Home Blog Page 1964

მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს – სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს -ჯოზეფ ბორელი

მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს: სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ დაუნდობლობის ახალ მწვერვალს მიაღწია იმის ფონზე, რომ 24 საათის განმავლობაში 100-ზე მეტი ქალაქი და სოფელი დაიბომბა.

მოსკოვს ილუზიები არ უნდა ჰქონდეს: სხვა კონფლიქტები უკრაინიდან ჩვენს ყურადღებას არ გადაიტანს.

ჩვენი დახმარება გრძელდება, იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა”, – წერს ბორელი.

ბრძნული გამოსავალი არსებობს: ორი ხალხი, ორი სახელმწიფო -რომის პაპი

რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტას.

“ორი ხალხი, რომლებმაც ერთად უნდა იცხოვრონ. ბრძნული გამოსავალი არსებობს: ორი ხალხი, ორი სახელმწიფო, ოსლოს შეთანხმების თანახმად: ორი ძალიან შეზღუდული სახელმწიფო და იერუსალიმი განსაკუთრებული სტატუსით”, – აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ.

ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებით გადაწყვეტა ათწლეულებია საერთაშორისო თანამეგობრობის მიზანს წარმოადგენს. ბევრი ქვეყანა ამბობს, რომ ეს კონფლიქტის ერთადერთი გამოსავალია.

ხვალ ენტონი ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში ჩავა

ხვალ, 3 ნოემბერს, ისრაელსა და იორდანიაში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჩავა. ამის შესახებ შტატების საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ენტონი ბლინკენი, ორივე ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, პირველწყაროდან გაეცნობა.

„სახელმწიფო მდივანი პარასკევს ისრაელსა და იორდანიაში მიემგზავრება. შეხვდება ისრაელის პრემიერ მინისტრს, ნეთანიაჰუს და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, რათა განახლებული ინფორმაცია მიიღოს მათი სამხედრო მიზნებისა და ოპერაციის შესახებ. ის კიდევ ერთხელ დაადასტურებს ისრაელის მხარდაჭერას და ქვეყნის უფლებას, დაიცვას თავი საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების გათვალისწინებით. ასევე იმსჯელებს სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის მინიმუმამდე შემცირებისა და მათთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის აუცილებელი ზომების შესახებ. სამოქალაქო პირების დაცვა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მშვიდობის დამყარების პერსპექტივა იქნება იორდანიაში დაგეგმილი შეხვედრების დღის წესრიგშიც. იმსჯელებენ მძევლების გათავისუფლების საკითხზეც“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა.

დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

დღეს, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. საპატრიარქოს ინფორმაციით, განიხილება საეკლესიო საკითხები და განსაკუთრებულ დღის წესრიგს არ ელოდებიან.

მღვდელმთავრებს ტრადიციულად, საშუალება მიეცემათ მათთვის მნიშვნელოვან თემებზე იმსჯელონ.

სასულიერო პირები ყურადღებას გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც გაამახვილებენ, ასევე განიხილავენ მეათე საუკუნის საეკლესიო მოღვაწეების, წმინდანად შერაცხვის საკითხს. სინოდის სხდომა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ მეორემ მოიწვია და დღეს 12:00 საათზე დაიწყება.

წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება.

„ჰამასი“ ისრაელის ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის სიძულვილის გაღვივებას ცდილობს -ისრაელის პრეზიდენტი

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა მოუწოდა ისრაელის მოქალაქეებს, დარჩნენ ერთიანები, რადგან „ჰამასი“ სიძულვილის გაღვივებას აპირებს.

„მტერი ჩვენში სიძულვილის გაღვივებას ცდილობს – ებრაელ და არაბ მოქალაქეებს შორის. ასეთი მცდელობების წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს უკომპრომისო და ცალსახა. ჩვენ უნდა აღმოვფხვრათ მტრობის, რასიზმისა და ძალადობის ყოველგვარი განსახიერები ჩვენი არსებული სხვადასხვა ჯგუფის მიმართ“, – აღნიშნა ჰერცოგმა.

