ, მთავარია ხელი არ შეგვიშალოთ“, – მიმართა პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

მტრისას – ასე იტყვიან ხოლმე ჩვენთან იმაზე, რაც ხდება “ნაცმოძრაობაში” – ჩვეულებრივი ბარდაგია -ირაკლი ზარქუა

ერთი კაცი, ის ჯიგარი ევროპელებს რომ ძარცვავს [კეზერაშვილი], იქიდან დირიჟორობს და ჩვეულებრივ მასხარად ჰყავს დაქირავებული ჩემი „ხაბე“. რაღაც შტერობებს აკეთებინებს, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ ​„ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ დაპირისპირებაზე განაცხადა.

ზარქუას თქმით, დავით კეზერაშვილს ლევან ხაბეიშვილი მასხარად ჰყავს დაქირავებული.

„მტრისას – ასე იტყვიან ხოლმე ჩვენთან იმაზე, რაც ხდება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ჩვეულებრივი ბარდაგია. ბატონ გუბაზს [სანიკიძეს] უყვარს ეს სიტყვა. ვინ – ვისთან, ვინ – როგორ, რატომ, რანაირად, სად მიდიოდა [გაუგებარია]. ერთი კაცი, ის ჯიგარი ევროპელებს რომ ძარცვავს [კეზერაშვილი], იქიდან დირიჟორობს და ჩვეულებრივ მასხარად ჰყავს დაქირავებული ჩემი „ხაბე“. რაღაც შტერობებს აკეთებინებს. გაკოტრებულ, მწვალებელთა პარტიას [„ნაციონალური მოძრაობა“] ჩაუყენეს „ხაბე“. რა უნდა ქნას ახლა, რეიტინგი არ აქვს პარტიას „ხაბე“ ხომ არ აამოძრავებდა?!“ – აღნიშნა ზარქუამ.