ისრაელის პრეზიდენტმა, ასევე, ხაზი გაუსვა ისრაელში არაბი მოქალაქეების მნიშვნელოვან როლს და ისაუბრა ისრაელის წინააღმდეგ წარმოებული „ფსიქოლოგიური კამპანიის“ შესახებ.

„მათ სურთ ჩვენი შეშინება ვიდეოებით, ჭორებითა და ტყუილებით. ისინი ცდილობენ, ფსიქოლოგიურად გაგვტეხონ, შელახონ ჩვენი პიროვნული და ეროვნული სული. ჩვენ არ მივცემთ მათ წარმატების საშუალებას“, – თქვა ჰერცოგმა.

ისრაელის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მძევლების დაბრუნება პრიორიტეტული საკითხია.

დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ირაკლი ქარსელაძეს მოუსმენენ

დღეს საკანონმდებლო ორგანოში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მინისტრის საათის ფორმატში მოუსმენენ.

ირაკლი ქარსელაძე დეპუტატებს სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და მომავალში დაგეგმილ პროექტებს გააცნობს. მინისტრი კანონმდებლების მიერ დასმულ შეკითხვებსაც უპასუხებს.

„ეს მიშასთვის მნიშვნელოვანია…“ – რას აღნიშნავენ კიევში მიხეილ სააკაშვილის ძმა და ლიზა იასკო

სააკაშვილის ღვინო კიევშია, მიხეილისთვის ეს მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო „ინსტაგრამში“ წერს და მიხეილ სააკაშვილის ძმასთან, გიორგი სააკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

„სააკაშვილის ახალი ღვინო კიევში დღეს და მომდევნო დღეებში. მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი და ვანო აფციაური წარმოადგენენ მიხეილ სააკაშვილის ღვინოს დღეს კიევში. ახალი მოსავალი. საფერავი, მუსკატი“, – წერს ლიზა იასკო.

2 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, ამ დღის დეტალური გეგმა შეადგენოთ და ეტაპობრივად შეასრულოთ. ეს საკუთარი რესურსების სწორად განაწილებას და ყველა დავალების დროულად დასრულებას გაგიადვილებთ. პლანეტების მხარდაჭერით შეგიძლიათ დიდი და რთული პროექტების და სარისკო ექსპერიმენტების განხორციელებაც კი დაიწყოთ.

კურო

ამ დღისთვის მნიშვნელოვანი არაფერი დაგეგმოთ – ვარსკვლავები სიურპრიზებს გიმზადებენ, რომლებიც შესაძლოა, არ მოგეწონოთ. გარდა ამისა, წვრილმანი პრობლემების მოგვარება მოგიწევთ და სხვა საქმიანობისთვის დრო არ დაგრჩებათ. ეცადეთ მშვიდად, ოპტიმისტურად და თავდაჯერებულად იმოქმედოთ.

ტყუპები

ამ დღეს გამუდმებით ეცდებით, საკუთარი აზრი თავზე მოახვიოთ სხვებს და რჩევები აძლიოთ. ამან შეიძლება დაპირისპირება გამოიწვიოს და თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობა გააფუჭოს. მზად იყავით იმისთვის, რომ საღამოს ფინანსური საკითხების მოგვარება მოგიწევთ.

კირჩხიბი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ მენეჯმენტისგან თავი შორს დაიჭიროთ და არ შეაწუხოთ, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. თუ შეგიძლიათ, გირჩევთ დღეს მცირე შესვენება აიღოთ – მომდევნო დღეები გაცილებით სტრესული და დატვირთული იქნება. საღამოს ტელეფონის ზარი დადებითი ემოციებით აგავსებთ.

ლომი

ამ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმე გელით. მცირე შეფერხებებმა არ უნდა გაგაბრაზოთ. ეცადეთ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ და ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ გადაწყდება. გახსოვდეთ, რომ აჩქარება პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ, ამიტომ მშვიდად და თანმიმდევრულად იმოქმედეთ.

ქალწული

უსმინეთ სხეულიდან მომავალ სიგნალებს და მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი ექიმს მიმართეთ. უბრალო გაციებამ ან ვირუსმა შეიძლება ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს. დღეს მიეცით საკუთარ თავს დასვენების საშუალება – სამსახურში თავს ნუ დაიტვირთავთ და სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნეთ.

სასწორი

ამ დღეს გამორიცხული არ არის, რომ თქვენი შრომისმოყვარეობისთვის ჯილდო მიიღოთ. ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელია, ამიტომ გირჩევთ ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ და ნაკლებ შეცდომას დაუშვებთ.

მორიელი

დაწყებული საქმის საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, რაც ძალიან განერვიულებთ. შესაძლოა, სამთავრობო ოფისში ვიზიტი ან ოფიციალურ პირებთან ურთიერთობა მოგიწიოთ. წარსულის ზოგი პრობლემა თავს შეგახსენებთ და მათი თავიდან მოგვარება მოგიწევთ. ფიზიკური მუშაობა ან ვარჯიში სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, თანამოაზრეები შეკრიბოთ და საკუთარი გეგმები და იდეები გაუზიაროთ. ეს ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, გამოცდილ ადამიანებთან ყველა მოსალოდნელი რისკი განიხილეთ. 2 ნოემბრის დილა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად ყველაზე შესაფერისია.

თხის რქა

პლანეტების განლაგება ხელსაყრელია და პრობლემებს აგაცილებთ. შესაძლოა, თანამშრომლობის მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ, რაზეც უარის თქმა არ შეიძლება. გირჩევთ, საღამო ოჯახთან ერთად გაატაროთ. ნუ დაივიწყებთ პირობას, რომელიც საყვარელ ადამიანს მიეცით – მისი ასრულების დროა.

მერწყული

აქტიური და საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღეა. მეგობრები, კოლეგები თუ უბრალოდ ნაცნობები თქვენგან საქმიან რჩევას და დახმარებას ელიან. პარტნიორთან შეხვედრის დროს შეიძლება, ბევრი მტკივნეული საკითხის განხილვა და მოგვარება მოგიწიოთ. გეგმის განხორციელებაში ახლობელი ადამიანი დაგეხმარებათ.

თევზები

ვერცერთი გაუთვალისწინებელი გარემოება ვერ გზიდან ვერ აგაცდენთ. შესაძლოა, რაღაც დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც შეძლებთ. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე არ მოცდებით.

 

„ნაციონალურ მოძრაობა“ იმის ღირსია, რაც ახლა სჭირს”- გია ცაგარეიშვილი

ნაციონალურ მოძრაობა“ იმის ღირსია, რაც ახლა სჭირს, – ამის შესახებ გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის თქმით, ყველაზე ცუდ წარმოდგენებში, ამ პარტიის მოწინააღმდეგე ვერ უსურვებდა ამ ადამიანებს ამ გზის გავლას.

„წარმოიდგინეთ, არსებობს პარტია, რომელსაც ჰყავს ვინმე ხაბეიშვილი თავმჯდომარედ. ჰყავს გენერალური სპონსორი – ოლიგარქი კეზერაშვილი, რომელიც სად არის გადახვეწილი კაცმა არ იცის და ის მართავს რეალურად პარტიას. ჰყავს ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც კარიდან გააგდეს და ფანჯრიდან ლამობს გადაძრომას იმავე პარტიაში – გირაოთი გათავისუფლებული კრიმინალი მელია. მოულოდნელად გამოჩნდა ვინმე ჯაფარიძე, რომელიც რას აკეთებს, რას შვება? გაგვახსენა ყველას „ღიმილიანი საქართველო“ – ნახევარ ქვეყანას კბილები რომ დააძრო თავის შეფთან ერთად და მერე დატოვა გაცინებული (შემდეგ ჩვენ ჩავუსვით იმ ხალხს კბილები). რაც მთავარია, არის სადღაც ცხრაკლიტულში (რეალურად, მშვენიერ ოროთახიან VIP პალატაში) გამოკეტილი ცრუ ღმერთი პატიმარი სააკაშვილი“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

,,თემატური თანამშრომლობა ყველასთან შეიძლება”- გედევან ფოფხაძე

თემატური თანამშრომლობა ყველასთან შეიძლება – ამის შესახებ გედევან ფოფხაძემ მედიასთან ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„თემატური თანამშრომლობა მე „ქართულ ოცნებასთანაც“ წარმომიდგენია. თემატური თანამშრომლობა ყველასთან შეიძლება ყველასთან აბსოლუტურად, პუნტინთანაც შეიძლება თემატური თანამშრომლობა თუ ეს საჯარო ინტერესს ემსახურება…“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

,,ინციდენტი შეიძლება მოხდეს,მაგრამ ადამიანმა ამაზე სინანული უნდა გამოხატოს, ბოდიშიც მოიხადოს”- პაპუაშვილი

ბატონმა ირაკლიმ [ბერაია] ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი სინანული გამოთქვა და ვფიქრობ, დასაფასებელია, როდესაც ამაზე გვაქვს საუბარი, ვინაიდან არსებულ მოწვევის პარლამენტს აქვს გარკვეული გამოწვევა – ხშირად არის შეხლა-შემოხლა, მათ შორის ვერბალური, განსაკუთრებით, აქ გამოირჩევა ოპოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამ მოწვევის პარლამენტის ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ სიძულვილის ენის გამოყენება და დეპუტატებს შორის დაპირისპირებაა.

„დღესაც, მიკროფონების მიღმა, ისეთი ტერმინოლოგია ისმოდა ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის ქალი ოპოზიციონერების მხრიდან, რომელსაც მერე თვითონ აპროტესტებენ. ამიტომ, ეს არის გარკვეული გამოწვევა ჩვენს პარლამენტში და თუ გვინდა ეს გამოწვევა არ იყოს, 2 რამ არის მნიშვნელოვანი: პირველი – ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდოს თავის ქცევას და სიტყვებს; მეორე – არ განვასხვაოთ ჩვენიანი და სხვისიანი, თანაბარი საზომით მივუდგეთ ამ ყველაფერს. მნიშვნელოვანია, როდესაც სხვის თვალში ვხედავთ ბეწვს, საკუთარში დავინახოთ დირე.

რაც შეეხება [ირაკლი ბერაიას] თანამდებობიდან გადადგომას, აქ კი ნამდვილად ფარისევლები იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ვფიქრობ, ისინი სინამდვილეში პრობლემას ხედავენ იმაში, რომ ეთიკური სტანდარტი დაირღვა და ა.შ, არამედ მათ ადარდებთ ვიღაცების თანამდებობები და ასე შემდეგ.

კულტურის ნაწილი არის ის, რომ ინციდენტი შეიძლება მოხდეს და ის, რომ ადამიანმა ამაზე სინანული უნდა გამოხატოს და ბოდიშიც შეიძლება მოიხადოს. ამაზე არის საუბარი და მე სწორედ ამაზე მივუთითე ოპოზიციას და ასეთი ინციდენტები როდესაც ხდება ოპოზიციის მხარეს, მათ არანაირი სინანული არ აქვთ. არათუ სინანული, გუშინდელი შემთხვევის შემდეგ, დღეს, ამ პროტესტის ფონზე, თავად შეურაცხყოფას აყენებდნენ სხვა დეპუტატებს ისეთი სიტყვებით, რომელიც ეთერშიც არ გამეორდება. თითის გაშვერა ადვილია და თუ თითის გაშვერაზე წავალთ, უმრავლესობას უფრო მეტი აქვს თითი გასაშვერი ოპოზიციის მხარეს ასეთ დროს, ვიდრე მათ. არანაირი სინანული ოპოზიციაში არ არის, ვერც კი აცნობიერებენ, რა შეურაცხყოფას აყენებენ სხვას. რა სურათს დგამენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს.

მათი ცნობით, ხვალ, 2 ნოემბერს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება.

„2023 წლის 2 ნოემბერს, 12:00 საათზე, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია მეორის მოწვევით გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა.

აღსანიშნავია, რომ წელს სინოდის სხდომა მეორედ ტარდება. პირველად წმინდა სინოდი 2023 წლის 14 თებერვალს შეიკრიბა“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.